1. კონსტიტუცია და მისი სამართლებრივი დაცვის მნიშვნელობა
· კონსტიტუცია სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და პოლიტიკური
დოკუმენტია.
· მისი ნორმები სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ
უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.
· კონსტიტუციებში: a) განმტკიცებულია სახელმწიფოებრივი მშენებლობის ძირითადი პრინციპები, b)განსაზღვრულია პიროვნების სამართლებრივი მდგომარეობა,g)განსაზღვრულია სახელმწიფოს მმართველობისა და წყობილების ფორმა, d)განსაზღვრულია სახელმწიფო ორგანოთა სისტემა, მათი ფორმირებისა და ფუნქციონირების წესი.
· ამდენად, შემთხვევითი არ არის, რომ კონსტიტუციას ქვეყნისა და საზოგადოების
ძირითად კანონს უწოდებენ.
· საკანონმდებლო აქტების იერარქიაში კონსტიტუცია უმაღლესი იურიდიული ძალის
მქონე აქტია.
· ყველა სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის პრინციპებსა და მოთხოვნებს.
ხ
· მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მოქმედი სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კონსტიტუციის ნორმებს.(!)
ეს, კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
· სამართლებრივი სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშნებია: ა) კანონის უზენაესობა, ბ)ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, გ)ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია,დ) საზოგადოებაში დემოკრატიულობისა და კონსტიტუციურობის რეჟიმის დამკვიდრება და შენარჩუნება.
· ამ მიზნების მისაღწევად კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის ეფექტური სისტემის არსებობაა აუცილებელი.
ხ
· კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის აუცილებლობაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოთქვამდა მოსაზრებას ჰანს კელზენი.
· იგი თვლიდა, რომ კონსტიტუციის, ვინაიდან იგი არის სახელმწიფოს უმთავრესი და ძირითადი კანონი, რომლის შინაარსიდანაც გამომდინარეობს ყველა სხვა კანონი, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია კონტროლის განსაკუთრებული სისტემის, - დაცვის კონკრეტული გარანტიების არსებობა.
ხ
· კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვა გულისხმობს იმ საშუალებებისა და მეთოდების ერთობლიობას, რომელთა დახმარებითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კონსტიტუციური კანონიერების რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობა და იმ პრინციპების დაცვა, რომლის თანახმადაც ნებისმიერი კონსტიტუციასთან შეუსაბამო სამართლებრივი აქტი უნდა გაუქმდეს(!)
· კონსტიტუციის დაცვა, ფართო გაგებით, - არის სამართლის ყველა სუბიექტის საქმიანობა, მიმართული საზოგადოებრივ ურთიერთობებში კონსტიტუციურ ნორმათა რეალიზაციის უზრუნველყოფისკენ,
ხოლო ვიწრო გაგებით - იმ მექანიზმებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მათი განსაკუთრებული ფუნქციის სახით, უზრუნველყოფს კონსტიტუციურ დებულებათა მკაცრ შესრულებას.
· კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვა არის სამართლებრივი საშუალებებით საზოგადოებაში კონსტიტუციის უზენაესობისა და უმაღლესი იურიდიული ძალის უზრუნველყოფისაკენ, აგრეთვე მისი განუხრელი დაცვისაკენ მიმართული საქმიანობა.
· კონსტიტუციის დაცვა და მის ნორმათა შესრულება ყველა სახელმწიფო ორგანოსა თუ თანამდებობის პირის ვალდებულებაა(!).
· ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს: სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტს, მთავრობას, საერთო და სპეციალიზებულ სასამართლოებს.
· კონსტიტუციის დაცვას ისინი განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმებით ახორციელებენ.
· იურიდიულ ლიტერატურაში კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა მექანიზმია განხილული, თუმცა ძირითად ინსტიტუტად საკონსტიტუციო კონტროლია მიჩნეული, რადგან ამ სფეროში აღნიშნული საქმიანობის მაქსიმალურ ეფექტურობას საკონსტიტუციო კონტროლი განაპირობებს.
· ნიშანდობლივია, რომ იურიდიულ ლიტერატურაში
მე-20 საუკუნე საკონსტიტუციო კონტროლის ეპოქად არის დახასიათებული.
Комментарии
Отправить комментарий