კონფლიქტის შესახებ
რატომ იწყებენ ადამიანები კონფლიქტს ერთმანეთთან ?
ადამიანები კონფლიქტს იწყებენ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად.
კონფლიქტი ადამიანისთვის მიზნის მიღწევის საშუალებაა.
მიზანი შეიძლება იყოს :
·
კონკურენტული
ბრძოლა რაიმე ფასეულისთვის-ესაა ე.წ. ინტერესების კონფლიქტი
ვის შეხვდება ბოლო ბილეთი ? ვინ მოიპვებს გოგონას კეთილგანწყობას ? ვინ დაიკავებს პარკირების
ადგილს ? და ა.შ.
·
საფრთხის
არიდება-მე ვიღაც ან რაღაც მემუქრება .მინდა თავიდან ავიცილო
მოსალოდნელი მატერიალური დანაკარგები ან უსიამოვნებები.
„მე მართმევდნენ საფულეს,მიწის ნაკვეთს,ბინას
და ა.შ. და მე თავი დავიცავი ‘’
·
დაბრკოლების
ლიკვიდაცია -მე მინდა რაღაც მივიღო.სხვა ადამიანი ან ამ ადამიანის
აზრი კი ხელს მიშლის,მაბრკოლებს.მიდგას ამოცანა
დაბრკოლების განეიტრალების.
·
ძალაუფლების
საკითხის გადასაჭრელად-უნდა
იყოს ისე როგორც მე ვთქვი,როგორც მე მინდა და არა ისე როგორც შენ გინდა.
·
სტატუსის
დაცვა და პატივისცემა-ადამიანს აღიზიანებს ის თუ როგორ მიმართავენ ან ეპყრობიან
სხვების თანდასწრებით . მისი მიზანია დაიცვას და აიძულოს პატივი სცენ მის სტატუსს ან
გაზარდოს თავისი სტატუსი.
ანუ არსებობს სხვადასხვა სახის კონფლიქტი:
·
ძალაუფლების
კონფლიქტი
·
დაბრკოლების კონფლიქტი
·
სტატუსის კონფლიქტი
·
საფრთხის კონფლიქტი
·
კონკურენციის კონფლიქტი
კონფლიქტი ყოველთვის
საფეხურებად ,აღმავალ ფაზებად ვითარდება და
დროში მიმდინარეობს.
მიმდინარეობის მიხედვით არსებობს
·
ველური კონფლიქტი
·
ცივილიზებული კონფლიქტი
ველური კონფლიქტი-ასეთ
კონფლიქტს ადამიანი ემოციებით ,აგრესიულად იწყებს რასაც მოყვება
ან მოწინააღმდეგე მხარის დანებება-დამცირება,ან საპასუხო
აგრესია,როგორც წესი უფრო მაღალ დონეზე ანუ კონფლიქტის ესკალაცია.
ცივილიზებული
კონფლიქტი- ცივილიზებულ კონფლიქტი გულისხმობს კონფლიქტში როგორც
შესვლის და ისე გამოსვლის გაცნობიერებულ შესაძლებლობას.ცივილიზებულ კონფლიქტში მხარეები
ინარჩუნებენ ღირსებას, ბოლომდე არ ანადგურებენ ერთმანეთს და რაღაც საფეხურზე წყვეტენ კონფლიქტს.
როგორ იქცევა ადამიანი კონფლიქტში?
ველური კონფლიქტისას
·
მყისიერად
თავს ესხმის-ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ,მყისიერად ახდენს კონფლიქტის ესკალაციას(ახტება
კონფლიქტის განვითარების რამოდენიმე საფეხურს)
ყვირილით და ჩხუბით(გინება,მუშტები,წიხლები,ბლაგვი საგნები,მჭრელი საგნები,ცეცხლსასროლი
იარაღი) მყისიერად გადადის შეტევაზე.
·
ან
ჯერ ითმენს- ადამიანი ითმენს მისი მისამართით გაშვებულ გამღიზიანებლებს.
მრისხანედ დუმს.მოთმინება თუ არ ეყოფა
იწყებს უმართავ ველურ კონფლიქტს.
·
ან
ნებდება-ხვეწნა-ვედრება და მოსყიდვა(ხარკის გადახდა ) მიზანია შეწყდეს აგრესია (მაგ.2008 წლის ომი რუსეთთან)
·
ან
თავს არიდებს- თავის გაცნობიერებული არიდება კონტაქტისგან კონფლიქტის
მხარესთან ,რათა კონტაქტს არ მოყვეს ველური კონფლიქტი (მაგ. მობილურის გათიშვა, არა
ვარ სახლში და ა.შ. ასე იქცევა მაგ. საქართველო რუსეთთან. )
ცივილიზებული
კონფლიქტისას
·
შედის
რბილ კონფროტაციაში-თხოვნით მიმართავს მეორე მხარეს რათა მან მოხსნას და აღარ გამოიყენოს
კონფლიქტოგენი მისი მისამართით.
შენიშვნა : გამოგადგება
მხოლოდ ცივილიზებულ ადამიანთან.
·
შედის
მკვეთრ კონფროტაციაში-აქ კი არ თხოვს მოითხოვს მეორე მხარემ შეწყვიტოს კონფლიქტოგენების
გაშვება მისი მისამართით თავად უშვებს შესატყვის და ადეკვატურ კონფლიქტოგენებს თავმდამსხმელის
მისამართით.
შენიშვნა : გამოგადგება
მხოლოდ ცივილიზებულ ადამიანთან.
·
მართვადი
კონფლიქტი-გაცნობიერებულად გადაყავს კონფლიქტი უფრო მაღალ საფეხურზე
როცა ეჭვი არ ეპარება წარმატებაში (ასეც ხდება ხოლმე) ესეც გამოგადგება მხოლოდ ცივილიზებულ ადამიანთან.
კონფლიქტის
მიზეზი
თუ იცი მიზეზები რაც აჩენს კონფლიქტებს,შესაძლებლობა
გიჩნდება მათი არიდების.
ან კონფლიქტის მიზეზი თუ იცი შესაძლებლობა
გიჩნდება უკვე დაწყებულ კონფლიქტში თუნდაც სხვის მიერ დაწყებულ კონფლიქტში,რომელშიც
ჩაგითრიეს ადეკვატურად იმოქმედო.
კონფლიქტების მიზეზები
კონფლიქტს დაწყებას შეიძლება ქონდეს
ერთი ან რამდენიმე მიზეზი ერთდროულად.
1
მიზეზი
კონფლიქტური
სიტუაცია
(იხ.ქვემოთ)
2
მიზეზი
კონფლიქტური
სუბიექტების(კონფლიქტური ტიპების) არსებობა
ესენი კონფლიქტს იწყებენ ცარიელ ადგილზე და ავითარებენ.ცხოვრებას უწამლავენ სხვებს და საკუთარ თავსაც.
აღზრდილი,კულტურული ადამიანები კონფლიქტს
არ იწყებენ საჭიროების გარეშე. .ისინი ცდილობენ
კონფლიქტური სიტუაციების ცივილიზებულად მოგვარებას.
3
მიზეზი
კონფლიქტის
მონაწილეებს კონფლიქტური ურთიერთობა ქონდათ წარსულში(მტრობა)
თუ ადამიანები არაკეთილგანწყობილი
არიან ერთმანეთის მიმართ,ემდურიან ერთმანეთს,ეჭვის თვალით უყურებენ ერთმანეთს,ან უფრო
მეტიც მტრობენ ერთმანეთს მაშინ უმნიშვნელო საბაბიც კი საკმარისია კონფლიქტის დასაწყებად.
4 მიზეზია
კონფლიქტური ქვევა.
კონფლიქტურად შეიძლება იქცეოდნენ
არაკონფლიქტური ადამიანებიც(არა მარტო კონფლიქტური ტიპები).
კონფლიქტური ქცევა შეიძლება იყოს
გაცნობიერებულიც და გაუცნობიერებულიც.შემთხვევითიც და კანონზომიერიც .
იმისათვის რომ მოახდინო შენს მიმართ
განხორციელებულ კონფლიქტურ ქცევაზე ადეკვატური რეაგირება უნდა იცოდე რა არის ამ კონფლიქტური
ქცევის გამომწვევი მიზეზი .
ფსიქიურად ჯანმრთელი და ფსიქიურად
არაჯანმრთელი ადამიანის კონფლიქტური ქცევის მიზეზები განსხვავდება.
კონფლიქტური
ქცევის მიზეზები ფსიქიურად ჯანმრთელ ადამიანებში :
·
შემთხვევით
მოიქცა კონფლიქტურად(უნებლიედ მაგ. დაუვარდა სხვისი ნივთი და დააზიანა და არ აანაზღაურა ზიანი)
·
არაკომპეტენტურობით
მოიქცა კონფლიქტურად-
„შეეშალა“(არ აქვს საჭირო ცოდნა და უნარები არ იცოდა იმ სიტუაციაში სწორად როგორ მოქცეულიყო)
·
უბრალოდ
უზრდელია,არ მიუღია სწორი აღზრდა.
·
კონფლიქტური ქცევა გარეშე პირების პროვოცირებულია უნებლიედ ან სპეციალურად და
გამიზნულად.
კონფლიქტური
ქცევის მიზეზები ფსიქიურად არა ჯანმრთელ ადამიანებში
:
·
კონფლიქტური ქცევით ახდენს თავისი უმწეობის დემონსტრირებას
·
რაიმე კონფლიქტური ქცევით სურს ყურადღება მიიქციოს
·
კონფლიქტის პროვოცირებით იბრძვის ძალაუფლებისათვის
·
კონფლიქტის
გამოწვევით ახორციელებს შურისძიების აქტს
ადრე მიღებული ფსიქიური ტრამვის გამო ფსიქიურად არა ჯანმრთელი ტიპი შურს
იძიებს ყველაზე ვინც ხელში ჩაუვარდება, ამასთან მასზე სუსტზე
5 მიზეზი
კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ნეგატიური ემოციებიც
მაგ.მოზარდი გაბრაზებულია რაღაცაზე და ამაში კი გარშემო მყოფებს ადანაშაულებს
ან
გამყიდველს რაღაც პირადი პრობლემები აქვს და კლიენტს ეჩხუბება ანდა პირიქით
კლიენტს აქვს პირადი პრობლემები და გამყიდველს
ეჩხუბება.
შენიშვნა : საერთოდ ყოველთვის მოერიდე ადამიანს რომელიც ნეგატიურ ემოციებშია,ის როგორც
იტყვიან იმ მომენტში არა ადეკვატურია.
6 მიზეზი
კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს გაუგებრობა ადამიანებს შორის ანუ
ცუდად გაგება,დამახინჯებულად აღქმა.
შენიშვნა : რაიმე გაუგებრობის გამო კონფლიქტში
ჩათრეული რომ არ აღმოჩნდე მანამდე ვიდრე ვინმეს ნათქვამზე ან ქცევაზე რეაგირებას მოახდენ გაარკვიე მასთანვე რა ხდება . კითხე მისი ნათქვამია თუ არა და მისი
გაკეთებულია თუ არა ის რაც შენს აღშფოთებას იწვევს.თუ დაგიდასტურა, გაარკვიე რატომ
გააკეთა ის რაც გააკეთა და მერე მოახდინე ადეკვატური რეაგირება და არა მანამდე რადგან
შეიძლება არა ადეკვატური აღმოჩნდე და კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიო.
კონფლიქტის ჭეშმარიტი მიზეზი
კონფლიქტის ჭეშმარიტი მიზეზები ზედაპირზე არ დევს.
ის რაზეც კონფლიქტის მხარეები საუბრობენ და რასაც ისინი მიზეზს უწოდებენ ხსირად მხოლოდ საბაბია.
საერთოდ კონფლიქტის
ცივილიზებულ მოგვარებას აუცილებლად წინ უძღვის კონფლიქტის ანალიზი . კონფლიქტის ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა.
კონფლიქტის ანალიზი
ნიშნავს კონფლიქტის მხარეების
ა)პოზიციების
ბ)
ინტერესბის
შესწავლას.
პოზიციები -ეს კონფლიქტის მხარეების მოთხოვნებია
რომლებსაც ისინი ღიად და საჯაროდ უყენებენ ერთმამეთს.
ინტერესები-ეს მხარეთა რეალური სურვილებია(ის რაც
სინამდვილეში უნდათ,რასაც ხშირად მხარეები მალავენ)
შენიშვნა : ძალიან
ხშირად კონფლიქტში ჩართული მხარეები(ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები) პოზიციების
გამო დავობენ და ერთმანეთს საკუთარ ინტერესებს უმალავენ
ყურადღება:
კონფლიქტისას
მხარის გაცხადებული პოზიცია ხშირად არ გამოხატავს მის ინტერესს ამიტომ მის მოწინააღმდეგე მხარეს
უყალიბდება მცდარი წრმოდგენა მისი მეტოქის ინტერესებზე,შედეგად საკუთარ საპასუხო მოქმედებებს ამყარებს ამ არასწორ აღქმაზე.
ყურადღება
კონფლიქტის
ცივილიზებული მოგვარება ვერ ხერხდება იქ სადაც ადამიანები მხოლოდ პოზიციების დონეზე კამათობენ და ჭეშმარიტ ინტერესებს მალავენ.
რა აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე ხშირად კონფლიქტის
ჭეშმარიტი მიზეზი ?
·
ეჭვიანობა
·
შურისძიება
·
წარუმატებლობის შიში
·
ყურადღების მიპყრობის სურვილი
·
ფული
·
ამბიცია(სტატუსი)
·
გაცრუებული მოლოდინი
·
განსხვავებული აღქმა
რა არის
კონფლიქტური სიტუაცია ?
ეს არის სიტუაცია რომელიც შეიცავს თავის თავში
კონფლიქტის წანამძღვრებს.შეუძლია კონფლიქტის გამოწვევა.
ნებისმიერი რთული
ცხოვრებისეული სიტუაცია შეიძლება გადაიქცეს კონფლიქტურ სიტუაციად.
თუ ადამიანებს აქვთ საკმარისი რესურსები კონფლიქტები
ჩნდება უფრო იშვიათად.მაგრამ როცა უთავდებათ საკვები,წყალი,ფული ,ჩასაცმელი
სიტუაცია მწვავდება.(შეიძლება ითქვას ახლა მთლიანად საქრთველოში კონფლიქტური
სიტუაციაა)
რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გარდა კონფლიქტურ სიტუაციებს უნდა ელოდო როცა:
1.ერთ მიმზიდველ
რამეზე ან ვინმეზე პრეტენზია აქვს ორ ან მეტ მხარეს
მაგ. ვაკანსია(სამუშაო ადგილი) ერთია პრეტენდენტი კი რამოდენიმე.ან ერთ
კაცზე პრეტენზია აქვს ორ ქალს ცოლს და საყვარელს.ერთ სადეპუტატო მანდატზე რამდენიმე
პარტიას ან მაჟორიტარულ კანდიდატს და ა.შ.
ასეთ კონფლიქტურ სიტუაციას ქვია-ინტერესების კონფლიქტი.(ინტერესების შეჯახება)
ინტერესების კონფლიქტის ნაირსახეობაა-აზრთა სხვადასხვაობა რაიმე საკითხზე.
როცა ადამიანს შენგან განსხვავებული აზრი აქვს რაიმე
საკითხზე ეს ნიშნავს რომ ის არ არის შენი
თანამოაზრე ,მას განსხვავებული ინტერესი აქვს რასაც განსხვავებული აზრით გამოხატავს.ეს
დაიმახსოვრე.
2.ყოველდღიურ ცხოვრებაში კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის - კონფლიქტური ურთიერთობა და
კონფლიქტური ქცევა.
ა)კონფლიქტოგენი,ბ)პროვოკაცია,გ)შეუსრულებელი დაპირება- ტიპიური მიზეზებია ყოფითი
კონფლიქტების.
მაგ. ვიღაც ვიღაცას პირდება ცოლად მოყვანას და ბოლოს პირობას არ ასრულებს.
(იხ. ბლოგ პოსტი „კონფლიქტური ურთიერთობა’’)
3.კონფლიქტური სიტუაცია- სამუშაო ადგილზე,სამსახურში.
ა)კონფლიქტურ სიტუაციას სამუშაო ადგილზე ქმნის მოვალეობების
და პასუხისმგებლობის განუსაზღვრელობა და გაურკვევლობა.როცა შეთანხმებები
ზეპირი ან წერილობითი არ არსებობს,ან თუ არსებობს არეულ-დარეული და გაურკვეველია.
ვინ რა უნდა აკეთოს ნათელი არაა.ვინ რაზე აგებს პასუხს გაუგებარია.
ბ)
სამუშაო ადგილზე ცალკე თემაა ე.წ. სტატუსის კონფლიქტი.
როცა ერთ-ერთი მხარე (ან ორივე ) იქცევა უპატივცემულოდ ან უპირატესობის
პოზიციიდან
სამუშაო ადგილზე კონფლიქტური სიტუაციის შექმნას ხელი რომ არ შეუწყო როგორც
მენეჯერმა:
· არ გადააკისრო შენი პასუხიმგებლობა სხვას.
·
გამოიმუშავე თითოეულ დასაქმებულებთან შეთანხმებები
·
მკაფიოდ განსაზღვრე და გაანაწილე ფუნქციები
·
ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში ყოველთვის ეცადე გაარკვიო მიზეზი.სანამ
კონფლიქტი დაწყებულა ეს უფრო ადვილია.წაყრუება მიგიყვანს ფარულ კონფლიქტამდე.
·
თუ კონფლიქტს უკვე აქვს ადგილი და არსებობს კონფლიქტის გამომწვევი რაიმე საგანი რომლის მოცილება შეიძლება სასწრაფოდ მოაშორე
იგი.
( როგორც წაჩხუბებულ ბავშვებს ჩამოართმევენ
სადავო სათამაშოს ისე)
ხ
ინტერესების კონფლიქტი
ინტერესების კონფლიქტი ქმნის ისეთ კონფლიქტურ სიტუაციას,სადაც ერთ მიმზიდველ
რამეზე ან რამეზე პრეტენზიას აცხადებს ორი ან მეტი მხარე.
ორ ბავშვს უნდა ერთი და იგივე სათამაშო. 2
ახალგაზრდა მეტოქეობს ერთმანეთს ერთი და იგივე გოგონას კეთილგანწყობის
მოსაპოვებლად.ერთი და იგივე ტერიტორია 2
სახელმწიფოს უნდა და ა.შ.
ნებისმიერ ადამიანს თავისი ინტერესების ზონა
აქვს.თუ ადამიანი აქტიურია ის ცდილობს გააფართოოს ეს ზონა.რასაკვირველია სხვა
აქტიური ადამიანიც ცდილობს გააფართოოს
თავისი ინტერესების ზონა. როცა ეს ზონები ერთმანეთს გადაკვეთენ წარმოიქმნება
კონფლიქტური სიტუაცია.(მაგ. ბიზნესმენს ჰესის აშენება ან კორპუსის აშენება უნდა
რაღაც ტერიტორიაზე იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებში კი ეს არ შედის).
აუცილებლად მოხდება თუ არა კონფლიქტი მხარეებს შორის ინტერესების კონფლიქტის დროს ?
ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე :
1.
პიროვნებების ტიპზე.თუ
ისეთი პიროვნებების ინტერესების კონფლიქტს აქვს ადგილი რომლებიც „ძალოვანი
პიროვნების“ტიპს მიეკუთვნებიან (ძალის გამოყენებით რომ აგვარებს პრობლემებს ეს ის
ტიპია) მაშინ კონფლიქტი აუცილებლად მოხდება თანაც ველური კონფლიქტი.
2.
პიროვნებების ცივილიზებულობის დონეზე.
ყურადღება :
ადამიანების
უმრავლესობა ინტერესების კონფლიქტის დროს პრიმიტიულ ძალისმიერ ტაქტიკას ირჩევს - „თუ
შეგიძლია დაითრიე“.
ამ დროს
ხდება ნებისმიერი კონფლიქტური ქცევის გამოყენება ლოზუნგით „ვინც ძლიერია,ის მართალია“ ან „ძალა ხნავს აღმართს“
ინტერესების
კონფლიქტს ახასიათებს
·
აგრესია
·
ესკალაცია
·
ერთი მხარის გამარჯვება და მერე მხარის დამარცხება
განვითარებული,
ცივილიზებული პიროვნება თუ ინტერესების
კონფლიქტში მოხვდა აკონტროლებს თავის
ქცევას ,რომ არ იყოს კონფლიქტის ესკალაციის მაპროვოცირებელი ამას ქვია „ფიტილს
დაწევა“ და ირჩევს თანამშრომლობის სტრატეგიას ,ანუ სთავაზობს მოწინააღმდეგე მხარეს ისეთ
გამოსავალს სადაც ორივე მხარე მოგებული
დარჩება.(ოღონდ ეს მეტოქე მხარე მასზე ძლიერი არ უნდა
იყოს თორემ არ დათანხმდება)
(მაგ.აზერბაიჯანს
ახლა თავი სომხეთზე ძლიერი გონია და მზადაა ძალით გადაწყვიტოს პრობლემა)
3.ფაქტორი
ეს არის ადამიანების ურთიერთობის ხასიათი. თუ
ადამიანებს უყვართ ერთმანეთი ან პატივს სცემენ ინტერესების კონფლიქტი არ გამოიწვევს ველურ კონფლიქტს მათ შორის.
არსებობს ინტერესების კონფლიქტის
დარეგულირების(მოგვარების)
5
გზა (სტრატეგია):
1.შეჯიბრი(კონკურენცია)-
მხარის მიზანია მიაღწიოს თავისას და დააზიანოს მეორე მხარე.თვითონ
გაიმარჯვოს,მეტოქე კი დაამარცხოს ამ სტრატეგიას ირჩევს მხარეებს შორის უფრო ძლიერი.
2.შეგუება-საკუთარი
ინტერესებზე უარის თქმა და მსხვერპლად შეწირვა მე-2 მხარის სასარგებლოდ.
ამ სტრატეგიას ირჩევს მხარეებს შორის
სუსტი.
3.კომპრომისი-შეთანხმება
ურთიერთდათმობის ხარჯზე.ვერცერთი მხარე ბოლომდე ვერ იკმაყოფილებს საკუთარ
ინტერესს. „არც შენი არც ჩემი“
შესაძლებელია თანაბარი ძალის მხარების
არსებობისას
4.არიდება- მხარე არ ამბობს
უარს საკუთარ ინტერესზე მაგრამ არც იცავს მას .
განაწყენებული,გაბუტული კაცის ან ქალის პოზიციაა.არაფრის მომტანი.
ამ სტრატეგიას ირჩევს მხარეებს შორის სუსტი.
5.თანამშრომლობა
-კონფლიქტური სიტუაციის მონაწილეები ალტერნატიულ გზას გამონახავენ,რომელიც
აკმაყოფილებს ორივე მხარის ინტერესებს.
შესაძლებელია მხოლოდ თანაბარი ძალის მხარების არსებობისას
ხ
კონფლიქტი და სტატუსი
გახსოვდეს უფრო მაღალი სტატუსის მქონე
ადამიანებს
·
უფრო მეტი ქცევის თავისუფლება აქვთ კონფლიქტის დროს
·
ასეთები იშვიათად ან თითქმის არ იყენებენ კონფლიქტის მოგვარების რბილ ფორმებს.ასეთები კონფლიქტს ხისტად აგვარებენ.
კონფლიქტის
რბილი, მშვიდობიანი მოგვარება სავალდებულოა იმ ადამიანებისთვის ვისაც საშუალო ან
დაბალი სტატუსი აქვთ
მაღალსტაუსიანი
პირები ან ითმენენ ან მყისიერად გადადიან კონფროტაციაზე(რბილზე ან ხისტზე).ისინი უფრო
სჯიან მოწინააღმდეგეს ვიდრე შედიან მასთან
კონფლიქტში.
მსუბუქი
კონფროტაციის უფლება თავს შეიძლება მისცე მხოლოდ თანასწორი სტატუსის და თანაბარი ძალის
ადამიანთან. ჟარგონზე ეს ასე გამოითქმის
„ტოლი ნახე,კოჭი გააგორე“
უფრო
დაბალი სტატუსის მქონე რომელიც კონფროტაციაში შემოდის შეგიძლია დასაჯო ან საერთოდ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალო.
შენზე
უფრო მაღალი სტატუსის ან უფრო ძლიერთან თუ შეხვალ მსუბუქი კონფროტაციით შეიძლება იგნორირება გაგიკეთონ ყურადღება არ
მოგაქციონ , მაგრამ თუ ყურადღება მოგაქციეს შეიძლება დაგსაჯონ
( გაბუნია-პუტინი
და კადიროვი ან ცოტნე გამსახურდია და ბიძინა ან სააკაშვილი და გელაშვილი და ა.შ.)
ხ
კონფლიქტური
ქცევა
კონფლიქტური(პროვოკაციული)
ქცევაც ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას და პროვოცირებას უკეთებს კონფლიქტის დაწყებას.
განსხვავებით
ხულიგნობისგან ან კრიმინალისგან კანონების
აშკარა დარღვევას კონფლიქტური ქცევისას ადგილი არ აქვს.
ხ
კონფლიქტური
ადამიანი
ეს
ისეთი ადამიანია რომელიც ცარიელ ადგილზე ქმნის კონფლიქტურ
სიტაციას და მერე კი იწყებს კონფლიქტს.
ჟარგონზე კონფლიქტურ ტიპს „აბიჟნიკი ‘’ ქვია.
კონფლიქტური
ადამიანის ხასიათის თვისებები:
1ტიპი ემოციურად არამდგრადია. იოლად აგზნებადია,იოლად
ნაწყენდება,მოგელაპარაკება რომ ყველაფერს მშვიდობიანად და მშვიდად გადაწყვეტს
შენთან ერთად რამოდენიმე დღეში კი ისევ „გააფრენს ‘’.ერთი დღის მერე ბოდიშს
მოგიხდის ერთი კვირის მერე კი ისევ „გააფრენს ‘’.მისი მთელი ცხოვრება ასეა .იმას
ვეღარ გადააკეთებ.
2 ტიპი - გიღიმის
გესალმება,მაგრამ გრძნობ რომ დაძაბულია.სახეზე ღიმილი აქვს მაგრამ თვალები ძალიან
ყურადღებით და ეჭვით გიყურებენ.თავში უტრიალებს „მე ვცხოვრობ მტრულ გარემოში,ყველა
ჩემს წინააღმდეგაა“(მაგ. ფაკერის სასიმამრო დე ნიროს შესრულებით)
თვალების
გარდა როგორ შეიძლება მიხვდე რომ ასეთ კონფლიქტურ,
დაძაბულ ტიპთან გაქვს საქმე ? მისი ფრაზებიდან.უცებ საუბრისას გამოგიცხადებს ასეთ
რამეს“ ადრე მე წყენინება დამიპირეს,მაგრამ რქები მოვამტვრიე“ ან გიყურებს და
გეუბნება „მე არ მინდა რომ რამე მოგივიდეს ჩემთვის შენი ოჯახი ისეთივე ძვირფასია
როგორც ჩემი ‘’ რა უნდა ? რას გულისხმობს ? ის როგორც წესიერი ადამიანი ბოლოჯერ
გაფრთხილებს არაფერი მიქაროო.მის თავში
უკვე ჩამოყალიბებულია აზრი რომ შენ რაღაც ინტრიგებს ხლართავ მის
წინააღმდეგ(ბიძინა)
ასეთ
ადამიანთან სერიოზული მოლაპარაკება ან ერთობლივი გრძელვადიანი ბიზნესი შეუძლებელია.ამისთანებისგან
უნდა მოახდინო დისტანცირება.თუ ასეთი ოჯახში გყავს -ეს შენი მძიმე ჯვარია
.შეგიძლია მთელი ცხოვრება ივარჯიშო სტრეს გამძლეობაში.
ველური კონფლიქტი
ველური,დესტრუქციული კონფლიქტი მიმდინარეობს
ფაზების მონაცვლეობით:
·
შეტევა- მწვავე ფაზა
·
შებრძოლება-მწვავე ფაზა
·
შესვენება-დაძაბული მოლოდინი
·
მერე ისევ თავიდან მეორდება ეს ფაზები
ოღონდ უფრო მძაფრად და აღმავალ ხარისხში
ასეთი კონფლიქტი მთავრდება
ან ურთიერთობების გაწყვეტით ან ერთი მხარის მეორე მხარეზე გამარჯვებით
.დამარცხებული ან ემორჩილება ან გაურბის და თავს
არიდებს გამარჯვებულს.ან ნადგურდება.
დესტრუქციული კონფლიქტი
იმით ხასიათდება რომ მხარეები „იჭედებიან’’ერთმანეთის უარყოფით მხარეებზე და აღარ
აინტერესებთ კონფლიქტის გამომწვევი ჭეშმარიტი მიზეზი.
მწვავე ფაზაში კონფლიქტი
ვითარდება ელვისებურად და ძალიან მაღალია
დუღილის ტემპერატურა.ჩნდება უამრავი დამახინჯებები.თითოეული მიაწერს
მოწინააღმდეგეს იმას რაც მას აზრადაც არ მოსვლია.
კონფლიქტის მხარეები
ცდილობენ თავი დაიცვან ან შეუტიონ
ძალისმიერი მეთოდებით.
აგებენ კომუნიკაციურ
ბარიერებს.არ უსმენენ ერთმანეთს უსაფრდებიან ერთმანეთს „სიტყვაზე
ეკიდებიან“.ჩქარობენ პირველი დაესხან თავს.
ასეთი კონფლიქტი სასტიკი
ომია.რომელშიც არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები,დაჭრილები,ფსიქოლოგიურად
ტრამვირებულები,მოკლულები ფიზიკურად ან
მორალურად(გატეხილები და ჩახშობილები რომლებიც უარს ამბობენ აქტიურ ბრძოლაზე)
ველური კონფლიქტი დიდი ვნების
მომტანია.ის ანადგურებს ურთიერთობებს ადამიანებს შორის.იწვევს ერთმანეთის
მიუღებლობას და ურთიერთობის გაწყვეტას.ხშირად ჯანმრთელობის დაზიანებას და
მსხვერპლს.
(მაგ.ე.წ. ოჯახური
ძალადობა სწორედ ველური კონფლიქტია სადაც მსხვერპლის როლში ოჯახის წევრები
გვევლინებიან)
კონფლიქტის ჩაქრობა საწყის ფაზაში
არა საჭირო კონფლიქტი სანამ გაჩაღდება
,მანამდე უნდა სცადოს რომელიმე მხარემ ან მესამე მხარემ მისი
ჩაქრობა.
ამისათვის:
·
უნდა გაარკვიოს კონფლიქტის ჭეშმარიტი მიზანი
·
ვინ და რა ახდენს კონფლიქტის
პროვოცირებას
·
სინამდვილეში რა სურს კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარეს
·
დაამშვიდოს და ჩაუქროს არა საჭირო ემოციები
·
მოხსნას გაუგებრობები
·
შემდეგ კი იმოქმედოს სიტუაციის მიხედვით
ხ
ემოციებთან ოპერატიული მუშაობა ახალ
დაწყებული კონფლიქტის დროს.
·
პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას ნებისმიერი კონფლიქტის დროს ეს არის
ემოციების ვენტილაცია .საჭიროა დამშვიდება.ამსთან საჭიროა ორივე მხარის
დამშვიდება.თანაც ეს უნდა გაკეთდეს
ოპერატიულად მაქსიმალურად სწრაფად.შეძლებისდაგვარად აქვე და ახლავე.(სარკოზი და
რუსეთ საქართველოს 5 დღიანი ომი)
·
შემდეგ ეტაპზე კი ხდება კონფლიქტის გარჩევა ამას აკეთებენ რათა იპოვონ
კონფლიქტის მართვის მექანიზმები რათა ა) არ გამნეორდეს კონფლიქტი ბ)ჩააქრონ
კონფლიქტი გ)გაიმარჯვონ მომავალ კონფლიქტში
ხ
არასაჭირო
კონფლიქტების თავიდან არიდება
ყველაზე
კარგი კონფლიქტი ისაა რომელშიც არ მონაწილეობ.
არ უნდა
იარო დასასვენებლად ისეთ ქვეყნებში სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
არ
იარო შენს ქალაქში იმ დაწესწბულებაში
სადაც ხშირია ჩხუბი და აყალ-მაყალი.
საქმეს ნუ დაიჭერ კონფლიქტურ ტიპებთან.ნუ დაიწყებ ახლობლობას და მეგობრობას იმათთან ვის გარშემოც მუდმივად უსიამოვნებებია.
არსებობენ
ადამიანები ვისთვისაც კონფლიქტი უსიამოვნება კი არა გართობაა.რა მოხდება მერე
მათთვის მნიშვნელოვანი არაა.
ასეთი კონფლიქტური
ტიპები გამოუცდელ ბიჭებს საინტერესო ეჩვენებათ სამეგობროდ ,ხოლო გამოუცდელ
გოგონებს შეიძლება შეუყვარდეთ კიდეც.
დავით გურამიშვილი ასეთ
გამოუცდელ ყმაწვილებს ურჩევს :
ერთ სიტყვას გეტყვი,მისმინე,ყმაწვილო,შენს მოთმენასა
თვალს ნუ ახეხებ ბნელთათვის,ნუ ჰკარგავ ნათლით ჩენასა
ნუ ეშურვები ფეხითა უკეთურთაყე რბენასა,
ხმა მიუმდაბლე ორღანოს,აშიყ-მაშიყად სტვენასა
იქმოდე გულის თქმისასა გემოვნებისა თმენასა
თავს თაფლი,ბოლოს ძირმწარე ნუ გეტკბილების ენასა;
გულით უფრთხოდე,ყურითა,სასაფრთხო სიტყვის სმენასა
მით შაეყრები საყვარელს,შენს ლამაზ სულის ლხენასა
უნდა ქალმან და ყმაწვილმან დაჰხუროს ბაგე კბილოსა
ფეხი არ ახსნას საბლითა და ენა შებორკილოსა;
არ მისცეს ნება შეძვრისა წარბს,წამწამს,თვალის კილოსა,
არცავინ თვით სხვა გაკილოს,არც სხვისგან გაიკილოსა
Комментарии
Отправить комментарий