გენერალს[სტატუსით უფროსს] სიტყვას არ აწყვეტინებენ !

 


მე არ შემიძლია ბოლომდე მოსმენა თანამოსაუბრის;

როგორც კი მისი აზრი ჩემთვის გასაგები ხდება,უკვე ვხვდები შემდეგ რას იტყვის;

ამ დროს მე ვაწყვეტინებ და ვეუბნები : „კარგი გასაგებია,გთავაზობ დავზოგოთ შენი და ჩემი დრო,მოდი  ახლა ასე  მოვიქცეთ...“

 

დაიმახსოვრე :ასეთი ქცევის შედეგი არის -კონფლიქტი;

 

თანამოსაუბრე  გრძნობს უპატივცემულობას,მე კი ყოველთვის ზუსტად და ყოველთვის ღმად ვერ ვიგებ მის აზრს;

მაგრამ თუ ეს თანამოსაუბრე შენი უფროსია ან ქმარი(ან ცოლი),ან მშობელი,ან მასწავლებელი მაშინ ასეთი სიტუაცია ხდება კრიტიკული;

 

ცხადია,საკუთარ თავს უნდა ასწავლო თანამოსაუბრის პატივისცემა ,ანუ თანამოსაუბრის ყურადღებით მოსმენა:არ შეაწყვეტინო!!!!

 

როგორ ვისწავლოთ თანამოსაუბრის პატივისცემა ?

რა გავაკეთოთ ?

 

.

ვინმეს მოსმენის დროს,ავარჯიშე საკუთარი თავი თანამოსაუბრის ბოლომდე მოსმენაში,მაშინაც კი, როცა ის ერთი და იგივეს იმეორებს;

ავარჯიშე საკუთარი თავი იმაში,რომ ამ დროს იყო  მშვიდად(არა დაძაბული),ამისათვის ამ დროს  ისუნთქე ღრმად და თანაბრად.

 

მოსმენის დროს,თანამოსაუბრის კვალდაკვალ გაიმეორე მისი აზრების ლოგიკური  თანმიმდევრობა და თვალე ამ ლოგიკურ თანმიმდევრობათა  რაოდენობა;ამ დროს თვალყური ადევნე შენი თანამოსაუბრე  უმატებს თუ არა რაიმე ახალს თავის ახალ ლოგიკურ თანმიმდევრობაში(როგორც წესი რაღაცას უმატებენ ხოლმე)

 

სანამ თანამოსაუბრე საუბრობს და იმავე აზრს სხვა სიტყვებით იმეორებს,შენ გაქვს დრო მოიფიქრო როგორი რეაგირება მოახდინო ამ სიტუაციაზე და როგორ უპასუხო;

 

მოიფიქრე :

ა) რითი დაიწყებ

 ბ)რითი და როგორ გააგრძელებ

გ)რითი და როგორ დაამთავრებ

 

როგორ შევაწყვეტინოთ  თანამოსაუბრეს სწორად ?

 

თუ მაინც უფრო გონივრულია ,რომ თანამოსაუბრეს შეაწყვეტინო,მაშინ ეძებე ამისთვის შესაფერისისი მომენტი,მაშინ როცა მისი აზრი გამოთქმული და დასრულებულია;

 

 

თუ შინაურებში ხარ,შეგიძლია ჟესტით ანიშნო;აწიე ხელი(შეტყუპებული  საჩვენებელი და შუათითით) და ამოძრავე მარცხნივ და მარჯვნივ

 

როცა  თანამოსაუბრე ბოლოს და ბოლოს  შეწყვეტს საუბარს და შეჩერდება,ბრძანებითი ტონი დაივიწყე;

 

დასაწყისისთვის შეამოწმე სწორად გაიგე თუ არა ის რაც აქამდე თქვა;

 

ჰკითხე „სწორად გავიგე შენი აზრი?.....“(და შენი სიტყვებით ჩამოაყალიბე ის აზრი რაც მან თქვა)

რომ არ დაგავიწყდეს მოსმენის ეს ტექნიკა ;შეგიძლია მიაჩვიო თავი იმას,რომ თანამოსაუბრე „გენერლად“ წარმოიდგინო; რატომ გენერლად? იმიტომ,რომ გენერლებს არ აწყვეტინებენ და ბრძანებითი ტონით არ მიმართავენ;

 

დაიმახსოვრე:

 თუ თანამოსაუბრეს აწყვეტინებ არა ჩვეულებრივ სიტუაციაში,არამედ კონფლიქტის სიტუაციაში,ეს უფრო სახიფათოა;

კონფლიქტის დროს  სახიფათო  შეწყვეტინებას(კონფლიქტის ახალ დონეზე აყვანას) თავი რომ აარიდო,ჯობია მიაჩვიო თავი,თანამოსაუბრის  და საკუთარი თეზისების(და გამონათქვამების) ჩაწერას ან დამახსოვრებას;

ეს დაგამშვიდებს და საჭირო დროს კი  გამოგადგება;

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები