აგრესიის მართვა

აგრესიულობა-ხასიათის თვისებაა.

ადამიანის აგრესიული ხასიათი ვლინდება ასე: აგრესიული ტიპები რეაგირებენ,მოქმედებენ,პასუხობენ აგრესიულად:თავსესხმიან,ანადგურებენ,ეპასუხებიან და ა.შ.

აგრესიულობა ახასიათებთ იმ ადამიანებს რომლებიც ცხოვრობენ მტრულ სამყაროში.

მტრული სამყარო  ესაა სამყარო სულიერი ფასეულობების გარეშე,ამ სამყაროში არავინ ფიქრობს შედეგებზე მთავარია პროცესი,ამ სამყაროში ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს,მტრულ სამყაროში მიდის ბრძოლები წესების გარეშე,ვინც ძლიერია სუსტს ჭამს,აქ ყველა ყველას წინააღმდეგაა,თითოეული ცდილობს სხვისგან მაქსიმუმის დათრევას მერე კი მიტოვებას.სახვანაირად ვერ გადარჩება.ჯუნგლებში არ ცხოვრობენ.ჯუნგლებში გადარჩენისთვის იბრძვიან.

მტრული სამყაროში: ზოგი მტაცებელია(მგელია),ზოგი მსხვერპლია(ცხვარია),ზოგი ქომაგია(ცხვრის ან მგლის) ზოგი ჩათლახია

მტრულ სამყაროში მცხოვრები ომობს, „ჩვენიანები“ ცოტაა, მტრები ბევრი.ადამიანი ადამიანისთვის მგელია.ამ სამყაროს ბინადარი თუ ვინმემ თავი კარგად არ წარმოაჩინა ახლოს არ უშვებს.თუ თავი კარგად წარმოაჩინა მაინც არ უშვებს ახლოს რადგან ის ალბათ ნდობაში შესვლას ცდილობს,რათა გაიგოს  მისი სუსტი წერტილები.

მტრული სამყაროს ბინადრებს ეშინიათ სხვების მანიპულაციის (ახლობლებისგანაც).

ეშინიათ ნებისმიერი ცვლილების.

მტრულ სამყაროს ბინადარი ან  ომობს ან შიშში ცხოვრობს თუ წინააღმდეგობის გაწევა  შეუძლებელია.

მტრულ სამყაროში-უცნობი,უცხო ადამიანი -მტერია,სანამ საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს.უცხოსგან  თავი უნდა დაიცვა.უკეთესია თუ პირველი დაესხმები თავს.დაარტყი უცხოს სიტყვით,უნდობლობით,იგნორირებით. ხიფათით სავსე მტრულ სამყაროში „შენიანი „ დაგიცავს უცხო კი არა.

„შენიანი“- ყოველთვის კარგი ტიპია,“უცხო ‘’ კი  მტერი თუ არა პოტენციური საფრთხეა. „ჩვენიანი“ ახლოს გვყავს და ვმეგობრობთ,ხოლო  „უცხო“-სთან დისტანცია გვიჭირავს და მზად ვართ თუ საჭირო გახდება მოვიგერიოთ მისი თავდასხმა.მაშინ როცა  „უცხოების’’ მოგერიების თავი არ გვაქვს ეს მტრული სამყარო კი არა უკვე საშინელი სამყაროა.

სამყარო მტრულია-ასეთი აღქმა ძალიან გავრცელებულია მოზარდობის ასაკში,რომელიც საბედნიეროდ უმრავლესობისათვის  მოგვიანებით უკეთესობისკენ იცვლება.

 

მტრულ სამყაროში მცხოვრებთა ემოციური მდგომარეობებია: ტკივილი,შიში,წყენა,იმედი,უკმაყოფილება,აღშფოთება,მრისხანება,სიბრაზე,გაგულისება,განგაში.

აგრესიულობა ახასიათებთ იმ ადამიანებს რომლებიც ცხოვრობენ მტრულ სამყაროში.

უფროსი ადამიანის  სწორი რეაგირება მოზარდის აგრესიულ ქცევაზე

 

1.    მშვიდი დამოკიდებულება  უმნიშვნელო აგრესიის გამოვლინების დროს

როცა აგრესია საშიში არ არის ან გასაგებია შეგიძლია გამოიყენო შემდეგი სტრატეგიები:

·         სრული იგნორირება (ძალიან მძლავრი მეთოდია აგრესიის შესაწყვეტად)

·         გააგებინე რომ გესმის მისი ემოცია( „რათქმა უნდა შენ გე წყინა...’’ „მესმის,რომ გეწყინა..“)

·         გადაუტანე   ყურადღება რაიმე დავალებაზე („ჩამომიღე (ნივთი) ზედა თაროდან შენ ჩემზე მაღალი ხარ“)

·         მისი ქმედების პოზიტიური ახსნა(„შენ ბრაზობ იმიტომ რო დაიღალე“)

ადეკვატური და არა საშიში აგრესია ხშირად არ საჭიროებს გარედან უფროსის ჩარევას .

თუ მოზარდი გასაგები მიზეზების გამო გამოხატავს გულისწყომას დასაშვებ ფარგლებში  აცალე ,ყურადღებით მოისმინე რას ამბობს და გადაუტანე ყურადღება სხვა რამეზე.

2.    ყურადღების აქცენტირება მოზარდის ქცევაზე და არა პიროვნებაზე.

გაავლე მკვეთრი გამყოფი ხაზი მოზარდის  აგრესიულ საქციელს და მოზარდის პიროვნებას შორის.

როცა ცოტა დრო გავა და მოზარდი დამშვიდდება მიზანშეწონილია მასთან მისი აგრესიული ქცევის განხილვა.

საჭიროა აღწერო  როგორ იქცეოდა ის აგრესიის დროს,რა სიტყვებს ამბობდა,რა ქმედებებს  ახორციელებდა.აღწერისას არ უნდა გააკეთო ამ სიტყვების და საქციელის არანაირი შეფასება.

შენი კრიტიკული გამონათქვამები განსაკუთრებით ემოციურად გაკეთებული გამოიწვევს მოზარდის გაღიზიანებას და პროტესტს და დაგაშორებს პრობლემის მოგვარებას.

მოზარდის ქცევის ანალიზისას შემოიფარგლე მხოლოდ კონკრეტული ფაქტებით რომლებიც „აქ და ახლა“ მოხდა და არა ფაქტებით წარსულიდან.წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდს გაუჩნდება წყენის გრძნობა და ასეთ ემოციურ მდგომარეობაში ის კრიტიკულად ვეღარ შეაფასებს თავის არადეკვატურ ქცევას.

საუბრისას „მორალის კითხვის“ ნაცვლად რაც არა ეფექტურია,უმჯობესია დაანახოთ ნეგატიური შედეგები ასეთი ქცევის,დამაჯერებლად  მოახდინეთ დემონსტრირება იმისა რომ აგრესია ზიანს აყენებს თავად მას.

ძალიან მნიშვნელოვანია, საუბრისას მიუთითე კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტის კონსტრუქციული მეთოდებიც.

როცა მოზარდი უფროსის მიმართ ავლენს აგრესიას აგრესიის შემცირების კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა მოზარდთან უკუკავშირის დამყარება.ეს ხდება ასე:

·         ფაქტის კონსტატაცია („შენ იქცევი ახლა აგრესიულად ‘’)

·         კონსტატაცია კითხვით(„შენ ახლა ბრაზობ ?“)

·         მოზარდის აგრესიული ქცევის მოტივის გახსნა(„შენ გინდა მე მაწყენინო ? ან შენ გინდა შენი ძალის დემონსტრირება ?“)

·         საკუთარი გრძნობების გამოხატვა მისი არასასურველი ქცევის მიმართ(„მე არ მომწონს როცა ასეთი ტონით მელაპარაკებიან“)(მე ვბრაზდები როცა ვინმე ხმამაღლა მიყვირის“)

·         აპელაცია წესებზე („მე და შენ ხომ მოვილაპარაკეთ..“)

3.    აკონტროლე საკუთარი ნეგატიური ემოციები როცა მოზარდს ელაპარაკები

 

როცა უფროსი აგრესიულ მოზარდს ელაპარაკება განსაკუთრებულად უნდა აკონტროლოს  საკუთარი ნეგატიური ემოციები.

 

როცა მოზარდი ახდენს აგრესიული ქცევის დემონსტრირებას ეს უფროსში იწვევს ძლიერ ნეგატიურ ემოციებს :გაღიზიანებას,მრისხანებას,აღშფოთებას,შიშს ან უმწეობის განცდას.

ეს ნეგატიური ემოციები რომლებიც უფროს ადამიანს ეუფლება ნორმალურია.

 

როცა უფროსი ადამიანი მართავს/უმკლავდება  თავის ნეგატიურ ემოციებს ,ის ამით  ხელს არ უწყობს მოზარდის აგრესიულ ქმედებას და აძლევს მას კარგ მაგალითს როგორ უნდა აგრესიულ ადამიანთან ურთიერთობა.

 

4.    სიტუაციის დაძაბულობის შემცირება

 

იმ უფროსის მთავარი ამოცანა ვინც მოზარდის აგრესიას წააყდება  დაძაბულობის შემცირებაა.

ტიპიური არასწორი მოქმედებები რომლებიც ზრდიან დაძაბულობას და ისედაც აგრესიულად განწყობილი მოზარდის აგრესიას არის:

 

·         ხმის აწევა,მუქარის ტონზე გადასვლა

·         ძალაუფლების დემონსტრირება(„მასწავლებელი აქ მე ვარ“, „ისე იქნება როგორც მე ვიტყვი ‘’)

·         ყვირილი,აღშფოთება

·         აგრესიული პოზები და ჟესტები:ყბების მოჭერა,გადაჯვარედინებული ხელები,კბილებში გაცრით საუბარი.

·         სარკაზმი,დაცინვა,გამოჯავრება

·         მოზარდის პიროვნების ნეგატიური შეფასება,ასევე მისი ახლობლების და მეგობრების ნეგატიური შეფასება.

·         ფიზიკური ძალის გამოყენება

·         მოზართთან კობფლიქტში სხვა ადამიანების ჩართვა

·         საკუთარი  სიმართლის დაჟინება

·         ნოტაციები,ქადაგებები და „მორალის კითხვა ‘’

·         დასჯით დამუქრება და დასჯა

·         მსგავსი ტიპის განზოგადებები :“თქვენ ყველანი ერთნაირები ხართ ‘’,“შენ,როგორც ყოველთვის...’’ „შენ არასოდეს არ ..’’

·         სხვა ბავშვებთან შედარება არა მის სასარგებლოდ

·         ბრძანებები,მკაცრი მოთხოვნები,ზეწოლა

·         გამართლება

·         მოსყიდვა

·         ჯილდოს დაპირება

ზოგიერთმა ამ მეთოდმა შეიძლება  აგრესიული მოზარდი დროებით შეაჩეროს,მაგრამ შესაძლო უარყოფით შედეგს უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე თავად აგრესიულ ქმედებას(ლუკა სირაძე)

5.    აგრესიული საქციელის განხილვა

 

აგრესიის გამოვლინების მომენტში  საქციელის გაანალიზება საჭირო არ არის.ეს მოგვიანებით უნდა გაკეთდეს როცა კონფლიქტური სიტუაცია განიმუხტება და ყველა დაწყნარდება.

იმავდროულად ინცინდენტის განხილვა/გარჩევა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

უმჯობესია ეს ერთი-ერთზე მოხდეს .მოწმეების გარეშე  და მხოლოდ ამის შემდეგ განხილვა ოჯახურ წრეში ან ჯგუფში/კრებაზე.

მოზარდთან საუბრისას უფროსმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ობიექტურობა.

განხილვის საგანი უნდა იყოს აგრესიული მოქმედების შედეგები,რომლებიც ზიანის მომტანი და დამანგრეველია არა მხოლოდ გარშემო მყოფთათვის არამედ პირველ რიგში აგრესორისათვის.

 

6.    მოზარდის რეპუტაციის შენარჩუნება და გაფრთხილება

მოზარდს ძალიან უჭირს აღიაროს რომ  რაღაც შეეშალა  ან დამარცხდა.

ყველაზე   უფრო მას საჯარო  გაკიცხვის და საჯარო ნეგატიური შეფასების ეშინია.

მოზარდები ნებისმიერ ფასად ცდილობენ ამის თავიდან არიდებას,იყენებენ სხვადასხვა თავდაცვის  მექანიზმებს.

ცუდი რეპუტაცია და ნეგატიური იარლიყის მიკვრა მოზარდზე მართლაც საშიშია.ისინი მერე თავად ხდებიან მოზარდის აგრესიული ქცევის მამოძრავებელი ძალები.(ბუსა ჟვანია)

 უფროსმა მოზარდს დადებითი რეპუტაცია რომ შეუნარჩუნოს :

·         საჯაროდ უნდა მოახდინოს მოზარდის დანაშაულის მინიმალიზაცია(„შენ არ გინდოდა მისი წყენინება“ „შენ არ გრძნობდი თავს კარგად ‘’) მაგრამ მერე  ერთი -ერთზე მოზარდს სრულად უნდა დაანახოს მისი საქციელის ნეგატიური შედეგები

·         არ მოსთხოვოს მოზარდს სრული მორჩილება.მისცეს მას უფლება შეასრულოს მისი  მოთხოვნა თავისებურად.სრული მორჩილების დაჟინებით შეიძლება გამოიწვიო აგრესიის ახალი აფეთქება.

·         შესთავაზოს მოზარს კომპრომისი,მოლაპარაკება ურთიერთ დათმობების ხარჯზე.

 

7.    არაგრესიული ქცევის მოდელის შეთავაზება მოზარდისთვის

 

ყოველი აგრესიის გამოვლინებისას  მხარეები კარგავენ  საკუთარ თავზე კონტროლს.

ჩნდება დილემა ვიბრძოლოთ საკუთარი ძალაუფლებისთვის თუ მოვაგვაროთ პრობლემა მშვიდობიანად.

 უფროსები უმცროსებთან არა აგრესიულად უნდა მოიქცნენ,რაც უფრო პატარაა   ბავშვის ასაკი მით უფრო  მშვიდობიანად უნდა იქცეოდეს უფროსი.  ასეთი უნდა იყოს უფროსის  პასუხი უმცროსის აგრესიაზე.

 

უფროსი ადამიანის ქცევა  მოზარდთან  მიმართული კონფლიქტური სიტუაციის დაძაბულობის შემცირებისკენ მოიცავს შემდეგ მეთოდებს :

 

·         ყურადღებით და მდუმარედ მოსმენა.

მდუმარედ იმიტომ რომ  მოზარდს ნაკლებად აინტერესებს შენიშვნების მოსმენა.ყურადღებით  იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეწყვეტს კომუნიკაციას ან საუბარი გადაიზრდება კონფლიქტში.

 

·         მოსაუბრის მხარდაჭერა საუბრისას,ეცადე  მთლიანად თქვას სათქმელი

·         გარკვეული დროით პაუზის დაჭერა. საშუალებას აძლევს მოზარდს დამშვიდდეს.

·         სიტუაციის გარკვევა. დამაზუსტებელი შეკითხვების დასმა მოზარდისთვის.

·         იუმორის გამოყენება

·         მოზარდის ემოციის აღიარება

 

მოზარდები ძალიან სწრაფად სწავლობენ ამ  არა აგრესიული ქცევის მოდელებს.

აუცილებელი პირობაა უფროსის გულწრფელობა  და მისი სიტყვების და უსიტყვო რეაქციების თანხვედრა საუბრის განმავლობაში.

 

ხხხხხ

რა მოვუხერხოთ გარშემო მყოფთა აგრესიულობას ?

აგრესიულ ადამიანებთან საქმე არ უნდა დაიჭირო.

მაგრამ თუ აგრესიულ ადამიანთან კონტაქტი გარდაუვალია მაშინ:

·         თუ არსებობს გადაადგილების საშუალება  დაუდექი გვერდიდან და არა პირისპირ.შეძლებისდაგვარად  შეცვალე თქვენი საერთო(ორივესი) მდგომარეობა.გააკეთე მინიმუმ 2 ნაბიჯი იმ ადგილიდან სადაც დგეხართ,აგრესიულად დამუხტულ ტიპთან ერთად.

·         თუ არსებობს ჩხუბის საშიშროება ეცადე  არ შეხვდე  თვალებით ან დაუშვი მხოლოდ  მზერის ხანმოკლე კონტაქტი.

·         შეეცადე დაიჭირო პაუზა. მშვიდად მოიმიზეზე „უნდა ვიფიქრო ამაზე’’

  • ისაუბრე  აგრესიულ ტიპთან ნელა და ხმადაბლა. მაგრამ მასთან მკვეთრი კონტრასტის გარეშე.თავიდან დაიწყე  იმ ხმის სიმაღლეზე და იმ ტონით როგორც ის გელაპარაკება მერე თანდათან დაუწიე საკუთარი მეტყველების ტემპს და ტონს.

·         გადაუტანე ყურადღება სხვა რამეზე ( შეკითხვა მაქვს...)

 

რა მოუხერხოს მამაკაცმა საკუთარ აგრესიულობას ?

რა არ არის რეკომენდირებული : ალკოჰოლი,გულშემატკივრობა და  მოგონილი აგრესიის ფრქვევა,

ასევე არ არის რეკომენდირებული :შურისძიება,ვინმესთვის კაიფში ჩაჯმა,ბილწსიტყვაობა.

რეკომენდირებულია(უნდა შესრულდეს თანმიმდევრობით პუნქტების მიხედვით)

·         დაიმშვიდე  სუნთქვა.თავი დაიჭირე მშვიდად.თუ არის ფიზიკური სიმშვიდე ორგანიზმი თავს თავად დაიმშვიდებს,

·         ჩართე გონება და გაერკვიე მომხდარში. შესაძლოა შენ დროზე ადრე გაბრაზდი. კიდევ უკეთესი საშუალება მამაკაცისთვის რათა დამშვიდდეს არის სამომავლო გეგმის (ახლა რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად ან ზარალის შესამცირებლად ) მოფიქრება.

·         დაკავდი საქმით -ეს ასევე ამშვიდებს რადგან  ხდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.

·         თუ აგრესიული აღგზნება არ გტოვებთ. შეასრულეთ მკვეთრი დარტყმები და მკვეთრი ამოსუნთქვები ,სანამ არ დაიღლები იქამდე.

თუ ყველაფერ ამას გააკეთებ თავს წესრიგში მოიყვან .თუ აგრესიის ნარჩენები დაგრჩა გაიმეორე  ყველაფერი თავიდან პირველი პუნქტიდან.

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები