5.საკონსტიტუციო კონტროლის ფუნქციები
(სასწავლად)
· „საკონსტიტუციო კონტროლის“
ორგანოების მთავარი ფუნქციაა სხვადასხვა სამართლებრივი აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო ზომების გატარება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მათ მოსაყვანად.
· ამ მთავარი ფუნქციის რეალიზებით საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოები უზრუნველყოფენ სამართლებრივი სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიც არის კონსტიტუციის უზენაესობა.
ხ
· „საკონსტიტუციო კონტროლის’’ ორგანოების შემდეგი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა „კომპეტენციური დავების განხილვა“, რაც, თავის მხრივ, უშუალო კავშირშია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან.
(წასაკითხად)
(ხელისუფლების დანაწილება კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რომლის თანახმად, ერთიანი სახელმწიფო ხელისუფლება განაწილებულია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. ამასთან, აღნიშნული პრინციპის ქმედითობის უზრუნველსაყოფად ხელისუფლების სამი განშტოების მხოლოდ დამოუკიდებლობა და შეუვალობა საკმარისი არ არის, აუცილებელია, სამივე აღჭურვილი იყოს ურთიერთკონტროლისა და ურთიერთბოჭვის პროცედურებით.)
გამომდინარე აქედან, „საკონსტიტუციო კონტროლის“(ორგანოების) მნიშვნელოვანი ფუნქცია ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებაგაწონასწორების რეჟიმის დაცვაა, რამაც უნდა უზრუნველყოს მათ შორის კომპეტენციური ბალანსი.
ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მნიშვნელოვანი კომპონენტი სახელმწიფო ხელისუფლების არა მხოლოდ ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ დონეზე გამიჯვნა-გადანაწილებაა. შესაბამისად, საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოები კომპეტენციურ დავებს არა მხოლოდ ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ ჭრილშიც განიხილავენ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი როლი ფედერალურ სახელმწიფოში.
ფედერალურ სახელმწიფოებში საერთო ფედერალურ კონსტიტუციასთან, კანონებთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან ერთად მოქმედებენ ფედერაციის სუბიექტთა კონსტიტუციები, კანონები და სამართლებრივი აქტები, ანუ ფედერალურ სახელმწიფოებში სამართლის სისტემის ორი – საერთო ფედერალური და ფედერაციის სუბიექტთა დონე ფუნქციონირებს.
ასეთ პირობებში აუცილებელია ისეთი მექანიზმის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი კანონმდებლობის ერთიანობას, სამართლებრივ აქტთა დადგენილი იერარქიის დაცვას, ფედერაციის სუბიექტთა სამართლის სისტემების შესაბამისობას საერთო ფედერალური სამართლის სისტემასთან.
ფედერალურ სახელმწიფოებში ხშირია შემთხვევა, როდესაც წამოიჭრება სადავო საკითხები ფედერაციასა და მის სუბიექტებს ან თავად სუბიექტებს შორის. ეს შეიძლება ეხებოდეს ტერიტორიასთან დაკავშირებულ ან კომპეტენციათა გამიჯვნის ნიადაგზე წამოჭრილ დავებს. ასეთ შემთხვევებში, საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოებს ეკისრებათ საგანგებო როლი აღნიშნული ამოცანების გადაჭრაში, რადგან როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოთა საქმიანობაა.
საკონსტიტუციო კონტროლის პირველი პრეცედენტი „ფედერალურ სახელმწიფოში“ - აშშ-ში შეიქმნა.
შვეიცარიაში საკონსტიტუციო კონტროლის დაფუძნება ამ სახელმწიფოს ფედერალურ მოწყობას უკავშირდება.
ყოფილი სოციალისტური სახელმწიფოებიდან საკონსტიტუციო კონტროლი პირველად ფედერაციულ სახელმწიფოებში წარმოიშვა (ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია).
კომპეტენციური დავების გადაწყვეტის ფუნქცია, ასევე მნიშვნელოვანია რეგიონულ და ავტონომიური წარმონაქმნების მქონე სახელმწიფოებშიც (იტალია, ესპანეთი).
ხ
(სასწავლად)
· „საკონსტიტუციო კონტროლის“ ორგანოების კიდევ
ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა– ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა.
· განსაკუთრებულ როლს ამ საქმიანობაში საკონსტიტუციო სასამართლოები ასრულებს.
· მოქალაქეთა კონსტიტუციური სარჩელების განხილვის უფლებამოსილებით მსოფლიოს ოცდაათამდე სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლოა აღჭურვილი.
ხ
· ზემოთ განხილულის გარდა, საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოები სხვა ფუნქციებსაც ითავსებენ.
· მათ პირობითად კონსტიტუციური მნიშვნელობის მქონე სადავო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული ფუნქციები შეიძლება ვუწოდოთ.
· ამ „სადავო საკითხებს“ გლობალური მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობისთვის, მისი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემებისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობისთვის.
· ამ საკითხების საკმაოდ მრავალფეროვანი ჩამონათვალი, როგორც წესი, მოცემულია კონსტიტუციებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.
(წასაკითხად)
· მაგალითად: ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქმეებს პრეზიდენტისა და წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნების შედეგების გაპროტესტების თაობაზე;
· პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალი განიხილავს საქმეებს პოლიტიკურ პარტიათა მიზნებისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის თაობაზე;
· რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო იძლევა დასკვნას პრეზიდენტის მიმართ სამშობლოს ღალატში ან სხვა მძიმე დანაშაულში ბრალდების წაყენების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი საიმპიჩმენტო პროცედურის დაცვის შესახებ.
ხ
(სასწავლად)
· სხვადასხვა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებათა მოცულობა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან.
· ზოგიერთი სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლო სარგებლობს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებების განმარტების უფლებით. თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში ამ უფლებამოსილების მოცულობა განსხვავდება ერთმანეთისგან.
(წასაკითხად)
· მაგალითად: უნგრეთში, ბულგარეთსა და რუსეთში კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოებს აღჭურავს უფლებით, განმარტონ კონსტიტუციის ნებისმიერი დებულება;
· გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს მხოლოდ კონსტიტუციის ზოგიერთ დებულებას;
· უკრაინისა და აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოები უფლებამოსილნი არიან, განმარტონ როგორც კონსტიტუციის, ასევე, კანონთა დებულებებიც.
· უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოთა კონსტიტუციები და კანონები არაფერს ამბობენ საკონსტიტუციო იურისდიქციის ორგანოების უფლებამოსილებაზე, განმარტონ კონსტიტუციური ან სამართლის სხვა ნორმები. მიუხედავად ამისა, ამ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო იურისდიქციის ორგანოები პრაქტიკულად მაინც ახორციელებენ კონსტიტუციურ ნორმათა კაზუალურ განმარტებას. ეს განპირობებულია იმით, რომ თავიანთი უფლებამოსილებების რეალიზაციის პროცესში ისინი, როგორც წესი, იყენებენ ამა თუ იმ კონსტიტუციურ ნორმას და, შესაბამისად, განმარტავენ მათ. ამგვარი განმარტება უნდა განვასხვავოთ ოფიციალური განმარტებისგან, რაც მხოლოდ განმარტების უფლების საკანონმდებლო რეგლამენტაციის შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს საკონსტიტუციო იურისდიქციის ორგანოს.
ხ
(სასწავლად)
· საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოთა ფუნქციები ოთხ ძირითად კატეგორიად შეიძლება დავყოთ:
1) სხვადასხვა სამართლებრივი აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო ზომების გატარება მათ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
2) კომპეტენციური დავების განხილვა;
3) ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
4) კონსტიტუციური მნიშვნელობის მქონე სადავო საკითხების გადაწყვეტა.
ამ ფუნქციების რეალიზებით საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოები უზრუნველყოფენ სამართლებრივი სახელმწიფოს სამი ძირითადი კომპონენტის – კონსტიტუციის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ხელშეუვალობის პრინციპების დაცვას.
Комментарии
Отправить комментарий