მაგნიტური ქარიშხალი და ქცევის წესები ასეთ დღეებში
·
მაგნიტოსფეროს ანუ დედამიწის მაგნიტურ ველს ქმნის დედამიწის ბირთვში წრიული დენების ცირკულაცია(დედამიწის ბირთვი თხევად მდგომარეობაშია და ელექტროგამტარია იქ წრიული დენები ცირკულირებს).
დედამიწა დიდი
მაგნიტია.
·
სხვა პლანეტების გარშემოც არსებობს მაგნიტური ველები.ისინიც
მაგნიტებია.
· უძველესი დროიდან ცნობილია-მაგნიტისგან დამზადებული ისარი მხოლოდ განსზღვრული ერთი მიმართულებით ორიენტირდება.
თვლიდნენ რომ მაგნიტურ ისარს პოლარული ვარსკვლავი იზიდავდა.
·
1600 წელს გილბერტმა ინგლისის მეფის ექიმმა ახსნა ეს
მოვლენა და დაამტკიცა რომ მაგნიტური ისარი ასე იმიტომ იქცევა
რომ მას აიძულებს გიგანტური მაგნიტი- დედამიწა.
· დაიმახსოვრე: კომპასის მაგნიტური ისარი საკუთარი ჩრდილოეთი პოლუსით(ისრის ლურჯი ბოლო) ყოველთვის დედამიწის სამხრეთ მაგნიტური პოლუსისკენ “იხედება“(ორიენტირდება).
ი ისარი საკუთარი სამხრეთი პოლუსით(ისრის წითელი ბოლო) ყოველთვის დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსისკენ
დედამიწის სამხრეთ მაგნიტური პოლუსი დედამიწის გეოგრაფიულ ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარეობს მაგრამ არ ემთხვევა მას.
დედამიწის
მაგნიტური ველი უცვლელი არ არის რადგან დედამიწის მაგნიტური პოლუსები
დრეიფობს.დროის დიდი ინტერვალის 780000 წლის შემდეგ
მაგნიტური პოლუსების მდებარეობა იცვლება საპირისპიროთი.
დედამიწის გარშემო სივრცეს სადაც დედამიწის მაგნიტური
ველია კონცენტრირებული დედამიწის მაგნიტოსფერო ჰქვია.
დედამიწის მაგნიტოსფეროს გაწელილი წვეთის ფორმა აქვს.მზის მხარეს მაგნიტოსფერო 70-80 ათას კმზე ხოლო საწინააღმდეგო მხარეს მილიონობით კმ-ზე ვრცელდება.
მაგნიტოსფეროს ასეთ
ფორმას იწვევს მზის ქარი.მზის
ქარი არის პროტონები და ელექტრონები რომლებიც მზიდან აფეთქებების შედეგად კოსმოსში
გამოიტყორცნება.
მაგნიტოსფერო იჭერს მზის ქარში შემავალ
ნაწილაკებს და ისინი დედამიწის მაგნიტური ველის
ძალწირების გასწვრივ სპირალური ტრაექტორიით მოძრაობენ
გაძლიერებული მზის ქარის დროს დედამიწის მაგნიტურ ველში დიდი ცვლილებები ხდება.ამ ცვლილებებს მაგნიტურ ქარიშხალს უწოდებენ.
მაგნიტური ქარისხალი 6-12 საათი გრძელდება.რის შემდეგადაც მაგნიტური ველის მახასიათებლები ნორმალურ მნიშვნელობას უბრუნდება.
მაგნიტური ქარიშხალის დროს ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები
რომელთა ჰომეოსტაზი დარღვეულია(იხ. ბლოგპოსტი რა არის ჰომეოსტაზი და მისი დარღვევა)
მზის ქარის ნაწილაკები როცა დედამოწის მაგნიტოსფეროში
იჭრებიან ახდენენ დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენების იონიზაციას.ეს
დედამიწის პოლუსებთან ახლოს სადაც მაგნიტური ველის ძალწირების სიხშირე დიდია იწვევს
ნათებას ცაზე-რასაც პოლარულ ციალს უწოდებენ.
Комментарии
Отправить комментарий