კონფლიქტური ურთიერთობა

კონფლიქტური ურთიერთობა-ესაა ადამიანებთან ურთიერთობა კონფლიქტოგენებით.

კონფლიქტური  ურთიერთობა განსაკუთრებით დამახასიათებელია  მოზარდობის ასაკისათვის.მოზარდებისთვის კონფლიქტური ურთიერთობა ცხოვრების ნორმაა.

მოზარდები არ ვართ მაგრამ ჩვენც როცა ვინმეს  გვინდა  „ცუდად შევეხოთ ‘’ ანუ გავაღიზიანოთ ვესვრით-კონფლიქტოგენებს

რაიმე სიტყვა,ინტონაცია,ფრაზა რომელიც  „ცუდად ეხება“ თანამოსაუბრეს,აღიზიანებს  და ძაბავს ატმოსფეროს ურთიერთობისას-ესენია სწორედ კონფლიქტოგენები.

კონფლიქტოგენებია აგრეთვე -შეურაცხმყოფელი  ჟესტები,შეურაცხმყოფელი გამოხედვა,იგნორირება,უარი ურთიერთობაზე.

კონფლიქტოგენებია ასევე - არა აკურატულობა(მაგ. დაგივარდა ყავის ჭიქა და დასვარე გვერდზე მჯდომი)

უპასუხიმგებლობა ანუ „დაკიდება“(მოელაპარაკე ვიღაცას რაღაცაზე და არ გაუკეთე)

რაიმე საყოველთაოდ მიღებული წესის დარღვევა ანუ „შეშლა’’ (არ დაუთმე ადგილი მოხუცს ან ორსულს ან ბავშვიან ქალს,არ მიესალმე მეზობელს,არ დაემშვიდობე მასპინძელს,მადლობა არ გადაუხადე კოლეგას დახმარებისთვის ,არ დაურეკე ნათესავს,არ  დაპატიჟე მეგობარი და ა.შ.)

მოკლედ კონფლიქტოგენები(გამღიზიანებლები) არის ყველგან !

კონფლიქტოგენები-დაუგეგმავი ,გაუცნობიერებელი მინი პროვოკაციებია,განსხვავებით წინასწარ დაგეგმილი  პროვოკაციებისგან.

მაგ.როცა გოგონა საუბრისას თავის შეყვარებულს რამდენჯერმე სიტყვას აწყვეტინებს და თვითონ იწყებს საუბარს მისთვის საინტერესო  სხვა თემაზე ეს უზრდელობის გამოვლინებაა და საყოფაცხოვრებო კონფლიქტოგენი.

მაგრამ თუ წვეულებაზე ცეკვისას თავისი შეყვარებულის მეგობარს ან მეტოქეს ეტმასნება ეს კონფლიქტოგენი აღარაა ეს უკვე პროვოკაციაა.

კონფლიქტოგენები უამრავი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის წყაროა.

პრობლემა ისაა რომ კონფლიქტოგენის ავტორი ხშირად თავის გაშვებულ  კონფლიქტოგენს  ვერც კი ამჩნევს

(ან თუ ამჩნევს დასაშვებად თვლის).

მაშინ როცა მისკენ გაშვებულ კონფლიქტოგენს(გამღიზიანებელს) ადრესატი  ძალზე იოლად გრძნობს.

როცა კონფლიქტოგენი ადამიანს „შეეხება“,გააღიზიანებს  ის მასზე რეაგირებს და სცემს ავტორს პასუხს. ამ პასუხზე ისევ პასუხს ღებულობს და ა.შ. იწყება კონფლიქტური ურთიერთობა.(მაგ.იხ. უამრავი პასუხის პასუხები ფეისბუქში)

 

როგორი რეაგირება მოვახდინოთ ჩვენი მისამართით გამოშვებულ კონფლიქტოგენზე ?

რაიმე ერთი პასუხი ამაზე არ არსებობს.

აქ მთავარი რჩევაა  როგორმე შეინარჩუნე შინაგანი სიმშვიდე.ამას თუ მოახერხებ იპოვი შენსკენ გამოშვებულ კონფლიქტოგენზე  პასუხის ადეკვატურ ფორმას.

საკუთარ თავსაც დაუსვი კითხვა როგორ არ შევეხო ჩემს გარშემომყოფებს ? როგორ გავასუფთაო ჩემი სხვებთან ურთიერთობები კონფლიქტოგენებისაგან ?

აქ მთავარი რჩევაა:  ვიდრე ვინმეს მიმართ დასაშვებად მიგაჩნია კონფლიქტოგენების პერიოდულად გაშვება,ურთიერთობები იმ ვიღაცასთან  დარჩება ცუდი და მასთან კონფლიქტები გაგრძელდება.

 

 

ტიპიური კომუნიკაციური კონფლიქტოგენებია(გამღიზიანებლებია)

·         უხეშობა

·         შეურაცხყოფა

·         ბრალდება

·         თავისმართლება

·         აკრძალვა

·         შეპასუხება

·         კატეგორიულობა

·         სიტყვის გაწყვეტინება

აღმოაჩინე და შეისწავლე შენს ლექსიკაში ამ კონფლიქტოგენების შენეული ფორმები.

ისწავლე ზეპირად ისინი და აღარასოდეს გამოიყენო კომუნიკაცისას.

 

როდის და როგორ იყენებენ კონფლიქტოგენებს ურთიერთობაში ?

 

კონფლიქტოგენები საშიშია და არაა საჭირო მათი გამოყენება როცა ვინმესთან თანასწორი ურთიერთობა გსურს და ისიც ასეა შენს მიმართ განწყობილი.

მაგრამ არის  შემთხვევები როცა კომუნიკაციური  ბრძოლა გიწევს ვიღაცასთან, როცა მიზანია  დაუქვეითო მოწინააღმდეგეს თვითშეფასება.  ჟარგონზე ამას „დაჩმორება“ ქვია.

ან როცა მასთან კონფლიქტის პროვოცირება ,სპეციალურად გამოწვევა  გინდა.ასეთ დროს შეგნებულად იყენებ სვადასხვა კონფლიქტოგენებს მისი მისამართით.(მაგ. უბრალოდ აგინებ მოწინააღმდეგეს)

 

რაზე მიუთითებს ადამიანის მიერ კონფლიქტოგენების ხშირი გამოყენება ?

·         უზრდელობაზე და ურთიერთობის დაბალ კულტურაზე

·         მიზნის სწრაფად ,ნებისმიერი საშუალებით მიღწევის სურვილზე და ჩვევაზე

·         ეს ასევე არის სურვილის გამოვლინება აიმაღლოს საკუთარი  სტატუსი(კონფლიქტოგენები ხომ ერთერთი საშუალებაა „მაგარი ტიპის“ რეპუტაციის მოსაპოვებლად)ადამიანი რომელიც რაიმე  კონფლიქტოგენს უშვებს მიზანში ამოღებული ადრესატისკენ იმაღლებს სტატუს გარემოცვის თვალში ოღონდ  თუ მისი გაშვებული კონფლიქტოგენები მათ მიერ „სამართლიანად“ ჩაითვლება.(მაგ.ფეისბუქ კომენტარების უმრავლესობა ამ სურვილით იწერება ამას ასევე იყენებენ PR-ტექნოლოგიებში)

 

 

მაინც როგორ გადავაჩვიოთ  საკუთარი თავი კონფლიქტოგენებს ?

 

საკუთარი თავი უნდა გადააჩვიო კონფლიქტოგენებს  (სხვების გაღიზიანებას) თუ მშვიდი ცხოვრება გინდა

ეს არ არის ადვილი საქმე.კიდევ უფრო ძნელია მაშინ, როცა ადადამიანს კარგი აღზრდა არ მიუღია.

მსუბუქი კონფლიქტოგენებისგან გადაჩვევა ძნელია რადგან ავტორი მათ ვერ ამჩნევს.

უხეში კონფლიქტოგენებისგან გადაჩვევა ძნელია რადგან ავტორს უბრალოდ უნდა ამის გაკეთება ცხელ-ცხელი სიტყვები და ფრაზები ხომ პირდაპირ ამოდის სულიდან.(გაიხსენე  რუსთაველი ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა-გულსა)

უხეში კონფლიქტოგენებისგან ადამიანი თავისუფლდება მაშინ როცა ნამდვილად გააცნობიერებს მათ დაუშვებლობას(ეთიკურ დაუშვებლობას ზოგადად და მავნებლობას პირადად მისთვის კერძოდ)

მაგ. ცოტნე გამსახურდია ივანიშვილს ფეისბუქზე ხიხოს ეძახდა .ის ცემეს და დაჭრეს და ახლა ივანიშვილისვე ფულით ჯერ თურქეთში ახლა კი გერმანიაში მკურნალობენ.

 

უმჯობესია დაიწყო  შენი კომუნიკაციური კონფლიქტოგენების გასუფთავებით და შემდეგ გადახვიდეთ ქცევით კონფლიქტოგენების გასუფთავებაზე.

 

·         გააკეთე  სია შენი  ყველაზე პოპულარული კონფლიქტოგენების(გამოთქმების და ფრაზების)დასაწყისისთვის იმათი რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ.სიის გაკეთებაში მეგობრები და ოჯახის წევრები დაიხმარეთ

·         დაიზეპირე ეს სია იმისათვის რომ აკონტროლო შენი მეტყველება რათა გაასუფთავო ის .შემდეგ დაივიწყე ეს ფრაზები.

·         თავიდან დაიწყე 2-3 ფრაზით.როცა შეძლებ მათ გარეშე მეტყველებას გადადი სხვა ფრაზებზე  სიიდან.

·         გაიკეთე ამ ფრაზების შემახსენებლები .დაწერე და გააკარი შენს სამუშაო ადგილზე. დააყენე დესკტოპზე და ა.შ.

·         მოიგონე საკუთარი თავისთვის ჯარიმები.უმჯობესია მხიარული და სასარგებლო.მაგ.ფიზიკური ვარჯიშები.თხოვე საკუთარ შვილებს თვალყური გადევნონ და დაჯარიმების შემთხვევაში გადაუხადე ჯარიმა -მიეცი ჯიბის ფული.ჯარიმა მყისიერად უნდა მოსდევდეს კონფლიქტოგენის ხმარებას.

 

კომუნიკაციური კონფლიქტოგენები

იმისათვის რომ იცხოვრო უკონფლიქტოდ(არ გაირთულო უამისოდაც რთული ცხოვრება) მხოლოდ კონფლიქტოგენების მოცილება მეტყველებიდან  არ კმარა. ეს ცალკე რთული თემაა.

მაგრამ კონფლიქტოგენების მოცილება მაინც აუცილებელი  და პირველი პირობაა რათა მოახდინო შენი მომავალი კონფლიქტების მინიმიზაცია.

კონფლიქტოგენების ხმარება რომ არ დაუშვა მათ უნდა იცნობდე.

ყველაზე გავრცელებული კომუნიკაციური კონფლიქტოგენებია(მინი-პროვოკაციებია)

·         შეპასუხება-(მაგ. არა. შენ არა ხარ მართალი.შენ რეებს ამბობ ?)

·         კატეგორიული ტონი-(არაფერი ამის მსგავსი.არავითარ შემთხვევაში)

·         მკვეთრი და აგრესიული ტონი(გიხსნი.იქნება დაფიქრდე)

·         უარყოფითი შეფასება (სისულელეა.სიბრიყვეა)

·         თანამოსაუბრისთვის უსიამოვნო თემაზე გადასვლა (სინამდვილეში.. იმაზე რას იტყვი..)

თანამოსაუბრისთვის ყველაზე საწყენი კონფლიქტოგენებია

·         პიროვნული კრიტიკა სხვების თანდასწრებით ,საჯაროდ(მაგ. ინტერნეტ სივრცეში ბულინგი)-

·         საყვედურები(შენი გულისათვის)

·         პრეტენზიები (რატომ არ გააკეთე)

·         დადანაშაულება ანუ ბრალდება(შენი ბრალია)

·         ზეწოლა(ესე თქვი.ესე გააკეთე.)

·         აკრძალვა(შეწყვიტე.ახლავე შეწყვიტე)

ამ ყველაზე საწყენი კონფლიქტოგენების ხმარება დასაშვებია თუ მიზნად არ გაქვს გაუფრთხილდე ურთიერთობას თანამოსაუბრესთან ან თუ მიზნად გაქვს დასახული დაარტყა მტკივნეულ ადგილებში.თუ იმასთან გაქვს საქმე ვინც შენთვის ძვირფასია ეს კონფლიქტოგენები არასოდეს გამოიყენო.

ყველაზე აშკარა კონფლიქტოგენებია

·         უხეშობა(ტვინი გაანძრიე,ყელში ამოხვედი,შემეშვი)

·         ბრალდების კიდევ უფრო გაძლიერება(როგორც ყოველთვის ისევ შენ.ისევ შენი ბრალია

·         უმისამართო ნეგატივი(ო ღმერთო რა დავაშავე,ეს იდიოტები,ნაძირალები,სირები და.შ.)

 

ფარული კონფლიქტოგენები

ვინც ამ ტიპის კონფლიქტოგენებს უშვებს საუბრისას როგორც წესი  ის მათ ვერ ამჩნევს ხოლო ის ვინც ამ კონფლიქტოგენებს ღებულობს კარგად ამჩნევს.

ეს კონფლიქტოგენებია  ფრაზები რომლებიც ითქმება უპირატესობის პოზიციიდან

·         იცით რა გითხრათ

·         გესმის ?!

·         გამიგე ?!

·         როგორ აგიხსნა..

·         მე არ მესმის შენ რატომ..

·         ეს ხომ აშკარაა..

უპირატესობის პოზიციის ნაირსახეობაა - ვინმესთვის მორალის კითხვა,ანუ იმაზე საუბარი რაც თანამოსაუბრემ ისედაც კარგად იცის.მაგ.“ნივთები თავის ადგილზე უნდა დააწყო“ და მსგავსი  ტიპის შეგონებები.

უპირატესობის პოზიციიდან საუბრის ნაირსახეობა  აგრეთვე თანამოსაუბრესთან მოწყენილი და გულგრილი საუბარი იმაზე რაც თანამოსაუბრისთვის მნიშვნელოვანია.

·         კარგი რა..

·         აუ როგორ დავიღალე ამით

·         მისმინე ახლა დაკავებული ვარ მოდი რა სხვა დროს(და ეს „სხვა დრო“ მეორდება რამდენჯერმე)

 

მოულოდნელი კონფლიქტოგენები

 

·         თანამოსაუბრის დაცინვა  ე.წ. „ღადაობა“

·         თავისმართლება

გახსოვდეს იუმორი და დაცინვა პარტნიორზე(თანამოსაუბრეზე) ახალისებს გარშემო ყველას გარდა იმისა ვისკენახაა ეს დაცინვა მიმართული.

თავისმართლება კი იმითაა გამაღიზიანებელი რომ ის არავის არ ჭირდება გარდა იმისა ვინც თავს იმართლებს.ადამიანი რომელიც თავს იმართლებს აღიზიანებს გრშემომყოფებს.საერთოდ არ დაიწყო თავის მართლება არავისთან.

 

სამსახურში უფროსთან საუბრისას კონფლიქტოგენები იქნება :

·         მიმაჩნია ...,მე ვთვლი რომ.. უფროსისთვის უფრო მისაღებია თუ იტყვით   მე ვფიქრობ.. ან  ჩემი აზრით...

 

საქმიანი მოლაპარაკებებისას კი  კონფლიქტოგენებია:

·         მე გაკვირვებული ვარ...

·         მე მეწყინა...

·         მე გამოვედი მდგომარეობიდან იმიტომ რომ..

 

საკუთარ გრძნობებზე საუბარი უადგილოა საქმიანი ურთიერთობებისას და გამაღიზიანებელია.

საკუთარ ემოციებზე შეგიძლიათ ესაუბროთ პარტნიორს  მხოლოდ პირადი ურთიერთობისას და არა საქმიანი ურთიერთობისას.

 

კარგად აღზრდილი ადამიანებიც კი როცა ემოციებს აყვებიან ხოლმე  უშვებენ ან ვერ ამჩნევენ თავიანთ  მეტყველებაში

·         სიმკვეთრეს ანუ მკვახე ტონს

·         თანამოსაუბრისადმი უპატვცემულობას

·         თანამოსაუბრისადმი უპირატესობის პოზას

 

 

 

როგორ მოვიქცე თუ ჩემი მისამართით ვიღაცამ კონფლიქტოგენი გამოუშვა ?

 

ვიღაც გეუხეშა,შენიშვნა მოგცა,დაგაიგნორა და ყურადღება არ მოგაქცია,რაღაც გითხრა უპირატესობის პოზიციიდან ანუ ზემოდან დაგხედა -ეს ყველაფერი საწყენია და არ გინდა გაატარო.ფიქრობ , როგორი რეაგირება მოახდინო.

 

აქ მთავარია რეაგირების პროცესში შეინარჩუნო  შინაგანი სიმშვიდე,ამას თუ შეძლებ აუცილებლად იპოვი ადეკვატური პასუხის გარეგნულ  ფორმას.

 

შინაგანი სიმშვიდე ეს ძალიან ძვირფასი რამაა და რთული შესანარჩუნებელია მაგრამ მაინც რეალურია.

 

შინაგანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭიროა აითვისო  ე.წ. „შინაგანი თარგმნის ტექნიკა’’ და ნებისმიერი საუბრისას თუ სიტყვიერი დაპირისპირებისას თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობ.

 

კონფლიქტოგენებზე შენი პასუხების გარეგნული ფორმა  კი შეიძლება იყოს შემდეგი :

·         სრული იგნორირება

·         მინიშნება

·         ყურადღების მიპყრობა

·         თხოვნა

ერთნაირი გამოსავალი ყველა შემთხვევისთვის არ არსებობს.რაც ერთ შემთხვევაში გამოდგება  იმან შეიძლება არ ივარგოს სხვა შემთხვევაში.

შინაგანი სიმშვიდე კი ყველა ვარიანტში აუცილებლად უნდა შეინარჩუნო.

 

მაგ. ვინმეს გამოშვებული კონფლიქტოგენი ნაკლებად შეგეხება თუ საქმეზე იქნები კონცენტრირებული

 

              შინაგანი თარგმნის ტექნიკა ანუ  როგორ შევინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე

 

ეს ტექნიკა არბილებს შენსკენ გამოშვებულ კონფლიქტოგენს და ამით საშუალებას იძლევა კონფლიქტის არიდების.

იდეა ელემენტარულად მარტივია.წესიერად აღზრდილი ადამიანი თავის უკმაყოფილებას გამოხატავს კულტურულად.(მაგ. კეთილი თხოვნის სახით)

მაღაზიის დამლაგებელს ეს ენა არ უსწავლია ამიტომ გამოხატავს თავის გრძნობებს იმ ენაზე რაც მიღებულია მაღაზიაში. „სად მოდიხარ,დაბრმავდი თუ რა,ვერ ხედავ რომ აქ იატაკი მოწმენდილია,აი რამდენი ჭუჭყიანი კვალი დატოვე“

სანამ რაიმეს უპასუხებდეთ ჩართეთ შინაგანი მთარგმნელი დაგააკეთეთ ამ დაღლილი ქალის მაგივრად ის რაც მისთვის რთულია თქვენთვის კი ადვილი-გადათარგმნეთ მისი ემოციური სიტყვები სალიტერატურო ენაზე. „ძვირფასო სერ,თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაიაროთ აი აქ,და მე აღარ მომიწევს თქვენი გავლის მერე იატაკის თავიდან მოწმენდა,ამ შემოდგომაზე ბევრი ნალექია გმადლობთ გაგებისათვის „

ეს ნამდვილად უკეთესია. ასეთ სიტყვებზე შეიძლება გაგეღიმოთ კიდეც და ბოდიშიც მოიხადოთ

„დიახ,მაპატიეთ .შემოდგომა ,მართლაც, ძალიან წვიმიანია ‘’

ამ მეთოდის პლიუსი მის სიმარტივეშია.ეს მეთოდი უცხოებთან წარმატებით შეგიძლია გამოიყენო.

მაგრამ მეთოდს მინუსიც აქვს; ამ მეთოდს შინაურებში და ახლობლებში ნუ გამოიყენებ რადგან არსებობს იმის საშიშროება რომ ისინი მიაჩვიო იმ აზრს რომ შენთან უპატივცემულო ლაპარაკი შეიძლება.

შენი სირბილე და თავაზიანობა მეორე მხარემ შეიძლება სისუსტედ ჩაგითვალოს.სისუსტე კი მისთვის ნიშნავს რომ უფლება აქვს შენი მისამართით აგზავნოს კონფლიქტოგენები როცა კი მოუნდება და რამდენიც მოუნდება.

 

 

თუშენკენ გამოშვებული სხვისი სიტყვები ან ქცევები შენს მიმართ ადეკვატურია და შენი ემოციები კი ზრდასრულებული ხალხის აზრით უადგილოა არა ადეკვატური,  მაშინ აქ საქმე შენი მისამართით გამოშვებულ კონფლიქტოგენებთან კი არ გვაქვს  არამედ შენს ბუტიაობასთან.

 

რა არის ბუტიაობა ?

გაბუტვას ადამიანებს შორის ადამიანები არ იწონებენ მაგრამ გაგებით ეკიდებიან.

ბუტიაობა საყოფაცხოვრებო ნაგავივითაა გვსურს რაც შეიძლება ნაკლები იყოს,მაგრამ მთლად უამისობაც არ გამოდის.

სხვადასხვა ასაკებისთვის და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის  ჩამოყალიბდა რაღაც გაბუტვის ნორმები: გაბუტვა ამ ნორმების საზღვრებში ცუდია მაგრამ მაინც დასაშვებია.

თუ რომელიმე ადამიანი ცდება ამ ნორმების ფარგლებს მას უძახიან საწყენ სახელს-„ბუტია“.

 

ბუტია ადამიანი-ესაა ადამიანი მიდრეკილი წყენისკენ.ადამიანი რომელმაც თავის თავში აღზარდა  გაბუტვის ჩვევა.

ბუტიაობა-ესაა მზაობა ყველაფერში დაინახო საწყენი და გაიბუტო.(ასეთს ყოველ წამს შეუძლია გაუშვას,განავითაროს და განიცადოს წყენის გრძნობა)

 

ადამიანი-ბავშვისთვის (ბავშვობაში ჩარჩენილი ადამიანისთვის)  გაბუტვა  ემსახურება ყურადღების მიქცევას  ,ფსიქოლოგიურ თავდაცვას და რაიმე  სარგებლის მიღებას.

ბუტიაობის უკან შეიძლება იდგეს  არახელსაყრელი ჰორმონალური ფონი(მაგ. ახალგაზრდებში)

მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ცუდი აღზრდაა.

კარგად აღზრდილი ადამიანი -არ არის ბუტია.

 

ბუტიები თვლიან რომ საქმე გარშემომყოფებშია,ისინი  არაკეთილგანწყობილი ხალხია მათთვის.

გარშემომყოფები კი ბუტიებს  მიამიტ მანიპულატორებად ან ცუდად აღზრდილ ადამიანებად თვლიან.

 

არსებობს ბავშვის ასაკობრივი ბუტიაობა და არსებობს ბუტიაობა როგორც ხასიათის თვისება ზრდასრული ადამიანისა.

არსებობს პათოლოგიური ბუტიაობა.ნორმალური ბუტიაობა და არსებობენ ადამიანები რომლებიც საერთოდ არ იბუტებიან.

 

როგორ გადავეჩვიოთ ვინმეზე გაბუტვას ?

 

·      პირველ რიგში უნდა გააცნობიერო რომ შენი წყენის უკან დგას შენი არა რეალისტური მოლოდინები

·         მერე კი უნდა დაუსვა თავს შეკითხვა „კი მაგრამ რატომ ვარ ნაწყენი ?რა არის ჩემი სარგებელი აქედან ?ჩემი მიზნების მიღწევისას მჭირდება ეს წყენა ?“

თუ ადამიანმა არ იცის  ურთიერთობის რთულ  სიტუაცუებში როგორ მიაღწიოს თავისას ის გაიბუტება ისევ და ისევ.

რაშია ბუტიასათვის გამოსავალი?

ბუტია უნდა დააკვირდეს წარმატებული ადამიანის ქცევას ,ისწავლოს ცხოვრება,აითვისოს  ე.წ. ეფექტური ქცევის წესები ადამიანებს შორის რთული ურთიერთობების დროს.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები