მეფეთა სიუხვე და სიძუნწე (ნიკოლო მაკიაველი „მეფე ‘’ ფრაგმენტი )



·           დავიწყებ პირველი თვისებით; კარგია უხვი მეფის სახელის ქონა.მიუხედავად ამისა,

·          ვინც სიუხვეს იჩენს იმისათვის, რომ უხვის სახელი დაიგდოს, ზიანს აყენებს საკუთარ თავს;

·         ვინაიდან ,თუ გამოავლენ სიუხვეს ფარულად და ისე ,როგორც საჭიროა, ვერავნ შეიტყობს ამის შესახებ,    ბრალს  კი დაგდებენ სიძუნწეში;

·         ამიტომ ,იმისათვის რომ ადამიანებს შორის  უხვის სახელი მოიხვეჭო,    მოგიწევს  დაოსტატდე დიდ  წამოწყებებში,მაგრამ ასე თუ მოიქცევი გამოაცარიელებ ხაზინას,რის შემდეგაც, რადგან არ მოისურვებ  უარი თქვა უხვი მმართველის სახელზე , იძულებული იქნები დაუმძიმო ხალხს გადასახადები და მიმართო არაკეთილგონივრულ საშუალებებს ფულის მოძიების;

·         ყველაფერ ამით თანდათან წარმოქმნი ქვეშევრდომთა სიძულვილს,ხოლო დროთა განმავლობაში ,როცა გაღარიბდები ზიზღსაც კი;

·         და მას შემდეგ რაც ბევრს გააკოტრებ შენი „სიუხვით’’ და ცოტას კი გააბედნიერებ,პირველივე გართულება შენთვის უბედურებად შემოტრიალდება,ხოლო პირველივე საშიშროება დამხობად;

·    ხოლო თუ დროულად გონს მოეგები და მოინდომებ საქმის გამოსწორებას ,შენ მაშინვე დაგადანაშაულებენ სიძუნწეში;

·         მაშ ასე,რადგან მეფეს არ შეუძლია საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე  სიუხვის გამოჩენა ,ისე რომ ეს სიუხვე აღიარონ ,ხომ არ იქნებოდა მისთვის უფრო გონივრული შეგუებოდა ძუნწი მმართველის სახელს ?!;

·         ვინაიდან,დოთა განმავლობაში,როცა ადამიანები დაინახავენ ,რომ მომჭირნეობის წყალობით მეფე კმაყოფილდება არსებული შემოსავლებით და აწარმოებს საკუთარ კამპანიებს ისე, რომ არ უმძიმებს ხალხს გადასახადებს ,მას განუმტკიცდება უხვი მმართველის სახელი;

·         და მართლაც ის აღმოჩნდება უხვი იმათ მიმართ ,ვისაც არაფერს წაართმევს(ასეთები კი უმრავლესობაა) და ძუნწი იმათ მიმართ ვისი გამდიდრებაც შეეძლო(ასეთები კი მხოლოდ ერთეულები არიან);

·         ჩვენს დროში,მხოლოდ მათ განახორციელეს დიდი საქმეები ,ვინც ძუნწის სახელი გაითქვა;დანარჩენები  შეუმჩნევლად წავიდნენ;

·         პაპს იულიუსს მანამდე სურდა უხვის სახელი ჰქონოდა, ვიდრე პაპის ძალაუფლებას მიაღწევდა ,რისი მოპოვების  შემდეგაც ,ომისთვის მზადების დროს ,სიუხვეზე ფიქრიც კი დაივიწყა;

·         დღევანდელმა საფრანგეთის მეფემ ჩაატარა რამდენიმე ომი განსაკუთრებული გადასახადების შემოღების გარეშე,მხოლოდ იმიტომ რომ წინასწარ გათვალა მოსალოდნელი ხარჯები და გამოიჩინა ჯიუტი მომჭირნეობა;

·         დღევანდელი ესპანეთის მეფე არ დაიწყებდა და არ  მოიგებდა ამდენ კამპანიას ,რომ გაფრთხილებოდა „უხვი მეფის“ სახელს;

·         მაშ ასე,იმისათვის რომ არ ძარცვოს ქვეშევრდომები ,ჰქონდეს სახსრები თავდაცვისათვის,არ გაღარიბდეს ,არ გამოიწვიოს ზიზღი,არ გახდეს უნებლიედ ხარბი, მეფემ ყურადღება არ უნდა მიაქციოს „ძუნწი“ მმართველის სახელს .

·         სიძუნწე ერთ-ერთი იმ ნაკლთაგანია ,რომელიც საშუალებას აძლევს მეფეს მართოს;

·         თუ მე მეტყვიან რომ კეისარმა გზა გაიკაფა სიუხვით და ბევრმა სხვამაც ამით მიაღწია ყველაზე მაღალ ხარისხებს ,მე ვუპასუხებ: შენ ან უკვე მიაღწიე ძალაუფლებას,ან ჯერ კიდევ მისკენ მიმავალ გზაზე ხარ; პირველ შემთხვევაში სიუხვე მავნებელია,მეორე შემთხვევაში კი აუცილებელი;

·         კეისარი რომზე აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების გზაზე იყო,ამიტომ  სიუხვეს მისთვის არ შეეძლო ზიანი მოეტანა;მაგრამ მის მპყრობელობას ბოლო მოეღებოდა, თუ ის ძალაუფლების მიღწევის შემდეგაც უფრო დიდხანს იცხოვრებდა და ხარჯებს არ შეამცირებდა;

·         თუ შემეწინააღმდეგებიან და მეტყვიან,რომ ბევრი იყო ჯარების სათავეში და მათ მოიმოქმედეს დიადი საქმეები ,თან იმავდროულად  სახელგანთქმულები იყვნენ, როგორც ყველაზე უხვები !

·         მე ვუპასუხებ,რომ შეიძლება ხარჯო ან შენი საკუთარი,ან სხვისი;

·         პირველ შემთხვევაში სასარგებლოა მომჭირნეობა,ხოლო მეორე შემთხვევაში რაც შეიძლება მეტი სიუხვე;

·         თუ შენ მიგყავს ჯარი ,რომელიც იკვებება დარბევით,ძრცვით და სხვისი სიმდიდრით შენ აუცილებლად უნდა იყო უხვი;სხვა შემთხვევაში ჯარისკაცები არ გამოგყვებიან;

·          ქონება რომელიც შენ არ გეკუთვნის და არც შენს ქვეშევრდომებს   ყოველთვის შეგიძლია არიგო უხვი ხელით ,როგორც ამას აკეთებდნენ კეისარი,ალექსანდრე მაკედონელი და კიროსი;

·         ვინაიდან,როცა ფლანგავ სხვისას შენ იხვეჭ უხვის სახელს ,ხოლო  როცა ფლანგავ საკუთარს მხოლოდ საკუთარ თავს ვნებ;

·         სხვა არაფერი არ ფიტავს საკუთარ თავს ისე,როგორც სიუხვე;

·         როცა სიუხვეს  იჩენ კარგავ თავად შესაძლებლობას მისი გამოჩენის;

·         ან ღარიბდები და იწვევ ზიზღს ,ან სიღარიბისგან თავის დაღწევის სურვილით შეპყრობილი სხვებს ძარცვავ,რითაც საკუთარ თავზე სიძულვილს იტეხავ;

·         ამასთან, ქვეშევრდომთა ზიზღი და სიძულვილი სწორედ ისაა,რასაც ყველაზე უფრო უნდა ერიდოს მეფე;

·         სიუხვეს მიყავხარ ერთისკენაც და მეორისკენაც ;

·         ამიტომ მეტი სიბრძნეა იმაში რომ ძუნწის სახელით   შეიძინო ცუდი რეპუტაცია- ოღონდ  სიძულვილის გარეშე !

 

რუსთაველი მეფეთა  სიუხვეზე

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
 დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
 უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.




 „მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
 უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
 სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
 რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები