6. „ადმინისტრაციული პროცესის’’ ხარჯები

 

·        ყველა სახელმწიფოს „საპროცესო კანონმდებლობა’’,“მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპიდან’’ გამომდინარე ითვალისწინებს „სასამართლო ხარჯების’’ გადახდისგან ა) გათავისუფლების, ბ)შემცირების და გ)გადავადების შესაძლებლობას მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გატვალისწინებით[!]

·        სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად:

 

    მუხლი 47. სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ

 +

1. სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

 

·        სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად კი:

 

   მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება და მათი ოდენობის შემცირება

 +

1. სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

 

 

·        ეს ნორმები ქმნის საფუძველს,რომ „სახელმწიფო ბაჟის’’  „წინასწარ’’,რიგ შემთხვევებში კი,“საერთოდ’’ გადაუხდელობამ[მატერიალური უსახსრობის გამო],არ შეაფერხოს და არ დააბრკოლოს „მხარე’’ და არ წაართვას მას „დარღვეული უფლების’’ აღდგენის და „პროცესუსუალური საშუალებებით’’  „დაცვის შესაძლებლობა’’

·        აქ მითითებული ნორმების საფუძველზე სასამარტლოს გამოაქვს „განჩინება’’  :“სასამართლოს ხარჯებისგან  ან ა) გათავისუფლების, ან მათი  ბ)შემცირების ან  გ)გადავადების შესახებ’’[თუ რატქმა უნდა,მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ „მტკიცებულებებს’’  „ბაჟის გადახდის შეუძლებლობის’’ შესახებ]

·        სასამართლოს კანცელარია ამოწმებს,ერთვის თუ არა „საქმეს’’ „ბაჟის’’ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი,ხოლო თუ არ ერთვის ,“შუამდგომლობის გრაფაში’’ მითითებული არის თუ არა „შუამდგომლობა’’ „სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ან გათავისუფლების,ანგადავადების,ან შემცირების შესახებ’’

·        სასამართლოს კანცელარია „ფორმალური უზუსტობის ‘’ აღმოჩენის შემტხვევაში „მოსარჩელეს’’ ან მის „წარმომადგენელს’’ მიუთითებს უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ[!]

·        თუ სასამართლო გამოარკვევს ,რომ „სარჩელი’’ შემოტანილია სსსკ-ის  177-ე და 178-ე მუხლების „პირობების“ დარღვევით, ან „სახელმწიფო ბაჟი’’ არ არის გადახდილი,გამოიტანს „განჩინებას’’  „სარჩელის ხარვეზის ‘’ შესახებ და „მოსარჩელეს’’ დაუნიშნავს „ვადას’’ „ხარვეზის’’ გამოსასწორებლად

·        თუ „მოსარჩელე’’ დანიშნულ „ვადაში’’ შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს,მოსამართლე გამოიტანს ახალ „განჩინებას’’ “სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ’’

·        წინააღმდეგ შემტხვევაში,[თუ „მოსარჩელე’’ დანიშნულ „ვადაში’’  არ შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს],სასამარტლო გამოიტანს განჩინებას „სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ’’

·        სასკ-ის მე-9 მუხლის თანახმად,“სახელმწიფო ბაჟი’’ არ გადაიხდება „სახელმწიფო სოციალური დაცვის’’ საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე [!]

·        „სახელმწიფო ბაჯისგან’’ გათავისუფლებას ითვალისწინებს როგორც „სამოქალაქო კოდექსი’’,ისე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქარტველოს კანონის მე-5 მუხლი

·        ასევე,სასკ-ით გათვალისწინებულია „შეღავათი’’ ,თუ სარჩელი დაკავშირებულია „საპენსიო უფლებასტან’’ ან „სოციალური სახის დახმარებასთან’’[მაგ. სტიქიური უბედურების გამო] ,“მიყენებული ზიანის ამაზღაურებასთან’’, ან „მრავალშვილიანი დედისდახმარებასტან’’, „მარტოხელა დედის დახმარებასთან’’,“უფასო სამედიცინო დახმარებასტან’’ ასევე სასკ-ის მე-73 და მე-79 თავებით გათვალისწინებულ „საქმეებზე’’,კერძოდ „ადმინისტრაციული წარმოება’’  „ოჯახში ძალადობის აღკვეთის’’ ,ან „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასტან დაკავშირებით’’,“რასრულწლოვანის სკოლა-პანსიონში გაგზავნასტან დაკავშირებულ საქმეებზე’’

·        აღნიშნულ საქმეებზე,სარჩელის განხილვისას „სახელმწიფო ბაჟი’’ არ გადაიხდება არცერტი ინსტანციის სასამართლოში.

·        ამი „შეღავათით’’  უზრუნველყოფილია „სოციალურად დაუცველი’’ პირებისტვის „მარტლმსაჯუულების’’ ხელმისაწვდომობა[!]

 

ხხხხ

·          „საქმის’’ „შეწყვეტის’’ შემტხვევაში „ბაჟის’’ ოდენობა ნახევრდება

·          ყურადღება: „სახელმწიფო ბაჟის განახევრებასტან დაკავშირებით’’ სასკ-ი[ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი]  ადგენს  სსსკ-ს-გან[სამოქალაქო საპროცესო კოდექსისგან]   განსხვავებულ წესს[!]

·          კერძოდ სასკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად“ ნებისმიერი საფუძვლით საქმის შეწყვეტის შემტხვევაში განახევრდება მხოლოდ „სახელმწიფო ბაჟი’’

 

    მუხლი 9. სახელმწიფო ბაჟი

 +

3. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

 

 

 

·        საქმის „შეწყვეტის’’ შემტხვევაში  საქარტველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის [სსსკ] 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილი   კი ადგენს უფრო „ფართო შეღავატებს“’ და ითვალისწინებს „მტლიანად’’ „სასამარტლო ხარჯების’’ ოდენობის განახევრებას,თუ სასამარტლოს მტავარ სხდომაზე „მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე’’ ან „მოპ[ასუხე ცნობს სარცელს’’ ან „მხარეები მორიგდებიან’’

·        საქარტველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის [სსსკ] 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის ტანახმად კი:“თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე „მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე’’ ან „მოპ[ასუხე ცნობს სარცელს’’ ან „მხარეები მორიგდებიან ,მხარეები მთლიანად ტავისუფლდებიან „სახელმწიფო ბაჟის’’ გადახდისგან

 

   მუხლი 49. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება

 2

1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სასამართლო ხარჯების ოდენობა ნახევრდება.

2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

 

ხხხხ

·        სასკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:

 

   მუხლი 10. პროცესის ხარჯების ანაზღაურება

 +

2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

·        ეს იმიტომ ,რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’[სზაკ-ის] 96 მუხლის 1ლი და მე-2  ნაწილების თანახმად:

 

    მუხლი 96. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

 

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

 

·        სასკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:

 

მუხლი 10. პროცესის ხარჯების ანაზღაურება

 

 

3. თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

 

 

·        „ნაწილდება ტანაბრად’’ იმას ნიშნავს ,რომ  თითითოეულო „პირი’’  „სასამართლო ხარჯებს’’ ანაზღაურებს ერთმანეთისფან „დამოუკიდებლად’’ და არა „სოლიდარულად ‘’

 

·        სასკ-ის მე-11 მუხლის 1-ლი  ნაწილის თანახმად:

 

    მუხლი 11. საპროცესო ხარჯების განაწილება საქმის მორიგებით დამთავრებისას

 

1. თუ სასამართლო წარმოება დასრულდა მორიგებით და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ხარჯების განაწილებაზე, ამასთან მხარე არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

 

·        სსკ 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით: „პროცესის ხარჯებს’’ შეადგენს   ა) „სასამართლო ხარჯები’’ და  ბ) „ გარეშე ხარჯები’’[ანუ არასასამართლო ხარჯები]

 

    მუხლი 37. ცნებათა განსაზღვრა

 +

1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

·        აღსანიშნავია,რომ სასამართლოში „მორიგების’’ დროს მხარეები თანხმდებიან როგორც „სასამართლო ხარჯების’’,ისე „გარეშე ხარჯების’’ საკითხზე.

ხხხხ

·        სსსკ 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „სასამართლო ხარჯებს’’ შეადგენს :

 

   მუხლი 37. ცნებათა განსაზღვრა

 +

2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს:  ა)“სახელმწიფო ბაჟი და ბ)“საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

 

·        სსსკ 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „სასამართლოს გარეშე  ხარჯებს’’ შეადგენს:

 

    მუხლი 37. ცნებათა განსაზღვრა

 +

3. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ა)ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, ბ)დაკარგული ხელფასი (განაცდური), გ)მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე დ)მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. 

 

 

·        შესაძლებელია,მხარეებმა „ვერ’’ ან „არ’’ მოილაპარაკონ „სასამართლო ხარჯების’’  ერთმანეტში განაწილების საკითხზე

·        ასეტ დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილიტ და,მხარეთა „მორიგების’’ გამო,“საქმის სეწყვეტის’’ შესახებ’’ განჩინებაში უნდა იმსჯელოს „საპროცესო ხარჯების’’[კერძოდ „სასამართლო ხარჯების’’] მხარეებს შორის „თანაბრად’’ განაწილებაზე.

·        ყურადღება:  „სასამარტლოს გარეშე ხარჯების’’ მხარეთა შორის განაწილება არ ხდება[!] და თიტოეული მხარე ასეთ ხარჯებს ანაზღაურებს „დამოუკიდებლად ‘’ და „ინდივიდუალურად’’


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები