Сообщения

ხელშეკულების შედგენის ზოგადი პრინციპები- ზ.კორძაძენ. ბოგვერაძე"ხელშეკრულების შედგენა''

  სახელმძღვანელოს მიზანი ·         იურისტს, ისევე როგორც სხვა პროფესიების წარმომადგენლებს, ესაჭიროება იმ უნარ-ჩვევების შეძენა თუ განვითარება, რომლებიც აუმჯობესებს მისი საქმიანობის ხარისხს და შესაბამისად, პროფესიულ დონეს. ·         ამგვარ ჩვევებში ერთ-ერთ მთავარ უნარს წარმოადგენს ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც გულისხმობს როგორც ზეპირ, ისე წერით ურთიერთობებს. ·           წერით კომუნიკაციას იურიდიულ პროფესიაში უწოდებენ სამართლებრივ წერას , რომელიც სხვა იურიდიულ დოკუმენტებთან ერთად, ხელშეკრულებების მომზადების უნარსაც მოიცავს . ·         მოცემული სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ მკითხველს წერითი კომუნიკაციის ისეთი მნიშვნელოვანი უნარის გამომუშავებასა თუ სრულყოფაში, როგორიცაა „ ხელშეკრულების შედგენა ’’ . ·         სახელმძღვანელოს შექმნისას მაქსიმალურად ვეცადეთ მისი შინაარსი მარ...