დებატები

 



Debats-საკითხის საჯარო განხილვა,კამათი,პაექრობა;

დებატები-კამათის ფორმალური მეთოდია;

ანუ დებატების დროს მხარეები  წინასწარ განსაზღვრული: წესების,სტრუქტურის და შეზღუდვების გათვალისწინებით ეპაექრებიან ერთმანეთს;

დებატებში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარეები თავიანთი შეხედულებების წარმოდგენით  ცდილობენ მესამე მხარეს(მაყურებლები,ამომრჩევლები,ხალხი,ქურდი,მოსამართლე,ბატონი,მეფე,უფროსი,მსაჯი  და ა.შ) დაუმტკიცონ საკუთარი პოზიციების სიძლიერე და წარმოაჩინონ მოწინააღმდეგის პოზიციის სისუსტეები;

 არსებობს დებატების სხვადასსხვა ფორმატი;

კარლ ჰოპერის დებატების წესები და სტრუქტურა( ასწავლიან სკოლებში)

ზოგადად კამათისთვის აუცილებელია საკამათო თემის არსებობა რათა შედგეს აზრთა დაპირისპირება;

საკამათო თემას  (ჰოპერის დებატებში )დებატების რეზოლუცია ეწოდება;

დებატები რეზოლუციის გარშემო მიმდინარეობს;

რეზოლუცია(ანუ საკამათო თემა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს,რეზოლუცია(თემა) უნდა იყოს მესამე მხარისთვის(მაყურებლისთვის) :

·         აქტუალური

·         საინტერესო

·         პრობლემატური

·         ფართო შინაარსიის

·         მოკვლევადი

·         ჩამოყალიბებული უნდა იყოს ,როგორც მტკიცებითი ფორმის წინადადება

(მაგ.ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს)

·         ბინალური(უნდა შეიძლებოდეს რეზოლუციის, როგორც დამტკიცება,ისე უარყოფა)


შენიშვნა :

დებატებში მონაწილე მხარეებს მოეთხოვებათ  რეზოლუციის ძირითადი ტერმინების,ასევე გაუგებარი ტერმინების სრულფასოვანი  ,ლექსიკონისეული გამარტება-ანუ დეფინიცია;

რეზოლუციის ტერმინების დეფინიცია საჭიროა რათა დებატებში დაპირისპირებული მხარეები რეზოლუციის (თემის) ერთიდა იგივე ტერმინში სხვადასხვა აზრს არ დებდნენ;

სხვადასხვა აზრის ჩადება ერთიდაიმავე ტერმინში იწვევს დებატების პრინციპების დარღვევას და ეს დებატების  წესების დარღვევაა;

დებატების  მონაწილეები

დებატებში მონაწილეობს ორი მხარე;თითოეული მხარის გუნდში  2-3 კაცი(სპიკერი);

ერთი გუნდის მიზანია დაამტკიცოს  რაიმე თეზისი,მეორე გუნდის მიზანია უარყოს;

დებატების მონაწილეს მოეთხოვება :კამათის კულტურა,კრიტიკული აზროვნება,სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენება;საჭირო მასალის და ინფორმაციის მოპოვების უნარი,კონკრეტული დებატების წესების კარგად ცოდნა და დაცვა;

 

 

მხარეების(გუნდების) ქეისები

დებატების დასაწყისში მხარეების პირველი სპიკერები ახდენენ თავიანთი ქეისების წარდგენას;

Case-არის: ტერმინთა დეფინიციების,კრიტერიუმების,არგუმენტების და დამამტკიცებელი მასალის(დოკუმენტური მასალის) ერთობლიობა;

ქეისებს დებატებში მონაწილე მხარეები ამზადებენ წინასწარ;

 

არგუმენტი

არგუმენტი(ები) ქეისის მთავარი ნაწილია ;არის ზოგადი შინაარსის და შეიცავს გარკვეულ მტკიცებულებას;პასუხობს კითხვაზე „რატომ ?“ რომელიც დაესმის რეზოლუციას;

მაგ. რატომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები,ან რატომ არ უნდა ჩატარდეს;

არგუმენტში  „კი“ ან „არა“ მოსაზრება ისე უნდა იყოს ჩადებული რომ იძლეოდეს გავრცობის შესაძლებლობას

ანუ არგუმენტი ისეთი სახის წინადადებაა,რომელიც გარკვეული თეზისების ერთობლიობის საერთო სათაურად შეიძლება ჩაითვალოს;

მიზანშეწონილია მოდებატეებს ჰქონდეთ რამოდენიმე არგუმენტი;

შენიშვნა : მხარეს რომელიც რაღაცას ამტკიცებს უფრო მეტი არგუმენტი უნდა ჰქონდეს,ვიდრე მხარეს რომელიც იმ რაღაცას უარყოფს;

არგუმენტი დამამტკიცებელ მასალებზე და დოკუმენტებზე აგებული დასკვნაა;

არგუმენტების ფაქტებით გამყარებას დებატების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;

 

დამამტკიცებელი მასალა

ჰოპერის დებატებში  დამამტკიცებელი მასალა ეწოდება :

·         ფაქტებს

·         სტატისტიკურ მონაცემებს

·         ციტატებს

·         ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს

·         მაგალითებს

·         და სხვა  დამასაბუთებელ ინფორმაციას

მათი საშუალებით ხდება საკუთარ არგუმენტებში ჩამოყალიბებული ლოგიკური დასკვნების  გამყარება და ოპონენტის მოსაზრების გაბათილება;

 

კრიტერიუმი

დებატების შედეგად რეზოლუციის დამტკიცებით ან უარყოფით მოდებატე მხარემ უნდა მიაღწიოს ისეთ შედეგს რომელიც თანხვედრაშია საყოველთაოდ აღიარებული რაიმე დადებითი ღირებულებასთან ;

მოდებატის კრიტერიუმი არის საყოველთაოდ აღიარებული რაიმე დადებითი ღირებულება,რომლის გამოხატვა 2-3 სიტყვით შეიძლება;

მოდებატის კრიტერიუმი იმავდროულად არის რამოდენიმე არგუმენტის გამაერთიანებელი დებულება;მოყვანილი არგუმენტები მოდებატემ რაიმე კრიტერიუმს საყოველთაოდ აღიარებული რაიმე დადებითი ღირებულებას უნდა მიაბას დაუკავშიროს;

უარყოფა

ოპონენტის მოსაზრებებთან დაპირისპირება ,დებატების დროს შეიძლება სხვადასხვა მეთოდით მოხდეს :

·         პირდაპირი უარყოფით : ოპონენტის არგუმენტების სამართლებრივი,მორალური ან ისტორიული თვალსაზრისით გაბათილებით;

·         ოპონნტის ქეისის კომპონენტებს შორის შეუსაბამობებზე ყურადღების გამახვილებით;

·         ფაქტების და დამამტკიცებელი მასალების(დოკუმენტების) გამოყენებით;

·         ოპონენტის მოსაზრებების გამოყენებით;

·         ჯვარედინი დაკითხვის შედეგების გამოყენებით;

 

უარყოფის  სამიზნეს ოპონენტის მთელი ქეისი წარმოადგენს;

ოპონენტის ქეისის შემადგენელ ნაწილებს  სხვადასხვა მეთოდებით  უპირისპირდებიან:

დეფინიციას -უარყოფენ მაშინ როცა მოწინააღმდეგის მიერ შემოტანილი განმარტება სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება ,ან ნაკლულია (ასეთ დროსოპონენტის დეფინიციას  ავსებენ საკუთარი დეფინიციით)

კრიტერიუმს-უარყოფენ მაშინ,როცა ოპონენტის კრიტერიუმი არ წარმოადგენს დადებით  ღირებულებას,ან არ გამომდინარეობს დებატების  რეზოლუციიდან;

ან 

ოპონენტის კრიტერიუმს უპირისპირებენ საკუთარ კრიტერიუმს და ამტკიცებენ ,რომ იგი უფრო დიდი ღირებულებაა ,ვიდრე ოპონენტის შემოთავაზებული;

ანდა

ოპონენტის კრიტერიუმს ეთანხმებიან და  საკუთარ არგუმენტებსაც მას უკავშირებენ;

 

არგუმენტებს და დამამტკიცებელ მასალებს- ოპონენტის არგუმენტებს და დამამტკიცებელ მასალებს  ზემოთ ჩამოთვლილი ყველა შესაძლო მეთოდით უარყოფენ;

 

აღდგენა

 

·         როცა  ოპონენტი დებატებში  აბათილებს ოპონენტის მოსაზრებას ამაზე რეაგირებენ და  მიმართავენ გაბათილებული მოსაზრებების აღდგენას;

·         აღდგენა ოპნენტის უარყოფის უარყოფაა;

·         ამიტომ მასაც იგივე სამიზნეები და მეთოდები აქვს რასაც უარყოფას ;

 

ჯვარედინი დაკითხვა

·         ჯვარედინი დაკითხვა გრძელდება 3 წუთი და იმართება თითოეული სპიკერის გამოსვლის შემდეგ(გარდა მე-3 სპიკერებისა);

·         ჯვარედინი დაკითხვა მხოლოდ კითხვა-პასუხისგან შედგება;

·         ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მიღებულ „ხელსაყრელ’’ პასუხებს მაშინვე იყენებს ის ოპონენტი სპიკერი ,რომლის გამოსვლის რიგიცაა ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ;

 

ჯვარედინი დაკითხვის ძირითადი პრინციპები :

·         მოდებატეებმა ჯვარედინი დაკითხვის დროს თავიდან უნდა აიცილონ შეკამათება;

·         არ უნდა გააკეთონ დასკვნები;

·         არ უნდა იჩხუბონ,უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე;

·         მხოლოდ უნდა დააზუსტონ ოპონენტის მიერ დასმული საკითხები;

 

ჯვარედინი დაკითხვის დროს დასმული კითხვები შეიძლება იყოს :

·         დახურული(მოითხოვს კონკრეტულ პასუხს)

·         ღია (არ მოითხოვს კონკრეტულ პასუხს)

·         წინასწარ მომზადებული

·         სპონტანურად წარმოქმნილი

შეკითხვების სერია(რამდენიმე შინაარსობრივად გადაბმული კითხვა ,კითხვის დამსმელი ღებულობს მისთვის სასურველ პასუხებს ე.წ. სოკრატეს მეთოდი)

მესამე მხარე(მსაჯი ან მაყურებელი)

·         მესამე მხარე ღებულობს გადაწყვეტილება დებატებში გამარჯვებულის შესახებ ;

·         მესამე მხარის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ობიექტური უნდა იყოს;მესამე მხარეს არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება საკამათო რეზოლუციისადმი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე;

·         გადაწყვეტილების მიღებისას მესამე მხარემ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ : მოდებატეების მიერ დაშვებული შეცდომები,გაუბათილებელი არგუმენტები,წესების დარღვევები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება გამარჯვებულის შესახებ;

·         მესამე მხარე უნდაიყოს ყურადღებით (სასურველია აკეთოს დეტალური ჩანაწერები დებატების მსვლელობისას) ,რათა შემდეგ დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება;

დებატების მსვლელობა და სპიკერთა პასუხისმგებლობები

 

1.      პირველი მამტკიცებელი სპიკერი (დრო 6 წთ) -მისალმება,რეზოლუციის შემოტანა,დეფინიციები,კრიტერიუმის შემოტანა,ყველა არგუმენტის ჩამოთვლა(მცირე გავრცობით),დამამტკიცებელი მასალების ჩამოთვლა;დასკვნა-მტკიცებითი პოზიციის მკაფიო ფორმულირება;

2.      მესამე უარმყოფელი სპიკერის მიერ პირველი მამტკიცებელი სპიკერის ჯვარედინი დაკითხვა(დრო 3 წუთი)

3.      პირველი უარმყოფელი სპიკერი(დრო 6 წუთი)--მისალმება,რეზოლუციის უარყოფა ,დეფინიციების მიღება ან შესწორება,კრიტერიუმის მიღება ან შემოაქვს თავისი ,პირველი მამტკიცებელი სპიკერის ყველა არგუმენტის თანმიმდევრულად გაბათილება ,თავისი არგუმენტების შემოტანა;დასკვნა უარმყოფელი პოზიციის მკაფიო ფორმულირება;

4.      მესამე მამტკიცებელი  სპიკერის მიერ პირველი უარმყოფელი  სპიკერის ჯვარედინი დაკითხვა(დრო 3 წუთი)

5.      მეორე  მამტკიცებელი სპიკერი (დრო 5 წთ)-საკუთარი გუნდის ქეისის აღდგენა და გავრცობა(არ შეიძლება ახალი არგუმენტების შემოტანა);დამამტკიცებელი მასალის მოყვანა;პირველი უარმყოფელი სპიკერის არგუმენტების გაბათილება;

დასკვნა-მტკიცებითი პოზიციის მკაფიო ფორმულირება;

6.      პირველი  უარმყოფელი სპიკერის მიერ მეორე  მამტკიცებელი სპიკერის ჯვარედინი დაკითხვა(დრო 3 წუთი)

7.      მეორე  უარმყოფელი სპიკერი (დრო 5 წთ)-მეორე მამტკიცებელი სპიკერის მიერ აღდგენილი ქეისის გაბათილება ;საკუთარი ქეისის აღგენა(არ შეიძლება დამატებითი არგუმენტების შემოტანა)უარმყოფელი ახალი დამამტკიცებელი მასალის მოყვანა;დასკვნა უარმყოფელი პოზიციის მკაფიო ფორმულირება;

8.      პირველი  მამტკიცებელი  სპიკერის მიერ მეორე  უარმყოფელი  სპიკერის ჯვარედინი დაკითხვა(დრო 3 წუთი)

 

9.      მესამე  მამტკიცებელი სპიკერი (დრო 5 წთ)-მიჰყვება საკუთარი გუნდის ქეისის სტრუქტურას;აკეთებს შეჯახებების ანალიზს;ადარებს ორივე მხარის არგუმენტებს და ასაბუთებს თავისი მხარის არგუმენტების დამაჯერებლობას;(არ შეიძლება ახალი არგუმენტების შემოტანა) აანალიზებს ჯვარედინი დაკითხვის შედეგებს;აფიქსირებს ოპონენტების შეცდომებს აკეთებს საბოლოო დასკვნას- მტკიცებითი პოზიციის მკაფიო ფორმულირებით;

10.  მესამე  უარმყოფელი  სპიკერი (დრო 5 წთ)-მიჰყვება საკუთარი გუნდის ქეისის სტრუქტურას;აკეთებს შეჯახებების ანალიზს;ადარებს ორივე მხარის არგუმენტებს და ასაბუთებს თავისი მხარის არგუმენტების დამაჯერებლობას;(არ შეიძლება ახალი არგუმენტების შემოტანა) აანალიზებს ჯვარედინი დაკითხვის შედეგებს;აფიქსირებს ოპონენტების შეცდომებს აკეთებს საბოლოო დასკვნას- უარმყოფელი  პოზიციის მკაფიო ფორმულირებით;

 

ჩანაწერების ცხრილი მზადდება წინასწარ

მსაჯი და თითოეული სპიკერი აკეთებს ჩანაწერებს ,რათა არ გამორჩეს არცერთი დეტალი;

ჩანაწერები კეთდებასპეციალური ჩანაწერების ცხრილის მიხედვით;

ცხრილში გრაფებში მოცემულია თითოეული სპიკერის თითოეული პასუხისმგებლობა;

და ეს გრაფები ივსება დებატების მსვლელობის პროცესში;

 

დებატების ქეისები

მტკიცებითი და უარყოფითი ქეისები მოდებატეების მიერ მზადდება წინასწარ  და შეიცავს შემდეგ პუნქტებს:

1.      რეზოლუციას ან რეზოლუციის უარყოფას

2.      კრიტერიუმებს

3.      რეზოლუციის დეფინიციები

4.      არგუმენტი 1

5.      არგუმენტი 2

6.      არგუმენტი 3

7.      არგუმენტი 4

8.      დამამტკიცებელი მასალა(ფაქტები,სტატისტიკა,ციტატები,ფოტო,ვიდეო,რუქები,გრაფიკები და ა.შ დოკუმენტური მასალა)

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები