„მეურვის’’,“მზრუნველისა’’ და „მხარდამჭერის’’ უფლება მოვალეობანი
აქ განხილულია საკითხები:
1.მეურვის და მზრუნველისა უფლება- მოვალეობანი
1.2 „მეურვის’’ და „მზრუნველის’’ უფლებები [სკ-ს 1287-ე]
1.3 მეურვის და მზრუნველის მოვალეობების შესრულება უსასყიდლოდ[სკ-1288-ე მუხ.]
1.4 „მეურვის’’ და „მზრუნველის’’ მოვალეობები[სკ-ს 1289-ე მუხ. 1-ლი ნაწილი ]
1.4.1 არასრულწლოვანი პირის
მეურვის
ან
მზრუნველის მოვალეობები
1.4.2 სრულწლოვანი პირის მეურვის ან მზრუნველის მოვალეობები
1.5 „მეურვეს’’ და „მზრუნველის’’ „წარმომადგენლობითი’’ უფლებამოსილება [სკ-ს 1290-ე მუხლი]
1.7 სამეურვეო და სამზრუნველო პირთა „ქონებრივი ინტერესების’’ დაცვა [სკ-ს 1293-ე მუხ]
1.8 „მეურვის’’ და „მზრუნველის’’ უფლებამოსილებათა შეზღუდვა[სკ-ს 1294-ე მუხ]
1.9 „მალეფუჭადი’’ ქონების გასხვისების წესი[სკ-ს 1295-ე მუხ]
1.10 „ჩუქების’’ დაუშვებლობა სამეურვეო პირის სახელით[სკ-ს 1296-ე მუხ]
1.11 მოქმედებები რომლებიც „ეკრძალებათ’’ მეურვეებს და მზრუნველებს
1.12 მეურვისა და მზრუნველის მოქმედებათა გასაჩივრება [სკ-ს 1298-ე მუხლი]
2.„მხარდამჭერის’’ უფლება- მოვალეობები
2.1.1 „მხარდაჭერის მიმღების’’ მიერ გარიგებების დადებისას „მხარდამჭერის’’ უფლება-მოვალეობები
3. „მეურვის’’ ,“მზრუნველის’’ ან „მხარდამჭერის’’ საქმიანობის კონტროლი
3.1 „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’
ზედამხედველობის შედეგები
1.მეურვის და მზრუნველისა უფლება- მოვალეობანი
1.1
შესავალი:
·
სრულწლოვანებას მიუღწეველი პირის „მეურვის’’ ან „მზრუნველის’’ უფლებები და მოვალეობები თითქმის იგივეა,რაც ბიოლოგიური
მშობლებისა
·
„მეურვის’’ ან „მზრუნველს’’ მშობლებისგან განსხვავებით, არ ევალებათ მურვეობაში
ან მზრუნველობაში მყოფი პირების რჩენა „საკუთარი ხარჯით’’
;მართალია ისინი „განსაზღვრულ საქმიანობას
ეწევიან რჩენის უზრუნველსაყოფად’’,მაგრამ მათი „რჩენა’’ ხდება მეურვეობაში ან მზრუნველობაში მყოფი პირის „ქონების’’ ან“ფულადი შემოსავლის’’ და არა „საკუთარ
ხარჯზე’’.
ხ
1.2
„მეურვის’’ და „მზრუნველის’’ უფლებები [სკ-ს 1287-ე]
a.
„მეურვეებს’’ და „მზრუნველებს’’ უფლება აქვთ: უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა სამეურვეო ან სამზრუნველო
პირის აღზრდაში
მათ ასევე უფლება აქვთ აღსაზრდელად და სასწავლებლად
გადასცენ ისინი „სხვა პირებს’’ ან ამა თუ იმ აღმზრდელობითი ხასიათის საბავშვო დაწესებულებას[ბაგა-ბაღი,სკოლა
და ა.შ.]
b. „მზრუნველს’’
შეუძლია მოითხოვოს
„შრომითი ხელშეკრულების’’ გაბათილება,რომელიც დადებულია
მზრუნველობაში მყოფი პირის მიერ თავისი ინტერესების ან ჯანმრთელობის საზიანოდ; ასეთივე უფლება გააჩნია მას ისეთ შემთხვევაშიც,როცა
სახეზეა „სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებები’’,გარდა
იმ შემთხვევებისა ,როცა ასეთ კონტრაქტს სარგებლის მოტანა შეუძლია არასრულწლოვანისთვის[იხ.
სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლი]
მუხლი 15. წარმომადგენლის თანხმობა შეზღუდული ქმედუნარიანობისას
შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელ
c. მეურვეს ან მზრუნველს უფლება
აქვს მოითხოვოს „ბავშვის
დაბრუნება’’ ნებისმიერი პირისგან,რომელსაც „უკანონოდ ჰყავს’’[თავისთან] მეურვეობაში ან მზრუნველობაში უკვე მყოფი პირი.
ეს უფლება უზრუნველყოფილია
ა) ‘მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ ჩარევით ან ბ) სასამართლოსადმი მიმართვით
მუხლი 1287. მეურვისა და მზრუნველის უფლებები
+
მეურვესა და მზრუნველს უფლება აქვთ სასამართლო წესით მოითხოვონ მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი ბავშვების დაბრუნება ყველასაგან, ვინც მათ თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.
d. „მეურვეს’’ გააჩნია „საზღვარგარეთ არამართლზომიერად
გადაადგილებული’’ ან „დაკავებული’’ ბავშვის დაბრუნების და მასთან ურთიერთობის უფლება.[მეურვეს
ან მზრუნველს მხოლოდ მაშინ შეიძლება ეთქვას უარი ბავშვის დაბრუნებაზე,თუ სასამართლო
დაადგენს,რომ მეურვის ან მზრუნველის ოჯახში არსებული „არაჯანსაღი საყოფაცხოვრეო პირობები’’
ხელს უშლის ბავშვის ნორმალურ აღზრდას,ან მეურვე ან მზრუნველი ცუდად ეპყრობა მას, ანარ ახორციელებს მასზე სათანადო
ზედამხედველობას და ამიტომ ბავშვის „უკან დაბრუნება’’ ბავშვის „ინტერესების’’ დარღვევას
გამოიწვევს; სასამართლოს უარი მეურვისათვის ან მზრუნველისატვის ბავშვის დაბრუნებაზე,საფუძველი
უნდა იყოს „მეურვეობის’’ ან „მზრუნველობის’’
შეწყვეტისათვის.
ხ
1.3
მეურვის და მზრუნველის მოვალეობების შესრულება უსასყიდლოდ[სკ-1288-ე მუხ.]
·
„მეურვეები’’ და „მზრუნველები’’ ,ძირითადად სამეურვეო ან სამზრუნველო პირთა
ნათესავები ან ახლობლები არიან.ამიტომკანონი თვლის,რომ მეურვეობის და მზრუნველობის
შესრულება მათი ზნეობრივი მოვალეობაა და არ შეიძლება მას „ანაზღაურებადი ხასიათი’’
ჰქონდეს,რადგან „მეურვეობის’’ და „მზრუნველობის’’ დაწესებაში „ნებაყოფლობითობას’’ განსაკუთებული
ყურადღება ექცევა
მუხლი 1288. მეურვეობისა და მზრუნველობის შესრულება უსასყიდლოდ
+
მეურვისა და მზრუნველის მოვალეობები სრულდება უსასყიდლოდ.
·
„ნათესავთაგან’’ უარის შემთხვევაში,ბავშვი აღსაზრდელად უნდა გადაეცეს საბავშვო
აღმზრდელობით დაწესებულებას,რომლის ადმინისტრაციაც უსასყიდლოდ ასრულებს მეურვის ან
მზრუნველის ფუნქციას.
ხ
1.4
„მეურვის’’ და „მზრუნველის’’ მოვალეობები[სკ-ს 1289-ე მუხ. 1-ლი ნაწილი ]
·
„მეურვის და მზრუნველის მოვალეობები’’ სპეციფიკური თავისებურებებით ხასიათდება
როცა სამეურვეო ან სამზრუნველო პირი ა) არასრულწლოვანია
და ბ)
სრულწლოვანია.
ხ
1.4.1 არასრულწლოვანი პირის მეურვის ან მზრუნველის მოვალეობები
·
„არასრულწლოვანი პირის მეურვე ან მზრუნველი ვალდებულია აღზარდოს
იგი „სულიერად’’,ხელი შეუწყოს მის ფიზიკურ განვითარებას,იზრუნოს მის განათლებაზე და
ზნეობის ჩამოყალიბებაზე.[მეურვისა და მზრუნველის ეს ზოგადი მოვალეობები სრულად ენტხვევა
მშობლების მოვალეობებს
·
სამოქალაქო კოდექსის 1288-ე მუხლი აკონკრეტებს მეურვის ან მზრუნველის „ზოგად მოვალეობებს’’
მუხლი 1289. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობები
+
1.
მეურვე/მზრუნველი ვალდებულია ა)იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე[არა
საკუთარ ხარჯზე იხ. ზემოთ ], ბ)შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, გ)უზრუნველყოს ის მოვლითა და დ)მკურნალობით, ე)დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები.
·
მეურვის ან მზრუნველის ოჯახში მეურვეობაში ან მზრუნველობაში მყოფი პირისტვის
უნდა შეიქმნას ისეტი პირობები,რომელშიც იგი ტავს იგრძნობს ,როგორც მშობლიურ ოჯახში
·
განსაკუტრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვების რეჯიმის დაცვას ნორმალური
სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნას
·
მეურვეობაში ან მზრუნველობაში მყოფი პირის „რჩენაზე’’ ზრუნვა არ ნიშნავს მისი
„რჩენის’’ ვალდებულებას; ფულადი სახსრები,რომლებიც „ერგება’’ სამეურვეო პირს პენსიის,დახმარების,ალიმენტის
ან სხვა სახიტ,გადადის მეურვის განკარგულებაში და იხარჯება მის მიერ სამეურვეო პირის
სარჩენად.თუ ეს სახსრები ამ მიზნიტ საკმარისი არ არის,მაშინ „მეურვეობის და ნზრუნველობის
ორგანოს’’ ნებართვით,შეიძლება მათი მიღება სამეურვეო/ან სამზრუნველო პირის „სხვა ქონებიდან’’.ასეთი
ქონების არარსებობის შემთხვევაში,“მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო’’ გამოყოფს სამეურვეო
პირის რჩენის სახსრებს.
ხ
·
„მეურვეს’’ და „მზრუნველს’’ სისტემატური კავშირი უნდა ჰქონდეს
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების და სკოლის აღმზრდელ პედაგოგებთან და ასრულებდეს
მათ რჩევებს.
·
ავადმყოფობის ან აღზრდის პროცესში გამოვლენილ სხვა პათოლოგიურ გადახრათა
აღმოსაფხვრელად არასრულწლოვანს უნდა გაეწიოს კვალლიფიციური დახმარება
ხ
·
სამზრუნველო პირი თუ შრომით ურთიერთობაშია ჩაბმული,მზრუნველი უნდა ცდილობდეს იმას,რომ
შრომა და სწავლა რაციონალურად იქბეს ერტმანეთთან შეხამებული
·
ამასტან მზრუნველი ყურადღებას უნდა აქცევდეს თუ რამდენად გონივრულად განკარგავს
სამზრუნველო პირი თავის შრომიტ შემოსავალს,თუ რამდენად კულტურულად და მისთვის სასარგებლოდ
ატარებს დასვენების დღეებს,რამდენად ეფექტურად არის იგი ჩაბმული საოჯახო მეურნეობის
წარმართვაში.
1.4.2
სრულწლოვანი პირის მეურვის ან მზრუნველის მოვალეობები
·
სრრულწლოვანი პირებზე „მზრუნველობისატვის’’ „აღზრდის ‘’ საკიტხი არ არის
აქტუალური.ამიტო ,ძირითადი ყურადრება გადატანილია იმაზე,რომ „მზრუნველი’’ მოვალეა ყველა პირობა შეუქმნას მზრუნველობაში მყოფ პირს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.,თუ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ დამოუკიდებლად
განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები.
·
ყველა „იურიდიულ მოქმედებას’’ მზრუნველობაში მყოფი პირი თვითონ ასრულებს.მზრუნველი
კი ხელს უწყობს,ეხმარება მას თავისი ინტერესების დაცვაში
ხ
·
კანონი არაფერს ამბობს იმ პირებზე „მზრუნველობაზე’’ რომელთაც სასამართლოს
მიერ აქვთ შეზღუდული ქმედუნარიანობა[ალკოჰოლიკები,ნარკომანები],მაგრამ იგულისხმება
რომ მათ მზრუნველებს უფრო სპეციფიკური მოვალეობები აკისრიათ;მზრუნველი აკონტროლებს
ალკოჰოლიკს ან ნარკომანს თავისი ქონების შემოსავლის განკარგვაში;კომტროლის მიზანი ის
არის რომ მან[ასეტმა პირმა] არ გამოიყენოს ქონების განკარგვის უფლება ოჯახის ან საკუტარი
ინტერესების საწინააღდეგოდ.
·
ალკოჰოლიკებზე და ნარკომანებზე ზრუნვა მათი ინტერესების დაცვის მიზნით
არ შედის მზრუნცელის ვალდებულებათა საზღვრებში,მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მზრუნველები
მაინც ასრულებენ ასეტ ფუნქციას,ამას განაპირობებს ის გარემოება,რომ ალკოჰოლიკებს და
ნარკომანებს მზრუნველებად ,ჩვეულებრივ, სასამართლოები უნისნავენ მათ მეუღლეებს ან ოჯახის
სხვა წევრებს,რომლებიც ისედაც ვალდებულნი არიან იზრუნონ ასეთ პირებზე[ნარკომანებზე
და ალკოჰოლიკებზე კონტროლის განხორციელება ოჯახის წევრის მხრიდან უფრო ეფექტური ხასიათისაა,სწორედ
ამიტომ კანონმა თავი შეიკავა სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიან პირტა მზრუნველობის
მოვალეობატა „სპეციფიკურობის ‘’[ნარკომანები,ალკოჰოლიკები და სხხვა] განსაზღვრისაგან]
ხ
1.5
„მეურვეს’’ და „მზრუნველის’’ „წარმომადგენლობითი’’ უფლებამოსილება [სკ-ს 1290-ე მუხლი]
·
1290-ე მუხლის თანახმად :“მეურვეობისა
და მზრუნველობის ორგანოს’’ მიერ განსაზღვრული მეურვე და მზრუნველი, რომელიც დანიშნულ იქნა სამეურვეო/სამზრუნველო პირის „კანონიერ წარმომადგენლად’’, განსაკუთრებული უფლებამოსილების
გარეშე წარმოადგენს სამეურვეო/სამზრუნველო პირის
უფლებებსა და ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში,
მათ შორის, სასამართლოში.
[ყურადღება :ძალადაკარგულია
1290-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ
ქმედუუნაროდ
აღიარებული პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის უფლებებისა და ინტერესების
წარმოდგენას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში]
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის
გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.
·
„მეურვეს’’ და „მზრუნველს’’ შეუძლიათ სამეურვეო/სამზრუნველო პირის „წარმომადგენელი’’ იყვნენ
ნებისმიერ დაწესებულებაში: მაგ. სკოლაში,საავადმყოფოში და სხვა[სადაც სამეურვეო/სამზრუნველო პირის
ინტერესების დაცვის საკითხი დადგება]
·
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წარმომადგენლობა’’ სასამართლოში
·
„ქმედუუნარო პირთა’’“ნაწილობრივ ქმედუნარიამთა’’ და „შეზღუდულქმედუნარიანთა’’
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში ევალებათ მათ მშობლებს,მშვილებლებს,მეურვეებს
ან მზრუნველებს,რომლებიც სასამარტლოს წარუდგენენ მათ უფლებამოსილებატა დამადასტურებელ
დოკუმენტებს.
·
მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილება სხვადასხვა პროცესუალურ მოქმედებათა
შესრულებაზე დასტურდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული „მოწმობის’’ საფუძველზე.
ხ
·
„მეურვესა’’ და „მზრუნველის’’
სამეურვეო/სამზრუნველო პირის „საოჯახო-სამარტლებრივი’’ „წარმომადგენელობა’’
განსხვადება კანონიერი „სამოქლაქო-სამართლებრივი’’ „წარმომადგენლობისაგან’’
·
ეს უკანასკნელი გულისხმობს ‘’ გულისხმობს „მეურვეობაში მყოფი პირის სახელით და მისი ინტერესებიდან
გამომდინარე’’ მურვის მიერ
ყოველგვარი „სამოქალაქო -სამარტლებრივი გარიგების ‘’ დადებას
·
მზრუნველის მიერ კი- „მზრუნველობაში მყოფი პირის მიერ გარიგებათა დადებისას’’ „ზედამხედველობის’’ განხორციელებას და „თანხმობის’’
მიცემას,წვრილმანი ყოფითი გარიგებების გარდა.
ხ
·
მეურვეს და მზრუნველს უფლება აქვტ სამეურვეო და სამზრუნველო პირტა უფლებების
განხორციელების პროცესსი საჭირო იურიდიული დახმარებისტვის მიმართონ ადვოკატს ან „სხვა
პირს’,როგორც მათ „წარმომადგენელს სასამართლოში’’.ასეთ შემთხვევაში სამეურვე ან სამზრუნველო
პირის ინტერესები შეიძლება დაიცვას ორმა „წარმომადგენელმა’’- „კანონის საფუძველზე დანიშნულმა’’[მეურვემ
ან მზრუნველმა] და „ხელშეკრულებიტ განსაზღვრულმა[ადვოკატმა ან იურიდიული განატლების
მქონე „სხვა პირმა’’]
1.6
მეურვის და მზრუნველის [ასევე სამეურვეო და სამზრუნველო პირის] საცხოვრებელი ადგილის საკითხი[სკ--ს 1291 მუხ.]
·
1291-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
„მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად.
[ეს უმეტესად ხდება მეურვოს ან მზრუნველის ოჯახში,ზოგჯერ აუცილებელია სამეურვეო ან სამზრუნველო პირის ბინაში
გადავიდეს საცხოვრებლადს მეურვე ან მზრუნველი.ყველა შემტხვევაში საუბარია მათი „ერტად
ცხოვრების’’ აუცილებლობაზე]]
·
ცალკეულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით შეიძლება
მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ
დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო
პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.[ასეთ შემტხვევაში საჭიროა
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ – „ნებართვა’’]
1. მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით შეიძლება მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.
ხ
·
მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.[1291-ე მუხლის მე-2
ნაწ,]
2. მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
·
ამ ვალდებულების მიზანია: ა) „მეურვესა’’
დან „მზრუნველის’’ სამეურვეო/სამზრუნველო პირის
შორის [საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო]„შეწყვეტილი პირადი კონტაქტის’’ აღდგენა
და ბ)“მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების
არ დაკარგვა’’
ხ
·
მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან სამეურვეო/სამზრუნველო პირითან ერტად იცხოვრონ მის მიერ
სრულწლოვანების მიღწევამდე.
ასეთი ვალდებულება გსმომდინარეობს სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობიდან
·
მხოლოდ 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის და მისი „მზრუნველის’’ ცალ-ცალკე
ცხოვრების შესაძლებლობაა დაშვებული ისიც განსაზღვრული
პირობების არსებობისას.
·
საქრტველოს კანონმდებლობით არასრულწლოვან პირტა ქვედა ზღვარი ძალზე დაბალია
და იგულისხმება,რომ 8,10,ან 12 წლის ასაკის პირისტვის „მზრუნველისგან’’ ცალკე ცხოვრება
მოზანსეწონილი არ არის.
·
მზრუნველისა და მის მზრუნველობაში მყოფი პირის ცალ-ცალკე ცხოვრება ,“მეურვეობის და მზრუნველობის
ორგანომ’’ შეიძლება შესაძლებლად ჩათვალოს სამზრუნველო პირის
მიერ 16 წლის ასაკის მიღწევიდან,ე.ი. იმ პერიოდიდან,როცა დგება შრომითი სრული ქმედუნარიანობა,ანუ შრომითი სრულწლოვანება.
·
ამ ასაკიდან არასრულწლოვანს გარკვეული „დამოუკიდებლობა’’
ენიჭება,გამოდის სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტად და სხვა.
·
ამიტომ მიზანშეწონილია სწორედ ამ ასაკიდან მიეცეს მას,გამონაკლისის
სახით,ცალკე ცხოვრების შესაძლებლობა
ხ
·
რაც შეეხება
„სრულწლოვან’’ სამეურვეო/სამზრუნველო პირებს, მათ ცალკე ცხოვრების უფრო მეტი
სამართლებრივი შესაძლებლობა გააჩნიათ.
·
კანონი 1291 -ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს,რომ სრულწლოვანი პირის მზრუნველს არ ევალება მზრუნველობაში
მყოფ პირთან ერთად ცხოვრება.
·
ეს სრულებითაც არ ნიშნავს ამ პირთან ერთად ცხოვრების აკრძალვას.
·
ერთდ ცხოვრება
მათი უფლებაა და არა მოვალეობა
3. ამ მუხლის[1291-ე მუხ] პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობა არ ეკისრება ქმედუნარიანი სრულწლოვნის მზრუნველს და სრულწლოვნის მხარდამჭერს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
X
1.7
სამეურვეო და სამზრუნველო პირთა „ქონებრივი ინტერესების’’ დაცვა [სკ-ს 1293-ე მუხ]
·
ქონებრივ ურთიერთობებში მონაწილეობა
შესაძლებელია სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებებით
·
მეურვე სამეურვეო პირის კანონიერი წარმომადგენელია,იგი ამ უკანასკნელის
სახელიტ და მისი ინტერესებიდან გამომდინარე,დებს სამქქლაქო-სამართლებრივი ხასიათის
გარიგებებს
·
სამეურვეო პირს არ გააჩნია სამოქალაქო ქმედუნარიანობა და ბუნებრივია,მას
არც გარიგების დადება შეუძლია[მხედველობაში არ არის „წვრილმანი ყოფიტი გარიგებები’’
·
მატ ნაცვლად „ქონებრივ გარიგებებში’’ სხვა პირი უნდა ჩაებას,ასეტი პირია
„წარმომადგენელი’’,რომელიც კანონის საფუძველზე ინიშნება.
·
მეურვის,როგორც სამეურვეო პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადებული
გარიგება,წარმოდგენილისათვის,ანუ სამეურვეო პირისთვის წარმოშობს,ან ცვლის,ან წყვეტს
სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობწებს
·
ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილის ან სხვა პირის მიერ წარმომადგენლისთვის
რწმუნების გადაცემა მინდობილობის ან სხვა
სახის სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე სავალდებულო არ არის.
ხ
·
მეურვე სამოქალაქო- სამართლებრივ გარიგებებში
სამეურვეო პირის სახელით გამოდის მხოლოდ
იმ შემთხვევაში ,თუ მას 7 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია.[ანუ როცა სახეზეა
„ასაკობრივი ქმედუუნარობა’’]
·
„წვრილმანი ქონებრივი გარიგებები’’,რა თქმა უნდა,ვერ უზრუნველყოფს სამეურვეო
პირის სერიოზული ქონებრივი ინტერესების განხორციელბას.
ხ
·
„შვიდიდან თვრამეტ
წლამდე’’[7-18]
ასაკის პირები ნაწილობრივ ქმედუნარიანები არიან.
·
შედარებით მოზრდილებს,თუ მათ დამოუკიდებელი შემოსავალი გააჩნიათ,უფლება
აქვთ თავიანტი ინტერესების შესაბამისად განკარგონ იგი.
·
დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა ისეთ გარიგებებში, ა)რომელთა ღირებულება
სმათ საკუტარ შემოსავლებს არ აღემატება და ბ)რომლებიც მათი იმტერესების საწინააღმდეგოდ
არ იქნება მიმართული.
·
მათი ასეთი გარიგებები უმეტესად ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ ყოფითი ურთიერთობების სფეროს არ სცილდება.
·
იმ პირებს,რომლებსაც ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „არასრული
ქმედუნარიანობა’’ გააჩნიათ ,ენიშნებატ „მზრუნველი’’,რომლებიც ,მართალია „სამზრუნველო
პირების’’ „კანონიერი წარმომადგენლები’’ არიან,მაგრამ
სამოქალაქ-სამარტლებრივ გარიგებებსი სამზრუნველო პირის სახელიტ არ ღებულობენ მომაწილეობას.
·
მათი მოვალეობაა მესამე პირების მხრივ ხელყოფისაგან დაიცვან სამზრუნველო
პირთა ქონებრივი ინტერესები.ეს კი შესაძლებელია სამზრუნველო პირისტვის ამა ტუ იმ გარიგებასი
მონაწილეობაზე „თანხმობის’’ გაცემიტ.
·
მაგრამ „თანხმობის გაცემის’’ შესაძლებლობა შეზღუდულია „ასაკით’’;“მზრუნველი’’
ენიშნება „ნაწილობრივ ქმედუნარიანს’’,ასეტი კი არის 7-დან-18 წლამდე პირი.
·
ისეთი გარიგების დადებაზე,რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც „ნაწილობრივ
ქმედუნარიან’’ პირს არ აქვს „მზრუნველი’’ ყველას
კი არ აძლევს თანხმობას,არამედ-მხოლოდ 14-დან -18 წლამდე ასაკის
„სამზრუნველო პირებს’’.
·
ასეთი შეზღუდვიტ,ფაქტობრივად 7-დან-14 წლამდე ნაწილობრივ ქმედუნარიანი
პირები სამოქალაქო-სამარტლებრივ გარიგებებში თითქმის გაუტანაბრდნენ 7 წლამდე „ქმედუუნარო
პირებს’’
·
თუ „მზრუნველის თანხმობის გარეშე’’ იქნა დადებული გარიგება 14-დან 18 წლამდე
„სამზრუნველო პირის’’ მიერ,იგი შეიძლება ცნობილი იქნეს - „ბათილად’’,როცა „სამზრუნველო
პირის’’ „ინტერესებს’’ ეწინააღმდეგება.
მუხლი 1293. მეურვისა და მზრუნველის თანხმობა, მხარდამჭერის მონაწილეობა გარიგების დადებისას
+
1. მეურვე სამეურვეო პირის[7 წლამდე
პირის] კანონიერი წარმომადგენელია და მისი სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს აუცილებელ გარიგებებს.
2. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ისეთ გარიგებას, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც მას კანონით არ აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით.
ხ
1.8
„მეურვის’’ და „მზრუნველის’’ უფლებამოსილებათა შეზღუდვა[სკ-ს 1294-ე მუხ]
·
ზოგიერთი გარიგების დადებას „სამეურვეო’’ ან“სამზრუნველო’’ პირისთვის „სასიცოცხლო მნიშვნელობა’’ აქვს.ამიტომ „მეურვის’’ ან „მზრუნველის’’
ერტპიროვნულ გადაწყვეტილებას ასეთი გარიგების დადების თაობაზე,სხვადასხვა სუბიექტური
ტუ ობიექტური მიზეზების გამო ,შეიძლება არასაურველი სამარტლებრივი სედეგების მომტანი
გახდეს სამეურვეო ტუ სამზრუნველო პირისტვის.
·
ამიტომ „ზოგიერტი გარიგების’’ დასადებად მეურვეს თუ მზრუნველს ესაჭიროება
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ წინასწარი
თანხმობა.
·
„მეურვეობის და მზრუნველობის
ორგანოს’’ „წინასწარი. თანხმობის გარეშე’’
მეურვეს უფლება არ აქვს სამურვეო პირის სახელით დადოს გარიგება,ხოლო მზრუნველს-სამზრუნველო
პირს დასთანხმდეს ისეთ გარიგებაზე,რომელიც დაკავშირებულია: ან ქონების გასხვისებასთან,ან დაგირავებასთან ან ათ წელზე[10]
მეტი ვადით გაქირავებსთან, ან
ათ წელზე[10] მეტი ვადით თხოვებასთან ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემასთან.
·
ასეთი „გარიგებები’’ მეურვეობაში ან მზრუნველობაში მყოფი პირის ქონების
„განკარგვას’’ გულისხმობს მუდმივად ან დროებით.ამიტომ
,მათი დადებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.
·
ასევე „სერიოზულად’’ უნდა გადაწყდეს იმ გარიგებათა დადების საკითხი,რომელიც
ეხება
a.
„თამასუქთან’’ დაკავშირებულ უფლებებს
b.
სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ ნებისმიერ უფლებაზე უარის თქმას
c.
სამეურვეო ან სამზრუნველო პირის სამეწაემეო
საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას
d.
სამეურვეო ან სამზრუნველო პირის მიერ სესხის
აღებას
e.
სამეურვეო ან სამზრუნველო პირის ქონების
გაყოფას
f.
სხვა გარიგებებს,რომლებსაც შედეგად
შეიძლება მჰყვეს სამეურვეო თუ სამზრუნველო პირის ქონების შემცირება
ხ
·
მართალია კანონი საკმაოდ დეტალურად ჩამოთვლის „გარიგებათა სახეებს’’,რომელტა
დასადებადაც საჭიროა „მეურვეობის და მზრუნველობის
ორგანოს’’ თანხმობა,მაგრამ მიუხედავად ამისა,ჩამონათვალი
ამომწურავი არ არის
·
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ შეუზლია „შეზღუდოს’’ ზოგიერთი
„სხვა გარიგების’’ დადებაც
მაგ.სამეურვეო და სამზრუნველო პირის
მიერ „ბინის გაცვლა’’ შედარებით ნაკლები ფართისა და ღირებულების ბინაზე და სხვა.
მაგ. ასევე არ შეიძლება მცირეწლოვანის
სახელზე შეტანილი ანაბრის განკარგვა მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს ნებართვის
გარეშე.
·
ყურადღება: „მეურვეობის და მზრუნველობის
ორგანოს’’ წინასწარი თანხმობის გარეშე დადებული გარიგებები,შეიძლება „ბათილად’’ იქნეს
აღიარებული.
·
ამიტომ,მეურვე ან მზრუნველი ვალდებულია საქმის კურსში ჩააყენოს „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო იმ „გარიგებათა
შესახებ,რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო გარიგებების სახეებს’’ და ეხება
სამეურვეო ან სამზრუნველო პირის „ქონებრივ ინტერესებს’’
მუხლი 1294. მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა
+
მეურვეობისა
და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, ხოლო მზრუნველს – სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების დადებაზე, რომელიც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას, თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას, ან რომლებსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქონების შემცირება.
1.9
„მალეფუჭადი’’ ქონების გასხვისების წესი[სკ-ს 1295-ე მუხ]
·
არ არის საჭირო
მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს „წინასწარი თანხმობა’’ ისეთი „ქონების’’ გაყიდვაზე,რომელიც „მალეფუჭებადია’’
·
ასეთი „ქონება’’ „სამეურვეო და სამზრუნველო პირს’’ სეიძლე
აღმოაჩნდეს „ჩუქების’’ ან მის ოჯახში „სამეწარმეო საქმიანობის’’ შედეგად
·
„სამეურვეო და სამზრუნველო პირის’’
„ქონებრივი ინტერსითაა’’ განპირობებული ის,რომ ასეთი
ქონება რაც შეიძლება სწრაფად გაიყიდოს და დაყოვნებამ „ზარალი’’ არ გამოიწვიოს
·
რადგან მეურვეობის და მზრუნველობის
ორგანოს „წინასწარი
თანხმობა’’ „ქონების გაყიდვაზე’’ მოითხოვს
გარკვეულ დროს,ეს მალეფუჭადი ქონების გაყიდვის დაყოვნების საფუძველი გახდებოდა და ხოლო ასეთი
ქონება კი გაფუჭდებოდა,
ხ
·
ასევე,არ არის მეურვეობის და მზრუნველობის
ორგანოს „წინასწარი თანხმობა’’ საჭირო
ისეთი ქონების განკარგვაზე,რომელიც „თავიდანვე გასაყიდად არის განკუტვნილი’’.
·
„თავიდანვე გასაყიდად არის განკუთვნილი’’
სამეურვეო და სამზრუნველო პირის კუთვნილი ა)„მოსავალი’’ [ყურძენი,ხორბალი,კარტოფილი
და ა.შ.],ბ)საყოფაცხოვრებო ხასიატის ნივთები და კვების პროდუქტები,რომელთა დამზადება
მათი რეალიზაციის მიზნით ხდება.
·
ყველა ასეთ შემთხვევაში სამეურვეო
და სამზრუნველო პირის „ქონებრივი ინტერესები’’ დაცულია.
მუხლი 1295. მალფუჭებადი ქონების გასხვისების წესი
+
მალფუჭებადი ან ისეთი ქონება, რომელიც თავისი ხასიათის მიხედვით გასაყიდად არის განკუთვნილი, შეიძლება გაიყიდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვის გარეშე.
ხ
1.9
„ჩუქების’’ დაუშვებლობა სამეურვეო პირის სახელით[სკ-ს 1296-ე მუხ]
·
კანონის საერთო მოტხპოვნა იმის სესახებ,რომ „მეურვემ’’ ან „მზრუნველმა’’
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ წინასწარი თანხმობის გარეშე არ დადონ სამეურვეო ან სამზრუნველო
პირის ქონების განკარგვასტან დაკავშირებული გარიგებები, კონკრეტიზირდება 1296-ე მუხლის
იმპერატიულ დებულებაში - „არ შეიძლება სამეურვეო ან სამზრუნველო პირის სახელიტ ჩუქების
ხელსეკრულების დადება’’
·
ასეთ აკრძალვას საფუძვლად უდევს სამეურვეო ან სამზრუნველო პირის ქონებრივი
ინტერესების შელახვის ტავიდან აცილების აუცილებლობა.[მატი „ქონებრივი ინტერესების’’
შელახვის შესაძლებლობა „ჩუქების ხელსეკრულებაში’’ საკმაოდაა]
·
როგორც ცნობილია „ჩუქების ხელშეკრულებით’’[იხ. 524-=ე მუხლი] მჩუქებელი
უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუტრებაში;ეს კი იმას ნიშნავს ,რომ ქონების
ადრინდელი მესაკუტრე კარგავს ამ კონკრეტულ ქონებას და ამით მისი „ქონებრივი ინტერესი’’
იზღუდება.მით უმეტეს,თუ მის ქონებას განკარგავს „სხვა პირი’’[მაგ. მეურვე ]
·
ჩუჩების ხელშეკრულების დადების შემდეგ „დაჩუქრებული პირი’’,როგორც მესაკუთრე
უფლებამოსილია დაიცვას თავისი „საკუტრების უფლება’’
·
მართალია სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია რამდენიმე „დამცავი’’
დებულება,რომელთა მიხედვითაც პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება,ა)“თუ ეს საარსებო
წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს’’ და ჩუქება შეიძლება გაუქმდეს,
ბ) „თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის
ან მისი ახლო ნატესავის მიმართ’’,მაგრამ ეს დებულებები სრულებიტაც არ წარმოადგენს სამეურვეო
და სამზრუნველო პირის ქონებრივი ინტერესების დაცვის სრულ გარანტიას მეურვისა თუ მზრუნველის
მხრივ არა არამართლზომიერ მოქმედებატა ტავიდან ასაცილებლად.
·
ამიტომ კანონმდებელმა საერთოდ აკრძალა სამეურვეო ან სამზრუნველო პირის
ქონების ამ ფორმით განკარგვის შესაძლებლობა.
·
არ შეიძლება სამეურვეო და სანზრუნველო პირის ქონების გაჩუქებამეურვის ან
მზრუნველის მიერ მაშინაც კი,როცა „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო’’ ამაზე თანახმაა
მუხლი 1296. ჩუქების დაუშვებლობა სამეურვეო პირის სახელით
+
სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სახელით ჩუქების ხელშეკრულების დადება არ შეიძლება.
ხ
1.11
მოქმედებები რომლებიც „ეკრძალებათ’’ მეურვეებს და მზრუნველებს
[სკ-ს 1297-ე მუხ.]
სამეურვეო და სამზრუნველო
პირების უფლებების და ინტერესების სრულყოფილი დაცვის ,აგრეტვე მეურვეების და მზრუნველების
მხრივ ტავიანთი უფლებამოსილებების არამართლზომიერად
გამოყენების თავიდან აცილების მიზნიტ,კანონითაკრძალულია გარკვეული მოქმედებების შესრულება
მეურვეების და მზრუნველების მიერ:
1) მეურვესა და მზრუნველს, მათ მეუღლეებსა
და ახლო ნათესავებს უფლება არა აქვთ დადონ გარიგება
სამეურვეო (სამზრუნველო) პირთან;[„ახლო ნათესავებად’’ ითვლებიანა) „პირდაპირი ხაზის
ნატესავები’’[შვილი,შვილისვილი,მშობლები,ბებია-ბაბუა] დაბ) „გვერდიტი ხაზის ნათესავები’’[
და-ძმა,მათი შვილები] ასეთი გარიგებები აკრძალულია,იმიტომ
,რომ სახეზეა „ინტერესთა კონფლიქტი’’
2) იმავე საფუძვლით[„ინტერესთა კონფლიქტის’’
გამო],მეურვეეები და მზრუნველები არ შეიძლება გამოვიდნენ სამეურვეო
და სამზრუნველო პირთა „წარმომადგენლებად’’
ისეთ გარიგებებში,რომლებიც უნდა დაიდოს ,ერთი მხრივ,სამეურვეო
და სამზრუნველო პირებსა და,მეორე მხრივ,მეურვეების ან მზრუნველების მეუღლეებს და ახლო ნათესავებს შორის
3) იმავე საფუძვლით[„ინტერესთა კონფლიქტის’’
გამო]არ შეიძლება
მეურვე ან მზრუნველი იყოს სამეურვეო თუ
სამზრუნველო პირის „წარმომადგემელი ‘’ სასამართლოში,როცა „წარმოებაშია საქმე’’,რომელშიც ,ერთი მხრივ,მეურვე
ან მზრუნველი და მეორე მხრივ,მეუურვის თუ მზრუნველის მეუღლე ან ახლო ნატესავი სხვადასხვა
„მხარეებს’’ წარმოადგენენ.
მუხლი 1297. მეურვისა და მზრუნველის მხრიდან წარმომადგენლობის დაუშვებლობა
მეურვესა
და მზრუნველს, მათ
მეუღლეებსა
და ახლო ნათესავებს უფლება არა აქვთ დადონ გარიგება სამეურვეო (სამზრუნველო) პირთან, აგრეთვე არ შეიძლება, რომ ისინი იყვნენ ამ პირის წარმომადგენლებად გარიგების დადებისას ან სასამართლოში საქმის წარმოებისას სამეურვეო (სამზრუნველო) პირსა და მეურვის ან მზრუნველის მეუღლესა და მათ ახლო ნათესავებს შორის.
·
აქ აღნიშნულ შემტხვევებში სამეურვეო და სამზრუნველო პირის „ქონებრივი ინტერესების’’
დაცვა „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანომ’’ უნდა უზრუნველყოს
ხ
1.12 მეურვისა და მზრუნველის მოქმედებათა გასაჩივრება [სკ-ს 1298-ე მუხლი]
·
„მეურვეები’’ და „მზრუნველები’’ ანგარიშვალდებულნი არიან „მეურვეობის და
მზრუნველობის ორგანოების’’ წინაშე
·
ამიტომ ისინი ვალდებული არიან საქმის კურსში ჩააყენონ ეს ორგანოები თავიანტი
საქმიანობის შესახებ,
·
ამასტთან,მათ უფლებაც აქვთ მოსთხოვონ მეურვეობის
და მზრუნველობის ორგანოებს „მხარდაჭერა’’-მათ შორის მატერიალურიც,როცა
ამის აუცილებლობა არსებობს-„სამეურვეო და სამზრუნველო ფუნქციების განხირციელების
პროცესში’’
·
მეურვეების და მზრუნველების უმრავლესობა კანონით დადგენილ მათმოვალეობებს
პირნათლად ასრულებს.[ასეთ პირთა „წახალისება’’ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოების
კომპეტენციაში შედის.]
·
ამასთან ერთად,კანონი ითვალისწინებს
იმ მეურვეებისა და მზრუნველების მოქმედებათა
გასაჩივრების შესაძლებლობას,რომლებიც თავიანთ ფუნქციებს
ჯეროვნად ვერ ასრულებენ ან არამართლზომიერი მოქმედებით
თვითონ ლახავენ სამეურვეო და სამზრუნველო პირთა კანონიერ ინტერესებს.
·
მათი მოქმედებების გასაჩივრება უნდა მოხდეს
„მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებში’’[!] სამეურვეო ამ სამზრუნველო პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
·
საჩივრის წარდგენა შეუძლია არა მარტო ნებისმიერ „დაინტერესებულ პირს’’,
არამედ თვით „სამეურვეო ან სამზრუნველო პირსაც’’.
·
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში წარდგენილი
საჩივარი განხილულ უნდა იქნეს „კანონითგანსაზღვრულ ვადებში’’ და მიღებულ უნდა იქნეს
შესაბამისი „გადაწყვეტილება’’
·
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ „გადაწყვეტილების’’ შესახებ უნდა
ეცნობოს „საჩივრის ავტორს’’.
მუხლი 1298. მეურვისა და მზრუნველის მოქმედებათა გასაჩივრება
+
მეურვისა და მზრუნველის მოქმედება შეიძლება გაასაჩივროს დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის სამეურვეო (სამზრუნველო) პირმაც, მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოში სამეურვეო (სამზრუნველო) პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხ
2.„მხარდამჭერის’’ უფლება- მოვალეობები
2.1
„მხარდამჭერის ‘’ მოვალეობა მხარდაჭერის დანიშვნის საფუძვლის შეცვლისას ან გაუქმებისას[სკ-1292-ე მუხ.]
·
ყურადღება:“მხარდამჭერის’ უფლება-მოვალეობატა განსაზღვრისას „სამოქალაქო
კოდექსი’’[სკ] და შესაბამისი „კანონქვემდებარე აქტები’’ ძირითადად ეყრდნობა „სრულწლოვანი პირის მზრუნველის უფლება-მოვალეობების[ანუ
სტატუსის] განმსაზღვრელ ზოგად დებულებებს’’
·
კანონის თანახმად „მხარდამჭერი’’ ვალდებულია დაუყონებლივ მიმართოს სასამარტლოს
შუამდგომლობიტ“მხარდაჭერის ფარგლების ‘’ „სეცვლის ‘’ ან „გაუქმების ‘’შესახებ,ისეტ შემთხვევებში
,როცა იცვლება ან უქმდება ის „საფუძველი’’,რის გამოც „მხარდამჭერის მიმღებს’’ დაუწესდა
- „მხარდაჭერა’’
·
ასეთი „ვალდებულება’’ „მხარდამჭერს’’ არ ეკისრება თუ ასეტი საკითხი სასამარტლოს
წინაშე „უკვე’’ დააყენა „მხარდამჭერის მიმღებმა’’ ან „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ’’
მუხლი 1292. მხარდამჭერის მოვალეობა მხარდაჭერის დანიშვნის საფუძვლის არარსებობისას ან შეცვლისას
+
მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
2.1
მხარდამჭერის მოვალეობები
სკ-ს 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად
·
მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური
ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში
[რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი
ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში.
]
მხარდამჭერი
აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს,
აღნიშნულ ორგანოს
მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების
შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ
თავისებურებებს
ხ
2.1.1
„მხარდაჭერის მიმღების’’ მიერ გარიგებების დადებისას „მხარდამჭერის’’ უფლება-მოვალეობები
სკ-ს
1293-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად:
·
მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი
შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს
გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.[ყურადღება:
„მხარდამჭერის მიმღები’’ გარიგებას თავად დებს,“მხარდამჭერი’’ მას მხოლოდ „ეხმარება’’]
ხ
·
„მხარდაჭერის მიმღების’’ მიერ გარიგების „წერილობითი ფორმით’’ დადებისას,მხარეების გარდა,გარიგებას ხელს აწერს „მხარდამჭერიც’’[ამით
ის ადასტურებს „მხარდაჭერის მიმღების’’ მიერ გარიგების დადებისას სასამარტლოს გადაწყვეტილებიტ
განსაზრვრული „მხარდაჭერის’’ გაწევას]
·
„მხარდამჭერის მიმღებმა’’ გარიგება შეიძლება დადოს „მხარდაჭერის’’ მიღების
გარეშეც,ასეთ შემტხვევაში გარიგების ნამდვილობა დამოკიდებული იქნება იმაზე,მოიწონებს
ტუ არა ამ გარიგებას „მხარდამჭერი’’
·
თუ „მხარდაჭერის მიმღები’’ პირი ასეტი გარიგებით „სარგებელს იღებს’’,მაშინ„მხარდამჭერის’’ ნების გამოვლენა გარიგების
ნამდვილობაზე არ მოქმედებს[აღარ არი საჭირო „მხარდამჭერის’’ მიერ გარიგების „მოწონება’’]
·
მსგავს სემთხვევებსი“მხარდამჭერი’’ „მზრუნველის ’’ ფუნქციის შემსრულებლად გამოდის
ხ
შესაძლებელია „მხარდამჭერის
მიმღებისთვის’’ გარიგების დადების უფლების სრულად შეზღუდვა,სკ-ს 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის
თანახმად:
გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ
მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა
1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია
და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს
მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს,
სასამართლო მხარდამჭერს
უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების
სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
·
მსგავს სემთხვევებსი“მხარდამჭერი’’ „მეურვის’’ ფუნქციის შემსრულებლად გამოდის
3. „მეურვის’’ ,“მზრუნველის’’ ან „მხარდამჭერის’’ საქმიანობის კონტროლი
·
„მეურვის’’ ,“მზრუნველის’’ ან „მხარდამჭერის’’ საქმიანობა
ნებაყოფლობითია და არ ანაზღაურდება
·
ეს საქმიანობა მხოლოდ მეურვედ,მზრუნველად
და მხარდამჭერად შერჩეული პირის „პასუხისმგებლობას’’ და „კომპეტენტურობას’’ ეყრდნობა.
·
კანონი სპეციალურად „ავალებს’’ „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’
მეურვის,მზრუნველის და მხარდამჭეის საქმიანობის კონტროლს
·
მათ საქმიანობაზე კონტროლს „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო’’ „მხარდამჭერის მიმღების’’ „საცხოვრებელი ადგილის’’ მიხედვით ახორციელებს.
·
კერძოდ
a. სისტემატურად აკვირდება მეურვის ან მზრუნველის საქმიანობას
b. ამოწმებს სამეურვეო და სამზრუნველო
პრტა საყოფაცხოვრებო პირობებს
c. განიხილავს „მრურვეობის და მზრუნველობის ორგანოში’’ შესულ შეტყობინებებს
და განცხადებებს და სხვა.
d. „მხარდამჭერების’’ საქმიანობაზე
ზედამხედველობის განხორციელებისას კი მთავარია
მათ მიერ „სასამარტლოს გადაწყვეტილებატა’’ და კანონმდებლობით მათთვის განსაზღვრული
მოვალეობების კონტროლი,“მხარდამჭეის მიმღების’’ „უნარების ‘’ შეფასება და შესაბამისი
რეაგირება
·
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს „მხარდამჭერის’’
მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ ფარგლებთან
შესაბამისობა „ექვს თვეში ერთხელ’’ ან „სასამართლოს მიერ დადგენილი პერიოდულობით’’
,აგრეტვე „ტავისი იმიციატივით’’,როცა ამის საჭიროება არსებობს.
ხ
3.1
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ ზედამხედველობის შედეგები
·
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ ზედამხედველობის შედეგები აისახება
სპეციალურ „დასკვნაში’’
·
„დასკვნა’’ შეიძლება იყოს როგორც „დადებითი’’,ისე „უარყოფითი’’ შინაარსის.
·
„ზედამხედველობის სედეგების ‘’ სესახებ „დასკვნა’’ შეიტანება „ზედამხედველობის მონაცემთა ბაზაში’’
·
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ „ზედამხედველობის მონაცემთა ბაზაში’’
შეიტანება:
a. ინფორმაცია მეურვეობის ,ან მზრუნველობის
,ან მხარდაჭერის დაწესების შესახებ
b. ინფორმაცია მეურვეობის ,ან მზრუნველობის
,ან მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ
c. მეურვის,მზრუნველის ,მხარდამჭერის-
„პირადი მონაცემები’’
d. ინფორმაცია მეურვის,მზრუნველის
,მხარდამჭერის- საქმიანობის შესახებ
e. „ზედამხედველობის განხორციელებისას’’
დადგენილი მნიშვნელოვანი „ფაქტები’’
·
„მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’ „ზედამხედველობის მონაცემთა ბაზა’’
მნისვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ამ
ორგანოს მიერ შესაბამისი რეაგირებისათვის.
ხ
·
თუ მეურვეობის და მზრუნველობის
ორგანო დაადგენს ,რომ მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი არ ასრულებს
ან არაჯეროვნად ასრულებს კანონმდებლობიტ და სასამართლოს გადაწყვეტილებიტ მისტვის
განსაზღვრულ მოვალეობებს,არღვევს სამეურვეო,სამზრუნველო პირის
ან მხარაჭერის მიმღების უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ,ატარებს შემდეგ ღონისძიებებს:
1) სოციალური მუშაკის მეშვეობით
ეხმარება მეურვეს, მზრუნველს ან მხარდამჭერს
რათა მან უკეთ გააცნობიეროს და შეასრულოს თავისი მოვალეობები
2) მოვალეობისგან ათავისუფლებს მეურვეს
ან მზრუნველს
3) მიმარტავს სასამართლოს მხარდამჭერის მოვალეობისგან გათავისუფლების მოთხოვნიტ .სასამართლოს
„გადაწყვეტილების ‘’ გამოტანამდე კი „მხარდამჭერს’’ უჩერებს
უფლებამოსილებას და მისი მოვალების შესრულებას აკისრებს „მეურვეობის და მზრუნველობის
ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს’’.
4) არამართლზომიერ მოქმედებათა ინტენსივობის
ხარისხის შესაბამისად აყენებს საკითხს ადმინისტრაციული ან
სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
მუხლი 1300. მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების შედეგები
+
1. მეურვის ან მზრუნველის მიერ დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანო გადააყენებს ან გაათავისუფლებს მეურვეს ან მზრუნველს მისი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. თუ მეურვე (მზრუნველი) ანგარების მიზნით გამოიყენებს მეურვეობას (მზრუნველობას), ან სამეურვეო (სამზრუნველო) პირს დატოვებს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
3. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო რეაგირებას ახდენს ამ კოდექსის 13055 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 13055. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეაგირება მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობაზე/არაჯეროვნად შესრულებაზე
+
თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი არ ასრულებს/არაჯეროვნად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს, არღვევს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის/მხარდაჭერის მიმღების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მას უარყოფითი დასკვნა გამოაქვს და მოქმედებს შემდეგნაირად:
ა) თუ მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოქმედებების ინტენსივობა ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის არასაკმარისია:
ა.ა) სოციალური მუშაკის მეშვეობით ეხმარება მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს, რათა მან უკეთ გააცნობიეროს და შეასრულოს თავისი მოვალეობები;
ა.ბ) თავისი მოვალეობისაგან ათავისუფლებს მეურვეს/მზრუნველს;
ა.გ) მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
ბ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოქმედებების ინტენსივობის შესაბამისად მოქმედებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესებით
Комментарии
Отправить комментарий