დანაშაულის გრძნობა ადამიანში


ბრალი არის ის რაც ედება/ეკისრება  ადამიანს  სხვისთვის ზრალის მიყენების,კანონის დარღვევის ,ან შეთანხმების პირობის დარღვევის გამო.

ბრალეული/დამნაშავე -ეს არის ის ვინც უნდა აანაზღაუროს ზარალი ,ხოლო თუ ვერ ან არ ანაზღაურებს უნდა დაისაჯოს.

ბრალის აღიარება-როგორც წესი ადამიანი თავს დამნაშავედ(ბრალეულად) მიიჩნევს მხოლოდ იმაში, რაც წინასწარ განზრახვით მოიმოქმედა.

თუ რაღაცის გაკეთება ადამიანს წინასწარ განზრახვით არ უნდოდა, როგორც წესი ის ბრალს არ აღიარებს“მე განზრახ არ მიქნია ,“მე მინდოდა უკეთ გამოსულიყო“ , „ასე   გამოვიდა..“

.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ცნებები „ბრალი „ და „პასუხისმგებლობა’’ აღრეულია.

ბრალი-ეს არის ის საფასური  რაც ადამიანმა უნდა გადაიხადოს მიყენებული ზარალის დსაფარად

პასუხისმგებლობა -ეს არის ადამიანის მზაობა გადაიხადოს ეს საფასური.

 

დანაშაულის გრძნობა

დანაშაულის გრძნობას(ვინმეს მიერ საკუთარი თავის დადანაშაულებას რაღაცაში)  ხშირად ურევენ პასუხისმგებლობაში.

დანაშაულის გრძნობა- ეს ისაა რასაც გარედან უნერგავენ იმათ ვინც საფასურის გადახდას თავისით არ აპირებს,ანუ თავად  არ გრძნობს პასუხისმგებლობას.

დანაშაულის გრძნობა თუ შეძლეს და ადამიანს გარედან ჩაუნერგეს მას აქცევს სოციალურად უსაფრთხოდ.

დანაშაულის გრძნობას ადამიანს სხვა და სხვა დროს გარედან უნერგავენ(მშობლები,მწვრთნელები,სახელმწიფო,ეკლესია,გავლენიანი ჯგუფები) სასჯელის მუქარით.

დანაშაულის გრძნობის გაღვივება სოციალურად სასარგებლოა.

მაგრამ თავადაც უნდა შეიქმნას თუ არა ადამიანმა შიგნიდან  დანაშაულის გრძნობა  როცა რაიმე შეცდომას დაუშვებს?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.

 

არიან:

·         ადამიანები რომლებიც არ განიცდიან დანაშაულის გრძნობას ,მაგრამ ყველაფერს აკეთებენ დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად.(„მოღვაწეები“)

·         ადამიანები რომლებიც დიდხანს და ტანჯვით განიცდიან დაშვებულ შეცდომას მაგრამ არაფერს აკეთებენ მის გამოსასწორებლად(‘’განცდებში მყოფები’’)

·         ადამიანები რომლებიც  ყველაფერს გააკეთებენ შეცდომის გამოსასწორებლად,მაგრამ მაინც ტანჯვით განიცდიან დაშვებულ შეცდომას(‘’ წამებულები’’)

·         ადამიანები რომლებიც არ განიცდიან დანაშაულის გრძნობას არაფერს აკეთებენ დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად.(„სულელები“)

 

„სულელი’’ ადამიანებისთვის დანაშაულის გრძნობის ჩანერგვა გარედან ალბათ სასარგებლოა,ის იცავს მათ მომავალი სისულელეებისგან.

არის შემთხვევები როცა დანაშაულის გრძნობას ადამიანები შიგნიდან თავად  იქმნიან  და იტანჯებიან მხოლოდ იმისათვის რომ გაექცნენ პასუხისმგებლობას , თავი დაიცვან გარედან  ბრალდებებისგან.მაგრამ დანაშაულის გრძნობა(დანაშაულის შინაგანი განცდა) არ არიდებს ‘’განცდებში მყოფებს’’  პასუხისმგებლობას.სახის დამნაშავე გამომეტყველება ,მხრებში მობუზვა,როგორც მათი შინაგანი განცდების ნიშნები არავის სჭირდება.საჭირო პასუხისგება ანუ შეცდომის გამოსწორება, ზარალის ანაზღაურება ან საჯელის მიღება.

დანაშაულის გრძნობა პასუხისმგებლიანი  „წამებულებისთვის“ კი რომელიც იხდის სრულ საფასურს და თან შინაგანად იტანჯება ზიანის მომტანია.

 

ვინ არის დამნაშავე ? რა ვქნათ ?

 

როცა რაღაც ხდება ყოველთვის ეძებენ დამნაშავეს.

მაგრამ უკეთესია ფიქრი იმაზე ახლა რა ვქნათ.

დამნაშავეებიას მოძებნა როგორც წესი რთულია და ნაკლებად ეფექტური: დამნაშავეები იმალებიან,ცრუობენ,თავს იმართლებენ,მაშინაც კი როცა დამნაშავეებს პოულობენ და სჯიან ის გაფუჭებული სიტუაცია არ სწორდება.

 

დამნაშავის ძებნა როგორც წესი არაკონსტრუქციულია.უფრო კონსტრუქციულია ფიქრი იმაზე ახლა რა ვქნათ ?უფრო კონსტრუქციულია სამომავლო გადაწყვეტილების მონახვა.კითხვა ახლა რა ვქნათ ? მიმართულია არა წარსულისკენ არამედ მომავლისკენ და ჩვეულებრივ უფრო სწრაფად აგვარებს შექმნილ პრობლემას.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები