ცხოვრების არასწორად შერჩეული მიზანი, ფსიქიკური აშლილობა, ანუ როცა მიზანი შესაძლებლობაზე მეტია
ადამიანი თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მისი ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების გარკვეულ საფეხურზე, ზოგი მომწიფების ასაკში, ზოგი უფრო მოგვიანებით, იწყებს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, აკეთებს არჩევანს მომავალი ცხოვრებისთვის, ისახავს მიზანს და ცდილობს ამ მიზნის მისაღწევად შესაფერისი გზები და უნარები გამონახოს. ამ ყველაფრისთვის ადამიანები ცდილობენ თავიანთ თავში გაერკვნენ, აღმოაჩინონ სათანადო მიდრეკილებები, ხშირად გენეტიკურიც. ასეთი არჩევანის დროს მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებების შეფასება, შესაფერისი ნიჭების, ფიზიკური შესაძლებლობებისა და ფსიქიკური განწყობების გათვალისწინება. ასეთი მიზანი ადამიანისთვის შეიძლება უმეტესად პროფესიის არჩევას უკავშირდებოდეს. ზოგჯერ დასახული მიზანი ბევრად აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს და მისი მიღწევის გზები ხშირად რთული გასავლელი და გადასალახია, მიზნის განხორციელების სურვილი კი შეურყეველი, ზოგჯერ საკმაოდ პრონციპული და რადიკალურიც კი. სირთულეებთან შეჯახებას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს და განიცდის. ზოგი ახერხებს პ...