ადამიანის ტიპი-მომხმარებელი
მომხმარებელი-ეს არის ის ადამიანი,რომელიც ზრუნავს
საკუთარ თავზე საკუთარი ხარჯით.
მომხმარებელი-ეს არის ამქვყნად მცხოვრები ადამიანის ერთ-ერთი ტიპი(არსებობს
კიდევ სამი ტიპი შემოქმედი,რომანტიკოსი და პარაზიტი)
მომხმარებელი-უმდაბლესი და იმავდროულად ყველაზე ტიპიური
ვარიანტია-შემოქმედი ტიპის ადამიანისა;
მომხმარებელი ცხოვორობს საკუთარ თავზე ზრუნვით,მაგრამ
საკუთარ თავზე ის ზრუნავს პატიოსნად,საკუთარი ხარჯით,არ ლახავს სხვათა უფლებებს;
თუ ფული არ ჰყოფნის,ის წავა და გამოიმუშავებს.
მის ადგილზე სხვა აცხადებს პრეტენზიას? ის შევა მასთან
ბრძოლაში,მაგრამ ბრძოლა იქნება პატიოსანი.
ფულს იშოვის ? მომხმარებელი საკუთარ თავს ზეიმს მოუწყობს
და ფულს ისე დახარჯავს როგორც თავად სურს.თქვენთან მას საქმე არ აქვს.
საფრთხის შემცველ სიტუაციებში მომხმარებელი საკუთარ თავს
შველის,ზრუნავს საკუთარი თავის გადარჩენაზე;
მომხმარებლის ტიპის ადამიანის წესიერების დონე განისაზღვრება
იმ გარემოებით,რომ ის საკუთარ თავს შველის არა სხვის ხარჯზე,არამედ საკუთარი
ხარჯით(ბრეგაძეებისგან ამოღებული საქვრივო ამიტომ არ უნდა პლატონ სამანიშვილს)
შეზღუდული რესურსებისთვის კონკურენტულ ბრძოლაში
მომხმარებელი-ეგოისტია,რომელიც იცავს საკუთარ ინტერესებს პატიოსან ბრძოლაში;
კეთილდღობის და სიუხვის პირობებში მომხმარებელი
დღესასწაულს უწყობს საკუთარ თავს და თავისიანებს.ოღონდ-საკუთარ ხარჯზე;(ჯიმშერ
სალობერიძე-„სამანიშვილის დედინაცვალი“ დ. კლდიაშვილი)
„ჩემიანები“
მომხმარებლისთვის-ისინია,ვინც მისთვის სასიმოვნოა ან სასარგებლო.ვისთანაც კარგია
დროის გატარება ან ვისაც ფული და კავშირები აქვს.
მომხმარებლის ოცნებაა-კანონიერი სიმდიდრე.
„მდიდარი ვარ,ჯანმრთელი ვარ და თანაც სინდისი სუფთა
მაქვს.“
რა თქმა უნდა,არსებოს
მომხმარებლის ტიპის ადამიანების ქვესახეობები :
ქვესახეობა a -ზრუნავს
მხოლოდ მათზე,ვინც ზრუნავს მასზე
ქვესახეობა b „ჩემების“
სიმრავლეში მხოლოდ ერთ ელემენტს-საკუთარ თავს ათავსებს,
ქვესახეობა c „ჩემების“
სიმრავლეში მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებს ათავსებს;
უფრო ჭკვიან მომხმარებელს შეიძლება ჰყავდეს „ჩემების“
გაფართოებული სიმრავლე,რომლებზეც ის ასევე ზრუნავს.
ერთი ყველასათვის ,ყველა ერთისათვის და... თავისიანებს ასეთი
მომხმარებელი არ ღალატობს.
მაგრამ ყველა დანარჩენი-გარეშე ადამიანები,ეს ის
არსებები არიან რომლებიც შეიძლება „იხმარო“ როცა ამისთვის მოხერხებული
სიტუაციაა,დანარჩენ დროს კი დაე ფეხებში ნუ
გამებლანდებიან.(მაგ.ფულიანი „ჭკვიანი“ მომხმარებლები ასე ცხოვრობენ)
საქმე იმაში კი არაა,რომ მომხმარებლისთვის ვინმეს „ხმარება“ ნორმალურია,არამედ იმაში,რომ
ცოცხალ ადამიანთა შორის ყურადღების და ზრუნვის ღირსი მომხმარებლისთვის მხოლოდ ერთი
ვინმეა-საკუთარი თავი.
მომხმარებელს სტკივა და რაღაც აწუხებს-ეს
არასწორია,რადგან მას არ უნდა ტკიოდეს და არ უნდა აწუხებდეს;(ასე ფიქრობს)
სხვას ტკივა და აწუხებს-მერე რა ? რა ჩემი საქმეა ?(ასე
ფიქრობს)
მომხმარებელს ფული გაუჩნდა-ეს კარგია(ასე მჯელობს)
ფული გაგიჩნდა შენ-ეს კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
მასაც რაღაც შეხვდება(ასე მსჯელობს)
მომხმარებელს არ აინტერესებს ცხოვრება,უფრო ზუსტად ,აინტერესებს იმ ხარისხით,რა ხარისხითაც ის
ეხება პირადად მას.
მომხმარებლის შინაგანი ლოზუნგია-ფრთიანი გამონათქვამი
,რომელიც დატოვა ლუი მე-15-მ
„ჩვენს შემდეგ ყველაფერი წყალსაც წაუღია ‘’
მომხმარებელი ეს ისეთი ადამიანია,რომელიც მხოლოდ საკუთარ
თავზე ზრუნავს;
რა დამოკიდებულება აქვს მომხმარებელს საკუთარ
განვითარებასთან ?
როდის და რამდენად ინტერესდება საკუთარი განვითარებით ?
თუ პირადად მისთვის სარგებლის მომტანია-მომხმარებელი
საკუთარ თავს განავითარებს.
როდესაც ეს მოდური არ არის ,ან
მომხმარებელი დაიღალა ,ან
იმ ასაკში აღარ არის და ტელევიზორის წინ დივანი უფრო
მომხიბვლელია
საკუთარ განვითარებაზე მომხმარებლის ტიპის ადამიანმა
შეიძლება უარი თქვას და შეწყვიტოს.(აქაური ამომრჩევლის დიდი პროცენტი)
თუ მომხმარებელისთვის უფრო სარგებლის მომტანი და კომფორტული პიროვნული დეგრადაცია აღმოჩნდება,მაშინ ის განვითარების კიბეზე თავქვე დაეშვება.(პლატონ სამანიშვილი- მას შემდეგ
რაც გაიგებს დედინაცვლის ორსულობას)
ამასთან ,თუ მომხმარებელს ბავშვობიდან ჩაუნერგეს ხისტი ჩარჩოები,მაგ. კარგი რელიგიური აღზრდა,
მაშინ მან
შეიძლება გაუძლოს დეგრადაციის ცდუნებას,უფრო მეტიც განვითარდეს კიდეც.
როგორც პიროვნება,მომხმარებელი(განსაკუთრებით
მამაკაცი მომხმარებელი) ადვილად დეგრადირებს,ეფლობა ალკოჰოლიზმში ან ნარკომანიაში;
მართლაც,თუ არ აქვს
გარე ორიენტირები(მიზნები) და მომხმარებელი ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ თავზე(ანუ
„ჩემების“ ერთელემენტიანი სისტემა),მაშინ მას იოლად შეუძლია აირჩიოს ის,რაც პირადად
მისთვის უბრალოდ კომფორტულია და არ იფიქროს არც გარშემო მყოფებზე და არც საკუთარ თავზე.(აქედან
ამდენი ლოთი და ნარკომანი საქართველოში)
მ.კოზლოვის მიხედვით
Комментарии
Отправить комментарий