„სააპელაციო საჩივრის’’ წარმოებაში მიღების შედეგები
აქ განხილულია საკითხები:
·
„ სააპელაციო საჩივრის’’ წარმოებაში მიღების შედეგები [სსსკ-375-ე მუხ]
·
„სააპელაციო საჩივრის’’ განსახილველად მომზადება
·
„სააპელაციო საჩივარზე’’ „შესაგებლის’’ წარუდგენლობის შედეგები[სსკ-ის
387-ე და 2321-ე ნუხლები]
I. „ სააპელაციო საჩივრის’’ წარმოებაში მიღების შედეგები [სსსკ-375-ე მუხ]
· იმ შემთხვევაში,როდესაც „სააპელაციო საჩივრის’’ „დასაშვებობის’’ წინაპირობების შემოწმებისას აღმოჩნდება,რომ ყველა ეს „წინაპირობა’’ არსებობს,სააპელაციო სასამართლო გამოიტანს- „განჩინებას სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ’’[სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი]
მუხლი 374. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
1. სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ყურადღება:
·
განჩინებას „სააპელაციო საჩივრის
განსახილველად მიღების შესახებ’’-უკავშირდება „გარკვეული იურიდიული შედეგები’’ [იხ. ქვემოთ]
1) ავტომატურად შეჩერდება
„გასაჩივრებული გადაწყვეტილების’’ კანონიერ ძალაში შესვლა[!]
ამასთან,თუ 1ლი ინსტანციის სასამართლოს „გადაწყვეტილება’’ გასაჩივრებულია
მხოლოდ „ნაწილობრივ’’,მაშინ „გასაჩივრებული
გადაწყვეტილების „კანონიერ ძალაში შესვლა’’
შეჩერდება სწორედ იმ ნაწილში,
რომელიც გასაჩივრებულია’’[სსსკ-ის 375-ე 1-ლი ნაწ]
მუხლი 375. სააპელაციო საჩივრის მიღების შედეგი
1
1.
თუ არსებობს სააპელაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.
ყურადღება:
ამასთან. განჩინებაში „სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ’’ იმის ჩაწერა რომ „ამ „გასაჩივრებული გადაწყვეტილების’’ კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდეს’’-
აუცილებელია არაა[!][რადგან „გასჩივრებული გადაწყვეტილების ,ან მისი
„ნაწილის’’ „კანონიერ ძალაში შესვლა’’ ჩერდება
არა
ამ „განჩინებით’’ არამედ „კანონის’’ ძალით [კერძოდ, . სპროცესო კოდექსის
264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ’’ ქვეპუნტის- ძალით ]
მუხლი 264. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა
+
1.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში:
გ) სააპელაციო სასამართლოს [იმ] „განჩინების’’ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც „გასაჩივრებული გადაწყვეტილება’’ „უცვლელი’’ დატოვა;
ხ
2) თუ საპელაციო საჩივარი შეტანილია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს „ ისეთ გადაწყვეტილებაზე’’,რომლის მიმართ გამოტანილია „განჩინება’’ „კანონიერ ძალაში შესვლამდე
„გადაწყვეტილების’’ დაუყონებლივ აღსრულების შესახებ’’,მაშინ... „სააპელაციო სასამართლოს’’[აპელანტის შუამდგომლობით]
შეუძლია გამოიტანოს -განჩინება:“გასაჩივრებული გადაწყვეტილების „აღსრულების’’
დროებით შეჩერების და „აღსრულების ღონისძიების’’ გაუქმების შესახებ’’
ყურადღება: „ასეთი[ამ
სახის] განჩინების ‘’ მიღება სააპელაციო სასამართლოს მიერ -„აუცილებელია’’,რადგან მხოლოდ „სააპელაციო საჩივრის შეტანა’’ ავტომატურად ვერ შეაჩერებს „დაუყონებლივ
აღსრულების შესახებ’’ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს „გადაწყვეტილებას’’ ან “განჩინებას’’
მუხლი 375. სააპელაციო საჩივრის მიღების შედეგი
1
2. თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
ხ
3) „სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ’’ განჩინებით სააპელაციო სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის
„დროს’’, რის
შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას[ ანუ
„სააპელაციო საჩივარს’’ განსახილველად ამზადებს] , რათა ეს სააპელაციო
საჩივარი განხილულ იქნეს დადგენილ ვადაში.[სსსკ-ის 376- მუხ]
ხ
II. „სააპელაციო საჩივრის’’ განსახილველად მომზადება
·
„სააპელაციო საჩივრის განსახილველად მომზადება’’ სააპელაციო სასამარტლოში
წარმოებს იმ წესების შესაბამისად,რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეტა განხილვისათვის
·
ეს კი იმას ნიშნავს,რომ “სააპელაციო
საჩივრის და დამატებით შემოსული ყველა წერილობითი მასალის ასლებს’’ ,სააპელაციო სასამართლო გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს[სსსკ
201-ე და 373-ე მუხლები]
·
დაუნიშნავს მას[მოწინააღმდეგე მხარეს] „ვადას’’ რატა მან წერილობითი ფორმით
შეადგინოს „შესაგებელი’’ ანუ პასუხი „სააპელაციო
საჩივარში’’ აპელანტის მიერ დასმულ საკიტხებზე.
·
„სააპელაციო შესაგებლის’’
ფორმა ასევე იქნა შემუშავებული საქარტველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ.
·
„საქმის მომზადების’’ მიზნით
„სააპელაციო სასამართლოს’’ შეუძლია შეასრულოს კანონით გატვალისწინებული „სხვა
ზომები’’,რათა „საპელაციო საჩივარი’’ განხილულ იქნეს „დროულად’’
III. „სააპელაციო საჩივარზე’’ „შესაგებლის’’ წარუდგენლობის შედეგები[სსკ-ის 387-ე და 2321-ე ნუხლები]
·
„სააპელაციო ინსსტანციაში[სასამართლოში] „დაუსწრებელი გადაწყვეტილების’’
გამოტანის საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 387-ე მუხლი
მუხლი 387. მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები
+
1. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
3. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
·
387-ე მუხლით გატვალისწინებული „ყველა სხვა შემთხვევა გულისხმობს“აპელანტის
მოწინააღმდეგე მხარის მიერ’’ „შესაგებლის წარუდგენლობის გამო’’ „დაუსწრებელი გადაწყვეტილების’’
მიღებასაც.
·
ერთ-ერთ სქმეზე საკასაციო[უზენაესმა] სასამარტლომ განმარტა ,რომ:“მოწინააღმდეგე
მხარის მიერ შესაგებკის წარუდგენლობა ავტომატურად „დაუსწრებელი გადაწყვეტილების’’ მიღებას
არ ნიშნავს.
·
კერძოდ 2321-ე მუხლის მიხედვით:
თუ „სარჩელში მითითებული გარემოებები’’ იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით
·
აქედან,გამომდინარე,თუ მოწინააღმდეგე მხარე „სააპელაციო სასამართლოში’’
„შესაგებელს’’ არ წარადგენს და სასამართლო კი მიიჩნევს,რომ “სააპელაციო საჩივარში’’
მითითებული გარემოებები აპელანტის მოთხვნას
იურიდიულად არ ამართლებს ,იგი ნიშნავს სხდომას
·
აღნიშნულ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია მხოლოდ
„სამარტლებრივი მოსაზრებები გამოთქვას „გასაჩივრებულ
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
·
„სააპელაციო საჩივრის’’ ფაქტობრივ საფუძვლებს იგი სადავოდ ვერ გახდის,რის
შესახებაც მას სასამართლომ უნდა განუმარტოს.
·
ამგვარი „განმარტება’’ სხდომის ოქმით უნდა დადასტურდეს,გარდა ამისა,შემაჯამებელ
გადაწყვეტილებაში სასამარტლომ ასევე უნდა იმსჯელოს,რის საფუძველზე მიიჩნია“დაუსწრებელი გადაწყვეტილების’’
მიღება- დაუშვებლად
·
„გადაწყვეტილებაში’’ უმდა მიეთითოს
,რმ“სააპელაციო საჩივარში’’ მითითებული „გარემოებები’’
აპალანტის „მოთხოვნებს’’ „ირიდიულად ვერ ამართლებდა’’,რის
გამოც „სააპელაციო სასამართლომ’’ არ გამოიტანა „დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’
და „სააპელაციო საჩივარი’’ არ
დააკმაყოფილა.’’
ხ
·
მაგრამ ,თუ „სააპელაციო საჩივარში ’’ მითითებული „გარემოებები’’ აპალანტის
„მოთხოვნებს’’ „ირიდიულად ამართლებს’’ ,სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ვადაში მოპასუხის
მიერ “შესაგებლის წარუდგენლობის’’ შემთხვევაში , „სააპელაციო
სასამართლო’’ გამოიტანს „დაუსწრებელ გადაწყვეტილებას
’’ და აპელანტის „სააპელაციო საჩივარს’’ დააკმაყოფილებს.’’
Комментарии
Отправить комментарий