„სამკვიდროს მიღება’’ [სამოქალაქო კოდექსის 1421-1433-ე მუხლები]

 

   

სარჩევი:

1.1„სამკვიდროს მიღების’’ ანსამკვიდროზე  უარის თქმის’’ უფლება. 1

1.2„სამკვიდროს მიღების’’ უფლების განხორციელების გზები. 2

)რას მიშნავსსამკვიდრო ქონების’’ ფაქტობრივი ფლობა’’  ? 3

)რას ნიშნავსსამკვიდრო ქონების’’ ფაქტობრივი მართვა. 3

)  სამკვიდრო ქონების ‘’  ნაწილის’’ ფაქტობრივიფლობა’’ 3

)“სამკვიდროდან   წილის მიღებაზე უარის თქმა  სხვა მემკვიდრის’’ სასარგებლოდ.. 4

1.3„ქმედუუნარო’’ ,“ შეზღუდულქმედუნარიანი’’  დამხარდაჭერის მიმღები პირების’’  მიერ სამკვიდროს  მიღება. 5

1.4 „სამკვიდროს მიღების’’  ექვსთვიანი ვადა[აქვთ პირველი რიგის მემკვიდრეებს] 6

1.5. „სამკვიდროს მიღების’’  სამსთვიანი  სპეციალური’’ ვადა[აქვთ ბოლო  რიგის მემკვიდრეებს] 7

1.6 „სამკვიდროს მიღების’’  ექვსთვიანი ვადის  გაგრძელება’’ 7

1.7 უფლებასარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე’’ 9

1.8  სამკვიდროს’’ ცალკეული ნივთების გაყიდვის შედეგები. 10

1.9 „სამკვიდროს’’ განკარგვის დაუშვებლობა. 11

1.10  მემკვიდრეობითი ‘’ ტრანსმისია [ანუ გადაცემა, გადასვლა] 12

1.11 „მემკვიდრეობითი ტრანმისიით’’ სამკვიდროს მიღებაზე უარის -„შედეგები’’ 15

1.12  სამკვიდროსაღწერა’’ 16

1.13 „საკუთრების უფლების’’ წარმოშობასამკვიდროზე’’ 16

 

 

1.1სამკვიდროს მიღების’’ ანსამკვიდროზე  უარის თქმის’’ უფლება

 

·        „სამკვიდროს გახსნის მომენტში წარმოიშობა „სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობები’’

·        „სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობებში’’ შედის მეკმვიდრის უფლებები  ა)„მიიღოს სამკვიდრო ქონება’’  ან ბ)„უარი თქვას სამკვიდრო ქონების მიღებაზე’’

·        „სამკვიდროს მიღების’’ ან „სამკვიდროზე  უარის თქმის’’ უფლებები  მემკვიდრეეს წარმეშობა მისი „ნების’’ გარეშე,“მამკვიდრებლის გარდაცვალების’’ საფუძველზე.

·        მემკვიდრესთან ამ „უფლებების ’’ წარმოშობა  არ ნიშნავს იმას, რომ ის „სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების’’ – „სუბიექტი ‘’ გახდა

·        მაგ. იმისათვის ,რომ მემკვიდრე გახდეს მამკვიდრებლის უფლებების და მოვალეობების მატარებელი [სუბიექტი]  მან უნდა „მიიღოს’’  გარდაცვლილი მამკვიდრებლის „სამკვიდრო ქონება’’

 

·        „სამკვიდროს მიღება’’ არის  -„მემკვიდრედ მოწოდებული პირის’’ „ნების გამოხატვა’’ –„სამემკვიდრეო-სამართლებრივ ურთიერთობებში’’  შესვლის  შესახებ[ცნება- საზეპირო]

 

·        სწორედ ასეთი „ნების გამოხატვის’’ მომენტიდან[ანუ „სამკვიდროს მიღების’’ მომენტიდან] ხდება  მემკვიდრე : ა)“სამკვიდრო ქონების მესაკუთრე’’ და ბ)მამკვიდრებლის უფლებების და მოვალეობების მატარებლი[ანუ  კრედიტორი და მოვალე]

·        სწორედ „სამკვიდროს მიღების’’ მომენტიდან ითვლება  „მემკვიდრედ მოწოდებული პირი’’  „სამემკვიდრეო სამართლის’’-„სუბიექტად’’

 

 

ხხხხ

·        ყურადღება:

„სამკვიდრო ქონების’’  „მიღება’’ შეუძლია მხოლოდ იმ  პირს ,რომელიც არის მაკვიდრებლის  ან  „კანონით მემკვიდრე’’[!]  ან „ანდერძით მემკვიდრე’’ [!][ანუ  მხოლოდ ესენი არიან „უფლებამოსილი პირები’’ „სამკვიდროს მიღებაზე’’]

 

მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება

 

1.     სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

 

 

 

1.2სამკვიდროს მიღების’’ უფლების განხორციელების გზები

 

·        „სამკვიდროს მიღების’’ უფლების განხორციელება პირმა შეიძლება მოახდინოს სამნაირად:

a.    „ნების პირდაპირი გამოვლენით’’,როდესაც უფლებამოსილი პირი“სამკვიდროს გახსნის ადგილის’’ მიხედვით „სანოტარო ბიუროში’’ შეიტანს განცხადებას „სამკვიდროს მიღების’’ შესახებ.

b.    „კონკლუდენტური მოქმედებით’’[რაც „დაადასტურებს’’ უფლებამოსილი პირის სურვილს „სამკვიდროს მიღების’’ თაობაზე][„კონკლუდენტური მოქმედება’’ გამოიხატება იმაში,რომ უფლებამოსილი პირი შეუდგება  იმ ქონების ფაქტობრივ „ფლობას’’ და „მართვას’’,რომლითაც  მამკვიდრებელთან ერთად სარგებლობდა მის სიცოცხლეში]

c.      „სამკვიდროს გაყოფის’’ თაობაზე სარჩელის[იხ. ამაზე ცალკე ფაილი   სასამართლოში შეტანით

 

)რას მიშნავსსამკვიდრო ქონების’’ ფაქტობრივი ფლობა’’  ?

·        სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ „ფლობაში’’ იგულისხმება მაგ. დაკავება იმ საცხოვრებელი სახლისა,რომელშიც მემკვიდრე მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა;

·        ასევე,მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების თავის საცხვრებელ ადგილზე გადატანა

·        ასევე ,მამკვიდრებლის “ფასიანი ქაღალდების’’ მემკვიდრის მიერ თავისთან ან  სხვაგან  შენახვა და სხვა

 

)რას ნიშნავსსამკვიდრო ქონების’’ ფაქტობრივი მართვა

·        „სამკვიდრო ქონების’’  ფაქტობრივი „მართვაა’’ ისეთი შემთხვევა,როცა მემკვიდრე მართალია,“არ ფლობს’’  სამკვიდრო ქონებას,მაგრამ მისი მოქმედებით დასტურდება,რომ თავისად მიიჩნევს- მაგ .“ იხდის ქონების გადასახადს’’,“განკარგავს ამ ქონებიდან მიღებულ შემოსავალს’’ და სხვა.

 

    მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება

 

2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი ა)სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ბ)ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

 

)  სამკვიდრო ქონების ‘’  ნაწილის’’ ფაქტობრივიფლობა’’

 

·        „სამკვიდროს მიღების’’ აქტი „უნივერსალურ’’[ყოვლის მომცველ] ხასიათს ატარებს,

·        ეს „უნივერსალურობა’’ იმას ნიშნავს,რომ უფლებამოსილი პირის მიერ “სამკვიდროს მიღება’’ ვრცელდება „მთელ’’ სამკვიდრო ქონებაზე,რაშიც არ უნდა იყოს ეს ქონება გამოხატული და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი

·        ამდენად,თუ „სამკვიდრო ქონება’’ სხვადასხვა ადგილზე იმყოფება,მაშინ „სამკვიდროს გახსნის ადგილის’’ მიხედვით „სამკვიდროს მიღება’’ ნიშნავს“სხვა ადგილებზე არსებული ქონების’’ – „მიღებასაც’’

·        დაიმახსოვრე:“სამკვიდროს მიღებისას’’ მემკვიდრეს შეიძლება სრული წარმოდგენა არ ჰქონდეს სამკვიდრო სამკვიდრო ქონებისზუსტ შემადგენლობაზე.ამიტომ,თუ მემკვიდრე  ფატობრივად შეუდგა სამკვიდროს „ნაწილის’’ ფლობას,ითვლება,რომ მან „მთლიანად მიიღო სამკვიდრო’’[ანუ  სხვა სიტყვებით -სამკვიდროს „ნაწილის’’ მიღება ნიშნავს „მთელი ‘’ სამკვიდროს მიღებას]

 

    მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება

 1

3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

)“სამკვიდროდან   წილის მიღებაზე უარის თქმა  სხვა მემკვიდრის’’ სასარგებლოდ’’

 

·        ხოლო  , თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან   წილის მიღებაზე უარს იტყვის „სხვა მემკვიდრის’’ სასარგებლოდ[მაგ დედა შვილის სასარგებლოდ], ჩაითვლება , რომ იგი[დედა] თანახმაა სამკვიდროს „სხვა წილის’’[უფრო მცირე წილის  ან ნულოვანი წილის  ]  მიღებაზე და და ეს კი მაინც  „სამკვიდროს მიღებას’’ ნიშნავს.

 

    მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება

 1

4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება[ანუ სხვის სასარგებლოდ უარის თქმა] ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.

 

ყურადღება:

·        „სამკვიდროს მიღება’’ მემკვიდრის მიერ  „უპირობო ‘’ ხასიათის აქტია.

·        ეს იმას ნიშნავს,რომ მემკვიდრის მიერ „სამკვიდროს მიღება’’ რაიმე „პირობით’’ ან „დათქმით’’ არ დაიშვება

·        ასევე  არ შეიძლება მემკვიდრეების მიერ მისთვის კანონიტ ან ანდერძით  მიკუთვნებული   „წილიდან ’’[აქტივების და პასივების ერთობლიობიდან ]   რაღაც „ნაწილების’’ გამორჩევა და მხოლოდ მათი  მიღება’’

 

    მუხლი 1435. სამკვიდროს ნაწილობრივ მიღების დაუშვებლობა

 +

1. არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით.

2. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე.

 

 

·        ყურადღება: „სამკვიდროს მიღებას’’ გააჩნია:  ა) „შეუქცევადი’’ და ბ)“უკუქცევითი’’  ხასიათი

·        თუ მემკვიდრემ „სამკვიდროს მიღების’’ თაობაზე  განცხადებით მიმართა „სანოტარო ბიუროს’’ და ეს განცხადება უკვე „რეგისტრაციაში’’ გატარდა,ითვლება ,რომ განმცხადებლის მიერ „სამკვიდრო მიღებულია’’. ამ „განცხადების’’ უკანგამოთხოვა  არ შეიძლება,ანუ „სამკვიდროს მიღება’’ ძალაშია.[ესაა „მიღების’’ შეუქცევადობა]

·        ამასთნ ეს „სამკვიდროს მიღება’’  ძალაშია არა „სამკვიდროს მიღების’’ აქტის დაფიქსირებიდან [ანუ  სანოტარო ბიუროში „განცხადების’’ რეგისტრაციის მომენტიდან] .არამედ „სამკვიდროს გახსნის მომენტიდან’’[ესაა“მიღების’’  უკუქცევითობა]

 

1.3„ქმედუუნარო’’ ,“ შეზღუდულქმედუნარიანი’’  დამხარდაჭერის მიმღები პირების’’  მიერ სამკვიდროს  მიღება

 

·        „სამკვიდროს მიღება’’ ან „უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე’’  „ნების ცალმხრივი გამოვლენის’’  საფუძველზე ხდება.

·        ამიტომ ,  „სამკვიდროს’’ მიღება-არ მიღების   საკითხებზე „ნების ცალმხრივი გამოვლენის’’   ნამდვილობისთვის’’ აუცილებელია  მემკვიდრე’’ იყოს „ქმედუნარიანი’’

·        „ქმედუნარიან’’ მემკვიდრეს შეუძლია „სამკვიდრო მიიღოს’’  ან „პირადად’’, ან „წარმომადგენლის ‘’ მეშვეობით.[ამასთან,წარმომადგენელს  აუცილებლად უნდა ჰქონდეს „სამკვიდროს მიღების’’ რწმუნებბა]

·        თუ მემკვიდრე „შეზღუდულქმედუნარიანია’’ იგი სამკვიდროს მიიღებს“კანონიერი წარმომადგენლის ‘’ მეშვეობით

·        როგორც ვიცით,შვიდ წლამდე ქმედუუნარო პირის[მეკვიდრის]  „კანონიერი წარმომადგენელი’’ მისი მშობელია ან მეურვე  და ისინი „მიიღენბენ სამკვიდროს’’  მისი სახელით

 

 მუხლი 1423. სამკვიდროს მიღება წარმომადგენლის მეშვეობით

 

სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

 

·         შვიდიდან თორმეტ წლამდე მემკვიდრეს თვითონ შეუძლია მიიღოს სამკვიდრო. თუმცა, ამისთვის მას ესაჭიროება“’მშობლის’’ ან „მზრუნველის’’ თანხმობა[შესაძლებელია „თანხმობა’’ არ იყოს საჭირო,თუ აშკარაა,რომ   “სამკვიდროს მიღება’’ ეზღუდულქმედუნარიანი მემკვიდრისთვის  სარგებლის მომტანია]

·        ყურადღება: მაგრამ თუ მიღებული სამკვიდრო ქონება  მამკვიდრებლის „ვალების’’ გასტუმრებასაც არ ყოფნის,მაშინ “სამკვიდროს მიღების’’ საკითხი ეზღუდულქმედუნარიანმა მემკვიდრემ  დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტოს,ერთაოზ ბრეგვაძესავით ფილმი  „შერეკილები’’

·        ჩვეულებრივ, კეთილსინდისიერი „მზრუნველი’’ ასეთ დროს „თანხმობას’’ არ მისცემს „სამკვიდროს მიღებაზე’’ შვიდიდან-12 წლამდე მოზარდს,რადგან შემდეგ მას უკვე  თავისი სხვა ქონებიდან მოუწევს მამკვიდრებლის ვალების გასტუმრება,რადგან სამკვიდრო ამ ვალებს ვერ ფარავს

·        „მხარდაჭერის მიმღები’’ კი  „სამკვიდროს მიიღრებს’’ „’მხარდამჭერის’’ დახმარებით

 

 მუხლი 1422. ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება 

 +

 

1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით.

2. მხარდაჭერის მიმღები სამკვიდროს იღებს მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.

 

 

1.4 „სამკვიდროს მიღების’’  ექვსთვიანი ვადა[აქვთ პირველი რიგის მემკვიდრეებს]

 

·        ყურადღება: მემკვიდრის მიერ „სამკვიდროს მიღება’’ უნდა მოხდეს კანონით განსაზღვრულ დროში[!] [ეს დაიმახსოვრე]

 

 მუხლი 1424. სამკვიდროს მიღების ვადა

 +

სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

·        მემკვიდრემ  სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში  ან  უნდა მიმართოს „სანოტარო ბიუროს’’ განცხადებით „სამკვიდროს მიღების თაობაზე’’  ან შეასრულოს „სამკვიდროს მიღების’’  დამადასტურებელი მოქმედებები[სამკვიდრო ქონების „ფლობა’’ ან „მართვა’’ იხ. ზემოთ]

·        ეს „სამკვიდროს მიღების’’ ექვსთვიანი ვადა  არის  ე.წ. „პრეკლუზიური ვადა’’[ანუ ამ ვადის გაშვებით  მემკვიდრეს შეწუყდება სამკვიდროს „თვითმიღების’’ უფლება [ანუ შეუწყდება განცხადების სანოტარო ბიუროში შეტანით ან  სამკვიდრო ქონების „ფლობით’’ და „მართვით’’ მიღების უფლება][და მოუწევს მერე სასამართლო წესით დავა]

1.5. „სამკვიდროს მიღების’’  სამსთვიანი  სპეციალური’’ ვადა[აქვთ ბოლო  რიგის მემკვიდრეებს]

 

·        „სამკვიდროს მიღების’’ ვადაზე არ მოქმედებს „სასარჩელო ხანდაზმულობის ვადისთვის’’ დამახასიათებელი- ა)დაწყების,ბ)შეჩერების,გ)შეწყვეტის და დ)აღდგენის -წესები[!]

·        მაგრამ რაიმე „ობიექტური გარემოება’’ ან „“საპატიო მიზეზი’’  შეიძლება „სამკვიდროს მიღების’’ ვადის „გაგრძელების’’ საფუძველი გახდეს.

·        1425-ე მუხლის თანახმად : „ თუ მემკვიდრეს   „სამკვიდროს მიღების უფლება’’ წარმოეშვა მოგვიანებით,“სამკვიდროს გახსნიდან’’ რამდენიმე თვის შემდეგ,იმის გამო რომ „წინა რიგის მემკვიდრეებმა’’  „უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე’,“სამკვიდროს მიღება’’ [ბოლო რიგის მემკვიდრის  მიერ] უნდა მოხდეს ექვსთვიანი ვადის „დარჩენილი დროის  განმავლობაში.

ხოლო თუ ეს დარჩენილი დრო „სამ თვეზე ნაკლებია’’,“სამკვიდროს მიღების’’ ვადა  გაგრძელდება „სამ თვემდე’’

·         ანუ 1425-ე მუხლის  დანაწესის თანახმად  ამ  „ბოლო  რიგის მემკვიდრეს’’ „სამკვიდროს მისაღებად’’ მინიმუმ „სამთვიანი ვადა’’ გარანტირებული აქვს

·        „სამკვიდროს მიღების უფლება,  „ბოლო რიგის მემკვიდრეს’’  “სამთვიანი ვადის დაწყების წინა პერიოდში წარმოეშობა’’ და არა „მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან’’.

·        „ბოლო რიგის მემკვიდრისთვის ’’  „სამკვიდროს მისაღებად’’ 1425-ე მუხლით გარანტირებულ „სამთვიან ვადას’’- „სამკვიდროს მიღების’’ „სპეციალურ ვადას’’ უწოდებენ

 

    მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა

 +

თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში, ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, – გაგრძელებულ იქნეს სამ თვემდე.

 

1.6 „სამკვიდროს მიღების’’  ექვსთვიანი ვადის  გაგრძელება’’

 

·        „სამკვიდროს მიღების’’ ექვსთვიანი ვადა  „საპატიო მიზეზების’’ არსებობის შემთხვევაში შეიძლება „გააგრძელოს’’ სასამართლომ

·        ამასთან,წინასწარ არ არის განსაზღვრული,თუ რომელი „მიზეზი’’ უმდა ჩაითვალოს საპატიოდ.ეს სასამართლოს პრეროგატივაა

·        ყურადღება:  ჩვეულებრივ, როცა სასამართლოში „სამკვიდროს მიღების’’  ექვსთვიანი ვადის  „გაგრძელების’’ საკითხი დგას,იგულისხმება,რომ ა)“სხვა მემკვიდრეებმა’’ „გასულ ექვსთვიან  ვადაში ’’ გადაინაწილეს მოსარჩელეს  წილი  „სამკვიდრო ქონებიდან’’  ან  ბ)მოსარჩელეს  წილი  „სამკვიდრო ქონებიდან’’  არავის გადასცემია და „გადაეცა სახელმწიფოს’’.

·        აქედან გამომდინარე,სასამართლოს მიერ „სამკვიდროს მიღების’’  ექვსთვიანი ვადის  „გაგრძელება’’ სრულებითაც არ ნიშნავს მოსარჩელეს-მემკვიდრისთვის  „სამკვიდროს მისაღებად’’ „დამატებითი დროის დანიშვნას’’

·        არამედ „ვადის გაგრძელებაში’’ იგულისხმება  მხოლოდ  „ის დრო’’,რომელიც გავა „სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის  გასვლიდან’’  -„სასამართლოს მიერ ვადის გაგრძელებაზე სარჩელის განხილვამდე’’

·        ამიტომ,თუ მოსარჩელეს მიერ “ექვსთვიანი ვადის გაშვების’’ მიზეზს სასამართლო „საპატიოდ ჩათვლის’’ მაშინ  ასევე დადებითად გადაწყვეტს  სამკვიდროში მოსრჩელეს „წილ’’ ქონებაზე  მისი უფლების „ცნობის’’ საკითხსაც.

·        თუ მოსარჩელეს მიერ “ექვსთვიანი ვადის გაშვების’’ მიზეზს სასამართლო „არასაპატიოდ ჩათვლის’’,მაშინ აღარც  მოსარჩელის „მემკვიდრედ ცნობის საკითხი’’ განიხილება,რადგან ექვსთვიანი ვადის გასვლა ავტომატურად  წყვეტს „სამკვიდროს მიღების’’ უფლებას

 

    მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

 +

1. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი[ექვსთვიანი] ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული.

 

·        სასამართლოს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძლების „შედეგად’

„ვადის გამშვებ მემკვიდრეს’’ მისი წილი ქონებიდან[რომელიც“ სხვა მემკვიდრეებმაგაინაწილეს’’  ან „გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში’’] „ნატურით’’ უნდა დაუბრუნდეს ის, „რაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია’’,დანარჩენი ნაწილი კი [რომელიც უკვე აღარ არსებობს] ,უნდა აუნაზღაურდეს მისი ღირებულების ოდენობით. ამასტან ,„ანაზღაურების ‘’ თანხაში არ უნდა შევიდეს „ნატურით ‘’ დაბრუნებული ნივტების“ცვეთის’’ ან „შემთხვევით გაფუჭების’’ საზღაური და სხვა

 

სხვა მემკვიდრეები „არ არიან ვალდებულნი’’ „ვადის გამშვებ მემკვიდრეს’’ სამკვიდრო ქონებასთან ერთად დაუბრუნონ ის „შემოსავალი’’,რომელიც მათ მიიღეს „ვადის გამშვები მემკვიდრის ქონებიდან’’ მათ მფლობელობაში ამ ქონების ყოფნის პერიოდში[თუ ეს „მფლობელობა’’ მართლზომიერად ითვლებოდა]

 

ხხხხხხ

 

·        „სამკვიდროს მიღების 6 -თვიანი ვადის გაშვების  შემდეგ,ზოგჯერ „დსასამართლოსთვის მიმართვა’’ „სამკვიდროს მიღების ვადის გარძელების თაობაზე’’ ზოგჯერ შეიძლება არც კი გახდეს საჭირო.

·        ამას მაშინ ექნება ადგილი,როცა ყველა „სხვა მემკვიდრე’’ თანახმაა,მათ მიერ მიღებული „სამკვიდრო ქონების წილიდან’’ „ვადის გამშვებ მემკვიდრეს’’ გამოუყონ მისთვის კუთვნილი ქონება.“ვადის გამშვებმემკვიდრესტამ’’ ასეთი „შეთანხმება’’ ,მის მიერ „სამკვიდროს მიღებად’’ ჩაითვლება

 

    მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

 +

1. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

2. თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს[გადაინაწილეს], ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.

 

1.7 უფლებასარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე’’

 

·        სამკვიდრო ქონების „ადრინდელი მფლობელების’’[ან ანდერძით მემკვიდრის ან კანონით მემკვიდრის]  „ქონებრივი ვალდებულებებისგან განთავისუფლების საფუძვლებს’’ განსაზღვრავს 1428-ე მუხლი[სამოქალაქო კოდექსის]

·        თუ  სამკვიდრო ქონების უკან გამოთხოვის სარჩელი დაუკმაყოფილდება ნამდვილ’’  „კანონისმიერ ან ადერძისმიერ მემკვიდრეს’,მაშინ ამ ქონების „ადრინდელ კეთილსინდისიერ მფლობელებს’’უფლება აქვთ დაიტოვონის „შემოსავალი’’,რაც მათ უკვე მიიღეს მათ წინააღმდეგ სარჩელის აღძვრამდე.

·        კერძოდ,“შემოსავლის დატოვება’’ მათ შეუძლიათ    შემდეგ შემთხვევებში:

1)     სამკვიდრო ქონების „ადრინდელი მფლობელემა’’ კანონით მემკვიდრემ’’,რომელიც შეუდგა  სამკვიდროს ფლობას,არ იცოდა „ანდერძის’’ არსებობის შესახებ.“ანდერძით’’ კი ეს ქონება მამკვიდრებელმა თურმე  „სხვას’’ დაუტოვა[ანუ იმას ვინც ახლა  სარჩელი შეიტანა]

2)     სამკვიდრო ქონების „ადრინდელი მფლობელემა’’ „ანდერძით მემკვიდრემ’’,რომელმაც სამკვიდრო მიიღო,არ იცოდა მის სასრგებლოდ დატოვებული   „ანდერძის’’ ბათილობის საფუძვლების არსებობის შესახებ.ეს საფუძვლები კი შემდეგში „ანდერძის’’ გაბათილების მიზეზი გახდა.

3)     სამკვიდრო ქონების „ადრინდელი მფლობელემა’’ „კანონით მემკვიდრემ’’ არ იცოდა „წინა რიგის მემკვიდრის’’ არსებობის შესახებ და ისე შეუდგა სამკვიდროს „ფაქტობრივ ფლობას’’შემდეგ კი აღმოჩნდა,რომ თვითონ ყოფილა „მე-2 რიგის მემკვიდრე’’ და არ დაელოდა საზღვარგარეთ წასული „პირველი რიგის მემკვიდრის’’ მიერ სამკვიდროს მიღებას ,ისე დაეულფა „სამკვიდროს’’

4)     სამკვიდრო ქონების „ადრინდელი მფლობელემა’’ „ანდერძით მემკვიდრემ’’ არ იცოდა „სხვა ანდერძის ‘’ არსებობის სესახებ.“სამკვიდროს მიღების’’ შემდეგ კი  აღმოჩნდა ,რომ არსებობს „ახალი ანდერძი’’,რომლითაც „გაუქმებულიიყო ‘’ მისი მემკვიდრეობა

 

ყურადრება:

ყველა ამ შემთხვევაში „სამკვიდრო ქონების ‘’ „ფლობა’’- კეთილსინდისიერია ,მაგრამ  არამართლზომიერია[!]

ამიტომ,“ნამდვილ მემკვიდრეებს’’ უფლება აქვტ მიმართონ სასამართლოს სარჩელით  და მოითხოვონ სამკვიდრო ქონების „გარკვეულ ნაწილზე’’ –„მემკვიდრეობის უფლების’’ აღდგენა [და სამკვიდრო  ქონების გარკვეული ნაწილის   მათთვის გადაცემა]

             

  ყურადღება:

·        „სამკვიდრო ქონების’’ კეთილსინდისიერ  ,მაგრამ  არამართლზომიერ  „მფლობელებს ’’ გარდა  ამ ქონებიდან უკვე მიღებული „შემოსავლის’’ დატოვების უფლებისა,უფლება აქვთ მოითხოვონ „ნამდვილი მემკვიდრისაგან’’ ის თანხები,რომლებიც  მათ დაახარჯეს „სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობას’’ [ანუ „დააბანდეს’’[ანუ „ჩადეს’’ სამკვიდროში]

ასეთი  მოთხოვნის  საფუძველი არის “სამკვიდრო ქონების’’   ა) „შეცდომით მიღება’’ და ბ)მიმღების „ბრალის’’ არარსებობა

 

 მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე

 +

თუ კანონით მემკვიდრე, რომელმაც არ იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, შეუდგა სამკვიდროს ფლობას, ხოლო ანდერძით მემკვიდრემ არ იცოდა ანდერძის ბათილობის შესახებ, ან, თუ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეებმა არ იცოდნენ სხვა უფრო ახლო კანონით მემკვიდრეების ან სხვა ანდერძის არსებობის შესახებ, მაშინ მათ დარჩებათ შემოსავალი, რაც სამკვიდროდან მიიღეს სარჩელის აღძვრამდე; მათ უფლება აქვთ აგრეთვე მოითხოვონ მთელი კაპიტალი, რაც სამკვიდროში დააბანდეს.

 

1.8  სამკვიდროს’’ ცალკეული ნივთების გაყიდვის შედეგები

 

·        ყურადღება: „სამკვიდრო ქონების ‘’ „შეცდომით მიმღებმა’’,თუ ზოგიერთი ნივთი „სასამართლოში დავის აღძვრამდე უკვე გაყიდა’’,მაშინ „ნასყიდობის ხელსეკრულება’’ არ უნდა გაბათილდეს[!] რადგან ამ შემთხვევაში „მყიდველი’’ და „გამყიდველიც’’ კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ;

·        მაგრამ „გამყიდველმა’’[ანუ  სამკვიდრო ქონების შეცდომით მიმღებმა,კეთილსინდისიერმა მაგრამ არამართლზომიერმა მფლობელმა] გაყიდული ნივთის ღირებულება „ნამდვილ მემკვიდრეს’’  აუცილებლად უნდა გადაუხადოს[!]

·        ხოლო თუკი სასამართლოში დავის აღძვრის შემდეგ გაიყიდა სამკვიდროში შემავალი რომელიმე ნივთი,“ნასყიდობის ხელშეკრულება’’ -აუცილებლად უნდა გაბათილდეს[!][რადგან ამ შემთხვევაში „გამყიდველი’’ კეთილსინდისიერად არ მოქმედებს]

 

   მუხლი 1429. სამკვიდროს ცალკეული ნივთების გაყიდვის შედეგები

 +

თუ სამკვიდროში შემავალი ნივთები გაიყიდება დავის აღძვრამდე, მაშინ ნასყიდობა ნამდვილად ჩაითვლება და ძალაში დარჩება, ხოლო ნივთების გაყიდვით მიღებული თანხა გადაეცემა ნამდვილ მემკვიდრეს.

 

 

 

1.9 „სამკვიდროს’’ განკარგვის დაუშვებლობა

 

·        „მემკვიდრე’’ ,რომელმაც სამკვიდრო მიიღო ,მაგრამ არ დაელოდა „სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას’’ და „სამკვიდრო ქონების’’ –„ფლობას’’ ან „მართვას’’ისე  შეუდგა,არ არის „უფლებამოსილი’’ „განკარგოს’’ სამკვიდრო ქონება  ა)„სამკვიდროს გახსნის დღიდან’’  „ექვსი თვის გასვლამდე’’ ან  ბ)„სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე’’

·        ამ „წესიდან’’ კანონი ითვალისწინებს „გამონაკლისს’:’

ასეთ „მემკვიდრეს’’ შეუძლია მხოლოდ „გაიღოს ხარჯები’’: ა) მამკიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და ბ) დაკრძალვისთვის გ)მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისთვის დ) ხელფასების გასტუმრებისათვის და ე)სამკვიდრო ქონების დაცვა-მარტვისათვის

·        ყურადღება: ეს „ხარჯები’’  პირველ რიგში უნდა დაიფაროს „სამკვიდრო ქონებაში’’ შემავალი „ფულადი სახსრებიდან’’;

ხოლო თუ „სამკვიდროში’’  „ფული’’ არ შედის[არ არის],მაშინ „სხვა ქონებიდან’’[რომელიც შედის „სამკვიდროში’’]

·        ასეთი „ხარჯების გაღება’’ შეიძლება „სამკვიდრო ქონების’’ „შემცირების’’ საფუძველი გახდეს[!]

 

  მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა

 +

მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და სამკვიდროს ფლობას ან მართვას შეუდგება, უფლება არა აქვს განკარგოს სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, გარდა ხარჯებისა მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვის.

 

 

1.10  მემკვიდრეობითი ‘’ ტრანსმისია [ანუ გადაცემა, გადასვლა]

 

·        „სამკვიდროს მიღება’’ ან „სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა’’ მემკვიდრის „ნებელობითი აქტია’’

·        ასეთი „ნებელობითი აქტების’’  დროს ჩანს მემკვიდრის „დამოკიდებულება’’ იმ  უფლება-მოვალეობათა მიმართ,რომელთა პოტენციური მატარებელიც შეიძლება გახდეს[!]

·        ამასთან ,არის შემთხვევები,როცა „სამკვიდროს მიღება’’ “შეუძლებელი ხდება’’[თანაც ეს ხდება მემკვიდრის „ნებისგან’’ დამოუკიდებლად]

·        მაგ. ეს ისეთი შემთხვევაა,როცა „მემკვიდრე „სამკვიდროს გახსნის’’ შემდეგ,მაგრამ „სამკვიდროს მიღებამდე’’  თავადაც გარდაიცვლება’’

·        ასეთ შემთხვევაში ,რადგან მემკვიდრემ „ვერ მოასწრო ‘’ სამკვიდროს მიღება,“მეკვიდრეობის  უფლება’’ „გადავა’’[ან „გაეცემა’’] მემკვიდრის  მემკვიდრეებზე [!]

·        დაიმახსოვრე: „მემკვიდრის გადაცვალების გამო’’  „სამკვიდროს მიღების’’ უფლების „გადასვლას’’ „გარდაცვლილი მემკვიდრის  მემკვიდრეზე’’,“მემკვიდრეობითი ტრანსმისია’’ ეწოდება.

·        გარდაცვლილ „მემკვიდრეს’’,რომლის „მეკვიდრეობის უფლება’’ გადადის „სხვა პირზე’’- „ტრანსმიტენტი’’ ჰქვია

·        პირს,რომელზეც „მემკდრეობით გადადის“სამკვიდრო ქონების’’ მიღების უფლება[ამუ „მეკვიდრეობის უფლება’’]- „ტრანსმისარი’’ ეწოდება

 

მაგ. თუ გარდაიცვალა „მამა’’ და მისი „სამკვიდროს მისაღებად’’ მიიწვიეს“  „შვილი’’,მაგრამ მან „სამკვიდროს მიღება’’ ვერ მოასწრო,ისე გარდაიცვალა „სამკვიდროს მისაღებადდადგენილი 6 თვიანი ვადის გასვლამდე’’,მაშინ მისი „წილი’’ „სამკვიდროს’’ „ მიღების  უფლება’’ გადავა ამ გარდაცვლილი შვილის -მემკვიდრეებზე

 

ამ მაგალიში გარდაცვლილი „შვილი’’ –„ტრანსმიტენტია’’,ხოლო მისი „მემკვიდრე’’- „ტრანსმისარი’’

·        ამრიგად, მემკვიდრეობით -სამართლებრივ ურთიერთობებში „ტრანსმიტენტი’’[გარდაცვლილი მემკვიდრე] „მამკვიდრებლის როლში’’  გამოდის იმ „წილის’’ საფუძველზე,რაც მას „მთელი სამკმკვიდრო მასაში’’ ეკუთნოდა გარდაცვალებამდე’’

·        „ტრანსმისარი’’ კი ამ „ტრანსმიტენტის’’ -მემკვიდრეა[!]

·        თუმცა ,გარკვეული „სამართლებრივი კავსირი’’ ტრანსმისარს  „ტარანსმიტენტის’’ „მამკვიდრებელთანაც ‘’ გააჩნია ,რაც,უპირველეს ყოვლისა,იმაში გამოიხატება,რომ „ტრანსმისარს’’ არა მარტო „ტრანსმიტენტის’’,არამედ ტრანსმიტენტის „მამკვიდრებლის’’   „ვალების გასტუმრებაც ‘’ ეკისრება[!]

ხხხ

·        „მემკვიდრეობითი  ტრანსმისია’’  ჰგავს „სათადარიგო მემკვიდრეს’’[„ანდერძით მემკვიდრეობის’’ ინსტიტუტს]

ასევე ჰგავს „წარმომადგენლობით მემკვიდრეობას’’[„კანონით მემკვიდრეობის’’ ინსტიტუტს]

·        თუმცა მათ შორის არსებითი განსხვავებებია,კერძოდ :

a.      „მემკვიდრეობითი ტრანსმისია’’ გამიყენება როგორც „ანდერძით’’ ისე „კანონით’’ მემკვიდრეობის დროს

„მემკვიდრეობით ტრანსმისიას’’ მაშინ აქვს ადგილი,როცა“მემკვიდრედ მოწოდებული პირი’’ „სამკვიდროს მიღებამდე’’ 6 თვიან ვადაში  გარდაიცვლება, „სამკვიდროს გახსნის დღეს’’ კი იგი „ცოცხალი’’ იყო.

b.    „სათადარიგო მემკვიდრე’’ კი „მოანდერძის’’ მიერ ინიშნება იმ შემთხვევისთვის,თუ ა)ანდერძით მემკვიდრე’’  „სამკვიდროს გახსნამდე’’ გარდაიცვლება.ბ)ანდერძით მემკვიდრე’’“უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე’’ ან გ)ნდერძით მემკვიდრეს “ჩამოერთმევა მემკვიდრეობა’’

c.    „წარმომადგენლობით მემკვიდრეობას’’ მაშინ აქვს ადგილი,როცა :“კანონით მემკვიდრე’’  „სამკვიდროს გახსნამდე’’ გარდაიცვლება;

 

“წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის’’ უფლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ პირებს გააჩნიათ[„შვილიშვილები’’,“დისწულები’’ და „ძმისწულები’’ და ა.შ.]

 

„მემკვიდრეობითი ტრანსმისისას’’ „მემკვიდრეობის უფლება’’  კი შეიძლება მოიპოვოს „ ნებისმიერმა მემკვიდრემ’’[მათ შორის „შვილიშვილმაც’’]

 

ყურადღება:

·        თუ „შვილიშვილი’’ “მემკვიდრედ იქნა მოწვეული’’ იმის გამო,რომ „პირველად გარდაიცვალა   მისი მშობელი’’[რომელიც პაპა-ბებიის მემკვიდრე იქმებოდა] ,შემდეგ კი გარდაიცვალა[პაპა ან ბებია],ადგილი ექნება -„მემკვიდრეობას წარმომადგენლობითი უფლებით’’

·        ხოლო თუ „პრველი გარადაიცვალა ბებია ან პაპა,ხოლო შემდეგ მათი მემკვიდრე „შვილი’’[რომელმაც ვერ მოასწრო „სამკვიდროს მიღება’’ დადგენილ 6 ტვიან ვადაში], „შვილიშვილი’’ „სამკვიდროს’’ მიიღებს-„მემკვიდრეობითი ტრანსმისიის საფუძველზე’’

·        „მემკვიდრეობას წარმომადგენლობითი უფლებით’’ და მიიღებს-„მემკვიდრეობას ტრანსმისიის საფუძველზე’’- სხვადასხვა „შედეგები ‘’ მოსდევს

 

 

 

·        „წარმომადგენლობითი მემკვიდრეობით ‘’     „სამკვიდროს მიღებისას’’ „ქონების გადასვლა’’ მამკვიდრებლიდან[ბებია ამ პაპა] ხდება მემკვიდრეზე [შვილიშვილი] შუალედური მემკვიდრის[შვილიშვილის გარდაცვლილი მშობლები] გამოტოვებით.

·        „მემკვიდრეობითი ტრანსმისიის’’ დროს სხვა მდგომარეობაა. სახეზეა „ორი  მამკვიდრებელი’’,რომლებიც ერთმანეთს ცვლიან. „ერთია’’ - ბებია ან პაპა და მეორე-შვილიშვილის მშობელი.“შვილისვილი’’ მემკვიდრეობით იღებს თავისი მშობლის „სამკვიდრო ქონებას’’,რომლის შემადგენლობაშიც შედის“ბებიის ან პაპის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება’’.აქედან გამომდინარე,“ტრანმისით მემკვიდრეობისას’’ შვილივილი „ორივე მამკვიდრებლის’’ „ვალებისთვის’’ აგებს პასუხს.

 

·        მაშინ როცა „წარმომადგენლობითი მემკვიდრეობისას ‘’ შვილიშვილს მხოლოდ ბებიის ან პაპის ვალის გასტუმრება დაეკისრება.

 

მაგ.,

თუ შვილიშვილს ჯერ გარდაეცვალა მშობელი,რომლისგან მიიღო „სამკვიდრო’’ 500 ლარი ,შემდეგ გარდაიცვალა „პაპა’’,რომლის სამკვიდრო ქონება 300 ლარია.შვილიშვილი მიიღებს მშობლის „სამკვიდროს’’ ცალკე და პაპის „სამკვიდროს’’ „წარმომადგენლობის უფლებით’- ცალკე.

 

მემკვიდრე  ვალდებულია „მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში’’ გადაიხადოს „მამკვიდრებლის ვალები’’.

 

თუ „მშობელს’’ 600 ლარი-ხოლო „პაპას’’-100 ლარი ჰქონდა ვალი,შვილიშვილი ვალდებულია გადაიხადოს „მშობლის ვალი’’-500 ლარი და „პაპის ვალი’’-100 ლარი. შვილიშვილს დარჩება 200 ლარი,რადგან მან „სამკვიდრო ქონებიდან’’ ცალ-ცალკე გაისტუნრა შესაბამისი ვალები.

 

მაგრამ თუ შვილივილმა“ტრანსმისიის ‘’ საფუძველზე მიიღო მშობლის სამკვიდრო,რომელშიც ჩართული იყო „პაპის სამკვიდრო ქონების მიღების უფლებაც’’,საბოლოოდ შვილიშვილი მემკვიდრეობით მიიღებს „ერთიან 800 ლარს’’,საიდანაც მან უნდა გაისტუმროს „ორივე მამკვიდრებლის ვალი’’ სრულად 700 ლარის ოდენობით. ამიტომ,შვილიშვილს  დარჩება 100 ლარი.

 

აი ასეთ „განსხვავებულ ‘’ შედეგებს იძლევა „სამკვიდროს მიღების’’ ეს ორი საფუძველი[დაიმახსოვრე კაზუსებისთვის]

·        „მეკვიდრეობითი ტრანსმისიის’’ დროს  გარდაცვლილი მემკვიდრის[ტრანსმიტენტის] მემკვიდრეებმა[ტრანსმისრებმა] „სამკვიდრო’’ უნდა „მიიღონ’’ დადგენილი 6 ტვიანი ვადის დარცენილი დროის განმავლობაში.

·        თუ ეს „დარჩენილი დრო’’ 3 თვეზე ნაკლებია,იგი „სამ თვემდე’’ უნდა გაგრძელდეს

·        „მეკვიდრის გარდაცვალება’’ იწვევს „სამკვიდროს გახსნას’’ მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე[რომელშიც  შედის იმ სამკვიდროს მიღების უფლებაც,რომელიც გარდაცვლილმა მემკვიდრემ ვერ განახორციელა სამკვიდროს მიღების ვადის განმავლობაში ,რადგან გარდაიცვალა ტთავადაც]

·        გამოდის ,რომ“ძირითადი სამკვიდროს’’ მისაღებად უფრო მეტი ვადაა დადგენილი[6 თვე],ვიდრე  მასში ჩართული „სხვა სამკვიდროს მიღებისტვის[ 3 ტვე]

·        აქ ნათქვამი უფრო გასაგები ,რომ  გახდეს იხ. მაგალითი

 

მაგ.თუ  პირველადი  მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1 მარტს,მის მემკვიდრეს[ტრანსმიტენტს]  სამკვიდროს მიღების უფლება აქვს 1 სექტემბრამდე[ 6თვე],მაგრამ მან ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება ისე გარდაიცვალა 20 მაისს. „მემკვიდრეობითი ტრანმისიის საფუძველძე მისი წილი „სამკვიდრო ქონება’’[რომლის მიღება მან ვერ მოასწრო] ეკუთვნის მის მემკვიდრეს[ტრანსმისარს].ამ უკანაკნელმა ამ „წილზე’’ „სამკვიდროს მიღება’’ უნდა განახორციელოს ისევ 1-ელ სექტემბრამდე,[რადგან ამისთვის 3 თვეზე მეტი ვადაა დარჩენილი. და ვადა აღარ გაგრძელდება]

ამასთან,“გარდაცვლილი მემკვიდრის’’,ანუ [მომდევნო „მამკვიდრებლის’’][ტრანსმიტენტის]  სამკვიდრო ქონების მიღების ვადა მემკვიდრის მემკვიდრეს[ტრანსმისარს] აქვს 20 ნოემბრამდე[ისევ 6 თვე]

 

ასე რომ, შესაძლებელია მოხდეს ისე ,რომ “პირველადი მამკვიდრებლის’’ „სამკვიდრო ქონებიდან’’ „წილის’’ მიღების ვადა გავიდეს[1-ელ სექტემბერს] ,ხოლომ მეორადი მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების ვადა კი-არა.[20 ნოემბერს დგადის]

 

ყურადღება

მემკვიდრის მემკვიდრის[ტრანსმისარის] მიერ პირველადი მამკვიდრებლის’’ „სამკვიდრო ქონებიდან’’ „წილის’’ მიღების 3 თვიანი „ვადის გაშვების’’ შემთხვევაში  მის მიერ „ტრანსმისიით მისაღები სამკვიდრო ქონება’’  უნდა გადანაწილდეს „პირველადი მამკვიდრებლის’’ ან „სხვა მემკვიდრეებს’’ შორის ან „გადაეცეს სახელმწიფოს’’

 

1.11 „მემკვიდრეობითი ტრანმისიით’’ სამკვიდროს მიღებაზე უარის -„შედეგები’’

 

·        ტრანსმისარმა შეიიძლება „ური თქვას’’ „ტრანსმისიით სამკვიდროს მიღებაზე’’ ანუ პიველადი მამკვიდრებლის სამკვიდროდან ტრანსმიტენტის კუთვნილი წილის მიღებაზე.

·        „ტრანსმისიით ‘’  სამკვიდროს მიუღებლობა[არმიღება] არ ართმევს მას შესაძლებლობას[უფლებას] მიიღოს ის სამკვიდრო,რომელიც „უშუალოდ ეკუთვნოდა’’ ტრანსმიტენტს.

·        ყურადღება: „მემკვიდრეობითი ტრანსმისიით’’ პირველადი მაკვიდრებლის  ქონების მიღებაზე ,„უარის თქმისას’’ ეს ქონება გადადის იმ პირებზე,რომლებიც მოწვეულნი იყვნენ „გარდაცვლილ მემკვიდრესთან’’[ტრანმიტენტთან]  ერთად.

·        ხოლო თუ მემკვიდრის მემკვიდრე[ტრანსმისარი] უარს იტყვის იმ „ძირიტად სამკვიდროზე’’,რომელიც „ტრანმიტენტს’’ ეკუტვნოდა,მაშინ „სამკვიდრო ქონების ეს ნაწილი გარდაცვლილი მემკვიდრის[ტრანსმიტენტის] „სხვა მემკვიდრეებზე’’[სხვა ტრანსმისრებზე]  გადავა[!]

 

    მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები

 +

1. სამკვიდროს მიუღებლობა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით არ ართმევს მემკვიდრეს შესაძლებლობას, მიიღოს ის სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ ეკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს.

2. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ქონების მიღებაზე უარის თქმისას ქონება გადადის იმ პირებზე, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სამკვიდროს მისაღებად გარდაცვლილ მემკვიდრეებთან ერთად.

 

1.12  სამკვიდროსაღწერა’’

 

·        „სამკვიდროს მიღების შემდეგ’’ მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს „სამკვიდრო ქონების’’ –„აღწერა’’,რისტვისაც უნდა მიმარტოს „სანოტარო ბიუროს’’

·        ნოტარიუსი არა უმეტეს ორი თვის განმავლობაში მოახდენს“სამკვიდრო ქონების აღწერას,რაზედაც შეადგენს შესაბამის ოქმს.[ეს ორი თვე შედის „სამკვიდროს მიღების’’ 6 თიან ვადაში]

·        „სამკვიდრო ქონების აღწერა’’  „სამკვიდროს ‘’ დაცვისა და მემკვიდრის ინტერესების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.

 

  მუხლი 1432. სამკვიდროს აღწერა

 +

მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს სამკვიდროს აღწერა, რისთვისაც ეძლევა ორი თვის ვადა, რაც შედის სამკვიდროს მისაღებად დადგენილ საერთო ვადაში.[ანუ 6 ტვიან ვადაში]

 

1.13 „საკუთრების უფლების’’ წარმოშობასამკვიდროზე’’

·        ხშირად „სამკვიდროს გახსნას’’ მაშინვე არ მოსდევს მისი „მიღება’’

·        „სამკვიდროს მიღების ექვსთვიან ვადაში ყოველტვის შეიძლება „სამკვიდროს მიღება’’

·        „სამკვიდროს გახსნიდამ’’  მის „მიღებამდე’’ გაშვებული დრო[იგულისხმება 6 თვიანი ვადის ფარგლებში]  უარყოფითად არ მოქმედებს „სამკვიდროს’’ სტატუსზე.

·        რადგან მემკვიდრე „სამკვიდროს’’ მესაკუთრედ ითვლება „სამკვიდროს გახსნის’’’’ დღიდან.[და არა „სამკვიდროს მიღების’’ დღიდან]

·        ეს კი იმას მისნავს,რომ ,მემკვიდრეს „სამკვიდრო ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე’’ უფლება აქვს „სამკვიდროს გახსნის დღიდან’’

·        ყურადღება: „სამკვიდროს გახსნის დღიდანვეა’’ იგი ვალდებული გაწიოს „სამკვიდროსათვის’ აუცილებელი ხარჯები.

 

   მუხლი 1433. საკუთრების წარმოშობა სამკვიდროზე

 +

მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები