თურე ბედი მოაღალფებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა-რუსთველის აფორიზმები კომენტარებით !

 

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.(ეს ეხება ე.წ. რბილ(არა უხეშ) ძალას ეს რბილი ძალა ნელ-ნელა უკეთეს შედეგს გამოიღებს ვიდრე მკვეთრი და უხეში ძალა )

რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია(როსტევანი თინათინს  აფორიზმი: სხვათა ერთგულების და ლოიალობის მოსაპოვებლად საჭიროა რაღაც ფასეულობის გაცემა)

კაცმან საქმე მოაგვაროს,ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს(თინათინი როსტევანს პრობლემის გადაწყვეტისკენ მოუწოდებს და არა ფუჭი განცდებისკენ )

მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად(ავთანდილი შერმადინს აფორიზმი:რაიმე პრობლემის მოგვარება,მიზნის მიღწევა  დიდ და სწორ ძალისხმევას მოითხოვს )

ავსა კარგად ვერვინ შეცვლის,თავსა ახლად ვერვინ იშობს(ავთანდილი თავის თავს მოუწოდებს შეეგუოს არსებულ სიტუაციას ,რეალობას, არ ღირს წარსულზე,დაშვებულ შეცდომაზე დარდი საჭიროა დაშვებული  შეცდომის გამოსწორება და არა ფუჭი განცდები)

განგებასა ვერვინ შეცვლის,არ-საქმნელი არ იქნების(ავთანდილი თავის თავს მოუწოდებს გადაულახავ წინააღმდეგობაზე დროის და ენერგიის დაკარგვა არ ღირს.მთავარია დროზე გაარკვიო  და მიხვდე წინააღმდეგობა,დაბრკოლება რომ გადაულახავია. )

საუბარმა უმეცრულმა შმაგი უფრო გააშმაგოს(ავთანდილი თავის თავს აფრთხილებს კონფლიქტის გამომწვევ  და გამამწვავებელ კონფლიქტოგენებზე(უმეცრულმა სიტყვამ ან ქცევამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს ან კიდევ უფრო გაამწვავოს მით უფრო თუ კონფლიქტურ ადამიანთან გაქვს საქმე(შმაგთან))

ღმერთმა ერთი ვით აცხოვნოს,თუ მეორე არ წაწყმიდოს(ტარიელი ავთანდილს კონკურენტულ ბრძოლაზე ესაუბრება ; გამარჯვებული ნიშნავს რომ იქვე ახლოს  არსებობენ დამარცხებულებიც.მთავარია ეს დამარცხებული შენ არ აღმოჩნდე)

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია(ტარიელი ავთანდილს ესაუბრება  გარემოს ხელისშემშლელ გარემოებებზე,დაბრკოლებებზე)

არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა(ტარიელი ფრიდონს შიშის(ყველაზე დიდი შიშის სიკვდილის შიშის ) დაძლევაზე გადალახვაზე ესაუბრება.კარგ ჭაბუკებს შიშის გადალახვა შეუძლიათ სხვებისგან განსხვავებით,რომლებსაც ლაჩრები ჰქვიათ)

ყოლა ჭირი არ ეგების,თუმცა ლხინმან არ დასძლია(ფრიდონი ტარიელს მოუწოდებს პოზიტიური ცხოვრებისეული პოზიცისკენ.საჭიროა მეტი  ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა არ არსებობს ჭირი რომელსაც ლხინი არ შეცვლის)

თურე ბედი მოაღალფებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა(მონები ტარიელს უხსნიან  დაუძლეველ გარემოებების ცუდ გავლენას ადამიანზე,დაუძლეველი დაბრკოლება იწვევს ადამიანის დაბეჩავებას,გაწბილებას,დაჩაგვრას- მაგ.უმუშევრობა მოაღალფებს ანუ  დაჩაგრავს,დააბეჩავებს კაცს.ან რამე ცხოვრებისეული ტრაგედია(ბედი) მაგ.  მშობლის ან შვილის ან მეუღლის სიკვდილი, დაკარგვა,გაყრა,ოჯახის დანგრევა)

სხვისი სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი(ავთანდილი ტარიელს მიუთითებს გარეშე ოღონდ გონივრული რჩევის სარგებლიანობაზე.ადამიანისთვის  გარე ობიექტური  შეფასებაც  უაღრესად  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სუბიექტური თვითშეფასება)

რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ხამს ჭირისა,ვით დღისა გარდასულისა.(ავთანდილი თინათინს  ეუბნება: როცა მიზანი მიღწეულია დავიწყებას ეძლევა გადატანილი სიძნელეები.)

ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა ?(ავთანდილი თინათინს ეუბნება აფორიზმს პირობის გამტეხავზე,გადამგდებზე,ასეთი ვინმეს მეორედ ნდობა აღარ შეიძლება)

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად(ავთანდილი თინათინს : აფორიზმი ნამდვილ  მეგობრობაზე.მეგობარი მეგობრისთვის მტკიცე ხიდია ცხოვრებისეულ გზაზე)

გული კრულია კაცისა,ხარბი და გაუძღომელი,

გული-ჟამ-ჟამად ყოვლთა ჭირთა მთმო,ლხინთა მდომელი,

გული-ბრმა,ურჩი ხედვისა,თვით ვერას ვერ გამზომელი

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი,ვერცა პატრონი რომელი.(ავთანდილი თავის თავს აფორიზმი მოუთმენლობაზე,ადამიანური ემოციების დიდ ძალაზე და ემოციების აყოლით  გამოწვეულ დიდ პრობლემებზე)

 

კვლა გულსა ეტყვის“დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა,

არ დავთმოთ,რა ვქნათ,სევდასა,მითხარ რა მოვუგვაროთა?

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან,ჭირნიცა შევიწყნაროთა“(ავთანდილი თავის თავს აფორიზმი მოთმინებაზე.ზოგჯერ მოთმინება ერთადერთი სწორი  გამოსავალია სიტუაციიდან.)

ხამს სტუმარი სასურველი,მასპინძელი მხიარული(ვაზირთან ავთანდილის სტუმრობა აფორიზმი სტუმარ-მასპინძლობაზე. სტუმარი უნდა იყოს მასპინძლისთვის სასურველი,მასპინძელი კი მხიარული და ყურადღებიანი.სადაც სასურველი სტუმარი არ ხარ იქ არ უნდა წახვიდე.სადაც მხიარული მასპინძელი არ დაგხვდება იქ არ უნდა გაჩერდე)

ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა,უშურველისა(ავთანდილი ვეზირს აფორიზმი მადლიერებაზე.ადამიანი უნდა იყოს მადლიერი.ადამიანი არ უნდა იყოს უმადური,სიკეთეს სიკეთით უნდა პასუხობდეს და არ უნდა იფერებდეს  .სიკეთეს არ უნდა პასუხობდეს ან იგნორირებით ან ბოროტებით).

რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა,ფიცთა გამტეხელსა !(ავთანდილი ვაზირს აფორიზმი პირობის გატეხვაზე.პირობის გამტეხავი გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვებული ვერ დარჩება.ის აუცილებლად სასტიკად დაისჯება.)

ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების(„ვეზირი ავთანდილს აფორიზმი გააზრებულ სიმამაცესა და გონივრულ  თავშეკავებაზე.ადამიანმა უნდა იცოდეს რა,სად , როდის  და როგორ უნდა თქვას . გონიერმა ადამიანმა ასევე უნდა იცოდეს  რა არ უნდა თქვას.  )

ავსა კაცსა ურჩევნია,ავსამცა რას ადრე სცნობდა (როსტევანი ვეზირს აფორიზმი-ბოროტზე.ბოროტ  ადამიანს უხარია როცა სხვის შესახებ რაიმე ცუდს გაიგებს.დღეს „ავი ახალი ამბები“ მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში წახალისებულია,რაც ადამიანებში ქვენა გრძნობებს აღვივებს.ამას პოლიტიკური მიზნებით აკეთებენ.)

მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომელ კაცი თავსა ივნებს(რუსთაველი აფორიზმი სერიოზულ შეცდომაზე, წინდაუხედავობაზე,  შედეგების გაუთვლელობაზე)

ვინ არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს,თქმულა“ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს“(ვეზირი ავთანდილს აფორიზმი :ვინმესთვის შეპირებული  ანაზღაურების სავალდებულო გადახდაზე,დაპირებულისარ მიცემა ან  სრულად არ მიცემა იმედგაცრუებული ადამიანის მომდურებას და გაორგულებას ,ზოგჯერ მტრად მოკიდებას იწვევს )

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა(ავთანდილი ვეზირს აფორიზმი:უკმაყოფილო ადამიანის ყოლას ჯობია საერთოდ არ გყავდეს ასეთი შენს გვერდზე.მაგ.ბიზნესით დაკავებული ცდილობს არ ყავდეს არცერთი უკმაყოფილო კლიენტი.უარყოფითი „ოტზივების“ და „ფიდბეკების“ შიშით.)

ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი (რუსთაველი აფორიზმი: ემპათიაზე თანაგრძნობაზე.ადამიანს როცა უჭირს მაშინ ჭირდება დახმარება სხვა დროს ეს მას ისედაც არ ჭირდება ).

რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა !(ავთანდილი შერმადინს აფორიზმი :უსამართლობის გამო სამაგიეროს გადახდაზე.თუ დამნაშავეს სახელმწიფო სამართალი არ სჯის, ხოლო დაზარალებული ვერ სჯის ,მაშინ ცხოვრებისეული გარემოებები („ღმერთი“) დასჯის.დანაშაული მაინც  არავის შერჩება.

ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს (ავთანდილი შერმადინს აფორიზმი: სიცრუე და ღალატი ტოლფასია ღმერთის გმობის.თითოეულ სიცრუეს და ღალატს წინ უძღვის ღმერთის ცნებების დავიწყება და ღმერთის გმობა.)

 

სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა :

პირველ ნდომა სიახლისა ,სიშორისა ვერ მოთმენა,

მიცემა და არას შური,ჩუქებისა არ მოწყენა,

გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა

(ავთანდილი შერმადინს აფორიზმი : როგორ გამოვიცნოთ ნამდვილი  მეგობარი ? მეგობარს ყოველთვის მეგობართან ახლოს ყოფნა სურს,მეგობარს მეგობრისთვის არაფერი არ ენანება,მეგობარი მეგობარს ყველაფერში ეხმარება,მეგობარი მეგობრისთვის დიდ სირთულეებს გადალახავს და გამოვა საკუთარი კომფორტის ზონიდან)

 

პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების(ავთანდილი შერმადინს აფორიზმი: პატრონის ერთგულებაზე)

 

ხამს მამაცი გაგულოვნდეს,ჭირსა შიგან არ დაღონდეს (ავთანდილი შერმადინს: პრობლემის მოგვარებაზე.როცა პრობლემა ჩნდება ადამიანმა უნდა მოახდინოს საკუთარი ძალების მობილიზება და არა მოდუნდეს და ხელები ჩამოუშვას)

თავსა ნუ მოიკლავ,სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა(ავთანდილი შერმადინს: სუიციდზე.ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს.ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარი თავის წინაშე)

 

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა (ავთანდილი როსტევანს  აფორიზმი :სიცრუეს და ღალატს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.ფიზიკურად და  მორალურად ნადგურდება(ან ანადგურებენ ) თავად ის პიროვნებაც ვინც სიცრუის და ღალატის გზას ირჩევს. )

 

ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად

ვინ საზღვრებსა დაუსაზღვრებს,ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად

იგიგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად,ასსა ერთად

(ავთანდილი როსტევანს აფორიზმი :უხილავ ღვთიურ არამიწიურ ,ზებუნებრივ  ძალაზე)

 

რაცა ღმერთსა არა სწადდეს,არა საქმე არ იქმნების (ავთანდილი როსტევანს აფორიზმი : ღვთიური ძალა,განგება,ადამიანისთვის  დაუძლეველი ძალაა)

 

არას გარგებს სიმძიმილი,უსარგებლო ცრემლთა დენა;

არ  გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;

წესი არის მამაცისა მოჭირვება,ჭირთა თმენა.

არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა

(ავთანდილი როსტევანს აფორიზმი : ღვთიური ძალა დაუძლეველი ძალაა გამოსავალია მხოლოდ მოთმინება და მიღება )

 

 

არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;

ვჰგმობ კაცსა აუგიანსა,ცრუსა და ღალატიანსა !

(ავთანდილი როსტევანს აფორიზმი :ზიანი ჩვენთვის ერთგულებას არ მოაქვს, ჩვენთვის ზიანი მოაქვს მხოლოდ  ჩვენს   სიცრუეს და ღალატს)

კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა,ქსლისა მბეჭველსა ?

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა !

(ავთანდილი როსტევანს აფორიზმი : სახელის ანუ საყოველთაო პატივისცემის/ავტორიტეტის  მოპოვება და შენარჩუნება  უფრო დიდი ფასეულობაა უფრო დიდი მიზანია  ვიდრე ნებისმიერი სხვა მიზანი. ეს მიზანი მიზნების იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას.ჯაბანი ,ჩმორი მამაკაცი ვინც ასეთ მიზანს არ ისახავს არაფრით განსხვავდება დიაცისგან.

 

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო,ვერცა კლდოვანი

მისგან ყოველი გასწორდეს,სუსტი და ძალ-გულოვანი

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

(ავთანდილი როსტევანს აფორიზმი : სიკვდილი ყველას და ყველაფერს ერევა და ათანასწორებს მაგრამ ადამიანისთვის უკეთესი არჩევანია სახელოვანი სიკვდილი, ვიდრე ნაძრახი სიცოცხლე. არ ღირს სიცოცხლე ყველაფრის ფასად)

 

 

სცთების და სცთების,სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად!

(ავთანდილი როსტევანს აფორიზმი :დიდი სიბრიყვეა სიკვდილის დავიწყება როცა რისკავ)

 

·         მართლად უთქვამს მეცნიერთა: „წყენააო ჭირთა ბადე“ (როსტევანი ვეზირს  ნებისმიერ კონფლიქტს ადამიანებს შორის საფუძვლად უდევს წყენა)

·         თუ თავი შენი შენ გახლავს,ღარიბად არ იხსენები(როსტევანი ავთანდილზე:მარტო არ ხარ თუ თავის მოვლა შეგიძლია თუ გაქვს ამის შნო და უნარი)

 

 

·         „თუ ყვავი ვარდსა იშოვნის,თავი ბულბული ჰგონია“(აფორიზმი. მეზალიანსზე.შეუფერებელ წყვილზე.ავთანდილი და ფატმანი.ვარდი ავთანდილია ყვავი ფატმანი.)

·         „მსგავსი ყველაი მსგავსა შობს,ესე ბრძენთაგან თქმულია“(აფორიზმი.აქ კი  იგულისხმება რომ რადგან ფრიდონი კარგია,ამიტომ მისი მონებიც კარგები არიან.)

·         „ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა“

რთულ საქმეს ვერ მოაგვარებს „ცრუ კაცი“ („ცრუ კაცი“-ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს ,ძირითადად თავის სასარგებლოს და არა სხვის სასარგებლოს)

 

·         „მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია

ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“

(აფორიზმი სიკეთე ყოველთვის საბოლოო ჯამში იმარჯვებს ბოროტებაზე ასეთია ეს „სოფელი“)

 

·                        „სდევს მიჯნურსა ფათერაკი,საწუთროსა დაანაღვლებს,

მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს,ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს:

მიჯნურობა საჭიროა,მით სიკვდილსა მიგვაახლებს,

გასწავლულსა გააშმაგებს,უსწავლელსა გაასწავლებს

(სიყვარული სახადივითაა,შეყვარებული(განსაკუთრებით ცალმხრივად შეყვარებული) თითქმის სიკვდილს უახლოვდება.გამოცდილ და ჭკვიანს სიყვარული ასულელებს,ხოლო გამოუცდელს და უვიცს ჭკუას ასწავლის საჭიროა მხოლოდ ერთადერთი რამ- გაძლება)

 

 

·         “ჭირსა შიგან გამაგრება,ასრე უნდა ვით ქვიტკირსა“(ქვითკირი-დუღაბი რომლითაც შენდებოდა  ძველად ციხე-სიმაგრეები.როცა ადამიანი გასაჭირში ვარდება,უნდა მოახდინოს მთელი თავისი რესურსის მობილიზება და თავი დააღწიოს გასაჭირს არ უნდა დანებდეს და არ უნდა შეეგუოს არსებულ ვითარებას,უნდა იბრძოლოს.)

 

·         „არ იცი  ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან !“ აფორიზმი:რაიმე პრობლემის მოგვარებას თან ახლავს სირთულეები და დაბრკოლებები რომლებიც უნდა ადამიანმა გადალახოს.

 

·         „ოდეს ტურფა გაიეფდეს,აღარა ღირს არცა ჩირად“ აფორიზმი რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება - ფასი უვარდება,ეკარგება.რაც ძნელად მოსაპოვებელია -ძვირად ფასობს.ჩირი ძალიან იაფი ღირდა.

 

·         „ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო ?“ ვერავინ მიაღწევს წარმატებას ანუ დასახულ მიზანს  თუ ჯერ  გაჭირვება არ გამოიარა, თუ ჯერ სირთულეები არ გადალახა და დიდი ენერგია და რესურსები არ დახარჯა,თუ არ იშრომა.

·         „რაც არა გწადდეს იგი ქმენ,ნუ სდევ წადილთა(სურვილთა) ნებასა“-ო(ესაა ავთანდილის კრედო ადამიანი ცხოვრებაში მარტო სიამოვნებას არ უნდა ეძებდეს,ადამიანი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი)

·         „ჰკითხე ასთა,ქმენ გულისა,რა გინდა ვინ გივაზიროს“(ესაა ტარიელის კრედო.სხვათა გამოცდილებას გაეცანი,მაგრამ ისე მოიქეცი როგორც შენთვის უკეთესი იქნება)

·         „არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა „ სმენას ნუ წაიბილწავ, უმსგავსო ხალხის უმსგავსო საუბრის მოსმენით.მოერიდე ასეთი საუბრების მოსმენას.

·         „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“ ადამიანებთან საუბრისას ნუ იქნები უხეში,მკვეთრი,კატეგორიული,ირონიული,ცინიკური,დამცინავი. იყავი თავაზიანი და დაინტერესებული მოსაუბრით.

·         “ბედი ცდაა,ღმერთსა უნდეს,მოცაგხვდების“ თუ არ ცდი ვერაფერს მიაღწევ.

·         “ გონიერთა მწვრთელი უყვარს,უგუნურთა გულთა ჰგმირდეს“

·         „რაცა ვისცა საქმე თვით ჭირს,სხვათათვისცა ევარგების“

(ადამიანს ჰგონია რაც მისთვოს კარგია სხვისთვისაც კარგია.ადამიანმა ბოლომდე მაინც არ იცის სხვოს გულს რანაირი  ცეცხლი ადნობს
)

 

·        „მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის „

ასეთი შეგონებით იწყება ფატმანის გამიჯნურების ამბავი.

ვისაც  მოთმინება შეუძლია

სჯობს „დიაცს“ არ დაუახლოვდეს. დიაცი ცბიერებით მოგეალერსება, დაგიახლოვდება, ნდობას გამოგტყუებს,თვითონაც მოგენდობა,მერე უცებ,ანაზდად  გიღალატებს .

დიაცი  მკვეთრია გადაწყვეტილებების მიღებისას  ,იმპულსურია,თავშეუკავებლია.

ამიტომ „დიაცს“ არანაირი საიდუმლო არ უნდა ანდონ.

 

·         „მას მკურნალმა რაგვარ ჰკურნოს,თუ არ უთხრას,რაცა სჭირდეს“

ადამიანმა არ უნდა დაუმალოს თავისი პრობლემა,იმას ვისაც მისი დახმარება შეუძლია.მთავარია ასეთი ადამიანი არსებობდეს მის გვერდით.

 

·         „უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა,მით ოხერია“ გრძელვადიან პერსპექტივაში უმსგავსი,უსამართლო  საქმე დამარცხებისთვისაა განწირული

·        „ვერვინ ვერას იქმს ,თუ ეტლი არ მოსთმინდების“ვერავინ ვერაფერსვერ გააკეთებს თუ ბედი,ვითარება,გარემოებები ხელს არ შეუწყობს

·         „მით რაცა მინდა,არა მაქვს,რაცა  მაქვს,არ მომინდების“

ასეთია სამწუხაროდ ადამიანი „საწყაული აღუვსებელი“.რაც აქვს იმას არ სჯერდება და არ აფასებს,რაც არ აქვს მუდამ იმას ესწრაფვის და გონია რომ ამით ბედნიერებას მოიპოვებს.

 

 

·        „ბინდის გვარია სოფელი,ესე თურ ამად ბინდდების,

           კოკასა შიგან რაცა დგას,იგივე წარმოდინდების“

არ უნდა გქონდეს ხოლმე  რამის ან ვინმეს გადამეტებული მოლოდინი   ,რათა მერე  გაკვირვებული და იმედგაცრუებული არ დარჩე.საბოლოოდ კოკადან ის გადმოვა რაც იქ რეალურად ასხია და არაფერი სხვა.

 

·         „სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა ?

რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა“(აფორიზმი სუიციდის უაზრობაზე და მიუღებლობაზე.ადამიანი როცა პრობლემების წინაშე დგება უნდა ჩართოს გონება და არა ემოციებს აჰყვეს)

·         „ნახეთ თუ ოქრო რასა იქმს,კვერთხი ეშმაკთა ძირისა“

ფული  ეშმაკის კვერთხია ის ადამიანს სიკვდილის შიშსაც კი ავიწყებს

 

·         ვა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა

დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა

შესდის და გასდის,აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა

კვლა აქა სულსა დაუბამს,დაუშლის აღმაფრენასა“

 

ოქრო(ფული) არასოდეს მოასვენებს მის მოყვარულს,სიკვდილამდე  კბილთა ღრჭენით იცხოვრებს ხარბი ადამიანი,ხარბმა რაც არ უნდა შემოსავალი მიიღოს მანც აკლია და ბედს უჩივის.ხარბი კაცის სული სული დაბმულია მას აღმაფრენის უნარი დაკარგული აქვს.სიხარბე ადამიანის ერთ ერთი დიდი ნაკლია.

·         „კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი ‘’

ცხოვრებაში კაცს სახელს გაუტეხს გულგრილობა,უპასუხისმგებლობა  და ქალს  კი სახელს უტეხს ავხორცობა,უპატიოსნო ცხოვრება(ბოზობა)

·         „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;

    არ მიენდობის გულითა,თუ კაცი მეცნიერია“(აფორიზმია)

„მოყვარე“ „მეგობარი“ მტერი აშკარა მტერზე უარესია,მცოდნე და გამოცდილი კაცი  ასეთ „მოყვარეს“ არ უნდა ენდოს

 

·         „დგომა მგზავრისა ცთომაა,კარგსა იქმს თავსა სწვრთიდესა“  დასახული მიზნისკენ მიმავალმა დრო არ უნდა დაკარგოს უმნიშვნელო საქმეებზე.

·         „კაცო ,ძალსა ნუ იქადი,ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი

არას გარგებს ძლიერება,თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!

დიდთა ხეთა მოერევის,მცირე დასწვავს ნაბერწკალი.

ღმერთი გფარავს,სწორად გაჰკვეთს,შეშა ვის კრა ,თუნდა ხმალი“

ადამიანო ფიზიკური ძალით ნუ გაყოყოჩდები,ძალა არ მოგიტანს სარგებელს თუ ღმერთი(სიმართლე) არ გეხმარება.დიდრონ ,ძლიერ ხეებსაც კი მცირე ნაპერწკალი ერევა რადგან ნაპერწკლიდან ცეცხლი ინთება.თუ ღმერთი გმფარველობს ხის(შეშა) ხმალიც ისე გაგიჭრის როგორც ფოლადის ხმალი. რეალური ძალა იმასთანაა ვისთანაც არის ღმერთი  და არა იარაღში

·         „ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია ‘’(აფორიზმი მცირერიცხოვანი ჯარი მრავალრიცხოვანს აჯობებს თუ კარგი მეთაური სწორად აირჩევს მოქმედების ტაქტიკას)

·         „გული ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:

                                         რა გული წავა,იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;

ადამიანს უჭირს ემოციების გაკონტროლება,მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს

                           

·               „ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“

ამას დღეს სოციალური კაპიტალი ჰქვია.ზოგი აგროვებს და ზოგი ანიავებს.

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები