რა არის ლოგიკა? ლოგიკის კანონები !

 

ლოგიკა სწავლობს სწორი  აზრის  ფორმებს ( არა თავად აზრის  შინაარსს) და სწორი აზროვნების კანონებს ;

ლოგიკას როგორც მეცნიერებას არისტოტელემ დაუდო სათავე;

ნებისმიერი მეცნიერება ლოგიკას ეყრდნობა;

არსებობს აზრის გამოხატვის 3 ფორმა:

ცნება- ესაა რაიმე ობიექტი ან ობიექტის ნიშან-თვისება

დებულება -შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებებისგან;დებულება  ამტკიცებს რაიმეს ან უარყოფს რაიმეს;

დასკვნა-ის რამოდენიმე საწყისი დებულებიდან(ე.წ. წანამძღვრიდან) გამომდინარეობს ;

აზროვნების კანონები ანუ ლოგიკის კანონები

ეს არის ობიექტური პრინციპები და წესები

ამ წესების და პრინციპების დაცვას და გამოყენებას   მსჯელობა ყოველთვის მიყავს სწორ დასკვნებამდე;

შენიშვნა: ოღონდ  საწყისი დებულებები თუ ჭეშმარიტია;

 

არსებობს ლოგიკის 4 კანონი

1)იგივეობის კანონი

2)წინააღმდეგობის კანონი

3)გამორიცხული მესამის კანონი

4)საკმარის საფუძვლის კანონი

 

სოფიზმი-ეს არის ლოგიკის კანონების განზრახ დარღვევა,  რათა მოხდეს  მცდარი აზრის(ტყუილის)  გარეგნულად  „სწორად“ დამტკიცება(დასაბუთება);

მაგ.

ნებისმიერი კაცი-ადამიანია;

  ქალი-მამაკაცი არ არის;

სოფისტური დასკვნა: ქალი  ადამიანი არ არის ;

რომელი კანონია აქ დარღვეული ლოგიკის ? იგივეობის კანონი;

სოფიზმი რომ ამხილო სოფისტის მსჯელობაში უნდა იპვო ორი ობიექტი რომელსაც სოფისტი განზრახ აიგივებს (აქ გაიგვებული აქვს სოფისტს ადამიანი და მამაკაცი);სოფისტის მხილება  იოლი საქმე არაა, ამიტომ უნდა იცოდეს ადამიამნა ლოგიკის კანონები და განივითაროს ლოგიკური აზროვნება;

ლოგიკაში

ცნება -აზრია( ანუ აზრი ობიექტზე)

ცნება- სიტყვა არაა 

შენიშვნა : სიტყვა არის ცნების ენით გამოხატვა

 

ცნება-აზროვნების ფორმაა;ის აღნიშნავს რაიმე ობიექტს ან მის ნიშან-თვისებას

ცნება-აზროვნების ფორმაა;

სიტყვა- ცნების გამოხატვის ენობრივი  ფორმა;

 

მაგ.

ცნება-ახალშობილი  მთელ  მსოფლიოში აღნიშნავს ახალ დაბადებულ ადამიანს ;

სიტყვა-ახალშობილი კი  სხვადასხვა ენებზე იქნება სხვადასხვა ფორმით გამოხატული;

 

 

 დებულება-ესეც  აზროვნების ფორმაა;

  დებულებით  რამეს ამტკიცებენ ან უარყოფენ;

მაგ:

თუ ადამიანი კითხულობს,მაშინ იცის ასოები;

ნებისმიერ ბავშვს სჭირდება დედა;

ნებისმიერი   კატა  არ არის ძაღლი

ბევრი ყვავილს სასიამოვნო სუნი აქვს

 

ვნახოთ დებულების   თვისებები რათა გავიგოთ რითი განსხვავდება დებულება ცნებისგან;

1.      ნებისმიერი დებულება  შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებებისგან;

 

მაგ; ცნება -მამაკაცი და ცნება- ქალი; მათი საშუალებით უამრავი  დებულების შედგენაა შესაძლებელი

 

ა)კაცი და ქალი ადამიანებია

ბ)კაცები არ არიან ქალები

გ)ზოგიერთი ქალი ძლიერია მამაკაცზე

და ა.შ.

 

 

2.      ნებისმიერი დებულება გამოიხატება წინადადების ფორმით(ცნება კი სიტყვის ფორმით გამოიხატება ესაა მათ შორის განსხვავება)

შენიშვნა : მაგრამ ყველა წინადადება დებულება არ არის;

 

3.      ნებისმიერი დებულება არის ან მცდარი ან ჭეშმარიტი

 

თუ სინამდვილეს შეესაბამება-ჭეშმარიტია

თუ სინამდვილეს არ შეესაბამება- მცდარია

 

4.დებულებები არსებობს ა) მარტივი  ბ) რთული

რთული დებულებები შედგება მარტივი დებულებებისგან რომლებიც  ერთმანეთთან დაკავშირებულია კავშირებით ;

 

 

  გახსოვდეს :დებულება უფრო რთული ფორმაა ლოგიკური აზროვნების ვიდრე ცნება;

 

 

დებულებაში გამოყოფენ 4 შემადგენელ ნაწილს

ა)სუბიექტი

ბ)პრედიკატი

გ)ბმა

დ)კვანტორი

 

ხხხხხ

მაგ. არც ერთი მცენარე არ არის ცხოველი

 

სუბიექტი (S)-ეს არის ის რაზეც მიდის მსჯელობა დებულებაში; მაგ.“არც ერთი მცენარე არ არის ცხოველი ‘’ ;  აქ სუბიქტია- მცენარე

 

პრედიკატი (P)-ეს არის ის, რაც ითქმევა სუბიექტზე; ამ მაგალითში პრედიკატია-ცხოველები

 

ბმა-ეს არის ის რაც აკავშირებს სუბიექტს და პრედიკატს ;ამ მაგალითში ბმა არის „არ არის“

კვანტორი -ეს არის ის რაც მიუთითებს სუბიექტის მოცულობაზე(რაოდენობაზე) აქ კვანტორი არის „არც ერთი“

 

მაგ.

 

ბევრ მოსწავლეს უყვარს ფიზკულტურა

 

S-მოსწავლე

P-ფიზკულტურა

ბმა- უყვარს

კვანტორი- ბევრი

 

 

ზოგ დებულებაში შეიძლება კვანტორი არ იყოს მაგრამ იგულისხმებოდეს

პეპლები არიან მწერები

აქ კვანტორი არ არის მაგრამ იგულისხმება „ყველა ‘’

(ყველა)პეპლები არიან მწერები

 

 

 

 

კითხვები ლოგიკაში -ლოგიკური კითხვები !

 

კითხვები ლოგიკაში ძალზე მნიშვნელოვანია ;

კითხვები ძალიან ახლოს დგანან დებულებებთან ;

 

კითხვა -ეს ასევე არის ლოგიკური ფორმა;მისი დანიშნულებაა  კითხვის დამსმელმა მიიღოს უკან პასუხი ლოგიკური დებულების  სახით;

 

კითხვა შედგება ორი ნაწილისაგან;

1.      ბაზისი- გამოხატული რაღაც დებულებით (ე.წ. კითხვის წანამძღვარი)

2.      საძიებელი- მიუთითებს აუცილებლობაზე  შეივსოს კითხვის საბაზისო დებულება რაღაც პასუხით;

 

ყურადღება: ლოგიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა რაც კითხვის დასმას და დამსმელს წაეყენება არი ის რომ კითხვის ბაზისური ნაწილის დებულება უნდა იყოს ჭეშმარიტი ;

წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვა ითვლება ლოგიკურად არაკორექტულად(ყოველთვის დაუკვირდი კითხვის ბაზისს, როცა ვიღაც რაღაცას გეკითხება)

მაგ. როდის დაწერა დოსტოევსკიმ „ომი და მშვიდობა ?“

ლოგიკურად არა კორექტული კითხვაა,რადგან ამ კითხვის ბაზისური ნაწილი მცდარია და არა ჭეშმარიტი

როდის დაწერა დოსტოევსკიმ „ომი და მშვიდობა ?“

დოსტოევსკის არ დაუწერია კითხვის ბაზისი მცდარია;

 

ხხხხ

დასკვნა-ესეც აზროვნების ფორმაა ;

ორი ამ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დებულებიდან  (ეწოდებათ წანამძღვრები) გამომდინარეობს ახალი დებულება,რომელსაც ეწოდება დასკვნა;

(შენიშვნა : სამწუხაროდ ზოგ ადამიანს  დასკვნა ვერ გამოაქვს)

 

მაგ: 

წანამძღვრებია : ა)ყველა ცხოველს საკვები ჭირდება

                                     ბ)ცხენები- ცხოველები არიან

                                    დასკვნაა  : ცხენებს საკვები ჭირდებათ;

 

ლოგიკური დასკვნები  3 სახისაა :

1.      დედუქციური დასკვნა

2.      ინდუქციური დასკვნა

3.      დასკვნა ანალოგიით

 

 

დედუქციური დასკვნა(deducto-გამოყვანა)-როცა ზოგადი წესიდან გამოყავთ  დასკვნა  რაიმე კერძო შემთხვევისთვის ;

მაგ;

ზოგადი წესი  :ყველა მტაცებელი იკვებება ხორცით;

კერძო შემთხვევა :ლომი მტაცებელია;

დედუქციური დასკვნა :  ლომი იკვებება ხორცით;

 

დედუქციური დასკვნების ღირსება ისაა რომ ისინი სარწმუნოა;

დედუქციურ დასკვნას ეწოდება  სილოგიზმი

Silogsmos-შეჯამება (ბერძ) შედეგის გამოყვანა

 

ინდუქციური დასკვნა(inductio-დამიზნება)-როცა რამოდენიმე განსხვავებული კერძო შემთხვევიდან გამოყავთ საერთო წესი ანუ დასკვნა;

მაგ.

 (განსხვავებული კერძო შემთხვევები):

პეტიას უყვარს თამაში; ვანიას უყვარს თამაში;ნასტიას უყვარს თამაში;

 პეტია,ვანია,ნასტია ბავშვები არიან;

ინდუქციური დასკვნა- ყველა ბავშვს უყვარს თამაში;

 

 

 

ხხხხხ

დასკვნა ანალოგიით (analogo-შესაბამისობა)-ობიექტების  ცალკეული ნიშან-თვისებების მსგავსების საფუძველზე კეთდება დასკვნა მათი მსგავსების შესახებ, სხვა ნიშან-თვისებების მიხედვითაც;

მოტოციკლისტ ვასიას უყვარს თავისი მოტოციკლი,სწრაფი სიარული ,ბრტყელი გზა და არ უყვარს მანქანები

მოტოციკლისტ კოლიას  უყვარს თავისი მოტოციკლი,სწრაფი სიარული ,და ბრტყელი გზა

 

დასკვნა ანალოგიით:   სავარაუდოდ,მოტოციკლისტ კოლიას  არ უყვარს მანქანები  ;

ხხხხხხ

ყურადღება : ინდუქციური დასკვნები და ანალოგიით დასკვნები ყოველთვის   სავარაუდოა(ეს დასკვნები არ არის 100%-ით სარწმუნო)

ამიტომ ოპონენტის  ინდუქციური დასკვნები და ანალოგიით დასკვნები  გამოცდილ დემაგოგს შეუძლია ყოველთვის ეჭვქვეშ დააყენოს;

 

ხხხ

ლოგიკური კანონები

(ლოგიკის კანონების ცოდნა გვეხმარება განვავითაროთ საკუთარი ლოგიკური აზროვნება და შევამჩნიოთ სხვათა ლოგიკური შეცდომები (უნებლიე თუ  განზრახი)  მაგ.ილია ჭავჭავაძემ კარგად  შეისწავლა ლოგიკა და ამჩნევდა ოპონენტთა  შეცდომებს  და მიწასთან ასწორებდა მათ .იხ. ილიას პუბლიცისტიკა)

 

ლოგიკური კანონი - ესაა აუცილებელი  და სწორი კავშირის დამყარება  ლოგიკურ ფორმებს(ცნება.დებულება,დასკვნა) შორის, როდესაც ხორციელდება აზროვნების  აქტი;

არსებობს 4 ლოგიკური კანონი :

 

1)იგივეობის კანონი

2)წინააღმდეგობის კანონი

3)გამორიცხული მესამის კანონი

4)საკმარისი საფუძვლის კანონი

 

ლოგიკის იგივეობის კანონი

(ანუ არისტოტელეს კანონი- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია ლოგიკაში)

ნებისმიერი აზრი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარი თავის  ტოლფასი (იგივური);

ანუ  აზრი  უნდა იყოს ნათელი , ზუსტი,მარტივი და განსაზღვრული;

ანუ სხვა სიტყვებით იგივეობის კანონი კრძალავს  ცნებების აღრევას დებულებებში ,

ანუ კრძალავს ერთი და იგივე სიტყვის გამოყენებას სხვადასხვა მნიშვნელობით ,

ასევე იკრძალება  სხვადასვა მნიშვნელობის ჩადება ერთი და იგივე სიტყვაში  და ამით ორაზროვნების შექმნა;

მაგ.

სტუდენტებმა  прослушали  ( მოისმინეს ან გამოტოვეს) მასწავლებლის ლექცია;

სიტყვას прослушали რუსულში ორი მნიშვნელობა აქვს ამიტომ 12  და დარღვეულია იგივეობის კანონი;

 

თუ იგივეობის კანონი ირღვეა  უნებურად ანუ უყურადღებობით ან უცოდინრობით ,მაშინ უბრალოდ ჩნდება ლოგიკური შეცდომები(რასაც იყენებს  ოპონენტი) ,ხოლო თუ ეს კეთდება განზრახ რათა თავგზა აუბნიონ ოპონენტს და დაასაბუთონ ,რაღაც მცდარი აზრი  ეს უკვე ლოგიკური შეცდომა კი არა სოფიზმია;

შენიშვნა : ბევრი ანეკდოტი,სასაცილო აფორიზმი,თავსატეხი;გამოცანა,სასაცილო დიალოგი   აგებულია სწორედ იგივეობის კანონის  დარღვევაზე;

მაგ.

-მე ხელი ორ ადგილას მოვიტეხე;

-მეტი აღარ იარო ამ ადგილებში;

 

ორაზროვანი  ვასკო -ოღონდაც

სოფისტი იაგო და სოფისტი გირჩი

 

ლოგიკის წინააღმდეგობის კანონი

 

თუ ერთი დებულება რაღაცას ამტკიცებს რაიმე ობიექტზე,ხოლო მეორე დებულება იმავე რაღაცას უარყოფს იმავე ობიექტზე; ამასთან ეს ხდება ერთი და იმავე დროს და ერთი და იმავე მოცულობით.მაშინ ეს დებულებები ერთდროულად არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი;

ეს ერთი შეხედვით მარტივი მაგრამ  ძალზე მნიშვნელოვანი  ლოგიკური კანონი კრძალავს რაღაცის მტკიცებას და უარყოფას ერთდროულად;

·         აშკარა წინააღმდეგობებს,როცა რაღაცა მტკიდება და მაშინვე ხდება მისი უარყოფა; ეწოდებათ კონტაქტური წინააღმდეგობები; ცხოვრებაში ასეთი წინააღმდეგობები ძალიან იშვიათად გვხვდება;

·         ფარული ანუ დისტანტური წინააღმდეგობები კი ძალიან ხშირად გვხვდება;ეს ისეთი დებულებებია ,რომელთა შორის მნიშვნელოვანი დროითი  ინტერვალებია;

მაგ.ორატორი სიტყვის დასაწყისში ერთს ამტკიცებს ,ხოლო სიტყვის ბოლოს(გარკვეული დროის შემდეგ) უკვე საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს;

 

შენიშვნა : წინააღმდეგობის დაუშვებლობის კანონზე აგებულია მთელი მათემატიკა;

 

 

ლოგიკის გამორიცხული მესამის კანონი

მდგომარეობს შემდეგში: ორი დებულებიდან ( A და არა A)  ერთერთი აუცილებლად ჭეშმარიტია ;

 

ანუ დებულება და მისი უაყოფა არ შეიძლება ერთდროულად იყვნენ   ჭეშმარიტი ან მცდარი;

მარტივად რომ ვთქვათ ერთ-ერთის ჭეშმარიტება, იმავდროულად მეორის მცდარობას ნიშნავს;

და პირიქით

ერთ-ერთის მცდარობა  იმავდროულად მეორის ჭეშმარიტებას ს ნიშნავს;

 

შენიშვნა : მათემატიკა გამორიცხული მესამის  ამ კანონზეც    დგას;

 

 

 

ლოგიკის საკმარისი საფუძვლის კანონი

 

ეს არის პრინციპი,რომლის თანახმადაც ნებისმიერი  აზრის გამოხატულება (ცნება ან დებულება )შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტად ,მხოლოდ იმ შემთხვევაში  თუ ის დამტკიცებულია(დასაბუთებულია);

 

ანუ თუ  მოყვანილი იქნება საკმარისი !!!! მტკიცებულებები რომელთა ძალით ცნება ან დებულება ჩაითვალება ჭეშმარიტად

 

 

მაგ. 

ქუჩაში ლიპყინულია(თეზისი)

ვინაიდან მანქანები  არ დადიან(საფუძველი)

 

 

აქ დარღვეულია საკმარისი საფუძვლის კანონი.

რადგან თეზისი არ გამომდინარეობს საფუძვლიდან(უნდა გამომდინარეობდეს)

ის ფაქტი რომ მანქანები არ დადიან საკმარისი არაა იმის დასამტკიცებლად რომ ისინი არ დადიან მაინც და მაინც ლიპყინულის გამო

 

მაგ.

ოპოზიციამ არჩევნები წააგო(თეზისი)

ვინაიდან არჩევნები გაყალბდა(საფუძველი)

 

აქ დარღვეულია ლოგიკის ე.წ. საკმარისი საფუძვლის კანონი.

 

ის ფაქტი რომ ოპოზიციამ არჩევნები წააგო საკმარისი არაა იმის დასამტკიცებლად რომ წააგო მაინც და მაინც გაყალბების გამო;წაგების მრავალი სხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს ;

 

 

მაგ.

დანაშაული ჩაიდინა  პეტროვმა(თეზისი)

ვინაიდან მან თვითონ აღიარა ეს.(საფუძველი)

 

აქ დარღვეულია ლოგიკის საკმარისი საფუძვლის კანონი.

ის ფაქტი რომ აღიარა საკმარისი არაა იმის დასამტკიცებლად რომ დანაშაული მაინც და მაინც მან ჩაიდინა;აღიარების მრავალი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს;(წამება,ზეწოლა)

 

შენიშვნა:ლოგიკის საკმარისი საფუძვლის კანონზე დგას უდანაშაულობის პრეზუმპცია; ის ითხოვს უდანაშაულოდ ჩაითვალოს ბრალდებული ვიდრე მისი ბრალი არ დამტკიცდება;

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები