Сообщения

ქრონოლოგიურად დალაგებული მოვლენები- 2012-2021 ტესტები ისტორიაში

Изображение
  ქრონოლოგიურად დაალაგეთ ისტორიული მოვლენები და პიროვნებები. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე მოცემულ უჯრებში. გაითვალისწინეთ, რომ უჯრაში იწერება მხოლოდ დასახელებული მოვლენის ან პიროვნების შესაბამისი ციფრი. პირველ უჯრაში იწერება ის ციფრი, რომლითაც ყველაზე ადრე მომხდარი მოვლენაა აღნიშნული და ა.შ. შესაბამისად, ბოლო, მესამე უჯრაში ის ციფრი ჩაიწერება, რომლითაც ყველაზე გვიან მომხდარი მოვლენა აღინიშნა. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. 2021 წელი (1) 16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქართლის სამეფოსთან დაკავშირებული მოვლენები.     1. მირიან მეფის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება 2. ვახტანგ გორგასლის მიერ ანტიირანული აჯანყების დაწყება 3. ფარსმან II-ის დაპირისპირება რომის იმპერატორთან                                        3,1,2 (1) 17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ რეფორმაციის ეპოქაში განვითარებული მოვლენები.     1. 95 თეზისის გამოქვეყნება 2. ტრიენტის კრების მოწვევა 3. აუგსბურგის ზავის გაფორმება