გული და სისხლ-ძარღვები
·
ადამიანის სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა
სისტემა
·
სისხლის მიმოქცევის სისტემას ქმნის გული და სისხლძარღვები;
ხ
·
გული კუნთოვანი ორგანოა;
·
გულის ნაწილებია: ორო წინაგული და ორი პარკუჭი;
·
ძგიდით გული ორ მაცხენა და მარჯვენა ნახევრადაა გამიჯნული;
·
გულის მარცხენა ნახევარში ყოველთვის მოძრაობს ჟანგბადით
მდიდარი-არტერიული სისხლი;
·
მარჯვენა ნახევარში კი ჟანგბადით ღარიბი -ვენური სისხლი;
ხ
·
არსებობს სამი ტიპის სისხლძარღვები;
·
არტერიები-გულიდან გამოაქვთ სისხლი;
·
ვენები-გულში ჩააქვთ სისხლი;
·
კაპილარები-ისინი ორგანოებს ამარაგებენ სისხლით;
ხ
·
გული იკუმშება და ორი მიმართულებით-სისხლის მიმოქცევის დიდ (სისტემურ) და მცირე(ფილტვის) წრეზე აგზავნის სისხლს;
·
წრეზე მოძრაობისას სისხლი ყოველთვის გამოდის პარკუჭებიდან,მოივლის
სისხლის მიმოქცევის წრეებს და ისევ ჩაედინება
წინაგულებში;
·
წინაგულების შეკუმშვისას სისხლი გადადის პარკუჭებში;
·
გულში სისხლის ერთი მიმართულებით მოძრაობას უზრუნველყოფს
სარქველები;
·
გულის ერთი შეკუმშვისას ჯერ იკუმშება ერთდროულად ორივე
წინაგული;შემდეგ კი ორივე პარკუჭი;
·
ამიტომ სისხლი ერთდროულად მოძრაობს დიდ და მცირე წრეში;
·
წინაგულების და პარკუჭების თანმიმდევრულ შეკუმშვას მოსდევს
გულის კუნთის დროებითი მოდუნება;ამის შემდეგ გული კვლავ იკუმშება და ა.შ.
·
ამრიგად გული ციკლურად მუშაობს;
·
გულის თითოეული ციკლი სამი ფაზისაგან შედგება: წინაგულების
შეკუმშვა (0.1 წმ),პარკუჭების შეკუმშვა(0,3 წმ),გულის კუნთის საერთო მოდუნება(0,4 წმ);
ხ
ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირება
·
ჟანგბადით გამდიდრებული არტერიული სისხლი ფილტვის ვენით გულში ჩაედინება;
·
გულის შეკუმშვის ზეგავლენით გულიდან არტერიული სისხლი გადაიტყორცნება აორტაში ;
·
აორტა იტოტება არტერიებად; ერთი მათგანი გვირგვინოვანი
არტერია სისხლით კვებავს გულს,დანარჩენი არტერიები სხვადასხვა ორგანოებისკენ მიემართება;
·
ორგანოებში შემავალი არტერიები იტოტებიან კიდევ უფრო
წვრილ არტერიოლებად;
·
არტერიოლები იტოტებიან კაპილარებად;
·
კაპილარების კედლები ერთშრიანია და იმდენად თხელია რომ
შეაღწევს ორგანოთა ქსოვილებში და ჟანგბადით მდიდარი სისხლით კვებავს ამა თუ იმ ორგანოს უჯრედებს;
·
უჯრედებში სისხლიდან გადადის ჟანგბადი;
·
ჟანგბადის მოლეკულები მოწყდება ერითროციტებს(სისხლის
უჯრედებს) და თავისუფლად დიფუნდირებენ ორგანოს უჯრედებში;
·
ორგანოს უჯრედებიდან სისხლში გადავა ნახშირორჟანგი;
·
ამრიგად არტერიული სისხლი განიტვირთება ჟანგბადისგან
და იტვირთება ნახშირორჟანგით და ვენურ სისხლად გადაიქცევა;
·
ვენური სისხლი გამოდის ორგანოებიდან სისხლ-ძარღვების-ვენების
საშუალებით;
·
ორგანოებიდან გამოსული ვენები იკრიბება ზედა და ქვედა
ღრუ ვენებში;
·
ეს ღრუ ვენები ვენურ სისხლს ჩააბრუნებენ გულში;
·
გულიდან ვენური სისხლი ფილტვის არტერიებით გადაიტყორცნება
ფილტვებში;
·
ფილტვის ალვეოლებში შესვლამდე არტერიები კაპილარებად
იტოტება;
·
ალვეოლებში ნახშირორჟანგი გადადის ჩასუნთქულ ჰაერში,ხოლო
ვენური სისხლი გაჯერდება ჟანგბადით და ისევ არტერიულ სისხლად გადაიქცევა;
ხ
სისხლის წნევა
·
გულის კუნთის შეკუმშვისას გულის კედელი გარკვეული ძალით
აწვება სისხლს-ვითარდება წნევა,რომელიც სისხლს ამოძრავებს;
·
სისხლი გარკვეული წნევით იწყებს მოძრაობას გულიდან არტერიებში
: აორტასა და ფილტვის არტერიებში; ეს
არტერიული წნევაა;
·
ყველა ჯერზე გული იკუმშება და მერე დუნდება;
·
ამიტომ არტერიული წნევა ცვალებადობს გულის შეკუმშვა
-მოდუნების(სისტოლა-დიასტოლის) მიხედვით;
·
სისტოლური წნევა-ანუ სისხლის წნევა შეკუმშვის დროს მაღალია;
·
დიასტოლური წნევა -ანუ სისხლის წნევა გულის კუნთის მოდუნების
დროს სისტოლურზე ბევრად დაბალია;
·
სისტემაში სისხლის წნევა ყველაზე მაღალია-აორტაში; ხოლო
ყველაზე დაბალი წნევა სისხლს აქვს ზედა და ქვედა ღრუ ვენებში;
ყურადღება :
·
ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის მხარის არტერიაში:
·
სისტოლური წნევა
უტოლდება ვერცხლისწყლის სვეტის 110-140 მმ-ს
·
დიასტოლური წნევა უტოლდება ვერცხლისწყლის სვეტის
75-80 მმ-ს
·
ეს მაჩვენებლები ცვალებადია : ასაკის,სხეულის წონის
და სხვა ფაქტორების მიხედვით;
ხ
·
არტერიული წნევა დამოკიდებულია გულის შეკუმშვის ძალაზე
და სისხლის მოცულობაზე;
·
რაც უფრო ძლიერად იკუმშება გული და რაც უფრომეტია სისხლის მოცულობა ,მით უფრო მაღალია
არტერიული წნევა;
ხ
·
როცა ვენური სისხლი ზედა
და ქვედა ღრუ ვენებში იკრიბება მისი წნევა ძალიან დაბალია
·
საჭიროა დამატებითი ძალა
რომელიც ამ სისხლს გულისკენ აამოძრავებს;
·
ადამიანის ჩონჩხის კუნთები
შეკუმშვისას ვენების კედლებს აწვება და ავითარებს მათში მყოფ სისხლზე ზეწოლას;ამიტომ
სისხლი მოძრაობს ვენებში;
·
სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით-გულისკენ
დინებას უძრუნველყოფს ვენებში არსებული სარქველები; ვენებში სარქველები მხოლოდ გულის
მიმართულებით იღება;
ხ
·
არტერიების და ვენების კედლები მრავალშრიანია და სისხლის
წნევას უძლებს;
·
კაპილარებში არტერიებთან შედარებით სისხლის წნევა ძალიან დაბალია;
·
კაპილარების კედლები ძალიან თხელია რაც სისხლსა და ორგანოების
უჯრედებს შორის ,აგრეთვე სისხლსა და ფილტვის ალვეოლებს შორის ქიმიურ ნივთიერებათა დიფუზიის
სასულებას იძლევა;
Комментарии
Отправить комментарий