5.2. საკონსტიტუციო სამართალწარმოების ეტაპები,ვადები, მონაწილეები

 

განსახილველი საკითხები:

·       

·        სამართალწარმოების მონაწილეები.

 საკონსტიტუციო სამართალწარმოების ვადები.


   

5.3. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები

·        ქვეთავში განხილულია საკითხები დაკავშირებული საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებთან.

·         საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით  სხვადასხვა სუბიექტები არიან აღჭურვილნი.

·         თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები და საოქმო ჩანაწერები, რომლითაც მთელ რიგ შემთხვევებში დადგენილია შესაბამისი პრაქტიკა.

 

 1. სამართალწარმოების მონაწილე სუბიექტები

 

·        „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები არიან: -

 

a.      მხარეები,

b.      მხარეთა წარმომადგენლები და მხარეთა ინტერესების დამცველები.

·        მხარეებად მიჩნეულნი არიან პირები და ორგანოები, რომლებიც ორგანული კანონის შესაბამისად ითვლებიან მოსარჩელეებად და მოპასუხეებად.

·        თავის მხრივ, მხარეთა წარმომადგენელია-“ ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც მხარეებმა კანონით დადგენილი წესით გადასცეს თავიანთი უფლებამოსილება’’.

·        საკონსტიტუციო სასამართლოში მხარეს სრული უფლება აქვს თავად მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ორგანული კანონით განსაზღრულია შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა.

·        კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია სავლდებულოა წარმომადგენლის დანიშვნა.’’

·         ამგვარი ვალდებულება განსაზღვრულია ასევე იმ შემთხვევში, როდესაც, კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული’’

·        .მხარის წარმომადგენლის რწმუნებულება’’ უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით’’ ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით’’.

·        რაც შეეხება მხარეთა ინტერესების დამცველს, აღნიშნული სუბიექტებია ადვოკატები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი არიან განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა, ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეებთან ან მათ წარმომადგენლებთან ერთად’’

·         მათი[ინტერესების დამცველთა],  დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს. ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში

·         კონსტიტუციურ წარდგინებებს’’ საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე.

·        თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს წარდგინების ავტორები.

·        ასევე, სასამართლო უფლებამოსილია იმპიჩმენტის წესით პირთა თანამდებობიდან გადაყენების საკითხთან დაკავშირებით დასკვნის მომზადებისას მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირები და მოისმინოს მათი განმარტებები, მაგრამ ამ პირებს იგი მხარედ არ აღიარებს. აღნიშნულ თანამდებობის პირებს, მიუხედავად იმისა, მიწვეული იქნებიან თუ არა ისინი სასამართლო განხილვაზე, უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინონ წერილობითი ახსნა-განმარტებები.

 

2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

 

·        „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები, გადაიღონ ასლები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, შუამდგომლობებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყო ან გააქარწყლონ მეორე მხარის მტკიცებულებები, მოთხოვნები, შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები.

·        მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე.

·        სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა განსაზღვრული შემთხვევებისა.

·        აღნიშნული კი უკავშირდება ისეთ შემთხვევას, როდესაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტი გაუქმდა ან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

·        მოცემულ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.

·        კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობის პირების იმპიჩმენტის წესით

 თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.

ამისათვის მან წერილობით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ვალდებულია მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

·        საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.

·        ამისათვის მან წერილობით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

·        ონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე უარის თქმა, აგრეთვ საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.

·        აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შემტანი საერთო სასამართლო ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის უფლებამოსილი, უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.

·        მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი.

·        მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

·        მხარეებს ასევე უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდონ ადვოკატს ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირს.

·         მხარეებს უფლება აქვთ ასევე საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირსწარმომადგენელს.

·        გარდა უფლებამოსილებებისა მხარეებს აქვს ასევე ვალდებულებებიც.

·        ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად გამოიყენონ თავიანთი უფლებები.

·        საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წინასწარი შეცნობით ყალბი ცნობების მიწოდება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

       4. საკონსტიტუციო სამართალწარმოების ვადები

 

1. განხილვის საერთო’’  ვადა

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულია ის ვადა როდესაც სასამართლომ უნდა განიხილოს საქმე.

·        „ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებშ წესრიგის შეტანისთვის. … ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც“.

·        სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს.

·         სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას.

·         იმავდროულად, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა უნდა იძლეოდეს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის ობიექტურ შესაძლებლობას.

·        იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ვადა იქნება არაგონივრულად ხანგრძლივი, უფლების დაცვა გაჭიანურდება და დაკარგავს ეფექტიანობას.

·        არაგონივრულად ხანმოკლე ვადის პირობებში კი მხარეებს და სასამართლოს შესაბამისად ერთმევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ სასამართლოში საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, სრულყოფილად გამოიკვლიონ საქმის გარემოებები და განახორციელონ საჭირო საპროცესო მოქმედებები, რაც უარყოფითად აისახება საქმის განხილვის ხარისხზე, საფრთხეს უქმნის იმ კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დაცვას, რომელთა დასაცავად პირი მიმართავს სასამართლოს, აჩენს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის საფრთხეს.

·        სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილია ასევე უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე.

·         სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანობა და მისი სწორად აღქმა მხარეებისა და საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხზე.

·        დაუსაბუთებელმა, გაურკვეველმა და ზოგადმა ფორმულირებებმა შესაძლოა მხარეებს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მართლმსაჯულება იყო თვითნებური და მას აკლდა გამჭვირვალობა.

·        სასამართლომ საკმარისი სიცხადით უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, რომელსაც ეფუძნება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება.

·        სასამართლოს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სადავო აქტის მოქმედების ცალკეული ასპექტები და ნორმის მოქმედების ყველა სეგმენტი კომპლექსურად უნდა იქნეს შეფასებული.

·        სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ცხადი უნდა იყოს, რომ საქმის ყველა არსებით საკითხს გაეცა პასუხი.

·        სწრაფი მართლმსაჯულების’’ უზრუნველყოფა დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების’’ შეზღუდვის ხარჯზე გაუმართლებელია.

·         „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის’’ ან კონსტიტუციური წარდგინების’’ განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან.

·         განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

·        ორგნული კანონის აღნიშნული 22-ე მუხლის თავდაპირველი რედაქციის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა ყოფილიყო 30 დღეზე მეტი და ის აითვლებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქმის განხილვის ვადას, არა უმეტეს 30 დღისა, აგრძელებდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

·        მოგვიანებით, 2002 წლის 12 თებერვლის ცვლილებით, კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 6 თვისა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას აგრძელებდა არა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, არამედ - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

·        ზემოაღნიშნული 6 თვე 9 თვემდე 2009 წლის 22 ოქტომბრის ცვლილებით გაიზარდა. კერძოდ დადგინდა, რომ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა ყოფილიყო 9 თვეზე მეტი საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინები რეგისტრაციის მომენტიდან. ასევე, ამ ვადის გაგრძელების უფლებამოსილება კვლავინდებურად საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარეს ქონდა, თუმცა ვადის გაგრძელების შესაძლებლობა შეიძლებოდა არა უმეტეს 2 თვისა.

·        2013 წლის 30 მაისის ცვლილებით ორგანული კანონის 22-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის/წარდგინების და ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შეაჩერებს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას, არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეს.

·        განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ამ ვადას, მის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, არაუმეტეს 15 კალენდარული დღით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.“

 

·        აღნიშნული ნორმა გასაჩივრდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმით დადგენილი საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არაგონივრულად მცირე იყო და ხშირ შემთხვევაში არ იძლეოდა საქმის სრულყოფილი გამოკვლევისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

 

·         საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N577 გადაწყვეტილებით.

 

·         სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ გარკვეულ შემთხვევაში საქმის განხილვის შემჭიდროვებული ვადების არსებობა, შეზღუდვების დაწესება და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესში გარკვეული წესრიგის შეტანა აუცილებელია. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონმდებლის უფლებამოსილებას, დაადგინოს ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელების ვადები. თუმცა, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. არცერთი საპროცეს ვადა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მართლმსაჯულებისა და კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას. ნებისმიერ შემთხვევაში ვადა უნდა იყოს გონივრული და აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

 

·         აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ შესაძლებელი იყო უფრო ნაკლებად მზღუდველი მექანიზმის შემოღება, რომლითაც დაცული იქნებოდა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, მოსარჩელის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასა და, მეორე მხრივ, დასახელებული კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას შორის.

 

მათ შორის მაგალითად, როგორც საქმის არსებითი განხილვისას აღინიშნა, სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არა ზოგადად, არამედ მხოლოდ მოსარჩელესთან მიმართებით შეჩერების შესაძლებლობა.

 

ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც მაღალია ნორმის შეჩერებით გამოწვეული სავარაუდო ზიანის ალბათობა, ამგვარი მექანიზმი შესაძლებელია მართლაც წარმოადგენდეს პრობლემის გადაჭრის უფრო ზუსტ, უკეთესად მორგებულ მექანიზმს, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს მოსარჩელის ინტერესს, არ მოხდეს მისი უფლებების შეუქცევადი დარღვევა, ხოლო, მეორე მხრივ, ნორმის მოქმედების შეჩერება ნაკლებად გამოიწვევდა საჯარო ინტერესების ან მესამე პირების უფლებების დარღვევის საფრთხეს. შესაბამისად, შემცირებული იქნებოდა სადავო ნორმის მოქმედებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები.

 

2. არჩევნები და რეფერენდუმთან დაკავშირებული განხილვის ვადები

 

·        გაცილებით შემჭიდროვებული ვადებია დადგენილი ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმთან დაკავშირებული დავების განხილვის დროს.

·        კერძოდ, ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.

·        აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა.

·        ს ვადა ა  ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა ეხება არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას.

·         რაც შეეხება ჩატარებული არჩევნების, [გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა], ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.

·         განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 30 დღით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

·        კიდევ უფრო შემჭიდროვებული ვადაა განსაზღვრული ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით და ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.

·        აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დავების განხილვის დროს 9 თვიანი ვადა, რომელიც დადგენილია ზოგადად, სხვა საქმეებთან მიმართებაში კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების განხილვის დროს, ჩერდებ

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები