გრიგოლ ხანძთელის სახე-გიორგი მერჩულეს მიხედვით
„მადლითა სავსჱ,განსრულებული სიბრძნითა,დიდი მღდელი ,კეთილად განმგებელი მოღუაწჱ ,უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი
და ქუეყანისა ანგელოზი, სანატრელი ,სულიერად მამაჲ და წინამძღუარი, მაშენებელი
ხანძთისა და შატბერდისაჲ“ -თითოეული ამ ეპითეტით გრიგოლ ხანძთელს,მე-8-მე-9 საუკუნეების გამორჩეულ
ქართველ მოღვაწეს,ახასიათებს გიორგი მერჩულე,ავტორი “ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ ხანძთელისაი“-სი.
გრიგოლ ხანძთელი დაიბადა
759 წელს და 102 წლისა გარაიცვალა (861 წ-ს).
მისი სამოღვაწეო ასპარეზი
ფართო იყო.
მისი მოღვაწეობის დროს ქვეყანაში
რთული და დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო შექმნილი.
დასავლეთ საქართველოს „აფხაზეთი“
ერქვა და განაგებდა მეფე,რომელიც
ბიზანტიის ვასალი იყო.
ბიზანტიის იმპერატორთა
ნებართვით ინიშნებოდნენ ტაო-კლარჯეთის
გამგებლებიც კურაპალატის
წოდებით.
ქართლი მე-8 საუკუნიდან(50-იანი
წლებიდან) არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი.
თბილისის არაბი ამირა მე-9 საუკუნეში
არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს განაგებდა ,არამედ სამხრეთი(ტაო-კლარჯეთი) და დასავლეთისაქართველოს
პოლიტიკურ ( „აფხაზეთი“) ცხოვრებაშიც ერეოდა.
ეროვნული ინტერესების ერთგულებისათვის
იდევნებოდა ქართლის ერისთავი ნერსე(იხ. „აბოს წამება“)
სწორედ ნერსე ერისმთავრის კარზე იზრდებოდა
მისი ცოლის ძმისწული და შვილობილი-გრიგოლი.
გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა დაიწყო
მურვან ყრუსაგან დარბეულ და ჟამიანობისგან გაპარტახებულ ტაო-კლარჯეთში.
არაბთა გავლენის სფეროდან დაშორებულ
ამ მხარეში ქართველი ბაგრატიონებისა და და რიგოლ ხანძთელის
მოღვაწეობით საფუძველი ჩაეყარა ახალ კულტურულ-სახელმწიფოებრივ ცენტრს,რომელიც საქრთველოს
გაერთიანების საწინდარი შეიქმნა;
ტაო-კლარჯეთში დაწყებული ეს პროცესი
შემდეგ დამთავრდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებით-დიდგორით.
გრიგოლ ხანძთელმა აღსასრულის მოახლოების
ჟამს უფლის წინაშე ლოცვა წარმოთქვა:
„ტალანტი სიბრძნისაი,რომელი
სიყრმით ჩემითგან მომეც,განვამრავლე
იგი,ვითარცა მონამან სარწმუნომან
შორის მორწმუნეთა შენთა’’.
ამ სიტყვებით შეაჯამა მან მთელი თავის ცხოვრება.
გრიგოლს სიყრმიდანვე ფართო შემეცნებითი ინტერესები ჰქონია. ნერსესთან ყოფნის
პერიოდში შეუსწავლია „დავითნი“და წმინდა წერილის ახსნა განმარტებანი,
უცხო ენებიც უსწავლია და ბიბლიური წიგნებიც ზეპირად დაუსწავლია;უსწავლია და კრიტიკულად
გაუანალიზებია ფილოსოფოსთა შრომები.
„ხოლო სიბრძნეცა
იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად, და რომელი პოვის სიტყუაჲ კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის.“
მცდარ შეხედულებებს დასცინოდა თურმე
„ხოლო გარეშესა მას
სიბრძნესა სოფლისასა ჰბასრობნ.“
გრიგოლი სიყმაწვილიდანვე მჭერმეტყველი ყოფილა,მისი სიტყვა
მადლიანი იყოო,მოზომილად გონივრულად ლაპარაკობდაო:
„სიტყუაჲ მისი
იყო შეზავებულ მარილითა მადლისაჲთა
რაჟამს იტყჳნ, ბრძნად აღაღის პირი თჳსი და წესი განუჩინის
ენასა თჳსსა.“
ყმაწვილკაცობაში გრიგოლი არ იყო ქედმაღალი,ზვიადი,ამპარტავანი და ჭამა-სმის მოყვარე, როგორც ხშირად სჩვევიათ ჭაბუკებს.
ღებულობდა უბრალო საკვებს,მხოლოდ საზრდოდ.გრიგოლი
ჭაბუკობის პერიოდში ყოფილა:
მდაბალი გულითა-მკრძალებული,თავმდაბალი
გლახაკი სულითა- სულიერ საზრდოს მოწყურებული
მყუდრო ქცევითა-მშვიდი
მოწყალე გონებითა-შემწყნარებელი
გრიგოლის გარეგნობას კი ასე აღწერს გიორგი მერჩულე
,რომელიც გრიგოლის „მოწაფეთა და მოწაფის მოწაფეთა“ ცნობებს ეყრდნობა:
„ხოლო იყო ხილვითა დიდ, ჴორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად
გუამითა მრთელ და სულითა უბიწო“
ხილვითა დიდ- მაღალი
ჴორცითა
თხელ-გამხდარი,ხმელ-ხმელი
ჰასაკითა სრულ-ტანსრული
გუამითა მრთელ-ჯანმრთელი
სულითა უბიწო-უცოდველი
ჰაგიოგრაფის მიერ
დახატულია იდეალური სრულყოფილი გმირი,რომელიც ფრესკას ან ხატს მოგვაგონებს და არა ჩვეულებრივ
ადამიანს.
ნერსემ და დედობილმა
გრიგოლის მღვდლად კურთხევა მოინდომეს:
„მაშინ ჴელმწიფეთა
მათ აღმზრდელთა მისთა და სანატრელმან დედამან მისმან და ერისა სიმრავლემან ინებეს ხუცად კურთხევაჲ ამის ნეტარისაჲ.“
ამ
ამბავს გრიგოლი გაუბედავად შეხვდა ,ის ჯერ
არ იყო დარწმუნებული საკუთარი სულის სიმტკიცეში:
„პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან
მეშინის!“ -თქვა მან.
დიდ პატივს დიდი სასჯელიც მოჰყვებაო.
გრიგოლის
ხუცესად კურთხევის შემდეგ
„მთავარნი
იგი განიზრახვიდეს ებისკოპოსობასა
მისსა. „
გრიგოლი წინააღმდეგია. მღვდელმთავრობა არ არის მისი მიზანი.მან ოპიზის მონასტერში უბრალო
მღვდლად გაპარვა არჩია ქართლში ეპისკოპოსობას:
„ხოლო ნეტარმან გრიგოლ, ვითარცა იხილა თავი თჳსი
ჴორციელად დიდებასა შინა, ფრიად წუხდა გული მისი და განიზრახა ფარულად სივლტოლაჲ თჳსით ქუეყანით.“
ახალგაზრდა გრიგოლი
მარტო არ მიდის,მას თან მიჰყვებიან თანამოაზრეები:
„პოვნა მოყუასნი
კეთილნი შეწევნითა ქრისტჱს მადლისაჲთა: საბა, რომელსა
ეწოდა საბან, დედისდისწული მისი, იშხნისა მეორედ მაშენებელი და ებისკოპოსი მისი, და თევდორე, ნეძჳსა მაშჱნებელი და მამაჲ,
და ქრისტეფორე, კჳრიკეთისა მაშჱნებელი და მამაჲ.
ესე ოთხნი შეანაწევრნა სარწმუნოებამან და საღმრთომან
სიყუარულმან შეამტკიცნა ერთ ზრახვად შეკრებულნი, ვითარცა სული
ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული.“
ოპიზის
მონასტერში გატარებულ ორმა წელმა მოამზადა საფუძველი გრიგოლის და მისი თანამოაზრეების
მოღვაწეობისათვის:
„და ორისა წელიწდისა ჟამთა იყუნეს ოპიზას
მამაჲ გრიგოლ და მოყუასნი მისნი ღუაწლითა ფიცხლითა მონაზონებისა შრომისაჲთა, ვითარცა იყო წესი მის ჟამისა მონაზონთაჲ.“
ორი წლის შემდეგ გრიგოლს უჩნდება ბერობის სურვილი.სწორედ ამ დროს მოინახულა მან პირველად ხანძთის უდაბნო.
„ხოლო მამასა გრიგოლს სწადოდა მარტოდ დაყუდებაჲ, რამეთუ ესმოდა
ანგელოზებრივი ცხორებაჲ მარტოდ მყოფთაჲ მათ სივრცესა მას შინა უდაბნოჲსასა“
ხანძთის უდაბნოში გრიგოლმა გაიცნო წმინდა ბერი ჰუედიოსი და ასე მიმართა:
„ვჰმადლობ
ქრისტესა, რომელი მომიძღუა საყოფლად შენდა შვილსა შენსა და ღირს–მყო მე თაყუანის-ცემად კუალსა წმიდათა ფერჴთა შენთასა გამორჩეულო
ღმრთისაო! ამიერითგან იყავნ წმიდაჲ ჯუარი
შენი საფარველ ჩემდა და შეწევნაჲ ღირსთა ლოცვათა შენთაჲ.“
ამ ეპიზოდში ჩანს გრიგოლის მოწიწება და თაყვანისცემა
მეუდანოე ბერებისადმი და მისი მჭევრმეტყველება.
გრიგოლს ხანძთის სანახები ჰუედიოსმა დაათვალიერებინა.
გრიგოლს ძალიან მოეწონა ხანძთის
უდაბნო.
.
„და განთიად
მოახილვა ყოველი სანახები ხანძთისაჲ, და ფრიად შეუყუარდა წმიდასა გრიგოლს.“
„ვითარცა მოიწია
ოპიზას, ახარა ძმათა თჳსთა ხილვაჲ წმიდისა მის ბერისაჲ და ადგილისაჲ მის კეთილისა საყოფლისა ღმრთივ-მოცემულისაჲ.“
გრიგოლს
და მის თანამოაზრეებს ხანძთაში სენაკების მოწყობაში მხოლოდ ოპიზელი მამები ეხმარებიან:
„და ერთობით
ჯუარი დასწერეს ადგილსა მას და იწყეს საქმედ სენაკებისათჳს ქუეყანისა დავაკებად, რამეთუ
კლდჱ
იგი ხანძთისაჲ უფიცხლეს არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა. და შრომითა
დიდითა ქმნეს ადგილი იგი, რამეთუ არა აქუნდა მათ ცული და წერაქჳ, არცა სხუაჲ ეგევითარი
საჴმარი, არამედ ოპიზელთა
მამათა მოსცეს ყოველი, რომელი იპოვა ჴელთა მათთა, და თანაშემწე
ექმნნეს ყოვლითა საჴმრითა და ჴორცთა საღუაწითა, რამეთუ მას ჟამსა სხუაჲ მონასტერი არა შენ
იყო მათ ქუეყანათა თჳნიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათჳს მათ ქუეყანათაჲსა,
რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა, და შავშეთს და ყოველთა
მათ მახლობელთა ქუეყანათა, მცირედნი იპოვებოდეს დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ.“
ხანძთის
პირველი ეკლესიის შენებისას დიდ სიძნელეებს წააწყდნენ მამა გრიგოლი და მისი
თანამოაზრეები:
„ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ პირველად აღაშენა
ძელისა ეკლესიაჲ და შემდგომად საყუდელი თჳსი და თითო სენაკები ძმათა მათთჳს მცირჱ და
ერთი სენაკი საოსტიგნედ დიდი.“
და ესრეთ კეთილად ცხონდებოდეს იგინი სულიერად, ხოლო
ხორციელად დიდსა იწროებასა იყვნეს“
ხანძთის ბერების ძმობაში მიღების პირობები გრიგოლმა ასე განსაზღვრა
:
საძმოში მისაღები პირი არ უნდა ყოფილიყო „უდები“-ანუ
უპატიოსნო,ცბიერი,დაუმორჩილებელი;
უნდა ყოფილიყო:
ა.გულით უმანკო -პატიოსანი.
ბ.უზაკველი-უბოროტო, ალალი, არაცბიერი
გ.უდრტვინველად სიმდაბლით მორჩილი - მშვიდი თავმდაბლობით
მორჩილი.
მამა
გრიგოლი ასე მკაცრად ძმობის წევრებს იმიტომ არჩევდა,რომ ხანძთის მონასტერში მშვიდობას
დაესადგურებინა.
გრიგოლის
მიერ შერჩეული მოწაფეები გამოირჩეოდნენ სიკეთით.ისინი თანდათან თავიანთ მოძღვარს-გრიგოლს ემსგავსებოდნენ.
„ამისთჳსცა ყოველნი მოწაფენი მისნი კეთილ იყვნეს
ფრიად და ღირსად შემწყნარებელ სათნოებათა მისთა წმიდათა. და ემსგავსებოდეს მოძღუარსა კეთილსა..“
შემდეგ აშოტ
კურაპალატის დიდ აზნაურის გაბრიელ დაფანჩულის
ქტიტორობით ,ხაძთაში, გრიგოლი აგებს პირველ ქვითკირის ეკლესიას. პირველი ქვის ეკლესიის
აგების შემდეგ ხანძთაში დიდი მშენებლობები გაჩაღდა.ხანძთაში ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოდიან ქრისტიანები.ამ
დროს ჩავიდა ხანძთაში სამცხიდან ღირსი დედა ფებრონია და მერეში, დედათა
მონასტერში ,
დამკვიდრდა.მამა გრიგოლი(მამათა მონასტრის წინამძღვარი)
და დედა ფებრონია(დედათა მონასტრის წინამძღვარი
წმინდა საღმრთო სიყვარულმა და თანამოაზრეობამ ძალზე დაახლოვა.
გაბრიელ მთავრის მიერ აშოტ კურაპალატისთვის მიწოდებულმა
ცნობებმა გრიგოლსა და მის საძმოზე;ცნობამ,რომ გრიგოლი ქართლის ერისმთავრის ოჯახიდანაა
დააინტერესა აშოტ კურაპალატი და გრიგოლი რეზიდენციაში მიიწვია.
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას ქართული
ტრადიცია უკავშირებდა ბიბლიურ მეფეებს,კერძოდ დავითს-ცხებულ მეფეს და წინასწარმეტყველს.
ბიბლიური დავითის შთამომავლად ქართველ ბაგრატიონთა
პირველი აღიარებაა გრიგოლ ხანძთელის
ეს მიმართვა აშოტ კურაპალატისადმი.
„დავით
წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან
ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა
მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა
მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე”.
გრიგოლის
აზრი საერო ხელისუფლებაზე ასეთია:
"სადა
არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ",
ვისაც მთავრობის პატივი აქვს მინჭებული,ის
ღვთის მსგავსია;
ხელისუფალი (მეფე) ღვთით არის მოვლენილი;
გრიგოლის ვიზიტს სასახლეში და მის მჭევრმეტყველებას
მოჰყვა ხანძთის მონასტრის მატერიალურად გაძლიერება:
„ესე ვითარცა
ესმა დიდებულსა კურაპალატსა, შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა.
მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, და ბაგრატ, და გურამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი
მონასტერსა მისსა უჴმ და, ყოველი უხუებით.“
გრიგოლის
კიდევ ერთი ეპითეტია „მწყემსი კეთილი“.
"მწყემსი კეთილი"
ლუკას სახარებაში გვხვდება. უფალი უხსნის მოციქულებს, რომ, როგორც მწყემსი მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტ ცხვარს და ერთი
"წარწყმედულის"
მოსაძებნად გაემართება, რა იპოვის, "დაისუას იგი მხართა თვისთა ზედა სიხარულით", ასევე, დიდად გაიხარებს უფალი ყოველი მონანული ცოდვილის ცათა სასუფეველში დაბრუნებით (ლუკა
15,4-7).
წმინდა გრიგოლ ხანძთელი ხშირად შეიმკობა "მწყემსი კეთილის" ეპითეტით, რითაც ჰაგიოგრაფი მას უდიდეს მწყემსს - უფალს ამსგავსებს. საყურადღებოა, რომ ხუედიოს დაყუდებული მამა გრიგოლის ღვაწლს განსაკუთრებით აღმატებულად იმიტომ მიიჩნევს, რომ იგი მწყემსია: "წმიდაო ღმრთისაო, დაღაცათუ დღითა უმრწემეს ხარ, საქმით კულა უხუცეს ხარ ჩემსა, რამეთუ შენ
იყო მწყემსი კეთილი მრავალთა პირმეტყველთა საცხოვართა ქრისტესთა".
დედა ფებრონიამაც ზენონ სამცხელი წმინდა გრიგოლს რომ წარუდგინა, ჰაგიოგრაფი ამ ამბავს ასე გადმოსცემს: "შეაწყნარა წმიდასა მას უმანკოი იგი კრავი მწყემსსა მას კეთილსა".
მამა გრიგოლის მოწაფეები რჩეული კრავები არიან, რითაც ჰაგიოგრაფი პარალელს ავლებს უფალსა და მის მოწაფეებთან. როდესაც დიდი ხანძთელი მამა თეოდორესა
და ქრისტეფორეს მოსაძებნად აფხაზეთში მიდის, ამ ამბავს ჰაგიოგრაფი ასე გადმოგვცემს: "წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი".
თანაც ეს დიდი მამა "ცხოვართა" დასახსნელად იბრძვის სატანის წინააღმდეგ და ღმრთის შეწევნით, ისე იოლად ამარცხებს მას, როგორც ქარი გლეჯს ობობას ქსელს. მასზე მინდობილი სამწყსო, მისი იმედითა და მადლით გამხნევებული, თავს კარგად და დაცულად გრძნობს, უფლისათვის სათნოდ ცხოვრობს და დაუბრკოლებლად იღვწის: "ვიდრე მოსვლადმდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა ცხოვარნი ქრისტეისნი განბნეულ იყვნეს სივრცესა მას უდაბნოთასა, ხოლო მოსლვასა წმიდისა გრიგოლისსა ცხოვარნი იგი განმხნდეს და ყოველი წესი საღმრთოი განემართა".
გარდაცვალების წინ წმინდა გრიგოლი განსაკუთრებით იმის გამო ემადლიერება უფალს, რომ ტაძართა სახით ააშენებინა "მრავალთა სულთა ნავთსაყუდელი" და ადამიანთა მწყემსად აკურთხა: "ჩემ მიერ აღაორძინენ ნებისმყოფელნი შენნი, ქრისტე".
„მწყემსი კეთილი“-ამ სახელით საუკეთესოდ გადმოიცემა წმინდა გრიგოლ ხანძთელის მისიის მერჩულისეული ხედვა - ეს დიდი მამა ეშმაკის განმაოტებელი და ცხოვართა გადამრჩენელია, რითაც უფალს ბაძავს და მისთვის სათნო საქმეს აღასრულებს.
ხ
შემდეგ მამა გრიგოლი
ბიზანტიაში წმინდა ადგილების მოსალოცად
და ხანძთის მონასტრისათვის წესდების ჩამოსატანად მიემგზავრება:
„ხოლო მამაჲ გრიგოლ გულს ეტყოდა, ვითარმედ: „წეს არს წესი
საღმრთოჲ საეკლესიოჲ ეკლესიასა შინა
ჩემსა დაწესებად ბრძენთაგან განუკითხველი". ამისთჳს განიზრახა წარსლვაჲ ქრისტჱს საჭურჭლედ,
მეორედ იერუსალჱმად, რომელ არს
კოსტანტინეპოლისი, და ყოველთა საჩინოთა საბერძნეთისა წმიდათა ადგილთა მოხილვად
და ლოცვად.“
გრიგოლს ბიზაბტიაში
მოგზაურობაში ხელს უწყობდა ენების
ცოდნა(ბერძნულის და სხვა)
„მას ჟამსა იერუსალჱმს წარმავალი ვინმე პოვა მეგობარი თჳსი და მას დაჰვედრა საბა-წმიდისა წესისა დაწერაჲ და წარმოცემაჲ. და
ძმათა თჳსთა კაცნი მოღუაწენი უჩინნა და მშჳდობაჲ დაუტევა მათ და აღუთქუა კუალად ადრე
მოსლვაჲ.და თანა
წარიყვანა საბა, დედის დისწული თჳსი,
და ერთი ვინმე სხუაჲ მოწაფჱ, და წარემართა საბერძნეთად და მოიწია კოსტანტინეპოლეს,
და თაყუანი-სცა ძელსა ცხორებისასა
და წმიდათა ყოველთა ნაწილთა.
და
სიხარულით მოვლნნა ყოველნი წმიდანი ადგილნი სალოცველნი, რამეთუ მრავალთა ენათა
წურთილ იყო იგი და მრავალ-მოსწავლე ყოფილ ჴელითა
კეთილად-მსახურებისაჲთა.
და რომელიმე სახილავი მოძღუარ კეთილის ექმნის და
რომელიმე განსაკრძალველ ბოროტისათჳს; და
ესრჱთ აღმოივსო გული მისი სიმდიდრისაგან დაუბეჭდველისა ახლისა შჯულისა და სულითა მადლისაჲთა განმხიარულებულნი წარმოემართნეს საყოფელად თჳსა.
განმარტება: დაუბეჭდველი ახალი შჯული-ახალი აღთქმის
არა კანონიკური წიგნები.
ხ
ბიზანტიიდან დაბრუნებულმა გრიგოლმა ემოცია
და სინანული აშოტ კურაპალატის ღალატით მოკვლის გამო ასე გამოხატა:
"ჵ
მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, სადაჲთმე
მოგელოდი, აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოჲთ-მე ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა
ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ჴელმწიფეთა დაიმორჩილებდ, საკჳრველი ეგე დიდებული, ღმრთის-მსახური
ჴელმწიფჱ. აწ ვითარ-მე მიეცი ჴელსა შეურაცხსა
უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი იგი იუდაჲს მსგავსად შენ, უფლისა თჳსისა მკლველ
იქმნნეს მოსაკუდინებელად
ჩუენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა, უკუნისამდე?“
ასეთი ძლიერი და დიდებული მეფე,ქრისტიანთა მფარველი,რომელიც ხელმწიფეებს იმორჩილებდი,როგორ
ჩაუვარდი ხელში ურჯულოებს და მოღალატეებსო.
ხ
გრიგოლი პატივს ცემს ხანძთის მონასტრის ბერებს და მათ აზრს დიდ ანგარიშს უწევს.გრიგოლი არ დაეთანხმა საბას სურვილს,მაშინვე დარჩენილიყო იშხანში.
„ძმაო, პირველად ვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ხანძთას შინა
მყოფნი და ნებითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა მათითა კუალად მოიწიო ადგილსა ამას წმიდასა“.
გრიგოლს ჩამოუტანეს პალესტინის საბა-წმიდის მონასტრის წესდება.ამის შემდეგ
გრიგოლ ხანძთელმა ხანძთის მონასტერში ასკეტური წესები დაამკვიდრა.
გრიგოლი ასკეტიზმის მიმდევარი იყო.გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ცხოვრება ხანძთის მონასტერში
ასეა აღწერილი:
„არამედ პირველთა მათ დღეთა ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლისთა ფიცხელ იყო ფრიად კანონი მოწაფეთა მისთაჲ, რამეთუ სენაკთა მათთა შინა იყო
მცირჱ სარეცელი და შეურაცხი
საგებელი და თითოჲ სარწყული წყლისათჳს. ხოლო სხუაჲ ნუგეშინის-საცემელი ჴორცთაჲ
არა აქუნდა საჭამადისაჲ და სასუმადისაჲ ყოვლადვე, არამედ რომელი ტრაპეზსა ზედა ერთბამად
ჭამიან, მით იყო ცხორებაჲ მათი. და მრავალნი
მათგანნი არა სუმიდეს ღჳნოსა ყოვლადვე; და რომელნიცა მიიღებდეს, მცირედ იჴუმევდეს. და სენაკებსა მათსა საკუამი არა აქუნდა, რამეთუ
ცეცხლი არა
აღეგზებოდა, და არცა ღამჱ სანთელი აღანთიან,
არამედ ღამჱ იყო ფსალმუნებაჲ და დღისი
წიგნის-კითხვაჲ და ლოცვაჲ მარადის, ვითარცა იტყჳს დავით: „დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამჱ გალობაჲ
მისი“.
გრიგილის მეგობრებმა თედორემ და ქრისტეფორემ საკუთარი მონასტრის დაარსება მოინდომეს.
ხანძთიდან „აფხაზეთში“გაიპარნენ და
წაიყვანეს ზოგიერთი ბერი ხანძთის მონასტრიდან.მამა გრიგოლი ბერების გაპარვის ამბავმა
ძალიან შეაწუხა:
„და
რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თეოდორჱსი და ქრისტეფორჱსი, შეწუხნა ფრიად და
თანა წარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა ძიებად კრავთა
მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი.“
გზად მამა გრიგოლმა ეფრემი გაიცნო და დაიმოწაფა მომავალი აწყურის
ეპისკოპოსი, „სასაწაულთა მოქმედი“;
როდესაც მამა
გრიგოლმა იპოვა ურჩი ბერები,ისინი აცრემლებულები დაემხნენ მის ფეხებთან;გრიგოლი ამ დროს
იქცევა როგორც მწყემსი კეთილი და ფარაში აბრუნებს
დაკარგულ კრავებს.
„აფხაზეთში“(დასავლეთ
საქართველოში ) ყოფნისას გრიგოლ ხანძთელმა უბისის
მონასტერი დააფუძნა . წინამძღვრად ხანძთიდან გაპარულებს წაყოლილი ბერის ილარიონის დანიშვნა იყო
თეოდორეს და ქრისტეფორეს სასჯელი;აქ ჩანს გრიგოლის
პრინციპულობა;
„აფხაზეთის“ მეფესთან საუბრისას გრიგოლი ახასიათებს
კლარჯეთის(ხანძთის) უდაბნოს და ჩამოთვლის იმ
კრიტერიუმებს,რომლითაც უნდა შეირჩეს სამონასტრო ადგილები.ყურადღება უნდა მიექცეს ჰავას,ტყეს,წყალს,მიუვალობა,სახნავ-სათესი მიწის არსებობას:
„ ღმრთის-მსახურო
მეფეო,ვთქუა მრავლისაგან მცირედი ესრჱთ, რამეთუ ბუნებით ერთგუამ არს ქუეყანაჲ უდაბნოთაჲ მათ და კეთილად შეზავებულ მზისაგან და ჰაერისა, რამეთუ არცა
ფრიადი სიცხჱ შესწუავს მათ და არცა გარდარეული სიცივჱ შეაურვებს მყოფთა მისთა. არამედ განწესებით
დგას თჳსსა საზღვარსა უნოტიოჲ, უხორშაკოჲ, უმიწოჲ, მზუარჱ,ხოლო წყალი კეთილი
და შეშაჲ ნებისაებრ უნაკლულოდ აქუს აღმოცენებული ქჳშათა მათ შინა, ურიცხჳ მაღნარი და
სიმრავლჱ წყალთა ჰამოთაჲ, ბუნებით მხიარულებაჲ მიცემულ არს ღმრთისაგან. და არს იგი უგზო და მიუვალ რაჲთურთით სოფლისა წესითა მცხორებელთაგან.და მონასტერთა მათ შინა არა არს სათიბელი ქუეყანაჲ, არცა
ყანაჲ საჴნავი, არამედ დიდითა შრომითა როჭიკისა მისლვაჲ აქუს კარაულისა ზურგითა. და
მცირედ ვენაჴნი ჭირით და ურვით დაუნერგვიან და ეგრჱთვე მტილები. ხოლო მხალთა ველისათაჲ
არს სიმრავლჱ ურიცხჳ. და ამას ყოველსა თანა უშიშ არს გული მათი უქრისტოთა მათ
ურწმუნოთაგან შერყევისაგან და ყოვლისა ძრვისა
ჟამსა ჴელმწიფეთა მტერობისასა. და ესრჱთ მრავლითა მშჳდობითა მყუდროებით არიან ყოვლადვე და ქრისტესა ადიდებენ.“
„აფხაზეთის“ მეფესთან საუბრისას მამა
გრიგოლმა საგანგებოდ აღნიშნა,რომ ბერ მონაზვნები ამქვეყნიურ ხელისუფალთ არ ემორჩილებიან:
„მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ მორწმუნეთა მეფეთა აღშჱნებად
საყდართა საებისკოპოსოთა და ქალაქთა სოფლებითურთ და ყოველსა
ერსა ზედა
მთავარ ყვნა, რაჲთა სიმართლით განიკითხვიდენ მათ,ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან, ვინაჲთგან მოჰრიდეს საშუებელთა საწუთროჲსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათჳს მწუხარებაჲ ადგილთა გლოვისათა“
როდესაც აშოტის შუათანა ვაჟმა ბაგრატმა ბიზანტიის კეისრის და ძმების
თანხმობით მეფობა და კურაპალატობა მიიღო
მამა გრიგოლმა მას შატბერდის მონასტრის ასაგებად თანხმობა სთხოვა.
„არამედ აწ ამას ვითხოვ შენგან; არს აშოტ კურაპალატისა
შეწირული აგარაკი ხანძთას და იქმნების კეთილად მონასტრად. უკუეთუ მიბრძანოს მეფობამან
შენმან, აღვაშჱნო სადიდებელად ღმრთისა და საცხორებელად სულისა შენისა, და ვიდრე ეგოს
ცაჲ ქუეყანაჲ, ეგოს მას შინა ლოცვაჲ შენთჳს!“
გრიგოლს სურდა ბაგრატს იშხნის მონასტრისთვისაც ეზრუნა.ბაგრატმა საბა მოიწვია.
საბა იშხნელი ბაგრატ კურაპალატის ბრძანებას არ დაემორჩილა.მხოლოდ უფალს და მამა
გრიგოლს ვემორჩილებიო ასე განუცხადა ბაგრატს.გრიგოლს მეფეზე დიდი ავტორიტეტი აქვს ბერ-მონაზვნებში.
„დიდებულო მეფეო,
შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ. შენ
ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთაჲ, შენ წარმავალთა ამათ ჟამთა
მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნოჲ მეუფჱ და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ,
დაუსრულებელი მეუფჱ ანგელოზთა და კაცთაჲ. და უფროჲს
შენსა ჯერ-არს სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ,
რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ: „ვერვის ჴელ-ეწიფების
მონებაჲ ორთა უფალთაჲ“. არამედ აწ სიტყჳთა
ძმისა და მოძღურისა ჩუენისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა“.
გრიგოლის ავტორიტეტი შეუვალი იყო:
„არამედ აწ კუალად
პირველსავე სიტყუასა მივიდეთ. რამეთუ ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ პიტივ-ცემულ იყო ზეგარდამო
ღმრთისა მიერ. და ჟამთა მისთა არავინ
ურჩ იყო სიტყუათა მისთა, უფროჲს ხოლო ჴელმწიფენი მის ჟამისანი.“
გრიგოლს კლარჯეთის უდაბნოს არქიმანდრიტად ირჩევენ:
ამისა შემდგომად
მამისა გრიგოლისთჳს ზრახვა ყვეს ეპისკოპოსისა მის თანა წმიდათა მამათა, რაჲთა დაადგინონ
გრიგოლ არქიმანდრიტად ყოველთა კლარჯეთისა უდაბნოთა ზედა და მოაჴსენეს ჴელმწიფეთა მათ. ხოლო მათ ფრიად განიხარეს
და ერთობით დიდითა დაპატიჟებითა მოღუაწებისა მის საქმედ დაადგინეს. და მრავალთა წელიწადთა
ვიდრე გარდაცვალებამდე განაგებდა წმიდათა მათ მამათა წესსა კეთილად.
საყურადღებოა მოხუცებულ დედობილთან გრიგოლის დამოკიდებულება:
„შენდობა იყავნ
ჩემდა შენ მიერ, დედაო ჩემო, არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე, გარნა ნებასა ღმრთისასა
ესრჱთ სათნო უჩნდა, ვითარცა აწ იქმნა. ხოლო შენ ცხორებასა ამას წუთსა არაჲ გაკლდა ჴორცელად
და სულიერად, ვიდრე აქამომდე, არამედ აწ თანა მაც მოღუაწებაი შენი სულიერად და ჴორციელად
მცნებისაებრ უფლისა, რომელსა ბრძანებს პატივისათჳს მშობელთაჲსა. და სიბრძნესა წერილ
არს: „შვილო მიაგე მშობელთა შენთა, რაჲ იგი მოგაგეს, რამეთუ თჳნიერ მათსა შენმცა არა
იყავ“.
მაშინ ნეტარმან
გრიგოლ ჯერისაებრ განაგო ცხორებაჲ დედისა თჳსისაჲ და მისთანათაჲ მათ
ხ
გრიგოლი მხოლოდ ხანძთის და შატბერდის მონასტრებზე როდი
ზრუნავდა.მასთან ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა მონასტრების წინამძღვარნი და რჩევას
ეკითხებოდნენ;
„ამის მიერ არა ხოლო თუ მონასტერნი მისნი
განმტკიცნებოდეს, არამედ სიბრძნისა
მისისა მდინარეთაგან ირწყვოდეს ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანი. და
მრავალგზის მოვიდიან წმიდანი იგი მამანი, წინამძღუარნი მონასტერთანი,
მრავალთათჳს მიზეზთა და სიბრძნითა მისითა პოვიან განსუენებაჲ ყოველსა ზედა
საქმესა.“
ხ
გუარამ მამფალმა, აშოტ კურაპალატის უმცროსმა ძემ
ჯავახეთში საეკლესიო კრება მოიწვია და არსენ კათალიკოსის გადაყენება დააპირა.მაშინ
არსენის კათალიკოსობას არალეგიტიმურად თვლიდა ქართლის ეპისკოპოსთა უმრავლესობა.
გრიგოლ ხანძთელმა მხარი არსენს დაუჭირა
„ჭეშმარიტთა
ქრისტჱს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა
კათალიკზს არს, და ძჳრისმეტყუელთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ
და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა“
გუარამ
მამფალი აშოტ კურაპალატის უმცროსი ძე,ვისი ინიციატივაც იყო საეკლესიო კრება “იძლია სიმდაბლისაგან და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს“.
„-წმიდაო
ღმრთისაო,შემინდვე ,რამეთუ დაგაბრკოლე“. გრიგოლის ავტორიტეტმა საქმე არსენის სასარგებლოდ
გადაწყვიტა.
„შფოთი
გრძელად მოსაცილებელი’’ მწვავე დაპირისპირება ფეოდალებს
და მღვდელმთავრებს შორის გრიგოლ ხაძთელმა უდიდესი ავტორიტეტის წყალობით იოლად მოაგვარა.აქ
გამოჩნდა გრიგოლის
პოლიტიკური სიბრძნე. მან ეკლესიას განხეთქილება,ხოლო ქვეყანას ფეოდალური ომი ააცილა თავიდან ;
მაშინ
გრიგოლს ასე უწოდებდნენ „ვარსკულავი
უდაბნოთაჲ.“
ხ
გრიგოლ ხანძთელი და დედა ფებრონია
ზნეობის სადარაჯოზე ფხიზლად იდგნენ
მაში კლარჯეთში.
„ აცთუნა მტერმან
ჴელმწიფჱ იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაჲ ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა,
რამეთუ ეშმაკი ტრფიალებისაჲ ფრიად აზრზენდა, რომელსა პირველ არა აქუნდა ეგევითარი ჩუეულებაჲ,
არამედ ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა.“
ეშმაკმა შეაცდინა
აშოტ კურაპალატი არ იყო თავიდან მემრუშეო;
გრიგოლმა მეფესთან
პირის-პირ საუბარში დაგმო ქცევა.მრუშობის
ცოდვა სულის გამხრწნელად ითვლებოდა;მეფის მრუშობა ერის სულიერ გახრწნას იწვევდა;
„და ვითარცა ესმა ნეტარსა გრიგოლს
საქმჱ იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხნა ფრიად. და აუწყა წმიდასა გრიგოლს, დიდსა
მას მოხუცებულსა, რომელი მკჳდრ იყო ეკლესიათა, რამეთუ იყო იგი სასწაულთა-მოქმედ და
პატივ-ცემულ ღმრთისა და კაცთაგან, და განზრახვითა მისითა ამხილა პირის-პირ ჴელმწიფესა მას.“
გულისთქმას დამონებულმა
მეფემ ვერ შეძლო დანაპირების შესრულება.ვერ დაანება თავი „დიაცს“.
„ხოლო მან აღუთქუა
ცოდვისა მის განტევებაჲ, და დედაკაცისა მის წარგხავნაჲ, ვინაჲცა მოეყვანა იგი. და ვერ
დაამტკიცა თჳსი ბრძანებაჲ, მის განტევებაჲ, და რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა.“
მაშინ გრიგოლმა და ფებრონიამ „დიაცი“ მეფის დაუკითხავად
მონაზვნად აღკვეცეს.მეფე ბედს შეურიგდა.
შემდეგ ადარნერსეც (აშოტის უფროსი ვაჟი) მრუშობის ცოდვით დასცა ეშმაკმა.
„შესმენითა მეძვისა ქალისაითა,რომლისა თანა იმრუშებდა იგი,უსამართლოდ განიშორა
სიცრუვითა სიძვისაითა სარწმუნოი ცოლი თვისი და წარგზავნა ქუეყანად თვისად აფხაზეთად,ვინაიცა
მოეყვანა იგი.“
„მრავლგზის მხილებაი მიაწია ნეტარმან გრიგოლ ადარნერსეს ზედა,არამედ ხელმწიფე
ცუდითა თავმოთნეობითა იძლია და მხილებაი მართლისა მის კაცისაი არა თავს-იდვა,არამედ
შესძინა ძვირი ძვირსა ზედა თვისსა და სხუაიცა ცოლი შეირთო“.
მაშინ გრიგოლმა სასჯელი დაადო
ადარნერსეს:
„არა სმენისათჳს სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, მიეცე ბოროტთა სენთა, და რომელ
აწ ძენი გესხნენ, იგუემნენ ეშმაკთაგან, და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი
შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედუფლისა მისგან, უსამართლოდ გაპატიჟებულისა მჴევლისა
მის ღმრთისა. დაღაცათუ ჴორცთაგან განვიდეს იგი, არამედ საფლავთაგან მისთა
შე-ვე-ინდონ შვილთა შენთა. ხოლო შემასმენელი იგი მეძავი ადრე
განაქიქოს ქრისტემან უფროჲს ყოველთა ცთომილთაჲსა ლირწად
წარმდებებისა მისისათჳს და უკეთურებისა“.
ადარნერსე მართლაც
დაისაჯა .შეეყარა სახსრების ტკივილი ე.წ. ნიკრისი და იტანჯებოდა.ვიდრე ყოფილმა
ცოლმა არ შეუნდო.
ხ
მამა გრიგოლს მკვლელიც მიუგზავნეს.,რადგან ის უზნეო
ეპისკოპოსებსაც ამხელდა .
„ხოლო შორის
იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღუარძლი სარწებს აღმოცენებული,
დიაკონებასა შინა და ტფილის აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაელის ძისაგან და მოციქულად
მავალი აშოტ კურაპალატსა წინაშე, რომელმანცა იხილა ანჩისა ეპისკოპოსი გარდაცვალებული
და მიშუებითა აღურაცხელად სულგრძელისა ღმრთისაჲთა საჰაკ ამირისა მიერ მოითხოვა
ანჩისა საყდარი აშოტ კურაპალატისაგან უკეთურმან მან ცქირმან. და
რაჟამს მძლავრებით დაიპყრა ანჩი, კუალად შესძიწა ძჳრი ძჳრსა მისსა ზედა მრავალი,
რომლისა მოჴსენებაჲ ამას წიგნსა შინა არა ჯერ-არს შთაწერად ყოველი.
ხოლო უწესოებაჲ
მისი მრავალ-გზის ემხილა წმიდათა მათ პირველთა კლარჯეთისა მეუდაბნოეთაგან მამათა
და ყოველთა მათგან სამწყსოთა კათოლიკე ეკლესიისათა, უფროჲს ხოლო მამისა
გრიგოლისგან, რამეთუ არქიმანდრიტი იყო იგი დიდებულთა მათ უდაბნოთაჲ. ხოლო მან
სრულიად საღმრთოჲ შიში განაგდო ამპარტავანებისაგან ძლეულმან და ფარულად მოუწოდა ერის-კაცსა ანჩელსა, ლირბსა და
გლახაკსა და მაგრიად მოისარსა. და აღუთქუა მიცემად სამი გრივი ფეტჳ და
ხუთნი თხანი და წარავლინა ხანძთად მოკლვად მამისა გრიგოლისა.
მკვლელმა ვერ გაბედა დავალებული საქმის
შესრულება.
მეორედ ცქირმა ანჩის მრევლი გაგზავნა
ხანძთის დასარბევად და დასანგრევად.
მაგრამ „„საღმრთოჲ შურისგებაჲ ეწია ბოროტსა მას მტერსა“. ცქირი მოკვდა.
ხ
მამა გრიგოლმა 102 წელს
იცოცხლა.თვალის ჩინი არ დაჰკლებია,ავადმყოფობებს არ გაუტანჯავს,არ
დაუძლურებულა.სიცოცხლის ბოლომდე შრომობდა.საკუთარი ხელით აკეთებდა ბევრ რამეს.იყო
მხირული მასპინძელი და გლახაკთა გამკითხველი.
სიკვდილის წინ უმტეს დროს შატბერდის
მონასტერში ატარებდა.ხანძთის მონასტრის ბერები წუხდნენ იმაზე,რომ გრიგოლს ამქვეყნიური
ცხოვრების დასასრული შატბერდში სურდა.
„მაშინ,
რომელთა სლვაჲ ძალ-ედვა, ერთობით მიიწინეს ყოველნი შატბერდს ძიებად წმიდისა მის“.
ხანძთელმა
ბერებმა გრიგოლი ხანძთაში წამოიყვანეს.წამოსვლის წინ გრიგოლმა დალოცა შატბერდის
მონასტერი და მისი ბერები.
ხანძთაში დაბრუნებული
გრიგოლის სანახავად მახლობელი უდაბნოების ბერებმა იწყეს მოსვლა.
გრიგოლმა
სიკვდილის წინ ასე ინება:
„ხოლო ამას გამცნებ აწ ჯუარითა ქრისტჱსითა, რაჲთა ჴორცნი ჩემნი დაჰმარხნეთ
ძმათა ჩემთა თანა, რამეთუ არა უმჯობჱს ვარ ძმათა ჩემთა სათნოებათა მოგებითა.ჴორცნი
ჩემნი მიიქცევიან
მიწად,ხოლო სული ჩემი შეიწყნარის უფალმან.“
„და ესრეთ
შეჰვედრა სული უფალსა და შეერთო ანგელოზთა კრებულსა.“
ხ
·
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ქართული ჰაგიოგრაფიის ძეგლია;
·
მისი ერთადერთი ხელნაწერი აღმოჩნდა იერუსალიმში .(ხელნაწერი მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს).
·
იგი გამოსცა ნიკო მარმა(გაიგე ვინ იყო).
·
ნაწარმოების დასასრულს ვკითხულობთ,რომ „წიგნისა ამის
აღმწერელი’’ არის გიორგი მერჩულე;
·
მე-რჩულ-ე
რჯულის საკითხებში განსწავლულს ნიშნავს;
·
ერთ ჰიმნოგრაფიულ კრებულში რამდენიმე ჰიმნს არშიაზე
მინაწერი აქვს:“მერჩულიულნი’’. როგორც ჩანს,გიორგი მერჩულეს წვლილი შეუტანია ქართულ
სასულიერო პოეზიაშიც;
·
გიორგი მერჩულე არ ყოფილა გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე;
·
მას „ცხოვრება“ დაუწერია გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან
(861 წ.)90 წლის შემდეგ ე.ი. 951 წელს;
·
მას ცნობები შეუკრებია გრიგოლის
„მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან“
·
გიორგი მერჩულეს ხელს უწყობდა ის გარემოება,რომ თავად
მოღვაწეობდა ხანძთაში,გრიგოლის აშენებულ მონასტერში;
ხ
·
შუშანიკისა და აბოს „წამებებში“ თუ წმინდანთა მოწამებრივი
ღვაწლია აღწერილი,გიორგი მერჩულის თხზულებაში ასახულია წმინდანის
ცხოვრების გზა სიყრმიდან აღსასრულამდე;
·
წმინდანი
მეოხია,შემწეა ადამიანისა.იგი შუამავალია ადამიანსა და უფალს შორის;
·
მოწამე
ემოწმება,ჰბაძავს ჯვარცმულ ღმერთს და სხვათაც აღუძრავს ბაძვის სურვილს.
·
„ცხოვრების“
გმირი არ დაითმენს მოწამებრივ ტანჯვას,მაგრამ მისი ცხოვრებაც გზაა განღმრთობისა,ღვთებრივი
ხატის აღგენისა. ოღონდ ეს არ არის „სისხლიანი მსხვერპლი“.
ხ
გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრების“ სახარებისეული სახე სიმბოლოა“ტალანტის გამრავლება“
გრიგოლ ხანძთელმა აღსასრულის
მოახლოების ჟამს უფლის წინაშე ლოცვა წარმოთქვა:
„ტალანტი სიბრძნისაი,რომელი სიყრმით ჩემითგან მომეც,განვამრავლე იგი,ვითარცა
მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა’’.
გრიგოლი საკუთარ თავს უფლის „სარწმუნო მონად’’ მიიჩნევს.
იგავი ტალანტებზე - იესო ქრისტეს ერთ-ერთი იგავი.
„... იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა. რადგან იგი იქნება როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა მას თავისი ქონება: და რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას – ორი, ხოლო რომელიღაცას – ერთი, თითოეულს – თავისი ძალის მიხედვით, და მაშინვე წავიდა. და ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, წავიდა და ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა ხუთი ტალანტი; ასევე, ვინც ორი მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც; ხოლო ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ მოვიდა ამ მონების ბატონი და პასუხი მოსთხოვა მათ. და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და მიართვა სხვა ხუთი ტალანტი და უთხრა ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ორი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ; იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია, და შემეშინდა, წავედი და დავმალე შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მას ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია; ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის და, როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ; ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი; რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება; ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. და ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე,
25:13-30).
Комментарии
Отправить комментарий