როგრ ვთქვათ „არა“




როგრ ვთქვათ „არა“
 

შეგიმჩნევია,ზოგ ადამიანს ძალიან უჭირს „არა“-ს თქმა?!

მათ ეშინიათ  ამ სიტყვამ არ დაანგრიოს მათი კარგი ურთიერთობა მოსაუბრესთან.

სიტყვა „არა“ მათში აღვიძებს დანაშაულის გრძნობას: სწორად მოვიქეცი ?

ხომ არ ვაწყენინე ?

„არა“-ს თქმის უნარი მნიშვნელოვანი სოციალური უნარია.

ეს უნარი გეხმარება ეკონომიურად და სწორად გამოიყენო ხარჯო შენი 

სასიცოცხლო ენერგია , დრო და ფული.

(ანუ შენი პირადი რესურსი  და შესაძლებლობები)

 

„არა“-  რთულად სათქმელი სიტყვაა.

მაგ. მარინა არასოდეს ხმარობს სიტყვას „არა“,ამიტომ საიმედო მუშაკის სახელი აქვს სამსახურში..მას ხშირად უწევს სამსახურში დაყოვნება,რადგან კოლეგები ხშირად სთხოვენ „დახმარებას ‘’.

თუ მარინასთან სტუმრები ჩამოდიან,ისინი რამდენიმე დღით რჩებიან.მარინა თავის 5 წლის ვაჟსაც ვერ ეუბნება უარს ზედმეტ  ტკბილეულზე ან სათამაშოებზე.

მაგრამ მარინას  სადღაც შიგნით უგროვდება დაძაბულობა და აგრესია.“რატომ სარგებლობენ ისინი ჩემი კარგი ურთიერთობით ?“

 

როცა საქმე „არა“-ს თქმას ეხება,არსებობენ ადამიანები რომლებიც მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში იბნევიან: მაგალითად ,არ შეუძლიათ უარი უთხრან მხოლოდ შვილს,ან მხოლოდ ქმარს,ან მხოლოდ უფროსს სამსახურში.

სხვებს კი უარის თქმა არ შეუძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერისთვის დაწყებული უახლოესი ნათესავებით, დასრულებული მაღაზიის გამყიდველით.ისინი ყოველთვის შეიძლება დაითანხმო იყიდონ ის რაც მათ სინამდვილეში არ ჭირდებათ.ისინი ხშირად მუშაობენ ზეგანაკვეთურად არა იმიტომ რომ ვინმემ სთხოვა დარჩენა სამსახურში არამედ იმიტომ რომ დღის მანძილზე  ეხმარებიან კოლეგებს რომლებიც მას ხშირად მიმართავენ „დახმარებისთვის ‘’.

 

რა არის ძირითადი მიზეზები როცა ადამიანებს არ შეუძლიათ მტკიცე „არა“-ს თქმა ?

 

1 მიზეზიი :

დაქვეითებული თვითშეფასება და საკუთარ თავში დაუჯერებლობა

 ასეთი ადამიანები ამბობენ „კი“-ს როცა წესით უნდა თქვან „არა“,იმიტომ რომ ეშინიათ აღმოჩნდნენ არასაჭირონი ან ეშინიათ აწყენინონ მოსაუბრეს.ასეთ შემთხვევაში ადამიანს ჰგონია რომ მას მნიშვნელობა და ფასი  აქვს იქამდე სანამ რაღაცას სთხოვენ.საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანებისთვის „არა“-ს თქმა რაღაც დიდ საშიშროებას წარმოადგენს,რადგან ეს მათთვის ნიშნავს, რომ კონტაქტი იმასთან ვისაც უარი უთხრა, შეიძლება შეწყდეს.ასეთი ადამიანები იშვიათად სთხოვენ ვინმეს რამეს თავისთვის.თუ ვინმეს რამეს სთხოვენ- სთხოვენ სხვისთვის.ეს გვერდიდან ისე ჩანს რომ მათ ის სხვები იყენებენ.

იმისათვის რომ ისწავლონ უარის თქმა როცა ეს აუცილებელია,რათა არ აიღონ საკუთარ თავზე სხვების მოვალეობები,ასეთმა ადამიანებმა უნდა იგრძნონ საკუთარი შინაგანი ფასეულობა და მთლიანობა.პირველ რიგში კი ფასეულობა საკუთარი თავისთვის.

 რჩევა :არ შეგეშინდეს არავის წყენინების „არას“ თქმის გამო .

            ოღონდ არას თქმასაც ცოდნა უნდა(ეს სწორად უნდა გააკეთო) იხილე ქვემოთ.

 

 

2.მიზეზი

 ქცევის შეძენილი სტერეოტიპი; ადამიანები,რომლებსაც უჭირთ „არა“-ს თქმა ხშირად  იზრდებოდნენ იმ მშობლების მიერ,რომლებსაც თავად არ შეეძლოთ უარის თქმა.

ასეთ შემთხვევაში მათი თვიშეფასების კუთხით ყველაფერი წესრიგშია.უბრალოდ ასეთი ქცევაა მათვის ჩვეული და დამუშავებული.ასე იქცეოდნენ მათი მშობლები.ბავშვები კი პირველრიგში იმას ითვისებენ რაც თვალწინ აქვთ.

რომ ისწავლონ უარის თქმა,მათ უნდა გაიგონ რომ შესაძლებელია სხვაგვარად მოქმედებაც(და არა მარტო ყველაფერზე დათანხმება) და უნდა განიმტკიცონ „არა“-ს თქმის უნარი მრავალჯერადი გამეორებებით სხვადასხვა შემთხვევებში. უნდა ივარჯიშონ „არა“-ს თქმაში.

3 მიზეზი

ადამიანს უჩნდება შიში იმისა რომ აღმოჩნდება უარყოფილი ვიღაცისგან თუ არ დათანხმდება იმ ვიღაცის თხოვნას თუ ნებას.( გაიხსენე  რუსთაველი :“იგი თვით ების ვინც ების“)

ადამიანი ფიქრობს:

„თუ არ დავთანხმდები ის უარესად მომეპყრობა“ ან „მე თუ ახლა არ დავთანხმდები მერე მეც უარს მეტყვიან „ ან „ამ  სამუშაოს თუ არ დავთანხმდი ცუდ მუშაკად ჩამთვლიან და სამსახურს დავკარგავ ‘’

ასეთი შიშის დროს ადამიანი თანხმდება ისეთ რაღაცას რაც სრულიად საწინააღმდეგოა მისი ინტერესების.თანხმდება იმის გამო რომ „შეინარჩუნოს’’ ურთიერთობა ვიღაცასთან,რომელიც იმ მომენტში ძალიან „მნიშვნელოვანია“ მისთვის .( გაიხსენე რუსთაველი „მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა“ როცა „მნიშვნელოვანი“ კაიფს ნახულობს და იფერებს )

 

ეს „დაკარგვის’’ შიში მაშინაც  კი აიძულებს ადამიანს ასე მოიქცეს როცა უარი არც კი იმოქმედებდა ურთიერთობებზე სამომავლოდ

 

ვიღაცას ან რაღაცის დაკარგვის  შიშის  გავლენის ქვეშ მყოფმა  ადამიანმა უნდა ისწავლოს და გაიგოს რომ ადამიანი რომელიც ყველაფერზე თანხმდება  კარგავს მთავარს-ღირსებას.ღირსება დაკარგულ ადამიანს პატივს არავინ სცემს.პირველრიგში კი ის ვინც მას ღირსება დაუკარგა.

დაიმახსოვრე :ვიღაცის ან რაღაცის დაკარგვის შიში აკარგვინებს ადამიანს ღირსებას !

არ შეგეშინდეს არავის და არაფრის  დაკარგვის „არას“ თქმის გამო .

თუ დაკარგავ ასეთ ვინმეს ან რამეს, ეს უკეთესია შენთვის.სამაგიეროდ არ დაკარგავ ღირსებას.საკუთარი თავის პატივისცემას.ასევე არ დაკარგავ სხვების პატივისცემას.

 

4.მიზეზია

ადამიანის მეტისმეტი მონდომება დაიცვას რაღაც საზოგადოებრივ ჯგუფში  „მიღებული ქცევის წესები“

„კულტურული ადამიანი არასოდეს უარს არ ეუბნება სხვებს“ ან „ზრდილობიანი ადამიანი უნდა დაეთანხმოს რათა შეინარჩუნოს საკუთარი სახე“ და ა.შ. ეს არარაციონალური დებულებები ხელს უშლის „არა“-ს თქმას.

ხშირად ასეთ ვითომ „კულტურულ“ და „ზრდილობიან „ ადამიანს არ უჭირს უარის თქმა ახლობლებისთვის და შინაურებისთვის,მაგრამ არ შეუძლია „არა“-ს თქმა როცა საქმე ეხება მისი გარე წრის ე.წ. სოციალური წრის  წარმომადგენლებს.

ასეთი ვითომ „კულტურული „ ადამიანები გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ  სოციალურ ნორმებს და ცდილობენ გარეშეთა თვალში „ საკუთარი სახის შენარჩუნებას ‘’ იმით რომ არ ამბობენ „არა“-ს , „სხვებმა“ რამე ცუდი  რომ არ იფიქრონ მასზე

ასეთმა ადამიანმა უნდა გაიგოს რომ რაიმე საზოგადოებაში ე.წ. „მიღებული ქცევის წესები“ ეს საყოველთაო სავალდებულო კანონი არ არის.და თუ შენი ინტერესები მოითხოვს ყოველთვის შეგიძლია „არა“-ს თქმა.

 

 

მოკლედ როცა ადამიანს არ შეუძლია „არა“-ს თქმა.ამის მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე ერთი ზემოთ ჩამოთვლილიდან ან ერთბაშად რამოდენიმე მათგანი.

 


 

დაკარგული „არა“

 

3 წლის-ასაკი ეს „არა“-ს ოქროს ხანაა.პატარა ბავშვი ძირითადად „არა“-ს ამბობს

რატომ კარგავს ზოგიერთი ადამიანი „არა“-ს თქმის უნარს როცა იზრდება ?

ეს ხდება 2 შემთხვევაში

 

1.      მის მშობლებს არ შეუძლიათ უარის თქმა და ბავშვს უყალიბდება ქცევის ასეთივე სტერეოტიპი( იხ. მე-2 მიზეზი ზემოთ) რაც უფრო იზრდება ბავშვი  მით უფრო ნაკლებ „არა“-ს ამბობს. მშობლებთან ურთიერთობაში ასეთ ბავშვს არ აქვს პრობლემა ამის გამო,მაგრამ სოციალურ გარემოში გასვლისას დიდი პრობლემები ექმნება.მშობლების ასეთი აღზრდით  ბავსვს უყალიბდება არას თქმის უუნარობა ან მე-2 ან მე-4 მიზეზით.იხ.ზემოთ

2.      თუ მშობლები ძალიან დესპოტები ყავს და აღზრდა აგებულია უსიტყვო მორჩილებაზე ასეთი აღზრდით  ბავსვს უყალიბდება არას თქმის უუნარობა  მე-3 მიზეზით.ბავშვს უქვეითდება თვითშეფასება,ეჩვევა თავის მცირეფასეულობის გრძნობას ,მისი სურვილების გათვალისწინება  ხომ თითქმის არ ხდება.ის ეჩვევა რომ ვიღაცამ უკეთ იცის რა უნდა აკეთოს მან,და გადააქვს ეს პოზიცია ზრდადასრულებულ ცხოვრებაში,ნებას აძლევს სხვა ადამიანებს მის მაგივრად გადაწყვიტონ ბევრი რამ თვითონ კი სხვისი სურვილების შემსრულებელი ხდება.

თუ  თქვენ გიჭირთ „არა“-ს თქმა გაიხსენეთ როგორ იზრდებოდით და გასაგები გახდება ამის  მიზეზი.

 ყურადღება: ყველაფერი დაკარგული არ არის. „არა“-ს თქმის უნარი შეგიძლიათ  ახლაც შეიძინოთ.

ძალიან საჭირო სიტყვაა -„არა ‘’

 აბა,უპასუხეთ კითხვას:“იოლი ცხოვრება აქვს მას ვისაც არ შეუძლია სხვას უარი უთხრას როცა ის სხვა რაღაცას სთხოვს ?“

ასეთი ხალხი აძლევენ ფულს სესხად როცა სთხოვენ რადგან უარს ვერ ეუბნებიან ,მაგრამ  მერე ხშირად უკან ვერ იბრუნებენ.

ათხოვებენ დაქალს კაბას „ერთი საღამოთი’’ და მერე აღარ იციან როგორ დაიბრუნონ.

თავის თავზე იღებენ სხვის სამუშაოს და მუშაობენ სხვის მაგივრად.

მუდმივად ეხმარებიან თავიანთ ნაცნობებს,და ამის გამო ყურადღებას აკლებენ საკუთარ ოჯახს

 „არა“-ს თქმა საჭიროა ,ზოგჯერ კი აუცილებელი.

 თუ შენ არ შეგიძლია უარი უთხრა სხვებს და არ იცი მტკიცე „არა“-ს თქმა მაშინ:

    შენს თავზე იღებ ვალდებულებებს რომლებიც არ არის ხელსაყრელი ან მეტიც მავნებელია შენთვის.თუ შენ პატიოსანი კაცი  ან ქალი ხარ ამ დაპირებების შესრულება დაგაწვება როგორც მძიმე ტვირთი,წაგართმევს დროს და ენერგიას როლებიც შეგეძლო სხვა სასარგებლო რამეზე უკეთესად დაგეხარჯა.ამასთან თუ ვერ შეასრულებ დანაპირებს,კარგავ ნდობას ,შეგაქვს გაუგებრობა ურთიერთობაში,იჩენ მომდურავებს( გაიხსენე რუსთაველი   „სჯობს უყოლობა კაცისა,მომდურავისა ყოლასა“)

ამასთან ვერავინ გაგიგებს და გაგამართლებს იტყვიან „შენ ხომ თვითონ დათანხმდი ?!’’

რაც მთავარია შენ თვითონ ვეღარ გაუგებ საკუთარ თავს იტყვი “როგორ შეიძლებოდა მე ამას დავთანხმებულიყავი ?“ და ასე თანდათან   გიქვეითდება თვითშეფასება.

 ამით საკუთარ შვილებს ცუდ მაგალითს აძლევ.ბავშვები სწავლობენ სოციალურ უნარებს მშობლებისაგან და თუ მშობელს არ შეუძლია „არა“-ს თქმა  მაშინ შვილიც ანალოგიურ სირთულეებს წააწყდება და გაირთულებს ცვოვრებას(როგორც გურამიშვილი იტყოდა :გასტანჯავს წუთისოფელი) დაბალი თვითშეფასების გამო  ან თავად შვილი  ისარგებლებს როგორც პარაზიტი მშობლის სისუსტეებით.


ისეთი სოციალური უნარი როგორიცაა უარის თქმის „არა“-ს თქმის უნარი გამომდინარეობს შინაგანი თავდაჯერებული პოზიციიდან.

თუ ადამიანი აფასებს და პატივს სცემს  საკუთარ თავს,საკუთარ ინტერესებს,თავდაჯერებულია,მაშინ მას არ აქვს „არა“-ს თქმის პრობლემა.

ხოლო იმ შემთხვევაში,როცა ადამიანი არაა დარწმუნებული საკუთარ ფასეულობაში,იმაში რომ მისი ინტერესები მნიშვნელოვანია,მაშინ ის იკავებს“ფსევდო-ალტრუისტულ პოზიციას“ და არ შეუძლია უარი უთხრას სხვას.

 ჭეშმარიტი ალტრუიზმი ხასიათდება იმით რომ ადამიანი აკეთებს რაღაცას სხვისთვის და ამ დროს არ ნახულობს საკუთარ სარგებელს,მაგრამ აცნობიერებს ამას როგორც საკუთარ ზნეობრივ არჩევანს,გრძნობს ამ დროს სიხარულს და სიამოვნებას.

ფსევდო ალტრუიზმი-გვერდიდან გამოიყურება როგორც უანგარო დახმარება გარშემომყოფთათვის,მაგრამ ადამიანი აცნობიერებს რომ ეს არაა მისი საკუთარი არჩევანი რომ მან უბრალოდ ვერ შეძლო „არა“-ს თქმა.ამის გამო მის შიგნით გროვდება გაღიზიანება,დაძაბულობა და აგრესია.რომელიც გადმოიღვრება აფექტურ აფეთქებაში(მოულოდნელი სკანდალი,ცრემლები და ბრალდებები),ან დაგროვილი დაძაბულობა შიგნიდან დაუწყებს ორგანიზმს ღრღნას და გადაიქცევა გულის,კუჭის ქრონიკულ დაავადებებად თავის ტკივილად და წნევის პრობლემებად,ვეგეტო-სისხლძარღვთა დისტონიად.

უარყოფითი ემოციების ასეთი დაგროვება შეიძლება შევაფასოთ როგორც- ქრონიკული სტრესი.

 ვისაც „არა“-ს თქმა არ შეუძლია ემუქრება ქრონიკული სტრესი.აფექტური აფეთქებები ან შინაგანი დაავადებები ან ორივე ერთად.

 

უარი მართლა ძნელი მოსასმენია ?

თუ ვინმეს უარს ეტყვი,შეიძლება გაანაწყენოთ იგი.თუ უარს არ ეტყვით- აწყენინებთ საკუთარ თავს,რადგან იტვირთ ავთ იმას რისი აწევისთვისაც მზად არ ხართ,ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე ვისი ინტერესებია შენთვის უფრო მნიშვნელოვანი საკუთარი თუ სხვისი

 უუნარობა ვთქვათ „არა“ ხშირად ბოროტ ხუმრობას გვიმზადებს.დავუშვათ  თქვი „კი’’,რომ შეგენარჩუნებინა ურთიერთობა,რომ გამოჩენილიყავი კულტურულად და კარგად აღზრდილად.შენ გინდა რომ შენზე ვიღაცამ იფიქროს „ის საიმედო ადამიანია“ მაგრამ აუცილებლად დგება მომენტი როცა შენი შესაძლებლობები იმ ვალდებულებებზე ნაკლები აღმოჩნდება რაც შენ იტვირთე.შენ უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ შეძლებ.და მაშინ დადგება ის მომენტი რისაც გეშინოდა: ადამინები დაკარგავენ შენს ნდობას, რადგან შენ მათ იმედები გაუცრუე,ვერ შეუსრულე ის რაც დაპირდი.

ახლა ისინი შენ გიყურებენ როგორც არასაიმედოს და უკულტუროს. იტყვიან“როგორ შეიძლებოდა იმის არ გაკეთება რაზეც მოვილაპარაკეთ ?“ გამოდის რომ უუნარობა „არა“ს თქმის ბუმერანგივით უკან გიბრუნდება.

 

დაიმახსოვრე: როცა ადამიანი რამეზე უარს ამბობს,მას შემდეგ რაც რეალურად შეაფასებს თავის შესაძლებლობებს,ეს არათუ ვნებს მის ურთიერთობებს  ვიღაცეებთან არამედ პირიქით ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს.

ასეთ შემთხვევაში უარი ეფუძნება სიტუაციის რაციონალურ შეფასებას და არა მტრულ დამოკიდებულებას ვინმესთან.შენ ჩაგთვლიან პატიოსან საქმიან ადამიანად,რომელსაც შეუძლიათ ენდონ იმიტომ რომ შენი „კი“ ეს „კია ‘’ .და სწორედ იმიტომ რომ შეგიძლია „არა“-ს თქმა შენ იმედებს არ გაუცრუებ სხვებს.

 

ძნელია არას თქმა ახლობლისათვის ?

ყველაზე უფრო გვიჭირს
„არა“-ს თქმა ძალიან ახლობლებისთვის.ჩვენი გაბედულება სადღაც ქრება და „არა“-ს მაგივრად ვამბობთ „კი“.

 ყურადღება : „კი“ს თქმას „არა“ს მაგივრად  საბოლოოდ რათღაც დროის შემდეგ მიყავხარ წყენამდე,მომდურებამდე და იმედგაცრუებამდე.

მაგ. ხშირად ვაჟი ვერაფერში უარს ვერ ეუბნება დედას  და ხშირად აიგნორირებს ცოლის ან შვილის ინტერესებს.ბევრი ოჯახისთვის ეს დიდი პრობლემაა. 

ბევრს ეშინია აწყენინოს ახლობელ ადამიანს,მაგრამ ზედმეტი ვალდებულებები ძალას აცლის რომელიც ჭირდებოდა იმის გასაკეთებლად რაც თვითონ დააგეგმა.

ასეთ დროს ადამიანი  ჯერ საკუთარ თავს იდანაშაულებს რომ მაშინვე უარი არ თქვა რაღაცაზე,მერე ადანაშაულებს ახლობელ ადამიანს რომელმაც რაღაც თხოვა და ამან უარი ვერ უთხრა(დედას,დაქალს,ქმარს,შვილს).ასე თანდათან ურთიერთობებში გროვდება დაძაბულობა ეს კი სწორედ ისაა რისი თავიდან არიდებაც გინდოდათ როცა არას მაგივრად „კი“ თქვი.

დაიმახსოვრე: ძალიან ახლობელსაც უნდა უთხრა „არა“ თუ ეს შენს გეგმებს უპირისპირდება

ოღონდ ახლობელთან  ეს უნდა გააკეთო რაც შეიძლება დელიკატურად და რბილად.შენი „არა“ უნდა იყოს უფრო მისი ინფორმირება შენს გრძნობებზე უდროო და უსიამოვნო თხოვნის გამო.

 დიახ,ზოგჯერ ახლობელი ადამიანის თხოვნის შესრულება მარტო შენ შეგიძლია.მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოელაპარაკე ისეთ  დროზე,რომელიც მოხერხებული იქნება შენთვის,რომ არ აურ დაურიო შენი გრაფიკი.

 ვსწავლობთ „არა“-ს თქმას

 

ყურადღება: გახსოვდეთ რაც უფრო ახლობელია ადამიანი ვისაც უარი უნდა უთხრათ მით უფრო რბილი უნდა იყოს შენი უარი.

·         უარის დროს არაა საჭირო სიმკვეთრე როცა საქმე ეხება ოჯახის წევრებს და ყველაზე ახლობელ მეგობრებს. თუ შენს წინაშე ზრდასრული ადამიანია(ოჯახის წევრი,მეგობარი)  მას უფლება აქვს იცოდეს რომ მისი თხოვნა იწვევს შენში მიუღებლობას.ამის ცოდნა დაეხმარება მას ააგოს შენთან ურთიერთობა უფრო ეფექტურად და სწორად. თუ შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად  შენ მაინც დათანხმდები მის თხოვნას მას არ ექნება შანსი გაიგოს რომ ამდროს შენ წუხარ და იტანჯები. ადამიანებს სხვა ადამიანების აზრის წაკითხვა არ შეუძლიათ.

        

        უარის თქმის ტექნიკა

(არას თქმა ხდება რამოდენიმე ეტაპად)

 

პირველი ეტაპი

·         ყურადღებით მოსმინე ახლობლის(ან სხვა) ადამიანის თხოვნა.მიეცი საშუალება მოსაუბრეს მთლიანად გამოთქვას თავისი აზრი/თხოვნა.დაუკვირდი რა არგუმენტი მოჰყავს თხოვნის დასასაბუთებლად.უსმინე ისე რომ არ შეაწყვეტინო,მაგრამ შეგიძლია და აუცილებელიცაა დაუსვა დსაზუსტებელი შეკითხვები(მაგ. რატომ ?როდის ?რამდენი? როგორ ? და ა.შ.) .დაუკვირდი მის პასუხებს შენს დამაზუსტებელ შეკითხვებზე ისევე როგორც არგუმენტებს რომელიც მთხოვნელს მოჰყავს.(ამ პირველ  ეტაპზე აარგუმენტებზე და მის პასუხებზე  დაკვირვებით იღებ  გადაწყვეტილებას თქვა „კი“ თუ თქვა „არა“)თუ მთხოვნელი შენთან იმყოფება მას უყურე და არა რიმე სხვა საგანს,რომ ის მიხვდეს რომ თხოვნა შენთვის გასაგებია.

·         თუ ვერ იღებ გადაწყვეტილებას ახლავე კი თქვა თუ არა.მოითხოვე მთხოვნელისგან   ტაიმ-აუტი,ანუ  რაღაც დრო(მაგ.1-2 დღე) მოსაფიქრებლად.

·         თუ მისი პასუხები და არგუმენტები პირველ ეტაპზე ისეთია რომ უკვე ხვდები რომ შეგიძლია უარი უთხრა გადაიყვანე დიალოგი მე-2 ეტაპზე

·         მე-2 ეტაპი:

მოკლედ,ოღონდ ნაკლებ ემოციურად გაიმეორე ის რაც თქვა მოსაუბრემ ამას ქვია რეზუმირება ან პერიფრაზი  და შეეკითხე სწორედ გაგიგე თუ არა მისი ნათქვამი? დაელოდე მისგან დადასტურებას

 

·                              მე-3 ეტაპი :

მტკიცედ ოღონდ მშვიდად ემოციების გარეშე უთხარი უარი.

აუცილებლად გამოყენე სიტყვა „არა’’.

აუცილებლად გამოიყენე ნაცვალსახელი „მე“.

მოკლედ და მკაფიოდ მოიყვანე არგუმენტები უარის დასასაბუთებლად.(არანაირი გრძელი არგუმენტები ეს თავის მართლებას გავს ან მცდელობას  მოიგონო რაღაც საბაბი უარის გასამართლებლად.) მოკლე არგუმენტი უნდა შეიცავდეს მთავარ მიზეზს უარის მაგრამ არ უნდა შეცავდეს დეტალებს რომ თავის მართლებას არ დაემსგავსოს.

 

·         მე-4 ეტაპი:

მას შემდეგ რაც უარი უთხარი  დაელოდე პროვოკაციას მთხოვნელისაგან მთხოვნელისგან(პროვოკაცია შეიძლება იყოს შეიძლება არ იყოს მაგრამ ელოდე)

ამ ეტაპზე მთხოვნელი ეცდება დაგიყოლიოთ გაიმეორებს თავის არგუმენტებს უფრო ემოციურად.მთელი თავისი გამომეტყველებით,ქცევით ტონით ეცდება დაგანახოს როგორი ნაწყენია შენზე.შეიძლება ბევრი რამე მოისმინო მლიქვნელობიდან  ძლიერ ნეგატივამდე.

ეს ქცევა მოსაუბრის მხრიდან პროვოკაციაა.ის ცდილობს შენს პროვოცირებას.

პროვოკაცია შეიძლება იყოს ორნაირი :

ა)თავს გაცოდებს 

ბ) აგრესიული -გიტევს

ეს პროვოკაციების მე-4 ეტაპი როგორმე უნდა გადაიტანო უნდა აიტანო და  მშვიდად უნდა მოისმინო .ამისათვის მოთმინებით უნდა აღიჭურვო და არ უნდა აყვე არ უნდა უპასუხო პროვოკაციულ ფრაზებს  ან პროვოკაციების სხვადასხვა კომბინაციას რასაც სხვა სიტყვებით მანიპულაცია ჰქვია.

 

·              მე-5 ეტაპი: ამ ეტაპზე ხდება უარის გამეორება.ეს ხდება ასე;

აგრძნობინეთ რომ ყველაფერი გაიგონეთ რაც თქვა მოსაუბრემ მე-4 ეტაპზე ,ისევ მკაფიოდ გაუმეორეთ უარი ოღონდ დაიწყეთ ისევ მე-2 ეტაპიდან (ანუ მისი თავდაპირველი  თხოვნის მოკლე რეზიუმეთი) .ისევ  მოთმინებით აღიჭურვეთ ამ მე-2.მე-3,მე-4,მე-5 ეტაპების გამეორება შეიზლება 3-ჯერ-4-ჯერ მოგიწიოს. ყურადღება : აქ ძალიან მნიშვნელოვანია არ აყვე პროვოკაციის ავტორს და არ დაიწყო მისი ამა თუ იმ პროვოკაციული ფრაზების განხილვა.მშვიდად უნდა უმეორო უარი.მოკლე არგუმენტით და არა გრძელით.თუ ასე მოიქცევი პროვოკატორი რამდენიმე მცდელობის შემდეგ  შეწყვეტს სხვადასხვა პროვოკაციებს.

 

·  მე-6 ეტაპი: პროვოკაციების შეწყვეტის შემდეგ განიხილეთ მასთან ერთად სიტუაციის მომავალში მოგვარების ალტერნატიული  გზა. (შესთავაზე საკითხის მოგვარების  შენი ვარიანტი)

 


ეს ტექნოლოგოა მუშაობს,თავიდან გაგიჭირდება.უნარი ხომ მუდმივი ვარჯიშით გამომუშავდება.თანდათან ისწავლი სწორად არას თქმას.

რათქმაუნდა დიალოგის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას სიტუაცია როცა შენი არა შეიძლება შეიცვალოს კი-თი.ამის მიზეზი შეიძლება გახდეს შენი მოსაუბრის მიერ მოყვანილი არგუმენტები.არ უნდა შეგეშინდეთ გადაწყვეტილების შეცვლა.მთავარია  „არა“-ც და „კი“-ც იყოს შენი საკუთარი გადაწყვეტილება.



 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები