ვაჟა-ფშაველა -" სტუმარ-მასპინძელი" განხილვა
თავი 1
1.
რამ აუმღვრია გული მდინარეს ?
„ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,გულამღვრეული ჯავრითა“.
2.
რას ვერ იგუებენ მთები ?
მთები მათ კალთებზე დაღვრილ სისხლს ვერ ეგუებიან,ცდილობენ
ჩამოიბანონ:
გადმოხრილიყვნენ მთანიცა,
ხელ-პირს იბანდენ წყალზედა;
ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;
3.
რა ჩვევა ჰქონია ნისლს ?
ნისლი ცოტახნით სტუმრობს არეს,შემდეგ კი სახეტილოდ მიდის,სადაც
მივა ყველაფერს უხილავად ხდის,სანადიროდ წასულ მონადირეებს
დიდ სირთულეებს უქმნის და გზა-კვალს ურევს;
სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა
დაფიქრებულის სახითა.
ყურს უგდებს არე-მარესა,
გულ-ლაღობს სანახავითა.
სტუმარი ცოტა ხანისა
ხვალ სხვაგან წავა აქითა.
წავა, გადივლის გორებსა,
ქედებსა ყინულიანსა;
აბნელებს, უხილავად ჰქმნის
ქვეყანას ხილულიანსა.
თუ მონადირეს ატირებს,
გზა-დაკარგულსა კლდეშია,
ალაღებს მგელსა და ქურდსა,
მოარულთ სიბნელეშია.
4.
რა სწადია ვიწრობილიკზე მიმავალ კაცს ?
შურისძება ძმის სისხლის
აღება;
5.
შეესატყვისება თუ არა მისი ფიქრი ბუნების სურათს ?
შეესაბამება, მასაც ჯავრი აქვს გულში
6.
რას ედარება „ქისტის სოფელი’’? რა ნიშნით?
არწივის ბუდეს
მიუვალობით
დიაცის უბეს;სილამაზით
7.
რის მოლოდინს ქმნის აღწერილი სურათი ?
ამ ნისლში რაღაც უნდა მოხდეს;და
ის რაღაც სისხლთანაა დაკავშირებული;
8.
თავიდან რა იგრძნობა ორი უცნობის დიალოგში ?
დაძაბულობა
9.
რატომ თანაუგრძნო ქისტმა მონადირემ უცნობ მგზავრს ?
მგზავრიც მას მონადირედ გაეცნო;
10.
მთაში დაუწერელმა რომელმა წესმა შეუწყო ხელი ჯოყოლას
და ზვიადაურის დამეგობრებას ?
ხელმოცარული შემხვედრი
მონადირისთვის ნანადირევის გაყოფის წესმა
11.
რამ შეიტანა დამეგობრების ეპიზოდში ფარული დაძაბულობა
?
სახელის კითხვამ
12.
რატომ ამოეფარა ზვიადაური სხვის სახელს ?
ქისტები იცნობენ მას,როგორც
თავიანთ დაუძინებელ მტერს.არასაჭირო,არახელსაყრელ შტაკებას აერიდა;
13.
რას სთავაზობს გულღია მასპინძელი სტუმარს ?
თავშესაფარს
დავალება:
1.
დაასათაურე
თავები : 1 თავი -"ქისტეთის მიდამო" მე-2 თავი- "გაცნობა"
2.
მოახდინე ჯოყოლას და ზვიადაურის მახასიათებლების მარკირება:
ჯოყოლა: ძმის სისხლი აქვს ასაღები;
კარგი მონადირეა;ალალია,წეს-ჩვეულებების დამცველია,
ზვიადაური : კაი
ყმაა,საკუთარი ღირსების პატივისმცემელია;იქ არ მკის სადაც არ დაუთესია,ანუ სარგებელს
არ ეძებს იქ სადაც არ დაუმსახურებია;მადლიერების განცდა აქვს;
3.
მოახდინე მათი საერთო მახასიათებლების მარკირება: სხვის
ღირსებებს ორივე პატივს სცემს ;
4.
მოახდინე თითოეული მარკირებული მახასიათებლის არგუმენტაცია
ჯოყოლას რომ ძმის სისხლი აქვს ასაღები ჩანს:
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რამ მოდის გზაზედა.
ჯოყოლა რომ კარგი მონადირეა ჩანს იქიდან რომ ჯიხვი ჰყავს
მონადირებული :
აი, ნადირი, რას სჩივი? -
უჩვენა ჯიხვი რქიანი, -
მკვდარი, რქებ-გადაგდებული,
დადუმებული, ჭკვიანი.
ჯოყოლა რომ წეს-ჩვეულებების დამცველია ჩანს :
თუ გინდა ეხლავ გავიყოთ,
როგორც ამხანაგთ, ორადა,
ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი,
გავინაწილოთ სწორადა.
და
წილი გდებია შენაცა
ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.
რად გიკვირს, არ გეხუმრები,
არც გეფერები პირშია.
მაშ, თუ ეს ასე არ არის,
რად შამეფეთე ამ დროსა?!
შაჰრცხვეს, ჩემს თავად, ვინც შენა
ნაწილი დაგიკარგოსა.
ჯოყოლა რომ ალალია და
კეთილგანწყობილი ჩანს :
ამაღამ ჩემთან წამოდი,
სახლი არ მიდგა შორადა.
ზვიადაური რომ
ქისტების მტერია ჩანს :
ქისტებს ბევრს სისხლი ავალა;
ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,
უდროდ საფლავში ჩალალა.
საკუთარი ღირსების და მადლიერების განცდა ჩანს ზვიადაურში
როცა :
საცა არ მიხნავ, ძმობილო,
იქ ვმკო - ეს სადაურია?
ყელი მოგიჭრავ ჯიხვისთვის,
ფეხებიც ჩატყაულია.
გესტუმრო, უარს არ გეტყვი,
გიშველი ჯიხვის ზიდვასა,
წილს-კი არ მოგთხოვ, იცოდე,
თავს არ ვაკადრებ იმასა.
ხ
5.
ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟთან როგორია რაში გამოიხატა
?
ავტორი თითქოს
ამართლებს ზვიადაურის საქციელს როცა ის სახელს მალავს :
იცრუა ზვიადაურმა,
თვისი სახელი დამალა.
რა ქნას? მის სახელს იცნობენ
ავტორი ჯოყოლაზე საგანგებოდ აღნიშნავს
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია
მე-3-მე-4 თავები
1.
რატომ ეპატიჟება მაჰმადიანი ჯოყოლა ქრისტიან სტუმარს
ამ სიტყვებით: მობრძანდი,როგორც „ძმა ძმასთან, ნათლიმამასთან ნათლია’’ ? რა არის მისთვის
მთავარი ?
ის რომ სტუმარმა თავი ისე
იგრძნოს როგორც საკუთარ-სახლში,სტუმარ-მასპინძლობის წესი მისთვის წმიდაა,ჯოყოლა რჯულშემწყნარებელია,ტოლერანტია ;
2.
რითი მოსწონს თავი მასპინძელს ?
ოჯახით,ცოლით,სახლ-კარით
3.
რაზე მღეოდა „დროული კაცი ‘’ ჯოყოლას ოჯახში ?თქვენი
აზრით რაზე მიგვანიშნა ვაჟამ ამ ეპიზოდით ?
მღეროდა საგმირო სიმღერას;კაი ყმა
ქისტებსაც დაფასებული ყავთ;
4.
როგორ იხატება აღაზა ? რას ადარებს მას პოეტი ?
აღაზა ლამაზი, ტანადი ქალია; შედარებულია
ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავს;
„როგორაც ალყა ტანადა,
ვარსკვლავი ციდამ მოცლილი.“
5.
რა უსურვებენ ერთმანეთს სტუმარი და მასპინძელი ? რაზე
მეტყველებს მისალმების ფორმულა ?
მშვიდობას
6.
რად მიიჩნევა სტუმარი ?
ღვთის წყალობად
7.
რა ტრადიციაზეა ყურადღება გამახვილებული ამ თავის ბოლოს
?
სტუმარი იარაღს აბარებს ოჯახის დიასახლისს
სტუმარს აბჯარი წაუღო,
მიიპატიჟეს შინაო;
8.
რის გამო აპირებენ ქისტები ზვიადაურზე შურისძიებას
?
ზვიადაურმა ბევრი ქისტი სამარეში
უდროოდ „ჩალალა“,ქისტებს სისხლის აღება სწყურიათ,თანაც ერთი დაღუპული ჰყავთ,ვის გამოც შური ჯერ არ უძიებიათ;
ეგ ჩვენი ამომგდებელი,
ჩვენი მრბეველი ძალითა;
გაუმაძღარი მუდამ ჟამს
ჩვენის სისხლით და ძვალითა
დღეს ჩვენს ხელთ არის, ვეცადოთ,
ვაგემოთ გემო მწარია,
მაგათ მოკლული ამ ზაფხულს
გვყავს უპატრონო მკვდარია.
სთქვით, თუ არ ვამბობ სიმართლეს,
თუ ჩემი სიტყვა მცდარია?!
გაიგოს ჩვენმა დუშმანმაც,
არ გვაქვს უჯიშო გვარია.
9.
რა მიაჩნიათ ქისტებს ვაჟკაცობად ?
მტრისთვის სამაგიეროს გადახდა.შურისძიება
10.
რატომ უნდა დაკლან მათ მოსისხლე „უპატრონო მკვდრის“
საფლავზე ?
საფლავზე რიტუალური მკვლელობა
ნიშნავს იმ საფლავში მწოლი მკვდრისთვის მსხვერპლის შეწირვას;
11.
რა წესს აღასრულებენ ისინი ? რით ამართლებენ მტრობას
?
მსხვერპლშეწირვის;
ისინი მკვლელობას "ვაჟკაცობით" ამართლებენ
„გაიგოს ჩვენმა დუშმანმაც,
არ გვაქვს უჯიშო გვარია.“
12.
როგორ ვლინდება ჯოყოლას მიმართ ქისტების უკმაყოფილება
?შესაბამისად რას ხვდებიან ისინი ?
ჯოყოლას „ჭკვათხელად“ თვლიან,თუმცა
იციან ,რომ ჯოყოლა არ იცნობს ზვიადაურს;
სჩანს, რო ჯოყოლა ვერ იცნობს,
არ უნახია თვალითა
ეგ ჩვენი ამომგდებელი,
ჩვენი მრბეველი ძალით
მიკვირს ჯოყოლას ჭკვისაგან,
მტერს რად გაუღო კარია,
ვისა ჰმასპინძლობს ჭკვათხელი,
ცნობაზე რად არ არია?!
13.
რას ფიქრობს თავის სტუმარზე მასპინძელი ?რისი იმედი
აქვს მას სახვალიოდ ?
ჯოყოლას მოსწონს სტუმარი და იმედი აქვს რომ დაუმეგობრდება;
ივახშმეს. თვისი სტუმარი
მასპინძელს მოსწონს გულითა.
“კარგი ვაჟკაცი ეტყობა”,
-
ფიცულობს თავის რჯულითა:
“ეს ერთი ცნობა, ხვალ ძმობა,
ერთად შევთვისდეთ სულითა”...
მიიპატიჟა საძილედ,
დაუთმო თვისი ლაჭანი.
14.
რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს ქისტების ქმედებისადმი
მწერალი ?
ირონიულ დამოკიდებულებას
მამლის საჯდომი თუ იცის,
მეტი რა უნდა მელასა?!
მელაში ქისტები იგულისხმება,შესაბამისად მამალში ზვიადაური;
დავალება:
1.
დაასათაურე
თავები : 3 თავი "ჯოყოლას სახლ-კარი" მე-4 თავი- "შურიძიების სამზადისი"
2.
მოახდინე ჯოყოლას ,ზვიადაურის,აღაზას,დროული ქისტის,
ქისტების თემის მახასიათებლების მარკირება
ჯოყოლა: თავმომწონე მასპინძელია,ღვთის
წყალობად მიაჩნია სტუმარი;კეთილგანწყობილია
ზვიადაური: იცავს სტუმრის წესს;მორიდებულია;
დროული კაცი:
იცავს სტუმრის წესს,ზვიადაურის მტერია;
თემი: წარმართია, შურისძიების გრძნობით
შეპყრობილია;
ჯაშუში : ვერაგია
3
4.
მოახდინე თითოეული მარკირებული მახასიათებლის არგუმენტაცია
ჯოყოლა რომ თავმომწონე მასპინძელია
ჩანს:
ჯოყოლას რომ სტუმარი ღვთის წყალობად
მიაჩნია ჩანს :
ჯოყოლა რომ კეთილადაა განწყობილი
ჩანს :
ზვიადაური რომ სტუმრის წესს იცავს
ჩანს :
ზვიადაური რომ მორიდებული სტუმარია
ჩანს :
დროული კაცი რომ სტუმრის წესს იცავს
ჩანს :
დროული კაცი რომ ზვიადაურის მტერია
ჩანს :
თემი რომ წარმართი და შურისძიებით
შეპყრობილია ჩანს :
ჯაშუში რომ ვერაგია ჩანს :
5.
ავტორის დამოკიდებულება ამ თავებში მოქმედ პერსონაჟებთან
ზვიადაურთან
ირონიანარევი
ქალი მისდევდა უკანა,
ჯოყოლა მიდის წინაო;
თან მისდევს ზვიადაური,
ძმობილი გაიჩინაო.
ჯოყოლასთან ირონიანარევი :
„ეტყობა თავმოწონება
მასპინძელს საუბარშია.’’
დროულ
ქისტს თავიდან პატივისცემით იხსენიებს :
კაცი რომ სჩანდა სახლშია,
ჭაღარ-შერთული, ხნიერი,
წამოდგა ისიც ფეხზედა,
როგორც კლდის ვეფხვი, ძლიერი.
მაგრამ, როს ნახა უცნობი,
ფერი დაედო მგლისაო;
შემდეგ კიზიზღი იგრძნობა:
„წავიდა. კარი-კარ დადის,
ენასა ჰლესავს შხამითა:
ქისტების თემთან ირონიული:
აღელვდენ ქისტის შვილები,
ყველამ შაიბა ხმალია,
აღელვდა მთელი სოფელი:
ბალღი, კაცი და ქალია.
ჯაშუშთან ზიზღნარევი
მივიდა მოყურიადე
ლაქარდიანის ენითა,
სახელს ულოცავს ჯოყოლას,
ლაღობს, არ არის წყენითა.
ხალვათობს, ამბობს ამბებსა,
ენას აკვესებს კვესითა.
ვინ იცის, გული სავსე აქვს
გველის შხამით და გესლითა.
მე-5 თავი
1.
პირველად რა ეჭვი გაუჩნდა ხმაურის გაგონებაზე ჯოყოლას
?
ეგონა სტუმარი ღალატობდა:
თავზე დაგვესხა მტრის ჯარი!
ნამდვილ აკლებას გვიპირობს,
გვღალატობს ჩვენი სტუმარი;
ძმობით და მეგობრობითა
შემოგვაპარა ლაშქარი
2.
შემდეგ რად მიიჩნია სტუმრის შეურაცხყოფა ?
საკუთარი ოჯახის ღირსების ფეხქვეშ გაქელვად :
უყურე უნამუსოთა,
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!
ჩაიგდეს ჩემი კაცობა,
ფეხს ქვეშ ტყლაპივით სთელავენ,
3.
რა ბრალდებები წაუყენა ჯოყოლამ ქისტებს ?
სტუმარ-მასპინძლობის წესის და მასპინძლის
ოჯახის შეურცხყოფის ბრალდებები :
„რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა? ‘’
4.
რად ჩაუთვალეს ქისტებმა ჯოყოლას სტუმრის დაცვა ?
გამოშტერებად,ცნობიერების დაკარგვად
რას ამბობ, შტერო, რას ამბობ?
რად არ მოდიხარ ცნებასა?
მოსისხლე სტუმრის გულისთვის
ძუძუს ვინ მოსჭრის დედასა?!
ჭკუათხელობად
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
თავის „წამურტვლად“
თავს რად იმურტლავ,
ბეჩავო,
გაუმაძღარის ღორითა?
გული როგორ არ გერევა
მაგასთან ჯდომა-ყოფნითა?!
5.
რა გამართლებას უძებნის სოფელი თავის საქციელს ?
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.
6.
რამ დააფიქრა ჯოყოლა ?
თვით ამან მოჰკლა შენი ძმა
არყიანებში თოფითა,
7.
ზვიადაურის რომელ საქციელს გაუმწარებია განსაკუთრებით
ქისტები ?
დაცინვას და დიდ ზარალს რომელიც ზვიადაურს მიუყენებია:
ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა,
გადალესულსა ცოფითა.
“გახლავართ ზვიადაური!” -
ჩამოგვკიოდა გორითა;
სულ კარგად ვიცით, ცხადადა,
თვალს ვადევნებდით შორითა.
აავსო ფშავ-ხევსურეთი
აქით წასხმულის ძროხითა.
8.
რისკენ მოუწოდებენ ქისტები ჯოყოლას ?
მოუწოდებენ დამორჩილდეს თემის გადაწყვეტილებას და შეწყვიტოს
სტუმრის დაცვა თორემ:
მოსისხლე სტუმრის გულისთვის
ძუძუს ვინ მოსჭრის დედასა?! -
შემოუძახეს ქისტებმა
ერთხმად, ძლიერად, ჭექითა:
-
შენ და შენს სტუმარს, ორივეს
ერთად გადგისვრით ბექითა.
თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
9.
ჩამოთვალეთ მიზეზები,რომელთა გამოც იცავს ჯოყოლა ზვიადაურს
.
იცავს იმიტო რომ მასპინძელს პასუხისმგებლობა აკისრია
სტუმრის უსაფრთხოებაზე;
ჯოყოლა არ იცილებს ამ პასუხისმგებლობას რადგან სტუმრის
დაცვა მისთვის ოჯახის და საკუთარი ღირსების დაცვასთან იგივდება;
ეგ მართალია, იქნება...
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.
დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითაც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.
მე გთხოვ გაუშვა, მუსაო,
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.
10.
როგორ ცდილობს ჯოყოლა თანამოძმეთა გონს მოყვანას ?
ჯოყოლა მოაგონებს ქისტებს რომ სტუმრის ღალატი ჯერ არ მომხდარა ქისტეთში;
ვის გაუყიდავ სტუმარი?
ქისტეთს სად თქმულა ამბადა?
რა დავაშავე ისეთი,
რომ მომიხედით კარადა?
თვის რჯული დაგვიწყებიათ,
მიტომ იქცევით მცდარადა;
სტუმრის შეურაცხყოფა,ოჯახის შეურაცხყოფაა
ჩემს ოჯახს პასუხს რით აძლევთ?
სახლში ხართ, განა შარადა!
ვაი თქვენ, ქისტის შვილებო,
მომდგარნო ჩემს კარს ჯარადა!
არავაჟკაცურია უმწეო მდგომარეობაში მყოფის წამება;
უიარაღოს აწვალებთ,
გული რასა ჰგრძნობს თავადა?
11.
მოსისხლის დაცვის გარდა რა მიაჩნია მუსას ჯოყოლას დანაშაულად
?
მუსა ჯოყოლას დანაშაულად უთვლის თემის
ურჩობას:
შენაც ამასთან შაგკონავთ,
თემის პირს რომ სტეხ, თავხედო!
ჩვენის ნარჩევის დარღვევა
შენ როგორ უნდა გაჰბედო?
აჰყეფდი ქოფაკივითა,
აბდა-უბდაობ შტერადა;
ამ გიაურის გულისთვის
ძმებსაც ეპყრობი მტერადა.
არ იცი, რომ შენი საქმეც
დღეიდგან წავა ცერადა?!
12.
რა მიაჩნია ორ დაპირისპირებულ მხარეს უფრო მძიმე დანაშაულად:
თემის პირის გატეხა თუ საუფლო წესის დარღვევა ?
მუსას თემის პირის გატეხა მიაჩნია
უფრო მძიმე დანაშაულად
ჯოყოლას კი სტუმაღ-მასპინძლობის საღვთო
წესის გატეხვა
13.
ჯოყოლას სიტყვით,ვინ შერისხავს უსამართლობის ჩამდენთ
?
ღმერთი-ანუ „ცა ქვეყნის მადლი’’
ჩემის კაცობის დამქცევნო,
ლანძღვასაც მემართლებითა?
ალლახსა ვფიცავ, გაგმუსრავთ,
მანამ ამკაფავთ ხმლებითა,
გრისხავდესთ ცა-ქვეყნის მადლი,
უსამართლობას შვრებითა!
14.
რაზე დარდობს დატყვევებული ზვიადაური ?
რას ამბობს ზვიადაური?
სახე რადა აქვს მტკნარია?
ბოღმა მიტომ ჰკლავს ვაჟკაცსა,
რომ ხელთ არა აქვს ხმალია:
“ჩამიგდეთ ხელში, ძაღლებო,
კარგი დაგიდგათ დარია”.
ამას ამბობდა დინჯადა,
სხვად არას მოუბარია.
დავალება:
·
დაასათაურე მე-5 თავი „ჯოყოლა თემს უპირისპირდება“
·
განსაზღვრე ამ თავის პერსონაჟები და მოახდინე თითოეულის
მარკირება
ჯოყოლა:ოჯახის ღირსების დამცველი,შეუპოვარი,სტუმრის
დამცველი,ვაჟკაცი
თემი: თემი
მხოლოდ თემის ინტერესებს ითვლისწინებს;თემი
თემის იმ წევრს,რომელიც მას დაუპირისპირდება უბრალოდ გაწირავს;
შენ და შენს სტუმარს, ორივეს
ერთად გადგისვრით ბექითა.
თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მუსა :
არავაჟკაცი,უმწო მდგომარეობაში ჩავარდნილ სტუმარს აწამებს
მე გთხოვ გაუშვა, მუსაო,
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.
ხოლო მის მასპინძელს თემის მხარდაჭერით გათამამებული
პირად შეურაცხყოფას აყენებს ,რის გამოც სიცოცხლეს ეთხოვება
ზვიადაური :
იცის,რომ მისი საქმე წასულია ;ნანობს,რომ ასე უიარაღოდ
ჩაუვარდა ქისტებს ხელში
რას ამბობს ზვიადაური?
სახე რადა აქვს მტკნარია?
ბოღმა მიტომ ჰკლავს ვაჟკაცსა,
რომ ხელთ არა აქვს ხმალია:
“ჩამიგდეთ ხელში, ძაღლებო,
კარგი დაგიდგათ დარია”.
ამას ამბობდა დინჯადა,
სხვად არას მოუბარია
·
მე-6 მე-7
1.
რომელი
სიტყვებით გამოიხატება სიკვდილის უძლეველობა ?
„ვერ გვიხსნის სიკვდილის ბჯღალით
ძალა, ვერც სიტყვა ცბიერი’’.
2.
რა
ყოფილა „ბუნების ცოდვა ‘’
„ბუნების ცოდვა ესაა,
მუდამ საწყინო ჩემია:
ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს,
არავინ გადურჩენია. ‘’
3.
როგორი
არათანმიმდევრული დამოკიდებულება ჰქონია ადამიანს სიკვდილის მიმართ ?
სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან;
კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,
როგორ დიდს ცოდვას სჩადიან.
4.
როგორ
ფიქრობთ რატომ უწოდებს ვაჟა ზვიადაურის მკვლელებს „გროვას“ ?(„მოჰყავდა ზვიადაური ხელშეკონილი
გროვასა’’) გამოხატავს თუ არა ეს სიტყვა მწერლის დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ
?
ხალხი ბრბოდ ქცეულა; „გროვა“ აქ ბრბოს აზრით არის ნახმარი;
ბრბო სახედაკარგული ხალხია;იგრძნობა მწერლის უარყოფითი დამოკიდებულება;
მოჰყავდა ზვიადაური
ხელშეკონილი გროვასა,
ყველას უხარის მის მოკვლა,
ან ვინ დაიწყებს გლოვასა?!
სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან;
კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,
როგორ დიდს ცოდვას სჩადიან.
პარალელი(გ.ლეონიძე „მარიტა“)
5.
რამდენ
ნაწილად შეიძლება ამ თავის დაყოფა მასში განვითარებული თემების მიხედვით ? რა ფუნქცია
ეკისრება პირველ ნაწილს ?
ა)ზვიადაურის
სიკვდილი
ბ)ქისტები
გაწყრენ
გ)აღაზა
გლოვობს ზვიადაურს
6.
რას
ადარებს ზვიადაურის გაუტეხლობას ავტორი ?
ქედჩაჟანგებულ-მოუდრეკელ მთას
7.
როგორ
კვდება კაი ყმა ? რას ვერ უცვალა სიკვდილმა სახე ?
ვაჟკაცურად,სიკვდილმა
მის ვაჟკაცობას ვერაფერი დააკლო;
აქცევენ ზვიადაურსა,
ყელში აბჯენენ ხმალსაო:
“დარლასამც შაეწირები”,
ყველა დასძახის მასაო.
“ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!” -
უპასუხებდა ხალხსაო.
და
სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, -
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა.
8.
რა
განსაზღვრავს აღაზას საქციელს მკვლელობის ცქერისა და კაი ყმის დატირების ჟამს-გული
თუ გონება ?
აღაზას
საქციელს გული,ემოციებიგანსაზღვრავს ,გონება უშლის,მაგრამ გულს ვერ ერევა;
და ამ სურათის მნახველი
ერთი დიაცი ბნდებოდა,
ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი,
ხალხზე უკანა დგებოდა.
მიშველებასა ჰლამობდა:
“ნუ ჰკლავთ!”
ეძახის გულიო,
ფიქრობდა ბრაზმორეული:
ნეტავი მომცა ცულიო,
ნეტავი ნებას მაძლევდეს
დედაკაცობის რჯულიო,
რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას
გავაფრთხობინო სულიო.
ნეტავი იმას, ვინაცა
მაგის მკლავზედა წვებოდა,
ვისიცა მკერდი, აწ კრული,
მაგის გულ-მკერდსა სწვდებოდა!
ნეტავი იმას ოდესმე
ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!
და
და წყაროს პირზე დიაცი, -
ტურფა, ლამაზი, - ქისტისა,
შუბლზე და მკერდზე წყალს ისხამს,
დრო და დრო გული მისდისა.
ბევრი იტირა ჩუმადა,
თუმცა დრო და დრო ჰკრთებოდა,
ზვიადაურის სიკვდილი
თვალებში ელანდებოდა.
სტიროდა, მაგრამ ტირილი
არ იყო, ეხათრებოდა:
ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა,
მეორით - ღმერთი აშინებს,
ქისტეთის მტრისა მოზარეს
თავს რისხვას გადმოადინებს.
ეს ფიქრი გონებისაა,
გული თავისას შვრებოდა,
კაცის კაცურად სიკვდილი
გულიდამ არა ჰქრებოდა.
ქალის გულს იგი სურათი
შიგ გაეყარა ისრადა;
იმან დაადვა ლამაზსა
დაკლულის გლოვა კისრადა.
9.
როგორ
იმოქმედა ზვიადაურის გაუტეხლობამ ქისტებზე ?
ქისტებმა
დიდად ვერ ისიამოვნეს;ზოგიერთში სინდისმაც გაიღვიძა,მაგრამ სინდისის ხმა მალევე ჩაახშეს;
ქისტები გაწყრენ, იტკიცეს:
ვერ აუსრულდათ წადილი,
ვერ გაუკეთეს თავის მკვდარს
მის შესაფერი სადილი.
დაკლულმა დაჰკლა მათ გული
და გაუცრუა ქადილი.
შეურაცხყოფილთ უნდოდათ
ერთად გაეძროთ ხანჯრები
და გაეკეთათ მკვდრის გვამზე
სისხლით ნაღები ფანჯრები.
მაგრამ ვერ ჰბედვენ, სცხვენიანთ:
“ცოდვაა!” - ყველა ჰფიქრობდა.
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდენ:
ხომ მაგას არ მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა,
ყველა ალლახსა ჰფიცავდა,
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა.
მაგრამ მტერს მტრულად მოექე,
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო.
წავიდნენ. ზვიადაური
ზეზე გაწირეს ტიალად.
თუნდა ძაღლებმა ათრიონ,
ფრინველთა ჯიჯგნონ ზიარად;
არ შაეწირა, ეგდოსო,
ეგეც ეყოფა ზიანად.
ამას იძახდენ ქისტები
თავმოწონებით, ხმიანად.
ამ ხმასვე იმეორებდენ
ბნელი ხევები მთიანად.
10.
რითი
ახშობენ ისინი გამოღვიძებული სინდისის ხმას ?
მტერს
მტრულად მოექეცი ღმერთი ამას გვასწავლისო(ალაჰი)
მაგრამ მტერს მტრულად მოექე,
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო.
11.
რა
იმეორებს თავმომწონე ქისტების სიტყვებს?(გაიხსენე „ალუდა ქეთელაური ‘’,რანი დახეტიალობენ
შეღამების ჟამს ?)
„ამ ხმასვე იმეორებდენ
ბნელი ხევები მთიანად.“
ავი სულები,დევები,კაცი ჭამიები;
12.
იპვეთ
ამ თავში ლირიკული გადახვევა და გაარკვით ავტორის სათქმელი
მიზეზს
შედეგი მოსდევს;ამასთან შედეგი მიზეზის შესაფერისი
უნდა იყოს;
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარს ძმას - ტირილი დისაო,
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო.
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი,
ხელში - ნატეხი ხმლისაო,
ომს - ლხინი გამარჯვებულთა
და დამარცხება მტრისაო.
ლირიკული გადახვევა
ავტორის მიერ ამბის თხრობის დროებითი შეწყვეტა და პირადი აზრის ან შთაბეჭდილების უშუალო გამოხატვა, რაც გვიადვილებს მხატვრული ნაწარმოების თემისა და იდეის გარკვევას.
მხატვრულ ნაწარმოებში ავტორი ზოგჯერ წყვეტს გმირის ამბის თხრობას, თავს ანებებს გარეგან მოვლენათა აღწერას და უშუალოდ გვიხატავს თავის პირად შთაბეჭდილებას, რომელიც მან ამა თუ იმ მოვლენისაგან მიიღო.
თუმცა ლირიკული გადახვევა
მეორეხარისხოვანი კომპოზიციური
საშუალებაა, მაგრამ
მისი გამოყენება
მწერალს უადვილებს
ამა თუ
იმ მოვლენისა
და თვით
მოვლენისადმი მისი
დამოკიდებულების უშუალოდ
და მეტი
სისრულით გამოხატვას.
13.
რა
და ვინ გლოვობს ზვიადაურს ?
ზვიადაურს თავად
ბუნება გლოვობს,ადამიანებიდან კი მხოლოდ აღაზა;
ზვიადაურსა გლოვობდა
შფოთვა და ბორგვნა წყლისაო,
ნიავად ჩამონადენი
ოხვრა მაღალის მთისაო.
ცრემლი ნისლების ჯარისა
ნაბრძანებია ღვთისაო.
და წყაროს პირზე დიაცი, -
ტურფა, ლამაზი, - ქისტისა,
შუბლზე და მკერდზე წყალს ისხამს,
დრო და დრო გული მისდისა.
14
15.
ვის
დაუკისრებია ქალისთვის უცნობი კაცის დატირება ?
საკუთარ
გულს
კაცის კაცურად სიკვდილი
გულიდამ არა ჰქრებოდა.
ქალის გულს იგი სურათი
შიგ გაეყარა ისრადა;
იმან დაადვა ლამაზსა
დაკლულის გლოვა კისრადა.
16.
რატომ
ეუფლება ჯოყოლას ცოლს სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა ?
თემის და ღმერთის ეშინია,ქისტების მტერს რომ გლოვობს
სტიროდა, მაგრამ ტირილი
არ იყო, ეხათრებოდა:
ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა,
მეორით - ღმერთი აშინებს,
ქისტეთის მტრისა მოზარეს
თავს რისხვას გადმოადინებს.
17.
რა
ამძაფრებს აღაზას განცდებს ?
სულების მოჩვენებები,ძმის
აჩრდილი,ბუნება-ეჩვენება,რომ ყველა გმობს მის საქციელს
ეს რა ხმა ესმის, დგანდგარი?
ყურებს გაუდის ჟივილი...
საფლავებიდან მოესმის
მკვდრების წყრომა და ჩივილი!
თითქოს ბალღებიც ატირდენ,
გაუდისთ მწარედ წივილი!
საერთო წყრომის ხმა ისმის,
საერთო გულის ტკივილი:
“რას შვრება უნამუსოვო”,
გამწარებულნი ჩიოდენ, -
“მაღალი ღმერთი გრისხავდეს!”
სამარით შემოჰკიოდენ.
აჩქარებული ღრუბლები
ცის პირზე გადმოდიოდენ.
გაიქცა, მირბის, იხედავს, -
მკვდარნი მისდევენ, სწორია.
“შინით სად გაგვეხვეწები,
აქით თუ გაგვეშორია!?”
ხმა ისმის დანადევნები,
მასვე იძახის გორია,
გარშემო დაყუდებული
განა ერთი და ორია.
“უნამუსოვო”! მისძახდენ
ტანდაწკეპილნი დეკანი,
ბალახნი, ქვანი, ქვიშანი,
იმ არე-მარეს მდებარნი.
აგერ, საფლავით ამოდგა
მისი მკვდარი ძმა ებარი,
თავის ტოლებში უსწორო,
ქისტეთს გათქმული მხედარი.
თან მიჰკიოდა თავის დას,
სიტყვა პირს მოსდის მჭეხარი:
“ვაჰ, დაო, დაო, რა მიყავ?
რისხვა რად დამეც მედგარი?
მეორეს საფლავში ჩამდევ,
ერთს სამარეში მდებარი!
მაგით მიმტკიცებ დობასა,
შენი ქალობა ეგ არი?!”
1.
იპოვეთ ადგილი ამ თავში ,საიდანაც ჩანს,რომ აღაზას საკუთარი
ბუნება აუჯანყდა.რა ხმები ჩაესმის მას?
“სამდურავს ეუბნებიან
აღაზას გიშრის თმანიცა. “
2.
პირველად რა იეჭვა ჯოყოლამ,რატომ ?
“რა დაგემართა, რა არი?
მითხარ, გახსენი ბაგეო!
ხომ არვინ მოიწადინა
გადაეგორე მკლავზეო?”
3.
დააკვირდით აღაზას პასუხს,რომელ სიტყვებში ჩანს მისი
ზნეობრივი სიმტკიცე ?
სულ ტყუილია... კაცისა
არსად მინახავს ჭაჭანი,
ვინ გამიბედავს მაგასა,
რად მინდა ლეჩაქ კაბანი?!
4.
რას უნდა ნიშნავდეს აღაზას მიერ მოყოლილი დევების ამბავი
?მარტო ქმრის წინაშე თავის სამართლებლად არის მოგონილი თუ ამით საკუთარი განცდების
სიმძაფრეა გადმოცემული ?
აღაზა თავის განცდებს გადმოსცემს ამგვარად
, რადგან ვერ ბედავს ქმარს სიმართლე უთხრას
5.
რა მოჰყვა აღაზას აღიარებას ?(დაახასიათეთ ჯოყოლა მისი
ბოლო პასუხის მიხედვით) .
აღაზამ არ იცოდა როგორ მოიქცეოდა
ჯოყოლა,ცოდვად ჩაუთვლიდა ,თუ არა ზვიადაურის დატირებას;
ჯოყოლამ ,ვაჟკაცის დატირება ცოლს
ცოდვად კი არა, მადლად ჩაუთვალა;
ჯოყოლა ცოლს
ამით ამშვიდებს .მას უყვარს აღაზა .
იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა.
6.
როგორ იქცევა აღაზა მეორე დილას,ქმართან განდობის შემდეგ
?
7.
იგრძნობა თუ არა მის ქცევაში ადრინდელი მწვავე განცდების
რაიმე კვალი? რა უმაგრებს მას ზურგს ?
აღაზა მეორე დილას დამშვიდებულია.მას ქმრის მხარდაჭერა
უმაგრებს ზურგს;
დავალება:
1.
დაასათაურე თავები
„რა დაგემართა დიაცო ?’’ და „ჩამოდიოდნენ
ფრინვლები’’
2.
მოახდნე პესონაჟთა მახასიათებლების მარკირება
აღაზა არის: გიშრის თმიანი,ნამუსის დამცველი,ვაჟკაცობის
დამფასებელი,
აქვს ქმრის იმედი და რიდი;ზვიადაურის ერთადერთი ჭირისუფალია;
ჯოყოლა არის : ცოლის დამცველი,ყურადღებიანი,უყვარს ცოლი
და ზრუნავს მასზე;
3.
დაასაბუთ მარკირებული მახასიათებლები
აღაზა
გიშრის თმიანი-“სამდურავს ეუბნებიან
აღაზას გიშრის თმანიცა. “
ნამუსის დამცველი რომაა ჩანს :-„ვინ გამიბედავს მაგასა,
რად მინდა ლეჩაქ კაბანი?!’’
ვაჟკაცობის დამფასებელი რომ არი ჩანს :
ცრემლები შემიწირია
იმ შენის მეგობრისადა.
ძლიერ შემბრალდა ბეჩავი,
რომ უცხოეთში კვდებოდა,
არც ნათესავი, არც მოძმე,
რომ ვისმე შეჰბრალებოდა!
მაგრამ, როს ჰკლავდენ ხანჯრითა,
ოდნავაც არა ჰკრთებოდა.
იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა,
მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!..
ქმრის იმედი და რიდი რომ აქვს ჩანს :
„რა დაგიმალო, ჯოყოლავ,
ან რად შემრისხავ თქმისადა?“
ზვიადაურის ერთადერთი ჭირისუფალია:
„ვინ გაჭმევს კაის ყმის ლეშსა?
ძაღლო, დაგიდგა თვალები!
შენს საჯიჯგნადაც გამხდარა
ზვიადაურის ძვალები!?’’
სთქვა ეს აღაზამ და ქვებსა
ესროდა ხშირა-ხშირადა.
მირბის და მისდევს შმაგადა
კლდიანის ხევის პირადა.
და
‘’აღაზაც მიიპარება
სასაფლაოს თავს კლდისაკე.
იქიდამ აფრთხობს ყორნებსა,
სვავთა მხარ-მოფარფაშეთა,
ორბებსა გაუმაძღრებსა,
მკვდრის ლეშზე მოყაშყაშეთა;’’
ხ
ჯოყოლა
ცოლის და ნამუსის
დამცველი რომ არის ჩანს :
„მითხარ, არ გაჭმევ იმის ჯავრს,
ვანანებ ემავ წამზეო.
ჩემის ნამუსის შემბღალავს
მალე მოვიყვან ჭკვაზეო’’
ჯოყოლა ყურადღებიანი რომაა ჩანს :
„ნამტირალევი რადა ხარ?
ღაწვებზე ცრემლი გდენია;
ჩქარა სთქვი, სწორედ მითხარი,
თორემ ვერ მომითმენია!
სადარდო, საგულისხმო რამ
გრძნობა გულს გადაგფრენია.
ჩემს თვალებს ვერ დაემალვის
იმ გრძნობის ნაკვალევია;
არ შაიძლება არ დაჩნდეს
ნასვამი, დანალევია!..’’
ჯოყოლას ცოლი
რომ უყვარს და ზრუნავს მასზე ჩანს მისი პასუხიდან:
„იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა. „
მე-10,მე-11,მე-12 თავები
1.
რას ნიშნავს ზვიადაურზე ნათქვამი: ცით ჩამოსული სვეტადა’’
?( გაიხსენე „კაი ყმა“ :“მზედ იდგეს ხევსურეთისა,უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს’’)
ზვიადაური ხევსურთა
იმედი,ღვთის გამოგზავნილი გმირია
რა ყოფილა ხევსურეთისთვის ზვიადაური
?
ზვიადაური ხევსურეთის მფარველი გმირია
„ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი,
გამოსადეგი მეტადა!”
2.
რას ითხოვს
დედა ?
ზვიადაურის დედა ითხოვს შვილის ცხედრის დაბრუნებას:
„მკლავნი მაჩვენეთ შვილისა,
მოიტათ, ჩამაბარეთა! ‘’
მისთვის აუტანელია გმირი შვილის ცხედრის სადღაც
უპატრონოდ დატოვება:
„როგორ ვიგონო თავის ძე
ურჯულოს არე-მარეთა?!”
3.
რა ნიშნავს „ბოღმით შემკული პირები’’?(გაიხსენეთ როდის
ითქვა ეს სიტყვები).
გაბრაზებული ვაჟკაცები შურისძიებას და სისხლის აღებას აპირებენ:
ვაჟკაცთ გაიგეს ამბავი,
გასაგონარი ჭირითა,
ერთმანეთს გადაეძრახნენ
ბოღმით შემკულის პირითა:
რად გიკვირთ, როცა ჩვენს მფარველს
ცხარის ცრემლითა ვსტირითა?!
4.
რაზე მიგვანიშნებს ფრაზა:“ეს ხომ ახალი არ არის,სისხლმა
იდინოს მილითა ‘’?
სისხლის აღება ცხოვრების წესად და ტრადიციადაა ქცეული
5.
რატომ ჩართო ავტორმა სალაშქროდ გამზადებულ ჯარში რეალური
ისტორიული პირი,ხევსურეთის სახალხო გმირი ხირჩლა ბაბურაული ?
6.
ვინ მიმართავს ჯოყოლას მე-11 თავის დასაწყისში ?
აღაზა
- კარში გამოდი, ჯოყოლავ,
წყნარად ნუ სწევხარ კერასა,
რამდენი ხალხი მოერტყა
იმ ჩვენის მთების წვერასა!
ჩვენთან მოდიან სტუმრადა,
ჩვენ გვიპირობენ წვევასა.
შეგვანანებენ დედათა
შვილთა აკვნების რწევასა.
საქონელს ერეკებიან,
რეულობაა როგორი?!
აავსო ჯარმა, გაჰხედე,
ჯარეგის თავი, სამ-გორი,
დამთხვალთა მენახირეთა
კლდეები მოსდევს ნაგორი.
წადი, უშველე თავისებს,
მტრის დასახვედრად მირბიან,
შენც ისე წადი, ჯოყოლავ,
როგორაც სხვანი მიდიან.
-გავყვე?! რას ამბობ, ჭკვა-თხელო?
არ გამივლევენ ახლოსა!
7.
რა უნდა დაიცვას ჯოყოლამ ომში ?
აღაზა ურჩევს თემთან ერთად ბრძოლას
და თემის დაცვას;
8.
რას აბრალებენ ქისტები ჯოყოლას ?
ქისტებს ჯოყოლა მოღალატედ მიაჩნიათ :
„ქისტებს ორგული ვგონივარ,
გამდგარი თავის რჯულზედა,
ჰფიქრობენ, ვითომ ჯოყოლამ
თავი გაჰყიდა ფულზედა,
ქისტეთის მოღალატე ვარ,
ხელაღებული სულზედა;
მოაქვთ და ცოცხალს მადებენ
საფლავის ქვასა გულზედა. „
9.
რად მიაჩნია ჯოყოლას სამშობლოს ღალატი ?(მოძებნეთ შესაბამისი ფრაზა)
სულის გაყიდვად,სულზე ხელის
აღებად;
ბრძოლის რა გზა აირჩია მან ?
ჯოყოლამ მარტო ბრძოლის გზა აირჩია
,ის აპირებს თავი შეაკლას ბრძოლაში მტერს და ამით თემს დაანახოს ,რომ მოღალატე და მტერთან
გარიგებული არ არის,თემს ნიშანი მოუგოს:
„მარტოკამ უნდა ვიომო,
მთელმა ჯარეგამ მნახოსა;
ვინ ერთგულია, ვინ არა,
ქვეყანამ დაინახოსა.“
10.
რა არის ზვიადაურის ძვლები ხევურთათვის ?
წმინდა ნაწილები
11.
რას ეძებს ჯოყოლა,როცა მატო უხვდება ხევსურთა ჯარს
?
ჯოყოლა სიკვდილს ეძებს;
12.
როგორ შეაფასეს თანასოფლელებმა ჯოყოლას თავგანწირვა
?
ქისტებმა ჯოყოლას თავგანწირვა საკუთარ შეურაცხყოფად
მიიღეს:
„ეხლაც მასხარად აგვიგდო,
წინად ხომ ბევრჯელ აგვრია,
სოფლისა გადრა ინდომა,
ჩვენ-კი ტალახში გაგვრია.
მარტოკა მტრის ჯარს დაუხვდა,
სწორედ დავლათით დაგვრია’’.
13.
როგორ გესმით“დავლათით დაგვლია’’?
ვაჟკაცობით გვაჯობაო
14.
როგორ მოიხსენიებენ ამ თავში ზვიადაურს ხევსურები ?
„ფშავ-ხევსურეთის იმედი,
ქავ-ციხე, რკინის კარია. „
15.
ვის აზრს გამოხატავს ამ თავის ბოლო ორი ტაეპი-ავტორისას
თუ ხევსურებისას ?
„ძვირად ღირს დანადინარი
თავისის ცრემლი მკერდზედა! „
ავტორის სიტყვებია : ჭირისუფლის,თავისიანის ცრემლი ნაღდი და ძვირფასია;
დავალება:
1.
დაასათაურე
თავები : „ ბისოს მოვიდა ამბავი...“ „მარტოკამ
უნდა ვიომო ‘’ „ჯოყოლას სიკვდილი’’
2.
გამოყავი
მოქმედი პირები და მოახდინე მათი მარკირება
ხევსური
ვაჟკაცები:აღელვებულები,შურისმაძიებლები
ზვიადაურის
დედა:უბედური,ითხოვს შვილის ცხედრის დაბრუნებას
აღაზა:
თემის ერთგულია
ჯოყოლა:თემისგან
გარიყულია,მოღალატედ თვლიან, ბრძოლაში სიკვდილს
ეძებს;
თემი:ჯგუფურად
ეგოისტური;სასტიკი
3.
მოახდინე
მარკერების დასაბუთება
აღაზა
რომ თემს დიდ ანგარიშს უწევს ჩანს:
„წადი, უშველე თავისებს,
მტრის დასახვედრად მირბიან,
შენც ისე წადი, ჯოყოლავ,
როგორაც სხვანი მიდიან.“
ჯოყოლა
რომ თემისგან გარიყულია ჩანს :
„გავყვე?! რას ამბობ, ჭკვა-თხელო?
არ გამივლევენ ახლოსა! ‘’
ჯოყოლა
რომ უსამართლოდ მოღალატედ მიაჩნიათ თემში ჩანს :
„ქისტებს ორგული ვგონივარ,
გამდგარი თავის რჯულზედა,
ჰფიქრობენ, ვითომ ჯოყოლამ
თავი გაჰყიდა ფულზედა,
ქისტეთის მოღალატე ვარ,
ხელაღებული სულზედა;
მოაქვთ და ცოცხალს მადებენ
საფლავის ქვასა გულზედა. ‘’
ჯოყოლა
რომ სიკვდილს ეძებს ჩანს:
„მარტოკამ უნდა ვიომო,
მთელმა ჯარეგამ მნახოსა;
ვინ ერთგულია, ვინ არა,
ქვეყანამ დაინახოსა.“
თემი ჯგუფურად ეგოისტური და სასტიკი რომაა ჯოყალას მიმართ
ჩანს :
„ქისტთ გაუხარდათ დიაღაც,
-
“მოჰკლან, თუ მოჰკლეს -
ახია!
ეხლაც მასხარად აგვიგდო,
წინად ხომ ბევრჯელ აგვრია,
სოფლისა გადრა ინდომა,
ჩვენ-კი ტალახში გაგვრია.
მარტოკა მტრის ჯარს დაუხვდა,
სწორედ დავლათით დაგვრია.”
მე-13,მე-14,მე-15 თავები
1.
რა სისასტიკე გამოიჩინა თემმა უთანასწორო ბრძოლაში მოკლული
ჯოყოლას მიმართ ?
ჯოყოლა ცოლს
სასაფლაოზე არ დაამარხინეს ,სასაფლაოდანაც გარიყეს:
„სასაფლაოც კი შემიკრეს,
რო დამემარხა ცხედარი:
ჯოყოლამ გვიღალატაო,
მაგის ადგილი ეგ არი,
საცა მარტოკა ომობდა,
ჩვენთვისა ჩირქის მცხებარი,
თემის პირისა გამტეხი,
ორგული, დაუდეგარი.’’
2.
რა სისასტიკე გამოიჩინა თემმა აღაზას
მიმართ ?
აღაზას არავინ ეკარება არავინ უჭერს მხარს:
„აღარვინ მივლის ახლოსა,
არვინ მიჭირა მხარია.“
ყველამ ზურგი შეაქცია,ყველა განზე გაუდგა :
„სუყველამ ზურგი მაქცია,
ყველაყა განზე მდგარია.“
3.
რა არის ნათქვამი მე-13 და მე-14 თავებში აღაზას გარეგნობაზე
?
„ცოლი სტიროდა ჯოყოლას,
ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელ-გადაგდებული,
თმა-ხშირი, მთვარე პირადა,
ეკერებოდა გულ-მკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა.“
და
„ქალი სდგას, მდინარეს დასცქერს,
კლდეზე, გაშლილის თმებითა;
სხივ მიხდილს ვარსკვლავს მაგონებს
მკრთალად მთრთოლარის ყბებითა. ‘’
4.
რით იპყრობს ყურადღებას ლირიკული გადახვევა .რას ევედრება
პოეტი ღმერთს ?
პოეტი ღმერთს ტანჯულთა
და დაჩაგრულთა შეწყალებას სთხოვს:
„ღმერთო, მოჰხედე ტანჯულთა,
უშველე, შაიწყალეო!
კარგი კარგია მაინცა, -
ბეჩავი შაიყვარეო!
ტანჯულთა ლოცვა-მუდარა
გულს ვარდად დაიყარეო!
თუ არ უშველი, საწყლების
სულები მიიბარეო!.. ‘’
5.
მდინარე პოემის 1 და მე-14 თავებშია აღწერილი;სიგრძე-სიმოკლის
გარდა,კიდევ რით განსხვავდება ეს ორი აღწერა ერთმანეთისგან ?რომელ აღწერაში იგრძნობა
წყლის სტიქიის დაუნდობელი,სასტიკი ბუნება ?
პირველ თავში მდინარის მოკლე აღწერაა :
„ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,
გულამღვრეული ჯავრითა.“
მე-14
თავში შედარებით ვრცელი :
„მდინარე მოჰქუხს, მრისხანებს,
ზედ ასქდებოდა ლოდებსა,
დღესაც ისევე ბოროტობს,
არ იცის, რისთვის ჰგოდებსა.
არ ეშინიან ტანჯვისა,
იმან არ იცის სიკვდილი.
ერთი რამ იცის მხოლოდა:
ცრემლის ღვრა, მაღლა ყვირილი,
მუდამ ჟამს უცინარობა,
მარტო ტირილი, ტირილი...
„
და
„რა საზარლადა ხმაურობს,
როგორ საზარლად მდინარებს!
ლაშ-დაღრენილი, სასტიკი
შავი ხეობა მძვინვარებს. „
წყლის სტიქიის დაუნდობელი სასტიკი ბუნება მეორე აღწერაში იგრძნობა
6.
პოემის მე-3 თავში მშვენიერი აღაზა „ციდამ მოცლილ’’ ვარსკვლავთან იქნა შედარებული.ამჯერად როგორ
ვარსკვლავს აგონებს აღაზა პოეტს ?
ამჯერად აღაზა ჩამქრალ ვარსკვლავს
აგონებს პოეტს :
„სხივ მიხდილს ვარსკვლავს მაგონებს“
7.
რით გამოირჩევა მე-14 თავის ფინალი სხვა თავების დასასრულთაგან?
სხვა თავების ფინალები მომდევნო თავების თემას განსაზღვრავს მე-14
თავის ფინალი არა;
8.
დააზუსტეთ,სად ხდება მე-15 თავში აღწერილი მოქმედება
?
იმ ადგილას სადაც ჯოყოლა მოკლეს :
„იმ კლდის თავს, საცა ჯოყოლა
მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში,
ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა
ზვავისგან ნაგალს გორაში“
9.
საიდან მოისმის ჯოყოლას ძახილი ?
კლდის თავიდან მასპინძლის სული უხმობს სტუმარს:
„კლდის თავს წადგება ჯოყოლა,
სასაფლაოსკე იძახებს:
“ზვიადაურო, ძმობილო,
რად არ მაჩვენებ შენს სახეს?!“
10.
საიდან მოაშურეს მას ზვიადაურმა და აღაზამ ?
ზვიადაურის სული სასაფლაოდან ,ხოლო აღაზასი მდინარიდან
ამოდის :
„სასაფლაოდამ წამოვა
აჩრდილი ფარ-ხმალიანი,
გულზე უწყვია დაკრეფით
მკლავები სამკლავიანი.
მივა და მიესალმება
თავის ძმობილსა მდუმარედ.
იქვე აღაზაც ამოდის
სახე მოწყენით, მწუხარედ“
11.
რატომ უხმო ჯოყოლამ ზვიადაურს ?რა გვითხრა ამით პოეტმა
?
მტრობას,სისატიკეს და შეუწყნარებლობას პოეტი ვაჟკაცობას,ერთმანეთის დანდობას,სტუმარ-მასპინძლობის
წესით ურთიერთპატივისცემას და და-ძმობას უპირისპირებს და გვიჩვენებს ამ ღირებულებათა უპირატესობას;
12.
რის სადღეგრძელოს სვამენ გმირები ?
ვაჟკაცობის,ერთმანეთის დანდობის,სტუმარ-მასპინძლობის
წესით ურთიერთპატივისცემის და და-ძმობის სადღეგრძელოებს:
„ვაჟკაცობისას ამბობენ,
ერთურთის დანდობისასა,
სტუმარ-მასპინძლის წესზედა
ცნობის და და-ძმობისასა.“
ადამიანებო მოიქეცით, როგორც სტუმარი და მასპინძელი და შეიძლება შეწყდეს მტრობა და სისხლისღვრა ამ ქვეყნად გვეუბნება ამ პოემით ვაჟა-ფშაველა;
დავალება:
1.
დაასათაურე
თავები:“ცოლი სტიროდა ჯოყოლას“ ;“აღაზას სიკვდილი“ „მისტიკური სურათი“
2.
გამოყავი მოქმედი პირები და მოახდინე მათი მარკირება
აღაზა:თემისგან
გარიყული,ქმრის მოსიყვარულე და ერთგული ,თავს დამნაშავედ თვლის;
თემი:
უსამართლო და სასტიკი
3.
მოახდინე
მარკერების დასაბუთება
აღაზას თემისგან
გარიყვა ჩანს:
„შენს მტერსა ისეთი ყოფნა,
რო ჩემი ყოფნა მწარია!
აღარვინ მივლის ახლოსა,
არვინ მიჭირა მხარია.
იქვე დავმარხე კლდის თავზე,
საფლავიც გავუთხარია;
სუყველამ ზურგი მაქცია,
ყველაყა განზე მდგარია.
სასაფლაოც კი შემიკრეს,
რო დამემარხა ცხედარი“
ქმრის მოსიყვარულე რომაა ჩანს :
„ცოლი სტიროდა ჯოყოლას,
ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელ-გადაგდებული,
თმა-ხშირი, მთვარე პირადა,
ეკერებოდა გულ-მკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა.“
თავს რომ ცოდვილად
თვლის ქისტების წინაშე ჩანს:
„ორთავ შევცოდეთ ქისტებსა,
მათ შამიჩვენეს ქმარია...
მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს,
უცხოსთვის ცრემლი ვღვარია. ‘’
ქმრის დაღუპვამ და თემისგან გარიყვამ თვითმკვლობამდე მიიყვანა:
„რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის?
ამას ჰფიქრობდა ქალია. -
ქისტეთში ჩემი ერთგული
კენჭიც კი არსად არია. ‘’
თემის უსამართლობა და სისასტიკე ჩანს:
აღაზას გარიყვაში და მისი თვითმკვლელობამდე მიყვანაში.
ასევე ჯოყოლას ისევ მოღალატედ მიჩნევაში:
„ჯოყოლამ გვიღალატაო,
მაგის ადგილი ეგ არი,
საცა მარტოკა ომობდა,
ჩვენთვისა ჩირქის მცხებარი,
თემის პირისა გამტეხი,
ორგული, დაუდეგარი“
სინამდვილეში თემი ჯოყოლას ღალატს კი
არა დაუმორჩილებლობას არ პატიობს;
ჯოყოლა თემისთვის პირის გამტეხი,ამრევი, ჩირქის მომცხობია;
Комментарии
Отправить комментарий