პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე


1.შეუძლია განაწყენებულ,განრისხებულ,გაღიზიანებულ,გაბრაზებულ,შეშინებულ  ადამიანს რამე შექმნას,მიზანმიმართულად იაზროვნოს,თესოს სიკეთე ? პასუხი არის -არა .

ასეთ დროს ადამიანს სურს მოიშოროს,მოისროლოს,დაამტვრიოს ,დაანგრიოს დაა.შ. რათა მისცეს გამოსავალი უარყოფით ემოციურ დაძაბულობას.

ასეთ მდგომარეობაში გაბოროტებული ადამიანი განმუხტვას ახდენს პირველივე  შემხვედრზე,ავრცელებს ამ ბოროტებას თავის გარშემო,აინფიცირებს გარშემო მყოფებს.

და რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა რომელიც შურის ან ეჭვიანობის ტყვეობაში იმყოფება. შურს და ეჭვიანობას შეუძლიათ ისე  დაიმონონ ადამიანი რომ ისინი აუტანლები ხდებიან ახლობლებისთვის.

ეს ემოციური მდგომარეობები ითვლება უარყოფითად ისინი სიცოცხლეს უწამლავენ ადამიანს და მის გვერდზე მყოფთ და გააჩნიათ უზარმაზარი დამანგრეველი ძალა. 

ხშირად დანაშაულის მიზეზად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ასახელებს აფექტს.

აფექტი -ეს არის ხანმოკლე ,მაგრამ ძალიან ინტენსიური ამოფრქვევა უარყოფითი ემოციების რომლის დროსაც ხდება ემოციური განმუხტვა.

ადამიანი პირველ რიგში ფხიზლად უნდა იყოს ასეთი მდგომარეობების მიმართ როგორც თავისთან ისე სხვასთან.

განსაკუთრებით ბავშვების და მოზარდების თანდასწრებით, ასევე მათთან ურთიერთობის დროს.

უფროსები ცდებიან როცა თვლიან რომ მათი ემოციური მდგომარეობა არ აისახება ბავშვებზე.

მშობლებთა ეპიზოდური შემთხვევებიც აფექტური მდგომარეობისა  აქვეითებს ბავშვების სასიცოცხლო ენერგიას.

ამასთან ბავშვები ითვისებენ ქცევის იმ ფორმებს რომლებიც ჭარბობს მათ გარშემო და რომლებიც ყველაზე დიდ კვალს ტოვებენ მათში.

იქ სადაც სკანდალებს ქრონიკული სახე აქვს,ბავშვებს უქვეითდებათ ფსიქიკური ამტანობა ,ზოგიერთს აღენიშნება ემოციური სიჩლუნგე,ინტელექტუალური პოტენციალის დაქვეითება.

2.ყველამ იცის უფრო ადვილია ადამიანისთვის კარგი განწყობის გაფუჭება,ვიდრე ცუდი განწყობის გაუმჯობესება.

საქმე ფიზიოლოგიურ მექანიზმებშია.უარყოფითი ემოციები შთანთქავენ ორგანიზმის ბიო-ქიმიური რეზერვების(ენერგიის) უზარმაზარ რაოდენობას.დადებითი ემოციური მდგომარეობის აღსადგენად საჭიროა დახარჯული ენერგიის კომპენსაცია.ამას ჭირდება დრო. იმავდროულად ჯაჭვური რეაქციით ხდება გარშემომყოფთა გაღიზიანება და დანევროზება.

უარყოფითი ემოციურ მდგომარეობებს შეიძლება ვუწოდოთ აგრესიული,ეს ემოციები ადვილად გადადიან ადამიანიდან ადამიანზე,ადვილად იპყრობენ და დიდხანს არ ტოვებენ მათ.

ისეთი „უწყინარი ‘’ მდგომარეობებიც კი როგორიცაა  მოწყენილობა,სევდა,დეპრესია -აგრესიული ემოციებია.ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი კარგავს სურვილს გამოვიდეს ამ მდგომარებიდან.ამ უარყოფითი აგრესიული ემოციების გავლენას განიცდიან ის ადამიანები რომლებიც კონტაქტში არიან ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან.

რაღა უნდა ვთქვათ ნევროზების ფეთქებად ხასიათზე.ამ დროს საქმე კიდევ უარესადაა კონტაქტში მყოფთათვის.

ამიტომ უარყოფითი ემოციური მდგომარეობა ადამიანისა რომელიც შედის კონტაქტში სხვა ადამიანებთან აღარაა მარტო მისი პირადი საქმე.

ამიტომ საკუთარი ხასიათის(ცუდი ხასიათის) პირად საქმედ მიჩნევა შეცდომაა

3.როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის აფექტის მდგომარეობაში სასამართლომ ეს შეიძლება შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაუთვალოს,მაგრამ არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

ადამიანი მაშინაც არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან,როცა არ იცნობს კანონის მოთხოვნებს.

ამიტომ საჭიროა რომ ადამიანი იცნობდეს თავის სამართლებრივ(იურიდიულ) და ნებისმიერ სხვა სახის  პასუხისმგებლობებს არა მხოლოდ ქმედებებისთვის არამედ საკუთარი ემოციების და გრძნობების გამოხატვისთვისაც.

ბევრმა ადამიანმა უკვე გააცნობიერა პასუხისმგებლობა თავის ემოციებზე თუნდავ ეს ემოციები გარეგნულად არც იყოს გამოხატული.

მათ იციან რომ უარყოფითი, არაკეთილი გრძნობები ეხლართება ქცევიების მოტივაციებს და შეიძლება უარყოფითად აისახოს ბევრი ადამიანის ბედზე,ეს ეხება არა მარტო იმ ადამიანებს ვისაც ხელმძღვანელი თანამდებობები უკავიათ(მაგ. მძღოლებს,ავიადისპეჩერებს დაა.შ.)

 

ბავშვები განსაკუთრებით ექვემდებარებიან თავიანთი მშობლების ფარულ თუ აშკარა უარყოფით ემოციებს.

ადამიანი რომელიც ცხოვრობს არა კეთილი გრძნობებით ადრე თუ გვიან გადაიხდის ამის საფასურს ,ხშირად ეს ხდება შვილების ჯანმრთელობით.

ან ზიანდება მათი ფიზიკური ჯანმრთელობა,ან მათი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.ან რთულად მიდის მათი სოციალური ადაპტაცია,ან მათი ქცევა ხდება აშკარად ასოციალური. და ა.შ.

შვილის მშობელთან ურთიერთობას დაედება მძიმე ბეჭედი:უნდობლობა,წყენა,ზიზღი,სიძულვილი,მშობლის სიკვდილის სურვილი

ადამიანი რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობას საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე ხდება უფრო ძლიერი.ის აღარ რჩება ემოციების მონა.ის შეიძლება გახდეს ემოციების ბატონი.ასეთი ადამიანი უახლოვდება სიბრძნეს.სიბრძნე მიუწვდომელია ადამიანისთვის ვისაც არ შეუძლია საკუთარი ემოციების მოთოკვა.

„გულს ვერ უბრძანებ“ ამბობენ ის ვინც ჯერ კიდევ არ ცდილობს გაიგოს როგორ მოიპოვოს საკუთარ ემოციებზე კონტროლი.

ემოციების მოთოკვა ემოციურად არ აღარიბებს ადამიანს.ემოციების მოთოკვა ძალას აძლევს ადამიანს გადალახოს სხვა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები დაიცვას თავი გარემოდან  უარყოფითი გავლენებისგან.

საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის გაცნობიერების დონე ადამიანებს ერთნაირი არ აქვთ.ზოგს ის მაღალი აქვს და სწრაფად აცნობიერებს პრინციპს „ არ ავნო “

უმრავლესობას კი საკუთარ ემოცირ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არ აქვს.ამათთან სპეციფიკური მიდგომაა საჭირო.

განწყობის ამაღლება

·         დამოუკიდებლად ჩამოწერე 50 რამ რაც განწყობას გიმაღლებს

·         ამ სიიდან გადახაზე მავნე და ძვირი რამეები

·         რაც დარჩება ,გამოიყენე !

 

შეგვიძლია გიკარნახოთ:

 

რა ამაღლებს ადამიანის  განწყობას ?

 

·         ფიზიკური აქტივობა: დილის სირბილი,კონტრასტული შხაპი,მხნე  სიარული,ენერგიული ცეკვა

·         წელში გასწორება და ღიმილი:

რომ გადაეჩვიო ცუდ ხასიათზე ყოფნის ჩვევას :

1.გადაიღე ფოტოები როცა უკმაყოფილო ხარ.(არ მოგეწონება შენი სახე)

2.მიდი სარკეთან და 10-ჯერ გაიმეორე „როგორი ცუდი განწყობა მაქვს“ შეიძლება გეღიმოს და განწყობა გაგიუმჯობესდეს.

3.მიდი სარკესთან როცა მოწყენილი ხარ და თქვი „რა სილამაზეა,ღიმილით კიდევ უკეთესია’’ სარკის ნაცვლად გამოდგება ნებისმიერი ამრეკლავი ზედაპირი.

4.გაიღიმე და შეინარჩუნე ღიმილი მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში

5.ძალით გაიცინე.ამისათვის ოდნავ შეღებული პირიდან მკვეთრად ამოისუნთქე.გაგეცინება მერე დაიტოვე სახეზე ღიმილი და შეინარჩუნე შინაგანი განწყობა „მე ეს გავაკეთე, მე ეს გამომივიდა“

 

·                                 მოაწესრიგე აზრები : კითხე საკუთარ თავს ნეგატივის თაობაზე“რატომ ვაკეთებ ამას ?რაში მჭირდება ეს ნეგატიური ემოცია ახლა? რა სარგებელს ვნახულობ როცა ნაწყენი ვარ ? შეიძლება ჩემი პრობლენმა სხვანაირად მოგვარდეს ?

შინაგანი დიალოგი დაგეხმარება გააცნობიერო არა საჭირო ემოციები.

 

·                           პოზიტიური ურთიერთობა :მარტივი მაგრამ ეფექტური საშუალებაა გააკეთო რაღაც კარგი სხვა ადამიანისთვის(გაუღიმე და გაგიღიმებენ)

·                           ფიზიკური რელაქსაცია :დაწექით შენ და შენი პარტნიორი(მეორე ნახევარი) და ნახევრად ძილში მშვიდად ისაუბრეთ.თუ მაინც იჩხუბებთ.გადადევი საუბარი დილისთვის.დაიძინე და აზრზე მოხვალ.

·                           გადაიტანე ყურადღება ნეგატივიდან სხვა რამეზე : მაგ.რაიმე საქმეზე,ცაზე,შენს მშვიდ სუნქვაზე

·                           სინათლე და ფერი: გადი ქუჩაში,იყავი მზეზე,მორთე  ინტერიერი საზეიმოდ,დაკიდე პოზიტიური სურათები კედლებზე,ოთახი უფრო კარგად გაანათე,ჩაიცვი რაიმე მხიარული,იპკურე სასიამოვნო სუნამო

 

ახლა ყველაფერი იგივე ოღონდ ყოველდღიურ ცხოვრებაში

ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესების ყველაზე ეფექტური გზაა :სპორტდარბაზი,ცეკვები,გასეირნება,გიმნასტიკა,იოგა.

როგორც კი იწყებ მოძრაობას განწყობა უმჯობესდება.

დატვირთვის შემდეგ ძალიან სასიამოვნოა დასვენება.თუ იცი მოდუნების ტექნიკა დაწექი და მოდუნდი.თუ არ იცი ეხადე 15 წუთი დაიძინო.

შოპინგი-ერთ-ერთი შემოწმებული საშუალებაა განწყობის ამაღლების.იმავდროულად ყველაზე ძვირი ხერხია.დაიტოვეთ ეს საშუალება უკიდურესი შემთხვევისთვის.ამაში შედის ასევე : სპა-პროცედურები,მანიკიური,პედიკიური,მასაჟი,სილამაზის სალონი.

გაცილებით მარტივად,უფასოდ და სწრაფად დაგეხმარება მუსიკა.(ოღონდ არა ნაღვლიანი)

ანეკდოტები ინტერნეტიდან ან სკეტჩები.

ნამცხვრები,ნაყინი,შოკოლადი და ა.შ.

სექსი

ყველაზე შემოწმებული და ხელმისაწვდომი საშუალება კი -ღიმილია.გაიღიმე.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები