Сообщения

"ადამიანისათვის ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა"-მარგოს ჯვრისწერა

  მოცემული ტექსტი:           მარგო სწორედ ისე იყო მორთული, როგორც ათი წლის წინათ, როცა ჯაყოს მაგივრად თეიმურაზს ედგა გვერდით. თეიმურაზს უმალ დაავიწყდა ძველი ამბავიც და დაკარგული განძეულობაც. ეხლა მისი თვალიც, სმენაც და აზრიც მარგომ მიიზიდა, მიიჯაჭვა და ჩაიწურა. ხარბად შესცქერის თეიმურაზი თავის ნაცოლარს და უნებურად ადარებს იმდროინდელ მარგოს, როცა ახალგაზრდა ქალი, ათი წლის წინათ, ფერმკრთალი და აგზნებული, წელ-წვრილი და ხმელ-ხმელი, პირველად შესდგა გვირგვინის ქვეშ. აგონდება ხევისთავს შორეული წარსული და გულში ნაადრევ სიბერის ჟრჟოლას გრძნობს. მარგომ ხალხს ქურდულად გადაავლო თვალი და ერთის წამით თვალი თვალში გაუყარა თეიმურაზს, რომელიც ისე შეჰყურებს ნაცოლარს, როგორც დაჭრილი შველი შესცქერის მოღერებულ ხანჯალს: შიშით, უიმედოდ და სასოწარკვეთილი მუდარით. მარგო ჯერ ოდნავ შეჰკრთა, მერმე შუბლი შეიკრა, წარბები აიკრიფა და ტუჩებზე თითქო ტანჯვა და ზიზღი აისახა. თეიმურაზმა ვერ გაარჩია, ვერ წაიკითხა მარგოს პირსახეზე ანასახის ნამდვილი აზრი და გულისთქმა, მაგრამ...