საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსი და გარანტიები
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის cenzebi
·
sakonstitucio sasamarTlos mosamarTleobis
kandidatebisTvis sazRvargareTis saxelmwifoebis kanonmdeblobebi sxvadasxva
moTxovnas iTvaliswineben da cenzebis mTel rigs awesebs.
·
„ცენზები’’ Seexeba maT moqalaqeobas,
asaks, ganaTlebas, profesiul kvalifikacias, gamocdilebas, moralur Tvisebebs.
·
saqarTvelos sakonstitucio sasamarTlos
wevri SeiZleba iyos saqarTvelos moqalaqe 35 wlis asakidan, Tu mas aqvs umaRlesi
iuridiuli ganaTleba, specialobiT muSaobis aranakleb 10 wlis gamocdileba da
gamorCeuli profesiuli kvalifikacia.
·
amasTan,
saqarTvelos sakonstitucio sasamarTlos wevrTa SerCevisas saqarTvelos prezidenti,
parlamenti da uzenaesi sasamarTlo iTvaliswineben
kandidatis profesiul gamocdilebas,
romelic unda Seeferebodes sakonstitucio sasamarTlos
wevris maRal statuss.
ხ
·
amrigad, saqarTvelos
kanonmdebloba sakonstitucio sasamarTlos mosamarTleobis kandidatebisTvis adgens asakobriv, moqalaqeobis, ganaTlebisa da
samuSao gamocdilebis cenzebs, aseve, iTvaliswinebs moTxovnebs kandidatebis
SerCevisas profesiuli kvalifikaciisa
da moraluri maxasiaTeblebis
mniSvnelobis Taobaze
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადები
· საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობაზე განწესდება 10 წლის ვადით.
· საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილების 10- წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება უფლებამოსილება.
· უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ნორმა 2016 წლამდე განსხვავებულ რედაქციას ითვალისწინებდა. კერძოდ, ნორმა ადგენდა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდებოდა იმ დროს, როდესაც იგი მონაწილეობდა საქმის განხილვაში, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებოდა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
· 2016 წელს ჩამოყალიბებული ახალი რედაქცია საკონსტიტუციო სასამართლოში იქნა გასაჩივრებული იმ მოტივით, რომ სადავო ნორმა შეიცავდა საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეფერხების რეალურ და მნიშვნელოვან რისკებს, რადგან არსებობდა შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ვერ მოხერხებულიყო მისი დროული ჩანაცვლება. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ წევრს უფლებამოსილება უნდა გაგრძელებოდა „ახალი წევრის არჩევამდე’’.
·
მოსარჩელე ასევე მიიჩნევდა,
რომ საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრს, რომელიც სათათბირო
ოთახშია გასული, უნდა ჰქონოდა
შესაძლებლობა, დაესრულებინა მიმდინარე
საქმეები, ვინაიდან საკონსტიტუციო
სასამართლოს შემადგენლობაში 9 წევრის
განსაზღვრა გულისხმობდა კონკრეტულ
საქმესთან მიმართებით 9- წევრიანი
პლენუმის მიერ საქმის
განხილვას, რაც სასამართლოში
მოსამართლეთა გადაჭარბებული რაოდენობით
მიღებას გამორიცხავდა.
· საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიას.
·
აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
მიერ უფლებამოსილების სრულყოფილად
განხორციელების შესაძლებლობა 10- წლიანი
ვადის ფარგლებში.
·
აღნიშნული გარანტია კრძალავს პირის
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესებას უფრო ნაკლები ვადით, ამ ვადაში უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელშეშლას და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე.
·
ამავე დროს, სასამართლოს
განმარტებით, უფლებამოსილების
10-წლიანი ვადის
მკაცრი დაცვის
შემთხვევაში, შესაძლოა,
საფრთხე შეექმნას
ზოგადად, საკონსტიტუციო
სასამართლოს, როგორც
კონსტიტუციური ინსტიტუტის
გამართულ ფუნქციონირებას.
კერძოდ, შესაძლებელია,
საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრის უფლებამოსილების
10-წლიანი ვადის
გასვლის შემდეგ,
შესაბამისი სახელმწიფო
ორგანოების მხრიდან
ვერ მოხერხდეს
მისი დროული
ჩანაცვლება. აღნიშნული
პროცესის დაყოვნება
ხშირად განპირობებულია
საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრების თანამდებობაზე
განწესების წესის
სპეციფიკით. ამ
პროცესში მონაწილე
ორი ორგანო
– საქართველოს პარლამენტი
და საქართველოს
უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილებას იღებენ
კოლეგიურად, კონსტიტუციითა
და კანონით
განსაზღვრული გადაწყვეტილების
მიღების კვორუმით
და შესაძლოა,
არსებობდეს შემთხვევები,
როდესაც საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის
კანდიდატურაზე შეთანხმებამ
დიდი დრო
მოითხოვოს და
ვერ განხორციელდეს
შესაბამის ვადებში.
ასეთ პირობებში
არსებობს რისკი,
რომ საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრი
დროულად ვერ
ჩანაცვლდეს და
მოსამართლეთა სათანადო
რაოდენობის არარსებობის
გამო, საკონსტიტუციო
სასამართლომ ვერ განახორციელოს მასზე კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილება და ვიდრე არ მოხდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ჩანაცვლება, საფრთხე
ექმნება სასამართლოს, როგორც
კონსტიტუციური ინსტიტუტის არსებობას,
რაც, თავის მხრივ,
ეჭვქვეშ აყენებს პირის
მიერ საქართველოს კონსტიტუციის
42-ე
მუხლის პირველი პუნქტით
გარანტირებული უფლებით სარგებლობას.
· საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ორგანული კანონის მე-18 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ კანონით დადგენილ ვადაში არ აირჩია/დანიშნა ახალი წევრი და ეს სათანადო კვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას.
ხ
გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის იმუნიტეტი
· საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლით განსაზღვრულია როგორც საერთო იურისდიქციის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსი და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.
· აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლე ხელშეუხებელია.
· დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე.
· გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
· აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი.
· საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
· თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმე შეწყდა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება აღდგება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
· საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა.
· საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ასევე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
· მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცს დადებს, იმ დღიდან ის უნდა გადადგეს სხვა თანამდებობიდან ან შეწყვიტოს კანონით აკრძალული საქმიანობა.
Комментарии
Отправить комментарий