ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა, რომელსაც პარტნიორთა შორის ძალადობასაც უწოდებენ, არის
ქცევების ერთობლივობა, რომელსაც ერთი პარტნიორი იმისათვის იყენებს, რომ ძალაუფლებისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მეორე პარტნიორი
ძალადობის მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტნიორის სურვილი, ძლაუფლებისა
და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მეორე პარტნიორი!
ძალადობა შეიძლება ხდებოდეს ნებისმიერ წყვილს შორის, ვინც დაქორწინებულია,
ერთად ცხოვრობს ან, უბრალოდ,
ხვდება ერთმანეთს.
ძალადობა მოიცავს ქცევათა ძალიან ფართო სპექტრს, რომელშიც შედის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქო-ემოციური და ეკონომიკური ძალადობა.
ფიზიკური და სექსუალური ძალადობა,
ან
მუქარა მათი ჩადენის
შესახებ,
ყველაზე შესამჩნევი
ოჯახური
ძალადობის ფორმებია და საშუალებას
აძლევს
სხვებს
დაინახონ
ისინი.
თუმცა,
მუდმივად
სხვა
სახის
ძალადობრივი
მოქმედებები,
რომელსაც
თან
ახალავს
ფიზიკური
ინციდენტები,
ძალადობის
გაცილებით
დიდ
სისტემას
ქმნის.
მიუხედავად
იმისა
რომ
ფიზიკური
ძალადობის
შემთხვევები
შეიძლება
მხოლოდ ერთხელ, ან პერიოდულად
ხდებოდეს,
ისინი
მაინც წარმოადგენს მომავალი თავდასხმის მუქარას და მოძალადეს აძლევს საშუალებას კონტროლი
დაამყაროს ქალის ცხოვრებაზე.
ძალიან ხშირად, ერთ ან მეტ ძალადობრივ ინციდენტს თან ახალავს სხვადასხვა ტიპის ძალადობა.
ფიზიკურ
და
სექსუალურ
ძალადობასთან
შედარებით
ისინი ძნელად შესამჩნევია, თუმცა
მყარად
ახდენენ
ძალადობის
მოდელის
ჩამოყალიბებას.
ხ
ფსიქოლოგიური
ძალადობა
• ამცირებს პარტნიორს
• პარტნიორს აიძულებს, თავის თავზე ცუდად იფიქროს
• ეძახის დამამცირებელ სახელებს
• აკეთებს ყველაფერს, რათა პარტნიორმა იფიქროს, რომ თავადაა გიჟი
• იყენებს ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდებს
• პარტნიორს აიძულებს, თავი დამნაშავედ იგრძნოს
დომინანტური მდგომარეობის
გამოყენება
• პარტნიორს ეპყრობა, როგორც მოსამსახურეს
• იქცევა როგორც მბრძანებელი.
• აწესებს ქალისა და მამაკაცის როლებს
დაშინება
• პარტნიორს აშინებს გამოხედვით, საქციელით, ჟესტებით
• ამტვრევს ნივთებს
• ანადგურებს პარტნიორის კუთვნილ
ნივთებს
ან/და საკუთრებას
• ძალადობს პარტნიორის კუთვნილ შინაურ ცხოველზე
• დაშინების მიზნით, პარტნიორს აჩვენებს იარაღს
მუქარა და იძულება
• ემუქრება, რომ ტკივილს მიაყენებს
• ემუქრება, რომ მიატოვებს, ან „თავს მოიკლავს“
• აიძულებს, გამოიტანოს განცხადება პოლიციიდან
• აიძულებს, ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
იზოლაცია
• აკონტროლებს, სად მიდის პარტნიორი, ვის ხვდება და ვის ელაპარაკება, რას აკეთებს,
რას
კითხულობს
• ამცირებს პარტნიორის საზოგადოებაში ჩართულობას
• ეჭვიანობით ცდილობს საკუთარი საქციელის გამართლებას
ეკონომიური ძალადობა
·
პარტნიორს ხელს უშლის, მოძებნოს ან/და შეინარჩუნოს სამსახური
• პარტნიორს
აიძულებს,
მას
სთხოვოს
ფული
• დაუკითხავად იღებს პარტნიორის ფულს
• პარტნიორს არ აწვდის ინფორმაციას ან არ აძლევს უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს ოჯახის საერთო
შემოსავალზე
ბავშვების გამოყენება
·
პარტნიორს აიძულებს, ბავშვების წინაშე დამნაშავედ იგრძნოს თავი
• ბავშვებთან
ვიზიტს
იყენებს პარტნიორის დასამცირებლად
• პარტნიორს
ბავშვების
წართმევით
ემუქრება
დადანაშაულება და უაყოფა
·
უმნიშვნელო რამედ მიიჩნევს
ძალადობას
და
არასერიოზულად
აღიქვამს
პარტნიორის
შეშფოთებას
• უარყოფს
ძალადობის
ფაქტებს
• პარტნიორს
აკისრებს
ძალადობაზე
პასუხისმგებლობას
• პარტნიორს
აბრალებს,
რომ
მან
გამოიწვია
ძალადობა
საშიში ნიშნები ურთიერთობაში
ძალადობას ხშირად აქვს წითელი დროშები (ანუ ქცევები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ადამიანი შეიძლება ძალადობდეს შენზე).
რა თქმა უნდა, მოძალადე პირველივე შეხვედრაზე არ იწყებს კონტროლსა და ძალადობას, რადგან ადამიანების უმეტესობა მას მეორედ აღარ შეხვდება.
სწორედ ესაა საინტერესო, რომ მოძალადეების უმეტესობა ურთიერთობის დასაწყისში იდეალური პარტნიორის შთაბეჭდილებას ტოვებს: ის აღფრთოვანებულია შენით და მზადაა, მთელი ცხოვრება შენთან გაატაროს, მიუხედავად იმისა რომ თქვენ ეს-ესაა გაიცანით ერთმანეთი. ეს სწორედ ერთ-ერთი წითელი დროშაა.
მოძალადე სწორედ ასე იწყებს პარტნიორთან ურთიერთობას, შემდეგ უკვე ურთიერთობაში ავლენს ძალადობის ნიშნებს.
ეს ნიშნები შეიძლება იყოს:
- გეუბნება, რომ შენ ვერასდროს ვერაფერს ვერ აკეთებ სწორად;
- ძალიან ეჭვიანია და ამას ავლენს შენი მეგობრების, ნაცნობების, ოჯახის წევრების მიმართ და იმ დროის მიმართ, რასაც მათთან ატარებ;
- ცდილობს, ხელი შეგიშალოს მეგობრების ან ოჯახის წევრების ნახვაში;
- გაყენებს შეურაცხყოფას, გამცირებს;
- აკონტოლებს ნებისმიერ თეთრს, რომელსაც ხარჯავ;
- აკონტროლებს შენს ფინანსებს, არ გაძლევს საშუალებას, შენი ფული სურვილისამებრ დახარჯო;
- გიყურებს ან იქცევა ისე, რომ მის მიმართ შიშის გრძნობა გიჩნდება;
- აკონტროლებს, ვის ნახულობ, სად მიდიხარ, რას აკეთებ;
- ხელს გიშლის გადაწყვეტილებების მიღებაში;
- გეუბნება, რომ ცუდი მშობელი ხარ და გაშინებს, რომ ბავშვებს წაგართმევს;
- ხელს გიშლის, ისწავლო ან იმუშაო;
- ზიანს აყენებს შენს საკუთრებას ან გემუქრება. რომ მოკლავს შენს შინაურ ცხოველს;
- გემუქრება დანით, იარაღით ან სხვა სახის საშიში ნივთებით;
- გაიძულებს სექსუალურ აქტივობას, როდესაც შენ არ გინდა ან არ მოგწონს;
- გაიძულებს, მოიხმარო ალკოჰოლი ან ნარკოტიკი.
ოჯახური/პარტნიორთა შორის ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, რეპროდუქციული, ფინანსური და ციფრული. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, თუ რომელი სახის ძალადობას რა სახის საქციელი ან ნიშნები ახასიათებს.
ფიზიკური ძალადობა:
- თმის მოქაჩვა, სილის გაწნა, კბენა, დარტყმა, ცემა;
- გიკრძალავს ჭამას ან დაძინებას;
- გაყენებს ტკივილს სხვადასხვა ნივთების ან იარაღის გამოყენებით;
- არ გაძლევს საშუალებას, დაურეკო პოლიციას ან სასწრაფოს;
- ფიზიკურ ზიანს აყენებს ბავშვებს;
- გტოვებს მარტო შეუფერებელ ადგილებში, მაგალითად, ღამით ტყეში, ქუჩაში, სადაც თავს დაუცველად გრძნობ, რათა შეგაშინოს ან „ჭკუა გასწავლოს“;
- შენი შეშინების მიზნით, სწრაფად ან საშიშად მართავს მანქანას, როცა მასთან ერთად ხარ;
- გაიძულებს, მოიხმარო ალკოჰოლი ან ნარკოტიკი, განსაკუთრებით მაშინ, თუ წარსულში პრობლემები გქონდა მათ მოხმარებასთან დაკავშირებით.
ემოციური/სიტყვიერი ძლადობა:
- გეძახის დამამცირებელ სახელებს, შეურაცხყოფას გაყენებს და მუდმივად გამცირებს;
- უარს ამბობს შენს ნდობაზე და მუდმივად ეჭვიანობს;
- ცდილობს, ჩამოგაშოროს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ცდილობს, სხვებისგან იზოლირებული იყო;
- აკონტროლებს, სად მიდიხარ, ვისთან ერთად, რას აკეთებ;
- ითხოვს, იცოდეს, სად ხარ ყოველ წუთს, ნებისმიერ დროს;
- გაიძულებს სახლში დარჩე, არ გაძლევს საშუალებას, დატოვო სახლი;
- იყენებს იარაღს, რათა დაგაშინოს;
- გემუქრება, რომ ზიანს მიაყენებს ბავშვებს ან შენი ოჯახის წევრებს;
- ზიანს აყენებს შენს ნივთებს, მაგალითად, ამსხვრევს მათ;
- ძალადობაში შენ გადანაშაულებს და გეუბნება, რომ მისი საქციელი შენი ბრალია და შენ გამოიწვიე;
- გიქმნის ცრუ მოგონებებს, გაბრალებს რაიმე კონკრეტულ ნათქვამს ან საქციელს. გამუდმებული ბრალდების დროს კი, ადამიანებს ექმნება ცრუ მოგონებები და ვერ იგებს, რელურად მოხდა ან თქვა თუ არა ის, რასაც მოძალადე აბრალებს;
- გადანაშაულებს ღალატში და მუდმივად ეჭვიანობს შენს ნებისმიერ ურთიერთობაზე, სხვა ადამიანებზე, მათ შორის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე;
- აკონტროლებს შენს გარეგნობას, რა გაცვია, როგორ მაკიაჟს ატარებ და ა.შ.;
- გეუბნება, რომ გაგიმართლა, რადგან მასზე უკეთესს ვერასოდეს იპოვი.
სექსუალური ძალადობა და იძულება:
- გაიძულებს, ჩაიცვა სექსუალურად შენი სურვილის საწინააღმდეგოდ;
- გამცირებს, გეძახის სექსუალურად დამამცირებელ სიტყვებს;
- გაიძულებს, მასთან სექსი გქონდეს;
- ითხოვს სექსუალურ აქტივობას, როდესაც ავად ხარ, დაღლილი ან მას შემდეგ, რაც ზიანი მოგაყენა;
- სექსის დროს სხვადასხვა ნივთებით ან იარაღით გაყენებს ზიანს;
- სხვა ადამიანების სექსუალურ აქტივობაში ჩართვა, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ;
- აიგნორებს შენს სურვილებს სექსთან მიმართებაში;
- გაიძულებს პორნოგრაფიის ყურებას;
- გამიზნულად ცდილობს, გადმოგდოს სექსუალური გზით გადამდები ინფექცია.
სექსუალური იძულება შეიძლება მოიცავდეს არმარტო ფიზიკურ, არამედ სიტყვიერ და სხვა სახის ძალადობას:
- გაიძულებს, თავი იგრძნო, თითქოს ვალდებული ხარ, მასთან სექსი გქონდეს;
- გაიძულებს ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიღებას, რათა სექსუალურ აქტივობაზე დაგითანხმოს;
- გეუბნება, რომ ურთიერთობაში ყოფნა ავტომატურად ნიშნავს შენი მხრიდან სექსისთვის მზაობას;
- აქვს ნეგატიური რეაქცია, თუ შენ უარს ამბობ;
- უარის შემდეგაც განაგრძობს ზეწოლას;
- გაიძულებს, გქონდეს შიშის გრძნობა, თუ უარს ეტყვი;
- ცდილობს თავისი მოთხოვნების ნორმალიზებას „კაცი ვარ და მჭირდება“.
რეპროდუქციული იძულება
რეპორდუქციული იძულება არის ძალადობის ფორმა, როდესაც ერთი პარტრნიორი არ აძლევს მეორეს საშუალებას, აკონტროლოს საკუთარი რეპროდუქციული სისტემა. რთულია ამ სახის იძულების შემჩნევა, რადგან ძალადობის ამ ფორმას გამუდმებით ახლავს თან სხვა სახის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები.
რეპროდუქციული ძალადობა შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგში:
- პარტნიორი უარს გეუბნება კონდომის ან სხვა სახის კონტრაცეპტივის გამოყენებაზე;
- კონდომის დაზიანება ან მოხსნა სექსუალური აქტის დროს;
- იტყუება კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენების შესახებ (მაგალითად, თითქოს ჩატარებული აქვს ვაზაქტომია ან იყენებს აბებს);
- უარს ამბობს შეწყვეტილი აქტის, როგორც კონტრაცეფციის მეთოდის, გამოყენებაზე, როცა ამაზე წინასწარ შეთანხმდით, სექსუალური აქტის დაწყებამდე;
- გაიძულებს, არ გამოიყენო კონტრაცეფციის რომელიმე მეთოდი, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ;
- ხელს გიშლის ფინანსურად, შეიძინო კონტრაცეფციის მეთოდები;
- აკონტროლებს შენს მენსტრუალურ ციკლს;
- გაიძულებს ორსულობას, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, როდის იყოლიო შვილი;
- გაიძულებს აბორტის გაკეთებას ან პირიქით, ხელს გიშლის აბორტის სერვისის მიღებაში;
- გემუქრება, რომ ზიანს მოგაყენებს, თუ არ დააკმაყოფილებ მის სურვილს ბავშვის ყოლასთან დაკავშირებით.
ფინანსური ძალადობა:
ფინანსური/ეკონომიკური ძალადობა არის კონტროლისა და იძულების ფორმა, რომელსაც მოძალადე ფინანსურ საკითხებში იყენებს:
- მუდმივად აკონტროლებს, რაში ხარჯავ ფულს;
- ათავსებს შენ ხელფასს ბანკში და უარს გეუბნება მის გამოტანაზე, ან გიზღუდავს მისი დახარჯვის შესაძლებლობას;
- აკონტროლებს, რომ ხელი არ მიგიწვდებოდეს შენს ან საერთო საბანკო ანგარიშებზე;
- გიკრძალავს, რომ იმუშაო ან გიზღუდავს სამუშაო საათებს;
- გპარავს ფულს შენ, შენი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს;
- ხარჯავს საერთო ანაბრებს, შენთან შეუთანხმებლად;
- ცხოვრობს შენთან ერთად, მაგრამ უარს ამბობს მუშაობაზე ან ხარჯების გადანაწილებაზე;
- უარს ამბობს ფულის მოცემაზე, რათა დაფარო საერთო, საოჯახო ხარჯები.
ციფრული ძალადობა:
ციფრული ძალადობა გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას პარტნიორის დამცირების, თვალთვალის, მუქარის მიზნით. ციფრულ ძალადობას შეიძლება თან ახლდეს ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხდება. ციფრულ ძალადობას აქვს ადგილი, თუ:
- გეუბნება, ვის შეგიძლია ან არ შეგიძლია დაუმეგობრდე ფეისბუქზე;
- გიგზავნის ნეგატიურ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ან მუქარის შემცველ ონლაინ მესიჯებს;
- გამცირებს თავის ონლაინ სტატუსებში;
- გიგზავნის არასასურველ, გრაფიკულ ფოტოებს და მოითხოვს, შენც გაუგზავნო;
- გაიძულებს, რომ გრაფიკული ვიდეოები გაუგზავნო;
- იპარავს ან მოითხოვს, რომ უთხრა შენი პაროლები;
- მუდმივად გწერს ტელეფონზე, შენ კი ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ ვერ ახერხებ ტელეფონის გამორთვას, რადგან კონტაქტზე არგასვლის შემთხვევაში, გეშინია, რომ დაისჯები;
- გიმოწმებს ტელეფონს;
- იყენებს ციფრულ ტექონოლოგიებს, რათა გითვალთვალოს.
შენ არ იმსახურებ ამგვარ მოპყრობას ონლაინ თუ ოფლაინ, უფლება გაქვს, დაცულად იგრძნო თავი ნებისმიერ სივრცეში.
ხხხხ
როგორ მივხვდე რომ ჩემი პარტნიორი მოძალადეა?
შესაძლებელია, რომ ადამიანმა ურთიერთობის საწყის ეტაპზე გაიგოს, რომ მისი პარტნიორი მოძალადეა? ფსიქოლოგი ლუნდი ბანქროფტი თვლის, რომ ეს შესაძლებელია. იგი თავის წიგნში „რატომ აკეთებს ის ამას?“ გვაწვდის რამდენიმე სასარგებლო რჩევას, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ მოძალადე ურთიერთობის საწყის ეტაპზე.
- ის უარყოფითად ლაპარაკობს თავის ყოფილ პარტნიორებზე:
- თავის ყოფილ პარტნიორზე საუბრისას იყენებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და გამოთქმებს;
- ამგვარ საუბარს იწყებს მალევე, თქვენი გაცნობის შემდეგ;
- თავის თავს ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობაში;
- ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა პარტნიორმა უმიზეზოდ დაადანაშაულა ძალადობაში;
- ყველა პრობლემას ყოფილ ურთიერთობაში თავის პარტნიორს აბრალებს და არ აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას;
- აღიარებს, რომ ძალადობდა ყოფილ პარტნიორზე, მაგრამ ამას სიმთვრალით ან რაიმე სხვა მიზეზით ამართლებს ან აბრალებს ყოფილ პარტნიორს;
- ამბობს, რომ შენ მის ყოფილ პარტნიორზე გაცილებით უკეთესი ხარ;
- ამბობს, რომ შენ პირველი ხარ, ვინც მას უგებს ურთიერთობებში.
შენ როგორ გრძნობ თავს ამ ყველაფერთან მიმართებაში?
- გეცოდება, ფიქრობ, რომ ყოფილი პარტნიორი ძალიან უსამართლოდ ექცეოდა;
- ცდილობ, უკეთესი პარტნიორი იყო, რაც შეიძლება კარგი;
- არ გჯერა მისი ყოფილი პარტნიორის დახასიათება მასზე, გგონია, რომ ის ცდება;
- არასოდეს შეხვდები მის ყოფილ პარტნიორს, რადგან არ მიგაჩნია მისი აზრი სწორად ან დამაჯერებლად.
- ის არ გექცევა შენ პატივისცემით:
მიუხედავად ურთიერთობის იდეალური დასაწყისისა, ის მაინც პოულობს მიზეზებს, დაგამციროს, გეჩხუბოს.
- გამცირებს;
- უხეშია შენ მიმართ, თუნდაც სხვა ადამიანების თანდასწრებით;
- გადარებს თავის ყოფილ პარტნიორებს და გეუბნება, რომ მათსავით კარგი ვერ ხარ;
- საკუთარ არასწორ საქციელში შენ გადანაშაულებს;
- გაკრიტიკებს, თუ მისი საქციელის მიმართ პროტესტს გამოთქვამ.
- ის იმდენად ხელგაშლილია, რომ არაკომფორტულად გაგრძნობინებს თავს:
ეს, რა თქმა უნდა, დიდებულად ჟღერს, თუმცა ასეთ შემთხვევაში საყურადღებოა შენი დისკომფორტის დონე:
- დაჟინებით მოითხოვს, გააკეთოს რაღაც შენთვის, რამდენიც არ უნდა აპროტესტო შენ;
- თვლის, რომ შენ ვალდებული ხარ, მას ასიამოვნო, რადგან მან უკვე გააკეთა კონკრეტული რაღაცები შენთვის;
- გახსენებს თავის ადრინდელ საქციელს, რაც გაუკეთებია შენთვის, რათა შენ დამნაშავედ იგრძნო თავი, როცა მას აკრიტიკებ.
- ის გაკონტროლებს:
თავიდან კონტროლი შეიძლება ძალიან მსუბუქად დაიწყოს, ამიტომ ეს ფაქტორი ხშირად აღიქმება ხოლმე როგორც ერთი ადამიანის ინტერესი მეორეს მიმართ, მაგალითად:
- დაგეგმილი აქვს შეხვედრის ყველა დეტალი;
- არ აინტერესებს, შენ რა იდეები გაქვს თქვენს ატქივობებთან დაკავშირებით;
- თავისი მოსაზრებები აქვს, როგორ უნდა იცვამდე;
- ცდილობს, გაიძულოს, მთელ შენი თავისუფალი დრო მასთან გაატარო;
- გაძლევს რჩევას, რომელიც არ გითხოვია.
- ის არის მესაკუთრე:
თავიდან ეს თვისები თავისუფლად შეიძლება სიყვარულში აგერიოთ:
- დღეში რამდენჯერმე რეკავს, რათა შეგამოწმოს, მოგიკითხოს;
- ნერვიულობს, როდესაც სხვა კაცებს ელაპარაკები (ან პირიქით);
- თავის საქციელს იმით ამართლებს, რომ სიგიჟემდე უყვარხარ;
- უნდა, ყოველი წუთს შენთან ატარებდეს, ოღონდ მისთვის მოსახერხებელ დროს.
- არასდროს არაფერი არ არის მისი ბრალი:
ეს თავისთავად ხსნის ყველაფერს. თავიდან ყველაფერი სხვისი ბრალია, კოლეგების, ოჯახის წევრების, ყოფილი პარტნიორების, რაღაც პერიოდის შემდეგ კი, ყველაფერი შენი ბრალი იქნება.
- ის თავის თავზეა ორიენტირებული:
ურთიერთობის საწყის ეტაპზე, შეხვედრებისას, ამჩნევ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობს, საუბარი მუდმივად მასზეა, არასდროს გეკითხება შენ შესახებ. თუ თემას შეცვლი, ის კვლავ შეეცდება თემის შეცვლას, რომ ისევ თავის თავზე ილაპარაკოს.
- ის მოიხმარს ალკოჰოლს ან/და ნარკოტიკებს:
რა თქმა უნდა, ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ყველა მომხმარებელი არ არის მოძალადე. თუმცა მოძალადეები, ვინც მოიხმარენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკს, ხშირად ამით ამართლებენ საკუთარ ძალადობას. თუმცა მხოლოდ მათი მოხმარება ვერ იქნება მომავალი ძალადობის პირდაპირი ნიშანი. ყურადღება მიაქციე, ხომ არ გიყენებს შენ როგორც მიზეზს, რათა ფხიზელი იყოს, რადგან, როდესაც ამას ვერ შეძლებს, დამანაშავე შენ იქნები.
- ის დაჟინებით მოითხოვს სექსს:
მას არ სურს შენი აზრის და სურვილების მოსმენა ან პატივისცემა, თუ როდის გქონდეთ სექსი.
- ის ძალიან მალე განეწყობა სერიოზულად ურთიერთობის მიმართ:
ის იწყებს თქვენი მომავლის დაგეგმვას მანამდე, სანამ წესიერად გაიცნობდეთ ერთმანეთს. თუ ის ვერ ეგუება იმ უბრალო ფაქტს, რომ შენ ურთიერთობის ნელა განვითარება გინდა, როგორ მოახერხებს უფრო მნიშვნელოვან წინაღობებთან გამკლავებას?
- ის გაშინებს, როდესაც გაბრაზებულია:
შეშინება იმის ნიშანია, რომ შეიძლება მოხდეს ფიზიკური ძალადობა. ყურადღება მიაქციე შემდეგ ნიშნებს:
- ძალიან ახლოს მოდის შენთან, როცა გაბრაზებულია, გიბლოკავს გზას ან გზღუდავს;
- ამბობს, რომ ცდილობს, უბრალოდ გაიძულოს, მოუსმინო;
- დაუფიქრებლად მართავს მანქანას ან უმატებს სიჩქარეს;
- ამბობს მუქარის შემცველ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად, „გირჩევნია, არ იცოდე, როგორი ვარ გაბრაზებული“;
- არ გირტყამს, მაგრამ ხელს ურტყამს კედლებს, ისვრის ნივთებს, აჯახუნებს კარს.
- მას აქვს ორმაგი სტანდარტები:
მას აქვს წესების ჩამონათვალი თავისთვის და შენთვის. თუმცა ეს წესები ერთნაირად არ ვრცელდება. მაგალითად, შენ თუ არ შეგიძლია ელარაკო კაცებს, მას შეუძლია ელაპარაკოს ქალებს, ან პირქით.
- მამაკაცის შემთხვევაში: მას ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ქალების მიმართ:
ის ქალებს მხოლოდ სექსის ობიექტებად და დიასახლისებად აღიქვამს. თავიდან შეიძლება ამბობდეს, რომ შენ განსხვავდები სხვა ქალებისგან, მაგრამ ზოგადად თვლიდეს, რომ ქალები ვერ იქნებიან მამაკაცის თანასწორი.
- ის სხვების თანდასწრებით სხვანაირად გექცევა:
ის კარგად გექცევა, როცა იცის, რომ სხვები ხედავენ ამას.
- მას მოსწონს შენი დაუცველობა:
მაგალითად, მას მოსწონს შენი გადამრჩენის ან დამცველის როლში ყოფნა.
რატომ არ ტოვებს მსხვერპლი ძალადობრივ ურთიერთობას?
ადამიანებს, რომლებსაც არასოდეს გამოუცდიათ ძალადობრივი ურთიერთობები, ხშირად უკვირთ, თუ რატომ რჩება მსხვერპლი მოძალადესთან, რატომ არ დგება და არ ტოვებს მოძალადეს და არ ასრულებს ურთიერთობას? ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ძალადობრივი ურთიერთობის დასრულება შეიძლება იმაზე გაცილებით რთული იყოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ურთიერთობის დატოვება ყველაზე საშიში მომენტია მსხვერპლისთვის, რადგან ძალადობა კონტროლის და ძალაუფლების დამყარებაა. როდესაც მსხვერპლი ტოვებს ურთიერთობას, ის თვითონ იღებს კონტროლს თავის ცხოვრებაზე და ამით ემუქრება მოძალადის ძალაუფლებას, რის შემდეგაც შეიძლება მოძალადემ რადიკალურ, დესტრუქციულ მეთოდებს მიმართოს. ძალადობრივი ურთიერთობის დასრულებისას ან დასრულების შემდეგ ხდება სწორედ მსხვერპლის მკვლელობის ან დასახიჩრების შემთხვევების უმეტესობა.
გარდა ამ საფრთხისა, კიდევ შეიძლება რამდენიმე ფაქტორი მოქმედებდეს მსხვერპლზე, რომელიც რჩება ძალადობრივ ურთიერთობაში:
- შიში – ძალადობრივ ურთიერთობაში მყოფ ადამიანს შეიძლება ეშინოდეს, რა მოხდება, თუ ამ ურთიერთობის დატოვებას შეეცდება;
- სჯერა, რომ ძალადობა ნორმაა – ადამიანი, რომელიც ძალადობრივ ურთიერთობაშია, შეიძლება ვერ ამჩნევდეს, რომ მასზე ძალადობენ, განსაკუთრებით, როდესაც ძალადობა ემოციურ/ფსიქოლოგიურია, ამიტომ მსხვერპლი ვერ ხვდება, რომ ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფება. მან შეიძლება არც ის იცოდეს, როგორ გამოიყურება ჯანსაღი ურთიერთობები, ამიტომ არ აქვს შედარების საშუალება;
- სირცხვილის გრძნობა – ხშირად ძალიან ძნელია, ვაღიაროთ, რომ ჩვენზე ძალადობენ. მსხვერპლი შეიძლება თვლიდეს, რომ მან რაღაც არასწორად გააკეთა ან მოიქცა, რამაც მის მიმართ ძალადობა გამოიწვია. მსხვერპლს შეიძლება ეშინოდეს, რომ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები მას განსჯიან;
- დაბალი თვითშეფასება – როდესაც მოძალადე გამუდმებით ამცირებს მსხვერპლს და ეუბნება, რომ ძალადობას ის იწვევს და მისი ბრალია, ადვილია, დაიჯერო, რომ ეს მართლა შენი ბრალია;
- სიყვარული – რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს, ხანდახან მსხვერპს უყვარს მოძალადე, მას შეიძლება შვილები ჰყავდეს მასთან და ცდილობდეს ოჯახის შენარჩუნებას. მოძალადე შეიძლება საკმაოდ დადებით პიროვნებად ეჩვენებოდეს მსხვერპლს, განსაკუთრებით ურთერთობის დასაწყისში. მსხვერპლი ელოდება, რომ მოძალადე ისევ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს, როგორიც მას შეუყვარდა;
- კულტურული/რელიგიური მიზეზები – ტრადიციული გენდერული როლები, რომელიც შეიძლება მსხვერპლის კულტურასა და რელიგიაში იყოს გავრცელებული, ხანდახან აიძულებს მსხვერპლს, დარჩეს ძალადობრივ ურთიერთობაში, რათა არ შეარცხვინოს ოჯახი;
- ენის ბარიერი/საემიგრაციო სტატუსი – თუ მსხვერპლი არალეგალური მაცხოვრებელია, მას შეიძლება ეშინოდეს, რომ ძალადობის შესახებ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში, ეს მის საემიგრაციო სტატუსზე იმოქმედებს. თუ მსხვეპრლი ვერ საუბრობს იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობს, მისთვის ძალადობრივი ურთიერთობის დატოვება შეიძლება დამატებით სირთულეებთან იყოს დაკავშირებული;
- ფულის/რესურსების ნაკლებობა – ფინანსური ძალადობა ძალიან ხშირია, მსხვერპლი შეიძლება ფინანსურად იყოს მოძალადეზე დამოკიდებული, თუ ისინი ერთად ცხოვრობენ, მსხვერპლს შეიძლება წასასვლელი ადგილიც კი არ ჰქონდეს, რესურსებისა და ფულის გარეშე კი, მსხვერპლისთვის ძალადობრივი ურთიერთობის დასრულება შეუძლებელი ხდება;
- შეზღუდული შესაძლებლობები – თუ მსხვერპლს ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და დამოკიდებულია მოძალადეზე, ეს დამოკიდებულება შეიძლება გადამწყვეტი იყოს მისთვის და არჩიოს ძალადობრივ ურთიერთობაში დარჩენა.
როგორ დავეხმარო თუ ჩემი მეგობარი, ოჯახის წევრი ძალადობის მსხვერპლია?
ფიქრობ, რომ ადამიანი, ვისზეც ზრუნავ და გიყვარს, შეიძლება ძალადობის მსხვერპლი იყოს? შეიძლება შენ უკვე ამჩნევდე ძალადობის ნიშნებს, როგორიცაა, მაგალითად:
- მისი პარტნიორი ამცირებს მას სხვისი თანდასწრებით;
- ის მუდმივად ნერვიულობს, რომ მისი პარტნიორი გაბრაზდება;
- ის პოულობს გამართლებას თავისი პარტნიორის საქციელისთვის;
- მისი პარტნიორი ძალიან ეჭვიანი და მესაკუთრეა;
- მას აქვს ფიზიკური ძალადობის ნიშნები, დაზიანებები სხეულზე;
- მან შეწყვიტა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარება;
- ის დეპრესიული და განერვიულებულია, ან შეენიშნება ხასიათის ცვლილებები;
თუ ადამიანი, რომელიც გიყვარს, ძალადობის მსხვერპლია, ძნელია, იცოდე, როგორ მოიქცე. შენი პირველი ინსტინქტია, „გადაარჩინო“ ეს ადამიანი, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არ არის. უამრავი მიზეზი არსებობს, თუ რატომ რჩებიან ადამიანები ძალადობრივ ურთიერთობაში და თან ურთიერთობის დატოვება შეიძლება ძალიან საშიში იყოს მსხვერპლისთვის.
ძალადობა გულისხმობს კონტროლსა და ძალაუფლებას, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, დაეხმარო შენს მეგობარსა თუ ოჯახის წევრს, არის ის, რომ გააძლიერო ის, რათა მან თავად მიიღოს გადაწყვეტილება. დამატებით კი, შეგიძლია შემდეგი სახის დახმარება გაუწიო ადამიანს, ვინც ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფება:
- გაიაზრე, რომ ეს ადამიანი ძალიან საშიშ და რთულ სიტუაციაშია. მზად იყავი, რომ მხარი დაუჭირო და მოუსმინო მას.
უთხარი მას, რომ ძალადობა მისი ბრალი არაა. ეცადე, დაარწმუნო, რომ მარტო არაა და შესაძლებელია მისი დახმარება. მისთვის შეიძლება რთული იყოს ძალადობაზე საუბარი. დაარწმუნე, რომ შენ მზად ხარ, მოუსმინო და დაეხმარო, როცა ის თავად იქნება მზად. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეგულებოდეს ვინმე, ვინც მოუსმენს.
- არ განსაჯო.
პატიცი ეცი შენი მეგობრისა თუ ოჯახის წევრის გადაწყვეტილებას, ბევრი მიზეზია, რის გამოც ის შეიძლება ძალადობრივ ურთიერთობაში რჩებოდეს. მან შეიძლება არაერთხელ დატოვოს, მაგრამ ისევ დაბრუნდეს ურთიერთობაში. ნუ გააკრტიკებ მის გადაწყვეტილებას და ნუ შეეცდები, დაადანაშაულო. მას შენი მხარდაჭერა ასეთ დროს ყველაზე მეტად დასჭირდება.
- თუ მან დაასრულა ურთიერთობა, იყავი მისი მხარდამჭერი ამის შემდეგაც.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა ძალადობრივი იყო, შენი მეგობარი შეიძლება მაინც მარტოდ და სევდიანად გრძნობდეს თავს, ამ პერიოდში მას განსაკუთრებით დასჭირდება შენი მხარდაჭერა.
- ხელი შეუწყე, დრო გაატაროს მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში.
ძალადობის შემთხვევაში, მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარება შეახსენებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ.
- დაეხმარე, დაგეგმოს ურთიერთობის უსაფრთხოდ დასრულება
დაეხმარე, შეიმუშაოს გეგმა, რომელსაც ურთიერთობის დატოვებისას გამოიყენებს.
- ხელი შეუწყე, დაელაპარაკოს ადამიანებს, რომლებსაც დახმარების შეთავაზება შეუძლიათ.
ეცადე, აუხნა მეგობარსა თუ ოჯახის წევრს, რომ არსებობს ორგანიზაციები, სადაც უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მიიღებს. უთხარი, რომ მზად ხარ, დაეხმარო, მათთან გავიდეს კონტაქტზე, მოიძიე ასეთი ორგანიზაციები მისთვის.
- გახსოვდეს, რომ შენ ვერ „გადაარჩენ“ მას.
რაც არ უნდა ძნელი სანახავი იყოს საყვარელი ადამიანის ძალადობრივ ურთიერთობაში ყოფნის ნახვა, გახსოვდეს, რომ ის ერთადერთია, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მხარი დაუჭირე მას, რაც არ უნდა გადაწყვიტოს და ეცადე, მის გვერდით იყო, რათა დაეხმარო, იპოვოს გზა სიმშვიდისა და უსაფრთხოებისკენ.
დამატებით გახსოვდეს, რომ არასოდეს გაამჟღავნო შენი მეგობრის ან ოჯახის წევრის ადგილსამყოფელი ისეთ ვებ-გვერდებზე, როგორიცაა ფეისბუქი ან ტვიტერი. გახსოვდეს, რომ ძალადობრივი ურთიერთობის დატოვება ძალიან საშიშია, არ დაწერო ფეისბუქზე მათ შესახებ, სად ხარ მასთან ერთად და ა.შ.
რა არის უსაფრთხოების გეგმა?
უსაფრთხოების გეგმა არის პირადი, პრაქტიკული გეგმა, რომელიც გულისხმობს შენს უსაფრთხოებას, როდესაც ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფები და აპირებ მის დასრულებას, მოძალადისგან წამოსვლასა და დაშორებას. ეს გეგმა პრაქტიკული ნაწილის გარდა ითვალისწინებს რჩევებს, როგორ გაუმკლავდე ემოციებს, ძალადობაზე ესაუბრო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, მიმართო პოლიციას და ბევრ სხვა ნაბიჯს, რაც შენს სიტუაციას სჭირდება. გეგმა უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარება, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები.
თავდაპირველად გაითვალისწინე, რა შეიძლება დაგჭირდეს, როდესაც მოძალადე პარტნიორს ტოვებ. ასეთ ნივთებში შეიძლება შედიოდეს:
- მართვის მოწმობა;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- დაბადების მოწმობა, როგორც შენი, ისე ბავშვების (თუ გყავს);
- ფული, საკრედიტო, საბანკო ბარათები;
- შემაკავებელი ორდერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მანქანის საბუთები;
- დაზღვევის საბუთები;
- პასპორტი;
- ქორწინების მოწმობა;
- წამლები;
- ძვირფასეულობა;
- ტანსაცმელი;
- სახლის ან/და მანქანის გასაღები
რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში, საჭირო ნივთების სია შეიძლბა განსხვავებული იყოს. უბრალოდ, დარწმუნდი, რომ თან გაქვს ყველა საჭირო ნივთი თუ საბუთი.
გახსოვდეს, რომ შენ გაქვს უფლება, თავს დაცულად გრძნობდე!
არავინ არ იმსახურებს ურთიერთობაში ძალადობას. თუ თვლი, რომ ის ადამიანი, რომელთანაც ცხოვრობ ან, უბრალოდ, რომელიც გიყვარს, ძალადობს შენზე, შენ უფლება გაქვს, შეიმუშაო უსაფრთხოების გეგმა და დატოვო იგი. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რომელიც დაეხმარა ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს, უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ძალადობრივი ურთიერთობა.
გახსოვდეს, რომ შენი სიტუაციის ექსპერტი ხარ შენ, გაითვალისწინე ეს რჩევები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვლი, რომ ისინი უსაფრთხოა შენთვის!
უსაფრთხოება ფეთქებადი ინციდენტის დროს:
- ისწავლე, როგორ დატოვო სახლი უსაფრთხოდ, რომელი კარი, ფანჯარა, ლიფტი, კიბეა ამისთვის უკეთესი;
- გაამზადე ჩანთა საჭირო ნივთებით და მზად გქონდეს ის მეგობრის ან ნათესავის სახლში;
- შეარჩიე რამდენიმე მეზობელი, რომელსაც შეგიძლია მოუყვე ძალადობის შესახებ და სთხოვე, დარეკონ პოლიციაში, თუ შენი სახლიდან საეჭვო ხმაურს გაიგებენ;
- შეიმუშავე კოდური სიტყვა, რომელსაც შენს შვილებთან, ოჯახთან, მეზობლებთან ან მეგობრებთან გამოიყენებ, რათა ანიშნო მათ, რომ პოლიცია გჭირდება;
- შეიმუშავე გეგმა, სად წახვალ, თუ სახლის დატოვებას გადაწყვეტ;
- გამოიყენე და იხელმძღვანელე შენი შეგრძნებებითა და ინსტინქტებით, მხოლოდ შენ იცი, რა არის საჭირო მოძალადესთან ფეთქებად სიტუაციებში.
უსაფრთხოება, როდესაც მოძალადის დატოვებას აპირებ:
- გახსენი საბანკო ანგარიში შენ სახელზე და ეცადე ფულის დაგროვებას, თუნდაც მცირე რაოდენობით;
- დატოვე ფული, მანქანის ზედმეტი გასაღები, ტანსაცმელი, წამლები უსაფრთხო ადგილას ან მეგობართან/ოჯახის წევრთან;
- ეცადე, იპოვო უსაფრთხო ადგილი, სადაც დარჩები სახლიდან წამოსვლის შემდეგ;
- ეცადე, იპოვო ისეთი ვინმე, ვინც შეძლებს, ფული გასესხოს;
- თუ ბავშვები გყავს, მათთვისაც დაგეგმე იგივე.
უსაფრთხოება, როდესაც შემაკავებელი ორდერი უკვე ძალაშია:
- ყოველთვის თან გქონდეს შემაკავებელი ორდერი;
- გააფრთხილე ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია და ძალაშია;
- თუ მოძალადემ შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია, მაშინვე აცნობე პოლიციას;
- მოიფიქრე ალტერნატივა იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია მაშინვე არ მოახდენს რეაგირებას;
უსაფრთხოება, როცა შენ საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრობ:
- თუ შენ შენს საკუთარ სახლში ხარ, ჩაკეტე ფანჯრები და გამოცვალე საკეტები კარზე, რაც შეიძლება მალე;
- გააფრთხილე შვილების სკოლა, ბაღი, ვის აქვს მათი წაყვანის უფლება;
- გააფრთხილე მეზობლები, რომ შენი პარტნიორი შენთან აღარ ცხოვრობს და, თუ მას სახლთან ან სახლში დაინახავენ, გამოიძახონ პოლიცია;
- არასოდეს უთხრა მოძალადეს, სად ცხოვრობ და არასოდეს დაურეკო სახლის ტელეფონიდან;
უსაფრთხოება სამსახურში და საჯარო სივრცეში:
- გააფრთხილე ვინმე სამსახურში შენი სიტუაციის შესახებ. დაცვის არსებობის შემთხვევაში, დაელაპარაკე მათ და აჩვენე მოძალადის სურათი;
- ეცადე, აირჩიო სხვადასხვა გზის მარშრუტები სამსახურიდან და სამსახურისკენ;
- ეცადე, მოძებნო თანამშრომელი, რომელიც შენთან ერთად დატოვებს სამსახურის შენობას, დაგხვდება გაჩერებაზე და შენთან ერთად იქნება ქუჩაში.
Комментарии
Отправить комментарий