„ოჯახის’’ -ცნება „ოჯახის წევრობის’’-ცნება

 


1.   „ოჯახის’’ -ცნება

ა)  ტერმინი „ოჯახი’’

·        ტერმინი „ოჯახი’’ - თურქულია და ნიშნავს „კერას’’,სახლს,სახლეულს[ოჯახის წევრებს]

·        ეს ტერმინი „ძველ ქარტულში’’ არ გვაქვს,მის ნაცვლად გამოიყენებოდა „სახლი’’

·        „სახლი’’ - ქმრის და ცოლ-შვილისაგან შემდგარი პატარა ერთობის აღმნიშვნელი იყო

·        „ოჯახი’’  შუასაუკუნეებში ჩაენაცვლა „სახლს’’

·        „ოჯახის’’ პარალელურად  დამკვიდრდა „კომლი’’

·        „სახლი’’ ,“ოჯახი’’ ,“კომლი’’ ასახავს „ცოლქმრობაზე’’“ნატესაობაზე’ და „ქონების მფლობელობაზე’’ დამყარებულ ურთიერთობას.

 

 

ბ) „ოჯახი’’ - სოციოლოგიური გაგებით

 

 

 

·        „სოციოლოგიური ‘’გაგებით, „ოჯახი’’ არის - ქორწინებაზე,ნათესაობაზე და ბავშვების აღზრდაზე დაფუძნებული კავშირი პირთა შორის. [„ოჯახის’’ -ცნება „სოციოლოგიური’’ გაგებით- საზეპიროა]

·        პირთა ეს კავშირი განპირობებულია „ერთად ცხოვრების’’ „ინტერესთა ერთიანობის’’ და

ერთმანეთზე ზრუნვის’’ ფაქტორებით.

·        „ოჯახური კავშირი’’ [ანუ „ოჯახი]  არის „საზოგადოებრივ ურტიერთობათა’’ ნაირსახეობა

·        „ოხახურ კავშირში’’ აისახება არამხოლოდ ამ კავშირში მყოფ პირთა ინტერესები  ,არამედ [ამა თუ იმ ეპოქის] საზოგადოების და სახელმწიფოს თავისებურებანი.

·        „ოჯახს’’ აქვს  2 საწყისი -„ბუნებრივ-ბიოლოგიური’’ და „მატერიალურ-ქონებრივი’’

·         „ოჯახის’’ „ბუნებრივ-ბიოლოგიური’’’ საწყისი ვლინდება „ბავშვების შობადობაში’’ და „პოპულაციის აღწარმოების’’ ფუნქციის განხორციელებაში.

·        „ოჯახის’’ „მატერიალურ-ქონებრივი’’ საწყისი გამოხატულია „ოჯახის წევრთა’’ მიერ  „საოჯახო მეურნეობის’’ წარმარტვასა და „მატერიალურ სიკეთეთა’’ შეძენა -გამრავლებაში

·        „ოჯახი’’ ხელს უწყობს ადამიანის შრომითი  და სამეურნეო საქმიანობის სტიმულირებას.

·        „ოჯახი’’ იძლევა იმის რწმენას,რომ შრომითი  და სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება უმიზნოდ კი არ იქნება გახარჯული,არამედ მოხმარდება“ოჯახის წევრტა’’ მატერიალურ და კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.

·        „საბაზრო მეურნეობის’’ [კაპიტალიზმის]პირობებში ,ძირითადად „ოჯახის’’ მეშვეობით ხდება „კაპიტალის   დაგროვება’’ და მისი ეფექტურად „გამოყენება’’

·        ამასთან,ადამიანები „ოჯახის ‘’ შექმნისას არა იმდენადეკონომიკური ამოცანების გადაჭრას ისახავენ  მიზნად ,რამდენადაც ურთიერტსიყვარულის და პატივისცემის ნიადაგზე „მოდგმის’’ გაგრძელებას.

·        ამრიგად,“ბიოლოგიური და ეკონომიკური „საწყისების’’ ერთიანობა განაპირობებს „ოჯახის’’ შექმნას და  „ოჯახის შექმნით’’ წარმოშობილ  „საოჯახო ურთიერთობათა’’  „სპეციფიკურ’’ ხასიათს.

·        „საოჯახო ურთიერთობები’’ იყოფა „პირად ‘’ და „ქონებრივ’’ ურთიერთობებად[ეს ურთიერთობები მათთვის დამახასიათებელ „თავისებურებებს’’ ავლენენ და „განსხვავდებიან“  სხვა სზოგადოებრივი ურთიერთობებისგან]

·        „ოჯახი’’ განსაკუთრებული,[“სოციალურად ორგანიზებული’]’, ადამიანთა ერთობაა.

·        „ოჯახის ‘’ შექმნის საფუძველი უმეტეს შემთხვევებში „ქორწინებაა’’

·        საწყის ეტაპზე „ოჯახის წევრებს’’ წარმოადგენენ ცოლ-ქმარი[!]

·        მათ ურტიერთობას მოჰყვება „ბავშვების გაჩენა’’,რაც „მშობლებსა’’ და „შვილებს’’ შორის ურთიერთობის „საფუძველი’’ ხდება.

·        სწორედ მეუღლეებს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები ქმნიან „საოჯახო ურთიერთობების’’ ძირითად ბირთვს[!]

·        მათთან ერთად“ოჯახის’’ შემადგენლობაში მოიაზრებიან „ახლო ნათესავები’’[მათ შორის: ცოლის და ქმრის მშობლები, ზოგჯერ ცოლის და ქმრის -დები და ძმები.

·        შესაძლებელია „ოჯახური ურთიერთობების’’ არსებობა:“მარტოხელა მშობელსა და შვილებს შორის“,“მშვილებელსა და ნაშვილებს შორის“,“აღმზრდელსა და აღსაზრდელებს შორის“

·        „ოჯახის წევრის’’ დროებითი არყოფნა საფრთხეს არ უქმნის საოჯახო ერთობას[ „ოჯახს’’]

·        სამხედრო სამსახურში ყოფნა,სასწავლებლად ან სამუშაოდ სხვა ადგილზე გამგზავრება  „არ წყვეტს’’ საოჯახო ურთირთობას.

·        მაგრამ „განსაკუთრებულ გარემოებათა’’ არსებობისას ,შესაძლებელია „საოჯახო  კავშირის’’ –„შეწყვეტა’’.  ეს იმას ნიშნავს,რომ „ოჯახი’’ უკვე აღარ არსებობს. თუ მეუღლეებმა „გაწყვიტეს’’ ერტმანეთთან ურთიერთობა და შექმნეს კიდეც სხვა პირებთან „ახალი’’  „ოჯახები’’,მატი ადრინდელი „ოჯახი’’ გაუქმებულად ჩაიტვლება.

·        ზოგჯერ ,შესაძლებელია,რომელიმე „წევრი’’ გამოეყოს „საოჯახო ერტობას’’[„ოჯახს’’] და თავიც აარიდოს სხვა წევრებზე ზრუნვას .ასეთ შემტხვევაში ოჯახის დანარჩენ წევრებს შორის ხდება საოჯახო ურთიერტობათა შენარჩუნება

·         

 

გ) „ოჯახი’’ - სამართლებრივი  გაგებით

 

·       „ოჯახი’’ მისი წევრების „იურიდიული’’ კავშირია.

·       „ოჯახურ ურთიერთობებს’’ „იურიდიულ’’ ხასიატს ანიჭებს მათი  რეგულირება  სამართლის ნორმებით[!]

·       „ოჯახურ ურთიერთობებს’’ სახელმწიფო არეგულირებს „სავალდებულო წესების’’ დადგენით.[სახელმწიფო ჩარევა  ამ დროს  გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული]

·       „საოჯახო ურთიერთობათა’’ გარკვეული ნაწილი „სამართლებრივი ზემოქმედების’’  მიღმა რჩება და მხოლოდ  „ზნეობრივი ნორმებით’’ რეგულირდება.

·       მაგ. „არ შეიძლება’’ „სამართალმა’’ განსაზღვროს : „ცოლქმრული ერთგულების’’,“მშობლებისა და შვილების ურთიერთ სიყვარულის და პატივისცემის’’ ხარისხი [!] და სხვა.

·       ამრიგად, მხოლოდ „ზოგიერთი“ არა მხოლოდ  ოჯახისთვის,არამედ საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვისაც  „მნიშვნელოვანი’’  ოჯახური ურთიერთობა ექვემდებარება სამართლებრივ რეგულირებას.

·       ამასთან,  მხოლოდ სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული „ქორწინება’’ წარმოშობს „სამართლებრივ შედეგებს’’

·       „ქორწინების რეგისტრაციას’’  კონსტიტუციური,ანუ  „უფლების წარმომქმნელი’’ მნიშვნელობა  გააჩნია .

·       „რეგისტრირებულ ქორწინებაში გაჩენილ ბავშვს’’ თავის მშობლებთან აკავშირებს ორი მეტად მნიშვნელოვანი „ფაქტი’’ - ა)“ქორწინება’’ და ბ)“ნათესაობა’’

·       თუმცა შესაძლებელია „ოჯახური კავშირი’’  მხოლოდ „ნათესაობის ‘’ საფუძველზეც წარმოიშვას.[ბავშვის მამასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დედასა და შვილს შორის]

·       შეიძლება „არც“ქორწინება’’ იყოს სახეზე და არც“ნათესაობა’’ და „საოჯახო კავშირი’’ მაინც წარმოიშვას „შვილად აყვანის’’ ან“ოჯახში არსაზრდელად ბავშვის მიღების’’ ,აგრეტვე „მეურვეობის’’ ან „მზრუნველობის’’ დაწესების საფუძველზე[!]

·       ყველა ასეთ შემტხვევაში,სახეზეა გარკვეული „უფლებების’’ და მოვალეობების’’ წარმომშობი „იურიდიული ფაქტები’’,რომელთა გარეშე წარმოუდგენელია  სრულყოფილი „საოჯახო კავშირების’’ არსებობა.   

ყურადღება:

·       ამრიგად, „სამართლებრივი გაგებით’’ , „ოჯახი’’ არის იმ პირთა წრე, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან  ან „ქორწინების’’, ან “ნათესაობის’’,ან „შვილად აყვანის’’ ,ან“ბავშვის აღსაზრდელად მიღების’’ სხვა ფორმების საფუძველზე წარმოშობილი „უფლებებით’’ და „მოვალეობებით’’ [„ოჯახის ‘’ ცნება „სამარტლებრივი გაგებით’’ -საზეპიროდ]

 

 

·       „ოჯახის’’ -ცნების   „სოციოლოგიური’’ და „სამართლებრივი’’  „გაგებები’’ შინაარსობრივად ერთმანეტის მსგავსია,მაგრამ მათ შორის არის „სერიოზული’’ სხვაობაც.

·       „ოჯახი’’ [როგორც „სამართლებრივი კავშირი’’]  მაშინაც ინარჩუნებს თავის სახეს,როცა „სოციოლოგიური ‘’ გაგებით ის უკვე აღარ არსებობს[!]

·       მაგ. მეუღლეები შეიძლება „ფაქტობრივად’’ არ ცხოვრობდნენ ერთად,არც ოჯახის აღდგენა შედიოდეს მათ მიზნებში,მაგრამ ,ვიდრე „განქორწინება’’ არ მომხდარა,“სამართლებრივი კავშირი’’ ერთმანეთთან კვლავ შენარჩუნებულია.

·       ამ „შენარჩუნებული’’ „სამართლებრივი კავშირის“ საფუძველზე მათ შეუძლიათ:  „ერთმანეთს მოსთხოვონ მატერიალური დახმარება“,“მოითხოვონ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა’’  და სხვა.

·       ასევე, მართალია,“არარეგისტრირებულ ურთიერთობაში გაჩენილი ბავშვი’’ თავის მამასთან ერთად „არ ქმნის’’   „ოჯახს’’,მაგრამ „სამართლებრივი კავშირი’’ მათ შორის წარმოიშობა „მამობის სამართლებრივი წესით დადგენის’’ შემდეგ[!],რაც  მამისგან „გვარის’’,“ალიმენტის’’ და „ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის’’ „მოთხოვნის უფლებაში  გამოიხატება[!]

·       „განქორწინება’’ „მეუღლეობრივი’’ უფლება-მოვალეობების „შეწყვეტას’’ ნიშნავს. „გამქორწინების’’ მომენტიდან „ოჯახი’’ „სამარტლებრივი გაგებით’’ „წყდება’’.მაგრამ მისი „შენარჩუნება’’ „სოცოლოგიური  გაგებით’’ ისევ შეიძლება,  ყოფილ მეუღლეთა შორის  მეტ-ნაკლებად ნორმალური „ფაქტობრივი ურთიერთობების’’ საფუძველზე.

·       მაგრამ  თუნდაც კარგი „ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობა’’  „განქორწინებულ’’ მეუღლეებს შორის ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ შორის „სამართლებრივი კავშირის’’ არსებობას.ანუ „იურიდიული გაგებით ოჯახის’’ არსებობას.

·       არც „ოჯახის წევრთა ‘’ შორის  მხოლოდ „სამარტლებრივი კავშირი ‘’ ნიშნავს „სოციოლოგიური გაგებით  ოჯახის’’ არსებობას. [მაგ. დედა,რომელმაც შვილი აღსაზრდელად ჩააბარა საბავშვო დაწესებულებას და მის შესახებ მთელი წლის განმავლობაში არაფერი უკიტხავს,ცხადია მასტან „ოჯახს’’ ვერ შექმნის,მაგრამ „სამარტლებრივი კავშირი’’ შენარჩუნებული აქვს და ისინი „იურიდიულად’’ ერთი „ოჯახის’’ წევრები’’ არიან.

·       ასევეა, „მამობის იძულებითი წესით დადგენა’’. მარტალია,  შვილსა და მამას შორის „სამარტლებრივი კავშირს’’ წარმოქმნის  ,მაგრამ ასეთი მამა ვერც შვილთან და ვერც მის დედასთან „საოჯახო ერთობას’’ [ანუ „ოჯახს’’ სოციოლოგიური გაგებით] ვერ შექმნის

·       „სამართლებრივი კავშირები’’[სამართლებრივი ურთიერთობები]  შეიძლება არა მრტო „ერთი ოჯახის’’ ,არამედ  „სხვადასხვა ოჯახების’’ წევრებს შორისაც არსებობდეს

·       მაგ. „ოჯახის სრულწლოვანი წევრები’’ თავიანთ „დამოიკიდებელ  „ოჯახებს’’ ქმნიან ,თუმცა მათ უნარჩუნდებათ„სხვა ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანი და- ძმების მიმართ მატერიალური დახმარების ვალდებულება’’

·       მაგ. „ერთი ოჯახის  მამა და ქმარი“ შეიძლება „სამართლებრივად დაკავშირებული’’ იყოს „თავის შვილთან,რომელიც „სხვა ოჯახში’’ მის ყოფილ მეუღლესთან იზრდება“.

·       იგივე შეიძლება ითქვას“ ხანდაზმულ მშობლებსა და შვილებს შორის ურთერტთობებზე’’,რომლებიც „სხვადასხვა  ოჯახებში ‘’ ცხოვრობენ

·       „ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობანი’’ ,მიუხედავად იმისა,რომ ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობაც გააჩნიათ ,“საოჯახო უფლებების და მოვალეობების არსებობის’’[ანუ „სამართლებრივი კავშირის“]  დასტურად არ გამოდგება’’,ვინაიდან სახეზე არ არის „ოჯახის შექმნის’’ მთავარი „ირიდიული ფაქტი’’- „ქორწინების რეგისტრაცია’’

„ოჯახის წევრობის’’-ცნება

·       „ოჯახის’’ არაერთგვაროვანი გაგება განაპირობებს მისი „შემადგენლობისადმი’’ [საუბარია „ოჯახის წევრებაზე’’] სხვადსხვანაირ შეხედულებას   თვით  „ოჯახის სამართლებრივი გაგების’’ ფარგლებში.

·       კანონმდებლობით არამცთუ  „ოჯახის’’  ცნებაა  ბოლომდე დაზუსტებული,არამედ განუსაზღვრელია „ოჯახის წევრთა’’  სტატუსიც[ანუ ვინ იტვლება „ოჯახის წევრად’’].

·       „ოჯახის’’ „სამართლებრივი მოდელის’’ ძირითად საფუძვლად თუ „ქორწინებას’’ და „ნათესაობას’’ მივიჩნევთ,მაშინ „ოჯახის წევრთა’’ რიცხვს  ,უპირველეს ყოვლის, უნდა მიეკუთვნოს: „მეუღლეები და მათი შვილები’’

·       „მეუღლეები და მათი შვილები’’ „ოჯახის’’    „პირველი და ყველაზე გავრცელებული წრის ‘’ „წევრები’’ არიან [ვენის დიაგრამას თუ დავხაზავთ]

·       „მეორე წრის’’   „ ოჯახის წევრები’’ არიან „მეუღლეთა მშობლები და და-ძმები’’,მაგრამ მათი „ოჯახის წევრებად’’ მიჩნევისთვის საჭირო იქნება „პირველი წრის’’ „წევრებტან’’ „ერთად ცხოვრება“ და „საოჯახო მეურნეობის მათთან ერთად წარმოება“.

·       რადგან „ნათესაობა’’ „სისხლით კავშირს’’ გულისხმობს,ხოლო „ნათესაობის ხარისხი’’ „დაბადებათა რაოდენობის მიხედვით’’ განისაზღვრება,ზემოაღნიშნულ „ოჯახის წევრთა შორის’’  [იგულისხმება ერთი მხრივ, მეუღლეები და მათი შვილები ,მეორე მხრივ   ამ მეუღლეთა მშობლები  და და- ძმა]შესაძლებელია  ე.წ. „ახლო ნათესაური’’  კავშირის დაფიქსირება [!]

·       „ახლო ნათესაობასთან’’ ერთად „ოჯახის წევრობისთვის’’ შეიძლება „მოყვრობაც’’ კი გახდეს საკმაო საფუძველი[!]

·       „მოყვრობა’’ – „მეუღლის ნათესავებთან“  პოზიტიურ   კავშირს   ნიშნავს [!] [გაიხსენე  ქართული მულტფილმი „საზამთრო’’:  „მოყვარე ხარ პეტრე განა სხვისი ხარ,ეს საზამთრო გიფეშქაშო ღირსი ხარ’’ https://youtu.be/t4VmXdxvvRo?si=iUyxrnlN0-c2_Y10]

 

·       „ახლო ნათესაობასთან’’ ან „მოყვრობასთან’’ ერთად „ოჯახის წევრობის’’ „ფართო გაგებაში’’  შეიძლება  „ახლობელი პირებიც’’ მოიაზრებოდნენ. ასეთ პირებს მიეკუთვნებიან: დედინაცვალი,მამინაცვალი,გერი და ოჯახში აღსაზრდელად სხვადასხვა ფორმით მიღებული პირი.

 

·       ამასთან, აუცილებელია სახეზე იყოს „მოყვრის’’ ან „ახლობელი პირის’’   „პირველი წრის’’ „ოჯახის წევრებთან’’ „ერთად ცხოვრება“ და „საოჯახო მეურნეობის მათთან ერთად წარმოება“.

·       „ოჯახის წევრთა’’ შორის  „ სამართლებრივი კავშირის’’ ანალიზისას ,პირველ რიგში’’ „სამოქალაქო [კეძოდ,“საოჯახო’’] სამართალი’’ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული,რადგან სამართლის სხვა დარგებისთვის „საოჯახო ურთიერთობების ‘’ მოწესრიგება არ არის დამახასიათებელი და „ოჯახის წევრთა’’ ფართო ან შეზღუდული გაგება[რასაც ისინი იყენებენ]  შეიძლება მათ სფეროში შემავალი რომელიმე კონკრეტული საკითხის გადაწყვეტასთან იყოს დაკავშირებული

·       ამიტომ,“ბუნებრივად’’ უნდ მივიჩნიოთ[არ უნდა გავიკვირვოთ] „ოჯახის წევრის’’ განსხვავებული გაფება მაგ. „საფინანსო-საგადასახადო’’ ან“სოციალური უზრუნველყოფის[ანუ საპენსიო] სამართალში’’

·       იგივე შეიძლება ითქვას,თვით სამოქალაქო სამართლის ცალკეულ ინსტიტუტებში გამოყენებული „ოჯახის წევრის’’ სტატუსის შესახებაც[!]

·       დაიმახსოვრე: „ოჯახის წევრის’’ სტატუსის  განსაზღვრისას „ძირითადი’’ და „განმსაზღვრელი’’ უნდა იყოს „საოჯახო -სამართლებრივი’’   გაგება.

·      

·       „ოჯახის’’ და მისი „წევრობის’’ „სამართლებრივი გაგება’’ ყოველთვის არ ემთხვწვა“ნათესაობის’’ ან „მოყვრობის’’ საფუძველზე წარმოშობილ კავშირებს და ასეთი კავშირებიდან  გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

·       მაგ. „ერთოჯახში დაბადებული ძმა’’ ალიმენტს ტუ უხდის „მისი მამის მეორე ქორწინებიდან გაჩენილ დას’’,ეს სრულებითაც არ ნიშნავს,რომ ისინი „ერთი ოჯახის წევრები’’ არიან; შეიძლება მათ საერტოდ არცკი ყავდეთ ნანახი ერთმანეთი.

·       ასეთ შემთხვევაში,მართალია,მათ შორის არსებობს „სამართლებრივი კავშირი“,რაც „სისხლიტ ნატესაობაზეა’’ დამყარებული ,მაგრამ ისინი „ერთი ოჯახის წევრები არ არიან]

·       „ოჯახის წევრობა’’ მხოლოდ  „სამართლებრივი კავშირი’’ არ არის[!]

„ოჯახის წევრობისთვის ’’ აუცილებელია „ერთად ცხოვრება’’ და „საერთო მეურნეობაში ჩართვა’’

·       ამრიგად,“ოჯახის ყველა წევრი ერტმანეთთან „სამართლებრივ კავშირში’’ იმყოფება’’,მაგრამ „სამარტლებრივ კავშირში მყოფი ყველა პირი არ არის ერთი ოჯახის წევრი’’

·       ორი ძმა,რომლებსაც დამოუკიდებელი ოჯახები გააჩნიათ,ერთმანეთთან „სამართლებრივ კავშირში’’ იმყოფებიან,მაგრამერტმანეთის ოჯახების წევრები არ არიან.

·       ასევე  შეძილება „დამოუკიდებელი ოჯახი’’ ჰქონდეს სრულწლოვან შვილს და იგი არ ითვლებოდეს“მშობლების და არასრულწლოვანი და-ძმების ოჯახის წევრად’’,მიუხედავად იმისა,რომ მათ შორის არსებობს მჭიდრო „საოჯახო-სამარტლებრივი კავშირი’’.

·       ამიტომ „ოჯახის წევრობის“ განმსაძღვრელ უნივერსალურ საფუძვლად  ცალკე აღებული „არც ქორწინება’’,“არც სისხლით ნათესაობა’’,“არც ერთად ცხოვრება’’ და „არც საოჯახო მეურნეონის ერთობლივად წარმართვა’’ არ გამოდგება

ისინი  მხოლოდ „კომპლექსურად’’ ,ერთმანეთთან კავშირში ქმნიან „ოჯახის წევრობის’’  საერთო და ზოგად საფუძველს[!] [ეს დაიმახსოვრე]

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები