გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "მამული"-განწყობა

 



განწყობა არის განცდა,რომელიც წარმოიშობა ნაწარმოების კითხვის პროცესში.

განწყობის შესაქმნელად პოეტი საგანგებოდ არჩევს სიტყვებს და დეტალებს.


გალაკტიონ ტაბიძის ლექსში „მამული“   განწყობას ქმნიან

საკვანძო სიტყვები

და მელანდება  

 მოხუცი მამა  

მასზე ოცნებას 

დავდივარ... ვწუხვარ და მენანება 

„რაა მამული?!“

 

დეტალები

სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

წინაპართაგან წავიდა ყველა

 „სასახლავით ხელში დადის ვენახში.“ 

ისევ აყვავდა მდელო და კორდი!..“ 

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა 

არ გავიარე“ 

"გაშალა ველი ნელმა ნიავმა

თითო ლერწი და თითო ყლორტი  


სასვენი ნიშნები: ტირე ,მძიმე ,ძახილის ნიშანი,წერტილი.



ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა 

არ გავიარე - რაა მამული?!

 

ტირე -აზრი არ დამთავრებულა .მცირე შეყოვნება

ფეხისგულებით თუ არ შევეხე მშობლიური მიწის ცვრიან ბალახს,მაშინ როგორღა ვიგრძნო რაა მამული(ანუ მამისეული მიწა).

წინაპართაგან წავიდა ყველა

სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

 

წერტილი -ხანგრძლივი პაუზა.აზრი დამთავრდა.

ახლობელი ამქვეყნად აღარავინ დარჩა,უცხოთა შორის მიწევს ცხოვრება.


გაშალა ველი ნელმა ნიავმა,

და მელანდება მე მის წიაღში

მოხუცი მამა, მოხუცი მამა

სასახლავით ხელში დადის ვენახში.

 

სავენი ნიშანი მძიმე-მოკლე პაუზა.აზრი არ დამთავრებულა

იდუმალმა ნიავმა ასეთი ამაღელვებელი  სურათი გადამიშალა

მოხუცი მამის ლანდი სასხლავით ხელში დადის ვენახში

 

 


აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი

მასზე ოცნებას დაემგვანება!

 

ძახილის ნიშანი-ძლიერი ემოციური წარმოთქმა პაუზით.

 მამისეული  ვენახის თითოეული  ლერწი ამიერიდან მამას მომანატრებს

 

ისევ აყვავდა მდელო და კორდი!..

დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

 

ისევ მოვიდა გაზაფხული და ბუნება გაცოცხლდა

მე კი დავდივარ ფეხშველა ცვრიან ბალახზე რათა  შევიგრძნო მამული და ვწუხვარ,რომ  ის რაც აქ ადრე იყო აღარასოდეს  განმეორდება.

 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები