"სხვის საქმეში " ჩარევა

 



ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში

  (ძველი აღთქმა.ეკლესიასტე თავი მე-3)

ჩემი აზრით  „სხვის საქმეში ჩარევასაც“ თავისი დრო და ადგილი აქვს.

ჩარევა ყველგან არ შეიძლება,ისევე როგორც არ შეიძლება ყველგან ჩაურევლობა.

განვიხილოთ    „სხვის საქმეში ჩარევის“  და „ჩაურევლობის“  პრობლემა  და ადამინის მიერ სხვადასხვა სიტუაციაში არჩეული არამკითხე მოამბის ,მშველელის , იუზერის, და სხვისი მაზიარებლის პოზიციები


 

„არამკითხე მოამბეო,მიტყიპე და მიაგდეო“ არის ასეთი ქართული ანდაზა.

        ოღონდ  გიორგი(„ოთარაანთ ქვრივი“) ისეთი „არამკითხე მოამბეა“ იქით რომ მიტყიპავს ხოლმე უსინდისოებს . გიორგი სოფელში ბევრს არ მოსწონს „კაცო, რა უნდა, სხვის საქმეში რად ერევაო?’’  

         სოფელელების აზრით გიორგის  დედაც(ოთარაანთ ქვრივი)  „დამთხვეული“ და „გადარეულია“  მამაც „მოუსვენარი“ იყო.

         გიორგი კი  მათთვის  „გიჟია“ ან „ღვთისაგან მოგზავნილი“  .საქართველოში  ასეთი „არამკითხე მოამბეები“,რა თქმა უნდა უმცირესობაში  არიან და   ხშირად ხიფათში ვარდებიან. (მაგ. გიორგი  ომარაშვილის მოჯამაგირის ცემისთვის სოფლის სასამართლომ კინაღამ გომურში დაამწყვდია.)

მაინც რა შეურიგებელი დავა აქვს პატიოსან გიორგის  უპატიოსნო მოჯამაგირებთან თუ მეჯინიბეებთან?

«ნამუსახდილ კაცისაგან ქვეყანაა დაღუპული. კაცი კაცს ვეღარა ჰნდობია.

უსინდისობასთან,ღალატთან და არმობასთან ბრძოლა  გიორგის „სხვის საქმედ“ კი არა საკუთარ საქმედ მიაჩნია.ის  უპირისპირდება უნამუსო  ტიპებს და  ფიზიკურად სჯის მათ.გიორგი ამას აკეთებს თავის სოციუმში ,იქ სადაც შეუძლია.

 

 „სხვის საქმეში ჩარევა“  გარკვეულმა კატეგორიამ  მარტო სიტყვით იცის და არა  საქმით.მათთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე,ცხოველებზე,კარგ და ლამაზ რამეებზე ზრუნვა,მაგრამ კონკრეტულად ვინ უნდა იზრუნოს და როგორ ამაზე აღარ ფიქრობენ.

   დავრდომილს შებრალება კი არა, შველა უნდაო.

   ეს კიდევ ერთი ქართული ანდაზაა,რომელიც სწორედ  ადამიანთა ასეთ კატეგორიას შეახსენებს თუ რა არის  დისტანციურ  განცდებზე ,შეშფოთებებზე და მხარდაჭერებზე  უფრო მნიშვნელოვანი.

 

 

„წაქცეულს წიხლი მიაყოლე“ ამ ფრაზას ნიცშეს მიაწერენ. გამარჯვებულის მხარდაჭერა და დამარცხებულის ბოლომდე განადგურება  „სხვის საქმეში“ ჩარევის ერთ-ერთი  ფართოდ გავრცელებული სახეა.არის ჩარევის  მეორე  ქართული ვარიანტიც „დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო“ ანუ დამარცხებულისთვის მხარდაჭერა.რომელ ვარიანტს აირჩევს ადამიანი მასზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ  ვინ არის ის წაქცეული,  „თავისიანი“ თუ „იმათიანი“. მაგ. სულხან საბა ორბელიანის იგავში „კაცი და გველი“ კაცი გველს გადაარჩენს  ,ანუ „იმათიანს“ და კინაღამ შეეწირება ამ ამბავს.კაცს ბედად მელა გადაარჩენს .კაცი მელას მოსაკლავად გაეკიდება. მელაც იგივე შეცდომას უშვებს .  მელაც არასწორად ერევა კაცისა და გველის საქმეში.

 

              

            სხვას ტკივა და აწუხებს-მერე რა ? რა ჩემი საქმეა ?“ გულგრილობა და  ჩაურევლობა სხვის საქმეში,ანუ პილატესავით ხელების დაბანა   ყველზე გავრცელებული პოზიციაა თანამედროვე საზოგადოებაში მცხოვრები  „მომხმარებელი ე.წ. იუზერი“ ადამიანის. როცა „იუზერს“ თავად სტკივა ან  რაღაც აწუხებს-ეს არასწორია,რადგან მას არ უნდა ტკიოდეს და არ უნდა აწუხებდეს(ის ასე ფიქრობს); „თავისიანები“ მომხმარებლისთვის-ისინია,ვინც მისთვის სასიმოვნოა ან სასარგებლო.ვისთანაც კარგია დროის გატარება ან ვისაც ფული და კავშირები აქვს. იუზერი თუ ჩაერევა „სხვის საქმეში“ მხოლოდ  „თავისიანების“ სასარგებლოდ;ყველა დანარჩენი-გარეშე ადამიანები,ეს ის არსებები არიან რომლებიც შეიძლება „მოიხმარო“ როცა ამისთვის მოხერხებული სიტუაციაა,დანარჩენ დროს კი დაე ფეხებში ნუ  გამებლანდებიან.

მაგრამ ისეც ხდება,რომ  სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი მიდგომას  და ხელების დაბანას   „ჭკვიანი“  „იუზერებისთვისაც“ცუდი შედეგი მოაქვს:

ერთხელ თაგვმა შეამჩნია, რომ ფერმერმა, ფერმაში, სათაგური დადო. ის ამის შესახებ, მოუყვა ქათამს, ცხვარს და ძროხას. მაგრამ, თითოეულმა მათგანმა უპასუხა: «სათაგური - შენი პრობლემაა, ჩვენთან მას არაფერი აქვს საერთო
მოგვიანებით, სათაგურში გველი მოხვდა და ფერმერის ცოლს უკბინა.
ავადმყოფი ცოლისთვის, ფერმერმა ქათმის სუპი მოამზადებინა. შემდეგ, დაკლა ცხვარი, ავადმყოფი ცოლის სანახავად მოსული მნახველები რომ დაეპურებინა და ბოლოს, დაკლა ძროხა, რომ ცოლი, უკანასკნელ გზაზე, ღირსეულად გაეცილებინა.
და მთელი ამ ხნის მანძილზე, ყოველივე ამას, თაგვი, კედელში გაკეთებული ნახვრეტიდან, თვალს ადევნებდა და ფიქრობდა ისეთ რაღაცაზე, რომელსაც არავისთან, არანაირი შეხება არა ჰქონდა.’’

   ემოციების აყოლა  და  „სხვის საქმეში“  ისე ჩარევაც არ ვარგა. არსებობს ერთი ანდაზა

                  სხვისი მაზიარებელი მოკვდა უზიარებელი“- ცხადია დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი აზრია.

 

                    ფერმაში ცხენი გახდა ავად. ვეტერინარმა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:
დილით თუ არ ადგება, მისი დაძინება (მოკვლა ინექციით) მოგვიწევს.
დილით ცხენი არ ადგა. მას გვერდით ცხვარი მიუწვა.
ფერმერი და ვეტექიმი მივიდნენ და ცხვარმა ცხენს უთხრა:
ადექი, თორემ მოკვდები!
და ცხენი ადგა.
ხოლო, მისი გადარჩენით, გახარებულმა ფერმერმა წამოიძახა:
ეს საოცრებაა! ეს უნდა აღვნიშნოთ! ასეთი შემთხვევის გამო, ჩვენ ცხვარს დავკლავთ!

                      და მაინც რა ვქნათ ? ჩავერიოთ თუ არა „სხვის საქმეში “ ? 

                    ჩავერიოთ  შემდეგი პირობებით:

                    თუ ჩვენი ჩარევა კონფლიქტს არ გაამწვვებს,

                   თუ კონფლიქტის მხრე  „ჩვენიანია“,

                    თუ ვიცით რა უნდა ვთქვათ , როდის უნდა ვთქვათ და როგორ უნდა ვთქვათ ;

 თუ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ,

                    თუ არ გვეშინია,

                  თუ წინასწარ  გათვლილი გვაქვს მოსალოდნელი შედეგები;

                   „ ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი ‘’ (რუსთაველი)

                    შენიშვნა:  ძმასაც გააჩნია, პლატონ სამანიშვილივით ძმის სასარგებლოდ ჩარევაზე არაა   საუბარი.

 


   როდის 

                    .

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები