ახალი ფაქტების და ახალი მტკიცებულებების წარდგენის პირობები სააპელაციო სასამართლოში [სსსკ 380-ე მუხ]
I.ახალი
ფაქტების და ახალი მტკიცებულებების
წარდგენის რა
წინაპირობები უნდა არსებობდეს ?
·
სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტების და ახალი მტკიცებულებების
წარდგენას 2 წინაპრობა
შეიძლება ჰქონდეს:
1)
„პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილება’’
„ან ფაქტობრივად’’ ,“ან იურიდიულდ’’ ,ან კივვ
„როგორც ფატობრივად ,ისე იურიდიულად’’ -არაა
დასაბუთებული
2)
„ სააპელაციო საჩივარი’’ „დასაბუთებული’’ და გამართლებულია
II. „დასაშვებია’’ თუ არა სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტების
და ახალი მტკიცებულებების წარდგენა ?
·
დიახ, „დასაშვებია’’ .
·
„კანონით ზუსტად განსაზღვრული
პირობების’’ არსებობისას მხარეს შეუძლია წარადგინოს „ახალი ფაქტები’’ და „ახალი მტკიცებულებები’’ სააპელაციო სასამართლოში.
მუხლი 380. ახალი ფაქტები და მტკიცებულებები
1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები.
„ახალი ფაქტების
და მტკიცებულებების ‘’ სააპელაციო სასამართლოს მიერ „მიღების’’ „პირობები’’ შემდეგია:
a. მხარეს არ შეეძლო ახალი ფაქტებისა
და მტკიცებულებების წარედგინა პირველი ინსტანციის
სასამართლოში საქმის განხილვისას
b. ახალ ფაქტებისა და მტკიცებულებების
წარდგენა სააპელაციო სასამართლოში ხელს არ შეუშლის საქმის „დრულად’’
განხილვას
c. მხარეს „საპატიო მიზეზი’’ აქვს თუ რატომ არ წარადგინა ეს ფაქტები და მტკიცებულებები
1-ლი ინსტანციის სასამართლოში .
[ეს პირობები გამომდიმარეობს
380-ე მუხლის მე-2 ნაწილის ანალიზიდან - „დასაშვებობის’’ ეს პირობები ზეპირად ]
ხ
„ახალი ფაქტების
და მტკიცებულებების ‘’ სააპელაციო სასამართლოს მიერ „არმიღების’’ [ანუ „დაუშვებლობის’’]„პირობა’’ კი შემდეგია:
·
სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც
ა)მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის
სასამართლოში საქმის განხილვისას, ბ) მაგრამ
არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.[სსსკ-ის
380-ე მუხ მე-2 ნაწ.]
[„დაუშვებლობის’’
პირობა- ზეპირად]
III. რა იგულისხმება „ახალ ფაქტებსა’’ და „ახალ მტკიცებულებებში’’ ?[380-ე მუხ. მე-2 ნაწ]
·
„ახალი ფაქტები’’ და „ახალი მტკიცებულებები’’ ეს ისეთი „ფაქტები’’
და „მტკიცებულებებია’’,რომლებიც ადრე არ იყო მითითებული მხარეების მიერ იმის გამო,რომ :
a. ან „არ იყო ცნობილი მათ შესახებ’’ ,
b. ან „წარმოშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ’’
c. ანდა „თვითონ მხარემ ან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ ჩათვალეს საქმისთვის
მნიშვნელობის მქონედ’’
[ზეპირად]
·
ყურადღება:
სააპელაციო
სასამართლოში „ახალი
ფაქტების’’ და „ახალი მტკიცებულებების ’’ წარდგენით მხარეს შეუძლია დადასტუროს ან შეცვალოს პირველ ინსტანციაში წარდგენილი „სარჩელის საფუძველი’’
[ზეპირად]
ხ
·
სააპელაციო სასამართლო არ ღებულობს იმ ახალ ფაქტებს და ახალ მტკიცებულებებს,რომლებიც
„მხარეს შეეძლო წარედგინა პირველ ი ინსტანციის სასამართლოში ,მაგრამ არასაპატიო მიზეზიტ
არ წარადგინა’’
მუხლი 380. ახალი ფაქტები და მტკიცებულებები
2. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
·
380-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის დედააზრი მდგომარეობს
იმაში,რომ „ფაქტები’’ და მტკიცებულებები’’,რომელთა შესახებ თავიდანვე ცნობილია მხარეებისთვის,უნდა წარედგინოს[!] „პირველი
ინსტანციის სასამართლოს’’
ხ
·
თუ „გადაწყვეტილებისთვის’’ მნიშვნელობის მქონე „ახალი ფაქტი’’ ან „ახალი მტკიცებულება’’
წარმოიშობა „პირველინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ’’
-სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე
უნდა „მიიღოს და განიხილოს’’ ისინი.
ხ
·
ასევე , „ახლია’’
ის “ფაქტები ‘’ და „მტკიცებულებები’’,რომლებიც „არსებობდნენ’’ ,მაგრამ მხარეებმა არ წარადგინეს 1-ლი ინსტანციის სასამართლოში იმის
გამო,რომ ა) „არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ’’ ,ან ბ)“ შეცდომით უმნიშვნელოდ ჩათვალეს’’
ხ
·
„სააპელაციო სასამართლომ’’ ყოველთვის განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა
შეამოწმოს და შეაფასოს „ახალი ფაქტების’’ და „ახალი მტკიცებულებების’’ „დასაშვებობის’’
პირობები
·
სააპელაციო სასამართლომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას“ახალი ფაქტები’’ და „ახალი მტკიცებულებები’’ განსახილველად,თუ აშკარაა ,რომ მხარემ ისინი „ტაქტიკური
მოსაზრებებით შემოინახა სააპელაციო სასამართლოსთვის
და მოწინააღმდე მხარეზე მოულოდნელი თავდასხმით ცდილობს მისთვის სასურველი შედეგის მიღწევას’’
ხ
·
რაც შეეხება „ფაქტებსა’’,რომლებიც უკვე იყო მხარეთა მიერ წამოყენებული
1-ლი ინსტანციის სასამართლოში..
·
მხარეებს შეუძლიათ კვლავ წამოაყენონ
ისინი „სააპელაციო საჩივარში’’ ან „შეგებებულ სააპელაციო საჩივარში’’როგორც
„ხელმეორედ დასახელებული ფაქტები’’,ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 1-ლი ინტანციის სასამართლომ შეცდომით არ ჩათვალა ეს „ფაქტები’’
საქმისთვისთვის მნიშვნელობის მქონედ და
არ შეამოწმა და არ დაადგინა ისინი,ანდა შეამოწმა და დააგინა,მაგრამ საპროცესო ნორმების
დარღვევით[!]
·
თუ „ახალი’’ და „ხელმეორედ დასახელებული’’ „ფაქტები’’
დასაშვებად ცნო სააპელაციო სასამართლომ,მან უნდა განუსაზღვროს მხარეებს „დრო’’ ამ
„ფაქტების’’ შესაბამისი „მტკიცებულებების’’
წარმოსადგენად.
ხ
დასკვნა:
1) „სააპელაციო
სასამართლოც’’ არის „ფაქტების’’ დამდგენი სასამართლო[მაგრამ „ფაქტების’’ და „მტკიცებულებებს’’
წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ კანონით„განსაზღვრულ
პირობებში’’ და „შეზღუდულ ფარგლებში’’]
2)
სააპელაციო სასამათლოში „დასაშვებია’’ „ფაქტების’’
და „მტკიცებულებების’’ შემდეგი კატეგორიების
წარდგენა:
a.
„ახალი ფაქტები და
ახალი მტკიცებულებები’’[რომლებიც წარმოშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ]
b.
“ფაქტები ‘’ და „მტკიცებულებები’’,რომლებიც „არსებობდნენ’’
,მაგრამ მხარეებმა არ წარადგინეს
1-ლი ინსტანციის სასამართლოში იმის გამო,რომ
ა) „არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ’’
,ან ბ)“ შეცდომით უმნიშვნელოდ ჩათვალეს’’
c.
„ფაქტები’’
რომლებიც მხარეებმა წარადგინეს 1-ლი
ინტანციის სასამართლოში,მაგრამ სასამართლომ ეს „ფაქტები’’ საქმისთვისთვის შეცდომით არ ჩათვალა მნიშვნელობის მქონედ
d. „მტკიცებულებები ’’ რომლებიც მხარეებმა
წარადგინეს 1-ლი ინსტანციის სასამართლოში,მაგრამ
სასამართლომ ეს „მტკიცებულებები’’ საქმისთვისთვის შეცდომით არ ჩათვალა მნიშვნელობის მქონედ[ სსსკ 104-ე მუხ.
1-ლი პუნქტი]
e. „ფაქტები’’ რომლებიც 1-ლი ინსტანციის სასამართლომ
„დადგენილად’’ ჩატვალა,მაგრამ არ
მიუთიტა რომელი „მტკიცებულების’’ საფუძველზე
f. „ფაქტები’’ რომლებიც 1-ლი ინსტანციის სასამართლომ
„დადგენილად’’ ჩათვალა, კანონის დარღვევით
მიღებული „მტკიცებულების’’ საფუძველზე
ხ
3) სააპელაციო
სასამართლომ „არ უნდა დაუშვას’’ და „არ უნდა მიიღოოს’’ ისეთი „ფაქტები’’ და „მტკიცებულებები’’,რომლებიც
მხარეებს „შეეძლოთ წარედგინათ’’ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში,მაგრამ „უხეში გაუფრტხილებლობის’’[დაუდევრობის ან თვითიმედოვნების
გამო] არ წარადგინეს [სსსკ 380-ე მუხ. ნაწ. მე-2]
4) იმ შემთხვევაში,როდესაც
ზემოაღნისშნულ პირობების გათვალისწინებით სააპელაციო
სასამართლო „დასაშვებად’’ მიიჩნევს „ახალ ფაქტებს’’ და „ახალ მტკიცებულებებს’’ ,სააპელაციო
სასამართლოს წინაშე წამოიჭრება მნიშვნელოვანი საკითხი- „უზრუნველყოს „დაშვებული’’
ახალი ფაქტების და ახალი მტკიცებულებების’’ სააპელაციო სასამართლოსთვის „დროული’’ წარმოდგენა.
5)
„ახალი ფაქტების და ახალი მტკიცებულებების’’ სააპელაციო
სასამართლოსთვის „დროული’’ წარმოდგენისთვის
სააპელაციო სასამარტლომ მხარეებს უნდა
დაუნიშნოს „დრო’’
6) თუ „ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები’’ სააპელაციო
სასამართლოში „დროულად ’’ არ იქნება წარმოდგენილი,სააპელაციო
სასამარტლოს შეუძლია[უფლება აქვს] არ მიიღოს ისინი ,როგორც „დაგვიანებით წარმოდგენილი’’,რადგან „მიღებით’’
ხელი
შეეშლება „სააპელაციო სასამართლოში’’ საქმის „დროულად’’ განხილვას[ სსსკ 206-ე და
380-ე მუხლის მე-2 ნაწ]
7) „სააპელაციო
სასამართლოს ‘’ შეუძლია[უფლება აქვს] მთლიანად
გაიზიაროს 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ „მტკიცებულებათა ‘’ შემოწმებისა და შეფასების
შედეგები,მაგრამ თუ არ იზიარებს ,მაშინ მან კარგად უნდა
„დასბუთოს’’ ეს თავის გამოტანილ გადაწყვეტილებაში.
Комментарии
Отправить комментарий