"სხვის საქმეში " ჩარევა
„ ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში “ (ძველი აღთქმა.ეკლესიასტე თავი მე-3) ჩემი აზრით „სხვის საქმეში ჩარევასაც“ თავისი დრო და ადგილი აქვს. ჩარევა ყველგან არ შეიძლება,ისევე როგორც არ შეიძლება ყველგან ჩაურევლობა. განვიხილოთ „სხვის საქმეში ჩარევის“ და „ჩაურევლობის“ პრობლემა და ადამინის მიერ სხვადასხვა სიტუაციაში არჩეული არამკითხე მოამბ ის , მშველელის , იუზერ ის, და სხვისი მაზიარებლის პოზიციები „არამკითხე მოამბეო,მიტყიპე და მიაგდეო“ არის ასეთი ქართული ანდაზა. ოღონდ გიორგი(„ოთარაანთ ქვრივი“) ისეთი „არამკითხე მოამბეა“ იქით რომ მიტყიპავს ხოლმე უსინდისოებს . გიორგი სოფელში ბევრს არ მოსწონს „ კაცო , რა უნდა , სხვის საქმეში რად ერევაო ? ’’ სოფელელების აზრით გიორგის დედაც(ოთარაანთ ქვრივი) „დამთხვეული“ და „გადარეულია“ მამაც „მოუსვენარი“ ...