ზმნისწინი(ზმნა- მე-2 კონსპექტი)

 



·        ზმნით გამოხატული მოძრაობა სივრცეში გადაადგილებას გულისხმობს

·        მოძრაობა ყოველთვის რაიმე მიმართულებით ხდება

·        მოძრაობის მიმართულების გამოსახატავად ზმნას აქვს საგანგებო ნიშანი,რომელსაც ზმნისწინი ჰქვია;

·        ზმნისწინი  ზმნას თავში დაერთვის

·        მოძრაობის მიმართულება გამოხატულია მოლაპარაკე პირთან მიმართებით

·        მოლაპარაკე პირთან   მაახლოებელ („აქეთა’’) მიმართულებას გამოხატავს მო- ზმნისწინით გართულებული ზმნისწინები

·        მოლაპარაკე პირთან   დამაშორებელ  („იქითა’’) მიმართულებას გამოხატავს მარტივი ზმნისწინები ( - ს გარეშე)

·        დაპირისპირებებს მოძრაობის მიმართულებებს შორის შემდეგი ზმნისწინები იძლევა:

 

იქით

მი-

ა-

ჩა-

გა-

შე-

წა-

გადა-

და-

ველი

 

აღ/აღმო

შთა

გან

 

წარ

გარდა

 

აქეთ

მო-

მო-

ჩამო-

გამო-

შემო-

წამო-

გადმო-

 

 

·        შენიშვნა: შეიძლება რაიმე ზმნას საერთოდ არ ერთვოდეს ზმნისწინი . მაგ. წუხს

·        ან შეიძლება რაიმე ზმნასთან ზმნისწინი მიმართულებას არ გამოხატავდეს

მაგ. მო-იფიქრა

 

როგორ გამოვყოთ ზმნის ფუძიდან ზმნისწინი ?

 

·        ამისათვის კონკრეტული ზმნის ფორმა ჩასვი პირველ პირში

·        ის რაც  (ან ) პირის ნიშნის წინ აღმოჩნდება იქნება ზმნისწინი

·        მაგ. გადახატავს   

·        გადა--ხატავ

·        ზმნისწინია: გადა-

 

ხხ

ძველი ზმნისწინები და ზმნისწინთა მართლწერა:

 

ზემოთ მოყვანილ ზმნისწინებთან ერთად ქართულ ენაში შემორჩენილია ძველი ზმნისწინებიც:

 

აღ-

აღმართა,აღადგინა,აღზრდის,აღწერა..

გან-

განაცხადა;განავრცო;განავითარა..

წარ-

წარადგინა;წარმართა;წარმოიშვა...

გარდა-

გარდაიცვალა,გარდაქმნის...

შთა-

შთააგონებს,შთაუნერგა...

·        ეს ზმნისწინები ამ კონკრეტულ ზმნებში აუცილებელია

·        აღ- ; გან-;წარ-;გარდა-;შთა- ზმნისწინები შეიძლება შეგვხვდეს ახალი ზმნისწინების ნაცვლადაც ძველი სტილის შექმნის მიზნით:

ახალი სტილი

ძველი სტილი

წა-იყვანა

წარ-იყვანა

გა-აგდო

გან-აგდო

ა-ივსო

აღ-ივსო

ჩა-ბერა

შთა-ბერა

ამო-ხდა

აღმო-ხდა

წა-მავალი

წარ-მავალი  და ა.შ.

 

 

·        შეცდომებს წერისას უშვებენ ძველი ზმნისწინების გამოყენებისას

·        არქაული ფზმნისწინის ნაწილი შეცდომით ზმნის ფუძის ნაწილი ჰგონიათ

მაგ:

სწორი ფორმა არქაული ზმნისწინით

ზმნის მცდარი  ფორმა (არქაული ზმნისწინის ნაწილით)  შეცდომაა:

გან-თავისუფლება

თავისუფლებს

წარ-დგენა

დგენს

აღზრდა

ზრდის

გან-ვითარება

ვითარებს

 

 

 

 

როგორ დავიზღვიოთ თავი ამგვარი შეცდომებისაგან ?

 

·        უკვე მითითებული ხერხით(პირის ნიშნის ჩასმით) ზუსტად გამოყავი ფუძისგან არქაული ზმნისწინი

·        შემდეგ კი საჭიროების მიხედვით ან მთლიანად ჩამოაცილე  ან მთლიანად დატოვე

 

სწორი ფორმა არქაული ზმნისწინით

ზმნისწინი მთლიანად ჩამოშორებულია

ზმნისწინი მთლიანად დატოვებულია

გან-თავისუფლება

ათავისუფლებს

 

წარ-დგენა

ადგენს

წარ-ადგენს

აღზრდა

ზრდის

 

გან-ვითარება

ავითარებს

გან-ავითარებს

 

 

 

 

 

ყურადღება:

 

აღ-  ისეთ სიტყვებში  როგორიცაა  აღიარება და აღორძინება  ფუძის ნაწილია და არა ზმნისწინი

 

ვ-აღიარებ   და არა აღ-ვ-იარებ

ვ-აღორძინებ  და არა აღ-ვ-აორძინებ;


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები