პრობლემასთან მუშაობა


·      პრობლემის ფორმულირება

ა)პრობლემის ფორმულირება მოახდინე როგორც არსებული პრობლემური სიტუაციის აღწერა და არა პრობლემის გადაჭრისათვის რაღაც პირობის არარსებობა.

ბ)პრობლემა არ უნდა იყოს ძალიან ვიწრო ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომზე რეაგირებას შევძლებთ.არ უნდა იყოს მეტისმეტად ზოგადი არ გვეყოფა რესურსი(ფული,დრო) მის მოსაგვარებლად.

გ)შეაფასე ,რამდენ ლარადაა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება ?

დ) რადგან შენი პრობლემა ზოგადია უნდა დაშალო პატარა  კონკრეტულ პრობლემებად პატარა პრობლემების გადაჭრა უფრო იოლია


·         რაიმე პრობლემის მოგვარება სიტუაციის ანალიზით იწყება

ა)გაარკვიე როგორ აღიქვამენ პრობლემას მოგვარებით დაინტერესებული მხარეები/მხარე

ბ)რა ფაქტორები განაპირობებს პრობლემის არსებობას

გ)ყოფილა თუ არა პრობლემის მოგვარების მცდელობა

დ) რა ხერხები გამოიყენეს სხვა ადამიანებმა მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად

ე)პრობლემის მოგვარებით მიღებული სარგებელი აღემატება დანახარჯს ?ღირს ამ პრობლემის მოგვარება ?

ვ)რატომ უნდა დაიხარჯოს თანხა სწორედ ამ და არა სხვა პრობლემის გადასაჭრელად ?

ზ)რამდენად სასწრაფოა ამ პრობლემის მოგვარება ?

თ)ვისთვის მოაქვს ზიანი მოცემულ პრობლემას ?

 

ი)გყავთ თუ არა თანამოაზრეები(რომლებიც დაინტერესებული არიან ამ პრობლემის გადაჭრით?) რამდენად დიდია ეს ჯგუფი ?

 

·         მოგვარების სტრატეგიის განსაზღვრა

 

ა)შეიმუშავეთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული ვარიანტები

ბ)ჩართეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინტერესებულები, იპოვე და ჩართე

გ)შეიმუშავე კრიტერიმები: დრო,ფასი,ეფექტი(ანუ შემოსავალს მინუს ხარჯი)

დ) შეარჩიე ოპტიმალური სტრატეგია.

ე)რომელ კონკრეტულ საქმიანობას განახორციელებ ?

ვ)ვინ განახორციელებს ამ საქმიანობას ?

ზ)მიიღებ თუ არა ამ საქმიანობაში პირადად მონაწილეობას და ასევე სხვა დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას ?

თ)გაქვს თუ არა ამ ადამიანების თანხმობა ? თუ არა როგორ აპირებ მათ დაინტერესებას  და ჩართვას ?

ი) როგორ გადანაწილდება შენს ხელთ არსებული ფულადი რესურსი შენს  მიერ დაგეგმილ საქმიანობაზე ?

კ)გჭირდება თუ არა დამატებითი თანხა ? თუ კი როგორ აპირებ მის მოპოვებას ?

ლ) რა დრო დაგჭირდებათ საქმიანობის დასწყებად ?

მ) რა დრო დაგჭირდებათ პრობლემის გადასაჭრელად ?

 

·         სამოქმედო გეგმის შემუშავება

ა)განსაზღვრე ვინ ან რა,როდის,სად , როგორ და რატომ იქნება ჩართული პრობლემის მოგვარების საქმეში .

ბ)მკაფიოდ ჩამოაყალიბე რა სიტუაცია შეიქმნება პრობლემის მოგვარების შემდეგ.

·         გეგმის განხორციელება

გ)თვალი ადევნე გეგმის განხორციელებას რათა არ გაჩნდეს ახალი პრობლემები

დ)განსაზღვრე ვინ იქნება პასუხისმგებელი ფულის მომცემთან დასახული შედეგების მიღწევაზე

 

·         შედეგების შეფასება

ა) გაქვთ კონკრეტული სამუშაო გრაფიკი,ანუ ინდიკატორული გეგმა რომლის მიხედვითაც შეაფასებ რამდენად წარმატებულად მიდის თქვენი საქმიანობა ?

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხ

დაინტერესებული მხარეების ანალიზი

განსაზღვრე :

 პირები,ჯგუფები,ორგანიზაციები-ვინც გავლენას ახდენს შენს პროექტზე

პირები,ჯგუფები,ორგანიზაციები-ვიზეც გავლენას ახდენს შენი პროექტი

ამათ დაინტერესებული მხარეები ქვიათ.

 

ანალიზის ერთ-ერთი ფორმაა დიაგრამის შედგენა წრეების სახით.

ცენტრი არის პროექტი

წრის ცენტრთან სიახლოვე მიუთითებს ამა თუ იმ მხარის დაინტერესების ხარისხზე.

წრის სიდიდე-მიუთითებს დაინტერესებული მხარის მნიშვნელობაზე/გავლენიანობაზე

 

ანუ მხარეებს აქვთ სხვადასხვა ხარისხის დაინტერესება ასევე მნიშვნელობა პროექტის წარმატებისთვის.

 

ხხხხ

ჩვენი მიზანია მივაღწიოთ დაინტერსებული მხარეების  უკეთეს ჩართულობას.განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი მხარეების ჩართულობას პროექტში.

ძალთა ველის ანალიზი.- მეთოდია ის აფასებს პროექტზე მოქმედ ყველა ძალას

უნდა გავარკვიოთ რაიმე პროექტის დაწყებამდე

·         რა ძალები ეწინააღმდეგებიან პროექტის განხორციელებას შიგნიდან და გარედან

·         შემდეგ კი შევიმუშავოთ ხელის შემშლელი ძალების შემცირების და ხელის შემწყობი ძალების გაძლიერების სტრატეგია.

ხხხხხ

წესი

·         ჩამოწერეთ ყველა ხელის შემწყობი ძალა ერთ სვეტში

·         ყველა ხელის შემშლელი ძალა მეორე სვეტში

·         მიანიჭეთ თითოეულ ძალას ქულა 1- დან (სუსტი ძალა)5-მდე(ძლიერი ძალა)

·         დააჯამეთ ქულები თითოეულ სვეტში

·         მერე დახატე დიაგრამა რომელიც უჩვენებს ძალებს და მათ ზომებს ქულების მიხედვით

·         ბოლოს ხდება საპირისპირო ძალების ურთიერთმიმართების შეფასება რომელი ძალა რომელს უპირისპირდება.

·         სულ ბოლოს სტრატეგიის დასახვა.

ხხხხხხხხხხ

სტრატეგიის დასახვისას უნდა უპასუხო კითხვებს

·         რომელ ძალაზე ვერ მოახდენ გავლენას და ვერ შეცვლი

·         რომელი ძალები იქნება ადვილად შესაცვლელი

·         რომელი ძალების შეცვლა არის ყველაზემნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად?

·         რა ზეგავლენა ექნება და რა შედეგი მოყვება ერთი ძალის შეცვლას მეორე ძალით ?

 

ხხხხ

მონაწილეობა/ჩართულობა და მოტივაცია

 

·         არავინ ჩაერთვება შენს პროეტში/არავინ იყიდის თუ არ ექნება სურვილი.

ხხხხხ

ადამიანს სურვილი არ აქვს იმიტომ რომ

·         ვერ აცნობიერებს სარგებელს საკუთარი თავისთვის,ვერ ხედავს სარგებელს

·         არ იცის როგორ შეუძლია მონაწილეობის მიღება

·         ეშინია ცვლილებების

·         ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში

 

ხხხხხხ

 ადამიანში სურვილს აჩენს მოტივატორები

არის შინაგანი მოტივატორები:

·         ინტერესი(უნდა გაუღვივო ინტერესი,უნდა აინტერესებდეს)

·         სიამოვნების მიღების სურვილი(უნდა დაარწმუნო რომ სიამოვნებას მიიღებს და არა  ტანჯვას ან ვერ იგრძნობს ვერაფერს,უნდა სიამოვნებდეს)

არის გარეგანი მოტივატორები:

·         ჯილდო(პრიზი,ბონუსი,ქეშბექი,პრემია,ფულადი წახალისება,პრიანიკი)

·         დასჯის შიში(მათრახი,მუქარა,უმუშევრობა)

·         კონკურენცია (თავისი ბუნებით)

·         საზოგადოებრივი აზრი(მოწონება,არ  მოწონება,გაკიცხვა)

 

ხხხხხ

უნდა სწორად შეურჩიო მოტივატორი თითოეულ მნიშვნელოვან ძალას რათა ჩართო ის შენს პროექტში

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

მასლოუ ამბობს

·         მხოლოდ დაუკმაყოფილებელი საჭიროებები განსაზღვრავს ადამიანის ქცევას.

·         საჭიროებები დალაგებულია იერარქიულად

·         ადამიანი მხოლოდ მაშინ გადადის ზედა დონის საჭიროების დაკმაყოფილებაზე თუ მინიმალურად მაინც დაკმაყოფილებული აქვს ქვედა დონის საჭიროებები

·         რაც უფრო მაღალია ადამიანის პროგრესი ამ იერარქიაში მით მეტი დონის მოტივატორს საჭიროებს პროექტში ჩასართველად ის ადამიანი/ან ძალა

 

 

 

თვითრეალიზაცია

თვითშეფასება,აღიარება.მიღწევა

ოჯახი.მეგობრობა,სიყვარული(ეს მოტივატორები კიდევ უფრო ზრდის მოტივაციას)

უსაფრთხოება,დაცულობა,ჯანმრთელობა,სტაბილურობა,ხელფასი,პრემია(ესენი ხელს უწყობენ მოტივაციის შენარჩუნებას)

კვება,სუნთქვა,ძილი და ა.შ. ფიზიოლოგიური საბაზისო მოტივატორებია

                                                                                                                             

 

არის მოტივატორები რომლებიც ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას და არის რომლებიც ხელს უწყობენ მოტივაციის შენარჩუნებას.

ხხხხხ

მიზნის  დასახვის თეორია

ადამიანს ამოძრავებს მიზნის მიღწევის სურვილი

ოღონდ მიზანი უნდა იყოს

·         რეალისტური

·         საშუალო სირთულის არც ძალიან რთული არც ძალიან იოლი

·         მისთვის გასაგები ანუ ცხადი

 

ხხხხხ

არსებობს პროექტში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის/ჩართულობის სხვადასხვა დონე

·         მონაწილე მხოლოდ ინფორმირებულია,არ თვლიან საჭიროდ მისი აზრის გაგებას პროექტზე

·         მონაწილე ინფორმირებულია და საკუთარ აზრს გამოთქვამს მაგრამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილებს

·         ინფორმირებულია,საკუთარ აზრს გამოთქვამს,რჩევას აძლევს(კონსულტაცია) მაგრამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობს.

·         გარე ინიციატივით იქმნება პროექტზე მომუშავე ჯგუფი ხორციელდება პროექტი ოღონდ ისე როგორც იმ გარე ძალას უნდა.

·         შიდა ინიციატივა დაინტერესებული მხარეები თვითონ ახდენენ ჯგუფად ორგანიზებას და თვითონ ახორციელებენ პროექტს

 

როგორც ხედავთ დაინტერესებული მხარეები სხვადასხვა დონეზე სხვადასხვანაურად არიან ჩართულები.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები