ვაჟა ფშაველა- "ალუდა ქეთელაური" განხილვა.
· რომელი სიტყვა მიანიშნებს ალუდას გამორჩეულობაზე ?
დავლათიანი- შეძლებული,იღბლიანი,სვებედნიერი,ღვთისგან
დალოცვილი და მხარდაჭერილი;
· როგორ გესმის აფორიზმი „ცუდას რად უმდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი ‘’ ?
კაი ყმას -ყოველთვის უფრო
მეტი აშკარა და ფარული მტერი ( მოშურნე) ყავს ვიდრე ვინმე ცუდ(არვაჟკაც) ყმას
· ვისი შემწეობის იმედი აქვს ალუდას ?
გუდანის ჯვრის- ესაა მთავარი
ხატი პირაქეთა ხევსურეთში
· მუცალის რომელმა ორმა ქცევამ დაუკარგა ალუდას შურისძიების სურვილი ?
ერთი ქცევა ისაა , რომ მუცალი სიკვდილის წინაც არ შეშინდა
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მეორე კის ის რომ ბოლომდე იბრძვის
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა
· რატომ გადაუგდო ალუდას მუცალმა თავისი თოფი ? რა გამოხატა ამით მან ?
ამით მუცალმა აღიარა ორთაბრძოლაში ალუდას
ღირსეული გამარჯვება
ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
· რა ხდება ალუდას სულში მუცალის სიკვდილის შემდეგ ?
ალუდა შეძრა მუცალის ვაჟკაცურმა სიკვდილმა
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო;
· რატომ არ მოსჭრა ალუდამ მუცალს მკლავი ?
პატივი სცა ამით მუცალის
ვაჟკაცობას
· რა ნიშნავს ალუდას სიტყვები „ცოდვა არიო“
ვაჟკაცის შეურაცხყოფა ხელის მოკვეთით ,ალუდას „ვაჟკაცობის სჯულით“ ცოდვად მიაჩნია.
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს
ნუმც ხარობს ქავის კარიო
ალუდასთვის მკვდარი მუცალი მტერი აღარ არის ;მუცალი მისთვის უკვე ვაჟკაცია,კაი ყმაა;
ვაჟკაცის შეურაცხყოფა,რომელსაც უკვე თავის დაცვა აღარ შეუძლია ალუდასთვის მიუღებელია;
· რა შესთხოვა ღმერთს ალუდამ? არის ეს თხოვნა ქრისტიანული რელიგიისთვის მისაღები ?
ალუდამ ღმერთს მუცალის გვარის დღეგრძელობა სთხოვა,რადგან
მუცალის გვარი ღირსეულ ადამიანებად მიიჩნია;
არავაჟკაცი ვერ გაზრდიდა ვაჟკაცს(მუცალს) ეს იცის ალუდამ
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო
ქრისტიანული რელიგიისთვის ასეთი თხოვნა მისაღებია;
· როგორ გესმით „ნუმც ხარობს ქავის კარიო“ ?
ხევსურები მტრისთვის მოკვეთილ ხელებს ქავზე(მაღალ ქვის გალავანზე) კიდებდნენ;
მე-2 თავი
·
ვინ ხარობს მუცალის სიკვდილით ?(შეადარე ხალხურ ლექსს:“გატეხილისა
ვაჟისა ყორანმა ლეში არ ჭამა,გაუტეხლისა ვაჟისა წინ-წინ მკლავები დაჭამა’’)
ხევი-ხევ შამოყრანტალებს
ყორანი ავის ხმისაო:
“მამკვდარა ქისტი მუცალი,
თვალნ უნდა ვსჭამნე ყმისაო,
გულ-ღვიძლი ამოვარიდო,
კალთა დავხურო მხრისაო”.
·
რისი სიმბოლოა „ცადახურული“,უმზეო შატილი ?
შატილი ქცეულა იმ ადგილად სადაც მტრობა ,შური,მესისხლეობა
ცხოვრების ნორმად ქცეულა
შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო.
·
ვინაა „გორიგორ“ მომავალი კაცი და რატომ „არ ეწონება
„ მას თავი ?
გორიგორ მომავალი კაცი
ალუდაა,რომელიც შატილში ბრუნდება;ის საკუთარი თავით კმაყოფილი არ არის;განიცდის ვაჟკაცის
მოკვლას;
·
რისი მეტაფორაა „პირს დაწოლილი ნისლები ‘’,საიდან მოდიან
ისინი ?
ყმა მოიდოდა გორი-გორ,
არ ეწონება თავია;
პირს დასწოლია ნისლები,
გულით ნადენი, შავია.
ალუდა შეფიქრიანებული,დაეჭვებული და შეწუხებული,მოღუშული ბრუნდება ;
“შავი“ გრძნობები გულიდან ამოსდის და სახეზე აწერია;
·
ვისი მკლავი დაუკიდია ალუდას უნაგირზე?რაზე მეტყველებს
ეს ფაქტი ?
ტახტაზე დაუკიდებავ
მუცალის ძმისა მკლავია,
ვერცხლით მორთული ბაზალა, -
ეგ ხოროსნული ხმალია.
ალუდას თან მოაქვს მუცალის
ძმის მოჭრილი მკლავი და მისი იარაღი(ხმალი);
მუცალის ძმა ალუდასთვის
ჩვეულებრივი ქურდია,მტერია და არა კაი ყმა,
ამიტომ აქ წესი დაუცავს - მისთვის მკლავი მოუჭრია და მისი იარაღიც წამოუღია;რათა წესისამებრ მტრის ძლევის საბუთი მიიტანოს შატლში;
·
თქვენი სიტყვებით გადმოეცით იმედას ქავის აღწერა.რისი
სიმბოლოა იმედას ქავი ?
კიდევ ერთი კაი ყმის იმედას
ქავი ჭიუხებში შატილს მიღმაა და მასზე ბევრი ურჯულოს მკლავია მიკრული,.მათ იქ მზე ადნობს და ახმობს;იმედას ქავი მუდმივი, დაუსრულებელი
მტრობის სიმბოლოა;შესაძლოა ხევსურეთის სიმბოლოც;
·
რატომ მაინცდამაინც იმედას ქავის დანახვაზე აეშლება
ალუდას ფიქრები ?
ალუდამ ეს ადგილი უნდა გამოიაროს სანამ შატილში
მივა;ბევრი ახალგაზრდის („ურჯულოს’’) ხელი ხმება იმედას ქავზე, რასაც ალუდა პირველად
უფიქრდება;
როგორია ამ ციხე-კოშკების ბინადართა
ცხოვრების წესი?(დააკვირდით ალუდას ფიქრებს)
ალუდა პირველად უფიქრდება მტრობის და შურისძიების
აბსურდულობას
ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია.
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
პირჯვარი დაიწეროდეს,
მითამ საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვვრდს დაიწვინოს ცალია
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია;
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკვდარია.
შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია.
„სისხლი სისხლის წილ,კბილი კბილის
წილ’’
შურისძიება- სისხლის გუბეში ცხოვრებას
ნიშნავს;
არადა ასე ცხოვროვრობენ შატილში;
·
პირველ თავში მუცალი“ქურდკანტალა ღილღველად’’ მოიხსენიება
,ახლა „ღილღველ მგლად“-ვისი შეფასებებია ეს სიტყვები ან ერთ,ან მეორე შემთხვევაში
?
ერთს ქურდ-კანტალას ღილღველსა
ცუდი დაუდგა წამიო;
გადავარდება ცხენზეით,
ყელ-თავქვე ეკიდებისა;
ნატყვიარი სჭირს ბეჭის თავს,
ზედ ცეცხლი ეკიდებისა
და
უამბობს ქეთელაური
ამბავს ღილღველის მგლისასა:
ორივე ავტორისეული(ვაჟასეული) შეფასებებია;
·
რამ შეაძრწუნა ბებერი უშიშა ?
ალუდას სიტყვებმა:
„იმ ცხონებულსა მუცალსა,
რკინა სდებიყო გულადა“
ამბობს ალუდა რაზეც უშიშა შეძრწუნებული მიუგებს
„რას ამბობ? ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა.“
მტერი ადამიანად არ მიაჩნიათ შატილში; მტერი დეჰუმანიზებულია ;
მტრის ცხონება კი ხომ საერთოდ წარმოუდგენელი რამაა ხევსურებისთვის ;
·
დააკვირდი ალუდას და უშიშას დიალოგს.რატომ გადაიზარდა
ორთაბრძოლის დეტალების აღწერა გმირის მონოლოგში ?
ალუდა ჯერ უშიშას მიმართავს,მაგრამ მალევე საკუთარ თავთან
საუბარზე გადადის,რადგან ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა საბოლოოდ
მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა.
მოუჭრის ის უშიშას;
ალუდას უკვე თვალი აეხილა და მტრის ვაჟკაცობა დაინახა;
ანუ ის ხედავს იმას რასაც სხვები ვერ ხედავენ
·
მუცალის რომელ საქციელს შეუძრავს ალუდა ?
„სულს არ აცლიდა ამოსვლას,
კიდევ მიხსენა რჯულია.“
მუცალის ბოლომდე ვაჟკაცურ
ბრძოლას მოუხდენია განსაკუთრებული შთაბეჭდილება
ალუდაზე;
·
როგორ ფიქრობ,რისი გაგრძელებაა (დასკვნაა) ალუდას სიტყვები:
ჩვენ ვიტყვით,კაცნი ჩვენა ვართ“ ? ვის კითხვას უპასუხა ამით ალუდამ ?
ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!
აქ უკვე ჩანს ალუდას აშკარა დაეჭვება ხევსურთა განსაკუთრებულობაში
მათი ცხოვრების წესის სისწორეში;
თავის ეჭვს ალუდა,როგორც კაი ყმა
პირდაპირ დაუფარავად საჯაროდ გამოთქვამს;
·
ალუდას რომელ სიტყვებში გამოჩნდა,ის რომ იგი მუცალის
მოკვლის შემდეგ გულის კარნახით მოქმედებდა ? მისმა რომელმა ქცევამ დაადასტურა ეს?(გაიხსენეთ,როგორ
მოექცა იგი მუცალის ძმას)
ვერ გავიმეტე მუცალი
მარჯვენის მოსაჭრელადა,
გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
“დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.
ალუდამ იციც რომ მის სახელს ამით შატილის თემში არაფერი შეემატება ,
მხოლოდ დააკლდება
·
რა დააბრალეს ახალგაზრდებმა ალუდას?
ახალგაზრდებს ალუდას დაეჭვება ხევსურთა განსაკუთრებულობაში და ცხოვრების წესის
სისწორეში არ მოწონთ; ეს ეჭვი(განსხვავებული აზრი) ალუდას სიმხდალედ ჩაუთვალეს
და მერე სიცრუეში დასდეს ბრალი ,თან დასცინეს მას და მის იარაღსაც,მერე კი ზურგი
აქციეს და გარიყეს;
ხევსურთა ახალ-უხლები
გადაიქციან ტყემლადა,
ავად შაჰხედნეს ალუდას,
შაუძრახნიან ხმელადა:
“მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,
რა ხარ სიცრუის მთქმელადა;
აიხსენ გველის-პირული,
დიაცთ გადუგდე ცხემლადა:
ფარი - ქსლის ჩასაბეჭავად,
ხირიმ - გაუდვან გარადა;
დამბაჩა გამოადგებისთ
საბრუნლად, თითისტარადა!
გამოჰქცევიხარ ქისტიშვილს,
გადუქცევიხარ ქალადა.
მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკვენ მისდევდი მა რადა?!”
ზურგი აქციეს ალუდას
პირითა ჯავრიანითა;
თავ-თავის სახლებს მიჰმართეს
ჭერხოთით კარიანითა.
გაწირეს ქეთელაური
გულითა ნარიანითა,
სახელსა ალუდაისას
იძახდენ ბრალიანითა,
·
როგორი იყო საპასუხო რეაქცია ?
“დაე დააკლდეს სახელსა“-ო ამბობს ალუდა,მაგრამ ამისთანა ლაფის სროლას
(ე.წ.“ბულინგს“, სიძულვილს) ,მაინც ალბათ არ ელოდა;
იმ მომენტში ახალგაზრდების ქცევაზე ალუდას საპასუხო რეაქცია არ ჰქონია ;
შეიძლება ვივარაუდოთ რომ ალუდა გაოგნებული და შოკირებულია,ან მათ პასუხის
ღირსადაც არ თვლის;
·
ვინ ჩნდება ნაწარმოებში მე-2 თავის ბოლოს? ვინ არის
იგი და რა მისიას კისრულობს?
აქ ჩნდება კიდევ ერთი კაი ყმა
შატილს მინდიაც მოიდა
ზერდაგით რვალიანითა,
წელზე ნარტყამის ფრანგულით,
მკლავითა ფარიანითა,
თორმეტის ქისტის მამკლავი
შუბითა ტარიანითა.
ირემს ჰგავ მინდის წითლაი
შუბლითა მთვარიანითა.
მინდია კისრულობს სიმართლის დადგენას
ადვილად მტერი მოგიკვდესთ,
ადვილ გავიგო მართალი.
ბევრ დაღონება არ გვინდა,
ერთი დღის მეყოს საგძალი,
გზა-კვალი არ ამერევა,
ყოველ მხრივ ვიცი სავალი,
დღესავ მოგივათ მინდია,
მანამ დაბრძანდეს მრავალი.
ქუსლი ჰკრა, წითლა გამალდა,
ნიავქარივით მავალი.
·
რა დაუძრახა მინდიამ ახალგაზრდებს ?რას ნიშნავს „ქარიანი
ენა „ ?
ალუდას აუგს ეტყოდენ
სიტყვითა შხამიანითა.
იწყინა, შუბლი დაკეცა
ნაოჭით ზარიანითა.
- ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს
ენითა ქარიანითა.
„ქარიანი ენა ‘’ -ჭორაობას , ცილისწამებას,ყბედობას
,ავსიტყვაობას ,სიძულვილის ენას ნიშნავს.
თვადაც ვაჟკაც მინდიას წყინს, რომ
ისეთ ვაჟკაცზე ,როგორიც ალუდაა აუგს ასმენინებენ ვიღაც ნაკლებად ვაჟკაცები ან ჯერ არაფრით
გამორჩეული ახალგაზრდები;
გავიხსენოთ „არ სამენისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა“(რუსთაველი)
·
რატომ წავიდა მინდია სიმართლის დასადგენად ალუდასთან
წინასწარი გასაუბრების გარეშე ?
მინდიამ თავისი „ვაჟკაცური სჯულით’’
წინასწარ იცოდა რომ ალუდა წინააღმდეგი იქნებოდა;
(ალუდასთვის,როგორც ვაჟკაცისთვის ღირსების დამამცირებელი იქნებოდა საკუთარი სიმართლის
მტკიცება იმათთვის,ვისაც უბრალოდ შურს მისი
სახელი და ფარულად მტრობს(„ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი“)
მე-3 თავი
·
დააკვირდი ღამის სურათს ამ თავის დასაწყისში,როგორ გაგრძელდა
ეს სურათი ალუდას სიზმარში ?
დაბნელდა, წყალნი ტირიან,
კალთა გვეხურვის ღამისა;
დროა ვარსკვლავთა ჟიკჟიკის,
მცვრევა ბალახზედ ნამისა,
მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლის.
დრო მათ სიმღერის წყნარისა.
დევნი გამოვლენ კლდიდამა,
ხევ-ხუვში ეხეტებიან.
წუხელ ცუდ სიზმრები ვსინჯე,
რიგში ვიყოდი სადამე.
წინ გვედვა მიცვალებული,
ხევსურნ შაწყენით ისხდენა.
სალაშქროდ დამზადებულნი,
ზოგნი კარებზე იდგენა.
მენაც იქ ვიყავ, ვტიროდი,
როგორც წესია კაცისა.
გუმანი მქონდა სალაშქროდ,
ხანიც მოვიდა წასვლისა.
ღამე კლდეებიდან დევები,ხოლო საფლავებიდან
მიცვალებულთა სულები ამოდიან;
ალუდა სიზმარში ქელეხში ხვდება ;
ვიღაც მიცვალებული ჯერ დამარხულიც კი არ არის;
·
თქვენი აზრით აღწერილი სიტუაციიდან გამომდინარე,ვინ
უნდა ყოფილიყო მიცვალებული ?
ხსენებული მიცვალებული უნდა ყოფილიყო
ის ,ვისმა სიკვდილმაც ალუდას სულიერი სიმშვიდე დაუკარგა და ვინც დაუმარხავი დარჩა -
ეს უნდა ყოფილიყო მუცალი;
·
როგორი მუცალი იხილა ალუდამ სიზმარში ?გაიხსენეთ უშიშასთან
ალუდას საუბარი,რა დასკვნას გამოიტანთ ?
ერთს წამს ხელ ვინამ დამტაცა,
ტარი ჩამიდვა ხანჯრისა.
შავხედენ, მუცალი იყო,
ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა,
გულზე ემჩნივა ნიშანი
მე-დ იმის ბრძოლის წამისა,
ეფინა ნატყვიარშია
ლეგა საფევი ბრძამისა,
კლდედ იდგა, გაუტეხლადა,
ცრემლ არ ჩამოსდის თვალისა.
·
რა უსაყვედურა მუცალმა ალუდას სიზმარში ?
“მინდა სიკვდილი, არ ვკვდები,
მამკალო, მითხრა ხვეწნითა.
თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე-კი წავიდე ქვეყნითა,
დაძეღით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა”
ანუ რით ვერ გაძეხით ხევსურები შურისძიებითო ?!
·
რასთან გაიგივდა კაცის კვლა ალუდას სიზმარში-რა მიართვეს
მას ?
კაცის კვლა ალუდას სიზმარში კანიბალიზმთან
გაიგივდა
დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა,
კაცის ხორც იყო წვნიანი,
ვსჭამდი, მზარავდა თუმცა-ღა
კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი.
რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი,
უმსგავსი, შაჩვენებული.
“ჭამეო, რამამ მიძახა, “
ნუ ჰხდები გაშტერებული:
კიდევ მიმირთვით ალუდას
წვენ ხორცი გაცხელებული”.
მიმატეს კაცის ულვაშით
წვენ-ხორცი შანელებული...
·
ალუდას რა სულიერი მდგომარეობა წარმოჩინდა სიზმარში
?
ალუდას სულიერი სიმშვიდე
დარღვეულია;ალუდა დაეჭვებულია ;კაცის კვლა შესძაგდა,ანუ კაცის ხორცის ჭამა შესძაგდა;ალუდას
კაცის კვლა უკვე გულს ურევს;
·
რომელ ხალხურ რწმენა-წარმოდგენებს მიმართავს ვაჟა-ფშაველა
პოემის მე-3 თავში,როგორ უკავშირდება ალუდას სიზმარი ლექსს „დევების ქორწილს“ და პოეტის
რა სათქმელია გამოხატული მითოსის გაცოცხლებით ?
დევების ქორწილი
(ვაჟა ფშაველა)
ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,
მთებს მოედრიკათ თავიო.
ტყეს გასდიოდა ფოთოლი,
ზღვა ბობოქარობს შავიო.
დევებსა აქვის ქორწილი,
დიდი დარბაზი ზრიალებს.
მეც დამპატიჟეს, შევედი, -
რა მქისე სუნი ტრიალებს?!
სამ პირად ცეცხლი დაენთოთ,
ზედ სამი ქვაბი შხიოდა,
სტუმრების წინა ხონჩებზედ
კაცის თავ - ფეხი დიოდა.
უკვენას ყურეშიითა
კვნესის ხმა გამოდიოდა:
“
ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” -
ყმა ვინმე გამოჰკიოდა.
უსმელ - უჭმელად გავსძეხი,
ყელშიაც ამომდიოდა.
დევების სტუმართმასპინძლობის წეს-ჩვეულებაა მათთან სტუმრად
მიწვეული ადამიანებისთვის ისევ ადამიანის ხორცითვე გამასპინძლება;
ეს „წესი“ სრულდება მათ ქორწილში.
დევებსა ჰქონდათ ქორწილი,სიმღერა ამოდიოდა
შეგვიპატიჟეს,შევედით,ამირანს პური ჰშიოდა,
დედობილების ნაცხობი ქადა კეცებში შხიოდა,
შამაჭრეს,შამააყენეს,კაცის თავ-ფეხი დიოდა“
(ხალხური)
დევური კანონის თანახმად „კაცმა კაცს საკუთარი ძმის
ხორცი უნდა აჭამოს რათა საბოლოოდ სძლიოს ,ძმის მკვლელად აქციოს .
მე-4 თავი
·
რას არ შეუძლია ცაზე კვალის გავლება(დატოვება)? რატომ?(გაიხსენე
მე-2 თავი)
თენდება, მთის წვერნ დაწითდენ,
ნისლნი აგროვდენ მთებზედა.
დგება, იღვიძებს სოფელი,
მგზავრი მიდ-მოდის გზებზედა.
სოვნი სამგზაგროს წავიდენ,
მთა-ბარს მაავლეს თვალია;
რამდენს ფრაშ-ფრაშში არიან,
ცას ვერ გაავლეს კვალია!
სოვნი არწივებს მასდევენ,
მუქთად ჭამისთვის მხლებლები.
სვავები მძორის მჭამელი ფრინველებია სვავებში შეიძლება ხევსურთა „ახალუხლებიც
„ ვიგულისხმოთ;არწივში კი კაი ყმა ანუ ალუდა;
·
რატომ გაკილა მინდიამ „ახლები ?’’
ახლებო, სისხლი გიფუისთ,
სჭრითა და ჰკერავთ გულითა,
გულს ათრევინებთ გონებას,
თავს აჭრეინებთ ცულითა,
ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა
მის ვაჟკაცურის რჯულითა!
ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,
გული-დ გონება ძმანია.
მართალი არი ალუდა,
თავს არ დამექცნენ ცანია!
თუ არა გჯერათ, ქისტისა,
აი, მოჭრილი მკლავია.
ენა ქარქაშში გეჭიროსთ,
ადვილ ნუ იტყვით სიტყვასა,
ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე,
არა ვარგაო, იმასა!
გაიხსენე ადავით გურამიშვილის აფორიზმი:
„უნდა ქალმან და ყმაწვილმან დახუროს ბაგე კბილოსა... არცა ვინ თვით სხვა გაკილოს, არც სხვისგან გაიკილოსა’’
·
რით იცნობა თურმე ვაჟკაცი ?
ვაჟკაცი იცნობა „ვაჟკაცურის რჯულით“(რაინდობის კოდექსით) და „ახალუხლებს“
ამის გაგების უნარი არ გააჩნიათ;
·
გასაგებია თუ არა მინდიასთვის ალუდას საქციელი ?მაშ,რას
ცდილობს იგი მუცალის მკლავის მოტანით ?
მინდია მკლავის მოტანით ალუდას სიმართლის დამტკიცებას
და სახელის(ავტორიტეტის) აღდგენას ცდილობს:
მართალი არი ალუდა,
თავს არ დამექცნენ ცანია!
თუ არა გჯერათ, ქისტისა,
აი, მოჭრილი მკლავია.
·
რა ეწყინა ალუდას?რა უსაყვედურა მან მინდიას ?
თუ ხელის მოჭრა მდომიყო,
გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?
ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის, ვერ მიხმლობს,
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს თივის კავადა.
წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა.
კაის ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა.
·
რა დამოკიდებულება გამოიკვეთა ალუდას სიტყვებში? რა
გადაწყვიტა მან ?
რაად სწყრებიან ხევსურნი,
რადა ტყვრებიან ჯავრითა?!
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!
ალუდა არ პატიობს თემს შეურაცხყოფას
და უპირისპირდება მას;
მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული
აქვს;
·
რა უპირისპირდება ვაჟკაცურ რჯულს პოემაში,როგორი სამართალი
უწოდა მას ვაჟამ ?
“წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა”.
აფრთხილებს მინდია და ახსენებს შატილის თემის წესს მტერთან დამოკიდებულების;
„ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!“
პასუხობს კაი ყმა;
ცოდვიანი სამართალი,ცოდვიანი წესი,არასწორი წესი -ალუდასთვის უკვე მიუღებელია;
ის ამ წესის დაცვას აღარ აპირებს;
ხ
მე-5 თავი
·
პოემის მე-2 თავში ალუდას „პირს დასწოლია ნისლები გულით
ნადენი,შავია“,ახლაც ხატის კარს იგი „ნისლივით მოდგა ‘’ რისი სიმბოლო შეიძლება იყოს
ნისლი ?
მძიმე განწყობის
·
როგორ ხვდება ხევისბერი ალუდას ? რა იგრძნობა მის მიმართვაში
?(პასუხი დაასაბუთე ტექსტზე დაყრდნობით)
ხევისბერი ალუდას როგრც კარგ ყმას
ისე ხვდება;
ალუდაც თავიდან მოკრძალებული დგას
ხევისბერის წინაშე;
ხევის ბერს აძლევს მოზვერსა,
დადგა დახრილის თავითა.
- ვის ამწყალობნებ, ალუდავ,
ამა კურატით შავითა? -
ჰკითხავს ალუდას ხუცესი
გადაწეულის მკლავითა.
დიდია ჩვენი ბატონი -
გუდანის ჯვარი თავითა,
საყმონიც ძლიერნი ჰყვანან,
ღვთითა და ღვთისა ძალითა.
კარგი ყმა უყვარს ბატონსა,
წყალობა ემეტებისა;
ვაჟკაცნი იმედიანნი
ჩვენს ბატონს ებედებისა.
მითხარ სახელი, ვის სწირავ,
იმასამც შაეწირება.
ხანჯარს აიძრობს, დიდების
სათქმელად დაეღირება.
·
რას ცდილობს ალუდა ხევისბრთან საუბრისას ?
ალუდა სთხოვს ხევისბერს წარმოუდგენელ
რამეს ,სამსხვერპლო დაუკლას არაქრისტიან მუცალს , რომელიც უნდომლად მოკლა
ცოტა ხნის წინ:
ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,
ძოღან მოკლულის ქისტისა.
მუცალს ეტყოდენ სახელად,
მაუნათლავის შვილისა.
კარგადაც დამიწყალობნე,
გამიმეტებავ მისთვინა,
როგორც უნდომლად მოკლულის
თავის ლამაზის ძმისთვინა.
·
რატომ არის მიუღებელი ხევისბერისთვის“ქისტისად საკლავის
დაკვლა’’ ?
ხევისბერისთვის „ქისტისად საკლავის დაკვლა“ მამა-პაპური წესის დარღვევაა;
დაუშვებელი პრეცენდენტის დაშვებაა („გაურჯულებულს არჯულებ“)
- გაურჯულებულს არჯულებ,
შენ ეგ არ შაგიხდებისა,
ქისტისად საკლავის დაკვლა
კარგად არ მოგიხდებისა.
მამით არ მოდის ანდერძი,
პაპით და პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა;
·
რა სიმართლეს ეუბნება ხევისბერი ალუდას ?
ეშმაკს ნუ მისდევ... ეგ სიტყვა
როგორ ამოგცდა ბაგითა?!
რამდენ სხვა მაჰკალ, შენს ქავზე
ხელებ ჯღრდესავით ჰკიდია.
ზოგი ლეკისა, სხვა ქისტის,
მარჯვენეების ხიდია;
ციკანიც არვის დაუკალ,
განღამც კურატი დიდია.
·
რატომ ვერ შეასრულებს ხევისბერი ალუდას თხოვნას ?
რას იცავს ბერდია ?
როგორ გესმით სიტყვები:“ფერი სხვა რიგის შიშისა ‘’?
რისი შიშია ეს ?
თემის რჯულის დარღვევა ხევისბერისგან ამ რჯულის უპირველესი
დამცველისგან წარმოუდგენელია ; ხევისბერს ირაციონალური შიში აქვს;
მას ეშინია იმის, რაც რჯულის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს თემისთვის:
როგორ ვახვეწო უფალსა
ძაღლი, ძაღლების ჯიშისა,
მანამ სჯობს, ცანი დამექცნენ,
ზურგი გამისკდეს მიწისა,
ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ,
სადილი ვსჭამო ქვიშისა!
ფერი ედება ბერდიას,
ფერი სხვა-რიგის შიშისა.
·
ამჯერად რაზე გადააქვს ალუდას ყურადღება?
როგორ ცდილობს იგი ხევისბერის დარწმუნებას ?
ზღვენსა ნუ გამიმსუბუქებ,
მადლი თუ გწყალობს ღვთისაო,
ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა,
ხევსური თქვენის წყლისაო,
მითომ ერთნი ვართ, ბერდიავ,
მცხოვრებნი ერთის მთისაო.
ალუდა კვლავ უმეორებს ხევისბერს თავის სურვილს, ამჯერად უფრო ნაკლებად
მოკრძალებულად;
რაზეც საფიხვნოს თავში ჯდომას მიჩვეული,"გზიანი სიტყვის მთქმელი''
ალუდა ხევისბერიგან ძალიან უხეშ პასუხს ღებულობს:
ტყუილად სცდები, ალუდავ,
ტყუილად იცვეთ პირსაო.
·
„მგლის ფერი“ ორჯერაა ტექსტში ნახსენები:
1. "მუცალს არსწადის სიკვდილი,ფერს არა ჰკარგავს მგლისასა’’
2. „გაჯავრდა ქეთელაური,ფერი დაიდვა მგლისაო’’-როცა ხევისბერმა კვლავ უარი უთხრა
სათხოვარძე.თქვენი აზრით,რას ნიშნავს „მგლის ფერი’’ ?
გაჯავრდა ქეთელაური,
ფერი დაიდვა მგლისაო;
ხელი დაიკრა ფრანგულსა,
შუქი ამოხდა მზისაო.
უქნივა მოზვერს ქედზედა,
თავი მიგორავს ძირსაო.
თან შაეხვეწა ბატონსა,
ნუ შამიცოდებ შვილსაო,
ალლადა ჰქონდეს მუცალსა,
მაგ მოუნათლავ გმირსაო.
მგლის ფერში-ვაჟკაცური იერი,განრისხებული და თან ვაჟკაცური
გამომეტყველება იგულისხმება
·
ჩაეთვლება თუ არა ცოდვად უფლისაგან ალუდას საკლავის
შეწირვა ?
ქრისტინულ რელიგიაში საკლავისშეწირვა მიღებული არ არის ,ეს "წარმართობის"
დროინდელი გადმონაშთია;
·
თვითონ ალუდა თუ მიიჩნევს ამგვარად მსხვერპლის შეწირვას
ცოდვად(დააკვირდი მის „ხვეწნას „ უფლისადმი)
ალუდამ იცის,რომ მსხვერპლის შეწირვის უფლება მხოლოდ
ხევისბერს აქვს;იცის რომ ცოდვაში ჩაეთვლება ეს მსხვერპლშეწირვა თემის რჯულით,მაგრამ
ის მაინც არღვევს თემის რჯულს სრულიად შეგნებულად
,ამჯერად მეორედ და თან პროვოკაციული,გამომწვევი ფორმით:
თან შაეხვეწა ბატონსა,
ნუ შამიცოდებ შვილსაო,
·
რაში დაადანაშაულეს ხევისბერმა და ხევსურებმა ალუდა? რა გადაუწყვიტეს მას ?
ალუდას მყისიერად ბრალი დასდეს რჯულისა და თემის ღალატში;
მას თემიდან მოკვეთა მომენტალურად გადაუწყვიტეს:
ბერდია ჯაგარაშლილი
ხალხისკე იზამს პირსაო.
- გაგონილაა, - იძახდა, -
ასრე აგდება რჯულისა:
საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა,
მამხსენე ქისტის სულისა,
ხალხო, მინდარის გავიგო
პასუხი თქვენის გულისა.
დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,
ყველანი - დიდნი, მცირენი, -
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ
ალუდას სახლის დირენი;
ნუ დაინანებთ, ექმნენით
ცოლ-შვილის ამატირენი.
მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის
ცა-ღრუბლის შანამზირები.
წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა
სახლისა, ციხის კარები.
ცეცხლი მიეცით საძნოვარს, -
ცასა სწვდებოდეს ალები,
სათემოდ გამოირეკეთ
ცხვარი, ძროხა და ხარები.
შატილს ცოლ-შვილი უტირეთ,
გუდანს - შინშნი და ქალები;
ჰრისხამდეს ჩვენი ბატონი,
არ არის შესაბრალები.
·
რით არის გამოწვეული მინდიას ცრემლები ?
რომელი ჟესტი მეტყველებს ამ შემთხვევაში მინდიას უმწეობაზე?
ამის გამგონე მინდიას
მაუწყლიანდის თვალები,
ვეღარასა ჰშველს ალუდას,
გულზე გადიწყვის მკლავები
თემის განაჩენი გუდანის ჯვრის სახელით გამოტანილია;მინდიას არაფრის შეცვლა
არ შეუძლია;
·
თქვენი აზრით,რა მიზნით ჩართო ვაჟამ ბავშვების ეპიზოდიპოემაში ?
რა გაამძაფრა მან ამით ?
შასმულებმ ხევსურთ შვილებმა
მაიმარჯვიან ფარები,
უნდა სცან ქეთელაურსა,
კაპასად ჟღერენ რვალები.
ჯარად დამსხდართა ხევსურთა
თავზედ წაადგა ბალღები,
ერთს ხელში დაუჭერია
მარჯვენის ნახრავ ძვალები.
ნასვამმა ხევსურებმა ალუდასკენ იარაღით
გაიწიეს.
ბავშვების მოსვლამ და მუცალის მკლავის
მოტანამ ოდნავ დააცხრო სიტუაცია ალუდა და რამოდენიმე "ახალუხალი"ხევსური
ცოცხალი გადარჩა.
·
რა განაჩენი გამოუტანა პოეტმა ამ თავის ბოლოს „ ცოდვა
ბრალით მონათლულ სამართალს ‘’ ?
წაიღეთ, - ამბობს ბერდია, -
ტოტი ურჯულოს ძაღლისა,
არა ვართ ხევსურთ შვილები
ყმანი ეშმაკის, ალისა.
ძაღლს მიუგდიან საჭმელად
ხელი მუცალის მკლავისა.
პირი არ ახლო ქოფაკმა,
მორთო ღმუილი ბრალისა.
ხევის ბერ იტყვის ბერდია:
- ხევსურნო, ნახეთ თვალითა:
ძაღლი ძაღლის ძვალს არ სტეხსო,
თქმულია იმავ თავითა.
ის რაც ალუდასათვის „კაი ყმის მარჯვენა არის ‘’ ხევისბერისთვის
ურჯულო ძაღლის თათია;
ძაღლი პირს არ აკარებს მისთვის მიგდებულ მუცალის მკლავს.
ამასაც ხევისბერი მარჯვედ იყენებს არგუმენტად და
„ძაღლი ძაღლის ძვალს არ სტეხსო“ აცხადებს;
ქისტის მარჯვენას ბალღები
დაბლა ათრევენ კავითა.
ყველაფერი იმით თავდება,რომ ერთი კაი ყმის მარჯვენას უგნური ბავშვები
კავით დაათრევენ,
ხოლო მეორე კაი ყმა თემიდან იკვეთება;
ეს არის სწორედ ცოდვა-ბრალით მონათლული სამართალი ანუ უსამართლობა;
და ის ვაჟა -ფშაველამ თავისი ალუდა ქეთელაურის დახმარებით დაგვანახა;
მე-6 თავი
·
რამნიშვნელობა ენიჭება მე-6 თავის დასაწყისში აღწერილ
ზამთრის სურათს პოემის სიუჟეტური ხაზის განვითარებაში ?
თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს
ყელებ შაკრულა მთებისა;
ჩამოდის ხევად ზოვები,
ჩამონასხლეტნი კლდებისა.
გაუბამ ყინულს ლურჯადა
უბე-კალთები წყლებისა,
მიუნაქრია ერთიან
ვიწრო სავალი გზებისა.
ვის მასწყენია სიცოცხლე,
გზას ის ვინ გაუდგებისა?
წინ მიდის მგზავრი, მიჰკვალავს,
ხუთიც უკვენა ჰყვებისა.
თემიდან მოკვეთილი ალუდა და მისი ჯალაბი რთულ პირობებში ტოვებენ შატილს,
მათ იქ არ დაედგომებათ;
“უმზეო შატილმა ‘’ალუდას დამასახურებები დაივიწყა და ოჯახიანად მოიკვეთა;
რა საფრთხე ემუქრება თემისგან მოკვეთილ ალუდას ოჯახს?
მოკვეთილს და მის ოჯახს მშიერი მგლების ხროვა და ზვავები ემუქრება
„სიმშილით შაწუხებული
მთას ღმუის ჯოგი მგლებისა.’’
·
რას მოსთქვამს ალუდას დედა? რატომ ახსენა მან ხევსურები?
კარგს ნურას ჰნახავთ, ხევსურნო,”
ერთი დიაცი სწყრებისა.
“ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო,
ქვა-ქვაზე აღარ დგებაო,
ციხეზე, ჭერხოს ბოძებზე
ეხლა ყოვები სხდებაო”.
დედა ეტყოდა ალუდას:
- შვილო, იარე ნელაო,
შენთან ვერ გავძლებთ ვერც მენა,
ვერც შენი ცოლი ლელაო,
ბალღები აგვიბოჟირდა,
ხელ-ფეხ დაგვიზრა ძნელაო.
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო!
ნეტავ არ დასჭირდებაა
ხევსურთა შენი შველაო?!
ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს,
სად რა-რა დავილევითა?
უბინო უსახ-კარონი
სხვაკანაც დავიწყევითა.
ვეღარ მიუვალთ ჩვენს სახ-კარს,
გაღმა შატილის ხევითა.
თავის მიწა-წყლის გაწირვა
ძნელი ყოფილა მეტადა;
მამაკვდავს დავფერებივარ,
გონი გამხდია რეტადა.
მუხლებ არ მამდევს, გულშია
ბნელი ჩამიდგა სვეტადა.
ვაჰ, მამა-პაპის საფლავნო,
კლდენო, დამდგარნო მწვეტადა!
ალუდას დედის ეპიზოდი გადმოქვცემს იმ დიდ დანაკარგს,
რაც ალუდას თემიდან მოკვეთას მოჰყვა;
გამწარებული დედა თემს ადანაშაულებს და არა შვილს;
·
როგორ შეხვდა ალუდა თავს დატეხილ უბედურებას ? შეიცვალა
მისი დამოკიდებულება თავისი სალოცავისაა(ჯვარის) და თემის მიმართ ?
ჯავრობით ეტყვის ალუდა:
- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!
მიუხედავად იმისა რომ ოჯახიანად გაწირეს
ალუდას თემზე და ჯვარზე გული არ აუყრია;
სავარაუდოდ თემში უნდა დარჩენილიყვნენ ალუდას ძმა და ძმიშვილები ,
აგრეთვე ალუდას დაც;
გაიხსენეთ:
"შატილს გადმოდგა ბანებზედ
ხევსურთ ქალი და რძალია,
გამეეგებნენ ალუდას
ძმა, ძმისწულები სამნია"
და
"ყველამ ივახშმა და ახლა
საძილედ ემზადებიან.
- პურ მიირთვიო, - ალუდას
და-დედან ეხვეწებიან"
·
რომელი სიტყვების გამეორება გვაგრძნობინებს,რომ ალუდა
საბოლოოდ ეთხოვება სამშობლოს ?
ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
“მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!”
·
აქვს თუ არა სიმბოლური დატვირთვა „ქედის გადავლას „ ?
გაწირეს მგზავრთა სამუდმოდ
წყალი და მიწა თავისა.
შტერად დამდგარან მთის წვერნი,
ისმის ხვივილი ქარისა.
გადვიდნენ, ქედი გადავლეს,
თხრილი აღარ ჩანს კვალისა.
ერთი მაისმა შორითა
მწარე ქვითინი ქალისა.
ქედის გადავლას სიმბოლური დატვირთვა აქვს- ისეთი "კაი ყმა'', როგორიც ალუდაა
შატილში რევანშისთვის არ დაბრუნდება;
Комментарии
Отправить комментарий