თვითშეფასება

 

ადეკვატური თვთშეფასების ფორმირება მოზარდში

 

სასარგებლო რჩევები მოზარდის მშობელს

 

1.      გამონხე ყოველდღე რამოდენიმე წუთი და მთლიანად დაუთმე მხოლოდ მას,მოზარდს.

2.      გააგებინე რომ არ არსებობს სწორი ან არასწორი ემოციები.დაანახე რომ გესმის მისი ემოციების როგორიც არ უნდა იყოს ისინი(ნეგატიური,პოზიტიური),მაგრამ არ მისცე უფლება მოქმედებების ნეგატიური ემოციების ზეგავლენით.

3.      როგორც არ უნდა მოგწონდეს შენი მისთვის მოფიქრებული რაიმე სიტუაცია ან გეგმა,კითხე მოზარდს მის შესახებ აზრი.ყოველთვის შესთავაზე რამოდენიმე ალტერნატივა,რომ თვითონ აირჩიოს.

4.      დაანახე შენი უანგარო( სამაგიეროს ნუ მოსთხოვ) სიყვარული.მოზარდები რომლებიც უყვართ და აფასებენ ,თავს ბედნიერად გრძნობენ და კარგად იქცევიან.

5.      როცა საჭიროა დაუწესე მტკიცე შეზღუდვები.ოღონდ,როცა შეზღუდვებს უწესებ იყავი თანმიმდევრული და პრინციპული.ეს საშუალებას მისცემს მოზარდს გაიგოს, რომ გარე სამყარო წინასწარ პროგნოზირებადია.

6.      შეაფასე ნეგატიურად უშუალოდ მისი ცუდი საქციელი,ოღონდ ისე რომ არ გააკრიტიკო მისი ხასიათი და პიროვნება.

7.      შეაქე მოზარდი კონკრეტული ქმედებებისთვის და არა ზოგადად,როცა დაინახავს რომ მისი კარგი ქცევა შეაქეს ,ის მას გაიმეორებს.გახოვდეს: არა კონკრეტული შექება ან არა გულწრფელი შექება, ეფექტს უკარგავს  ნამდვილ შექებას.

8.       როგორ შევაქოთ მოზარდი ?

·         ზომიერად

·         შეაქე რაიმე კონკრეტულისთვის

·         შეაქე მცდელობისათვის და არა შედეგისათვის.(ბავშვები რომლებსაც აქებენ მცდელობისათვის დიდი ალბათობით იმეორებენ ამ მცდელობებს)

·         შექებისას არ გამოიყენო აღმატებითი ხარისხი

·         შეაქე იმ სიტყვებით რომელიც შენს ბავშვს ესმის

 

ასე ასწავლის მშობელი ბავშვს რა არის კარგი და რა არის ცუდი,ისე რომ არ აკრიტიკებს.

9.როლური თამაშები.გაითამაშე მოზარდთან ერთად  ცხოვრებისეული  რთული ან უცნობი სიტუაციები წინასწარ,რათა მათთან შეჯახების დროს მოზარდი თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობდეს.

1.                           დაეხმარე მოზარდს ისწავლოს როგორ ხდება პრობლემების მოგვარება,რათა ისწავლოს მოქმედება  დამოუკიდებლად,უფროსების ან სხვების  დახმარების გარეშე

2.                           წაახალისე მოზარდის მცდელობები ,რამის დამოუკიდებლად  გაკეთებისას,გამამხნევებელი შენიშვნებით

3.                           აჩვენე მოზარდს მისი განვითარების მტკიცებულებები: მოასმენინე მისი მეტყველების ჩანაწერები,ადრეული ვიდეო ჩანაწერები.ის თვითონვე შეადარებს თავის ძველ და ახალ უნარებს.

4.                           აუხსენი მოზარდს რომ ყველას შეიძლება ხელი მოეცაროს,ან რაღაც შეეშალოს,რომ ხანდახან ადამიანი უშვებს შეცდომებს,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გააგებინო რომ შეცდომა ადამიანს საშუალებას აძლევს ისწავლოს.

5.                           ყოველთვის ეცადე მოახდინო მოზარდის კონცენტრაცია რაიმე პოზიტიურზე,ანუ კარგი დაანახო ყველაფერში.ეს ძალიან ძნელია განსაკუთრებით თუ რთული მოზარდი გყავს,მაგრამ დაძაბე გონება და მოიფიქრე სხვადასხვა სიტუაციები დრო და დრო.მაგ. ითამაშეთ ასეთი თამაში „მოდით ვთქვათ ვინმეზე კარგი „ თამაშის დროს არავის ეძლევა უფლება იმ ვინმეზე ცუდის თქმის ან გაღიზიანებული საუბრის.

6.                           დაეხმარე მოზარდს იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა, ადრეული ასაკიდან დაავალე რაღაც საქმეები და მოვალეობები.

7.                           პატივისცემით მოეპყარი მოზარდის ინდივიდუალურ თავისებურებებს,მიეცი საშუალება განვითარდეს საკუთარი ტემპით.ნუ დააჩქარებ იმუს სწავლას რაც ჯერ ადრეა.

8.                           აღიარე  მოზარდის ძლიერი მხარეები და შეაქე მათ გამო .არ  გაუმახვილო ყურადღება მის სუსტ მხარეებზე.მიეცი საშუალება მიაღწიოს წარმატებას იმაში რაც თვითონ მოსწონს და რაც გამოსდის..ეს დაეხმარება შეიძინოს საკუთარი თავის რწმენა, რაც გამოადგება სირთულეების დაძლევაში.

9.                  თავი აარიდე შენი მოზარდის შედარებას სხვებთან,არ აქვს მნიშვნელობა ეს შედარება იქნება მის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.მოზარდმა უნდა იგრძნოს რომ იგი უყვართ ისეთი,როგორიც არის.

10.                        მოზარდი უნდა იცნობდეს ოჯახურ ფესვებს.მოუყევი შენი ოჯახის ისტორია.მოუყევი შენი მშობლების ოჯახის ისტორია.სთხოვე იგივე ნათესავებს.

11.                       აუცილებლად მოაწყვე საოჯახო ზეიმები.დაადგინე ოჯახური ტრადიციები,რიტუალები,რომ მოზარდი მოუთმენლად ელოდეს.დაფიქრდი,იქნებ ღირდეს ყოველდღიური მოვლენების აღნიშვნაც.

12.                       დაანახე მოზარდს შენი შინაგანი სამყარო: გაუზიარე შენი ცოდნა,ემოციები, გააცანი შენი რჩეული რამეები ,გააგებინე რა მოგწონს.

13.                       ფრთხილად მოეკიდე შენი მოზარდის შინაგან სამყაროს :პატივი ეცი მის ინტერესებს,განსაკუთრებით ყრადღებით მოეპყარი მის იმედგაცრუებებს და წყენებს,რაც არ უნდა ტრივიალური,მოსაწყენი და განმეორებადი გეჩვენებოდეს.

14.                       დროდადრო იტრაბახე საკუთარი წარმატებებით,რათა მოზარდმა დაინახოს რომ შენ საკუთარი თავითაც ამაყობ და არა მხოლოდ მისით.

15.                       გახსოვდეს რომ რაიმე „უწყინარი“ ნიკნეიმების და მეტსახელების დაძახება ან ხუმრობით გაღიზიანებები ,რომელიც შენ გასართობად მიგაჩნია მოზარდისგან უწყინარად სრულიადაც არ აღიქმება.თუ გეტყვის რომ ასე აღარ მიმართო .დაუჯერე.

16.                       შეეცადე ყველაფერს მისი თვალით შეხედო და არა საკუთარით.გახსოვდეს რომ მისი გაგება გა

 რე სამყაროსი ემყარება მცირე გამოცდილებას და ჯერ კიდევ განუვითარებელ აზროვნებას.

თვითშეფასების  სახეობები და დონეები

 

რაც უფრო განვითარებულია ადამიანი მით მეტი სახეობის  თვითშეფასებით აფასებს საკუთარ თავს.

ადამიანისთვის თვითშეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: კომპეტენტურობა(შემიძლია თავი გავართვა კონკრეტულ ამოცანას ?) და სტატუსი ( რა ადგილი მიკავია სხვა ადამიანებს შორის ?)

 

თვითშეფასების სახეები:

·         საკუთარი უნარების თვითშეფასება

ეს არის ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება,ანუ რაიმე კონკრეტულის  კეთების შესაძლებლობის თვითშეფასება.

·         პიროვნული თვითშეფასება

აქ,ადამიანი აფასებს საკუთარ პიროვნებას,საკუთარ ხასიათს.საკუთარ ადგილს ადამიანებს შორის.საკუთარ ადგილს ცხოვრებაში

 

·         კერძო სახის თვითშეფასებები

აქ,ადამიანი აფასებს საკუთარ თავს ცხოვრების  სხვადასხვა სფეროში: ბიზნესში,პირად ცხოვრებაში,ჯარში,ოჯახში,საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს,საკუთარ ფიზიკურ მონაცემებს,საკუთარ გარეგნობას,თუნდახ საჭმელების კეთების საკუთარ  უნარს ან უსწავლელად გამოცდის ჩაბარების საკუთარ უნარს და სხვა უნარებს.

 

კერძო სახის თვითშეფასებების საფუძველზე ადამიანს უყალიბდება საკუთარი თავის ზოგადი თვითშეფასება. ადამიანის მიერ საკუთარი თავის ზოგადი თვითშეფასება შეიძლება იყოს :

 

·         მაღალი

·         საშუალო

·         დაბალი

 

ეს თვითშეფასებები შეიძლება იყოს:

·         ადეკვატური

·         არა ადეკვატური

·         გადაჭარბებული

·         დაქვეითებული

·         სტაბილური(მუდმივი)

·         ცვალებადი(სიტუაციის მიხედვით)

·         ნამდვილი

·         „ვითომ“

 

მაგ.დაბალი თვითშეფასების უკან შეიძლება იდგეს: ადამიანის მიერ თავისი მცირე შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება,ასევე შეიძლება იდგეს -შიში და თავდაუჯერებლობა.

მაგრამ ყველაზე ხშირად დაბალი თვითშეფასების უკან დგას „ვითომ „ დაბალი თვითშეფასება. ხშირად ეს არის იმ ადამიანის  თამაში,დეკლარირება,გაპრანჭვა, რომლის მიზანია კონკრეტულ სიტუაციაში  პასუხისმგებლობის არ აღება ან თავიდან არიდება ,ასევე მიზანი შეიძლება იყოს კონკრეტულ სიტუაციაში    არაფრის კეთება,ან ძალისხმევის არ დახარჯვა.

კონკრეტულ სიტუაციებში ზოგიერთ ადამიანს ეს თამაში ანუ ვითომ დაბალი თვითშეფასება  გააზრებული აქვს,ზოგიერთს არა,ზოგჯერ ეს ადამიანის ცხოვრებისეული ფილოსოფიაა.

 

თვითშეფასების დონეები

ადამიანის ზოგადი თვით შეფასება შეიძლება იყოს მაღალი,საშუალო ან დაბალი

 

·         საშუალო დონის თვითშეფასება

ასეთი თვითშეფასება შეიძლება იყოს  როგორც გადაჭარბებული( მაგ. ე.წ. ბიდლოსთან(ნახირთან),ასევე დაქვეითებული (მაგ. ინტელიგენტთან)

საერთოდ გადაჭარბებულობა ან დაქვეითებულობა  თვითშეფასების დონეებს არ ეხება. ეს ეხება თვითშეფასების ადეკვატურობას.

 

 

·         მაღალი დონის თვითშეფასება

 

ჩვეულებრივ მაღალი თვითშეფასება აქვთ წარმატებულ ადამიანებს.მაღალი თვითშეფასება გამოხატავს ადამიანის უკვე მიღწეულ წარმატებებს და ხელს უწყობს მას ახალი წარმატებების მიღწევაში.

 

·         დაბალი დონის თვითშეფასება

 

დაბალი თვითშეფასება,შეიძლება იყოს როგორც ადეკვატური ისე  დაქვეითებული.(ანუ დაბალი და თან კიდევ უფრო დაქვეითებული)(ბაჩალიაშვილი ?)

ადამიანი დაბალი პიროვნული თვითშეფასებით როგორც წესი : ნაკლებად წარმატებულია,ზედმეტად კონსერვატიულია,რადგან ეშინია ცვლილებების და არ აქვს ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვლად გარემო პირობებთან.

 

 

ცხოვრებაში არსებობს კავშირი თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას(ჟარგონზე ნაგლობას) შორის.

 

მაღალი თვითშეფასება-პრაქტიკულად იგივეა რაც  თავდაჯერებულობის მაღალი დონე.

დაბალი თვიშეფასება -პრაქტიკულად იგივეა რაც თავდაჯერებულობის(საკუთარი ძალების რწმენის) უქონლობა.

 

სხვადასხვა  დონის თვითშეფასებებს შეიძლება შეესაბამებოდეს სხვადასხვა თავდაჯერებულობების დონე ვერბალურ გამონათქვამებში და სხვადასხვა თავდაჯერებულობების დონე მოქმედებებში.

 

 

არსებობს ადამიანის თვითშეფასების დიაგნოსტიკის  სხვადასხვა ტესტები.

ხხ

დაქვეითებული თვითშეფასება(დაქვეითებული ადეკვატურიდან)

 

დაქვეითებულია თვითშეფასება,რომელიც ადეკვატურზე დაბლაა.

ადამიანები დაქვეითებული თვითშეფასებით მიდრეკილი არიან საკუთარ თავზე იფიქრონ ნეგატიურად,გამოავლინონ გაუბედაობა და სიმხდალე.

 

ადამიანის დაქვეითებულია თვითშეფასების მიზეზები მრავალფეროვანია.ყველაზე ხშირად მიზეზი შეიძლება იყოს გარშემომყოფთა/გარეშეთა  ნეგატიური ჩაგონებები და მათი ნეგატიური შეფასებები,ან ნეგატიური თვით ჩაგონებები.

ნეგატიურ თვით ჩაგონებებს და ნეგატიურ თვითშეფასებებს  იწვევს ადამიანის ჩვევა: დაინახოს საკუთარ თავში ნეგატიური მხარეები , ვერ შეამჩნოის საკუთარი ღირსებები,თავისი განსაკუთრებული თვისებები ჩათვალოს ნაკლად,არ აპატიოს საკუთარ თავს შეცდომები -ამ დროს საუბრობენ ადამიანის მიერ საკუთარი თავის მიუღებლობაზე.(ბაჩალიაშვილი ?)

 

 

ხხხ

დაბალი თვითშეფასება

მძიმე წარუმატებლობების სერია(მძიმე მარცხების სერია), არც თუ იშვიათად წარმოშობს ე.წ. სიტუაციურ დაბალ თვითშეფასებას.

ახლობლების და მნიშვნელოვანი ადამიანების მხარდაჭერა ასეთ დროს შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი იყოს ადამიანისთვის.(თუ ყავს და თუ შენიშნეს)(ბაჩალიაშვილი)

დაბალი პიროვნული თვითშეფასება-ესაა ადამიანის მიერ საკუთარი თვისებების,შესაძლებლობების,ღირსებების  დაბალი  შეფასება.

დაბალი თვითშეფასება პირველ რიგში ესაა ის რაც ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს.მეორე რიგში კი ის თუ როგორ იქცევა და მესამე რიგში რის გაკეთებას ბედავს.

გარეგნულ გამოვლინებებში შეიძლება იყოს ვარიანტები :ზოგჯერ ადამიანი ზედმეტად თავდაჯერებულად იქცევა,სწორედ საკუთარი შინაგანი თავდაუჯერებლობის შედეგად.

დაბალი თვითშეფასება შეიძლება იყოს სტაბილური ან „მცურავი „(დამოკიდებული კონკრეტული სიტუაციაზე ან ადამიანის განწყობაზე)

სიტუაცირი დაბალი თვითშეფასების მაგალითები :

პატარა ბავშვები ხშირად ავლენენ სიმხდალეს,როცა მარტო არიან და იქცევიან საკმაოდ თავდაჯერებულად როცა დედა გვერდზე ყავთ.

გამოცდის წინ გოგონები ხშირად კანკალებენ და იქვეითებენ თვითშეფასებას“მე საერთოდ არაფერი ვიცი „

 

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანების პრობლემები ცხოვრებაში

დაბალი თვითშეფასების მქონე  ზრდადასრულებული ადამიანი,როგორც წესი ნაკლებად წარმატებულია.

დაბალი პიროვნული თვითსეფასება მჭიდროდაა დაკავშირებული:

დანაშაულის გრძნობასთან,

სირცხვილთან,

შიშთან,

ზოგჯერ გარე სამყაროს მიმართ მტრულ დამოკიდებულებასთან.

ანუ ადამინში დაბალ თვითშეფასებას იწვევენ ესენი,დაბალი თვითშეფასება კი იწვევს ამათ.დაბალი თვითშეფასება გამოიხატება ამათში.

ადამიანებს დაბალი თვითშეფასებით პატივს არ სცემენ,ძნელია მათით აღფრთოვანდე,ისინი იშვიათად უყვართ,მაგრამ ყველას უყვარს მათი გამოყენება(ხმარებასექსუალურად ან მოხმარება ნივთივით) რადგან  უპრეტენზიოები.მცირედითაც კმაყოფილი არიან.

ახალგაზრდა გოგონები ხშირად ირევენ დაქალებად არა ეფექტურ და თავდაჯერებულ გოგონებს,რათა მათ ფონზე თვითონ საინტერესოდ გამოჩნდნენ.

 

როგორ დავიცვათ საკუთარი თვითშეფასება სხვათა ხელყოფისაგან ?

რჩევაა ესწრაფე  იმ ხალხთან ურთიერთობებს ვისაც ესიმპატიურები,ვინც სტიმულს აძლევს შენი თვითშეფასების ზრდას.

ეცადე მინიმუმამდე დაიყვანო მათთან ურთიერთობა ვინც ემუქრება შენს თვითშეფასებას დაქვეითებით ან გიქვეითებს მას.

შეუძლებელია ყველას ასიამოვნო,ყველას მოაწონო თავი,სამაგიეროდ შენს ხელშია არჩევანი ვისთან დაიჭირო საქმე და ვის აზრს მიაქციო ან არ მიაქციო ყურადღება.

 

როგორ აიმაღლოს ადამიანმა დაბალი თვითშეფასება ?

 

თუ დაბალი თვითშეფასება სიტუაციური არაა და სტაბილურია(ანუ სტაბილურად დაბალია),მაშინ სწრაფად მისი ამაღლება არ გამოვა.ანუ,ხანმოკლე ვადით დაბალი თვითშეფასების ამაღლება შესაძლებელია,ხოლო ამაღლება სტაბილურად და დიდი ხნით შესაძლებელია,მაგრამ არა სწრაფად.მინიმუმ ეს რამდენიმე თვის სამუშაოა.ამ დროს,საჭიროა ტრენინგები თავდაჯერებულობაში და პოზიტიური ფსიქოთერაპია.

რაც შეეხება სიტუაციურ დაბალ თვითშეფასებას მისი ამაღლება  ძნელი არაა:

საკმარისია ასეთი ადამიანის ყურადღების გადატანა ნეგატიური სიტუაციიდან,ჩართვა ახალ საქმეში ან ახალ სიტუაციაში, სადაც მისი წარმატება სავსებით შესაძლებელია და ამ წარმატების მიღწევაში მიხმარება.

.

როგორ ავამაღლოთ დაბალი თვითშეფასება ?

თუ შეძლებ ეფექტურად იმოქმედო კონკრეტულ სიტუაციაში და დასახულ მიზანს მიაღწიო - გექნება მაღალი თვით შეფასება.

თუ ვერ შეძლებ ეფექტურად იმოქმედო კონკრეტულ სიტუაციაში და მიზანს მიაღწიო -მაშინ  ისწავლი თუ ჭკვიანი ხარ.

ან  თუ სწავლა და  ტრაკის განძრევა არ გენდომება,დაიწყებ ფიქრს რომ წარუმატებლობა შენი დაქვეითებული თვითშეფასების ბრალია  

რჩევა ასეთია:

ადამიანმა რომელსაც სურს აიმაღლოს დაბალი თვითშეფასება ,უნდა ჩაატაროს თავისი უნარების რევიზია.იფიქროს იმაზე რომელი უნარები უნდა გამოიმუშავოს,ჩამოწეროს,შეადგინოს ამ უნარების სია და იმოქმედოს.(ანუ ივარჯიშოს ამ უნარებში და განავითაროს).

 

როგორ ავუმაღლოთ საკუთარ თავს თვითშეფასება ?

როგორც წესი სულიერად ჯანმრთელი ადამიანი ცხოვრობს მაღალი თვითშეფასებით,თუკი მისი თვითშეფასება რაიმე კონკრეტულ სიტუაციაში შემთხვევით დაეცემა მას შეუძლია მისი ამაღლება და მან იცის როგორ გააკეთოს ეს.

ზოგს ამას მშობლები ასწავლიან,ზოგს ფსიქოლოგები.

ზოგ ადამიანს თვითშეფასება ყოველთვის მაღალ დონეზე აქვს? ვინ არიან ეს ადამიანები ?მათ სხვებისგან 2 რამ განასხვავებთ .რეალური ცხოვრებისეული წარმატება ან  წარმატებულობის სხეულებრივი კორსეტი.

​​​​​​​​​​​​​​რეალური ცხოვრებისეული წარმატება(წარმატება ცხოვრებაში) ესაა როცა ადამიანი წარმატებულად ცხოვრობს,სამსახურში აფასებენ,მეგობრები პატივს სცემენ,ქმნის და ამტკიცებს თავის ცხოვრებისეულ ბაზას(მყუდრო ბინა,საყვარელი აგარაკი,საყვარელი მანქანა),იმაღლებს თავის ოსტატობას,ხდება პატივსაცემი პროფესიონალი,ცხოვრობს როგორც წესიერი ადამიანი,ქმნის მტკიცე და ბედნიერ ოჯახს,მეგობრობს ღირსეულ ადამიანებთან.მოკლედ რომ ვთქვათ, უმჯობესია ადამიანი იყოს მდიდარი და ჯანმრთელი ,ვიდრე ღარიბი და ავადმყოფი,ხოლო თავისუფლება ჯობია არა თავისუფლებას.

წარმატებულობის სხეულებრივი კორსეტი. ეს რაღაა ? სამხედროები და სპორტსმენები დაბალი თვითშეფასებისგან ნაკლებად იტანჯებიან.რატომ ?იმიტომ რომ დაიყენეს კარგი სხეულის ფორმა,არიან ტანადები,იმიტომ რომ  მათ ასწავლეს თავდაჯერებული სიარული,თავის დაჭერა პირდაპირ და პირდაპირი მზერა და არა საკუთარ თავში ჩაღრმავება და კირკიტი.

ვისაც სურს იზრუნოს საკუთარ თავზე ,აითვისოს ეს უნარი,ეს საკმაოდ ძვირფასი რამაა.

 

მაგრამ არსებობს ადამიანების კიდევ ერთი კატეგორია,რომელთა თვითშეფასება უფრო ხშირად ეცემა ვიდრე სხვა დანარჩენი ადამიანების.ისინი თვითდამცირებაში ეშვებიან ცხოვრებისეული წარმატების და საკმაოდ კარგი სხეულის ქონის შემთხვევაშიც კი.

დაქვეითებული თვითშეფასება,საკუთარი თავის ჭამა,საკუთარ თავში დაეჭვება-ტიპიური ქალური თავისებურებაა.რაც ყველაზე უფრო საინტერესოა ამას ხშირად არანაირი საფუძველი არ აქვს.

რა განასხვავებს დაბალი თვითშეფასების მქონე ქალბატონებს სხვებისგან ?

ჩვევა გაითამაშონ უსუსურობა და უნარი ჩაიყენონ თავი მსხვერპლის მდომარეობაში.

ზოგჯერ ეს მათი  თამაშია ,რომელიც მათი  ბავშვობიდან მოდის:როცა ბავშვი დედას ისე წარმოუდგენს საქმეს რომ არაფერი არ გამოსდის,და ამის გამო ხასიათი უფუჭდება,დედა ყოველთვის შეიცოდებს.ბავშვი გაითამაშებს უსუსურობას ,დედა შეიცოდებს-შედეგად კი მიიღება ზრდასრული ადამიანი რომელიც მიდრეკილია ჩავარდეს დაბალი თვითშეფასების სინდრომში:“ მე ყველაფერი ცუდად მაქვს,მე არაფერს წარმოვადგენ,მე ჩემით არაფერი გამომივა და ა.შ.“ასეთ ქალებს დაბალი თვითშეფასებისკენ ქალური გენდერის სტანდარტიც უბიძგებს:ითვლება რომ მამაკაცებს მოსწონთ(ვითომ მოსწონთ ) უმწეო ქალები,თითქოს მათ მოსწონთ თავისი უპირატესობის შეგრძნება და ქალები ითვისებენ ასეთ ქცევას“მე უშენოდ ვერ შევძლებ და ა.შ.“ შედეგად ქალი ღებულობს დაინტერესებული მამაკაცის ყურადღებას,მაგრამ ამასთან ერთად პეობლემურ ბონუსს-ჩვევას შეიგრძნოს საკუთარი უმწეობა და უსუსურობა.

განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევაა როცა მსხვერპლის პოზიციას ზევიდან დაედება ხოლმე დაქვეითებული თვითშეფასებაც.აქ დამიანი მართლაც სერიოზულად იტანჯება და უქმნის პრობლემებს გარშემომყოფებს.

აქ ფსიქოთერაპიის ადგილი აღარ არის,აქ უკვე საჭიროა პაციენტის ტვინის საკუთარ ადგილზე დაბრუნება.

 

  • თვითშეფასების  ამაღლების მსურველი ადამიანი მსხვერპლის პოზიციიდან უნდა გადავიდეს ავტორის პოზიციაზე.დაისწავლოს მსხვერპლის ლექსიკა და ისე აღარასოდეს ილაპარაკოს.შეეშვას თავისმართლებას და ისწავლოს  დაშვებული შეცდომის აღიარება
  • თვითშეფასების  ამაღლების მსურველი ადამიანი უნდა გადაეწყოს პოზიტივზე:გარშემომყოფებზე თქვას მხოლოდ კარგი.ისწავლოს კომპლიმენტები და დაიწყოს მათი გამოყენება.ეს მართლაც საინტერესოა როცა შენ  დაიწყებკარგის თქმას არა საკუთარ თავზემარამედ სხვა ადამიანებზე,ამაღლებას დაიწყებს შენი თვითშეფასება.
  • თვალყური ადევნოს საკუთარ მეტყველებას,არასოდეს თქვას საკუთარ თავზე ცუდი, თუნდაც ხუმრობით. თქვას ხოლმე “ შეცდომა მომივიდა,მაგრამ  მე კარგი ვარ“ და არა „რა,სულელი ვარ.“
  • იმუშაოს საკუთარ თავდაუჯერებლობასთან.ჩატვირთოს საკუთარ თავში თავდაჯერებულობის შეგრძნება.იმუშაოს მეტყველებასთან.მოაშოროს ფრაზები“ვაი თუ არ გამომივიდა“ „ნამდვილად არაფერი გამომივა“ და წარუმატებლობის სხვა მარკერები

 

თუ ამას გააკეთებს ადამიანი ერთ თვეში მისი განწყობა გაუუმჯობესდება.

მზად იყავით,შესაძლოა მოხდეს სიტუაციური ჩავარდნა და ამან დაარტყას ისევ თვითშეფასებას.გახსოვდეს,ეს დროებითია .სიტუაცია გამოსწორდება.როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია სწრაფად ? რა ვქნათ თუ ასეთ სიტუაციაში ახლობელი ადამიანი აღმოჩნდა ? საკმარისია მისი ყურადღების გადატანა სხვა რამეზე ან მხარდაჭერა,მაგრამ საუკეთესო გამოსავალია ახალ საქმეში მისი ჩართვა ან განსხვავებულ სიტუაციაში მისი ჩართვა.

 

რა ვქნათ  თუ თვითშეფასების  ამაღლება გვჭირდება?

ეს შესაძლებელია ? დიახ,შესაძლებელია.

·         თვითშეფასების ამაღლების ისეთ შესაძლებლობებს როგორიცაა სხვებზე უპირატესობის ნიშნების გამოვლინება და გარშემომყოფების დამცირება(ტრაბახი,დაცინვა,ბრალდება,კრიტიკა) არ გირჩევთ. ეს  დამატებით პრობლემებს და კონფლიქტებს მოგიტანს.

·         არსებობს ბევრი უბრალო,გონივრული და საკმაოდ ღირსეული საშუალება საკუთარი თვითშეფასების ამაღლების.ჩამოვთალოთ რამოდენიმე:

·         შეიძლება ეს იყოს იმის გაკეთება რაც შენ კარგად გამოგდის: გემრიელი საუზმის მომზადება,ლამაზად სუფრის გაწყობა,ჭურჭლის ალაგება და გარეცხვა და სხვა რის შემდეგაც საკუთარი   თავი შეგიძლია შეაქო.

·         განწყობას უკეთესობისკენ ცვლის რაიმე კარგი საქმის გაკეთება: მაგ.დაურეკე მშობლებს,ეს მათ ესიამოვნებათ.

·         ასევე ყოველთვის სასიამოვნოა  მათთან საუბარი ვინც გიცნობს და უყვარხარ,განწყობასთან ერთად აგიმაღლდება თვითშეფასება.

·         შეახსენე საკუთარ თავს  საკუთარი წარმატებები.ამას ხელს უწყობს წარმატებების რვეული.გაქვთ უკვე ასეთი ?თუ არა  ,დაჯექით და დაიწყეთ წერა.თუ გაქვთ გადაშალეთ და დაიწყეთ კითხვა.5 წუთში აგიმაღლდებათ განწყობა.

·         ჩამოწერე საკუთარი ძლიერი მხარეები,საკუთარი ღირსებები,რა გახასიათებს შენ საუკეთესო მხრიდან? შეგიძლია წერა დაიწყო ასე:“მე შესანიშნავად შემიძლია...“(ჩამოთვალე 10 პუნტი) შემდეგ დაწერე შენი ხასიათის კარგი თვისებები(საკმარისია 5 პუნქტი) ჩამოწერე საკუთარი ცუდი თვისებებიც და მაშინვე გადახაზე. დასასრულ კი ჩამოწერე საკუთარი გარეგნობის სასიამოვნო მომენტები(სიმპატიური ფიგურა,კარგი მანერები და ა.შ.)

·         თვით ჩაგონება „მე კარგი ვარ“ დადექი სარკესთან და ხმამაღლა უთხარი საკუთარ თავს.მერე კიდევ ერთხელ.მერე კიდევ ორჯერ.მერე უკვე ჩურჩულით უმეორე იგივე საკუთარ თავს სხვა საქმეების კეთებისას მაგრამ იგივე მხნე და კმაყოფილი ინტონაციით.

·         ახლა კი ყველაზე ძლიერი საშუალება: დაიწყე მხნედ და თავდაჯერებულად დაიწყე მოქცევა.გააკეთე ეს ისე როგორც ამას აკეთებენ მსახიობები.ჩართე სიცოცხლისმოყვარეობა და შეინარჩუნე ეს მდგომარეობა თუნდაც 5 წუთი.

 

7  საშუალება თვითშეფასების სწრაფად  ამაღლების

 

ჩამოწერე ფურცელზე პასტით შემდეგი თანმიმდევრობით.

 

·         7 ჩემი ძლიერი მხარე

·         7 ჩემი დადებითი ხასიათის თვისება

·         7 ადამიანი ვინც მაღალ შეფასებას მაძლევს

·         7 ჩემი დიდი წარმატება ცხოვრებაში

·         7 სიტუაცია სადაც საკუთარი თვი მომეწონა და ვამაყობ საკუთარი თავით.

·         7 საქმე რომელიც ხვალვე შემიძლია შესანიშნავად გავაკეთო

·         7 ადამიანი რომელთაც გაუხარდებათ ჩემი წარმატება

 

ადეკვატური თვითშეფასება

თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური და არა ადეკვატური(დაქვეითებული ან გადაჭარბებული)

ადეკვატურობა არის შესატყვისობა სიტუაციის მოთხოვნებთან და სხვა ადამიანების მოლოდინებთან.

თუ ადამიანებს სჯერათ რომ პირს შეუძლია გაუმკლავდეს ამოცანებს,მას კი საკუთარი ძალების არ სწამს-საქმე გვაქვს დაქვეითებულ თვითშეფასებასთან.

თუ ადამიანი განაცხადებს არარეალისტურ გეგმების თაობაზე -საქმე გვაქვს გადაჭარბებულ თვითშეფასებასთან,

თვითშეფასების ადეკვატურობის შეფასების  კრიტერიუმი არის ადამიანის გეგმების რეალისტურობა.

როგორ შევაფასოთ სიტუაციური ან კერძო თვითშეფასების ადეკვატურობა

სიტუაციური ან კერძო თვითშეფასება შესაძლებელია საკმაოდ ობიექტურად შეფასდეს როგორც ადეკვატური ან დაქვეითებული.

თუ ცდა აჩვენებს რომ ადამიანი თავს კარგად ართმევს ამოცანას,რომელსაც დიდი ხანი ხელს არ კიდებდა-ეს ნიშნავს რომ მისი თვითშეფასება დაქვეითებულია.

სიტუაციური თვითშეფასების ადეკვატურობა ფასდება არა მხოლოდ პრაქტიკით და მიღებული შედეგებით , არამედ იმ სფეროს სპეციალისტების მიერაც.

როგორ შევაფასოთ პიროვნული თვითშეფასების ადეკვატურობა ?

ადეკვატური პიროვნული თვითშეფასება -ესაა რეალური შედეგების და ფაქტების,რეფერენტული ჯგუფის მოლოდინების შესატყვისი ,არც დაქვეითებული და არც გადაჭარბებული შეფასება საკუთარი შესაძლებლობების.

მოუმწიფებელი პიროვნების თვითშეფასება  დამოკიდებულია გარშემომყოფთა შეფასებებზე.ეს გარშემომყოფები ხშირად თავად არ არიან ადეკვატურები.

რაც უფრო მომწიფებულია პიროვნება,მით უფრო ადეკვატურია მისი თვითშეფასება.

 

რატომ უნდა გაარკვიოს ადამიანმა ადეკვატურია თუ არა მისი თვითშეფასება ?

თვითშეფასების ადეკვატურობის გარკვევა საშუალებას იძლევა:

·         საკუთარი ამბიციების და პრეტენზიების ამაღლების ან დაქვეითების(ჟარგონზე ფიტილის აწევის ან დაწევის)

·         ვიაუბროთ  ამ ადამიანის პიროვნულ ადეკვატურობაზე ზოგადად.

 

თვითშეფასების ადეკვატურობა კონრეტულ სიტუაციაში.

 

თუ ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში ხელს კიდებს დაბალი სირთულის ამოცანებს,როცა თავად  მეტი შეუძლია მისი თვითშეფასება დაქვეითებულია.

თუ ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში ხელს კიდებს მაღალი სირთულის ამოცანებს,როცა არ შეუძლია მათი გამკლავება, მისი თვითშეფასება გადაჭარბებულია.

 

თუ ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში ხელს კიდებს ისეთი სირთულის ამოცანებს,რომელთა გამკლავება შეუძლია , მისი თვითშეფასება ადეკვატურია.

 

თუ ადამინმა იცის რომ რაღაც შეუძლია ან არ შეუძლია,და ეს იცის იმიტომ რომ სცადა და შეამოწმა,მაშინ მისი თვითშეფასება ადეკვატურია.ადეკვატურად მაღალი,ადეკვატურად საშუალო ან ადეკვატურად დაბალი.მაგრამ ადეკვატური.

თუ ადამიანმა კი არ იცის კი არ სცცადა და გაიგო,არამედ სჯერა/სწამს  რომ „შეუძლია“ ან „ვერ შეძლებს’’  მისი თვითშეფასება იქნება არცთუ ადეკვატური.

საერთოდ ადამიანებს რომლებიც მიჩვეულნი არიან დაეყრდნონ ცოდნას,გამოცდილებას  და არა რწმენას და ემოციებს უფრო ადეკვატური თვითშეფასება აქვთ.

ყურადღება: სხვადასხვა კონკრეტულ სიტუაციებში ადამიანს შეიძლება ქონდეს როგორც ადეკვატური ისე არა ადეკვატური თვითშეფასებები.

მაგ. მუშაკი შესაძლოა სათანადოდ ვერ აფასებდეს საკუთარ უნარებს კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში,გადაჭარბებით აფასებდეს საკუთარ უნარებს იყოს შეფის მოთხოვნების შესატყვისი და ადეკვატურად აფასებდეს საკუთარ უნარებს კოლეგებთან ურთიერთობების სფეროში.

ადამიანის სიტუაციურად გადაჭარბებული თვითშეფასება-შეიძლება პროვოცირებული იყოს სურვილით „არ შერცხვეს“,როცა შინაგანი თავდაუჯერებლობისგან ადამიანს გონია რომ არ ცოდნა ან ვერ შეძლება -დანაშაულია.ასეთ დროს იმის მაგივრად, რომ ისწავლოს,ის ამბობს რომ ყველაფერი იცის და შეუძლია.

როგორც წესი თვითშეფასების ადეკვატურობა მოწმდება არა მხოლოდ პრაქტიკით არამედ შესაბამის სფეროში ავტორიტეტების აზრით.

უნდა გაითვალისწინოს თუ არა ადამიანმა  გარშემომყოფთა აზრი თვითშეფასებისას ?

ეს შეიძლება იყოს სასარგებლო თუ მისი გამოცდილება მცირეა.მაგრამ ალბათ არ ღირს გარშემომყოფთა(არასპეციალისტთა) აზრისთვის ყურადღების მიქცევა,თუკი მათი შეფასებები ატარებენ ემოციურ(პოზიტიურ ან ნეგატიურ) ხასიათს.

სიტუაციური თვითშეფასების კორექცია ხდება ცდით.დამწყების თვითშეფასება ხშირად ან დაქვეითებულია,ან გადაჭარბებულია რადგან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს რაზეა საუბარი.შემდეგში ადამიანი რაც მეტს მუშაობს მეტ გამოცდილებას იძენს და მით უფრო ზუსტად შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების შეფასება: რა შეუძლია რეალურად და რა არ შეუძლია.

ამბობენ იღრჩობა არა ის ვინც ცურვა არ იცის,არამედ ის ვინც ცოტა ისწავლა.ეს ხდება იმიტომ რომ  დამწყებმა მოცურავემ წყლის შიში გადალახა ,მაგრამ არ უსწავლია საკუთარი ძალების ადეკვატური შეფასება.ასეა სხვა სფეროებშიც დამწყებები ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებენ.

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები