დემაგოგი
დემაგოგის ხრიკებია:
1. ნამდვილი ვითარების დამალვა
2. ცოტას თქმა და ბევრზე კი გაჩუმება
3. რაციონალური არგუმენტების მოყვანაზე განგებ უარის თქმა
ხ
დემაგოგის ხრიკებზე აყოლას მოსდევს იმედის გაცრუება და სკეპტიციზმი;
ხ
დემაგოგ(ებ)ისთვის ნიღაბის ჩამოხსნა შეუძლია მხოლოდ ხალხამდე მიტანილ
სიმართლეს;
ხ
დემაგოგი ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში საკუთარი მიზნების
მიღწევის მიზნით საჯაროდ ზემოქმედებს ბრბოზე : ემლიქვნელება,მიმართავს მის ემოციებს,მის
ინსტიქტებს და მის ცრურწმენებს;
ხ
დემაგოგი საკუთარ თავს წარმოაჩენს ისე თითქოს შორს დგას
სიცრუისგან და არ არის სიძულვილის გამჩაღებელი
ხ
დემაგოგი განგებ აზვიადებს ან პირიქით ძალზე გამარტივებულად წარმოაჩენს რაიმე ფაქტს,სინამდვილეს;
ხ,
დემაგოგი იმას რისი თავზე მოხვევაც თავად უნდა წარმოაჩენს ყველა
კეთილი ნების მქონე ადამიანის საქმედ;
ხოლო თავზე მოხვეულ საკუთარ მეთოდს
წარმოაჩენს ერთადერთ შესაძლებელ და სწორ ვარიანტად;
ხ
დემაგოგები
ესწრაფვიან არა საუკეთესოს ყველასთვის,არა ჭეშმარიტებას,არა მშვიდობას და
სამართლიანობას,არამედ საშულებას წარმოაჩინონ
საკუთარი პერსონალური ინტერესები
როგორც საზოგადოებრივი ინტერესები,ხოლო საკუთარი გადაწყვეტილებები,
როგორც ერთადერთი სწორი;
ხ
დემაგოგების
ტაქტიკა დისკუსიებში არის სკანდალური თავდასხმა ოპონენტზე,მათი მბრალდებლებისთვის იქით ბრალის დადება და არა დასაბუთებული პასუხი ;
დემაგოგების
მეთოდი-ყველაფრის ინტერპრეტაცია თავის სასარგებლოდ და ოპონენტების საზიანოდ;არ
ერიდებიან არც აშკარა ,თავხედურ ტყუილებს,რათა საკუთარი პოზიციები საჯარო დისკუსიის დროს არ შეუსუსტდეთ არასოდეს უთმობენ ოპონენტებს;
ხ
დემაგოგების
მიზანია-არა კონსტრუქციული დიალოგი ან მშვიდობიანი თანაარსებობა,არამედ
გაუთავებელი პროვოკაციებით სიძულვილის გაღვივება განსხვავებული აზრის მიმართ და მაყურებლის
თვალწინ საჩვენებელი დაპირისპირება;დემაგოგებს ეს დაპირისპირება სჭირდებათ ,რათა არ მოუწიოთ საკუთარი
ტყუილის აღიარება და გამოსწორება;დემაგოგებს დაპირისპირება სჭირდებათ საკუთარი
ნების ოპონენტებისთვის და მაყურებლებისთვის თავსმოსახვევად;
დემაგოგებთან
კომპრომისის მიღწევა შეიძლება თუ ოპონენტები მოახერხებენ და მნიშვნელოვნად გადაწონიან მათ ინტერესებს,თუმცა
ამ კომპრომისს დემაგოგები თავიანთ გამარჯვებად გამოაცხადებენ;
დემაგოგს შეიძლება ქონდეს ნებისმიერი მიზანი,გარდა
ჭეშმარიტების გარკვევისა;
დემაგოოგიის დროს ნებისმიერი არგუმენტი ითვლება „სწორად
‘’ თუ ის მიმართულია დემაგოგის მიზნის მიღწევისკენ;
დემაგოგი არ ანათლებს მათ ვისაც
ესაუბრება(ოპონენტს, და მასას),არამედ თვალსუბამს,გადააქვს მათი ყურადღება,აყენებს
მცდარ გზაზე;
დემაგოგი მიმართავს არა ხალხის გონებას,არა მის
კეთილ ნებას,არამედ ბნელ გრძნობებს და ვნებებს;
დემაგოგს პასუხიმგებლობის გრძნობა არ გააჩნია;
დემაგოგი კი არ არკვევს ჭეშამარიტებას და განმარტავს საქმის რეალურ ვითარებას,არამედ
ამრუდებს სინამდვილეს ისე ,როგორც მას სჭირდება;
დემაგოგი კი არ უმტკიცებს ხალხს ,არამედ აცდუნებს და აშინებს;
დემაგოგი ცდილობს ხალხში გააღვიძოს ეჭვი,გაამწვავოს უნდობლობა,გამოიწვიოს შეურიგებელი
შური და სიძულვილი ოპონენტის მიმართ;
დემაგოგის ხრიკები:
ხრიკი -მცდარი
სილოგიზმების აგება
დემაგოგის
მიერ ლოგიკის განზრახ დარღვევა-გარეგნულად ლოგიკა შენარჩუნებულია მაგრამ შეიცავს ლოგიკურ შეცდომას ;
მაგ:
ჩვენ-მწითურები
ვართ.
ლომები-მწითურები
არიან.
მაშასადამე ჩვენ ლომები ვართ ;
!
ან
ჩვენს ჯარისკაცებს ყოველთვის მშვიდობა
მოაქვთ.
მათ ესროლეს ჩვენს ჯარისკაცებს.
მაშასადამე აგრესორები ისინი არიან;
ხრიკი- სოფიზმები
სოფიზმები უფრო რთული კონსტრუქციებია ვიდრე -მცდარი
სილოგიზმები.ეს უფრო გამოცდილ დემაგოგებს შეუძლიათ;
ხ
]
ხრიკი-ოპონენტის
თეზისის განგებ შეცვლა
დემაგოგი აგებს თავის მტკიცებულებას იმაზე ,რომ ოპონენტმა
არაკორექტული დებულება მოიყვანა;უქმნის უყურადღებო მაყრებელს შთაბეჭდილებას (ზოგჯერ
თავად ოპონენტსაც),რომ მან მარლაც რაღაც არაკორექტული თქვა;
დემაგოგი ამას აღწევს მრავალჯერადი განმეორებით:
მაგ:
ოპონენტი: „მზიანი დღეები-ეს კარგია ‘’
დემაგოგი :“ყველა დღე რომ მზიანი იყოს,მაშინ არასოდეს
იქნებოდა წვიმა.წვიმის გარეშე დადგებოდა გვალვა
და შიმშილით მოკვდებოდა ხალხი“
თეზისის შეცვლის ხრიკის გამოყენებისას დემაგოგი საუბარს იწყებს ოპონენტის დებულებაზე შემდეგ კი თანდათან გადადის სხვა დებულებაზე
და ამტკიცებს იმ სხვა დებულებას;
ხ
ხრიკი-კონცენტრაცია
დეტალებზე
დემაგოგი
დისკუსიაში ყურდღებას განგებ ამახვილებს
უმნიშვნელო ფაქტებზე და გარემოებებზე;ზოგჯერ ავითარებს მის თავში მოსულ პირველივე
ასოციაციას;
გამოცდილი
დემაგოგი ცდილობს
კონცენტრაცია მოახდინოს ოპნენტის თუნდაც უმნიშვნელო შეცდომაზე ან უზუსტობაზე, ან შეფერხებაზე;
ხ
ხრიკი-განხილვის საგნიდან
ოპონენტის პიროვნებაზე გადასვლა და ოპონენტის პიროვნების განხილვა;
საკუთარი
დებულებების ჭეშმარიტების და ოპონენტის
დებულებების მცდარობის დამტკიცების ნაცვლად დემაგოგი მიმართავს ხრიკს;აკრიტიკებს
არა ოპონენტის არგუმენტებს,არამედ ოპონენტის პიროვნებას;
დემაგოგი
ცდილობს დააჯეროს მაყურებელი ,რომ ოპონენტი ცუდი პიროვნებაა,უღირსი ტიპია,რომელიც
ვერ ერკვევა საკითხში,მიკერძოებული და ფარისეველია;
მაგ . „რა
შეუძლია თქვას პოლიტიკაზე მამაკაცმა, რომელსაც თმაც არ აქვს?’’
.
ასეთი არგუმენტაცია ხშირად ახდენს გავლენას
მცირედგანათლებულ მასაზე,რომლის წევრებს არა აქვთ საკმარისი ცოდნა და ლოგიკური
აზროვნების უნარები,რათა გაცნობიერებულად გაანალიზონ დემაგოგის არგუმენტაციის
სისუსტე და გაუცნობიერებლად ენდობიან იმას,ვინც მის თვალში უფრო ავტორიტეტულად
გამოიყურება;
ოპონენტის პიროვნებაზე გადასვლის ერთ-ერთი ხრიკია
ვინმე ადვილად გასაკრიტიკებელი პირის მონახვა,რომელსაც თავის დროზე ჰქონდა
ოპონენტის მსგავსი აზრი და მასთან ოპონენტის შედარება;
მაგ.
ოპონენტი:- სახელმწიფო უნდა ებრძოლოს სიგარეტის მოწევას
დემაგოგი:მართლა ?და თქვენ იცით რომ სიგარეტის
მოწევასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა მესამე რეიხში მიიღეს და რომ ჰიტლერი მოწევის თავგადაკლული მოწინააღმდეგე
იყო;
ხხხხ
ხრიკი-მანკიერი
წრე
დემაგოგი საკუთარ
არგუმენტს „ამტკიცებს“ ოპონენტისვე თეზისზე დაყრდნობით:
ოპონენტი : რა არის იმის მიზეზი ,რომ ოპიუმი ძილს იწვევს
?
დემაგოგი :გპასუხობთ,მიზეზი ისაა რომ ოპიუმს აქვს თვისება
გამოიწვიოს ძილი;
ან
ოპონენტი : რატომ თვლით,რომ სამყარო ვიღაცამ შექმნა
?
დემაგოგი : თავისით ხომ არ გაჩნდებოდა,შემქნელის ნების
გარეშე ?
ხხხხ
ხრიკი- აპელაცია საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებებზე
ამ
ხრიკის გამოყენებისას დემაგოგის არგუმენტაცია იწყება გამოთქმით „ყველამ იცის რომ..“ „ნათელია რომ...’’ „ყველა წარმატებულმა ბიზნესმენმა იცის,რომ ...’’და მსგავსი კონსტრუქციებით
ამ დროს
დემაგოგი იყენებს მსმენელის ცრუ სიამაყეს;თუ რაღაც საყოველთაოდაა ცნობილი ოპონენტს
და მსმენელებს უჭირთ გამოტყდნენ რომ ასეთი რამ არასოდეს სმენიათ..
ხრიკი აპელაცია
ავტორიტეტებზე
დემაგოგს მოჰყავს ნამდვილი და ცრუ ავტორიტეტების გამონათქვამები და ციტატები,რომლებიც
ეთანხმებიან მის გამონათქვამებს;ეს მოქმედებს ადამიანებზე რომლებიც ენდობიან ავტორიტეტებს;
ხხხ
ხრიკი -შიშველი
მტკიცებულებები არგუმენტაციის გარეშე
დემაგოგის კიდევ ერთი ხრიკია;
ხხხხ
ხრიკი-არგუმენტი რომელიც აპელირებს რაღაცის არ ცოდნაზე
დემაგოგის ასეთი არგუმენტი გათვლილია ოპონენტის და მსმენელის
გაუთვითცნობიერებულობაზე;დემაგოგი აცხადებს რომ მისი დებულება ჭეშმარიტია,რადგან არავის
დაუმტკიცებიარომ ის მცდარია;
ან პირიქით დემაგოგი აცხადებს, რომ რაღაც მცდარია,რადგან არავის დაუმტკიცებია რომ ის რაღაც
ჭეშმარიტია;
მაგ.- მოჩვენებები არსებობს,ვინაიდან აჯერ არავის დაუმტკიცებია
,რომ ისინი არ არსებობს;
ხხხხ
ხრიკი-ცრუ ალტერნატივა ანუ ცრუ დილემა
გავრცელებული ხრიკია და ეფუძნება ალტერნატივის სახით მხოლოდ ორი ვარიანტის მოყვანას,გაცილებით მეტი შესაძლო ვარიანტიდან;
ცრუ ალტერნატივაა აგრეთვე ორი ან მეტი ვარიანტის ალტერნატიულად დასახელება
და მოყვანა ,როდესაც ისინი სინამდვილეში არ არიან ერთმანეთის მიმართ ალტერნატიულები
და შეიძლება მათი გაერთიანება ერთ ვარიანტში;
-ძვირფასო,არ შეგიძლია არ იყვირო ?
-იქნებ შენს წინაშე მუხლებზეც ვიხოხო ?
ან
რა უფრო მთავარია:მოქალაქეთა პირადი უფლებები თუ კოვიდთან
ბრძოლა ?
რა უფრო მთავარია: დემოკრატია თუ სტაბილურობა ?
ხხხხ
ხრიკი - „აქედან
გამომდინარე“
დემაგოგის მიერ „არგუმენტის „ ლოგიკურად შეფუთვა, რა დროსაც მიზეზ-შედეგობრივ
კავშირი გაიაიგივებულია და შევცვლილია ქრონოლოგიურ კავშირით:
„სერიული მკვლელი ბავშვობიდან გატაცებული იყო საფოსტო მარკებით,აქედან
გამომდინარე ფილატელია ადამიანებს სასტიკ მკვლელებად აყალიბებს;
ნუ ენდობით დემაგოგებს!
კრიტიკულად გაანალიზეთ დემაგოგების განცხადებები!
დაინახეთ მათი რეალური ინტერესები !
Комментарии
Отправить комментарий