თემა 7. დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება

 

სარჩევი:

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება[სსდასსკ-ის 139-ე მუხლის მიხედვით] 1

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება’’ -ცნება  [ მუხლი 29 . ნაწ. 1-ლი საქართველოს მთავრობის დადგენილება №255] 1

ობიექტები რომლებიცშენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას’’ არ ექდებარება [ მუხლი 29 . ნაწ. მე-2 საქართველოს მთავრობის დადგენილება №255] 2

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებ’’ წინაპირობები [ მუხლი 29 . ნაწ. მე-3 საქართველოს მთავრობის დადგენილება №255] 2

შენობა-ნაგებობების კომპლექსის[შემადგენლობაში შემავალი] დამოუკიდებელი (კონსტრუქციულად და ფუნქციურად) ობიექტის, ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების’’ კუმულაციური წინაპირობები [ მუხლი 29 . ნაწ. მე-4 საქართველოს მთავრობის დადგენილება №255] 2

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის’’  საჭირო დოკუმენტაცია’’ [მუხლი 30 დადგრნილება # 255] 3

განხორციელებული[ანუ დასრულებული] მშენებლობისექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზეანექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმ ზე ’’  უფლებამოსილი ორგანო  .[მუხლი 31 ნაწილი 1-ლი ნაწილი მე-2 ] 4

დასრულებული შენობა-ნაგებობებისექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების’’ შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები [მუხლი 31-ე. ნაწ. მე-3 და მე-4] 5

დასრულებული შენობა-ნაგებობებისექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების’’ შესახებ გადაწყვეტილების იურიდიული მნიშვნელობა [31- მუხლის მე-5 ნაწილი] 5

დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის’’ სამართლებრივი საფუძველები[31- მუხლის მე-6 ,მე- 7 და მე-8 ნაწილები] 6

შენობა-ნაგებობათა კლასები. 6

დადგენილება #57  მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ’’  მუხლი მე-19. 7

 

 

 

 

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება[სსდასსკ-ის 139-ე მუხლის მიხედვით]

მუხლი 139. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება

 

1.  I კლასის შენობა-ნაგებობა არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებისათვის  ვარგისად აღიარებას’’.

2.  II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების  წესები კი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.  [აქ იგულისხმება  საქართველოს მთავრობის დადგენილება 255 2019 წლის 31 მაისი]

 

[იხ. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი [ სსდასსკ] -        თავი XVI   „შენობა ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება’’    მუხ. 139   ]

 

 

ტერმინი „შენობა-ნაგბობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარება’’ ნიშნავს-უფლებამოსილი ორგანოს მიერ  „სანებართვო პირობების’’ შესაბამისად „დასრულებულ მშენებლობაზე’’  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას [იხ.საქართველოს მთავრობის დადგენილება 255 მუხ. მე-2 ,“უ’’ პუნქტი]

 

 

 

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება’’ -ცნება  [ მუხლი 29 . ნაწ. 1-ლი საქართველოს მთავრობის დადგენილება №255]

 

1.       ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას. [უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას]

 

ობიექტები რომლებიცშენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას’’ არ ექდებარება [ მუხლი 29 . ნაწ. მე-2 საქართველოს მთავრობის დადგენილება №255]

 

2. ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას არ ექვემდებარება:

 

ა) I კლასს მიკუთვნებული მშენებლობა;

ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია (სადაც ესთეტიკური პარამეტრები არ რეგულირდება);

 გ) საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების რეკონსტრუქცია ;

დ) დემონტაჟი.

[ეს დაიმახსოვრე]

 

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებ’’ წინაპირობები [ მუხლი 29 . ნაწ. მე-3 საქართველოს მთავრობის დადგენილება №255]

 

2.    განხორციელებული[ანუ დასებული] მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება’’ შესაძლებელია, თუ:

ა) წარმოებული მშენებლობის შედეგად შესრულდა

და

 

 ბ)არ არის დარღვეული სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

 

შენობა-ნაგებობების კომპლექსის[შემადგენლობაში შემავალი] დამოუკიდებელი (კონსტრუქციულად და ფუნქციურად) ობიექტის, ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების’’ კუმულაციური წინაპირობები [ მუხლი 29 . ნაწ. მე-4 საქართველოს მთავრობის დადგენილება №255]

 

 

4.შენობა-ნაგებობების კომპლექსის[შემადგენლობაში შემავალი] დამოუკიდებელი (კონსტრუქციულად და ფუნქციურად) ობიექტი, რომელის მშენებლობაც დასრულებულია სამშენებლო/სანებართვო პირობების შესაბამისად[მაგ. მშენებარე კორპუსში დაებულია რომელიმე სართული], შესაძლებელია აღიარებული იქნეს ვარგისად ექსპლუატაციაში მიღებისათვის, თუ:

ა)განხორციელებულია ძირითადი რიგის სამუშაოები,

ბ)დარღვეული არ არის სამშენებლო/სანებართვო პირობები

გ)შესაძლებელია სამუშაოთა გაგრძელება მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით, რაზეც პასუხისმგებელია მშენებლობის ნებართვის მფლობელი და სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სხვა პირები.

 

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის’’  საჭირო დოკუმენტაცია’’ [მუხლი 30 დადგრნილება # 255]

 

1. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის დაუშვებელია სხვა მოთხოვნების დაწესება, გარდა“| სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრულისა.

2. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის უფლებამოსილ ორგანოს შენობა-ნაგებობის შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის’’ განსაზღვრულ ვადაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

 

ა) სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპების[ამა თუტაპის] დასრულების შესახებ ამ წესის შესაბამისად შედგენილი საეტაპო ოქმები;

 

 ბ) შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ანაზომი’’, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;

გ) შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოების წარმოდგენა;

დ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის დატანით;

ე) შენობა-ნაგებობაში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების (მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხანძრისგან დაცვის სისტემების) ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ.

4. თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების მიზნით განაცხადს უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით, განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.

 

5. თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის წარდგენილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა საეტაპო ოქმები, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ და შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.

 6. შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის ნებართვის მფლობელს და მის შემდგენ პირს.

 

 

 განხორციელებული[ანუ დასრულებული] მშენებლობისექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზეანექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმ ზე ’’  უფლებამოსილი ორგანო  .[მუხლი 31 ნაწილი 1-ლი ნაწილი მე-2 ]

 

 

1.      განხორციელებული მშენებლობის „ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ ანექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის“ შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის[სზაკ-ი] VI თავით დადგენილი წარმოების წესით.

2. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია „დაათვალიეროს’ან/დააზომოს“ შენობა-ნაგებობა „სამშენებლო დოკუმენტაციასთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დასრულებული შენობა-ნაგებობებისექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების’’ შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები [მუხლი 31-ე. ნაწ. მე-3 და მე-4]

 

 3. გადაწყვეტილება ამ წესით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების „ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების’’ შესახებ მიიღება:

ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში15 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2 -მდე) – 15 სამუშაო დღის ვადაში;

გ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2 -ზე მეტი) – 20 სამუშაო დღის ვადაში;

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში30 სამუშაო დღის ვადაში.

 

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე’’ ან მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებულად’’, თუ განხორციელებული მშენებლობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ.

 

დასრულებული შენობა-ნაგებობებისექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების’’ შესახებ გადაწყვეტილების იურიდიული მნიშვნელობა [31- მუხლის მე-5 ნაწილი]

 

1.      განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების ან/და [მათში]დასაშვები ცვლილებების დადასტურება.

აქტი გამოიცემა 3 ეგზემპლარად და მას თან ერთვის აქტის გამომცემი ორგანოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებული შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ანაზომი.

 

დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის’’ სამართლებრივი საფუძველები[31- მუხლის მე-6 ,მე- 7 და მე-8 ნაწილები]

 

2.      შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის’’ საფუძველია:

 

ა) ამ წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არასწორი დოკუმენტების წარდგენა;

 

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის განხორციელებული მშენებლობის დათვალიერებაზე უარის თქმა, ხელის შეშლა ან დათვალიერებისთვის სათანადო პირობების შეუქმნელობა;

 

გ) სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, გარდა ამ წესის 27-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

 

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომელიც არ მოიცავს ამავე წესის 27-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევას, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისად ახალი ნებართვა ან სანებართვო აქტში უნდა განხორციელდეს ცვლილება.

 

3.      ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ახალი ნებართვის ან სანებართვო აქტში ცვლილების შეტანის  საკითხი განისაზღვრება კოდექსით.[ იგულისხმება [იხ. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი - სსდასსკ]

 

 

 

 

 

 შენობა-ნაგებობათა კლასები 

 

[საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი [ სსდასსკ - მუხლი 96]

 

1.   შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად:

ა) I კლასის შენობა-ნაგებობა შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმ- ნიშვნელო რისკით;

ბ) II კლასის შენობა-ნაგებობა შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება- დაბალი რისკით;

გ) III კლასის შენობა-ნაგებობა შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება საშუალო რისკით;

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობა შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება მაღალი რისკით;

ე) V კლასის შენობა-ნაგებობა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობა.

2.  შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულების და პარამეტრების მიხედვით.

3.    რეკონსტრუქციის განხორციელებისას, თუ შენობანაგებობის კლასი იზრდება ან მცირდება, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საბოლოო მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით.

თუ შენობა-ნაგებობას ან შენობა-ნაგებობათა ერთობლიობას აქვს სხვა- დასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები და პარამეტრები, ამ შე- ნობა-ნაგებობის ან შენობა-ნაგებობათა ერთობლიობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება ყველაზე მაღალი მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედ- ვით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, შენობა-ნაგებობათა ერთობლი- ობა გულისხმობს შენობა-ნაგებობებს, რომელთა მშენებლობისთვის სანე- ბართვო პირობები განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის ერთი აქტით.

6. შენობა-ნაგებობების კლასების განმსაზღვრელი მახასიათებლები და მშენებლობის სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილე-ბით.[იგულისხმება დადგენილება #57  „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ’’  https://matsne.gov.ge/ka/document/view/5014?publication=0  ]

 

 

დადგენილება #57  მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ’’  მუხლი მე-19

    მუხლი 19. შენობა-ნაგებობების კლასები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და [ექსპლუატაციაში მიღებისთვისთვის]ვარგისად აღიარებისათვის

1. ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის იყოფა 5 კლასად:

) I კლასიშენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს;

) II კლასიშენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით;

) III კლასიშენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით;

) IV კლასიშენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით;

) V კლასიშენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).

2. შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით.

3. თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს ყველაზე მაღალი მახასიათებელი, რომელიც მას გააჩნია.

4. შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლების განსაზღვრის მიზანია დადგინდეს შენობა-ნაგებობის კლასი. კლასი მიეკუთვნება შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს.

5. თუ შენობა-ნაგებობების კლასის დასადგენად ამ დადგენილებით განსაზღვრული მახასიათებლები არ არის საკმარისი, შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს შენობა-ნაგებობების კლასების სხვა დამატებითი მახასიათებლები, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული შენობა-ნაგებობისათვის შესაბამისი კლასის მინიჭება.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის სიმაღლე განისაზღვრება საძირკვლის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან: შენობის შემთხვევაშიშენობის საანგარიშო ზედაპირ(ებ)ის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე, ხოლო ნაგებობის შემთხვევაშინაგებობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები