.“კონსტიტუციური სარჩელი’’ და „კონსტიტუციური წარდგინება’’

 

      

I.“კონსტიტუციური სარჩელი’’ და კონსტიტუციური წარდგინება’’

·        კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინები წერილობით შეტანა.

·        კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

·        ონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს.

·        კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას.

·        საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულია ის თუ რა შემთხვევაში შეიტანება სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინება და რა შემთხვევაში - კონსტიტუციური სარჩელი.

·        კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება  ა) იმპიჩმენტის, ბ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონთან შესაბამისობის და გ)საქართველოს კონსტიტუციის 59-ე - 64-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხებზე.

·         საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართავს ასევე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედი ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ, რომელიც ექვემდებარება რატიფიცირებას.

·        სხვა შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების დაწყების საფუძელია კონსტიტუციური სარჩელი.

 

II..კონსტიტუციური სარჩელის’’ რეკვიზიტები

 

·        საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პლენუმის მიერ დამტკიცებულია კონსტიტუციური სარჩელის ფორმა [ შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფომით]

 

ა) „ხელმოწერები’’ [რკვიზიტი 1-ლი]

 

·         კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის (მოსარჩელეების) მიერ.

·        საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელის ხელმოწერის სავალდებულოობა გულისხმობს, რომ არცერთი სხვა პირი, მათ შორის არც წარმომადგენელი, არ არის უფლებამოსილი, მოსარჩელის ნაცვლად მოაწეროს ხელი კონსტიტუციურ სარჩელს, ამდენად ეს მოთხოვნა იმპერატიული და უალტერნატივოა.

·        ხელმოწერებთან დაკავშირებით განსხვვებული წესია დადგენილი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეა პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტის წევრები. ამ შემთხვევაში ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამის უწყებაში დადგენილი წესით.

·         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სარჩელის შედგენის შემდეგ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 3 დღის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ადგენს შესაბამის დასკვნას.

ბ)  „სხვა რეკვიზიტები’’

·        ორგანული კანონის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს:

 

a.      - საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

b.       - მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;

c.       - სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

d.      - საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

 

[„ფორმალური შესაბამისობის’’ შემოწმებისას ფასდება მხოლოდ ის, თუ რამდენად ახდენს მოსარჩელე მხარე კონსტიტუციის დებულებების იდენტიფიცირებას. სწორად ახდენს თუ არა უფლებების გამოყოფას, ეს უკვე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისას’’ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის შეფასების ნაწილია.]

 

e.      კონსტიტუციური სარჩელი, კონსტიტუციური წარდგინება და მათთვის დართული საბუთები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

f.       მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას; [მოცემული რეკვიზიტი  არ გულისხმობს აუცილებლად რაიმე წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნის, ან სხვა სახის მტკიცებულებათა წარდგენას მოსარჩელისგან. ვინაიდან კონსტიტუციური მართლმსაჯულების ფარგლებში ფასდება ამა თუ იმ ნორმატიული წესის თავსებადობა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან. შესაძლოა, ამ პროცესში კონსტიტუციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღმოჩნდეს მხოლოდ მოსარჩელეთა არგუმენტაცია ნორმის არაკონსტიტუციურობაზე. შესაბამისად, როგორც წესი, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი არგუმენტაცია მიიჩნევა მტკიცებულებად. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს, ცალკეული ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მხრიდან სხვა მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულებას. თუმცა, კონსტიტუციური სარჩელის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებისას, არ ხდება წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსობრივი შეფასება/ანალიზი.]

g.    - მოთხოვნის არსი;

h.      - საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

i.       - კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ; [აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, გამომდინარე იქიდან რომ ევალება საქმის სრულყოფილად შესწავლა და გამოკვლევა, თავადაც შეუძლია მოწმეების, ექპერტების, სპეციალისტების გამოხება.]

j.        - მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ,

 

[ თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს. თავის მხრივ, სარჩელს უნდა ერთვოდეს: სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი]

 

k.     მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;

l.       საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

m.     კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

 

 

 

[შუალედურისთვის გჭირდება აქამდე]

 

 

 

 

 

III. „კონსტიტუციური სარჩელის’’ და კონსტიტუციური წარდგინების’’ სახეები და მათი რეკვიზიტები

 

[წასაკითხად]

 

 

1.პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელი  და მისი რეკვიზიტები

 

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო  „საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა’’ და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის’’ საკითხს.

·        2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციურმა კანონმა არსებითი ცვლილებები შეიტანა ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებაში და ახალმა რედაქციამ აღარ გაითვალისწინა პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციურობის შემოწმება’’.

·        ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია გაფართოვდა იმ კუთხით, რომ მას დაემატა პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის’’ საკითხის განხილვა.

·        თუმცა, უნდა აღნინიშნოს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი კვლავინდებურად ითვალისწინებს ნორმებს, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციურობის საკითხს.

·         კონსტიტუციურ სარჩელში, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტი’’ საკითხს, აღნიშნული უნდა იყოს:

 

a.      საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

b.      მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;[ანუ  იმ პოლიტიკური პარტიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის თარიღი, რომლის საქმიანობის კონსტიტუციურობაზედაც დავობს მოსარჩელე, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების ჩამონათვალი;]

c.      მოთხოვნის არსი;

d.     მტკიცებულებანი, [რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას];

e.      საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი,[ რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას];

f.       კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

g.      მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ,[ თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს.]

h.      იმავდროულად აღნიშნულ სარჩელს თან უნდა ერთვოდეს: იმ პოლიტიკური პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლის საქმიანობის კონსტიტუციურობაზედაც დავობს მოსარჩელე

i.       ; მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;

j.        საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

k.     კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

 

2.. საერთაშორისო ხელშეკურლებებთან’’ ან  იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებული კონსტიტუციური წარდგინებ   და მისი რეკვიზიტები

 

 

·        კონსტიტუციური წარდგინებაში, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებების კონსტიტუციურობასა’’ და შესაბამისი თანამდებობის პირების იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების’’ საკითხს, უნდა აღინიშნოს:

 

a.      საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

b.      კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა დასახელება და მისამართები;

c.       სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების დასახელება, მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი, თუ წარდგინება ეხება საერთსორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხს,

d.     ან თანამდებობის პირის დასახელება, თუ წარდგინება ეხება იმპიჩმენტის წესით პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს;

e.      საქართველოს კონსტიტუციის დებულებან რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო საერთაშორისო ხელშეკრულება;

f.        საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი,

g.      ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა, და იმ ქმედების აღწერა, რომელიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია;

h.     მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

i.        მოთხოვნის არსი;

j.       საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორებს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

k.      კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

l.       აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს: სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი, თუ წარდგინება ეხება საერთშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხს;

m.     კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;

n.     საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

o.      კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

 

3.  «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის’’ დარღვევის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და  მისი რეკვიზიტები

 

 

კონსტიტუციური სარჩელში, რომელიც უკავშირდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის დარღვევას, მითითებული უნდა იყოს:

 

a.      საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

b.      მოსარჩელეთა და მოპასუხეთა დასახელებები და მისამართები;

c.       სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

d.     „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელეთა აზრით, არღვევს ან არ შეესაბამება სადავო აქტი;

e.      მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, ადასტურებკონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

f.        მოთხოვნის არსი;

g.      საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

h.     კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

i.        მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ,[ თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს. აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს: სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი];

j.       მოსარჩელის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;

k.     საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

l.       კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

 

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების’’ საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება და მისი რეკვიზიტები

 

 

·        კონსტიტუციურ წარდგინებაში  რომელიც უკავშირდება „საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების’’ შესაბამისობის საკითხს, აღნიშნული უნდა იყოს:

 

a.      საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

b.      კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;

c.       სადავო აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

d.     საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საქართველოს კანონების დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი;

e.       მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

f.       მოთხოვნის არსი;

g.       საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

h.     კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

i.       აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს:ა) შესაბამისი დადგენილება;ბ) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი; გ)კონსტიტუციური წარდგინების ავტორის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები; დ)საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ; ე)კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

 

5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური წარდგინებ და მისი რეკვიზიტები

 

 

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის 59-ე−64-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.

·        მოცემულ შემთხვევაში, კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

 

a.      საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

b.      კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;

c.       ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებაა – მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი;

d.     საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

e.      მტკიცებულებანი, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

f.       მოთხოვნის არსი;

g.       საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

h.     კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

i.       აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს: ა)სადავო ნორმატიული აქტის ტექსტი; ბ)კონსტიტუციური წარდგინების ავტორის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები; გ)საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ; ე)კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

 

6. საერთო სასამართლოს  კონსტიტუციური წარდგინება და მისი რეკვიზიტები

 

 

·        საერთო სასამართლოს მიერ შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის წევრთა მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

 

a.      საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

b.      კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლოს და მოსამართლის/სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლეთა დასახელება და მისამართები;

c.      ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლო, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებაა – მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი;

d.      საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული აქტი;

e.      მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

f.       საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების შემტან სასამართლოს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

g.      კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი. [აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს: ა)იმ ნორმატიული აქტის ტექსტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლ ბ)სასამართლოს აქტი საქმის განხილვის შეჩერების შესახებ; გ)კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსი]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები