„სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის’’ უფლება

 

    

სარჩევი:

შესავალი: 1

1.1 „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა’’ 2

1.2. სამკვიდროსნაწილობრივ’’ მიღების დაუშვებლობა. 3

1.3 მემკვიდრის უარი სასოფლო სამეურნეო მიწის მიღებაზე. 4

1.4. რამდენიმე  სამკვიდროწილის’’ მიღება. 5

1.5 უარისამკიდროს’’ ნაწილზე[ ანუ უარი  შემატებულ წილზე’’] 5

1.6 უარისხვა პირთა’’ სასარგებლოდ.. 6

1.7 „წილის შემატება’’  სამკვიდროზეუარის თქმისას’’ 7

1.8. „ერთადერთი მემკვიდრის’’ უარი სამკვიდროზე. 7

1.9 „სამკვიდროს მიღებაზე’’ უარირამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ’’ 8

1.10 სამკვიდროზე უარი შვილიშვილის ‘’ სასარგებლოდ. 8

1.11. „სახელმწიფოს  უარის’’ დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე. 9

1.12 „უარის თქმის’’ დაუშვებლობა სანოტარო ორგანოშიგანცხადების’’ შეტანის შემდეგ. 10

1.13.  უარის’’ შეუქცევადობ  სანოტარო ორგანოშიგანცხადების’’ შეტანის შემდეგ  და  უარი’’  სამკვიდროსფაქტობრივი ფლობისას’’ 10

1.14 „სამკვიდროზე მიღებაზე  უარის თქმის’’ უფლების გადასვლამემკვიდრეობით’’ 11

1.15. „სამკვიდროზე უარის თქმა’’ „წარმომადგენლის’’ მეშვეობით.. 12

1.16. „სამკვიდროს მიღებაზე’’  შედავების ვადა. 12

1,17. „სამკვიდროს მიღების’’ ანმასზე უარის თმის’’  სამართლებრივი შედეგის“ დადგომის დრო.. 13

 

 

შესავალი:

·        მემკვიდრეს აქვს „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის’’ უფლებაც

·        „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა’’  საჭიროა არ არის,თუ იგივე „შედეგი’’ მიღწეული იქნება“სამკვიდროს მიღებისგან თავის არიდებით’

·        „სამკვიდროს მიღებისგან თავის არიდებაა’’  როცა:

a.      მემკვიდრე არ მიმართავს „სანოტარო ბიუროს’’ დადგენილ [6-თვიან] ვადაში განცხადებით  “სამკვიდრო ქონების მიღების თაბაზე’’

b.    მემკვიდრე  არ  შეუდგება  იმ ქონების ფაქტობრივ „ფლობას’’ და „მართვას’’,რომლითაც  მამკვიდრებელთან ერთად სარგებლობდა მის სიცოცხლეში

c.      ან არ შეიტანს „სამკვიდროს გაყოფის’’ თაობაზე სარჩელს

 

·        „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა’’   განსხვავდება  „სამკვიდროს მიღებისგან თავის არიდებისგან’’

·        „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა’’ არის - ერთჯერადი აქტი,“ნების გამოხატვა’’,“ცაალმხრივი გარიგება’’

·        სამკვიდროს მიღებისგან თავის არიდება’’  კი არის- „გაურკვეველი მდგომარეობა ‘განსაზღვრულ დრომდე[!][ კერძოდ, ვიდრე მემკვიდრე ზემოთ ნახსენები ხერხებით „თავს არიდებს სამკვიდროს მიღებას’’ გაურკვევლობაში არიან „სხვა მემკვიდრეები’’ და“მამკვიდრებლის კრედიტორები’’] ’ [6 თვის ვადით]

·        კანონი არეგულირებს მხოლოდ „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმასთან’’  დაკავშირებულ ურთიერთობებს,რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ.

 

 

1.1 „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა’’

 

·        „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა  არის -„სანოტარო ბიუოში’’ მემკვიდრედ მოწვეული[დაბარებული]  პირის განცხადება’’ იმის თაობაზე,რომ „ არ სურს მიიღოს სამკვიდრო და ჩაებას სამემკვიდრეო-სამართლებრივ ურთიერთობებში’’

·        ასეთი „განცხადების’’ „სანოტარო ბიუროში’’ დაბარების შემდეგ წარსადგენად[ დადგენილია „განსაზღვრული დრო’’

·        კერძოდ, მემკვიდრეს შეუძლია „უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე’’ დაბარებიდან -  3 თვის განმავლობაში[!],“ ანუ იმ დღიდან,როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო „თვისი მოწვევის შესახებ სანოტარო ბიუროსი სამკვიდროს მისაღებად’’

საპატიო მიზეზების არსებობისას ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს,მაგრამ არაუმეტეს -2 თვისა.[ასეთ დროს დაბარებულმა მემკვიდრემ უნდა მიმართოს  სასამართლოს 3 თვიანი ვადის ამოწურვამდე]

·        ყურადღბა: „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის’’ ძირითადი[3 თვე] და გაგრძელებული[2 თვე] ვადის  გასვლა,რომ  ნიშნავს იმას,რომ მოწვეული[დაბარებული] „მემკვიდრე  თავს არიდებს სამკვიდროს მიღებას’’,რაც „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის’’ ტოლფასია

 

·        ან დაიმახსოვრე: მემკვიდრე,იმ მიზეზით,რომ   მან[ „სანიტარო ბიუროში’’ დაბარებულმა მენკვიდრემ]   “თავის დროზე’’[3 თვეში ან  ვადის გაგრძელების შემთხვევაში5 თვეში 3+2] „არ გამოხატა თავისი ნება’’ [სამკვიდროს „მიღებაზე’’ ან მასზე „უარის თქმაზე], არ არის უფლებამოსილი მომავალში „სამკვიდროს მიღების’’ უფლების[„მემკვიდრეობის უფლების’’] აღდგენის საკითხი დააყენოს [!]

·        რადგან  მან „კონკლუდენტური მოქმედებით’’ [„თავის არიდებით’’ ] უკვე გამოხატა“სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის’’ კატეგორიული სურვილი

და რამაც „შეწყვიტა’’ სამემკვიდრეო-სამართლებრივ ურტიერთობებში’’ ამ პირის ჩართვის შესაძლებლობა 

                  მუხლი 1434. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა

 

მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის[დაბარების] შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე’’ უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში’’.

 

ამრიგად,თუ „მამკვიდრებლის’’ გარდაცვალების შემდეგ, დაგიბარეს[ნოტარიუსმა და სხვა მემკვიდრეებმა]  „სანოტარო ბიუროში’’ როგორც „მემკვიდრე ’’ იმისგარკვევად  ღებულობ თუ არა გარდაცვლილის „სამკვიდროდან’’ წილს ‘’  უნდა მიხვიდე დაბარებულ სამოტარო ბიუროში 3 თვის განმავლობაში და განაცხადო რას აპირებ[ღებულობ სამკვიდროდან შენს წილს თუ უარს ამბობ] ,თორემ 3 თვის მერე ავტომატურად  ჩაითვლება,რომ „უარი თქვი სამკვიდროს მიღებაზე’’,ეს გაფორმდება ნოტარიულად  და „სამკვიდროს მიღების’’ უფლება[მემკვიდრეობის უფლება] აღარ აღგიდგება. და შენი „წილი’’ სხვა მემკვიდრეებზე გადანაწილდება ან თუ ასეთები არ არსებობენ  გადაეცემა სახელმწიფოს’’

[ეს დაიმახსოვრე]

 

1.2. სამკვიდროსნაწილობრივ’’ მიღების დაუშვებლობა

 

·        1435-ე მუხლის თანახმად, არ დაიშვება „სამკვიდროს მიღება’’  ან „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა’’  არც ა) „ნაწილობრივ’’ არც ბ) რაიმე „დათქმით’’ არც  გ) რაინე „ვადით’’

·        ანუ მემკვიდრემ  ან „მთლიანად’’ უნდა მიიღოს მისი წილი სამკვიდრო ან „მთლიანად უარი თქვას  მასზე.[!]

·        ასევე, არც რაიმე „დათქმა’’[პირობის წამოყენება ] შეიძლება,არც რაიმე „ვადის’’’ განსაზღვრა[მეკვიდრის მიერ]

·        მაგ. არ შეიძლება მემკვიდრემ „უარი თქვას სამკვიდროს ნაწილის მიღებაზე’’  იმ დათქმით ,რომ „სხვა მემკვიდრეები’’ სანაცვლოდ  შეჰპირდნენ მისი ღირებულების გადახდას გაზრდილი ოდენობით’’[რადგან ეს იქნება „დათქმით’’ უარის თქმა] ,ან უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე იმ დრომდე,ვიდრე „სხვა მემკვიდრე’’ სამუშაოს იშოვნის“[ესაა უარის თქმა  „რაღაც ვადით’’ რაც არ შეიძლება]

·        ყურადღება: თუ მემკვიდრე „უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე’’ ან „დათქვამს რაიმე პირობას’’, ითვლება  ,რომ ის ამითის  „უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე’’ და ამას მოყვება შესაბამისი  „შედეგები’’ მისთვის.

·        ყურადღება: „სამკვიდროს ნაწილზე უარის თქმად’’ ითვლება არა მხოლოდ „ მთელი სამკვიდროდან მის კუთვნილ ნაწილზე „მთლიანად უარის თქმა’’, არამედ „ამ  კუთვნილი წილიდან  რაიმე ნაწილზე უარის თქმაც’

·        მაგ. თუ  „მამკვიდრებლს’’ მხოლოდ მეუღლე და შვილი დარჩა ,ხოლო მისი „სამკვიდრო’’  1000 ლარის ღირებულებისაა, „მეუღლის უარი შვილის წილის მიღებაზე’’  არ ითვლება „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმად’’

მაგრამ თუ მეუღლე უარს იტყვის „თავისი წილი მთლიანი სამკვიდროდან’’ [რაც არის 500 ლარი] მხოლოდ 300 ლარის ღირებულების ნივთების მიღებაზე[ესაა უარის თქმა ნაწილობრივ] ,ხოლო „200 ლარის ქონებას მაშინ მიიღებს,თუ ვადაზე ადრე გაუშვებენ პენსიაზე’’[ესაა დათქმა],ჩაითვლება,რომ მან[მეუღლემ]  „საერთოდ უარი თქვა’’ სამკვიდროს მიღებაზე.

 

 მუხლი 1435. სამკვიდროს ნაწილობრივ მიღების დაუშვებლობა

 

1. არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით.

2. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე.

 

 

1.3 მემკვიდრის უარი სასოფლო სამეურნეო მიწის მიღებაზე

 

·        მემკვიდრეს, რომელიც არ მისდევს სოფლის მეურნეობას’’, შეუძლია უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და პირუტყვის  მემკვიდრეობით მიღებაზე[სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ]

·        მაგრამ მას შეუძლია[უფლება აქვს]   მისი ხვედრი  „მთელი’’ სამკვიდროდან  „მიიღოს’’ მხოლოდ „სახცოვრებელი სახლი’’ და „ავტომანქანა’’.

·        ყურადღება:  მისი ასეთი „ნაწილობრივი’’ უარი არ ჩაიტვლება „საერთო უარის თქმად სამკვიდროს მიღებაზე’’

·        საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა „მემკვიდრის იბტერესბის’’  „საწინააღმდეგოდ’’ მიღებულ გადაწყვეტილებად ჩაითვლება.

 

 

  მუხლი 1436. მემკვიდრის უარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღებაზე

 +

მემკვიდრეს, რომელიც არ მისდევს სოფლის მეურნეობას, შეუძლია უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და პირუტყვის მიღებაზე, მაგრამ ეს არ ჩაითვლება საერთოდ უარის თქმად სამკვიდროს მიღებაზე.

 

 

1.4. რამდენიმე  სამკვიდროწილის’’ მიღება

 

·        ასევე არ ჩაითვლება „მთელ’’  „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმად’’ ის, თუ მემკვიდრეს „სხვადასხვა საფუძვლით’’ სამკვიდროდან „რამდენიმე’’  წილი ეკუთვნის და ერთ-ერთის მიღებაზე „უარს ამბობს’’

მაგ. „ანდერძით მემკვიდრე’’ ,რომელიც ამავე დროს,“კანონით მემკვიდრეცაა’’ და „ანდერძის გარეთ დარჩენილი ქობედანაც ეკუთვნის წილი’’

·        ასეთ შემტხვევაში ამ მემკვიდრეს შეუძლია ან „ნაანდეძებ ქონებაზე უარი თქვას’’ და დარჩეს მხოლოდ „კანონით მემკვიდრედ’’

ანდა პირიქით მოიქცეს,თუ „კანონით მისაღები სამკვიდრო’’ „ნაანდერძებ სამკვიდროსთან’’ შედარებით „უმნიშვნელო’’ ღირებულებისაა.

·        „წილებს’’ შორის არჩევანის გაკეთება  ასეთი მემკვიდრისათვის „სავალდებულო’’ არაა,რადგან  მას შეუძლია „ყველა’’ წილზეც  თქვას უარი.

 

  მუხლი 1437. რამდენიმე წილის მიღება სამკვიდროდან

 +

თუ მემკვიდრეს სხვადასხვა საფუძვლით სამკვიდროდან რამდენიმე წილი ეკუთვნის, მას შეუძლია მიიღოს ერთი წილი და უარი თქვას მეორეზე, ან უარი თქვას ყველაზე.

 

 

1.5 უარისამკიდროს’’ ნაწილზე[ ანუ უარი  შემატებულ წილზე’’]

 

·        მემკვიდრეს ასევე შეუძლია“უარი თქვას’’ სამკვიდრო ქონების იმ ნაწილზე,რომელიც „სხვა მემკვიდრის მიერ თავისი წილის მიღებაზე უარის თმის გამო’’ გადანაწილდა დანარჩენ მემკვიდრეებს შორის და მის ხვედრ მემკვიდრეობას დამატებით შეემატა.[ესაა ე.წ. „შემატებული წილი’’]

·        ყურადღება: „მემკვიდრის უარი  „შემატებულ წილზე’’ არ ნიშნავს მის ხვედრ „მთელ  მემკვიდრეობაზე’’ უარის თქმას. ანუ  მემკვიდრეს  უფლება აქვს „მიიღოს’’  თავისი წილი სამკვიდრო  სხვა მემკვიდრისაგან „შემატებული წილის’’ გარეშე

 

   მუხლი 1438. უარი სამკვიდროს ნაწილზე

 

მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის შემატების’’ უფლებით, სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიუხედავად.

 

 

1.6 უარისხვა პირთა’’ სასარგებლოდ

 

·         „მემკვიდრეს ‘’ შეუძლია უარი თქვას თავის წილ „სამკვიდროს მიღებაზე’’ „სხვა პირთა სასარგებლოდ’’[!]

·        ოღონდ ეს „სხვა პირები’’  თავადაც უნდა იყვნენ ან „კანონით მემკვიდრეები’’ ან „ანდერძით მემკვიდრეები’’

·        „უარის მთქმელი ‘’ მეკვიდრის  წილი სამკვიდრო უნდა გადავიდეს[გადანაწილდეს] იმ პირებზე,რომელთა სასარგებლოდაც  მან თქვა უარი

მაგ. „პირველი რიგის მემკვიდრეს’’ შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე „მეორე’’ ,ან “მესამე’’  რიგის მემკვიდრეთა სასარგებლოდ,თუ პირველი რიგის სხვა მემკვიდრეები სახეზე არ არიან.

·        ყურადღება: „მამკვიდრებელთან’’ ან „უარის მთქმელ მემკვიდრესთამ’’ ასეთი „სხვა  პირის’’ „ნათესაური’’ ან „საოჯახო კავშირი’’ სავალდებულო არ არის[!]

·        ამასთან,განსაზღვრულია ის პირები,რომელთა სასარგებლოდ „არ დაიშვება’’ „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა’’; მათ მიეკუთვნებინ ისინი,რომლებიც ადრე  სასამართლოს მიერ ცნობილნი იქნენ „უღირს მემკვიდრეებად’’ ან რომელთაც მაკვიდრებლის „ანდერძის’’  პირდაპირი მითითებით „ ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება’’

 

   მუხლი 1439. უარი სხვა პირთა სასარგებლოდ

 +

მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. ასეთი უარი’’[სხვის სასარგებლოდ უარი] შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.

 

·        მემკვიდრის მიერ „სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ ნათქვამი  უარი’’ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში „დანარჩენი მემკვიდრეების’’ მიერ

·        გასაჩივრების „საფუძველი’’ კანონით განსაზღვრული არ არის

·        პრაქტიკა კი აჩვენებს,რომ „საფუძველი’’ შეიძლება იყოს მემკვიდრის მიერ „თავისი წილის’’ არამართლზომიერად სხვისთვის გადაცემის „სხვადასხვა შემთხვევა’’,რაც „სხვა მემკვიდრეთა’’ „კანონიერი ინტერესების’’ შელახვას[უგულებელყოფას] იწვევს.[მაგ. კატას ამ ძაღლს როცა უტოვებს ქონებას გარდაცვლილი შვილის მაგივრად რომელზეც ნაწყენია და ეს შვილი კი არ არის „უღირსი მემკვიდრე’’]

 

1.7 „წილის შემატება’’  სამკვიდროზეუარის თქმისას’’

 

·        თუ მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე,მაგრამ არ განუცხადებია,თუ „ვის სასარგებლოდ ამბობს უარს’,მაშინ მისი წილი შეემატება  დანარჩენ კანონით მემკვიდრეთა’’ წილს[მათზე გადანაწილდება]

 

ხოლო,თუ „მთელი სამკვიდრო’’  ანდერძით იყო განაწილებული,მაშინ უარის მთქმელის წილი  შეემატება დანარჩენ  „ანდერძით მემკვიდრეთა’’ წილს.[მათზე  გადანაწილდება’’]

 

ამასთან,“უარის მთქმელი მემკვიდრის’’ წილი  უნდა  „გადანაწილდეს’’  „სხვა მემკვიდრებზე’’ მათი  წილების პროპორციულად[!] [იხ. მაგალითი]

 

მაგ, თუ მამკვიდრებელმა თავისი ქონებიდან მეუღლეს უანდერძა 1200 ლარის ,ხოლო შვილებს 600-600 ლარის ღირებულების ქონება.  თუ  ერთ-ერთი შვილი „უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე’’,მაშინ „მისი წილიდან ანუ  600 ლარიდან’’  200  ლარი „შეემატება’’ მეორე  შვილის სამკვიდროს ,ხოლო 400 ლარი- მეუღლისას[ანუ გადანაწილდება მათი „წილების’’ პროპორციულად; 2-ჯერ მეტი შეხვდება მეუღლეს ,იმიტომ ,რომ  მეუღლის წილი ორჯერ მეტია[1200] ვიდრე მეორე შვილის წილი[600]

·        ყურადღება: შეიძლება ,“ანდერძით’’ წინასწარ იყოს განსაზღვრული იმ წილის განაწილების „წესი’’,რომლის მიღებაზეც  უარს იტყვის ერთ-ერტი მემკვიდრე. ასეთ შემთხვევაში ზემოთ  ხსენებული  „პროპორციულობის წესი’’ აღარ მოქმედებს

                  მუხლი 1440. წილის შემატება სამკვიდროზე უარის თქმისას

 +

თუ მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, მაგრამ არ განუცხადებია, თუ ვის სასარგებლოდ ამბობს უარს, მაშინ მისი წილი შეემატება მემკვიდრეებად მოწოდებულ კანონით მემკვიდრეთა წილს, ხოლო, თუ მთელი სამკვიდრო ანდერძით იყო განაწილებული, მაშინ – ანდერძით მემკვიდრეთა წილს და იგი განაწილდება მათ შორის მათი წილის პროპორციულად, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 

1.8. „ერთადერთი მემკვიდრის’’ უარი სამკვიდროზე

 

·        „კანონით მემკვიდრეობის’’ დროს „თუ მემკვიდრე ერთადერთია თავის რიგში’’ და იგი „უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე’’ მაშინ სამკვიდრო გადავა „მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე’’

·        მაგ. თუ მამკვიდრებლის „ერთადერთმა შვილმა’’ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე,მაშინ „სამკვიდრო განაწილდება’’ მამკვიდრებლის დასა და ძმას შორის[ ესენი არიან „მომდევნო მე-2რიგის მემკვიდრეები’’]

·        ხოლო თუ  სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მამკვიდრებლის „ერთადერთი ძმაც’’ უარს იტყვის მის მიღებაზე,სამკვიდრო გადავა მამკვიდრებლის „ბებიასადა ბაბუაზე’’ [ესენი არიან „მომდევნო მე-3  რიგის მემკვიდრეები’’]

 

    მუხლი 1441. ერთადერთი მემკვიდრის უარი სამკვიდროზე

 

თუ მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ერთადერთია ამ რიგის მემკვიდრეთა შორის, მაშინ სამკვიდრო გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე.

 

 

1.9 „სამკვიდროს მიღებაზე’’ უარირამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ’’

 

·        შესაძლებელია,მემკვიდრემ უარი თქვას არა „ერთი’’,არამედ „რამდენიმე მემკვიდრის’’ სასარგებლოდ

ასეთ შემთხვევაში მისი წილი „თანაბრად’’  გადანაწილდება „ სხვა მემკვიდრეებზე’’,თუ „ანდერძში’’  მითითებული არ იქნება თითოეულის წილზე

·        მაგ. თუ მეუღლე „უარს იტყვის გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროს[1200 ლარის ღირებულების ქონების]  მიღებაზე შვილების სასარგებლოდ’’,მაშინ თითოეული მათგანი ამ „ცოცხალი მშობლის’’ წილიდან 600 ლარის ქონებას მიიღებს

·        მაგრამ თუ გარდაცვლილი მეუღლის ანდერძში მითითებული იყო,რომ „მეუღლის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში,მისი წილის  „ორი მესამედი’’ უფროსი შვილის სამკვიდროს შეემატოს,ხოლო „ერთი მესამედი’’- უმცროსისას’’,მაშინ შვილები  „დედის წილიდან’’ მიიღებენ შესაბამისად 800 და 400 ლარის ღირებულების სამკვიდრო ქონებას.

 

   მუხლი 1442. უარი რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ

 +

თუ მემკვიდრე უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ, მას შეუძლია  მიუთითოს თითოეულის წილზე. ასეთი მითითების არარსებობისას მისი წილი თანაბრად განაწილდება იმ მემკვიდრეებზე, რომელთა სასარგებლოდაც უარი იყო ნათქვამი სამკვიდროს მიღებაზე.

 

 

1.10 სამკვიდროზე უარი შვილიშვილის ‘’ სასარგებლოდ.

 

·        „კანონით მემკვიდრეობისას’’ შვილიშვილი სამკვიდროს იღებს“წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის’’ საფუძვლით.[გვიხსენოთ, „წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის ‘’   საფუძვლით   „სამკვიდროს მიღებისას’’ „ქონების გადასვლა’’ მამკვიდრებლიდან[ბებია ამ პაპა] ხდება მემკვიდრეზე [შვილიშვილი] შუალედური მემკვიდრის[შვილიშვილის გარდაცვლილი მშობელის] გამოტოვებით.]

·        სხვა კანონისმიერი საფუძვლებით „შვილიშვილი’’ მემკვიდრედ არ  ითვლება.

·        ამიტომ შვილიშვილის სასარგებლოდ,ცოცხლად დარჩენილმა ბებიამ ან პაპამ მხოლოდ მაშინ შეიძლება უარი თქვას  გარდაცვლილი მეორე მეუღლის[ბებიის ამპაპის]  სამკვიდროს მიღებაზე,,თუ სამკვიდროს გახნის დღისთვის ცოცხალი არ არის ამ შვილიშვილის ის მშობელი,რომელიც წესით მამკვიდრებლის[გარდაცვლილი პაპის ან ბებიის] მემკვიდრე უნდა ყოფილიყო.

·        „ანდერძით მემკვიდრეობისას’’  კი შვილიშვილი  „უპირობოდ’’ ითვლება მემკვიდრედ,ამიტომ მის სასარგებლოდ „სამკვიდროს მიღებაზე’’ უარის თქმა ყოველთვის შეიძლება[თუნდაც ცოცხალი იყოს შვილიშვილის მშობელი]

 

   მუხლი 1443. სამკვიდროზე უარი შვილიშვილის სასარგებლოდ

 +

სამკვიდროზე უარის თქმა შვილიშვილის სასარგებლოდ დასაშვებია, თუ სამკვიდროს გახსნის დღისათვის ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ან თუ შვილიშვილი ანდერძით მემკვიდრეა.

 

1.11. „სახელმწიფოს  უარის’’ დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე

 

·        ყურადღება: ერთადერთი სუბიექტი ვისაც „კანონით მემკვიდრეობისას’’, უფლება არ აქვს „უარი თქვას უმკვიდრო ქონების მიღებაზე’’ არის- „სახელმწიფო’’

·        „უარის თქმის’’ უფლების აკრძალვა  გამომდინარეობს „სამკვიდროს’’ სტატუსის განსაკუთრებულობიდან.

·        კერძოდ, “ბეითალმანი[უპატრონო ქონების’მემკვიდრე არ შეიძლება ვინმე იყოს „სახელმწიფოს შემდეგ’’[რადგან „მომდევნო რიგის’’მემკვიდრე უბრალოდ  აღარ არსებობს]

·        ამიტომ,„კანონით მემკვიდრეობისას“სახელმწიფომ’’ აუცილებლად უნდა მიიღოს „ სამკვიდრო ქონება’’ [„უარს ვერ იტყვის’’]

 

              მუხლი 1444. სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე

 +

სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე [კანონით] გადავიდა.

 

 

       1.12 „უარის თქმის’’ დაუშვებლობა სანოტარო ორგანოშიგანცხადების’’ შეტანის შემდეგ

 

·        „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა’’ არ დაიშვება მას შემდეგ,რაც მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით შეიტანა განცხადება „სამკვიდროს მიღების შესახებ’’

·        ეს „განცხადება’’  თურეგისტრირებულია,მისი უარყოფა არ შეიძლება თუნდაც იმ დროში,რაც დადგენილია სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისთვის.[3 თვე]

·        ასევე არ შეიძლება „უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე’,თუ მემკვიდრემ უკვე მიმართა „სანოტარო ორგანოსსამკვიდრო მოწმობის’’  მიღების თაობაზე.

·        ასეთ შემთხვევებში „თავის არიდება სამკვიდროს მიღებაზე’’   „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ტოლფასია

 

მუხლი 1445. უარის თქმის დაუშვებლობა სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის შემდეგ

 +

არ დაიშვება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე’’ მას შემდეგ, რაც მემკვიდრემ სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს ან სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ.

 

 

1.13.  უარის’’ შეუქცევადობ  სანოტარო ორგანოშიგანცხადების’’ შეტანის შემდეგ  და  უარი’’  სამკვიდროსფაქტობრივი ფლობისას’’ 

 

·        მემკვიდრის „განცხადებაში’’ გამოხატული ნება „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის’’ შესახებ „შეუქცევადია’’[!]

·        ეს იმას ნიშნავს,რომ „ერთხელ გამოხატული ნება’’,როგორც გარიგება „ძალაში შევიდა’’ და მისი „გაუქმება’’ აღარ  შეიძლება.

·        უფრო მეტიც,მემკვიდრეს არ შეუძლია“უარის თქმის განცხადებაში’’ ცვლილებების შეტანაც კი

·        მაგ. თუ „განცხადებაში’’ მემკვიდრემ „უარი  თქვა სამკვიდროს მიღებაზე ზოგადად’’,არ შიძლება ამის შემდეგ მოითხოვოს ამ “უარის კონკრეტული ვინმეს სასარგებლოდ გამოხატვა’’

·         მემკვიდრეს,რომელმაც „განცხადებით’’ მიმართა „სანოტარო ბიუროს’’ „სამკვიდროს მიღების’’ შესახებ ,უფლება არ აქვს შემდეგ „უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე’’

 

მაგრამ  ,თუ მემკვიდრემ „სამკვიდრო ქონების’’ „ფაქტობრივი დაუფლებით’’ ,ან „ფაქტობრივი მართვის’’ დაწყებით გამოხატა  თანხმობა „სამკვიდროს მიღებაზე’’,ეს არ ჩაეთვლება“შეუქცევად’’ „ნების გამოხატვად’’ და მას „სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში’’[6 თვე] ყოველთვის შეუძლია „უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე’’

 მუხლი 1447. უარი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისას

 +

მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.

 

·        მაგრამ „სამკვიდროს მიღებაზე უარის სათქმელად’’  მემკვიდრემ[რომელიც „ფაქტიურად შეუდგა ფლობას ან მართვას და მერე გადაიფიქრა]  აუცილებელია „განცხადებით’’ მიმართოს „სანოტარო ბიუროს’’[ეს წესი უნდა დაიცვას აუცილებლად]

·        „სამკვიდრო ქონების’’“ფაქტობრივი ფლობა ,ამ მართვა’’,ამ შემთხვევაში,შეიძლება ჩაითვალოს-მემკვიდრის „ნების წინასწარ გამოვლინებად’’,რომელიც ძალაში მხოლოდ მაშინ დარჩება,თუ „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ’’ ოფიციალურად „არ განაცხადებს’’

·        „სანოტარო ბიუროსადმი’’ „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ’’ განცხადებით მიმართვა’ „აბათილებს’’ „ფაქტობრივი ფლობის’’ და „ფაქტობრივი მართვის’’ ფორმით[ანუ კონკლუდენტურიმოქმედებებით]  გამოხატულ წიმასწარ „თანხმობას’’ „სამკვიდროს მიღების’’ შესახებ

 

 

1.14 „სამკვიდროზე მიღებაზე  უარის თქმის’’ უფლების გადასვლამემკვიდრეობით’’

 

·        „სამკვიდროს მიღებაზე  უარის თქმის უფლება’’,ისე როგორც „სამკვიდროს მიღების   უფლება’’- „მემკვიდრეობით გადადის’’

 

ეს კონკრეტულ გამოხატულებას იმაში პოულობს,რომ მემკვიდრის მეკმვიდრესაც აქვს უფლება უარი თქვას იმ  წილის მიღებაზე,რომელიც გარდაცვლილ მემკვიდრეს ეკუთვნოდა.

·        ამასთან,თუ მემკვიდრე გარდაიცვალა „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისთვის დადგენილი 3 თვიანი ვადის  გასვლამდე“,მაშინ ეს ვადა არ დასრულდება დარჩენილი დროის ამოწურვამდე.

 

მაგალითად, მემკვიდრე გარდაიცვალა ორი თვის შემდეგ იმ დღიდან,რაც მან შეიტყო სამკვიდროს მისაღებად თავისი მოწვევის[დაბარების] შესახებ . რადგან სწორედ შეტყობინების მიღების  დღიდან იწყება მემკვიდრისთვის სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის სამთვიანი ვადა ამიტომ, გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეს დარჩენილი ერთი თვის ვადაში „შეეძლება’’  უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე.

·        ამასთან, თუ გარდაცვლილ მემკვიდრეს „რამდენიმე მემკვიდრე’’ დარჩა,თითოეულს შეუძლია უარი თქვას მხოლოდ მის წილზე სამკვიდრო ქონებაში.

·        ერთი მემკვდრის უარი არ ნიშნავს სხვა მემკვიდრეების უარს.

 

 

               მუხლი 1448. უარის თქმის უფლების გადასვლა მემკვიდრეობით

 +

1. სამკვიდროზე უარის თქმის უფლება გადადის მემკვიდრეობით.

2. თუ მემკვიდრე გარდაიცვლება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე, მაშინ ეს ვადა არ დასრულდება იმ დროის გასვლამდე, რაც დარჩა მემკვიდრის შემდეგ.

3. გარდაცვლილი მემკვიდრის რამდენიმე მემკვიდრიდან თითოეულს შეუძლია უარი თქვას მხოლოდ მის სამკვიდრო წილზე.

 

1.15. „სამკვიდროზე უარის თქმა’’ „წარმომადგენლის’’ მეშვეობით

·        „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა’’,ჩვეულებრივ,თავად „მემკვიდრის’’ მიერ ხორციელდება

·        მაგრამ  შესაძლებელია,ეს უფლება მან „წარმომადგენლის’’ მეშვეობითაც გამოხატოს.

·        ამისათვის აუცილებელია მემკვიდრის მიერ გაცემულ „მინდობილობაში’’ სპეციალურად იყოს მითითება იმის შესახებ,რომ წარმომადგენელს გააჩნია „სამკვიდროს მიღებაზე უარის ტქმის’’ რწმუნება.

·        ასეთი მითითების გარეშე“წარმონადგენელი’’ ამ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში[ანუ „სამკვიდროზე უარის თქმაში’’] ვერ შეცვლის მემკვიდრეს.

·        თუ მემკვიდრე „ქმედუუნაროა’’,“შეზღუდულქმედუნარიანია’’ ან „მხარდაჭერის მიმღებია’’ სამკვიდროს მიღებაზე „უარის თქმა’’ დასაშვებია- „სასამართლოს ნებართვით’’

 

 მუხლი 1449. სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით

 +

სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით შესაძლებელია, თუ დავალებაში (მინდობილობაში) სპეციალურად არის გათვალისწინებული უფლებამოსილება უარის თქმის შესახებ.

 

 

1.16. „სამკვიდროს მიღებაზე’’  შედავების ვადა

 

·        „სამკვიდროს მიღებაზე’’ „თანხმობა’’ ან „უარი’’ შეიძლება „სადავო ‘’ გახდეს

·        „დაინტერესებულმა პირებმა’’ კანონიტ „განსაზღვრულ ვადაში’’ უნდა მიმართონ სასამართლოს

·        ასეთი  „განსაზღვრული ვადა’’  არის 2 თვე იმ დდღიდან,რაც „დაინტერესებულმა პირებმა“ ანუ „სხვა მემკვიდრეებმა’’ან „ სხვა მემკვიდრეების ნათესავებმა’’ ან „სხვა მემკვიდრეების მეურვეებმა’’ ან „სხვა მემკვიდრეების მზრუნველებმა’’ ან „სხვა დაინტერესებულმა პირებმა’’-შეიტვყვეს,რომ „შედავებისთვის’’  არსებობს - „სათანადო საფუძველი’’

 

  მუხლი 1450. სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა

 +

სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

 

 

1,17. „სამკვიდროს მიღების’’ ანმასზე უარის თმის’’  სამართლებრივი შედეგის დადგომის დრო

 

·        „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში’’,[მიუხედავად იმისა,თუ „უარის თქმისთვის დადგენილი ვადის ‘’ [3 თვის]განმავლობაში როდის იყო ეს უარი გამოთქმული,] “სამკვიდროს მიღების’’ უფლება „წყდება’’[ესაა „შედეგი’’  „სამკვიდროს  მიღებაზე უარის თმისას’’ ] - „სამკვიდროს გახსნის’’ მომენტიდან

·        „სამკვიდროს მიღების შემთხვევაში’’,[მიუხედავად იმისა,თუ „მიღებისთვის  დადგენილი ვადის ‘’ განმავლობაში[6 თვე]  როდის იყო „თანხმობა’’  გამოთქმული,] “სამკვიდროს მიღების’’ უფლება „წარმოიშობა’’  [ესაა „შედეგი’’-   „სამკვიდროს მიღებისას’’  ] - „სამკვიდროს გახსნის’’ მომენტიდან

·         

 

    მუხლი 1451. სამკვიდროს მიღების სამართლებრივი შედეგების დადგომის დრო

 

სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები’’ დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები