.”აღიარებითი’’ სარჩელი[ზოგადად].სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „არარად’’ აღიარების შესახებ[ერთ-ერთი აღიარებითი სარჩელი]

 

     

1.1.      „აღიარებითი’’ სარჩელის „დავის საგანი’’

 

·        „აღიარებითი’’ სარჩელი  ყველაზე რთულია სარჩელთა სახეებს შორის.

სირთულე ასეთი სარჩელის  “დავის საგნის’’ მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს

·        აღიარებითი’’ სარჩელის „დავის საგანი’’ შეიძლება იყოს : ა)„უფლების’’ არსებობა-არარსებობის დადგენა  ან ბ) „სამარტლებრივი ურთიერთობის’’ არსებობა-არარსებობის დადგენა.  ,ანდა  გ)“ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „არარა აქტად’’ აღიარება

·        დამატებით სირთულეს იწვევს “ სამართლებრივ ურთიერთობათა’’ მრავალგვარობა და მრავალმხრივობა

·        მოსრჩელეც და სასამართლოც ვალდებულნი არიან განსაზღვრონ ის „სამართლებრივი ურთიერთობის’’ სახე ,რომელიც  აღიარებითი სარჩელის დავის საგანია.

„აღიარებითი’’ სარჩელის - სახეები

 

·        სასკი-ის 25-ე მუხლის „აღიარებითი’’ სარჩელი“დავის საგნის’’ მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგ სახეებად-:

1)     სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „არარად’’ აღიარების შესახებ

2)     სარჩელი „უფლების’’ არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ

3)     სარჩელი:„სამართლებრივი ურთიერთობის’’ არსებობა-არარსებობის შესახებ

 

[აღიარებითი სარელჩელის სახეები ზეპირად]

 

ყურადღება:

 „აღიარებითი’’ სარჩელები შეიძლება აღიძრას მხოლოდ მაშინ როცა „სასარჩელო მოთხოვნის’’[ან „დავის საგნის ‘’ მიმართ]  არსებობს მოსარჩელეს „კანონიერი ინტერესი’’

 

 მოსარჩელეს „კანონიერი ინტერესის’’ არსებობა -აღიარებითი სარჩელის „დასაშვებობის’’ აუცილებელი პირობაა -დაიმახსოვრე

 

 

    მუხლი 25. აღიარებითი სარჩელი

 +

1. აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას ა)აქტის არარად აღიარების, ბ)უფლების ან გ)სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

  2. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრა, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22–24- მუხლების საფუძველზე.

 

 

მოსარჩელეს   „კანონიერი ინტერესი’’

 

·        ცხადია, მოსარჩელეს ყველა „ინტერესი’’  შეიძლება არ იყოს „კანონიერი’’

 

·        მოსარჩელეს „კანონიერი ინტერესის’’არსებობის დადგენისთვის არ კმარა“ინტერესის’’ შესახებ მოსარჩელეს ლიტონი „განცხადება’’[დეკლარირება],ანუ მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის „კანონიერ ინტერესს’’

 

·        დაიმახსოვრე:  მოსარჩელეს „ინტერესი’’ იქნება „კანონიერი’’ თუ ის ეფუძნება  „კანონის’’ საფუძველზე შედგენილ და გაცემულ   „დოკუმენტს’’.

 

 

ყურადღება:

·        კანონმდებლობა ითვალისწინებს არა მხოლოდ პირის  „უფლების დაცვას’’  ,არამედ პირის ისეთი „ინტერესის’’ დაცვის შესაძლებლობას,რომელიც არ არის უზრუნველყოფილი „უფლებით’’

[გახსოვდეს :„უფლება’’ და „კანონიერი ინტერესი’’ სამართლებრივი რეგულირების სხვადასხვა საშუალებებია.]

·        „ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში’’ პირის „ინტერესის’’ განვითარების ძირითადი ვექტორი უკავშირდება მის ჯერ  „კანონიერ ინტერესად’’ აღიარებას და  შემდგომში „უფლების’’ ხარისხში აყვანას.

·        „ინტერესების’’ ნაირსახეობების,“ახალი’’ მოთხოვნილებების და ინტერესების წამოქმნის გამო სამართალს არ ძალუძს უკლებლივ „ყველა’’  “ ინტერესის’’ გათვალისწინება.

·        ამიტომ,კანონმდებლობაში ასახულია მხოლოდ ისეთი „უფლებები’’,რომლებიც მიმართულია „ძირითადი’’[ანუ „საზოგადოების ყველა წევრისთვის საერთო’’ ან  „გარკვეული ჯგუფებისთვის ტიპური’’] ინტერესების დასაკმაყოფილებლად

·        ამიტომ, საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ,პერიოდულად წარმოიშობა „სამართლის ნორმებით მოუწესრიგებელი სოციალურად მნიშვნელოვანი ინტერესები’’,რომელთა დაცვის უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი არ არის აღჭურვილი შესაბამისი „უფლებით’’

 

ყურადღება:

 

·        „პატივსადები ინტერესის’ წარმოშობის შემთხვევაში,“რომელიც „უფლებით’’ არ არის უზრუნველყოფილი’’,კანონი ითვალისწინებს მათ სამართლებრივ დაცვას.[ეს დაიმახსოვრე]

·        მაგრამ სასამართლოს,ასეთ შემთხვევებში „საქმის გადაწყვეტა’’ უწევს კანონმდებლობის საერთო საწყისებზე[პრინციპებზე] დაყრდნობით,რა დროსაც ადგილი აქვს სასამართლოს მიერ „პატივსადები ინტერესის დაცვას’’

·        „აღიარებითი სარჩელის’’ [ანუ სასკ-ის 25-ე მუხლის სარჩელის]შემთხვევაში მოსარჩელეს „ინტერესი’’ თავისებურებით ხასიათდება

·        კერძოდ,„აღიარებითი სარჩელის’’ შემთხვევაში მოსარჩელეს იურიდიული[სამართლებრივი] ინტერესი მიმართულია გარკვეული „სამართლებრივი ურთიერთობის’’ არსებობის ან არარსებობის დადასტურებაზე[აღიარებაზე] ,რაც მის[ამ პირის] „სამართლებრივ მდგომარეობას’’ გარკვეულ ხარისხს[სტატუსს] მიანიჭებს

·        ასე რომ, „აღიარებითი სარჩელით’’ მიღწული „სამართლებრივი შედეგი’’[ანუ სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება]  შესაძლოა საფუძვლად დაედოს ამავე  მოსარჩელეს“ შემდეგ [ანუ სხვა ] სასარჩელო მოთხოვნებს“.

 

 

ქვემოთ განხილული იქნება „აღიარებითი სარჩელების’’  შემდეგი სახეები :

 

1)    სარჩელი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ’’

2)    სარჩელი „სამართლებრივი ურთიერთობის’ არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ’’[ანუ ე.წ. „ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელი’’]

3)    განვრცობითი აღიარებითი სარჩელი[აქ არ განვიხილავთ წიგნში ნახე. გვ.315-321]

4)    პრევენციული[წინასწარი დაცვის შესახებ] აღიარებითი სარჩელი[აქ არ განვიხილავთ წიგნში . გვ.312-314]

 

 

 

 

 

 

1.2.    სარჩელი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ’’[ სასკ-ის 25 -ე მუხლი]

 

1.2.1   ასეთი სარჩელის „დავის საგანი’’

 

·        „აღიარებითი სარჩელი’’ შეიძლება აღიძრას „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების ‘’ -მოთხოვვნით[!]

·        „არარა ადმინისტრაციული აქტი-„გამოცემისთანავე’’[!] არარაა.

ანუ „არარა ადმინისტრაციული აქტი’’ ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას,ანუ იურიდიული ძალის არმქონეა,მას არ შეუძლია შეცვალოს „სამართლებრივი მდგომარეობა’’

·        ყურადღება: „არარა  აქტის’’  მიმართ არ დაიშვება „აქტის ბათილად ცნობის’’ ან „აქტის ძალადაკარგულად  გამოცხადების’’  შესახებ  სარჩელები.[დაიშვება მხოლოდ „არარად აღიარების სარჩცელი ,რომელსაც აქ განვიხილავტ]

·        დავიმახსოვროთ: „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების ‘’ შესახებ სარჩელის „დავის საგანია’’-„არარა აქტის’’  , რომელმაც მოსარჩელეს „კანონიერ ინტერესებს’’ მიაყენა „ზიანი’’-“არარა აქტად  აღიარება’’

 

1.2.2    ასეთი  სარჩელის    „დასაშვებობა

 

·        „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელის „დასაშვებობის ‘’ წინაპირობებია:

 

a.    „სადავო [არარა] აქტი’’ უკვე უნდა იყოს „გამოცემული’’

b.      მოსარჩელეს არ უნდა შეეძლოს აღძრას „სხვა ‘’ სარჩელი [ანუ 22-24-ე მუხ;ების საფუძველზე იხ. 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის აკრძალვა]

c.      მოსარჩელეს „აღიარებითი სარჩელის’’ „დავის საგნის’’ მიმართ[ანუ  “აქტის არარად აღიარების’’ მიმართ] უნდა გააჩნდესკანონიერი ინტერესი“

 

ყურადღება:

 

·       მაგრამ ხშირად პრობლემას წარმოადგენს იმის გარკვევა“სადავო აქტი’’ „არარა აქტია’’ თუ მხოლოდ  “კანონსაწინააღმდეგო აქტი’’

 

·       ამიტომ ,თუ მოსარჩელე დარწმუნებული არ არისაქტი არარაა თუ არა’’ ,უმჯობესია თავდაპირველად აღძრას 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი[და არა აღიარებითი სარჩელი 25-ე მუხ.],რადგან  ის[22-ე მუხლის სარჩელი- აქტის ბათილად ცნობის თაობაზე]  შეზღუდულია „ხანდაზმულობის ვადით’’[1 თვე] და უმჯობესია ამ სარჩელით დაწყება რომ არ   მოხდეს ამ ვადის გაშვება.

·       ის რომ აქტი არის  არარა’’ ,არის არა სარჩელის „დასაშვებობის’’ ,არამედ ამ სარჩელის „დასაბუთებულობის’’ პირობა[ იხ. აღიარებითი სარჩელის „დასაბტებულობა’’ ქვემოთ.]

·       თუ სასამართლოს მიერ „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელი უარყოფილი იქნება იმის გამო,რომ სადავო აქტი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია’’[ანუ არ არის „არარა აქტი’’],მაშინ მოსარჩელეს ისღა დარჩენია,რომ აღძრას სარჩელი 22-ე მუხლის საფუძველზე,მხოლოდ,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,თავიდანვე ყურადღება უნდა მიაქციოს“ხანდაზმულობის ვადას’’[1 თვე] [თუმცა, დიდი ალბათობით ვეღარ მოასწრებს ამიტომ არის რეკომენდირებული ,როცა მოსარჩელე არ არის დარქმუნებული აქტი „არარაა’’ თუ „ნანდვილი’’,ასეთ დროს თავდაპირველად  22-ე მუხლის სარჩელის აღძვრა]

 

·       ამრიგად,„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელს[ სასკ-ის 25-ე მუხლი] შესაძლოა ასეთი  კავშირი ჰქონდეს“აქტის ბათილად გამოცხადების სარჩელთან’’ [სასკ-ის 22-ე მუხლი]

·        ასევე გასათვალისწინებელია სსსკ-ის 281-ე მუხლი ,რომლის თანახმად „პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში’’

·        კანონმდებლის მიერ, მოსამართლისტვის სსსკ-ის 281-ე მუხლით შესაძლებლობის მიცემა „დაეხმაროს მხარეს’’ სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბებაში,თუ „შეცდომით’’ არასათანადო სახის სარჩელი/მოთხოვნა აქვს წარდგენილი’’, ავალდებულებს მოსამართლეს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა

ყურადრება:

·        თუ რა სახის სარჩელი უნდა აღიძრას მოსარჩელემ იმ შემთხვევაში,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის გამოცემის შესახებ უარი ‘’ არის „არარა აქტი’’-ეს საკითხი სადავოა.

·        ასეთ შემთხვევაში,საკმარისი არ არის „უარის’’[ინდაქტის]  არარად აღიარება’’,არამედ მოსარჩელემ,ასევე უნდა მოითხოვოს სასკ-ის 23-ე მუხლიტ გათვალისწინებული-„აქტის გამოცემის დავალების შესახებ’’ სარჩელი.

 

 

1.2.3      დაინტერესებული პირის   „სასარჩელო უფლებამოსილება’’ და

             „კანონიერი ინტერესის’’ ურთიერთკავშირი

 

 

·        „აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელის აღძვრაზე „უფლებამოსილია პირი’’,რომლის „კანონიერ    ინტერესზე’’ ზემოქმედებს „არარა აქტი’’.

·        ანუ „არარად აღიარების’’ მიმართ მოსარჩელეს[ უფლებამოსილ პირს] უნდა ქონდეს  „კანონიერი ინტერესი’’

·        ეს „კანონიერი ინტერესი’’შესაძლოა მიმართული იყოს,მაგალითად,“არარა აქტის’’ საფუძველზე დადგენილი „ვალდებულებების’’ თავიდან აცილებისკენ[ანუ ძალათ შეტენილი ვალდებულების თავიდან აცილებისკენ] ,ან მოსარჩელის სამართლებრივი,ეკონომიკური და სხვა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

 

1.2.4  სარჩელის აღძვრაზე დადგენილი  „ხანდაზმულობის ვადა’’

 

·        აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელის აღძვრაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ არის დადგენილი „სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა’’

ანუ სასკის 25-ე მუხლი „აღიარებითი სარჩელის’’ „ხანდაზმულობის ვადაზე’’ არ მიუთითებს

·        ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილოს თანახმად:

 

   მუხლი 60. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

 

2. არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები.

 

·       ანუ როგოც სზაკ-ის ამ ნორმიდან  ვხედავთ  „აქტის არარად აღიარების შესახებ’’  “ადმინისტრაციული საჩივრის’’[და არა სარჩელის]  წარდგენა ასევე არ არის შეზღუდული „ხანდაზმულობის ვადით’’

 

[ამასთან,“არარა აქტის’’ გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვა“ „აქტის არარად აღიარების’’ მოთხოვნით ,არ ნიშნავს იმას,რომ მხარემ გამოიყენა „ადმინისტრაციული საჩივრის’ წარდგენის შესაძლებლობა[სზაკის მე-13 მუხლის შესაბამისადს]

თუმცა  სზაკის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი არც „ადმინისტრაციული საჩივრის’’ წარდგენის შესაძლებლობას გამორიცხავს]

·       როგორც ხედავთ „აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელის წარდგენის „ხანდაზმულობის ვადა’’ არც  სასკ-ით[საპროცესო ადმინისტრაციული კოდექსი] და არც სზაკ-ით[ზოგადი ადმინისტრაციუკი კოდექსი]  პირდაპირ დადგენილი არ არის[!]

·       თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი:

 

 მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები

 

5. სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

 

 

·       ვრცელდება თუ არა ეს მოთხოვნა „აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელის მიმართ?

ანუ აქვს თუ არა დაინტერესებულ პირს „აქტის არარად აღიარების შესახებ „ადმინისტრაციული საჩივრის’’ ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება ?

 

·       ამაზე პასუხი არის ასეთი: სასკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება“ყველა სახის’’  „ადმინისტრაციული სარჩელის’’ მიმართ.

·       ანუ დაინტერესებულ პირს  აქვს „აქტის არარად აღიარების შესახებ „ადმინისტრაციული საჩივრის’’ ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება

·       „აქტის  არარა აქტად  აღიარების’’ შესახებ „ადმინისტრაციული საჩივრის’’ გამხილვის თაობაზე „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული „გადაწყვეტილება’’ წარმოადგენს „ინდივიდუალურ-სამარტლებრივ აქტს’’[ინდაქტს] და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინაქტისთვის კოდექსიტ გათვალისწინებულ მოთხოვნებს [იხ. სზაკის 202-ე მუხლი]

            

·       ჩვენი  მთავარი კითხვა კი მდგომარეომარეობს შემდეგში: არის თუ არა“კომპლექსური’’[ანუ ერთიანი]  სასკ-ის  22-ე და 25 მუხლებით გატვალისწინებული სარჩელების „ერთდროულად წარდგენის’’ -ვალდებულება ?

 

·       ვინაიდან   “ადმინისტრაციული სარჩელის’’ განხილვის შედეგად გამოცემულ ინდაქტს შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მოსარჩელე და მიაჩნდეს,რომ:

 

სამარტლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით,“უმჯობესია“,რომ:

 

სასკ-ის 22-ე მუხლის თანახმად,ბათილად/ანუ უკანონოდ  იქნეს ცნობილი       -„ სადავო აქტის არარად აღიარების შესახებ ‘’’ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული ინდაქტი

 

და იმავდროულად,

 

სასკის 25-ე მუხლის თანახმად სადავო  აქტი „არარა აქტად“ იქნეს აღიარებული]

 

·       ასეთ შემტხვევაში შეზღუდულია თუ არა მოსარჩელე სასკ-ის 22 უხლით გატვალისწინებული „|ინდაქტის კანონიერების შესახებ’’ სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადით ?[ერთი თვე], და ირღვევა თუ არა სასკ-ის 25 -ე მუხლი რომელიც არ იტვალისწინებს  „აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელის წარდგენის „ხანდაზმულობის ვადას’’?

·       ეს ის პრობლემებია,რომლებიც მინდობილია სასამართლო პრაქტიკისათვის.

·       „სასამართლო პრაქტიკა’’ კი „კომპლექსური[ერთიანი]  სარჩელის’’ წარდგენის შემთხვევაში  ითხოვს სასკის 22-ე მუხლით გათვალისწინებული „ხამდაზმულობის ვადის’’[ერთი თვე] დაცვას.

 

 

 

 

 

 

4.“აღიარებითი სარჩელის’’ - დასაბუთებულობა

 

·       სარჩელის „დასაბუთებულობა ‘’ ერთ-ერთი აქტუალური საკითხია

·       სარჩელის „დასაბუთებულობა ‘’ დაკავშირებულია მატერიალური ადმინისტრაციული  სამართლის  ნორმებთან  და მათთი „დასაბუთებულად’’ წარმოჩენა სათანადო „გადაწყვეტილების’’ მიღების საფუძველს ქმნის.

·        სარჩელი „სათანადო მოპასუხისადმი’’ უნდა იყოს მიმართული

·       აღიარებითი სარჩელის თითოეული სახის დასაბუთებულობაზე საუბრისას,იმავდროულად,გათვალისწინებული უნდა იქნეს,სარჩელის ამ სახეებზე  მსჯელობისას აღნიშნული გარემოებები

ა)„ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელის ’’ -დასაბუთებულობა

 

·        „ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელი’’[ანუ სარჩელი „სამართლებრივი ურთიერთობის’ არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ] –„დასაბუთებულია’’ როდესაც -მოსარჩელეს მიერ სადავოდ ქცეული „სამართლებრივი ურთიერთობა’’ შემდგარია ანუ „არსებობს’’ ,ან „არ არსებობს’’[!]

·       „სამართლებრივი ურთიერთობის’’არსებობა-არარსებობის დასაბუთებისას გასათვალისწინებელია: გამომდინარეობს თუ არა იგი[ასაღიარებელი „სამართლებრივი ურთიერთობა’’]: ა)“შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი ნორმიდან’’ ბ)“ინდივიდუალური აქტიდან ,გ)ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან

 

·       ამრიგად,„სამართლებრივი ურთიერთობის’’არსებობა-არარსებობა -მატერიალური სამართლის ნორმების: საჯარო სამართლის,კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების,კონსტიტუციური პრინციპების საფუძველზე უნდა იქნეს გარკვეული.

თუმცა, ის შესაძლოა დამოკიდებული იყოს „ადმინისტრაციული საქმის წარმოების’’ „სწორად წარმართვაზეც’’.

მაგ. „აღიარებითი სარჩელი’’ არ უნდა იყოს მიმართული არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ

·        გასათვლისწინებელია ,რომ საჯარო „სამართლებრივი ურთიერთობა’’ არსებობს მაშინაც,როცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ურტიერთობაში შევა მოქალაქესთან; ამდენად,მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებასთან ერთად, შესაძლოა შემოწმდეს მაგ.საკითხი,რომ „მესაკუთრი ნაკვეთზე გამავალი გზა“საზოგადოებრივი დანიშნულების’’ გზაა’’

·       „ზოგადი სახის  აღიარებითი სარჩელის’’  „დასაბუთებულობის’’ შემოწმებისას,მოწმდება ,ასევე,“ძირითადი უფლებების და თავისუფლებების’’ დარღვევის საკითხიც.

 

 

ბ)“აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმება

 

·       “აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელი მიმართულია იმ ორგანოს წინააღმდეგ,რომელმაც ის გამოსცა,შესაბამისად სარჩელი „დასაბუტებულია’’,თუ სადავო აქტი -„არარა აქტია’’

·       აქტის „არარა აქტად’’ აღიარების საფუძვლები მოცემულია მატერიალურ სამართალში[სზაკ-ის მუხ. მე-60]

·       “აქტის არარად აღიარების შესახებ’’ სარჩელის „დასაბუთებულობისთვის’’ „არარა აქტი’’ მოსარჩელეს „კანონიერ ინტერსს’’ უნდა აყენებდეს ზიანს.

 

 

გ)“წინასწარი დაცვის შესახებ’’ აღიარებითი სარჩელის -„დასაბუთებულობის’’ შემოწმება

 

·       “წინასწარი დაცვის შესახებ’’ აღიარებითი სარჩელი „დასაბუთებულია’’ ,თუ წარმოჩენილია,რომ ა) „მოსარჩელეს მიმართ არსებული სამართლებრივი ურტიერთობის მომავალში შეცვლა’’ „კანონსაწინააღმდეგოა’’ და ბ) ამით მოსარჩეელეს „კანონიერ ინტერსს’’ ზიანი მიადგება

·       ხოლო როდესაც „ნორმა’’ უკვე „კანონიერ ძალაშია’’ შესული -მოსარჩელეს შეუძლია აღძრას არა “წინასწარი დაცვის შესახებ’’ აღიარებითი სარჩელი,არამედ 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი.

 

 

 

 

დ) „განვრცობითი აღიარებითი სარჩელის’’ „დასაბუთებულობის ‘’ შემოწმება

 

·        „განვრცობითი აღიარებითი სარჩელი’’ მიმართულია იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი,რომელმაც“დასრულებული აქტი’’ გამოსცა.

·        ამ სახის სარჩელი „დასაბუთებულია’’ ,თუ  ა)„სადავო აქტი’’,რომელიც სარჩელის აღძვრის შემდეგ „დასრულდა’’  „კანონსაწინააღმდეგოა’’ და ბ) მოსარჩელეს აქვს ამის „აღიარების’’ „კანონიერი ინტერესი’’

 

 

 

5. „სასამართლოს „გადაწყვეტილება’’

 

·        ამა თუ იმ სახის „აღიარებითი სარჩელის’’ საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს ე.წ. „დეკლარაციული ხასიატის’’ -„გადაწყვეტილება’’[!]

·        რომლითაც არ ცვლის,და არ ადგენს,არამედ „აღიარებს’’ გარკვეულ „სამართლებრივ გარემოებებს’’[მაგ. ასე : „აღიარებულ იქნეს სადავო აქტი-არარა აქტად’’

·        „აღიარებით სარჩელზე’’ სასამართლოს „გადაწყვეტილება’’ არავითარ „დავალდებულებას’’ არ შეიცავს მოპასუხის მიმართ,იგი ატარებს ე.წ. „შეტყობინებით ხასიათს’’

·        „აღიარებითი სარჩელით’’ მოპოვებული პოზიტიური შედეგი შესაძლოა მოსარჩელემ გამოიყენოს სხვა სამართლებრივი ურთიერთობის გადასაწყვეტად.

 

 

 

კაზუსი:

 

დიღმის მასივში მდებარე მრავალსარტულიანი სახლის მესაკუთრეს  გაქირავებული აქვს ამ სახლში არსებული ბინები.

სახლს აქვს დიდი აივნები და ღია ვერანდები,რომელტა კუტხეებშიც მტრედებს ბუდეები აქვტ გაკეტებული და აბინძურებენ სახლის აივნებს და ვერანდებს

შეწუხებულმა დამქირავებლებმა არაერტხელ მიმარტეს სახლის მესაკუტრეს პრეტენზიებიტ და დაემუქრენ ქირის საფასურის სემცირებიტ.

რამდენიმე ბინა კი საერტოდ ვერ გაქირავდა მტრედების გამო.

მეპატრონემ გადაწყვიტა აივნები და ვერანდები წვრილადნაქსოვი ბადით შემოესაზღვრა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა,რომლებიც ფრინველტა დაცვის საკიტხებზე მუშაობენ „განცხადებიტ’’ მიმარტეს „“გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების’’ სამინისტროს,ადგილობრივ წარმომადგენლობას და მოიტხოვეს რეაგირება.

ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთ-ერთი თანამშრომელი გააგზავნა ადგილზე ვითარების შესამოწმებლად.მან სახლის მეპატრონეს განუმარტა  რომ მას“ადმინისტრაციული ორგანოს’’ ნებარტვის გარეშე უფლება არ ჰქონდა,ბადიტ დაეფარა სახლის აივნები. და რომ იგი ვალდებული იყო მოეხსნა უკვე გაკეტებული ბადეები.უფრო მეტიც,“ბადეებს შეიძლება ხელი სეეშალა’’ მტრედებისატვის ბუდეებტან მიფრენილიყვნენ,რაც „ბუნების დაცვის პრინციპების’’ დარღვევად ჩაიტვლებოდა.

 

მეორე დღესვე სახლის მესაკუტრემ მიმარტა გარემოს დაცვის სამინისტროს ადგილობრივ ბიუროს და მოიტხოვა“ბადის დამაგრების’’ ნებარტვა,რაზეც მას უარი განუცხადეს;

ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით“დაბინძურების ‘’ საკიტხის მოგვარება მხოლოდ ბადეების დამაგრებით არ შეიძლება მოგვარდეს.მტრედები ჩვეულებრივი მოვლენაა და მათგან ამ საშუალებით სისუფთავის  დაცვა შეუძლებელია.

 

სახლის მეპატრომეს მიაჩნია,რომ საქმე ეხება არა ბუნებას,არამედ სახლს.კერძოდ,სახლის სიბინძურისგან დაცვას და არა ბუნების დაცვის სფეროს. მისი აზრით სახლის აივანზე ბადის გაკვრა საერტოდ არ საჭიროებს „ნებარტვას’’ ადმინისტრაციული ორგანოსგან

 

ამ კაზუსის შინაარსიდან გამომდინარე „მოსარჩელეს’’[სახლის პატრონის] მიზანია მასსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის „სამარტლებრივი ურტიერთობის „არარსებობის’’ დადგენა[აღიარება სასამართლოს მიერ]

მოსარჩელეს სურს იმის „აღიარება’’,რომ მის მიერ განხორციელებული მოქმედება-„ბადეების გაკვრა’ აივნებზე’’-არ საჭიროებს სპეციალურ „ნებარტვას’’,რამდენადაც ეს „ქმედება’’ არ ეწინააღმდეგება ბუნების დაცვის ნორმებს

 

·        ამ  მოსარჩელეს’’ „უფლების დაცვის საშუალებაა’’ –„აღიარებიტი სარჩელი’’ „სამართლებრივი ურთიერთობის’’ არარსებობის შესახებ’’

·        მოსარჩელეს გააჩმია „სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენაზე’’[ანუ დავის საგანზე]  -1. „სამართლებრივი  ინტერესი’[რადგან ა)მოსარჩელეს „სამართლებრივი მდგომარეობა’’ არ არის სადავო და ბ)მოსარჩელეს მიზანია მისი „შემდგომი მოქმედება’’ წარმართოს „სასამართლოს მიერ დადგენილი მისი უფლებების ფარგლებში’’

·        „სამართლებრივი ინტერესის’’ გარდა ,გამოკვეთილია,აგრეთვე , მოსარჩელეს 2.“ეკონომიკური ხასიათის’’ ინტერესიც.მისი „ეკონომიკური ინტერესი’’ დაცულია სამართლებრივად [რადგან ის არის „მესაკუტრე’’ და მას უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავისი საკუტრება] მისი როგორც“მესაკუტრის’’,სამართლის ნორმით დაცული „უფლება’’ წარმოადგენს მოსარჩელეს “ინტერესის’’ სამართლებეივ საფუძველს.

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები