ჰომეოსტაზი

 

·     


    ცოცხალ ორგანიზმს მუდმივად ცვალებად პირობებში უხდება ცხოვრება

·         ცვალებადია გარეგანი  გარემოს ტემპერატურა,ნალექების რაოდენობა ორგანიზმში იჭრება დაავადების გამომწვევი მიკრორგანიზმები და ა.შ.

·         გარეგანი გარემოს პირობების ცვლილება მოქმედებს ორგანიზმზე -მის შინაგან გარემოზე

·         გარეგანი გარემოს ცვლილებებთან ორგანიზმი ახერხებს შეგუებას-ჰომეოსტაზის საშუალებით.ჰომეოსტაზი უნარჩუნებს ორგანიზმის შინაგან გარემოს წონასწორობას როცა ივცვლება მისი  გარემო.

·         ჰომეოსტაზი-ესაა ორგანიზმის უნარი შეინარჩუნოს შინაგანი გარემო გარკვეულ დონეზე მიუხედავად იმისა რომ იცვლება მისი გარემო(მოკლედ ჰომეოსტაზი არის ორგანიზმის გარემოსთან(როგორც შინაგანთან,ისე გარეგანთან) ფიზიოლოგიური შეგუების უნარი)

·         ჰომეოსტაზი  ორი სახის რეგულაციით ხდება ა) ჰუმორული რეგულაციით ბ) ნერვული რეგულაციით

ჰუმორული რეგულაცია(ანუ რეგულაცია ჰორმონებით)

·         „ჰუმორ“ ლათინური სიტყვაა-სითხეს ნიშნავს

·         ჰუმორული რეგულაციას ორგანიზმი ახდენს შემდეგნაირად :სხვადასხვა ორგანოებიდან და ქსოვილებიდან სისხლში გამოიყოფა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები( ჰორმონები)

·         ჰორმონები-ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები სისხლით მთელ ორგანიზმში ვრცელდება

·         მაგრამ კონკრეტული ჰორმონი  მხოლოდ კონკრეტულ ორგანოს უჯრედებზე მოქმედებს.ამ ორგანოს „სამიზნე“ ორგანოს უწუდებენ

·         ჰუმორული რეგულაცია დროში გაწელილი პროცესია რადგან დიდი დრო ჭირდება ა)ჰორმონის გამოყოფას  ბ)ჰორმონის სისხლში გადასვლას გ)ორგანიზმში ტრანსპორტირებას(გადატანას) დ)სამიზნე ორგანოს უჯრედში ჰორმონის სისხლიდან გადასვლას და ამ უჯრედზე ზემოქმედებას

·         ჰუმორული რეგულაციის შედეგები ზოგჯერ დიდი დაყოვნებით დიდი დროის გასვლის  შემდეგ მჟღავნდება.მაგ ზრდის ჰორმონის მოქმედების შედეგის გამომჟღავნებას წლები სჭირდება.ორგანიზმზე ზრდის ჰორმონის ზემოქმედება დიდხანს გრძელდება-იქამდე სანამ ეს ჰორმონი მთლიანად არ დაიშლება ან მისი კონცენტრაცია სისხლში ძალიან არ შემცირდება

 

შენიშვნა:  განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებისთვის ჰუმორულ რეგულაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ევოლუციის პროცესში ჰუმორულ რეგულაციას ნერვული რეგულაცია დაემატა განვითარებულ ცოცხალ ორგანიზმებში.

 

ხხხხხხხხხხხ

 

ნერვული რეგულაცია

·         ეს რეგულაცია ორგანიზმში ხდება ნერვული იმპულსების მეშვეობით(ნერვული იმპულსი ელექტრონული ბუნებისაა-მცირე ძალის დენია)

·         ნერვულ რეგულაციას ლოკალური ანუ ადგილობრივი სახე აქვს-ის ანუ მხოლოდ განსაზღვრულ ქსოვილზე ან ორგანოზე მოქმედებს

·         ნერვული რეგულაცია სწრაფად ხორციელდება რადგან ნერვული იმპულსები სწრაფად ვრცელდება ნერვულ უჯრედებში(ნერვული რეგულაცია სწორედ სისწრაფით განსხვავდება ჰუმორული რეგულაციისგან ესაა მისი უპირატესობა ჰუმორულ რეგულაციასთან შედარებით).ნერვული იმპულსი გადაეცემა თუ არა სამიზნე ორგანოს უჯრედებს იმ ორგანოს მუშაობა მაშინვე აქტიურდება ან სუსტდება.ასევე სწრაფად „მოიხსნება“ ამ ორგანოზე იმპულსის ზემოქმედება.ორგანოს რეაქცია იმპულსის „მოხსნის „შემდეგ მანამდე არ განმეორდება სანამ ორგანომდე არ მოვა ახალი შემდეგი ნერვული იმპულსი.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

ორგანიზმის ორგანოების ფუნქციების ჰუმორული და ნერვული რეგულაციები ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

ამიტომ ორგანიზმში ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაცია-ერთიან ჰუმორულ-ნერვულ რეგულააციას წარმოადგენს

ხხხხხხხხხხხხხხ

როდესაც ორგანიზმის ჰომეოსტაზი(ფიზიოლოგიური პროცესების ჰუმორულ-ნერვული რეგულაცია) ირღვევა ორგანიზმში ვითარდება პათოლოგია- ანუ ესა თუ ის  დაავადება.

ორგანიზმს რომელსაც დარღვეული აქვს ჰომეოსტაზი(ანუ დაავადებულ ორგანიზმს) აღარა აქვს შინაგანი მდგომარეობის შედარებით მუდმივ დონეზე შენარჩუნების უნარი.

ორგანიზმში ჰომეოსტაზის დარღვევა იწვევს შინაგანი გარემოს გახანგრძლივებულ (სხვა სიტყვებით ხანგრძლივ დაავადებას ე.წ ქრონიკულ დაავადებას) ან შეუქცევად(გამოუსწორებელ) ცვლილებას(სხვა სიტყვებით უკურნებელ დაავადებას).

ადამიანი რომელსაც დარღვეული აქვს ჰომეოსტაზი(ანუ ფიზიოლოგიური პროცესების ჰუმორულ-ნერვული რეგულაცია) დაავადებულია და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას რათა დაარეგულიროს საკუთარი შინაგანი გარემო მედიკამენტების(წამლების) ან სხვა სამკურნალო(თერაპიული) საშუალებების დახმარებით.

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

4.2 ენდოკრინული  სისტემა

ორგანიზმში ბევრი ფიზიოლოგიური პროცესი ჰორმონებით რეგულირდება

„ჰორმაო’’ბერძ. აგზნებას ნიშნავს.

ჰორმონი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა(ჰორმონი ჯირკვლის სეკრეტია)

ფჰრმონები სპეციალურ ორგანოებში-სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავდება.

ჯირკვლები 3 ტიპისაა ა)გარეგანი სეკრეციის ბ) შინაგანი სეკრეციის გ) შერეული სეკრეციის.

ხხხხხხხხხხხხ

გარეგანი სეკრეცია- ეგზოკრინული ჯირკვლები

ეგზოკრინულ  ჯირკვალში(ან ორგანოში) გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება(ანუ  სეკრეტი ) ჯირკვლიდან(ან ორგანოდან) სადინარით გამოიტანება ,სადინარი ან სხეულის რომელიმე ღრუში იხსნება (მაგ.სანერწყვე ჯირკვლის სადინარი პირის ღრუში იხსნება(ნერწყვი სანერწყვე ჯირკვლის სეკრეტია) .ორგანო ღვიძლის სადინარები კი თორმეტ გოჯანაწლავში და ნაღვლის ბუშტის ღრუებში(ნაღველი ღვიძლის გამომუშავებული სეკრეტია)

 

ხხხხხხხხ

შინაგანი სეკრეცია- ენდოკრინული ჯირკვლები

ენდოკრინულ ჯირკვლებს სადინარები არ გააჩნიათ

ენდოკრინული ჯირკვლები გამომუშავებულ სეკრეტებს ანუ ჰორმონებს (რადგან აქ უკვე  სეკრეტები-ჰორმონებია) არა სადინარებში (ანუ ღრუებში ან სხეულის ზედაპირზე)არამედ  სისხლში გამოყოფენ

ენდოკრინული ჯირკვალი

მის მიერ გამომუშავებული ჰორმონი

რას აკეთებს ჰორმონი

შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები

 

 

ჰიპოთალამუსი

 

არეგულირებს ჰიპოფიზის ჰორმონების სეკრეციას

მსხლისებრი ჯირკვალი

მელატონინი

ორგანიზმის დღე-ღამური ციკლის რეგულაცია

ჰიპოფიზი

ტროპული ჰორმონები

ენდოკრინული ჯირკვლების სტიმულაცია(გააქტიურება)

ჰიპოფიზი

ზრდის ჰორმონი

აძლიერებს ცილების სინთეზს და ჩონჩხის(კიდურების განსაკუთრებით) ზრდას

ჰიპოფიზი

ანტიდიურეზული ჰორმონი

ამცირებს შარდის მოცულობას

ფარისებრი ჯირკვალი

თიროქსინი

არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას(კერძოდ დაჟანგვის პროცესებს),ორგანიზმის ზრდას და განვითარებას

ფარისებრი ჯირკვალი

კალციტონინი

სისხლში ამცირებს Ca2+-ის დონეს

ფარისებრახლო ჯირკვალი

პარატჰორმონი

იწვევს პლაზმაში Ca2+-ის ზრდას და PO43- შემცირებას

თიმუსი

თიმოზინი

ორგანიზმის იმუნური რეაქციების უზრუნველყოფა

თირკმელზედა ჯირკვალი

კარტიზოლი

ასტიმულირებს ცილების დაშლას,გლუკოზისა და გლიკოგენის სინთეზს,გააჩნია  ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება

თირკმელზედა ჯირკვალი

ალდოსტერონი

არეგულირებს უჯრედგარე და უჯრედშიდა სითხეში Na+ /K+ იონების თანაფარდობას.

თირკმელზედა ჯირკვალი

ადრენალინი

იწვევს გულის შეკუმშვის გაძლიერება/გახშირებას,გულის და ჩონჩხის კუნთებში არტერიოლების გაფართოებას,სისხლში გლუკოზის დონის გაზრდას

შერეული სეკრეციის ჯირკვლები

 

 

პანკრეასი

ინსულინი

აძლიერებს უჯრედების მიერ გლუკოზის შთანთქმას და ამცირებს სისხლში გლუკოზას

პანკრეასი

გლუკაგონი

ზრდის სისხლში გლუკოზას,რადგან ღვიძლში გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად.

საკვერცხეები(მდედრობით სქესში)

ესტროგენები და პროგესტრონი

მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების ჩამოყალიბება

სათესლეები(მამრობით სქესში)

ტესტოსტერონები

მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი ნიშან თვისებების ჩამოყალიბება.

 

შერეული ტიპის სეკრეციის ჯირკვლები

შერეული ტიპის სეკრეციის ჯირკვლები სეკრეტებს გამოყოფენ როგორც სადინარებით ისე სისხლში

ყურადღება: 3 ტიპის ჯირკვლების გარდა ჰორმონებს გამოყოფენ ორგანოებიც: კუჭი.ნაწლავები,თირკმელები ,გული

ხხხხხხხხხხხხხხხ

რას წარმოადგენს ჰორმონი ქიმიურად ?

ჰორმონები ან ცილებია ან პეპტიდები(მოკლე ჟაჭვი ცილასთან შედარებით) ან ლიპიდები.

რას  აკეთებენ ჰორმონები ?

ჰრმონები(1) ეგზოციტოზის გზით გამოიყოფა უჯრედებიდან(ჯირკვლის ან ორგანოს უჯრედებიდან) სისხლში(2) სისხლიდან გადადიან ქსოვილებში(3) და მოქმედებენ ე.წ. სამიზნე ორგანოებზე-აძლერებენ ან ასუსტებენ ამ ორგანოების მუშაობას ანუ იწვევენ ამ ორგანოების რეგულაციას (გარემოს შესაბამისად)

როგორ მოქმედებენ სამიზნე ორგანოზე ?  ორგანოს უჯრედებს პლაზმურ მემბრანაში  აქვთ ჰორმონის რეცეპტორები(4) რეცეპტორები რეაგირებენ(ცნობენ და ატარებენ უჯრედში) მათთან მისულ ჰორმონებს ეს იწვევეს სათანადო ცვლილებებს უჯრედის ცხოველმოქმედებაში

რა ცვლილებებს იწვევს ჰორმონი სამიზნე ორგანოს უჯრედში ?ზოგადად ჰორმონის ორგანიზმზე მოქმედება 3 გვარია:

1.უჯრედში შესული ჰორმონი ცვლის უჯრედის პლაზმური მემბრანის განვლადობას სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ

2.უჯრედში ააქტიურებს ან თრგუნავს სხვადასხვა ენზიმების მოქმედებას(როცა  ააქტიურებს ამით აძლიერებს იმ ორგანოს მუშაობას რის უჯრედშიც შევიდა  როცა თგუნავს ენზიმებს  ასუსტებს იმ  ორგანოს მუშაობას რის უჯრედშიც შევიდა  )

3.ააქტიურებს უჯრედში იმ ენზიმების წარმოქმნას რაც კონკრეტულ მომენტში საჭიროა გარკვეული რეაქციების წარმართვისთვის.

ხხხხხხხხხხხხხხხხხხ

პარაკრინული და აუტოკრინული ზეგავლენა

ენდოკრინული ჯირკვლები წარმოქმნიან ჰორმონებს რომლებიც სისხლში გამოიყოფა

ეს ჰორმონები სისხლით ვრცელდება დიდ მანძილებზე მიდის ისეთ უჯრედებამდე რომლებიც ჰორმონის წარმომქმნელი ჯირჯკვლიდან მოშორებულია რათა  ზეგავლენა მოახდინონ მათ ცხოველმოქმედებაზე

 აღმოჩნდა რომ  ორგანიზმის უჯრედებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ ა) საკუთარ თავზე ბ) მეზობელ უჯრედებზე

უჯრედი გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს(ჰორმონებს ან სხვა ნივთიერებებს) ისინი კონტაქტს ამყარებენ უჯრედის ან მეზობელი უჯრედის რეცეპტორებთან(1) და ზემოქმედებენ თავად ამ უჯრედზე(2)-ესაა აუტოკრინული ზეგავლრნა ან მეზობელ უჯრედებზე ესაა(3)- ესაა პარაკრინული ზეგავლენა უჯრედისა მეზობელ უჯრედებზე

მაგ. ლიმფოციტები გამოყოფენ ნივთიერებებს,რომლებიც აუტოკრინული გზით იწვევენ ლიმფოციტრბის გააქტივებას ანტიგენის განადგურების პროცესში.

ენდოკრინული ჯირკვალი -ჰიპოთალამუსი.

ჰიპოთალამუსი შედის თავის ტვინის შემადგელობაში- მაგრამ ენდოკრინულ ჯირკვლად ითვლება რადგან ჰორმონებს წარმოქმნის

ჰიპოთალამუსის მთავარი ფუნქციაა ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებების  კონტროლი

ამას ჰიპოთალამუსი ახორციელებს ჰიპოფიზზე ზეგავლენის მეშვეობით.ჰიპოთალამუსი იწვევს ჰიპოფიზის ამოქმედებას.

ჰიპოფიზი თავის მხრივ არეგულირებს სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებას-ტროპული ჰორმონების საშუალებით(ტროპული ჰორმონი ეგზავნება სამიზნე ენდოკრინულ ჯირკვალს)

დააკვირდი სქემას:


სქემიდან ჩანს ორგანიზმის შინაგან გარემოში მომხდარი დარღვევის(კერძოდ სისხლში ჰორმონის დაბალი დონის) გამოსწორებისკენ მიმართული პროცესის შედეგი(რაც არის სისხლში ჰორმონის ნორმალური დონე) თრგუნავს (წყვეტს) ამ პროცესის კვლავ გაგრძელებას.

სისხლში სხვადასხვა  ჰორმონების დონის ასეთ რეგილაციას-უარყოფით უკუკავშირს უწოდებენ.

 

ხხხხხხხხხხხხხ

ჰიპოთალამუსის მოქმედების კიდევ ერთი მაგალითი

ჰიპოთალამუსი მგრძნობიარეა სისხლში CO2-ის რაოდენობის მიმართ

CO2-ის დონის მატება იწვვს ჰიპოთალამუსიის გააქტიურებას

ჰიპოთალამუსი იმოქმედებს სუნთქვის ცენტრზე და სუნთქვა გახშირდება

CO2  სწრაფად განიდევნება ორგანიზმიდან და სისხლში მისი დონე საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდება

ჰიპოთალამუსი მაშინვე რეაგირებს სისხლში CO2-ის დონის შემცირებაზე და სუნთქვა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება


ამრიგად CO2-ის -ს რაოდენობის კლება სისხლში უარყოფითი კავშირით გამოიწვევს სუნთქვის გაიშვიათებას.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები