ესე ქართულად

 

რაში მჭირდება ესეს წერის უნარი ?

ესე  ეხმარება მოვუთხრო  მკითხველს, რას ვფიქრობ ,ამა თუ იმ , ერთ, კონკრეტულ  საკითხზე.

 

წარმოვუდგინო  არგუმენტები, რომლებიც დაარწმუნებენ მას, რომ ემი  მოსაზრებები ანგარიშგასაწევი, საინტერესო და დამაჯერებელია.

 

 

 

როგორ შევარჩიოთ თემა ესესათვის?

იმ შემთხვევაში თუკი  თავად იწევს ესესათვის თემის შერჩევა,  მნიშვნელოვანია გავითვალისწინო  შემდეგი საკითხები:

§  საჭიროა შევარჩიო პრობლემა, ანუ საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს.-ანუ ეს უნდა იყოს აუცილებლად აქტუალური და  სადაო საკითხი.

§  შემდეგ დავფიქრდე ისეთ შეკითხვაზე(მოვიფიქრო ისეთი შეკითხვა), რომელიც პრობლემას(საკითხს) საინტერესო(უჩველო, აქამდე ჯერ არ დანახული)უთხით დაგვანახებს.

§  მერე გავარკვიო როგორია ამ შეკითხვაზე ემი პირველი რეაქცია: ვეთანხმები, თუ არ ვეთანხმები?!

§  დავფიქრდე რა არგუმენტების, მტკიცებულებების,მაგალითების  მოძიება შემიძლია საკითხის განხილვის პროცესში?

§  დავფიქრდე რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდე საკითხის განხილვის დროს?

 

 

რა უნდა მახსოვდეს ესეს წერის დაწყებამდე

 

1.ესეს წერის დასაწყებად დიდი მნიშვნელობა აქვს სათაურზე კონცენტრირებას. შესაძლოა მართლაც დავწერო კარგი ესე, მაგრამ მას არ ექნება ღირებულება, თუკი არ შეესაბამება სათაურს.

2.სასურველია წერის დაწყებამდე სათაურში მოვნიშნო საკვანძო სიტყვები, რათა მუშაობის პროცესში თემასთან კავშირი არ დავკარგო.

3.წერის დაწყებამდე  შევადგნო  ესეს სტრუქტურული გეგმა.

 

 

ხხხ

 

 გახსოვდეს სტანდარტული ესეს სტრუქურა  სამი ნაწილისაგან შედგება:

§  შესავალი.

§  ძირითადი ნაწილი.

§  დასკვნა.

 

სამივე ნაწილი თანაბრად მნიშვნელოვანია.

მაგრამ ძირითადი ნაწილი დანარჩენ ორზე ვრცელია.

პირობითად ასეთ ესეს ხუთაბზაციან ესეს უწოდებენ:

პირველი ნაწილი ერთი აბზაცისაგან შედგება,

მეორე, ძირითადი ნაწილისამი აბზაცისაგან,

მესამე, დასკვნით ნაწილიკვლავ ერთი აბზაცისაგან.

 

ხხხ

როგორ დავწერო ესეს შესავალი  ანუ პირველი აბზაცი?

 

·         ესეს შესავალის მიზანს განსახილველ საკითხთან მიმართებაში ჩემი  პოზიციის (.. თეზისის ) წარმოჩენა წარმოადგენს;

·         მაგრამ ეფექტური შესავალი ცოტა უფრო მეტს ნიშნავს.

 1,სანამ უშუალოდ თეზისზე გადვალ, სასურველია გამოიყენო ერთგვარი სატყუარა!!!!რათა მკითხველის ყურადღება მიიპყრო. წარმოიდგინ რომ წიგნის მაღაზიაში ირჩევთ წიგნს და პირველ გვერდს კითხულობ. სწორედ პირველმა გვერდმა შეიძლება განსაზღვროს, წაიკითხავ თუ არა ამ წიგნს ბოლომდე. ავტორები მკითხველის დასაინტერესებლად ხშირად მიმართავენ ამ ხერხს. ასევეა ესეს დაწერის დროს:   შესავალშივე უნდა ეცადო მიიპყრო მკითხველის ყურადღება და აიძულოთ ის, განაგრძოს კითხვა.

„სატყუარად „- შეიძლება გამოივიყენო რაიმე

  ციტატ, სტატისტიკური მონაცემი ;  შეკითხვა მკითხველს, ან რიტორიკული შეკითხვა და . .-ესენი ე.წ. „სატყუარებია“

2.მას შემდეგ, რაც მკითხველს დავაინტერესებ, შეიძლია გადავიდე  თეზისზე!!(ანუ ჩემს პოზიციაზე,დამოკიდებულებაზე საკითხის მიმართ)

შენიშვნა: „სატყუარადან“ თეზისზე გადასასვლელი ხიდები:

·         მე მჯერა.....

·         გამოსავალი   რომელაც მე ვხედავ არის....

 

·         როგორც ჩანს......

 

·         ჩემი აზრით.....

 

·         რამდენადაც მე შეშფოთებული ვარ....

 

·         მე  არ ვეთანხმები....

 

·         მე  წინააღმდეგი ვარ...

 

·         ვთვლი

 

·         მიმაჩნია

 

·         ვფიქრობ რომ

 

და მსგავსი ფრაზები (მოვიფიქრო )

 

 

თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი წინადადებით, მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს ჩემს პოზიციას და მკითხველს არ უნდა უჩენდეს არავითარ ეჭვს, თუ რომელ მხარეს დგაარ  მე.

3.თეზისის შემდეგ ერთგვარი მინი-სქემა !! მოდის, რაც გულისხმობს იმ მაგალითების მოკლედ წარმოდგენას, რომელთა გამოყენებასაც თქვენ აპირებთ თეზისის განსამტკიცებლად ესეს შემდეგ ნაწილში.

მინი-სქემა  არა მარტო ეუბნება მკითხველს, რაზე იქნება საუბარი შემდეგ აბზაცებში, არამედ მკაფიო წარმოდგენას აძლევს განსახილველი საკითხის შესახებ.

შესავალი აბზაცი შეიძლება ჩაეტიოს ოთხხუთ წინადადებაში. მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ  არაფრის მომცემი,ზედმეტი  სიტყვების გამოყენებას, რომელთაც არანაირი მიზნობრივი დანიშნულება არ აქვს და მხოლოდ სივრცის შევსებას ემსახურება, მაგ.:

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, არაერთმა ექსპერტმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება ამ საკითხზე და .“

უმჯობესია, მკითხველის დრო ფუჭად არ დავხარჯოთ და დასაწყისიდანვე ჩავაბათ მკითხველი საკითხის განხილვაში.

 ბმისთვის !! სასარგებლოა მსგავსი წინადადებების გამოყენება მინი-სქემამდე:

§  ამ ნაშრომში განხილული იქნება

§  ამ ნაშრომში განზრახული მაქვს გადმოვცე….

§  იმისათვის რომ განვიხილოთ…. გავაანალიზე ….

§  ნაშრომი ორიენტირებული იქნება

 

მნიშვნელოვანია პირველმა წინადადებამ შეუქმნას მკითხველს ავტორთან ურთიერთობისა და ნდობის ატმოსფერო. ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, პირველივე აბზაციდან მოახდინოთ მკითხველზე შთაბეჭდილება.

 

შეჯამება:

შესავალი ანუ პირველი აბზაცი :

1.      „სატყუარა“

2.      გადასვლა თეზისზე

3.      თეზისი

4.      გადასვლა მინი-სქემაზე

5.      მინი-სქემა

ხხხხ

როგორ გადავიდე ესეს ძირითად ნაწილზე ?

მე-2 აბზაცზე გადასვლა შეიძლება ასეთი კონსტრუქციებით:

·         დასაწყისისთვის.....

·         პირველ რიგში....

·         უპირველეს ყოვლისა...

ხხხხხხ

როგორ დავწერო ესეს ძირითადი ნაწილი  ?

 

·         ესეს ძირითადი ნაწილი სამი აბზაცისაგან შედგება

·         ამ აბზაცების დანიშნულებას წარმოადგენს არგუმენტების და მაგალითების გადმოცემა, რომლებიც ჩემს  თეზისს ამტკიცებენ. (შესავალში მე ხომ  უკვე შევუქმენი მკითხველს მოლოდინები, ახლა კი საჭიროა ჩემი მოსაზრების სიმართლეში დავარწმუნო.)

1.ძირითადი ნაწილის პირველ აბზაცში !!!

უნდა გამოიყენო  ჩემი  ყველაზე ძლიერი არგუმენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი ( თუკი ის არ საჭიროებს განმარტებას ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვას). 

ა)ამ აბზაცის პირველი წინადადება იქნება თემატური წინადადება, რომელიც გადმოგვცემს აბზაცის მთავარ იდეას.

ამის შემდეგ  მეორე წინადადებაში

ბ)უკვე მოყავს დამადასტურებელი მაგალითები(კონკრეტული ფაქტები,დეტალები)

ყურადღება : გამოყენებული მაგალითები უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. მაგალითად დაუშვებელია ასეთი ფორმულირება: „ამის დასტურია ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“.  უნდა წარმოვადგინო საჭირო დეტალებიმკითხველმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად რას შეეხება საუბარი. ბუნდოვანი ფორმულირება დამაჯერებლობას დაუკარგავს ჩემს  ნაშრომს. ანუ  დამაჯერებლობისთვის საჭიროა კონკრეტული ფაქტები;

გ)მაგალითების მოყვანის შემდეგ ჩვენ უნდა ავხსნათ(განვმარტოთ), როგორ ასაბუთებს ესა თუ ის  კონკრეტული მაგალით ჩემს  თეზისს.

 

იგივე სტრუქტურა ექნება სამივე აბზაცს.

კარგად ორგანიზებული სტრუქტურა საშუალებას მოგცემთ, თქვენი ნაშრომი მკითხველისათვის უფრო იოლად გასაგები გახადოთ. აბზაცების გარეშე მათ თქვენი ნაშრომი, შესაძლოა, ჩახლართული და გაურკვეველი მოეჩვენოთ.

შენიშვნა: მე-2, მე-3 და მე-4(კონტრარგუმენტების აბზაცი)

გახსოვდეს ორი რამ :

1. აბზაცები განსხვავდება თემატური წინადადებით და  მაგალითებით

2.ყველა აბაზცის ბოლოს უბდა ავხსნა მოყვანილი  მაგალითები და განვმარტოთ როგორ ასაბუთებს ეს მაგალითი  ჩემს თეზას

აბზაცებს შორის გადასსავლელი ფრაზები:

ამავდროულად თქვენს ესეს უნდა ჰქონდეს ერთიანობის და უწყვეტობის განცდა. ამისათვის შესაძლოა გამოიყენოთ დამაკავშირებელი ფრაზები, რომლებიც მკითხველს ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას  შეუქმნიან და ტექსტის აღქმას გაუადვილებენქვემოთ მოცემულია ზოგიერთი სასარგებლო ფრაზა, რომლებიც ახალი აბზაცის დასაწყისში შეიძლება გამოვიყენოთ:

§  სხვა მნიშვნელოვანი გარემოება

§  არანაკლებ

§  გარდა ამისა, არსებობს სხვა სარწმუნო არგუმენტები

§  ასევე სარწმუნოა მტკიცება

§  ერთი მხრივ მეორე მხრივ

§  გარდა ამისა.....

 

§  მეორე.....

 

§  მესამე....

§  და კიდევ....

 

მე-4 აბზაცი სააწინაღმდეგო აზრი და მოსაზრებების მოყვანაზე გადასვლა

§  თუმცა....

§  მეორე მხრივ.....

§  მართალია რომ..

§  მაგრამ...

 

ხხხხხხხხხ

შეჯამება :

ძირითადი ნაწილი ანუ მე-2 მე-3 და მე-4 აბზაცების სტრუქტურა

1.      თემატური წინადადება ანუ არგუმენტიან კონტრ-არგუმენტი

2.      მისი დამადასტურებელი მაგალითი(კერძო შემთხვევა)

3.      ახსნა-განმარტება(როგორ ასაბუთებს ან ურყოფს  მაგალითი(კერძო შემთხვევა) თეზას(ზოგადს))

4.      აბზაცებს შორის გადასვლები

 

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ძირითად ნაწილზე მუშაობის დროს?

§  მოერიდეთ აბზაცების ერთიორი წინადადებით გადმოცემას. ეს უფრო საქმიანი წერილის სტილია. აკადემიურ ესეში ძირითადი ნაწილის აბზაცი დაახლოებით 6-12 წინადადებისაგან შედგება.!!!!

§  თავი აარიდეთ აბზაცის ბოლოს ახალი იდეის გაჟღერებას. (ახალი იდეა არა)!!!!

§  ნუ გაიმეორებთ იდეას რამდენჯერმე, სასურველია ერთ აბზაცში ერთი იდეა(აზრი) იყოს გადმოცემული.(ერთი და იგივე აზრის გამეორება რამდენჯერმე სხვადასხვა სიტყვებით არა)!!!

 

ხხხ

როგორ გადავიდე მე-5 აბზაცზე  ?

ზოგიერთი სასარგებლო ფრაზა, რომლებიც მე-5  აბზაცის დასაწყისში შეიძლება გამოვიყენო;

§    როგორც უკვე ვთქვით….

§    როგორც უკვე ვაჩვენეთ

§  მაშასადამე

§  მტკიცებულებათა დიდი წილი მიუთითებს

ამ მონაცემების საფუძველზ….

·         შედეგად....

 

·         შესაბამისად ....

 

·         ამიტომ

 

·         ამ გზით....

·         შეგვიძლია დავასკვნათ რომ..

 

 

ხხხხხხხ

როგორ დავწერო მე-5 აბზაცი ?

 

ესეს დასკვნითი ნაწილი

ესეს დასკვნითი ნაწილი ნაშრომის დასასრულს ნიშნავს, თუმცა ის ამავდროულად თქვენი ბოლო შანსიცაა, მიაღწიოთ თქვენს მიზანს და მკითხველზე მოახდინოთ შთაბეჭდილება.

 დასკვნითი ნაწილი არ უნდა  იყოს ვრცელი, საკმარისია ოთხიხუთი კარგად მოფიქრებული წინადადება.(ციტატა რიტორიკული შეკითხვა)

ა)დასკვნითი აბზაცის პირველი წინადადების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მკითხველის ყურადღების მიპყრობა. ანუ ისევ“სატყუარა“

ბ)ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გადავდივართ თეზისის მტკიცებულებაზე, რაც ნაშრომის ძირითადი არგუმენტების მოკლე შეჯამებას წარმოადგენს.  

გ)დასკვნის ბოლო წინადადებაში შეიძლება იყოს რეკომენდაციები, მოქმედებისაკენ მოწოდება, რაც  იმავდროულად აჩვენებს მკითხველს, რომ ესე უკვე მივიდა დასასრულამდე.

ესეს დასკვნით ნაწილში შესაძლებელია მსგავსი ფრაზების გამოყენება:

§  როგორც უკვე ვთქვით….

§  როგორც უკვე ვაჩვენეთ

§  მაშასადამე

§  მტკიცებულებათა დიდი წილი მიუთითებს

§  ამ მონაცემების საფუძველზე….

შეეცადეთ იყოთ კონკრეტული და თავი აარიდეთ უსარგებლო  სიტყვების გამოყენებას.

ხხხხხხხ

რა უნდა გავითვალისწინოთ დასკვნაზე მუშაობის დროს?

§  აარიდეთ თავი ისეთ დასკვნას, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში თქვენი ნაშრომის დანარჩენ ნაწილებთან.

§  დასკვნა წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს თეზისთან.

§  მოერიდეთ გამოთქმებს : „დასკვნის სახით შეიძლება ითქვას“, „რეზიუმე და . . ეს სრულებით არ არის საჭირო.

ხხხხხხხ

ზოგადი რეკომენდაციები:

§  სასურველია ესეს წერა გეგმის შედგენით დავიწყოთ. მართალია დროის სიმცირის გამო, განსაკუთრებით გამოცდის პერიოდში, რთულია გეგმის შესადგენად დროის გამონახვა, თუმცა სანაცვლოდ საქმეს მნიშვნელოვნად გაიიოლებთ.

§  ესეს წერის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ენობრივ გამართულობას და ლექსიკურ სიმდიდრეს. ნაშრომი, სადაც ავტორი ძირითადად ერთსა და იგივე სიტყვებს იყენებს, არ ახდენს მკითხველზე დადებით შთაბეჭდილებას.(საჭიროა მდიდარი ლექსიკა)

§  უნდა გვახსოვდეს რომ ესეს წერის ეფექტური ხერხების შესასწავლად თეორია არ არის საკმარისი, რეგულარული პრაქტიკა დაგეხმარებათ სასურველი ტექნიკის დაუფლებაში.!!!!!!!!!!!!!!!!!

 

განმარტებები:

თეზისი – დებულება, რომლის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცდეს.

თემატური წინადადება წარმოადგენს აბზაცის ყველაზე მნიშვნელოვან წინადადებას. ოფიციალურ ნაშრომებში ის აბზაცის პირველი წინადადებაა და ერთგვარად აჯამებს აბზაცში გადმოცემულ ინფორმაციას.

 

ხხხხხ

 

კარგი ესეს დაწერა არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სიამოვნებისათვის კი არა, დავალების შესრულების მიზნით ვწერთ. ბევრისათვის ეს მოსაწყენი და უსიამოვნო პროცესია.  მოგვწონს, თუ არა, ყველას გვიწევს ესეს დაწერა სკოლაში, ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტსა თუ სხვა ოფიციალურ გარემოში

გქონიათ შემთხვევა, როცა ერთხელ ძალიან კარგი ესე დაწერეთ და საკუთარი თავისაც გაგიკვირდათ,  მაგრამ მეორედ საერთოდ კატასტროფულ შედეგი მიიღეთ? ალბათ. ამასთან, იტვით, რომ გააჩნია, რის შესახებ მოგიწიათ წერარა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული კონკრეტულ თემაზე და მისადმი ჩვენს ინტერესესა და კომპეტენციაზე, მაგრამ არასტაბილურად წერა, ამ პროცესში ჩვენი ზედმეტი ნერვიულობა და დისკომფორტი სხვა რამეზე მიუთითებს. ესეს წარუმატებლობის ხშირი მიზეზებია:

  • მივიჩნევთ უსიამოვნო მოვალეობად და შინაგანად არ გვინდა წერა;
  • არ ვიცით, როგორც ვწეროთ;
  • ესეს სტრუქტურას არ ვიცავთ;
  • ყოველ ჯერზე ვცდილობთ ახალი ველოსიპედის გამოგონებას და ვკარგავთ დროს და ენერგიას;
  • არ ვუდგებით თემას კრიტიკულად;
  • არ ვართ შემოქმედებითი.

კარგად წერა ნიჭია. ყველა ჰენრი ვერ იქნება. თუმცა არსებობს მარტივი წესები, რაც უკეთ წერაში დაგვეხმარება. როცა ამ წესებს გავითავისებთ, წერის პროცესი იოლთან ერთად მეტად სასიამოვნო  გახდება.

1.         განაწყვე შენი თავი წერისათვის

როცა რაიმეს კეთება არ გინდა და თავს აიძულებ, შენი შინაგანიმეარ ტყუვდება. თუ შენი გონება ესეს წერას უსიამოვნო და მომაბეზრებელ საქმიანობასთან ასოცირებს, უკვე ცუდი სასტარტო პოზიცია გვაქვს. როცა რაიმე მაინც შენი გასაკეთებელია, არ სჯობს, სახალისო გახადო? შეიქმენი შესაბამისი დადებითი განწყობა: ჩართე სასიამოვნო მუსიკა, მოიმარაგე სასუსნავები, აიღე კალამი და მოემზადე კარგი ესეს დასაწერად.

2.         რა? რატომ? როგორ?

კარგი ესე უნდა პასუხობდეს კითხვებს: რა? რატომ? როგორ

რა არის თემის პრობლემატიკა და მთავარი აზრი

რატომ რის ეს თემა პრობლემატურ-აქტიუალური და 

როგორ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება ან გადაჭრა.

3.         ესე, როგორც ამბავი: რა შემიძლია ვთქვა ამ თემაზე?

კარგად გაიაზრე ესეს სათაური და თემატიკა ზემოთ ჩამოთვლილი კითხვებიდან გამომდინარე.

რამდენიმე წუთი დაუთმე იმაზე ფიქრს, თუ რა ასოციაციებს იწვევს თემა შენში და რაზე შეგიძლია ისაუბრო.

წარმოიდგინე, რომ საუბრობ მეგობართან/საკუთარ თავთან და გამოთქვამ შენს მოსაზრებას.

ესე ხომ სხვა არაფერია, თუ არა კარგად ორგანიზებული და გამართული ამბავი, ისტორია.

 ნუ გაართულებ, შეხედე მარტივად.

შავ ფურცელზე ჩამოწერე თემასთან დაკავშირებული ყველა იდეა, წინადადება, ფრაზა, .., რაც გონებაში გაგიელვებს.!!!!!!!!!

4.         შეადგინე გეგმა

დაკვირვებით გადაიკითხე შავ ფურცელზე ჩამოწერილი მოსაზრებები და ამოარჩიე რამდენიმე საკუთესო.

ესე უნდა იყოს მოკლე და მოქნილი.

ნუ დაწერ ზომაზე მეტს.

ისაუბრე იმაზე, რაც ყველაზე მეტად ერგება თემას .

 რაზეც ყველაზე უფრო კარგად და დამაჯერებლად შეგიძლია წერა.

5.         ააწყვე სტრუქტურა და წერე თანმიმდევრულად

სტანდარტულ  ესეს 3 ძირითადი კომპონენტი აქვს: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა. 

შესავალი მთავარ იდეას აფიქსირებს და განსაზღვრავს ესეს მიმართულებას. ეცადე, შესავლის პირველი წინადადება საინტერესო იყოს, რათა მკითხველის ყურადღება თავიდანვე მიიპყრო („სატყუარა“)

. ამ წინადადების შემდეგ  კი მოკლედ დააფიქსირე ესეს მთავარი სათქმელი.(თეზისი)

 

ესეს მთავარი ნაწილი შესავალში დაფიქსირებულ პოზიციას ამყარებს და აზუსტებს.

 მთავარი ნაწილი შესაძლოა შედგებოდეს 2 ან 3 პარაგრაფისაგან (ესეს მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაემატოს პარაგრაფების რაოდენობა).

მთავარ ნაწილში მოგყავს ის არგუმენტები, მაგალითები, სტატისტიკა, .., რაც გეგმაში გქონდა გაწერილი.

გახსოვდეს, რომ მთავარი ნაწილი არ უნდა ასცდეს შესავალში დაფიქსირებულ პოზიციას და თემის იდეა არ უნდა გაგექცეს.

შესაძლებელია, შენივე დაფიქრსირებულ პოზიციას მთავარ ნაწილში კრიტიკული არგუმენტიც დაუპირისპირო, მაგრამ შემდგომ აუცილებლად მოიყვანე მეტი და ძლიერი მაგალითები შენი თავდაპირველი პოზიციის განსამტიკიცებლად.  (მე-4-ს მერე  მე5 აბზაცი ისევ  „ზა“)

 აქაც ეცადე აბზაცები საინტერესოდ დაიწყო. იყავი ანალიტიკური, შემოქმედებითი და წინადადებიდან  წინადადებაზე ლოგიკურად გადადი. ყოველი ახალი აბაზაცი ახალი სათქმელის დასაწყისია, მაგრამ თან ეხმიანება წინას. ასე, ნელ-ნელა იკვრება ესეს სტრუქტურა.

დასკვნა ესეს შემაჯამებელი და ბოლო ნაწილია. შეაჯამე მთავარ ნაწილში გამოთქმული მოსაზრებებიმოახდინე შესავლის პერეფრაზირება და საბოლოოდ დააფიქსირე შენი პოზიცია თემასთან დაკავშირებით.

წერე ქრონოლოგიურად თემის სტრუქტურის საფერხურებიდან გამომდინარე.

პირდაპირ დასკვნას ნუ დაწერ. დაიწყე შესავლით, გადადი მთავარ ნაწილზე და შემდგომ შეჯამებაზე.

6.         მოიყვანე არგუმენტები და მაგალითები

ესე თქვენი მოსაზრების დაფიქსირებაა. თუმცა, თუ გადაწყვეტ დამტიკცებას, რომ,  მაგალითად, მარსზე სიცოცხლეა, შესაბამისი არგუმენტების მოყვანაც უნდა შეგეძლოს. გამოიყენე ცნობილი ადამიანების შეხედულებები ამ საკითხზე, გაიხსენე დოკუმენტური ფილმები, ნასას კვლევები და სხვა. ამით შენს ესეს, პროფესიონალიზმსა და დახვეწილობას შესძენ.

7.         გამართე გრამატიკულად და ორთოგრაფიულად

შედევრიც რომ დაწერო, თუ გრამატიკულად  და ორთოგრაფიულად  გაუმართავი იქნება, ფასი ეკარგება. უნდა იცოდე ენა, რომელზეც წერ. გრამატიკის ცოდნა სავალდებულოა.

8.         გადაიკითხე კრიტიკული თვალით

წერის დასრულების შემდეგ ტექსტი დაკვირვებით გადაიკითხე, გაასწორე შეცდომები (ელექტონულად ბეჭდვის დროს, გამორჩენილი ასოები), სასვენი ნიშნები, დახვეწე სტილისტურად და მიეცი საბოლოო სახე.

         აღნიშნული რჩევები დაგეხმარება ესეს უკეთ და გაცილებით მარტივად წერაში.

 

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

როგორ ვწეროთ კარგი ესე?

სირთულე: საშუალო

საჭირო დრო: 30 წუთი

იხილეთ 14 ნაბიჯი:

1. შეარჩიე თემა შენი ესესთვის.

2. აირჩიე თემის მთავარი აზრი, ან თეზისი. მაგალითად: ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა რევოლუციური ცვლილება მოახდინა ჩვენი სამუშაოს სპეციფიკაზე.

3. გაწერე ესე სამ ძირითად ნაწილად: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა/შეჯამება.

4. შესავალი საინტერესო წინადადებით დაიწყე. მაგალითად: კომპიუტერის მეშვეობით, სახლიდან მომუშავე ადამიანების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 150 000-დან 12 მილიონამდე გაიზარდა. შესავალი, შეიძლება, შეიცავდეს საინტერესო სტატისტიკას, ცნობილი ადამიანის ფრაზას, რიტორიკულ კითხვას, როგორიცაა “იცოდით, რომ…”, თუ სხვ.

5. პირველი წინადადების შემდეგ !!!! ჩამოაყალიბე ესეს მთავარი აზრი(თეზისი). ამ წინადადებამ უნდა განსაზღვროს მთლიანი ტექსტის დედააზრი.

6. ყოველ ახალ აბზაცს წარუმძღვარე წინადადება, რომელიც ამ აბზაცს განსაზღვრავს. ამით შეძლებ პარაგრაფების ერთმანეთთან დაკავშირებას და ესეს სტრუქტურის აწყობას.

7. შესავალი დაასრულე მთავარი აზრის მოკლე შეჯამებით. მაგალითისათვის: ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ტრადიციული სამუშაო გარემო წარსულს ჩააბარა.

8. შიდა პარაგრაფები (ძირთადად ორი, ან სამი) შესავალში დაფიქსირებული იდეის განვრცობას ემსახურება. გახსოვდეს, რომ საწყის პარაგრაფში აღნიშნული თემის მიმოხილვით ესეს სტრუქტურა იკვრება.

9. ესეს შუა პარაგრაფებში მოიყვანე მაგალითები და დამატებითი ინფორმაცია თემაზე. მაგალითად: როცა ინტერნეტი პირველად შეიქმნა, მას ძირითადად მეცნიერები იყენებდნენ, თუმცა, დღეს უკვე ყველა საკლასო ოთახში შეგიძლიათ მისი გამოყენება.

10. ესეს შუა პარაგრაფებმა უნდა განავითაროს ცენტრალური იდეა და ბოლოს შეაჯამოს იგი. თითოეულმა მსგავსმა პარაგრაფმა მინიმუმ ორი მაგალითი ან ფაქტი უნდა განიხლოს მთავარი იდეის დასაცავად.

11. ბოლო, დასკვნითი პარაგრაფი აჯამებს მთელ ესეს და შესავალის პერიფრაზირებას ახდენს.

12. დასკვნა დაიწყე წინადადებით, რომელიც გაიმეორებს წინა პარაგრაფების პრინციპულ იდეას. მაგალითად: ინტერნეტის მოხმარებამ სახლის პირობებში და თანამედროვე კომპიუტერული სისტემების სწრაფმა განვითარებამ…

13. ბოლოსწინა წინადადებამ უნდა გაიმეოროს თემის მთავარი თეზისი. მაგალითისთვის: ჩვენ ინდუსტრიული რევოლუციიდან ინფორმაციულ რევოლუციაში გადავინაცვლეთ.

14. ბოლო წინადადება მთავარი თეზისის სამომავლო პერსპექტივებს შეეხება. მაგალთად: მომავალში ოფიციალური სამუშაო გარმოს სრულ გაქრობას უნდა ველოდეთ.

რჩევები:

• აზრის ჩამოსაყალიბლებლად გამოიყენე ძლიერი ზმნები და თავი აარიდე მოდალურ ზმნებს.
• არ მოიხადო ბოდიში, იმის გამო, რასაც ამბობ. ესე საკუთარი აზრის გამოხატვაა.
• უცხო ენაზე წერისას,
ნუ გადმოთარგმნი აზრს მშობლიური ენიდან. ასე შორს ვერ წახვალ.

ესეს წერისთვის დაგჭირდება:

• კომპიუტერი ან საბეჭდი მანქანა
ლექსიკონი
• ენციკლოპედია



 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები