შელოცვა რადიოთი -ნიკო ლორთქიფანიძე


1.      


რისი მოლოდინი ეუფლება მკითხველს მოთხრობის წაკითხვამდე?

ამბავი იქნება  მსხვერპლზე.

 

2.      რა განსზღვრავს ამ მოლოდინს?

ორი ეპიგრაფი

 

3.      ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს,ელის,ნათლობისას ელპიდა(ელპიდე) დაარქვეს(ბერძნულად ეს სახელი იმედს ნიშნავს) რა ითქვა ნათლობის სახელის შესახებ მოთხრობის დასაწყისში ?რის მოლოდინს უქმნის მკითხველს ფრჩხილებში ჩასმული შენიშვნა?

სავარაუდოდ იმედი ჩაკვდება.

ელი- „ახალი "  (მე-20 საუკუნის)ქართველი ქალის,კიდევ ერთხელ გადაგვარებული ქალის ალეგორიული სახეა.

4.     ვინ ჩაუნერგა ელის ხელოვნების სიყვარული,მისი ღრმა წვდომის უნარი?

მატილდამ(გერმანელი დედა  მუსიკის მასწავლებელი)

5.      ვინ იყო“შენელებული მხედრული სულით“ გამორჩეული ?

შალვა გორდელიანი(მამა  .ყოფილი კავალერისტი.)

 

6.      ვინ იყო ელის აღმზრდელი ?

კავკასიის მთებიდან ჩამოყვანილი ძიძა-გამდელი

ინსიტუტი (არაქართული)

ტოლამხანაგები(თინოს მენტალიტეტის)

 

7.      ვის გაჰყვა ელი ცოლად?რა თვისებებით მიიქცია გრაფმა ბორენკოვმა თბილისის საზოგადოების ყურადღება ?

გრაფი ბორენკოვი- რუსეთის ალეგორიული სახე(ულევი ქონების პატრონი,მოხდენილი,ზრდილი,განათლებული ,ყველასგან მოწონებული,ცეკვავდა უებროდ,ფანტავდა უანგაროდ,რაღაცნაირად უკრავდა როიალზე,"თავში ხრმლით დაჭრილი")

8.      რა უზნეობის მოწმე გახდა საქორწილო მოგზაურობის დროს ელი?

ლოთობის და ქმრის გარყვნილების

9.      როგორ გამოხატა შეურაცხყოფილმა ქალმა პროტესტი ?

 

ელიმ  მიატოვა გარყვნილი ქმარი.

10.   რა საფრთხე დაემუქრა უპატრონოდ დარჩენილ ქალს?

დეზერტირი ჯარისკაცებისგან გაუპატიურება.

11.   ვინ მოევლინა მას მხსნელად?

იერონიმე შვინდაძე-ბუნებით  დეზერტირი("ახალი"  ,ანუ გადაგვარებული ქართველი კაცი)

12.   რა მოხდა ელის ცხოვრებაში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს-26 მაისს?

ელის და ირონიმეს შეუღლება

13.   როგორი პიროვნება აღმოჩნდა იერონიმე შვინდაძე?

რა ვქნა, მამა, არ მომწონს იერონიმე.

სახელი არც მე მომწონს, შვილო, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენია მაინც.

არა, მამა... ვერ მოუვლის ოჯახს, მე ამაზე გეუბნები.

ყმაწვილია, გამოიცდება.

სულელია, მამა და რა ეშველება?

             რა დაიჯინე, ქალო, რამ გაასულელა!

წარმოიდგინე, მუდამ მიმტკიცებს, რომ მისთვის მე და ყოველი სხვა ქალი ერთია.

შენც უთხარი, შენ და ყოველი ვაჟი ჩემთვის ერთია-თქო და გაქვითდებით.

შენ ხუმრობ, მამა, ჩემი წინათგრძნობა ცუდი ნიშანია...

გარწმუნებ, თუ შეგნიშნა, რომ სხვა ვაჟისკენ ერთი კეკლუცათ გაიხედე, ბრაზით გადირევა.

ეხ, მამა, მამა, განა მარტო ეს მაწუხებს?! არა, ვერ მოვთავსდებით, ვერ მოაწყობს ცხოვრებას...

შვილო, ცხოვრებამ ერთხელვე შეგაშინა, და ამიტომ ვერ დამშვიდებულხარ...

ღმერთია მოწყალე, დრო გამოაწყობს ყოველივეს.

 

იერონიმე,როგორც ქმარი, სულელი და უუნარო აღმოჩნდა;

იერონიმე გაუჩინარდა. გაექცა ოჯახზე ზრუნვას.იერონიმე ხომ დეზერტირია.

 

14.   რა დღეში ჩავარდა ულევი ქონების მფლობელი გორდელიანების ოჯახი ?

გაჰყიდეს დააგირავეს უსაჭიროესიც.

15.   ვინ იყო ჯონ ჰექსლეი?

ჯონ ჰექსლეი -ვითომ ინგლისელი ,სინამდვილეში ფრანგი ჯაშუში.(იმპერიალისტური ევროპის ალეგორიული სახე)

რატომ დაიახლოვა მან ელი?

აპირებს ხასად გაიხადოს.

16.   თინოსა და მისი ბებიის საუბრის ტექსტში მოძებნეთ ახალი დროისათვის დამახასიათებელი ზნეობრივი დაქვეითების მაგალითები?

 

‘’   - შელოცვაზე უფრო მეტათ, ბები, ერთი მანეთი მარგებს... პუდრი შემომაკლდა.

           - მოგცემ, შვილო, იყიდე ის წყეული, მაგრამ ხვალ რაღას სჭამ?        

      კავალრები ისე როგორ დაჰკარგავენ სინიდისს, რომ კონდიტერში მაინც არ მიმიპატიჟონ...’’

 

         ‘’- ხასობაც სანატრელი გახდა?! - ჩაიკვნესა თავსაფრიანმა.

        - ჭკვიანი კაცის ხასობა არ სჯობის სულელის შვილობას?

        - შენა გსურს სთქვა "მდიდრის" და არა ჭკვიანის, თორემ ჭკუით ჩვენი შალიკო არავის ჩამოუვარდებოდა...

         - ისემც ღმერთი უშველის! მთელი ქონება რომ "შესწირა", "დაარიგა", აბა როგორ ეგონა?

        - ხომ ჩამოართმევდნენ მაინც?!

         - ჰო და მამული მან "შესწირა" და "დაარიგა", ხოლო შვილი "ჩამოართვეს" - ხა! ხა!ხა!

           ბედნიერი ელი მოივლის ქვეყანას... ამ საბურთალოს მტვერს კი ჩვენ გვიტოვებს...

            - თინიკო, იცხოვრე, როგორც გსურს, ოღონდ ამ სიტყვებს მაინც ნუ გამაგონებ!’’

                            საქართველოში უკვე ყველაფერი "მოსულა''.

 

 

17.                             რატომ უწოდა ავტორმა ელის „ცხოვრების ნაპტკვენი ბუმბული’’.?

‘’საერთაშორისო ომის ნაგლეჯებისა და სამოქალაქო ბრძოლის 
მოვარდნილ კორიანტელში ვერ გაატა ცხოვრების ნაპტკვენმა ბუმბულმა.’’
ეს ნიშნავს,იმას რომ 

მძიმე გაჭირვებას ელიმ უცხოელის ხასობა არჩია

ელიმ მიატოვა მამა და შვილი. ელიც დეზერტირია.


18.   საითკენ მიქროდა უცხოური ავტომობილი?

საქართველოს საზღვრისკენ.

19.   რა იხილა ელიმ გზად?

საქართველოს პეიზაჟები,რომლებსაც ტოვებს.

20.   რა გამოკრთოდა ერთმანეთში არეული სიტყვების ნაწყვეტებში ?

ელის "აწუხებს" საკუთარი გადაწყვეტილება.

 

21.   რა დასკვნა გამოიტანა ელიმ დამგზავრებული მთიბავების ნაამბობიდან?

                 როგორნი ყოფილან სინამდვილეში „საშინელი გლეხები’’?

 

ნამუსიანი,მშრომელი,სევდიანი

22.   რატომ გამოიწვია შალვა გორდელიანმა დუელში ჯონ ჰექსლეი?

 

ვითომ ღირსებას იცავს და აპროტესტებს ელის წაყვანას,მაგრამ ელის არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს .

 ელის  ‘’ჭკვიანის’’ ხასობა ურჩევნია სულელის  შვილობას და გარყვნილის ცოლობას და დეზერტირის შვილის  დედობას.

23.   რით დასრულდა ეს გამოწვევა ?

შალვას უმწეო ლუღლუღით, რომ ევროპელმა კურომ სათანადოდ  მოუაროს ელის.

24.   იმსჯელე შალვა გორდელიანის პროვნულ თვისებებზე?

 

უთამოყვარეო,სუსტი და ღირსება აყრილი,მამა რომელმაც შვილს ვერ შეუქმნა მომავალი

(შალვა იმ ქართველი წინაპრების ალეგორიული სახეა,რომლებმაც ვერ შექმნეს და ვერ შეინარჩუნეს სახელმწიფო)

 

ვიცი,მე ვალდებულებით ვარ დატვირთული, როგორც ვირი 
მისთვის უსარგებლო მარილით... – მწარე ღიმილმა ყბა-ტუჩი დამანჭა.
 
შალვა ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა, თუმცა ტერფები ეწეპებოდა ქუჩას 
და გზას გადიოდა მიხვევ-მოხვევით კლაკნით ისე, როგორც შოთას 
ძველი სიტყვები ("მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი") 
იკლაკნებოდა მის ტვინში.

 

 

 

 

25.   რა გადაწყვიტეს ელიმ და ჰექსლიმ კავკავში ყოფნისას?

ზამთრის მიუნხენში გატარება

26.   რომელი ქვეყნები მოიარეს ელიმ და ჰექსლეიმ მიუნხენში ჩასვლამდე?

რუსეთი,სკანდინავია,საფრანგეთი

27.   რა ჩაიფიქრა ჰექსლეიმ?

ელისათვის ევროპაში მოგზაურობას წარსული უნდა დაევიწყებინა.

 

28.   როგორ გამოეხმაურა მიუნხენური პრესა სამი უცხოელი სტუმრის-ელის,ჯონ ჰექსლეის და ამერიკელი მილიარდერის ბრომლეის  ჩამოსვლას?

დაბეჭდეს ცნობები ჩამოსულებზე და კარიკატურები.

29.   რით მიიქცია ყურადღება ამერიკელმა მილიარდერმა?

მილიარდერი გარეგნულად   გამოცვლილიყო. ბრომლეი-აშშს ალეგორიული სახეა.

30.   როგორ გამოხატავს ორი მამაკაცი ელისადმი პატივისცემას?

დაქროლებენ აქეთ-იქით,სხვადასხვა გასართობ ადგილებში.

31.   რას სთავაზობენ მას ისინი?

ჩუქნიან ძვირფას ტუალეტებს.

32.   რისი გაგება აინტერსებდა განსაკუთრებით ბრომლეის?

"ბრომლეის აინტერესებდა,თუ რა განწყობილება იყო ელის და ჰექსლეის შორის";

33.   როგორ იქცეოდა ელი“პირადი ტკივილების გასამწვავებლად’’?

გარბოდა მუზეუმებში და საათობით იჯდა ზოგიერთი ამორჩეული სურათის წინ.

განსაკუღებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ელიზე რიდლის „საკუნტალა’’

‘’ ხელოვნების ნაწარმოებს ყურადღებით ათვალიერებდა იგი არა
 "ფიქრთ გასართველად", ცოდნის შეძენის და ესთეტიკურ 
განცდათა მისაღებათ, არამედ პირადი ტკივილების გასამწვავებლად, 
მივიწყებულის გასახსენებლად, ახალ იარის მისაღებათ და აღსაძვრელად.
 
ელი   თავს განგებ იტანჯავს.

 

34.   რამდენად დამაჯერებელიაელის მიერ  „ვეფხისტყაოსნის“ ციტატის მოხმობა ?

„მე თუ ზეპირ მიცინია,ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა’’ ეს ციტატა გამოხატავს ელის რეალურ მდგომარეობას.ციტატა მოჰყავს ავტორს და არა ელის.

 

35.   რა შეიტყო ელიმ ჰექსლეისაგან? როგორ გამდიდრებულა ამერიკელი ბრომლეი?

შემთხვევის და თავისი ჭკუის წყალობით

შემთხვევით, მგონი ასტორის რწმუნებული გულმოსული იყო თავის
 მოიჯარადრეზე, და მან ჩამოდენილი მთელი საქონელი რამდენიმე ათასი
 თავი ხბო, მაგას მიჰყიდა ნისიათ.
 
ელი ყურადღებით უსმენდა.
 
- ...ამან გაუგდო სახელი. გაზეთებმა განგაში დაჰკრეს, ბრომლეი
 მთელ საქონელს ასტორისას იძენსო და სხვა... ბანკებმა კრედიტი გაუხსნეს... 
წვრილმა მეჯოგეებმა მაგასთან დაიჭირეს საქმე. ბრომლეიმ არ მოინდომა ამ 
პირველ ნაბიჯზე მოგება, არამედ შეეცადა სახელი უფრო მოეხვეჭა... საქონელს 
ყიდულობდა ყველგან,ყიდდა სულ მცირე მოგებით, ხან წაგებითაც კი...
 სინდისიერათ უსწორდებოდა მოვალეებს და თითქმის მთელი ხორცის ვაჭრობა
 ხელში ჩაიგდო ჩიკაგოში... ასეთი ორგანიზატორი სხვადასხვა საზოგადოებებმაც 
მიიწვიეს... და დღეს მილიარდერია..

 

 

 

36.   ჰექსლეის აზრით რა განასხვავებს ამერიკელებს ევროპელებისგან ?

ასეთი თავდადება რაიმე იდეისათვის, რა თქმა უნდა "მთებსაც კი შეანძრევს", 
- ქრისტეს მოციქულებმა, უბრალო მებადურებმა, დაიპყრეს ქვეყანა თავისი 
გატაცებით, თავდადებით, და რათ გიკვირთ, რომ ამერიკელები იძენდნენ
 სიმდიდრეს, როცა ისინი ისეთივე თავდადებულდნი არიან სიმდიდრისათვის, 
ევროპას აღარ აქვს შეურყვნელი მისწრაფება სიმდიდრისადმი... იგი გატაცებულია 
პოლიტიკური, მეცნიერული, მხატვრული იდეებით, როგორც თქვენ არ გყავთ 
როკფელერი, მორგანი, ბრომლეი, ისე მათ არ ჰყავთ ლენინი, ბეტჰოვენი, კანტი....
თქვენ მხოლოდ "ნახევარის გულით" ეკიდებით სიმდიდრეს, - ჩვენ, უკაცრავად,
 ამერიკელები „ნახევარის გულით“ეკიდებიან მეცნიერებას, ხელოვნებას, პოლიტიკას.
 თქვენთვის პირველია სახელი აზროვნების მეფობისა; ჩვენთვის პირველია - მეფობა
სიმდიდრეზე. 

 

 

37.   გაამერიკელებული ინგლისელის,ჰექსლეის აზრით,ქართველები ისტორიულა ყველაზე მეტად „ეროვნული სხეულის შენარჩუნებაზე’’ ზრუნავდნენ. ეთანხმები თუ არა ამ თვალსაზრისს?

‘’ მე მგონი თქვენ, ქართველები ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე 
 ფიქრობდით....  - ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი - ევროპული გატაცება 
მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი - სიმდიდრე,
 დოვლათი, დოლარი - თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო
 თქვენი სულის... 

 

38.   ვისთან დამარცხდა თავის შესაძლებლობებში უზომოდ დარწმუნებული ამერიკელი ბრომლეი ?

ინდოელ რამინოსთან- (შენიშვნა: რამინო-აზიის ალეგორიული სახეა)

39.   რატომ გაქრა ინდოელი რამინო?

რამინო (აზია) მიდის როცა ჰექსლეიმ(ინგლისმა) ის  ბრომლეიზე(აშშ-ზე)„გაყიდა’’

40.   რა ეწერა მის დაწერილ ბარათში ?

„აღარ მომწონს,რაც აქ ხდება’’. რამინო არჩევანში თავისუფალია ელისგან განსხვავებით.ელის ეს არ შეუძლია.

41.   რა ფიქრი აეკვიატა ელის რამინოს წასვლის შემდეგ ?

„შენც უნდა წახვიდე.შენც უნდა წახვიდე.’’

42.   როგორი წარმომავლობის მსოფლაღქმა,ცხოვრების განსხვავებული წესი დაუპირისპირდა დასავლურ ცივილიზაციას?

აზიური.

43.   რატომ ემადლიერებოდა რამინოს ჰექსლეი ?

ჰიმალაის მთებში დათვისგან გადაურჩენია რამინოს ჰექსლეი.

 


44.   „ასე დამემართება მეც!ასე უნდა მოვიქცე მეც!’’-თქვა ყავახანაში მისულმა ელიმ.ახსენი,რა იულისხმა მან ამ ფრაზით ?

 

ელი ხვდება,რომ ადრე თუ გვიან მასაც რამინოსავით გაყიდის ჰექსლეი.

 

45.   რა თქვა ყავახანის ორმა სტუმარმა ელის შესახებ?

შინაგანი დიდებულება აქვსო

46.   ელის რომელ ოთხ თვისებაზე გაამახვილეს ყურადღება ?

ელი მეოცნებეა,ერთდროულად გამბედავიცაა და მშიშარაც,თავის სიდიადეში დაწმუნებულიც.

47.   რა უჩვეულო სანახაობის მოწმე გახდა ყავახანაში შეკრებილი საზოგადოება ?

მათ იხილეს ერთდროულად საშინელი და სასიმოვნო  გველების შოუ.

48.   რატომ დაიწუნა ელიმ ინდოელი ქალის ცეკვა?

ვერ ცეკვავს ისე ეშხით,როგორც შეიძლებოდაო.

სათანადოდ ვერ გამოხატა შიშის ჟრუანტელთან  ნარევი სიტკბოებაო.

თვითონ ამას ყოველდღე განიცდის ,ამიტომ იცის რსაც ამბობს


49.   რა ისურვა ელიმ გველებთან ცეკვის სანაცვლოდ ?

 დაბრუნება  თბილისში.

50.   უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში ვის უსწორებდა ანგარიშს ამერიკელი მილიარდერი?“

ჰექსლეის.“აი,აქ თუ დავძლევ მეტოქეს“,-გაიფიქრა ბრომლეიმ.

51.   რომელმა ხედებმა გაურბინა ელის თვალწინ? თბილისის ხედებმა.მამამ.

52.    ვინ იხილა მან ბოლოს?  ძიძა

53.   ბრომლეი მზად იყო ელი სასიკვდილო რისკის გაწევის გარეშეც დაებრუნებინა სამშობლოში.რატომ არ დასთანხმდა ქალი ამ წინადადებას?

უნდა დავიმსახუროო დაბრუნების უფლება,ელიმ იცის რომ დაბრუნების უფლება არ აქვს“ელი სიცოცხლით რისკავს,გონია თუ გადარჩება დაბრუნების უფლებას მოიპოვებს.

54.   რამ დააფრთხო გველების მომთვინიერებელი ინდოელი ?

ელი ნასვამია.ინდოელმა იცის გველების ზნე .შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს.

55.   როგორ მოიქცნენ ჰექსლეი და მეტრდოტელი?

ფულს და მოგებას დახარბებულები არ აჩერებენ ელის.ჰექსლეიმ გაყიდა ელი.

56.   რა მოგონებები შეერწყა ელის ვნებიან ცეკვას ?

ელის ის მომენტი აგონდება შვინდაძემ,რომ გადაარჩინა ჯარისკაცებისგან გაუპატიურებას.

"შიშის ჟრუანტელთან  ნარევი სიტკბოება'' ეს ელის ეხერხება.

57.   რით დასრულდა ცეკვა ?

გველმა დაგესლა ელი.

58.   რა ისურვა გველებისგან დაგესლილმა ქალმა ?

მამას უშველეთ და შელოცვა გამომიგზავნოს როსკანმაო.

 

59.   რა ახალი ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს მომაკვდავი ქალის თხოვნის შესასრულებლად?

ტელეფონი,ტელეგრაფი,რადიო

60.   რა რიტუალი შეასრულა შორეულ ქართულ სოფელში როსკანმა ?

ლოცვა ასპიტის ნაკბენისა

61.   როგორ მიაღწია ელიმდე შელოცვის მაგიურმა ტექსტმა ?

რადიოთი

62.   რატომ ვერ უშველა შელოცვამ ელის ?

უკვე გვიანი იყო.ელის "შველა" შეუძლებელია.

63.   რა ზომები მიიღო ბრომლეიმ მიცვალებულისათვის პატივის მისაგებად ?

სასტუმრო მთლიანად დაიქირავა და სამგლოვიაროდ მორთო.შეუკვეთა სამგლოვიარო მარში,გადაიხადა კინოების თატრების,რესტორნების ხარჯები,რაღაც თანხა ღარიბთა თავშესაფარსაც მისცა,შეუკვეთა ქანდაკება და ა.შ.

64.   როგორი უნდა ყოფილიყო საგანგებოდ შექმნილი სამგლოვიარო მარში?

მე არ მოვითხოვ, რომ თქვენ დასწეროთ ახალი, ორიგინალური რამ... 
სრულიად საკმაოდ ჩავთვლი, თუ განსხვავებულის უჩვეულო მდგომარეობის 
თანახმად თქვენ შეადგენთ ერთ რასმე, თუნდაც ერთმანეთში გადაბმულს, ისე, 
როგორც შემთხვევით გადაბმული იყო ერთმანეთში ამ მშვენიერი ქალის ცხოვრების 
სხვადასხვა ეპიზოდი:
      შავი ზღვის პირად რაღაც ჩვენთვის უცნობი ქვეყანა; თავადი ქალი; ქმარი აშარი 
და ქმარი ლაჩარი; უკიდურესი სიღარიბე; ქმარ-შვილის სიყვარული და... პარიზი: 
ფუფუნება, კეკლუცი ქალის მდგომარეობა... სული კი მაღალი. სხვადასხვა
კომპოზიტორის ნაწარმოებში თქვენ ჰპოვებთ მასალას... უკაცრავად, მე უკვე 
შევეჩარი თქვენს დარგში...

 

65.   მე-20 საუკუნის 20-იან წლებში კინოში პოპულარული იყო პარალელური მონტაჟის ხერხი.როგორ გამოიყენა მწერალმა ეს ხერხი?რა ხდებოდა ქაშვეთის ტაძარსა და მიუნხენში ?

ელის პანაშვიდები

ქაშვეთში ზოგიერთები ელის სიკვდილში იერონიმეს ადანაშაულებენ.

"-საწყალი შვინდაძე..

-მისი ბრალია...ყველაფერი ახია,რაც დაემართა...ეს მაინც არ ემსხვერპლნა!

-ელია დამნაშავე რათ გაჰყვა?კაცი აღარ იყო ჩვენში?!

-თვითონაც ხომ დაიღუპა,მეტი რაღა გინდათ?!

-იკითხოს საწყალმა ელიმ!!! რა საკვირველი სიკვდილი!"

66.   რამ გააოცა ბრომლეის მდივანი? რა უნდა დავასკვნათ ამ ფაქტიდან?

„მოგებაზე უარს ამბობს..საკვირველია’’

ამერიკელს ოდნავ მეტი ღირსება ამოაჩნდა  ინგლისელზე.

67.   როგორ არის ელის დაკრძალვის ცერემონიალი აღწერილი?

რა    რა ჭარბობდა მასში -სისადავე თუ პომპეზურობა?

პომპეზურობა.

ამერიკელმა დიდი პომპეზურობით დამარხა და იქვე დაივიწყა.(საგულისხმო მინიშნებაა)

68.   რა დაიტია სამგლოვიარო მარშმა?

ელის ცხოვრების ეპიზოდები

69.   ელის ცხოვრების ეპიზოდების გარდა,რა გაახსენა მკითხველს სამგლოვიარო მარშმა მკითხველს?

„სულთმობრძავი შალვას ხრიალი,რამინოს მშვიდი ცქერა და საქართველოს მივარდნილ სოფელში გამზრლ მამიდის უხმო,ბებრული ქვითინი,ტირილი და ზოგჯერ მოთქმა’’

70.                                                                        დაუკვირდი        მოთხრობის უკანასკნელ წინადადებას.

                                             რისი თქმა სურდა ავტორს?

                               როგორ გესმის ამ წინადადების აზრი ?

‘’ ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის
 ძეგლის ახლო მიმოებნიათ! ‘’
ეს ალუზიაა.გავიხსენოთ, პირველი ნიკოლოზ ბარათაშვილი  გამოთქვამდა
მწუხარებას იმის გამო, რომ მისი პოქის ქართველი ქალები გადაგვარდნენ, 
რომ მათთვის  უცხოა სოფიოს მაღალი პატრიოტული გრძნობა:


ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილ სახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული, ახლა თქვენგვარი”?
ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ

გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!


ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს,

ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარს გულს;

რის ქართველობა, რა ქართველობა!

მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?”

ნიკო ლორთქიფანიძე ხედავს მე-2 გადაგვარების ნიშნებს,ამჯერად
"ქართულ შვენებაზე''იმოქმედა  "ქარმან დასავლეთისამან ''.
("დასავლეთის ქარი'' ახლა ქრის თუ ქრის საქართველოში,ამიტომ მოთხრობა 
"შელოცვა რადიოთი" დღესაც აქტუალურია)



       - ხასობაც სანატრელი გახდა?! - ჩაიკვნესა თავსაფრიანმა.

        - ჭკვიანი კაცის ხასობა არ სჯობის სულელის შვილობას?


დღეს ,როგორც მაშინ თინო საკონდიტროებს სჯერდება.ელი ბერლინ-პარიზებს.
მათ შემლოცავიც აღარავინ ჰყავთ.

  დღეს ელის  გრიგოლ რობაქიძე უფრო შეეფერება,ვიდრე ბარათაშვილი 
ტანს გეტმასნება სველი ალერდი

ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეფინები მწვანე ეზოებს.

დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი

და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.

გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -

და ატევრილი, სხეულმზიანი,

როგორც ავაზა

შენ ტანმხურვალი

დაეძებ კუროს -

რომ დაგიურვოს...

გხედავ და ვიცი: შენი კუნთები

დათესლილია ჩემი სურვილით.

წამოვიწევი... შენ გაბრუნდები

გადალეწილი მხეცის წყურვილით -

და გავარდები...

დაგედევნები...

თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:

შენი ვარ შენი, მოდი "გევნები"

მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს

აგიყვან ხელში

და გადაგისვრი დიდ საწნახელში -

რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად

მწიფე მტევნები...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები: -

უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.

ათასი ქალი და ყველა მრუში.

აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.

გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.

არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.

თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.

იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.

ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა

და შენი თმების წითური მორგვით

მიგაკრავ მაგრად

ცხენის ძუაზე...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები:

ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.

რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!

ნელი და ტკბილი

ქვემეფინები - 

რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.

ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.

მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.

აგამზეურებ როგორც შუბის ტარს

ირუბაქიძის

და ერთხელ კიდევ

გასუდრულ მტევანს

გაგშოლტავ ლოშნით ...   


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები