ადამიანის ტიპი-პარაზიტი
პარაზიტი-ადამიანია,რომელიც
ცხოვრობს და მოქმედებს სხვისი ხარჯით.
ტოტალური
პარაზიტები იშვიათად გვხვდება;
უფრო ხშირად
ადამიანები პარაზიტის პოზიციას ავლენენ დროის რაღაც მომენტში და რაღაც სიტუაციაში;
უფრო ზუსტი
იქნება,თუ ვისაუბრებთ არა პარაზიტ ადამიანზე,არამედ ადამიანის პარაზიტულ პოზიციაზე
/მიდგომაზე;
როგორც ჩანს
პარაზიტის პოზიცია არცერთი
ჩვენთაგანისთვის უცხო არ არის.
კეთილდღეობის და
სიუხვის პირობებში პარზიტი დროს ,ფულს
და ძალებს ფლანგავს მომავალზე
დაუფიქრებლად;
თუ აქვს
შესაძლებლობა სხვის ხარჯზე ცხოვრების და დროსტარების,პარაზიტი უბრალოდ ბედნიერია,ამიტომაა რომ ის უძვრება
მდიდრებს და ძლიერებს;
პარაზიტისთვის „ჩემიანი“ არის ის ვინც სასარგებლოა მისთვის;
სამწუხაროდ ,პარაზიტს
მათი ნაცვალგება არ შეუძლია,იმიტომ რომ...(უამრავი
მიზეზისა გამო)
ცხოვრებისეულ
რთულ სიტუაციებში პარაზიტი პირველრიგში
ყბედი და ზარმაცია,რომელიც არ უფიქრდება თუ ვინ გააკეთებს იმას რაც საჭიროა;
მოლალაპარაკება და შეთანხმება პარაზიტისთვის აბსტრაქტული საგანია:“ჩემი სიტყვა:
მე მივეცი,მევე უკან წავიღებ“.
პარაზიტისთვის
დამახასიათებელია მომხდარზე საკუთარი
პასუხისმგებლობის სხვებზე,ცხოვრებაზე,გარემოებებზე გადაბრალება;
„ვერ
ვიყიდე,იმიტომ რომ რიგები იყო“
„მისმინე,მე
არ შემიძლია ფული დაგიბრუნო,ახლა უფულოდ ვარ“
და მსგავსი
ფრაზები
პარაზიტ ტიპს შეუძლია ლამაზი და პასუხისმგებლიანი საუბარი,შემდეგ კი უცებ
არასაიმედო ადამიანი აღმოჩნდება;
შეზღუდული
რესურსებისათვის კონკურენტულ ბრძოლაში პარაზიტი
ყველასათვის საერთო წესების შემოვლის გზებს და
საკითხის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობას ეძებს,თუნდაც არაპატიოსანი
გზით;
.
სახიფათო
სიტუაციაში პარაზიტი
არაფერს აკეთებს,იმედი აქვს რომ საფრთხე მას არ შეეხება;
ხოლო როცა
მეხი გავარდება,მუდარას და ხვეწნას იწყებს,რათა იმათი ყურადღება მიიქციოს ვისაც
მისი გადარჩენა შეუძლია; როცა საფრთხე აშკარაა-ის ლაჩარია,გარბის,ყველას
ტოვებს,არავიზე ფიქრობს;დთუ დაიჭირეს -ის მოღალატეა,ყველას ჩაუშვებს,ოღონდ თავი
გადაირჩინოს;
პარაზიტის
ოცნებაა-ბედი
სწყალობდეს და იპოვოს ჯადოსნური სუფრა,რათა ყოველთვის ჰქონდეს უფასო სიამოვნებები;
პარაზიტს უწოდებენ ისეთ ადამიანს,რომელიც ცხოვრობს სხვის ხარჯზე
იმის თანხმობის გარეშე; ადამიანს რომელსაც მოსწონს სხვის ხარჯზე ცხოვრება;
გაუცნობერებელი პარაზიტი-ესაა სხვის ხარჯზე ცხოვრებას მიჩვეული,რომელიც არ
ფიქრობს,ვინ აჭმევს და ინახავს;
გაცნობიერებული პარაზიტი-ვინც ცხოვრობს პარაზიტის ფილოსოფიით და შეგნებულად
ეძებს მათ,ვინც დამამძიმებელი პირობების გარეშე არჩენს,აჭმევს და იზრუნებს მასზე.
თუ ადამიანი
მთელი ცხოვრება პარაზიტულად ცხოვრობდა,მაშინ როცა დაბერდება და დაუძლურდება , ვერ მიიღებს უფლებას ვინმე მოემსახუროს
მას ან არჩინოს იგი;ხშირად მას არც ჰყავს
ისეთი ვინმე,ვისაც ეს შეუძლია გააკეთოს;
იცხოვრე ისე(არაპარაზიტულად),რომ ისეთი შვილები და შვილიშვილები
გყავდეს,რომლებსაც შეეძლებათ შენი სიბერეში მოვლა,თანაც სიყვარულით და გულით;
ნ.
კოზლოვი
Комментарии
Отправить комментарий