ადამიანის პასუხისმგებლობა
რაზე აგებს პასუხს პასუხისმგებლიანი ადამიანი ?
·
იმაზე რაც თვითონ აირჩია, ანუ საკუთარ არჩევანზე(არჩეულ მიზანზე,მიზნის
მიღწევის არჩეულ საშუალებაზე) ;
·
იმაზე რაც სხვამ დააკისრა და მან კი იკისრა;
·
მიღებულ შედეგზე,რეზულტატზ ;
·
საკუთარ თავზე ;
·
ზოგჯერ ვინმე სხვაზე ;
რას ნიშნავს პასუხისგება შედეგებზე ?
·
ნიშნავს ზარალის ანაზღაურებას ან დადგენილი სასჯელის
მიღებას ნეგატიური შედეგების დროს.
რას ნიშნავს პასუხისგება დაპირებაზე ?
·
ნიშნავს დაპირებულის შესრულებას მიუხედავად სირთულისა
ან სიძვირისა.
რას ნიშნავს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ?
·
საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას.
რას ნიშნავს პასუხიმგებლობა სხვა ვინმეზე ?
·
პასუხისმგებლობის დელეგირება ესაა იმ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება ,რაც
შენი პასუხისმგებლობაა.
·
თუ შენ შენს პასუხისმგებლობას ვინმეს გადასცემ ეს შენ
არ გათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
·
პასუხისმგებლობა არ იყოფა და არ ნაწილდება ადამიანებს შორის,პასუხისმგებლობა მხოლოდ მრავლდება
.თუ შენ ვინმეს რამე დაავალე, ის პასუხს აგებს შენს წინაშე, მაგრამ ეს არ გიხსნის შენ
პასუხისმგებლობას.
პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობა ტვირთია
· დაიმახსოვრე : ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის
აღებას გაურბის
· ჩვეულებრივი ადამიანები პასუხს აგებენ მხოლოდ იმაზე, რაზეც შეგნებულად „ხელს აწერენ ‘’ ანუ იმაზე რაც შედის მათი პირადი ინტერესების
სფეროში, სხვა დანარჩენზე თვლიან, რომ პასუხს არ აგებენ.
· პასუხისმგებლობა ტვირთია და ეს ტვირთი რომ ატაროს
ადამიანს ჭირდება :ძალა,მზაობა და ცოდნა.
· როცა ვინმეს უჭირს პასუხისმგებლობის ტვირთის
აწევა, მისთვის დგება პასუხისმგებლობის ტვირთის სხვებზე გადანაწილების ამოცანა.ამას
სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად აკეთებენ.
· ხდება პირიქითაც,ზოგი თავს ზომაზე მეტად იტვირთავს
პასუხისმგებლობით და ამას აუცილებლობით ხსნის( მაგ.ზოგიერთი კომპანიის
ხელმძღვანელი ან ზოგიერთი ოჯახის ქალი) გადატვირთვის შედეგად კი პასუხს ვერაფერზე
ვეღარ აგებენ.
· გონივრულ შემთხვევებში კი პასუხისმგებლობის ტვირთი ეკისრება მხოლოდ იმას, ვინც
ა) ა)ფიზიკურად და მორალურად(სულიერად) მზადაა(!)
ბ) ბ)შუძლია დაკისრებული ამოცანის გადაჭრა (!)
გ) გ) და ამოცანის გადაჭრა მის ძალებს არ აღემატება(!)
პასუხისმგებლობის სხვაზე გადანაწილებისას მხედველობაში
იღებენ ასევე მიზანშეწონილობას და პედაგოგიურ ეფეტს.
პასუხისმგებლობა
ცხოვრებისეული ფასეულობაა
· ადამიანისთვის პასუხისმგებლობა
მარტო ტვირთი არ არის .პასუხისმგებლობა ადამინისთვის
საშვია,ბილეთია დიდი უფლებებისა(!) და შესაძლებლობებისაკენ(!).
· ის ვინც იღებს თავის თავზე მეტ
პასუხისმგებლობას ღებულობს მეტ უფლებას იყოს დამოუკიდებელი.ღებულობს მეტ პირად უფლებებს,უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე.
· როგორც წესი პასუხისმგებლიან ადამიანს უფრო
მაღალი თვითშეფასება და უკეთესი
ცხოვრებისეული პერსპეტივები აქვს.
· პასუხისმგებლიანი ადამიანები ჭირდება
საზოგადოებას.პასუხისმგებლიან ადამიანებს ჭირდებათ ერთმანეთი.ისინი ჯერ
მოილაპარაკებენ და მერე ასრულებენ იმას რასაც ერთმანეთს დაპირდებიან.(!)
· ვიღაცა ცოლს ირთავს.ის ვიღაც თუ
პასუხისმგებლიანია იგი მზადაა არამატო სიამოვნების მისაღებად არამედ ყოფითი
პრობლემების მოსაგბარებლადაც(!).
· ვიღაცა თხოვდება.ის ვიღაც თუ
პასუხისმგებლიანია მზადაა არა მარტო სიამოვნების მისაღებად არამედ იმისთვის
რომ იყოს „კარგი ცოლი“(იხ. ფაილი "ქორწინება'')
· პასუხისმგებლიანი მუშაკები ჭირდებათ
სამსახურებში(!) ხელმძღვანელებს.ასეთ მუშაკს საქმეს როცა ავალებენ ის მას სწრაფად და
ხარისხიანად ასრულებს(!)
· პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელები(პატრონი)(!) სჭირდებათ
მუშაკებს.ასეთი ხელმძღვანელები სიტყვას არ ტეხენ და დაპირებულს ასრულებენ(!).
პასუხისმგებლობის აღზრდა
ადამიანში მოზარდობიდან იწყება
·
ადამიანები პასუხისმგებლობით არ
იბადებიან,პასუხისმგებლიანები ხდებიან.(!)
·
ადამიანის ნებისმიერი უნარი ვითარდება ვარჯიშით(!)
,ამიტომ პასუხისმგებლობა ადამიანში
ვითარდება მხოლოდ მაშინ როცა მოზარდობისას იგი თავის თავზე საკუთარი ნებით იღებს ან
მას გონივრულად ,თანდათან აკისრებენ ამა
თუ იმ პასუხისმგებლობებს.
·
სამწუხაროდ ბავშვობისას და
მოზარდობისას პასუხისმგებლობა ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება.
·
მაგრამ პასუხუსმგებლობა როგორც
სოციალური უნარი სჭირდება მოზარდს-ამით ის საფუძველს ჩაუყრის წარმატებულ
ზრდასრულ ცხოვრებას.
·
არ უნდა გადატვირთო ბავშვი და
მოზარდი პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით ,მაგრამ მშობელმა უკან
არ უნდა დაიხიოს როცა მოზარდი უარს ამბობს გაზრდაზე და თავის თავზე არ
იღებს პასუხისმგებლობას.
ხ
პასუხისმგებლიანი ადამიანი
·
პასუხისმგებლიანი ადამიანი არის ის ვინც ყველასფერს
პასუხისმგებლობით უდგება,რომელიც რთულ სიტუაციებში ისე იქცევა,როგორც მისგან
მოელიან,ვინც საკუთარ სირთულეებს და პრობლემებს გარშემომყოფებს არ
აკისრებს. პასუხისმგებლიანი ადამიანი პასუხს აგებს :თავისი მიზნების და
საშუალებების არჩევაზე(!).თავის ნათქვამ სიტყვაზე(!).თავის მოქმედებაზე(!),თავის
უმოქმედობაზე(!),საკუთარ ინიციატივებზე(!),საქმის ბოლომდე მიყვანაზე,შედეგებზე(!) და იმაზე
რაც ამ შედეგებს მოჰყვება შემდეგში.(შედეგის შედეგებზე(!))
·
ეს არის ადამიანი განვითარებული პასუხისმგებლობის
გრძნობით,რომელსაც შეუძლია ატაროს პასუხისმგებლობის დიდი ტვირთი.ეს არის
დამოუკიდებელი ადამიანი(!),პრობლემების მომგვარებელი,საიმედო.(!) პასუხისმგებლიან
ადამიანს განიხილავენ როგორც
გაბედულ,პატიოსან,აკურატულ,მონდომებულ და ა.შ. ადამიანად.
ხ
პასუხისმგებელი პირი
·
პასუხისმგებელი პირი არის ის ვინც ვალდებულია
გააკეთოს აუცილებელი(ვიზეც იურიდიულადაა დაკისრებული ესა თუ ის ვალდებულება),ვისაც
აქვს მინიჭებული შესაბამისი უფლებები და ვინც რამე ისე თუ არ მოხდა როგორც საჭიროა
პასუხს აგებს პირადად(ვის მიმართაც გათვალისწინებულია სხვადასხვა სანქციები
მოვალეობის არასათანადო შესრულებისთვის)
მაგ.პასუხისმგებლიანი
მდგმური ეს ისეთი ადამიანია,რომელიც მეპატრონეს შეუფერხებლად უხდის არენდის
საფასურს,იცავს სისუფთავეს და წესრიგს დაქირავებულ ბინაში,დროულად იხდის კომუნალურ
გადასახადებს,ზრუნავს მეზობლების სიმშვიდეზე.
პასუხისმგებელი
პირის დანიშვნა-ესაა იმ ადამიანის განსაზღვრა რომელმაც უშუალოდ უნდა აკეთოს ესა თუ
ის საქმე.პასუხისმგებლობის ვალდებულებას,როგორც წესი თან ახლავს გარკვეული
უფლებების მინიჭებაც (!)ასეთი პირისთვის.
პასუხისმგებელი
პირი რეალურ ცხოვრებაში სამწუხაროდ ხშირად არ გახლავთ პასუხისმგებლიანი
ადამიანი.თუ შენ დააკისრე პასუხისმგებლობა ადამიანს და მან ეს შინაგანად არ მიიღო
,ოფიციალურად ის ჩაითვლება პასუხისმგებელ პირად,რეალურად კი ის არაფერს გააკეთებს
და არც აპირებს პასუხი აგოს ამისათვის.(ქართველი საჯარო მოხელეების უმრავლესობა
ასეთია,ასევე დეპუტატების უმრავლესობა)
ხ
ხ
პასუხისმგებლობა
არსებობს:
·
პირადი (ამ პასუხისმგებლობას ადამიანი ვერავის
გაუყოფს და ვერც ვერავის გადააკისრებს)
·
საავტორო(მისი პასუხისმგებლობაა,ვინც მომხდარის
ავტორობას აღიარებს)
·
ჯგუფური(ჯგუფის პასუხისმგებლობაა,რომელიც ჯგუფის
წევრ ერთ ადამიანს ვერ დაეკისრება)
·
ხელმძღვანელის,მეთაურის
მეთაურის,ხელმძღვანელის,უფროსის,ლიდერის პასუხიმგებლობა ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
·
მზად ვარ
საკუთარ თავზე ინიციატივის აღების
·
მზად ვარ
საფასურის გადახდის,რთული სიტუაციები და სხვა ადამიანები მხოლოდ საშუალებაა ,ნებისმიერ მოქმედებაზე პასუხს მე ვაგებ(!)
·
ჩემი უმოქმედობაც-ჩემი ქმედებაა.
·
მეთაურის თავის მართლება არავის ჭირდება(!).მეთაური თავს
არ იმართლებს,მმართველი ასწორებს შეცდომებს და მიდის წინ..
·
ჩემი განცდები და სირთულეები არავის
აინტერესებს.მეთაურის პასუხისმგებლობაა გადაწყვეტილებების მიღება და განკარგულებების
გაცემა
· მეთაურის ნებისმიერი ნათქვამი სიტყვა ადრესირებული(!) და მიზანშეწონილია(!).
ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა
·
ეს ისაა რაზეც
ადამიანი ვალდებულია პირადად აგოს პასუხი და არა სხვა ვიმმემ ,ან
რამემ.რაც ვალდებულია პირადად გააკეთოს,რასაც თვალყური უნდა ადევნოს და რაღაც ისე
თუ არ მოხდა "საფასური" გადაიხადოს.
·
მაგრამ პასუხისმგებლობა ხასიათის თვისებაცაა.არიან
პასუხისმგებლიანი ადამიანები(!) და უპასუხისმგებლო ადამიანები(!).თავიანთ პასუხისმგებლობას
როგორც ხასიათს სხვადასხვა ადამიანები ერთი და იგივე სიტუაციაში სხვადასხვა
ხარისხით ავლენენ.
·
ჩვეულებრივ ის ადამიანი ვისთვისაც პასუხისმგებლობა ხასიათის
თვისებაა ყველაფერს გააზრებულად და ყურადღებით უდგება(!),თუ საქმეს მოეკიდება ბოლომდე
მიჰყავს(!), მას შეუძლია გაბედოს და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს(!),უნარი აქვს
ბევრ რამეზე და ვინმეზე აგოს პასუხი,იგი მზადაა პასუხი აგოს შედეგზე,გადაიხადოს
საფასური საქმით ან ფულით(!),მას სწამს რომ ყველაფერი რაც მის თავს ხდება პირველ
რიგში მასზეა დამოკიდებული(!) და არა გარე ვითარებებზე.(გარემოზე)
საავტორო
პასუხისმგებლობა
·
საავტორო პასუხისმგებლობა ეს იმ ადამიანის
პასუხისმგებლობაა რომელმაც რაიმე მომხდარის ავტორად დაასახელა საკუთარი თავი.
·
საავტორო პასუხისმგებლობა პასუხს სცემს კითხვაზე
„ვინ აგებს პასუხს მომხდარზე ?’’ვინ მოქმედებდა. ვინ არის ავტორი.
·
საავტორო პასუხისმგებლობა ნაკლები ხარისხის
პასუხისმგებლობაა ვიდრე პირადი პასუხისმგებლობა.
ადამიანი აღიარებს ავტორობას „კი,ეს მე გავაკეთე ‘’ ,მაგრამ იმავდროულად
შეიძლება მომხდარი სხვას(სხვებს) ან გარემოებებს დააბრალოს.(!) “ასეთი სიტუაცია
იყო,სხვა რა შემეძლო მექნა..“(!)
·
რაღაც ქმედების ავტორად საკუთარი თავის დასახელება
სულაც არ ნიშნავს სოციალური პასუხისმგებლობის აღებას( მაგ. ხშირად ტერორისტული
აქტების ავტორობას საკუთარ თავზე იღებენ სხვადასხვა ორგანიზაციები ან სასჯელმისჯილი(ავტორიზებული) დამნაშავე ხშირად თავს დამნაშავედ არ სცნობს(!),ან ქმარი ცოლის მიტოვებას აპირებს და საავტორო
პასუხისმგებლობით უცხადებს რომ მასთან ცხოვრება აღარ უნდა.
·
საავტორო პასუხისმგებლობას (!)ადამიანი მაშინ
კისრულობს როცა სოციალურ პასუხისმგებლობას (!) არ იღებს. (გაიხსენე ასასინი : "მე მოვკალი ჩაღატაო" ,რომ იძახდა ალამუთის ციხის აღებისას)
ხხხ
ჯგუფური პასუხისმგებლობა
ჯგუფის პასუხისმგებლობა ისეთი პასუხისმგებლობაა, რომელიც ცალკე ერთ ადამიანს არ შეიძლება დაეკისროს. (გაიხსენე ფეხბურთელ შაქარაშვილის ჯგუფური მკვლელობა)
შენიშვნა: გახსოვდეს ,ჯგუფური დანაშაული უფრო მკაცრად ისჯება.
ხ
ადამიანის პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე.
ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარი თავის წინაშე:საკუთარი
ცხოვრებისეული არჩევანებისათვის,საკუთარი ქმედებებისათვის,საკუთარი აზრებისათვის,საკუთარი
გრძნობებისათვის .მთლიანობაში საკუთარი ცხოვრებისა და საკუთარი ბედისათვის(!).
ადამიანს შეუძლია იცხოვროს უპსუხისმგებლოდ სხვების მიმართ,ან საკუთარი თავის მიმართ ; გაანადგუროს საკუთარი ჯანმრთელობა,თავისი შესაძლებლობები,თავისი
განვითარება,თავისი მომავალი.(ილოთოს,იბოზოს,ინარკომანოს).
ხოლო საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებლიანი ადამიანები
გაიაზრებენ საკუთარ ინტერესებს,საკუთარ მომავალს,განსაზღვრავენ საკუთარ მიზნებს და
ამოცანებს,შემდეგ კი საკუთარ თავს სთხოვენ
შედეგებს საკუთარი აღებული ვალდებულებების
მიხედვით.
თუ რა ხარისხის პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს საკუთარი
თავის წინაშე აღებული იმის მიხედვით იგზავნება გზავნილი მისგან სხვებისკენ
“თქვენ არ გჭირდებათ ჩემზე ზრუნვა,ჩემ პრობლემებს მე
თავად მოვუვლი „
ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის(!) გამოვლინება
ან
“თქვენ იზრუნეთ ჩემზე,ჩემ პრობლემებს მე თავად ვერ ვუვლი„
ეს არის სოციალური უპასუხისმგებლობის(!) გამოვლინება
როცა ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი თავის
წინაშე ეს პირადი პასუხისმგებლობაა.
ის ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და
ამ პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს . ის საჭიროებს
სხვების დასტურს და ზრუნვას(!).ის არ არის თვითკმარი ადამიანი.(!)
ვის უვითარდება პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე
? მას ვინც თავიდანვე მიჩვეულია არჩევანის გაკეთებას.
მაგ.ვიმუშაო აქ თუ სხვაგან,ვეჩხუბო შეფს და კოლეგებს თუ ვიმეგობრო მათთან,დავრჩე აქ
თუ დავეთხოვო ამ სამსახურიდან.გავაგრძელო ამ ადამიანთან ურთიერთობა თუ შევწყვიტო,მქონდეს
მასთან რთული საუბარი თუ გადავდო.
მხოლოდ მას ვინც ხედავს და აანალიზებს თავისი არჩევანებს,მოსალოდნელ
შედეგებს ,შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე(!) და
არ იყოს გარემოებების მსხვერპლის როლში(!)
დაიმახსოვრე : ვისაც საკუთარ
თავზე ზრუნვა არ შეუძლია,ვერასოდეს იზრუნებს სხვაზე.(!)
წესიერი,პასუხისმგებლიანი ადამიანი აუცილებლად იზრუნებს
საკუთარ თავზე(!),თან ამას გააკეთებს მხნედ ,ენერგიულად, არ მოიმიზეზებს ცუდ განწყობას.
სამწუხაროდ ზოგიერთ ადამიანს პასუხისმგებლობა ესმის
როგორც საკუთარი ვალდებულებების შესრულება ისე რომ საკუთარ თავზე არ იფიქროს(!).
თითქოს პასუხისმგებლიანი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს
:დაავადებული,გატანჯული,სევდით თვალებში. ასეთ ადამიანებს არ ესმით ცნების „პასუხისმგებლობა'' მნიშვნელობა.
სწორი გაგება „პასუხისმგებლობის “ ასეთია: პასუხისმგებლიანი ადამიანი
ასრულებს ვალდებულებეს, როგორც საკუთარი თავის ისე სხვების წინაშე.
გონიერი პასუხისმგებლიანი ადამიანის ძირითადი წესები
:
·
არ ჩამოიკიდო სხვისი პასუხისმგებლობის ტვირთი
·
არ ჩამოკიდო გარშემომყოფებს შენი პრობლემები
·
ყურადღებით იზრუნე საკუთარ თავზე,რათა შემდეგ იზრუნო
სხვებზე
სანამ რაიმე საქმეს წამოიწყებ პირველ რიგში იზრუნე საკუთარ თავზე(!)
·
დაამყარე წესრიგი პირად ცხოვრებაში(სასიყვარულო თუ ოჯახურ საქმეებში)
·
მოიგვარე ჯანმრთელობის პრობლემები
·
მოიგვარე სწავლის და მუშაობის პრობლემები
·
მოაგვარე ემოციების და განწყობის პრობლემა
ხ
ადამიანის პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე
1.შეუძლია განაწყენებულ,განრისხებულ,გაღიზიანებულ,გაბრაზებულ,შეშინებულ ადამიანს რამე შექმნას,მიზანმიმართულად იაზროვნოს,თესოს
სიკეთე ? პასუხი არის -არა .
ასეთ დროს ადამიანს სურს მოიშოროს,მოისროლოს,დაამტვრიოს
,დაანგრიოს დაა.შ. რათა მისცეს გამოსავალი უარყოფით ემოციურ დაძაბულობას.
ასეთ მდგომარეობაში გაბოროტებული ადამიანი განმუხტვას
ახდენს პირველივე შემხვედრზე(ვინც ხელში მოჰყვება),ავრცელებს ამ
ბოროტებას თავის გარშემო,აინფიცირებს გარშემო მყოფებს.
და რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა რომელიც შურის ან
ეჭვიანობის ტყვეობაში იმყოფება? შურს და ეჭვიანობას შეუძლიათ ისე დაიმონონ ადამიანი, რომ ისინი აუტანლები ხდებიან
ახლობლებისთვის.
ეს ემოციური მდგომარეობები ითვლება უარყოფითად ,ისინი
სიცოცხლეს უწამლავენ ადამიანს და მის გვერდზე მყოფთ და გააჩნიათ უზარმაზარი დამანგრეველი
ძალა.
ხშირად დანაშაულის მიზეზად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა
ასახელებს აფექტს.
აფექტი -ეს არის ხანმოკლე ,მაგრამ ძალიან ინტენსიური
ამოფრქვევა უარყოფითი ემოციების, რომლის დროსაც ხდება ადამიანის ემოციური განმუხტვა.
ადამიანი პირველ რიგში ფხიზლად უნდა იყოს ასეთი მდგომარეობების
მიმართ, როგორც თავისთან ისე სხვასთან.
განსაკუთრებით ბავშვების და მოზარდების თანდასწრებით,
ასევე მათთან ურთიერთობის დროს.
უფროსები ცდებიან როცა თვლიან რომ მათი ემოციური მდგომარეობა
არ აისახება ბავშვებზე.
მშობლებთა ეპიზოდური შემთხვევებიც ,აფექტური მდგომარეობისა , აქვეითებს ბავშვების სასიცოცხლო ენერგიას.
ამასთან ბავშვები ითვისებენ ქცევის იმ ფორმებს ,რომლებიც
ჭარბობს მათ გარშემო და რომლებიც ყველაზე დიდ კვალს ტოვებენ მათში.
იქ სადაც სკანდალებს და შეხლა-შემოხლებს ქრონიკული სახე აქვს,ბავშვებს უქვეითდებათ
ფსიქიკური ამტანობა ,ზოგიერთს აღენიშნება ემოციური სიჩლუნგე (თანაგრძნობის უნარს კარგავენ),აღინიშნება მოზარდებში ინტელექტუალური პოტენციალის
დაქვეითებაც.
2.ყველამ იცის უფრო ადვილია ადამიანისთვის კარგი განწყობის
გაფუჭება,ვიდრე ცუდი განწყობის გაუმჯობესება.(!)
საქმე ფიზიოლოგიურ მექანიზმებშია.უარყოფითი ემოციები
შთანთქავენ ორგანიზმის ბიო-ქიმიური რეზერვების(ენერგიის) უზარმაზარ რაოდენობას.დადებითი
ემოციური მდგომარეობის აღსადგენად საჭიროა დახარჯული ენერგიის კომპენსაცია.ამას ჭირდება
დრო. იმავდროულად ჯაჭვური რეაქციით ხდება გარშემომყოფთა გაღიზიანება და დანევროზება.
ადამიანის უარყოფითი ემოციურ მდგომარეობებს შეიძლება ვუწოდოთ აგრესიული,ეს
ემოციები ადვილად გადადიან ადამიანიდან ადამიანზე,ადვილად იპყრობენ და დიდხანს არ ტოვებენ
მათ.
ისეთი „უწყინარი ‘’ მდგომარეობებიც კი როგორიცაა მოწყენილობა,სევდა,დეპრესია -აგრესიული ემოციებია.ამ
მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი კარგავს სურვილს გამოვიდეს ამ მდგომარებიდან.ამ
უარყოფითი აგრესიული ემოციების გავლენას განიცდიან ის ადამიანები, რომლებიც კონტაქტში
არიან ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან.
რაღა უნდა ვთქვათ ნევროზების ფეთქებად ხასიათზე.
ამიტომ, უარყოფითი ემოციური მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც
შედის კონტაქტში სხვა ადამიანებთან აღარაა მარტო მისი "პირადი" საქმე.(!)
ამიტომ საკუთარი ხასიათის(ცუდი ხასიათის) პირად საქმედ
მიჩნევა შეცდომაა(!)
3.როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის აფექტის მდგომარეობაში
სასამართლომ ეს შეიძლება შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაუთვალოს,მაგრამ არ ათავისუფლებს
პასუხისმგებლობისგან(!).
ადამიანი მაშინაც არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან,როცა
არ იცნობს კანონის მოთხოვნებს.(!)
ამიტომ საჭიროა რომ ადამიანი იცნობდეს თავის სამართლებრივ(იურიდიულ)
და ნებისმიერ სხვა სახის პასუხისმგებლობებს
არა მხოლოდ ქმედებებისთვის(!), არამედ საკუთარი ემოციების და გრძნობების(!) გამოხატვისთვის.
ბევრმა ადამიანმა უკვე გააცნობიერა პასუხისმგებლობა
საკუთარ ემოციებზე, თუნდაც ეს ემოციები გარეგნულად არც იყოს გამოხატული.(!!!)
მათ იციან, რომ უარყოფითი ,არაკეთილი გრძნობები ეხლართება
ქცევიების მოტივაციებს და შეიძლება უარყოფითად აისახოს ბევრი ადამიანის ბედზე(!),ეს ეხება
არა მარტო იმ ადამიანებს ვისაც ხელმძღვანელი თანამდებობები უკავიათ(მაგ. მძღოლებს,ავიადისპეჩერებს
დაა.შ.)
ბავშვები განსაკუთრებით ექვემდებარებიან თავიანთი მშობლების
ფარულ თუ აშკარა უარყოფით ემოციებს.
ადამიანი, რომელიც ცხოვრობს არა კეთილი გრძნობებით ადრე
თუ გვიან გადაიხდის ამის საფასურს ,ხშირად ეს გადახდა ხდება შვილების ჯანმრთელობით(!).
ან ზიანდება მათი(შვილების) ფიზიკური ჯანმრთელობა,ან მათი ფსიქოლოგიური
ჯანმრთელობა.ან რთულად მიდის მათი სოციალური ადაპტაცია,ან მათი ქცევა ხდება აშკარად
ასოციალური. და ა.შ.
შვილის მშობელთან ურთიერთობას დაედება მძიმე ბეჭედი:
უნდობლობა,წყენა,ზიზღი,სიძულვილი,მშობლის
სიკვდილის სურვილი(!)
ხ
ადამიანი, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობას საკუთარ
ემოციურ მდგომარეობაზე ხდება უფრო ძლიერი(!).ის აღარ რჩება ემოციების მონა(!).ის შეიძლება
გახდეს ემოციების ბატონი.ასეთი ადამიანი უახლოვდება სიბრძნეს(ავთანდილებისთვის).სიბრძნე მიუწვდომელია
ადამიანისთვის ვისაც არ შეუძლია საკუთარი ემოციების მოთოკვა.(!)(ტარიელებისთვის)
„გულს ვერ უბრძანებ“ ამბობენ ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ ცდილობს
გაიგოს როგორ მოიპოვოს საკუთარ ემოციებზე კონტროლი.(!)
ემოციების მოთოკვა ემოციურად არ აღარიბებს ადამიანს.ემოციების
მოთოკვა(!) ძალას აძლევს ადამიანს გადალახოს სხვა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები დაიცვას
თავი გარემოს უარყოფითი გავლენებისგან(!).
საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის გაცნობიერების დონე(!) ადამიანებს ერთნაირი არ აქვთ.
ზოგს ის მაღალი აქვს და სწრაფად აცნობიერებს პრინციპს
„ არ ავნო “
უმრავლესობას კი საკუთარ ემოცირ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა
გაცნობიერებული არ აქვს. ასეთებთან სპეციფიკური მიდგომაა საჭირო.(შმაგი არ უნდა გააშმაგო)
ხხხხ
ადამიანის პასუხისმგებლობა შედეგზე
·
მე-19 საუკუნიდან იყო ასეთი წესი, ინჟინერი ,რომელმაც ხიდი
ააგო, დგებოდა მის ქვეშ ვიდრე ხიდზე მატარებელი მოძრაობდა.ამას ქვია
პასუხისმგებლობა შედეგზე, მზად ყოფნა შედეგისთვის გადაიხადო საფასური საკუთარი
სიცოცხლით.
·
მეცნიერი-ფარმაცევტი ,რომელიც ქმნიდა ახალ წამალს
ცდიდა მას საკუთარ თავზე .ის იღებდა პასუხისმგებლობას შედეგზე და მზად იყო
გადაეხადა საფასური თავისი ჯანმრთელობით.(ახლა ახალ ვაქცინებს "მოხალისეებს '' უკეთებენ, ფაშისტები ტყვეებზე ატარებდნენ სამედიცინო ექსპერიმენტებს)
·
შეფ-მზრეული ,რომელიც კერძს ამზადებს შხამიანი თევზი
ფუგუსგან ჯერ თავად სინჯავს დელიკატესს.ესეც პასუხისმგებლობაა შედეგზე.თუ შედეგი
დადებითი არ აღმოჩნდება მზარეული გადაიხდის საფასურს საკუთარი სიცოცხლით.
პასუხისმგებლიანი ადამიანი, როცა პასუხისმგებლობას იღებს
შედეგზე ,მიაღწევს იმ შედეგს ,რაც არ უნდა დაუჯდეს იგი(!).(რუსეთი მზადაა გადაიხადოს ნებისმიერი საფასური უკრაინაში ომში გამარჯვებისათვის)
მაგრამ პასუხის მგებლობის აღება შედეგზე (“ კი.,მე გავაკეთებ
ამას ‘’) ,როცა არ გაქვს 100%-იანი რწმენა არის
უპასუხისმგებლობა(!)( მაგ. ასე ხშირად იქცევიან გამოუცდელი(მცირე პრაქტიკის მქონე) ხელოსნები და მომსახურების სფეროს სხვა მუშაკები,ამიტომ ,ერიდე მათ,შედეგი იქნება ცუდი.)
ხხხხხ
პასუხისმგებლობა ქმედებისთვის
თუ ადამიანის ქმედება ცუდად "ეხება" მის გრშემო მყოფებს,მათ დიდი ალბათობით შეიძლება ანგარიშების გასწორება(!) მოითხოვონ მისგან.
ასეთ დროს დგება ადამიანის
პასუხისმგებლობის საკითხი მისი ქმედებისთვის.
პასუხისმგებლობა ქმედებისთვის გულისხმობს:
· სანამ ადამიანი რამეს მოიმოქმდებს ან რამე საქმეს მოეკიდება მან უნდა შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები:თავს გავართმევ ?იმედებს ხომ არ გავუცრუებ?
თუ ბოლოს აღმოჩნდება, რომ საქმე ისე არ გაკეთდა როგორცსაჭირო იყო ამ ადამიანისთვის დადგება
ნეგატიური შედეგები-მას მოუწევს საფასურის გადახდა დაუფიქრებლობისთვის(!) და
უპასუხისმგებლობისთვის(!).(ან ფიზიკური ჯანმრთელობით- უბრალოდ გაილახება,ან გადაიხდის ფულით,ან გადაიხდის რეპუტაციის
შელახვით,ან თანამდებობის,ან თავისუფლების დაკარგვით,ან სიცოცხლით -გააჩნია შედეგის სიმძიმეს)
· პასუხისმგებლობა ქმედებისთვის მოიცავს:
პასუხისმგებლობას საქციელისთვის,
პასუხისმგებლობას უმოქმედობისთვის,
პასუხისმგებლობას ნათქვამი სიტყვისთვის
(მაგ .ციხეში პასუხს ითხოვენ არამატო "არაკაცურ საქციელზე" არამედ უპასუხისმგებლოდ "ნათქვამ სიტყვაზეც",“ სიტყვაზე პასუხს აგებ ?“) ხოლო საფასურის გადახდა ციხეში ხდება (ფიზიკური ჯანმრთელობით,ფულით, სტატუსით,სიცოცხლით),
პასუხისმგებლობას დაპირებისთვის.
პასუხისმგებლობას ინიციატივისთვის,
პასუხიმგებლობას ინიციატივის არ ქონისთვის.
პასუხისმგებლობას ლაჩრობისთვის (!) (ომში,ჩხუბში)
პასუხისმგებლობას დაბეზღებისთვის
პასუხისმგებლობას
ღალატისთვის და ა.შ.
ქმედებაზე პასუხისმგებლობის
აღზრდა ბავშვობიდანაა საჭირო
როგორ მივაჩვიოთ ბავშვები რომ მათი „ მინდა '' უბრალოდ მათი გადაწყვეტილება კი
არა მათი არჩევანია და რომ ამ
გადაწყვეტილებისათვის საჭიროა საფასურის
გადახდა ანუ პასუხისგება.
თუ ბავშვი ძალიან პატარა არ არის საკამათო და რთულ
შემთხვევებში მას უნდა მშობელმა უჩვენოს
·
მისი ქმედების ვარიანტის შესაძლო შედეგები
·
შესთავაზოს ქმედების ალტერნატიული ვარიანტი და
აუხსნას ახლა უკვე ამის შედეგები
·
მისცეს ბავშვს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი
ვარიანტებს შორის
·
არ შეეწინააღმდეგოს მოვლენების განვითარებას და
მისცეს საშუალება გარდაუვლად დადგეს შესაბამისი შედეგი
ამ შემთხვევაში ბავშვი გაეცნობა ცხოვრებისეულ პრინციპს
„გინდა იყოს შენებურად ,მაშინ მზად იყავი საფასურის
გადასახდელად დამდგარი შედეგების გამო“.
ხ
ადამიანის პასუხისმგებლობა
არჩევანისთვის
„ეს შენ გააკეთე ?“
ადამიანის ნებისმიერი პასუხი ამ კითხვაზე „კი მე გავაკეთე“
ან „არა ,მე არ გამიკეთებია ‘’ ადასტურებს ადამიანის პასუხისმგებლობას არჩევანზე.
"რისთვის გააკეთე ეს?''
ამ კითხვაზე ადამიანის პასუხი იქნება მისი პასუხისმგებლობა მიზნის არჩევაზე.
"როგორ გააკეთე ?''
ამ კითხვაზე ადამიანის პასუხი იქნება
მისი პასუხისმგებლობა საშუალების არჩევაზე
ხ
საერთოდ ,ადამიანმა ,რომელმაც აირჩია რაიმე მიზანი,შეიძლება ამ მიზნით გაამართლოს არჩეული საშუალებები ,რომლებსაც მიზნის მისაღწევად იყენებს.
(გაიხსენე :"მიზანი ამართლებს საშუალებებს"- მაკიაველის მიეწერება ეს ფრაზა)
სხვა სიტყვებით
არ აიღოს პასუხისმგებლობა არჩეულ საშუალებებზე და აიღოს პასუხისმგებლობა მხოლოდ მიზანზე.(სააკაშვილი შვრებოდა ასე)
ხ
პირიქითაც ხდება,ადამიანიმა თუ ძალიან დიდი ყურადღება
დაუთმო საშუალებების არჩევას ,შეიძლება დასახულ მიზანს ვერ მიაღწიოს და ვერ შეასრულოს თავისი მოვალეობა(აღმოჩნდეს სოციალურად
უპასუხისმგებლო- მაგ. ბიძინას "ოცნებას" ქვეყნის შიგნით ბრალს სდებენ,რომ საჭიროზე მეტ ყურადღებას უთმობს საშუალებების არჩევას,რაც განპირობებულია გარედან უზარმაზრი კონტროლით).
ხ
ადამიანის პასუხისმგებლობა კონკრეტულ საქმეზე(რაიმე პროექტზე)
პასუხისმგებლობა კონკრეტულ საქმეზე ბევრი მდგენელისგან
(სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობებისგან) შედგება
·
დასაწყისში ეს არის ინიციატივის სითამამე
·
საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება
·
ყურადღებიანი გაანგარიშება და გათვლა
·
შესრულებისას -სავალდებულობა
·
ფინალში-პასუხისმგებლობა შედეგზე
თუ საქმე არ გაკეთდა ან ნეგატიური შედეგები დადგა
პასუხუსმგებლობა საქმეზე ვლინდება ადამიანის მზაობაში(!) აღიაროს თავისი შეცდომები და დამდგარი შედეგების გამო მიიღოს სასჯელი(!) ან გადაიხადოს საფასური(!):
პირადი დროით,ახალი ძალისხმევით,ფულით,რეპუტაციით,თავისუფლებით,სიცოცხლით.
Комментарии
Отправить комментарий