უპასუხისმგებლობა.პასუხისმგებლობის აღზრდა.

·         როცა უცნობია ვინ ვის წინაშე და რაზე აგებს პასუხს ესაა ე.წ. უპასხისმგებლო მიდგომა

·         მაგრამ უპასუხისმგებლობა ადამიანის ხასიათის თვისებაცაა.

უპასუხისმგებლო  ადამიანები არ ფიქრობენ რომ ვალდებულებები უნდა შეასრულონ,ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში  საფასური  გადაიხადონ.(იხ.ქვემოთ ე.წ. ბავშვობაში ჩარჩენილი ადამიანები)

·         რაიმე პრობლემის მოგვარების პროცესში კი უპასუხისმგებლობაა გადაჭარბებული და ნაკლებადშესრულებადი მოთხოვნების ვინმესთვის წაყენება.(მაგ.შაქარაშვილის საქმეში ბიძა უფო პასუხისმგებლიანი ჩანს ვიდრე ოპოზიციური მედია ან თუ დაკიდებ პლაკატს „არ დაანაგვიანოთ! „ და იმავდროულად არ დადგამ ურნას ეს იქნება უპასუხისმგებლობა)

·         ადამიანი უპასუხისმგებლობას ავლენს რაიმე სიტუაციაში თუ  :ადამიანს სწამს რომ  კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილება მის მიერ არ მიიღება,მასზე არ არის დამოკიდებული და საერთოდ მას არ ეხება.

·         ტიპიური უპასუხისმგებლობაა -იმედის დამყარება ბედნიერ შემთხვევაზე ან ყველაფრის სამომავლოდ გადადება,ან მომავალზე დაუფიქრებლობა.

·         უპასუხისმგებლობა კომფორტული მდგომარეობაა ადამიანისთვის,მაგრამ სხვებისთვის ვინმეს უპასუხისმგებლობა  უსიამოვნებების და პრობლემების წყაროა(მაგ. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ნასვამი მძღოლი)

„შენ ეს გააკეთე?“ ამ კითხვაზე პასუხისმგებლიანი ადამიანი პატიოსნად პასუხობს „კი“ ან „არა“ და მზადაა აგოს პასუხი(მიიღოს გათვალისწინებული სასჯელი ან აანაზღაუროს ზარალი) უპასუხისმგებლო ადამიანი კი პასუხს თავს არიდებს და პასუხისმგებლობას(ანუ საჯელს ან ზარალის ანაზღაურებას) გაურბის.

 

საიდან ჩნდება უპასუხისმგებლობა ?

 

·         უპასუხისმგებლობა ადამიანში თავისით არ ჩნდება

·         თუ მშობლებმა ან სხვა უფროსებმა ბავშვში აღზარდეს პასუხისმგებლობის გრძნობა პასუხისმგებლობა  იქნება.თუ არ აღზარდეს არ იქნება.

·         როგორც წესი ადამიანის უპასუხისმგებლობის ფორმირებას ახდენენ მისი მშობლები ან საკუთარი უპასუხისმგებლობების მაგალითებით ან საჭირო მომთხოვნელობის უქონლობით ამ საკითხისადმი.

რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი როცა მამა საერთოდ არ ხარჯავს დროს ბავშვზე ,ხოლო დედა ყველაფრისგან იფარავს მას.

·         ბიოლოგიური ზრდა და ასაკი თავისთავად ადამიანს ჭკუას არ მატებს.ხშირად გვხვდებიან 30 ან 40 წლის ადამიანები რომლებაც ვერ ისწავლეს პასუხისმგებლობა  ვერც  საკუთარი სიცოცხლის მიმართ(ნარკომანები,ლოთები და ა.შ) ,ვერც დავალებული საქმის მიმართ(საჩოკები) ,ვერც  სხვა ადამიანების მიმართ.(გულგრილები)

 

ბავშვობაში ჩარჩენილი ადამიანები

·     ეს არის მოზრდილი ადამიანი პასპორტის მიხედვით,მაგრამ იმავდროულად ბავშვი პიროვნული განვითარების მიხედვით.

·     ბავშვობაში ჩარჩენილი-ესაა დაბალი პასუხისმგებლობა,პარაზიტული ცხოვრების წესი,დამოუკიდებლად ცხოვრების უუნარობა,საკუთარი გრძნობების და ემოციების მართვის სურვილის არ ქონა და არ ცოდნა.

·     ბავშვობაში ჩარჩენილისთვი „მინდა-არ მინდას“ და „მიყვარს-არ მიყვარს’’ ყოველთვის პრიორიტეტი აქვს  „საჭიროა“-ს წინაშე.

·     ბავშვობაში ჩარჩენა ,ეს ასევე არის : განაწყენება შენიშვნაზე და კრიტიკაზე,გაღიზიანება,ჩივილი,სხვისი დადანაშაულება,თავის მართლება,სამაგიეროს გადახდის მცდელობა.მინიმალური საზრუნავი და მინიმალური პასუხისმგებლობა.მაქსიმალური  გართობა,თამაში და სიამოვნება.

 

ყოველი-მეორე ადამიანი ჩვენს გარშემო ბავშვობაშია ჩარჩენილი.

 

რატომ არ აქვთ ადამიანებს სურვილი ბავშვობიდან გამოსვლის ?

 

·         ბავშვობიდან გამოსვლა ეს პასუხისმგებლობის აღებაა და არა გართობა.

ცხოვრების დაგეგმვაა და არა სპონტანური ცხოვრება(დინების მიყოლა),შედეგების წინასწარ გათვალისწინებაა და არა  „მომწონს-არ მომწონს“,ეს შრომაა ,ეს  გონების მუდმივი მუშაობაა.

·         თუ ბავშვს არ გაუღვივეს ინტერესი და არ დაანახეს სარგებელი ბავშვობიდან გამოსვლის მას არ უჩნდება სურვილი გაზრდის.

·         თუ ბავშვს არ შეუქმნი პირობებს რომლებიც აიძულებს მას გაიზარდოს ის დარჩება ბავშვად.მთელი ცხოვრება მშობლების ზრუნვის იმედად იქნება.

·         ითვლება რომ ბავშვიდან მოზრდილი ადამიანის აღზრდა მამაკაცის საქმეა,დედებს ამ ამოცანასთან გამკლავება უჭირთ.

·         დედებს უყვართ ბავშვები.დედებს მოსწონთ როცა ბავშვი დიდხანს რჩება პატარა,როცა შესაძლებელი ხდება მისი მფარველობა და მასზე ზრუნვა.

 

ბავშვი რომ გაიზარდოს და ბავშვობაში არ ჩარჩეს :

 

·          უნდა შექმნა სიტუაციები,სადაც დამოუკიდებლობა შესაძლებელია და მის ძალებს არ აღემატება.

·         უნდა შექმნა სიტუაციები სადაც დამოუკიდებლობა პრესტიჟული და მიმზიდველია.

·         ყველაზე ეფექტური(მაგრამ ძნელი) კი იქნება ისეთი სიტუაციების შექმნა სადაც დამოუკიდებლობა სავალდებულოა  და უბრალოდ იძულებული იქნება იყოს დამოუკიდებელი.

რომ გადმოვთარმნოთ :

·         მცირე ასაკიდანვე დატვირთე ადეკვატურად და მოსთხოვე როგორც მოზრდილს

რატომ უნდა ამზადებდეს სადილს დედა თუ ამ დროს ქალიშვილი გაჯეტს უყურებს ?

რატომ მიდის მაღაზიაში რომელიმე მშობელი თუ ვაჟიშვილი ამ დროს კომპიტერულ თამაშს თამაშობს ?

ბავშვები მხოლოდ მაშინ მოინდომებენ გაიზარდონ თუ ეცოდინებათ რომ „ბავშვებისგან ოჯახს უნდა ქონდეს სარგებელი’’.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ- „ყველაფერი საუკეთესო უფროსებს“:

·         თუ მშობელი იძლევა დავალებას ის ჯერ სრულდება და მხოლოდ ამის მერე ხდება ამ დავალების გაპროტესტება და განხილვა

·         ყოველ დღეზე უნდა იყოს შემუშავებული „დღის ამოცანები’’ ბავშვებისათვის.

·         თამაში და გართობა (ის რაც ბავშვს უნდა) მხოლოდ მას შემდეგ რაც შესრულდება საშინაო დავალებები.

·         დასაძინებლად  წასვლა დროულად

ეს არის მამაკაცური მიდგომა.მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იზრდებიან პატარა ბავშვებიდან ადამიანები რომლებიც მზად არიან მოზრდილთა ცხოვრებისათვის.

 

პასუხისმგებლობის აღზრდა მოზარდებში

ბევრ ბავშვს არ სურს გაზრდა რადგან ვერაფერს მიმზიდველს ამაში ვერ ხედავს.რა საჭიროა ? ბავშვად ყოფნა ხომ უფრო მომგებიანია ?!

რა უნდა ქნას მშობელმა ? არ უნდა დაუთმოს და აკეთოს თავისი მშობლის საქმე.არაა საჭირო პასუხისმგებლობებით გადატვირთვა,მაგრამ უკანაც არ უნდა დაიხიოს მშობელმა როცა ბავშვი უარს ამბობს დამატებითი დატვირთვის აღებაზე და გაზრდაზე.

ნებისმიერი უნარი ვითარდება ვარჯიშით .პასუხისმგებლობაც ვითარდება მაშინ როცა მოზარდი საკუთარი ნებით იღებს ან აკისრებენ პასუხისმგებლობას.

მშობლების  მეთოდები :

·         ადეკვატური (მოზარდის ძალებს არ აღემატება) დატვირთვის მიცემა;

თუ მშობლები არიდებენ ბავშვს მატერიალურ ,ყოფით და სხვა პრობლემებს ბავშვი ეჩვევა იმას ,რომ მის მაგივრად ყველაფერს მშობლები გააკეთებენ. ბავშვს არ ესმის ასეთი თვით მსხვერპლშეწირვა მშობლისაგან,სამაგიერად ეჩვევა უზრუნველ ცხოვრებას.ჩართეთ ბავშვი საოჯახო საქმეებში- დაე,დაგეხმაროთ.ჩართეთ მსჯელობაში როგორ უკეთ გაკეთდეს ესა თუ ის საოჯახო საქმე.

 

·         ასწავლე როგორ გაუმკლავდეს სხვა და სხვა სირთულეებს

ნებისმიერი ბავშვი უარს იტყვის პასუხისმგებლობის აღებაზე თუ არ იცის როგორ გააკეთოს ესა თუ ის რამ.

ესაუბრე მოზარდს გულახდილად და პატიოსნად : მის გეგმებზე,ეჭვებზე,შესაძლებლობებზე,ოჯახურ პროექტებზე,პროექტის ბიუჯეტზე,შენს(მშობლის) პრობლემებზე,შენს (მშობლის) სურვილებზე.

გააკეთე მოზარდთან ერთად პატარ-პატარა საქმეები : რაღაცის გაუმჯობესება საცხოვრებელ ბინაში,ოჯახური ზეიმის მოწყობა,ოჯახური გასეირნება

 

·         მიეხმარე საქმეებში რაც ჯერ-ჯერობით მისთვის რთულია :

შესთავაზე დახმარება სამუშაოს(შემოსავლის) მოძებნაში.დასაწყისისთვის შეიძლება მასთან ერთადაც იმუშაო ,შემდეგ ალბათ ამხანაგით ჩაგანაცვლებს.

 

·         საქმეებს რომლებსაც უკვე უმკლავდება დაე გაუმკლავდეს დამოუკიდებლად

როცა სკოლის მოსწავლეს შეუძლია საშინაო დავალებების დამოუკიდებლად მომზადება.,მან ისიბინი დამოუკიდებლად უნდა მოამზადოს.

 

·         დრო და დრო ჩააყენე ისეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდეს პასუხისმგებელი.გინდა გადარჩე ? აიღე შენს თავზე პასუხისმგებლობა.გარემოებები ამას მოითხოვს.მოზარდი აცნობიერებს : „ჩემს მაგივრად ამას არავინ გააკეთებს ‘’. მაგ დამოუკიდებლობის კარგი გამოცდილებაა:“ან გამოკვებავ საკუთარ თავს, ან დარჩები მშიერი ‘’

·         დატვირთე პასუხისმგებლობით .ჩააყენე ისეთ სიტუაციაში როცა პასუხისმგებლობის აღება აუცილებელი ხდება. მარტო დატოვება. უმცროს დასთან ან ძმასთან ერთად დატოვება.

·         მიაჩვიე საფასურის გადახდას საკუთარი შეცდომებისათვის.

 

როგორ გადაეჩვიოს მშობელი საკუთარი შვილის ცხოვრებაში ჩარევას და მისი ცხოვრების  მართვას ?

 

·         პირველი ნაბიჯი

აიღე ფურცელი და კალამი და ჩამოწერე სრული სია რაც გულზე გხვდება და არ მოგწონს შენი შვილის ქცევაში. რაც შენ გეხება უშუალოდ  და არა ოჯახს მთლიანად ან სხვა ადამიანებს. მაგ. არ იცვლის ტანსაცმელს სკოლიდან მოსვლის შემდეგ,მთელი დღე თამაშობს კომპიუტერს,არ აკეთებს საშინაო დავალებებს,არ ალაგებს თავის ოთახს,არ ალაგებს ჭურჭელს მაგიდიდან ,არ კითხულობს და ა.შ.

სიას რომ ჩამოწერ ნახე ყველა ეს პრობლემა უშუალოდ შენ გეხება ?

 

·         მეორე ნაბიჯი

ჩამოწერილი სიიდან  ამოიღე და ცალკე სიაში გადაიტანე ის რაღაცეები რასაც ბავშვზე უარყოფითი გავლენის მოხდენა კი  შეუძლია, მაგრამ პირადად  შენ უშუალოდ არ გეხება.

მაგ.შენ გაწუხებს რომ მოზარდმა გააუარესა სწავლა,ვერ ახერხებ  დაითანხმო გააკეთოს საშინაო დავალება,ვერ ირჩევს საქმიანობის სფეროს რომელიც მოსწონს,ვერ ირჩევს ადამიანებს რომლებთანაც მოუწევს ურთიერთობა.

სიაში დაგრჩება ისეთი რაღაცეები რაც უშუალოდ შენ გეხება.

მაგ.მის გამო გიბარებენ სკოლაში/ ან ცხოვრობს სახლში როგორც პარაზიტი არ ასრულებს არანაირ მოვალეობებს.

 

·         ნაბიჯი მესამე.

ახლა შენ გაქვს მოზარდის იმ ქცევების ჩამონათვალი რომელიც უშუალოდ შენ გეხება.აი ამ რაღაცეებთან უნდა იმუშაო.

პირველ რიგში მოიხსენი ყოველგვარი პირადი პასუხისმგებლობა ამ პუნქტებზე.

მეორე რიგში  გამოიმუშავე საკუთარ თავში ნდობა იმისა,რომ მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება ყველა ამ შემთხვევაში.აგრძნობინე მოზარდს ეს ნდობა.

 

ეს თეორია პრაქტიკაში როგორ გამოვიყენო ?

 

·         დაიწყე დარჩენილი  სიის ერთ-ერთი პუნქტით.ვთქვათ შენი მოზარდი ჩადის ამ რაღაც  საქციელს .შენ გეუფლება შფოთი,მრისხანება,უსუსურობის განცდა.მაგრამ გაიხსენე ახლა ამაზე შენ კი არ აგებ პასუხს არამედ თვითონ მოზარდი.შეხედე მოზარდის ქცევას როგორღაც გვერდიდან:ნდობით და ინტერესით. დააკვირდი როგორ მოაგვარებს ქცევით შექმნილ პრობლემას საკუთარი ძალებით.

·         შემდეგ მოიფიქრე და დაალაგე შენი სათქმელი მოზარდისთვის,სათქმელის აზრი უნდა იყოს რომ ამ ქცევისთვის პაუხისმგებლობას შენ  მას გადასცემ.

შეიძლება ასეთი რამ უთხრა :

„დღევანდელი დღიდან მე აღარ ვაპირებ ჩავერიო ამ თემაზე(უსახელებ თემას) შენს გადაწყვეტილებებში.მე გენდობი შენ.რაც არ უნდა გადაწყვიტო ის იქნება შენთვის სწორი.მე ისევ დავინტერესდები შენი საქმეებით და დაგეხმარები თუ დახმარებას ითხოვ.მაგრამ დღეიდან ეს შენი საქმეა ‘’

 

ასევე მოიფიქრე რას იტყვი იმ რაღაცეებზე რაც პირადად შენ გეხება და გაწუხებს.“მე არ ვაპირებ შენს საქმეებში ჩარევას,მაგრამ მინდა რომ მეცადინეობის დროს არ მოიყვანო შენი ამხანაგები,მე მინდა რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები.მე არ მინდა შევინახო ჩემს კმაყოფაზე მყოფი პირი.’’

გამოიყენე სწორედ „ მე-გამონათქვამები’’ ისინი უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე.

 

·         ახლა კი მიდი  და მოზარდთან და უთხარი რომ მიიღე გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხზე და ჩამოუყალიბე და გააცანი ეს გადაწყვეტილება.

·         მომდევნო დღეების და კვირების განმავლობაში გადაეცი/დააკისრე  მოზარდს პასუხისმგებლობა შენი სიის პუნტებიდან თითოეულზე.

·         მოზარდის რეაქცია შეიძლება იყოს ყველანაირი : შეიძლება გაუხარდეს,შეიძლება ეწყინოს და დაგადანაშულოს რომ მასზე არ ზრუნავ.შეიძლება რეაქცია საერთოდ არ იყოს.სამაგიეროდ პირველი ნაბიჯი შენი როგორც მოზარდის  მშობლის პრობლემების მოგვარების გზაზე გადადგმული იქნება.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები