1. „საკონსტიტუციო კონტროლის’’ არსი ,მოდელები,სახეები

 

აქ განხილულია საკითხები:

1.      „საკონსტიტუციო კონტროლის’’ არსი

2.       „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ გავიტარების მსოფლიო ისტორია[ეს წიგნში]

3.      „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ განვითარების ისტორია საქარტველოში[ეს წიგნში]

4.      „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელები

5.      „საკონსტიტუციო მარტლმსაჯულების’’ ქართული მოდელი

6.      „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ მიერ „ნორმატიული შინაარსის’’ არაკონსტიტუციურად ცნობა

7.      „საკონსტიტუციო კონტროლის’’  სახეები

8.      „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ‘’ და ადამიანის უფლებათა  ევროპული კონვენცია

 

 

1.„საკონსტიტუციო კონტროლის’’ არსი

 

·        „კონსტიტუციის უზენაესობის’’ პრინციპი  შეიძლება დაირღვეს როდესაც:   ა)“სამართლებრივი აქტეი’’ არ არის კონსტიტუციის შესაბამისი და ბ)“სამართლებრივი აქტი’’ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

·        „სამართლებრივი აქტების’’ მიღებისას  „კონსტიტუციის დაცვის’ ვალდებულება აქვს  „ყველა’’  „საჯარო’’ ,თუ  „კერძო’’  იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს,“სამთავრობო’’ თუ „არასამტავრობო’’ ორგანიზაციას

 

·       ცნების-„საკონსტიტუციო კონტროლის არსი გულისხმობს სამართლებრივი ქტების’’ კონსტიტუციასთან შესაბამისობის [მოკლედ „კონსტიტუციურობის’’]შემოწმება[!]

·       სამართლებრივი ქტების’’ კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება[ანუ „საკონსტიტუციო კონტროლის’’  განხორციელება  შეუძლიათ სპეციალური უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებ:

a.      პრეზიდენტს[ის უფლებამოსილია ,გააკონტროლოს „კანონის’’ კონსტიტუციურობა, და „ვეტო’’ დაადოს მას თუ მიიჩნევ,რომ „კანონი’’ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას]

b.     საერთო სასამართლოებს [ისინი ვალდებულები არიან მარტლმსაჯულების განხორციელების პროცესში  „აღმოჩენილი’’  საეჭვო ნორმები ,წარადგინონ „საკონსტიტუციო სასამართლოში’’ მათი „კონსტიტუციურობის’’ შესამოწმებლად ]

c.      პარლამენტს  [როგორც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს]

 

 

·        მაგრამ   „სამართლებრივი აქტის’’ან „სამართლებრივი ნორმის’’    ა)“საკონსტიტუციო  კონტროლის და ბ)“საკონსტიტუციო სამართალწარმოების’’  წესით შემოწმების   უფლებამოსილება აქვს[!] -  მხოლოდ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს’’[!][ეს დაიმახსოვრე]

 

·        ცნება -„საკონსტიტუციო მართლმსაჯულება’’ ნიშნავს „საკონსტიტუციო კონტროლის’’ განხორციელებას  „საკონსტიტუციო  სამართალწარმოების’’   წესების მიხედვით

 

·        ტერმინი -„საკონსტიტუციო სამართალწარმოება’’ გამოიყენება იმ „საპროცესო მოქმედებების ‘’ აღსანიშნავად,რომლებსაც ახორციელებს „საკონსტიტუციო სასამართლო’’ ამა თუ იმ „საქმის’’ განხილვისას და გადაწყვეტისას

·        ამრიგად, „საკონსტიტუციო სასამართლო’’ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების’’ გზით განიხილავს და ადგენს ამა თუ იმ „სამართლებრივი ნორმის’’  კონსტიტუციურობას[ანუ კონსტიტუციასთან შესაბამისობას]

·        მნიშვნელოვანია ის,რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს’’  „გადაწყვეტილება „საბოლოოა’’ და „გადასინჯვას’’ ან „გასაჩივრებას’’ არ ექვემდებარება.

 

მეტი სიცხადისთვის იხილე  შემდეგი სქემა:

 

1.  „კონსტიტუციის დაცვა’’

[ახორციელებენ სახელმწიფო და საზოგადოება. კერძო და საჯარო,ფიზიკური და იურიდიული პირები]

 

 

2.      „საკონსტიტუციო კონტროლი’’

[ახორციელებენ შესაბამისი სპეციალური უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოები[მაგ. პრეზიდენტი,საერთო სასამარტლოები,პარლამენტი]

 

3.   „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება’’

[„საკონსტიტუციო კონტროლის’’ ერთ-ერთი სახეა; ახორციელებს მხოლოდ „საკონსტიტუციო სასამართლო’’]

 

4.      „საკონსტიტუციო სამართლალწარმოება’’

[საქმის განხილვის პროცესი - „საკონსტიტუციო სასამარტლოში’’]

 

 

 

ხხხხხხ

 

„საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელები

·        „კონსტიტუციის დაცვა’’ ხორციელდება“საკონსტიტუციო კონტროლით’’

·        „საკონსტიტუციო კონტროლის’’ ყველაზე ეფექტური ფორმაა „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება’’

·        არსებობს „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ ორი მოდელი : 1) „კოცენტრირებული საკონსტიტუციო მართლმსაჯულება’’ 2) „დიფუზიური საკონსტიტუციო მართლმსაჯულება’’

 

 

ა) „დიფუზიური საკონსტიტუციო მართლმსაჯულება’’

 

·        „დიფუზიური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’  მოდელლის მიხედვით: „უზენაესი სასამარტლო’’[როგორც „სამოქალაქოო,სისხლის’’ და „ადმინისტრაციულ’’ საქმეთა განმხილველი [სასაკასაციო] უმაღლესი სასამართლო] ,ასევე  განიხილავს და წყვეტს „კონსტიტუციურ სამარტთლებრივ ‘’  დავებსაც

·        „დიფუზიურ მოდელში’’ საერთო იურისდიქციის ნებისმიერ სასამართლოს შეუძლია,ცნოს ესა თუ ის „კანონი ’’ არაკონსტიტუციურად,ხოლო თუ საქმე „უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება’’ და „უზენაესი სასამართლო „კანონს ’’ ასევე „კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ’’ აღიარებს, მაშინ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე „სავალდებულოა’’ ყველა სხვა სასამარტთლოსთვის.

ამასთან,უზენაესი სასამართლოს მიერ „არაკონსტიტუციურად ცნობილი’’ „კანონი’’ აგრძელებს მოქმედებას. მართალია,ამ „კანონს’’ არცერთი სასამართლო აღარ იყენებს ,მაგრამ იმისატვის,რომ კანონმა ოფიციალურად „შეწყვიტოს’’ მოქმედება,იგი უნდა გააუქმოს „პარლამენტმა’’[!]

·        სიტყვა „დიფუზიური’’ აქ იმას ნიშნავს,რომ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება’’ ერთი რომელიმე „ორგანოს’’ მიერ[„საკონსტიტუციო სასამართლოს’’ მიერ]  კი არ ხორციელდება,არამედ „გაფანტულია’’  „საერთო სასამარტლოების’’ სისტემის შიგნით.

·        „დიფუზიური მოდელის’’ დადებთ მხარედ მიიჩნევა   „სამართლიანობის’’ „შეუფერხებელი’’ და „სწრაფი’’ აღდგენის შესაძლებლობა

·        „დიფუზიური მოდელის’’ უარყოფითი  მხარეა ის,რომ  შესაძლოა ხელმეორედ დადგეს „იგივე საკითხი’’ და სასამარტლომ ისევ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება,რადგან ამ მოდელის პირობებში „გადაწყვეტილება’’ კონკრეტულია და მხოლოდ მხარეებზე ვრცელდება.

·        მართალია,შესაძლოა „გადაწყვეტილება’’  „პრეცენდენტის’’ საფუძველზე იყოს მიღებული,თუმცა არც ისაა გამორიცხული,რომ სასამართლომ „ახალი’’ „გადაწყვეტილება მიიღოს.

·        შესაბამისად“დიფუზიური საკონსტიტუციო  მართლმსაჯულების’’ დროს სახეზეა „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ არასტაბილურობა

·        მოქალაქეს „დიფუზიური საკონსტიტუციო  მართლმსაჯულების’’ დროს ვერ ექნება „კანონიერი’’ „განჭვრეტადი’’  და „განსაზღვრული’’  სამართლებრივი შედეგის  მოლოდინი ,თუნდაც იმ შემტხვევაში,როცა  „პრეცედენტი’’ მის სასარგებლოდ არსებობს,რადგან შესაძლოა,რომ „კანონი’’ ამ „საკითხს’’ კვლავ იმგვარად არეგულირებდეს,როგორც არეგულირებდა „პრეცედენტამდე’’ და პარლამენტს არც კი  გაუუქმებია კანონის ის ნორმა რომელიც ადრე სასამარტლომ კონკრეტულ საქმეში მოსარჩელის მიმართ „არაკონსტიტუციურად ‘’ მიიჩნია.

·        ამრიგად, „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების დიფუზიური მოდელის’’ პირობებში მოსარჩელე „საერთო იურისდიქციის სასამართლოს’’ ვერ მიმართავს  მანამ,სანამ „კონკრეტული დავა’’[კონკრეტული კონფლიქტი] არ წარმოიშობა და რაიმე არსებული კანონი არ დაარღვევს „კონსტიტუციით გარანტირებულ’’ მის რომელიმე უფლებას

·        შესაბამისად,“დიფუზიური საკონსტიტუციო კონტროლის’’ უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი,რომ ამა თუ იმ  „ნორმის“ „არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ’’  სამარტალწარმოება ვერ დაიწყება თუ კონკრეტული პირის კონლრეტული უფლების დარღვევას ადგილი არ აქვს’’

 

ბ) „კონცენტრირებული ‘’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელი

 

·        „კონცენტრირებული ‘’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელის მიხედვით „საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას’’ „კონცენტრირებულად’’ ახორციელებს ამისთვის სპეციალურად  შექმნილი ორგანო [ ან „საკონსტიტუციო სასამართლო’’ ან „საკონსტიტუციო საბჭო’’ ან „საკონსტიტუციო კომიტეტი’’ ან „საკონსტიტუციო პალატა’’ და სხვა]

·        ეს ორგანოები „საკონსტიტუციო მარტლმსაჯულებას’’ ახორციელებენ  „საკონსტიტუციო სამარტალწარმოების’’ გზით

·        „კონცენტრირებული ‘’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელის თავისებურებებია:

 

a.      „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ დამოუკიდებლობა „საერთო მართლმსაჯულების’’ სისტემისგან

b.      კარგად ორგანიზებული „სპეციალიზებული ორგანოს’’ არსებობა,რომელიც უფლებამოსილია ,აკონტროლოს „ნორმატიული აქტების’’ მთელი სისტემის  „კონსტიტუციურობა’’

·        „კონცენტრირებული ‘’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელი საკმაოდ ქმედითია;„სპეციალიზებული ორგანოს’’ მიერ[როგორც წესი ,„საკონსიტუციო სასამართლოს’’ მიერ] „არაკონსტიტუციურად’’ გამოცხადებული სამართლებრივი აქტები „უქმდება’’ პარლამენტის „დამატებითი ‘’ გადაწყვეტილების გარეშე[!]

·        „საკონსტიტუციო სასამარტლოს’’ „გადაწყვეტილება“ [არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ]  არისაბოლოო,სავალდებულო ხასიათის და ვრცელდება ყველაზე ,არამ ხოლოდ საკონსტიტუციო პროცესში მონაწილე მხარეებზე

„კონცენტრირებული ‘’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელის უპირატესობებია :

 

a.      „დიფუზიური’’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელის პირობებში ,“ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხი’’ დგება მხოლოდ კონკრეტული დავის განხილვისას.ხოლო როცა „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება’’ ერთ ორგანოში , „საკონსტიტუციო სასამარტლოში’’ ,არის  კონცენტრირებული   ,მას შეიძლება მიმარტოს მოსარჩელემ „კონკრეტული დავის’’ გარეშეც,  ამა თუ იმ “ნორმის’ არაკონსტიტუციურობის’’  საფუძვლით

b.      „დიფუზიური’’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელის პირობებში  “კონკრეტულ საქმეთა’’ განხილვა შესაძლებელია მხოლოდ „საერთო სასამართლოების ინსტანციიების გავლით’’,რასაც შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს[რადგან იქ სამოქალაქო ,სისხლის და ასმინისტრაციული საქმეებიც იხილიება და წყდება] და საკმაოდ ძვირიც დაჯდეს . „საკონსტიტუციო სასამართლო’’ კი მხოლოდ ამა თუ იმ “ნორმის’’ ან „სამართლებრივი აქტის’’  „არაკონსტიტუციურობის საკითხს’   განიხილავს და დროშიც უფრო სწრაფად ახორციელებს ამას.

c.      „დიფუზიური’’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელის მიხედვიტ სასამარტლოს არ აქვს „კანონის’’ ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება.ამისათვის სასამარტლომ უნდა მიმარტოს პარლამენტს „ნორმის გაუქმების’’ მოტხოვნით,რაც დროში გაწელილი პროცესია და მტელი ამ დროის განმავლობაში“არაკონსტიტუციური ნორმა’’ განაგრძობს მოქმედებას[ძალაშია],თუმცა იგი აღარ გამოიყენება.„კონცენტრირებული ‘’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელის პირობებში კი „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ მოსამარტლეებს აქვთ „მონოპოლია’’ „კონსტიტუციის საბოლოო ინტერპრეტაციაზე[განმარტებაზე]’’,რაც „სამარტლებრივ უსაფრტხოებას’’ ამყარებს,რადგან მოქალაქეებს აღარ აქვტ“კონსტიტუციის სხვაგვარად განმარტების’’  მოლოდინი.

d.     „ძირითადი უპირატესობა’’ რაც ონცენტრირებულ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელს [„საკონსტიტუციო სასამართლოს’’ არსებობას] გააჩნია არის „სამართალწარმოების’’ მაღალი ხახარისხი. გაცილებით ეფექტურია „მარტლმსაჯულება’’ რომელიც „სპეციალიზებული სასამართლოს ‘’ მიერ ხორციელდება

e.      „სპეციალიზებული სასამართლო ორგანოო’’ იძლევა „კონსტიტუციური სამართლებრივი კონფლიქტის ‘’ უფრო დეტალურად და ამომწურავად  შესწავლის შესაძლებლობას,რაც ნაკლებად  შესაძლებელია „საერთო სასამართლოების’’ პირობებში.

f.       კონცენტრირებული ‘’ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელის პირობებში გამოტანილი „გადაწყვეტილება’’ „საყოველტაო ხასიატს ‘’ ატარებს.იგი ვრცელდება „ყველაზე’’; ამასთან, ესა ტუ ის „ნორმა’’ პირდაპირ ცხადდება „არაკონსტიტუციურად’’ და „დამატებითი მიმარტვა’’ სხვა ორგანოსთვის ამ ნორმის „გასაუქმებლად’’ აღარ არის საჭირო.

g.      „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ „გადაწყვეტილება „საბოლოოა’’,მაშინ როცა „საერთო სასამართლოებში’’ მოქმედებს „ინსტანციურობის პრინციპი’’. ამის გამოც უკეთესია „კონცენტრირებული საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’ მოდელი

 

ხხხხ

 

 

 

„საკონსტიტუციო მარტლმსაჯულების’’ ქართული მოდელი

 

·        საქართველოში მოქმედებს „კონცენტრირებული საკონსტიტუციო მართლმსაჯულების’’  მოდელი

·        ყურადღება: „საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს’’ მხოლოდ „ნორმატიული აქტების’’ „კონსტიტუციური კონტროლის ‘’ უფლებამოსილება აქვს მინიჭებული [იხ. კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი]

·        შესაბამისი უფლებამოსილების არ არსებობის გამო „საქართველოს კონსტიტუციურ სასამარტლოს’’  დღემდე არ შეუძლია „ინდივიდუალური სამარტლებრივი აქტების’’[„ინდაქტების’’] [რომლებიც შესაძლოა არღვევდნენ „ადამიანის ძირიტად უფლებებს’’]„კონსტიტუციურობის’’ დადგენა 

·        შესაბამისი უფლებამოსილების არ არსებობის გამო „საქართველოს კონსტიტუციურ სასამართლოს’’ ასევე  არ შეუძლია „საერთო სასამართლოების’’ მიერ მიღებული „გადაწყვეტილებების’’  [რომლებიც შესაძლოა არღვევდნენ „ადამიანის ძირიტად უფლებებს’’] „კონსტიტუციურობის’’ დადგენა 

·        ამრიგად,თუკი  საქრთველოში ადამიანის „ძირითადი უფლებები’’ რომელიმე „ნორმატიული აქტით’’[საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულით] ,მას[ პირს] უფლება აქვს მიმარტოს „საქარტველოს საკონსტიტუციო სასამარტლოს’’

·        მაგრამ თუკი მისი „რომელიმე „კონსტიტუციური უფლება’’ სასამართლოს „გადაწყვეტილებით ‘’ დაირღვა,იგი ვერ გამოიყენებს „კონსტიტუციური კონტროლის’’ მექანიზმს

·        საკუთარი უფლებების დასაცავად მას „სხვა’’ მექანიზმების გამოყენება დასჭირდება[მაგ. ქვეყნის გარეთ“ადამიანის უფლებატა ევროპულ სასამართლოში’’ ეძიოს სამართლიანობა]

·        „საქართველოს საკონსტიტუციო სასამარტლო’’ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ,“ვერ გადასინჯავს’’   „საერთო სასამართლოების’’ გადაწყვეტილებებს.

 

·        მაგრამ გარკვეულ შესაძლებლობას იძლევა  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ე.წ.  „ნორმის’’ „ნორმატიული შინაარსიის’’ „არაკონსტიტუციურად ცნობის’ ახლადდამკვიდრებული პრაქტიკა.

 

 

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს’’ მიერ „ნორმის ნორმატიული შინაარსის’’ არაკონსტიტუციურად ცნობა

·        საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ ბოლოდროინდელ „სამართალწარმოებაში’’ ფართოდ დამკვიდრდა ახალი პრაქტიკა „ნორმის ნორმატიული შინაარსის’’  „არაკონსტიტუციურად ცნობა’’

·        მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ  „ნორმის’’ ან მისი „ნაწილის’’ „გაუქმება’’,არამედ „სადავო ნორმის „ნორმატიული შინაარსის’’ „არაკონსტიტუციურად’’ ცნობაც’’.

·        ამრიგად, თუ მოსარჩელეს  მიაჩნია,რომრომელიმე კონკრეტული „ნორმა’’ სხვაგვარი „ნორმატიული შინაარსის’’ მატარებელი უნდა იყოს,იგი „სარჩელო მოთხოვნად’’  ამ „ნორმის’’ „ნორმატიული შინაარსის’’ „არაკონსტიტუციურად ‘’ ცნობას მოითხოვს

·         ნორმის „ნორმატიული შინაარსი ‘’ მრავალგვარი შეიძლება იყოს.

·        „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ ახალ პრაქტიკაში მომრავლდა „გადაწყვეტილებები’’,რომლებითაც „გაუქმდა’’ არა „სადავო ნორმა’’ ან „მასში გამოყენებული სიტყვები’’,არამედ  მასში „ნაგულისხმევი შინაარსი’’

·        ასეთ  დროს „ნორმა’’ რჩება „კანონის ტექსტში’’,მაგრამ ეს „ნორმა’’ „ზოგიერთ შემტხვევაში’’ –„არ მოქმედებს’’[!]

·        „სადავო ნორმის „ნორმატიული შინაარსის’’ „არაკონსტიტუციურად’’ ცნობის’’ პრაქტიკის საშუალებით „საკონსტიტუციო სასამართლო’’ უფრო „მოქნილი’’ გახდა და შეუძლია ეფექტიანად დაიცვას ადამიანის „ძირითადი უფლებები’’,მიუხედავად იმისა ,რომ მას არ აქვს“ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებზე’’[ინდაქტებზე]  „გადაწყვეტილების’’ გამოტანის უფლებამოსილება

·        იმის გატვალისწინებით,რომ“საკონსტიტუციო სასამართლოს’’ „გადაწყვეტილება’’ „საბოლოოა’’ და მისი „გასაჩივრების უფლება’’ პირს არ აქვს, „საკონსტიტუცი სასამარტლო’’ ეფექტურად იყენებს „ძირითადი უფლებების’’ ამ „ბოლო’’ „შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ინსტრუმენტს’’- ანუ „სადავო ნორმის „ნორმატიული შინაარსის’’ „არაკონსტიტუციურად’’ ცნობას

·        „სადავო ნორმის „ნორმატიული შინაარსის’’ „არაკონსტიტუციურად’’ ცნობას’’  აქვს  თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

·        „ნორმატიული შინაარსის’’ ინსტიტუტი  მართალია შეიცავს „რეალური  კონტროლის’’ ნიშნებს,მაგრამ“განსაზღვრული სისტემატიზაციის გარეშე’’

·        რადგან „საკონსტიტუციო სასამართლოს’’  „რეალურ კონტროლს’’ ახასიათებს:

1.„ყველა სამართლებრივი გზის ამოწურვის’’ მოთხოვნა

2.“კონკრეტული ვადის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამარტლოსადმი მიმართვა“

 

·        საქართველოში „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ მიერ დამკვიდრებულ „რეალური  კონტროლს’’ ეს არ ახასიათებს;

·        შესაბამისად, პირმა შესაძლოა, საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს იმ შემთხვევაშიც,როცა „საქმე’’ „საერთო სასამართლოშში წარმოების რომელიმე ეტაპზეა’’ და „ნებისმიერ დროს’’,ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე

„საკონსტიტუციო კონტროლის’’  სახეები

 

 

·        „საკონსტიტუციო კონტროლი  ‘’ შეიძლება იყოს:

a.      კონკრეტული

b.      აბსტრაქტული

c.      მატერიალური

d.     ფორმალური

e.      რეალური

f.       არარეალური

 

ა) „აბსტრაქტული საკონსტიტუციო კონტროლი’’

·        ანუ „აბსტრაქტულ ნორმათა საკონსტიტუციო  კონტროლის’’ ფარგლებში განიხილება ის საქმეები,რომლებიც ობიექტური გარემოებების გამო ამა თუ იმ  „კანონის’’ „არაკონსტიტუციურობაზე’’ იქნა წამოწყებული[დამოუკიდებლად იმისა არსებობს თუ არა „კონკრეტული საქმისწარმოება’’ საერთო სასამართლოში]

 

ბ) „კონკრეტული საკონტიტუციო კონტროლი’’

·        ანუ „კონკრეტულ ნორმათა’’  საკონსტიტუციო კონტროლი’’ წარმოიშობა კონკრეტული  „სამართლებრივი დავის’’ ფარგლებში და „კონსტიტუციური სასამართლო’’ ამ შემთხვევაში კონკრეტულ საქმეთა მიმართებით “გამოყენებული  ნორმის’„კონსტიტუციურობაზე’’ მსჯელობს.

·        „კონკრეტულ ნორმათა’’ კონტროლი’’ ძირითადად „საერთო სასამართლოების ‘’ მიერ „კონკრეტული საქმის განხილვას’’ და“საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვას“ უკავშირდება

 

გ)   „სამართლებრივი აქტის’’ „წინასწარი’’ და „შემდგომი’’ „საკონსტიტუციო კონტროლი’’

 

·        არსებობს „წინასწარი საკონსტიტუციო კონტროლი’’[ ანუ „სამართლებრივი აქტის’’ კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი „კონსტიტუციურობის’’ წინასწარი შემოწმება]

·        არსებობს „შემდგომი საკონსტიტუციო კონტროლი’’[ ანუ კანონიერ ძალაში შესული„სამართლებრივი აქტის’’ „კონსტიტუციურობის’’ შემოწმება]

·        ყურადღება:

 

„წინასწარი’’ ანუ „პრევენციული’’ საკონსტიტუციო კონტროლის უფლებამოსილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ერტადერთ შემთხვევაში გააჩნია,როცა იგი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქის საფუძველზე,“პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუტედის წარდგინების საფუველზე განიხილავს რატიფიცირებას დაქვემდებარებული „საერტაშორისო ხელშეკრულების’’  „კონსტიტუციურობის საკიტხს’’

 

დ) „დეცენტალიზებული საკონსტიტუციო კონტროლი’’

 

·        როდესაც“საკონსტიტუციო მართლმსაჯულება’’ [ანუ „საკონსტიტუციო კონტროლი’’ „საკონსტიტუციო  სამართალწარმოების’’   წესების მიხედვით] ხორციელდება  საერთო სასამართლოების მიერ  სახეზეა „დეცენტრალიზებული საკონსტიტუციო კონტროლი’’

·        ხოლო როცა „საკონსტიტუციო სასამართლო’’ „საკონსტიტუციო  სამართალწარმოების’’   წესების მიხედვით ახორციელებს „საკონსტიტუციო კონტროლს’’[ანუ „საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას’’]- სახეზეა ე.წ. „ცენტრალიზებული საკონსტიტუციო კონტროლი’’

 

„საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ‘’ და ადამიანის უფლებათა  ევროპული კონვენცია

·        „ევროპის ადამიანის უფლებატა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია’’ საქქრთველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 1999 წლის 27 აპრილს,ხოლო 20 მაისს იგი ძალაში შევიდა.

·        საქართვრლოს კონსტიტუციაში გატვალისწინებულ იქნა კონვენციის ბევრი დებულება.

·        აქედან გამომდინარე,კონსტიტუციას და კონვენციას შორის კოლიზიის ალბათობა დაბალია,თუმცა აბსოლუტურად გამორიცხულიც არაა.

·        „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ’’ ქვეპუნტის თანახმად:

 

    მუხლი 19

 +

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:

 

) საერთაშორისო ხელშეკრულების’’ კონსტიტუციურობის საკითხი;

·        ანუ „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს’’ გადაწყვეტილებით ,“საერთაშორისო ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული ნორმა შეიძლება „არაკონსტიტუციურად’’ გამოცხადდეს

·        მაგრამ ამავდროულად,“საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ’’  ვენის 1969 წლის კონვენციიდან გამომდინარე : „საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეს არ აქვს უფლება შეწყვიტოს [საერთაშორისო]ხელშეკრულების ცალკეული დებულების მოქმედება მის მიმართ,თუ ხელშეკრულებით ეს[„შეწყვეტა’’] არ არის გათვალისწინებული ან მხარეები ამაზე[„შეწყვეტაზე’’] სხვაგვარად არ შეთანხმებულან’’

·        ამიტომ,„ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს’’ გადაწყვეტილებით „ევროპის ადამიანის უფლებატა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცის „ცალკეული დებულება’’ „ვერ იქნება’’  არაკონსტიტუციურად და ბათილად ცნობილი ,რადგან“საერთაშორისო სამართალი’’ არ უშვებს „საერთაშორისო ხელეკრულების’’[კონვენციის]  დანაწილებას[!]  „ცალკეულ დებულებებად’’

·        ხოლო „საქრტველოს საკონსტიტუციო სასამართლოს’’ მიერ  „მთელი ‘’„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ‘’ „ბათილად ცნობა’’ კი იმას ნიშნავს,რომ  იგი [კონვენცია] კარგავს „იურიდიულ ძალას ‘’ „გადაწყვეტილების’’ გამოქვეყნების მომენტიდან.

·        იმის გათვალისწინებით,რომ ესა თუ ის „ევროპული კონვენცია’’ არა მხოლოდ „საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლის“ არამედ „საერთაშორისო სამართლის’’ წყაროცაა, გასათვალისწინებელია  ამ კონვენციის  საქართველოში „იურიდიული ძალის’’ დაკარგვის ორივე შედეგი „შიდასახელმწიფოებრივი’’ და „საერთაშორისო’’

·        „საერთაშორისო ხელშეკრულების’’ „ბათილად ცნობის შესახებ’’  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს’’  „გადაწყვეტილების’’ შედეგად რომელიღაც „ევროპული კონვენცია’’ აღარ გავრცელდება საქართველოში; თეორიულად დასაშვებია,რომ „ევროპულმა კონვენციამ’’ დაკარგოს „იურიდიული ძალა’’ საქართველოში,შეწყვიტოს მოქმედება,როგორც „შიდასახელმწიფოებრივმა ნორმატიულმა აქტმა’’, მაგრამ გააგრძელოს მოქმედება ,როგორც „საერთაშორისო ხელშეკრულებამ’’ ,რომელიც „საერთაშორისო დონეზე’’ წარმოშობს „ვალდებულებებს’’  საქართველოს სახელმწიფოსთვის.

·        ამრიგად, მიუხედავად იმისა ,რომ საქართველოს“საკონსტიტუციო მარტლმსაჯულების’’ სფეროში შედის „კონსტიტუციური სასამართლოს’’ უფლებამოსილება,“არაკონსტიტუციურად’’ გამოაცხადოს „საერთაშორისო ხელშეკრულებები’’ [„ევროპული კონვენციები’’] ,მაგრამ „საკონსტიტუციო სასამართლოს ‘’ ეს ქმედება იქნება არამხოლოდ „სამარტლებრივი’’ ,არამედ  „პოლიტიკურად’’[ როგორც „შიდა’’,ისე „გარე’’ პოლიტიკის თვალსაზრისით ] უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება[!]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები